المختصر المفيد للمؤذن والإمام والخطيب وأحكام المساجد
მუეზინის, იმამის და ქადაგის ვალდებულებები მეჩეთის დებულებები
These files are generated automatically from the book's text; their layout may differ from the printed edition.
მუეზინის, იმამის და ქადაგის ვალდებულებები
მეჩეთის დებულებები
[4]
სუნნის და ფიყჰის წიგნები, თავები, რომლებიც ეხება ქადაგებას, იმამობას, აზანს და მეჩეთებს.
სასარგებლო ცნობარი აზანის დებულებათა შესახებ, დოქტორი მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ მლჰი ალ-არიფი, გამომცემელი: ისლამური საქმეთა, მოწოდებისა და ხელმძღვანელობის სამინისტრო, საუდის არაბეთის სამეფო.
პარასკევის ქადაგების თემები, ავტორი: აბდულ რაჰმან ბინ მა'ულა ალ-ლუაიჰიყი, გამომცემელი: ისლამური საქმეთა, მოწოდებისა და ხელმძღვანელობის სამინისტრო, საუდის არაბეთის სამეფო.
შემოკლებული სასარგებლო ცნობარი
ქება - დიდება ალლაჰს, ჩვენ მას ვადიდებთ, მას ვთხოვთ შეწევნას, პატიებას და ვეძებთ ალლაჰის თავშესაფარს ჩვენი სულების ბოროტებისგან და ჩვენი საქმეების ცუდი შედეგებისგან, ვისაც ალლაჰი დაადგენს სწორ გზაზე, მას არ ჰყავს გზის ამბნევი, და ვისაც ალლაჰი აუბნევს გზას, მას არ ჰყავს სწორ გზაზე დამდგენი. ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა, ერთადერთისა, რომელსაც არ ჰყავს თანაზიარი, და ვამოწმებ, რომ მუჰამმადი მისი მონა და შუამავალია. ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას, მის ოჯახს, მეგობრებს და მათზე სიკეთით მიმყოლთ.
ამის შემდეგ: რადგანაც ხალხს მუდმივად სჭირდება ის, რაც მათ მდგომარეობას გაასწორებს, შარიათმა მოიტანა ის, რაც ამას უზრუნველყოფს. მათ შორის არის აზანი და იყაამა ლოცვისთვის, იმამობა ლოცვაში, პარასკევის ქადაგება და მეჩეთების ნორმები. ამიტომ, მეჩეთის მუეზინის, იმამის და პარასკევის ქადაგების პასუხისმგებლობა დიდია, და სწორედ ამიტომ, ჩვენ შევეცადეთ მოგვემზადებინა წიგნი სახელწოდებით: (მოკლე და სასარგებლო სახელმძღვანელო მუეზინისთვის, იმამისთვის, ქადაგებისთვის და მეჩეთის წესები), და თარგმნილიყო ის რამდენიმე ენაზე.
თემა პირველი: აზანის და იყაამას წესები
აზანი ისლამისა და მისი მიმდევრების სიმბოლოა, რომელიც ყოველ დღე და ღამე ხუთჯერ იხმობა, და სწავლულებმა თავიანთ წიგნებში დიდი ყურადღება მიაქციეს მის წესებს, სუნნებს, კანონებს, სასურველ და გაუქმებულ საკითხებს, რაც ამ თაყვანისცემის მნიშვნელობასა და ღირსებას უსვამს ხაზს([1]). იხ. ალ-მუფიდი აზანის წესების განმარტება ალ-არიფის მიერ: გვ. 7.
პირველი მოთხოვნა: აზანის და იყაამას განმარტება
აზანი შარიათით: ლოცვის დროის შესვლის შესახებ ინფორმირება, დადგენილი სპეციალური სიტყვებით ([2]). იხილეთ: ალ-მუღნი იბნ ყუდამაჰ: 1/292, მუხთარ ას-სიჰაჰ: გვ. 16 - მასალა ა ზ ნ, და ალ-აზანი და იყაამა ალ-ყაჰტაანი: გვ. 5.
იყაამა შარიათით: ლოცვაზე ადგომის შესახებ ინფორმირება, სპეციალური დადგენილი სიტყვებით. (იხ. ქაშშააფ ალ-ყინა: 1/ 230)
მეორე მოთხოვნა: აზანის და იყაამას დადგენილება
აზანი და იყაამა დაწესებულია ყურანით, სუნნით და ერთსულოვნებით:
რაც შეეხება ყურანს; თქვა დიდებულმა ალლაჰმა: როცა (აზანით) ლოცვისკენ მოუწოდეთ, გასართობად და მასხრად აიგდეს იგი, ეს იმიტომ რომ ეგენი ნამდვილად შეუგნებელი ხალხია. [ალ-მაიდა: 58]
რაც შეეხება სუნნას; მრავალი ჰადისი მიუთითებს მათ კანონიერებაზე, მათ შორის:
გადმოცემულია იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომ მან თქვა: როდესაც მუსლიმები მედინაში ჩამოვიდნენ, ისინი იკრიბებოდნენ და ლოცვის დროს ელოდნენ, მაგრამ არავინ მოუხმობდა ლოცვისთვის. ერთ დღეს მათ ამაზე ისაუბრეს და ზოგმა თქვა: "დავამზადოთ ზარი, როგორც ქრისტიანების ზარი", ხოლო ზოგმა თქვა: "არა, საყვირი, როგორც იუდეველების საყვირი". მაშინ უმარმა თქვა: "რატომ არ გაგზავნით ვინმეს, რომ ლოცვისთვის მოუხმოს?" და ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ო ბილალ, ადექი და მოუწოდე ლოცვაზე». გადმოსცა ბუხარიმ: 604, და მუსლიმმა: 377.
რაც შეეხება ერთსულოვნებას; ისლამური სამყარო შეთანხმდა მათ კანონიერებაზე ხუთი დროის ლოცვის დროს:
ამბობს იმამ იბნ ყუდამა ალ-მაყდისი: ''მთელი უმმა (ისლამური სამყარო) ერთსულოვნად თანხმდება, რომ აზანი ხუთი სავალდებულო ლოცვისთვის დაწესებულია''([5]). (ალ-მუღნი: 1/293)
აზანი და იყაამა არის ფარდი ქიფაია (თუ ერთი მათგანი წაიკითხავს მათ დანარჩენები თავისუფლდებიან ვალდებულებისგან ) მამაკაცებისთვის, როგორც სახლში ყოფნისას, ასევე მგზავრობისას ხუთი სავალდებულო ლოცვისთვის, გარდა სხვა ლოცვებისა; მალიქ იბნ ჰუაირის ჰადისიდან (ალლაჰის იყოს კმაყოფილი მისგან) შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა მათ: ''როდესაც ლოცვის დრო მოვა, ერთ-ერთმა თქვენგანმა წაიკითხოს აზანი და ყველაზე უფროსმა გასწიოს იმამობა თქვენთვის''. [6] გადმოსცა ბუხარიმ: 628, და მუსლიმმა: 674.
იმიტომ, რომ ისინი ისლამის აშკარა ნიშნებია, მათი გაუქმება დაუშვებელია.
ქალებისთვის არ არის დაკანონებული აზანი და იყამა, სულერთია ქალი ლოცულობს მარტო თუ ქალებს უძღვება. იბნ თაიმიას 'ალ-უმდას' განმარტება - ლოცვის წიგნი, გვ. 101.
მესამე მოთხოვნა: აზანის და იყამას მადლიანობა.
აზანის და მუეზინების მადლიანობის შესახებ მრავალი ტექსტია გადმოცემული, მათ შორის შემდეგი სიკეთეები:
მუეზინი არის ალლაჰისკენ მომხმობი და ის არის ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანთა შორის სიტყვით, როგორც ალლაჰმა თქვა: (და ვინ არის მასზე უკეთესი სიტყვით, ვინც მოუხმო ალლაჰისკენ, აკეთა კეთილი საქმე, და თქვა ჭეშმარიტად მე ვარ მუსლიმთაგანი) (ფუსსილათ: 33)
მუეზინები იქნებიან ყველაზე მაღლები ადამიანთა შორის განკითხვის დღეს; გადმოცემულია მუაავიასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: მოვისმინე, რომ მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: ''მუეზინები აღდგომის დღეს ყველაზე გრძელი ყელებით იქნებიან'' [8] გადმოსცა მუსლიმმა: 387.
აზანი და იყამა ეშმაკს განდევნის; აბუ ჰურაირას (ალლაჰი კმაყოფილი იყოს მასთან) გადმოცემით, წინასწარმეტყველმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «როცა ლოცვისთვის მოუხმობენ, ეშმაკი უკან იხევს უკანალიდან გაზიანი ხმაურით, რათა არ მოისმინოს აზანი, ხოლო როცა აზანი დასრულდება, ის ბრუნდება, და როცა ლოცვად დგებიან - ანუ: იყამას კითხულობენ - ეშმაკი კვლავ უკან იხევს, ხოლო როცა ლოცვას იწყებენ, ის კვლავ ბრუნდება და იწყებს ჩურჩულს ადამიანის გულში, ეუბნება მას: გაიხსენე ეს და გაიხსენე ის, რაც მანამდე არ გახსოვდა, რათა ადამიანი დარჩეს გაურკვევლობაში, რამდენი რაქაათი ილოცა» [9] გადმოსცა ბუხარიმ: 1222, და მუსლიმმა: 389.
მოწმობს მუეზინისთვის ყველაფერი, რაც მის აზანს ისმენს; გადმოცემულია აბდულლაჰ ბინ აბდურ-რაჰმან ალ-ანსარისგან, რომ აბუ საიდ ალ-ხუდრიმ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) მას უთხრა: მე ვხედავ, რომ შენ გიყვარს ცხვრები და უდაბნო, ამიტომ როცა შენს ცხვრებთან ან უდაბნოში იქნები და ლოცვაზე აზანს წაიკითხავ, აამაღლე შენი ხმა მოწოდებით, რადგან: ''ვინც მოისმენს მუეზინის ხმას, ჯინი, ადამიანი თუ სხვა რამ, ის დაამოწმებს მისთვის განკითხვის დღეს''. აბუ საიდმა თქვა: გავიგონე ეს ალლაჰის შუამავალისგან (ალლაჰ ლოცვა და მშვიდობა მას) ([10]). გადმოსცა ალ-ბუხარიმ: 609.
ხალხს რომ სცოდნოდა აზანის მადლიანობა ჭეშმარიტად, ისინი წილისყრით გადაწყვეტდნენ, ვის უნდა წაეკითხა; აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: ''ხალხს რომ სცოდნოდა თუ რა სიკეთეა მოწოდებაში (აზანში) და პირველ რიგში, და თუ ვერ იპოვიდნენ სხვა გზას, (აზანის წაკითხვის და პირველ რიგში ლოცვის) გარდა იმისა, რომ წილისყრით გადაწყვიტონ, ისინი წილისყრით გადაწყვეტდნენ''. [11]. გადმოსცა ბუხარიმ: 615, და მუსლიმმა: 437.
მუეზინს ეპატიება მისი ხმის არეალში, მასთან ერთად ამოწმებს ყველაფერი ვინც მის ხმას მოისმენს ნედლი თუ მშრალი, ვინც მასთან ერთად ლოცვას შესრულებს, ის მიიღებს იგივე ჯილდოს, რადგან სიკეთის მაჩვენებელი მისი შემსრულებლის მსგავსია. ბარრაა იბნ 'ააზიბ (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: ''ჭეშმარიტად ალლაჰი და მისი ანგელოზები დალოცავენ წინა რიგს, მუეზინს კი მიეტევება მისი ხმის წვდომის არეალში, და მასთან ერთად დაამოწმებს ყველა, ვინც მის ხმას მოისმენს, ნედლი თუ მშრალი, და ის მიიღებს მის თანასწორ საზღაურს, ვინც მასთან ერთად ილოცა''. [12] გადმოსცა აჰმადმა: 18506, და ნასაიმ: 646, მუნზირიმ თქვა ალ-თარღიიბ ვა ალ-თარჰიბში (1/176): კარგი გადმოცემათა ჯაჭვი. და იბნ მულყინმა თქვა ალ-ბადრ ალ-მუნირში (3/385): ეს კარგი გადმოცემათა ჯაჭვია.
აზანი ისლამის ერთ - ერთი უდიდესი სიმბოლოა, და ის არის განმასხვავებელი ურწმუნოების საცხოვრებელსა და ისლამის საცხოვრებელს შორის; ბუხარიმ თავის საჰიჰში მოიტანა თავი სახელწოდებით: „თავი, რომელშიც აზანით სისხლის დაცვა ხდება“ და შემდეგ მოიყვანა ანას იბნ მაალიქის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), ჰადისი: როდესაც შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიდიოდა ბრძოლაში ხალხთან, არ იწყებდა ბრძოლას სანამ არ გათენდებოდა და არ მოისმენდა, თუ გაიგონებდა აზანს, თავს იკავებდა მათზე თავდასხმისგან, ხოლო თუ ვერ გაიგონებდა აზანს, თავს ესხმოდა მათ. ([13]). გადმოსცა ბუხარიმ: 610, და მუსლიმმა: 382.
იმამ ხატტაბიმ თქვა: "ამ ჰადისში ნათქვამია, რომ აზანი ისლამის რელიგიის სიმბოლოა, და რომ ეს სავალდებულო საქმეა, რომლის მიტოვება დაუშვებელია, და თუ ქვეყნის მცხოვრებნი შეთანხმდებიან აზანის მიტოვებაზე და უარს იტყვიან, მაშინ მმართველს უფლება აქვს მათ წინააღმდეგ იბრძოლოს"([14]). ჰადისის განმარტება, ბუხარის საჰიჰ ჰადისთა კრებულის განმარტება: 1/460.
მეოთხე მოთხოვნა: აზანის და იყამას სისწორის პირობები.
1- ისლამი: არ მიიღება ურწმუნოსგან; რადგან ეს ორი თაყვანისცემაა და თაყვანისცემა არ მიიღება ურწმუნოსგან.
2 - გონიერება: არ მიიღება გიჟის, მთვრალის, პატარის რომელსაც გააზრების საკმარისი უნარი არა აქვს, ისე როგორც სხვა ღვთისმსახურებები.
3 - განზრახვა: ისინი არ არის სწორი მის გარეშე; რადგან ისინი არიან თაყვანისცემები, და თაყვანისცემა არ არის სწორი განზრახვის გარეშე; როგორც თქვა მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): ''ჭეშმარიტად საქმეები ფასდება განზრახვით, ყველა იმას მიიღებს, რასაც განიზრახავს". [15]. გადმოსცა ბუხარიმ: 1, და მუსლიმმა: 1907, ომარ იბნ ალ-ხატაბის (ალლაჰი კმაყოფილი იყოს მისით) ჰადისიდან.
4 - მამაკაცობა: ქალის მიერ შესრულებული აზანი და იყამა არ მიიღება.
5 - აზანი უნდა შესრულდეს ლოცვის დროს: მიუღებელია მისი შესრულება ლოცვის დროის შესვლამდე; მალიქ იბნ ჰუაირისის (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი), გადმოცემული ჰადისის თანახმად, მოციქულმა თქვა: ''...როდესაც ლოცვის დრო მოვა, ერთ-ერთმა თქვენგანმა წაიკითხოს აზანი და ყველაზე უფროსმა გასწიოს იმამობა თქვენთვის''. ([16]) აზანზე დამოკიდებული გახადა ლოცვის დასწრება, და დასწრება შესაძლებელია მხოლოდ მისი დროის დადგომის შემდეგ, ხოლო იყამა უნდა შესრულდეს ლოცვის დაწყების სურვილისას. გადმოსცა ბუხარიმ: 628, და მუსლიმმა: 674.
6- აზანი - და ასევე იყაამა - უნდა იყოს დალაგებული: დალაგებაში იგულისხმება, რომ მუაზინი წარმოთქვამს აზანისა და იყამის სიტყვებს შარიათით დადგენილი ტექსტების მიხედვით, რომლებიც აღწერენ აზანისა და იყამის ფორმებს, ისე რომ არც ერთი სიტყვა ან ფრაზა არც გადაიწიოს არც გადმოიწიოს; რადგან აზანი არის ღვთისმსახურება, რომელიც ამ წესრიგით არის დადგენილი, ამიტომ უნდა შესრულდეს ისე, როგორც გადმოცემულია; როგორც თქვა მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): ''ვინც შეიტანა ჩვენს საქმეში რაიმე სიახლე, რაც მასში არ იყო, ის იქნება უარყოფილი". [17] გადმოსცა ალ-ბუხარიმ: 2697, და მუსლიმმა: 1718, აიშას ჰადისიდან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი).
7. აზანი და იყამა უნდა შესრულდეს შეუწყვეტლივ: მოქმედების შეუწყვეტლობა ნიშნავს, რომ აზანის სიტყვები უნდა იყოს ერთმანეთის მიყოლებით, ყოველგვარი სიტყვიერი ან ქმედებითი შეწყვეტის გარეშე, და რომ მათი ერთმანეთისგან დაშორება არ უნდა მოხდეს დიდი დროით.
8 - აზანი და იყამა უნდა იყოს არაბულ ენაზე და იმ სიტყვებით, რომლებიც სუნნაშია მოცემული, შეცდომების გარეშე, რომლებიც მნიშვნელობას უცვლის.
აზანის ხმამაღლა წარმოთქმა; რადგან თუ მუეზინი ხმას ისე დაუწევს, რომ მხოლოდ მას ესმის, აზანის შარიათული მიზანი ვერ შესრულდება; ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვების მიხედვით: «ერთ-ერთმა თქვენგანმა წაიკითხოს აზანი» ([18]) ეს მიუთითებს ხმის აწევაზე, რათა სხვებმა გაიგონონ; ამით მიიღწევა მოსმენის მიზანი ინფორმაციის მიცემით. თუ თავისთვის ან მის გვერდით მყოფისთვის კითხულობს აზანს, არ არის აუცილებელი ხმის აწევა, მაგრამ უნდა აუწიოს ხმას იმდენად, რომ თვითონ გაიგოს ან მის გვერდით მყოფმა გაიგონ, თუმცა თუ ხმას უფრო მეტად აწევს, უკეთესია; აბუ საიდ ალ-ხუდრის ჰადისის მიხედვით, რომელიც გადმოცემულია მოციქულისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) : «.. თუ შენ ხარ შენს ცხვარში ან უდაბნოში და აზანს წაიკითხავ, აამაღლე შენი ხმა მოწოდებით; რადგან ვინც მოისმენს მუაზინის ხმას ჯინი, ადამიანი თუ სხვა რამ, ის დაამოწმებს მის სასარგებლოდ განკითხვის დღეს.» [19]. წყარო მაღლა იყო მოცემული. წყარო უკვე იყო მოცემული.
მეხუთე მოთხოვნა: მუეზინის სასურველი თვისებები:
1- უნდა იყოს ცნობილი სამართლიანობითა და სისწორით; თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «იმამი პასუხისმგებელია, მუეზინი კი სანდო. ღმერთო ჩემო, დააყენე სწორ გზაზე იმამები და მიუტევე მუეზინებს.» ([20]) მუეზინი ლოცვისა და მარხვის დროის ერთგულია, და ერთგულება მხოლოდ სამართლიანმა უნდა შეასრულოს, ამიტომ მუეზინი არ უნდა იყოს ცოდვილი ან აშკარად ცოდვაში ჩართული ან ღირსება დაკარგული. (გადმოსცა აბუ დაუდმა: 517, თირმიზიმ: 207)
2 - სრულწლოვანება; რადგან სრულწლოვანის აზანი უფრო სრულყოფილია, თუმცა მიიღება არასრულწლოვანი, მაგრამ გონიერი ბავშვის აზანი, თუ ის ლოცვის დროს ასრულებს აზანს, რადგან მისი აზანი საკმარისია ლოცვის დროის შესატყვისად.
3 - უნდა იცოდეს დროები; რათა მათზე ყურადღება მიაქციოს და პირველივე დროს აზანი წაიკითხოს; რადგან თუ არ იცის ისინი, არ არის დაცული შეცდომისგან.
4 -უნდა ჰქონდეს ძლიერი ხმა; აბდულლაჰ ბინ ზაიდის (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) ჰადისისი მიხედვით, რომელსაც ესიზმრა აზანი, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშიდობა მას) უთხრა მას: «ჭეშმარიტად, ეს სიზმარი ჭეშმარიტია, ამიტომ მიდი ბილალთან, რადგან მისი ხმა უფრო ტკბილი და ძლიერია ვიდრე შენი, და გადაეცი მას, რაც შენზე იქნა ნათქვამი, და მან ამით მოუწოდოს». ([21]), მნიშვნელობა: «შენზე უფრო ძლიერი ხმა აქვს» ანუ: შენზე უფრო მაღალი და ძლიერი ხმა აქვს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სასურველია მუეზინად ძლიერი და ხმამაღალი ხმის მქონეს არჩევა; რადგან ძლიერი ხმა უფრო ეფექტურია აზანის წაკითხვისას([22]). გადმოსვა თირმიზიმ, ჰ.ნ. 189, და თქვა: "ჰადისი არის კარგი, სანდო". (იხ. თუჰფათ ალ-აჰვაზი: 1/481)
5 - ხმა უნდა იყოს კარგი; როგორც ზემოთ ხსენებულ ჰადისში აბდულლაჰ ბინ ზაიდის (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) მიერ გადმოცემულში სადაც შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, მისი ხმა უფრო ტკბილი და ძლიერი ვიდრე შენი.» ანუ: საუკეთესო და ტკბილი ხმა.
6 - უნდა იყოს განწმენდილი დიდი და პატარა სიბინძურისგან; რადგან აზანი და იყამა არის ღმერთის ხსენება, და ხსენებისას სასურველია, რომ იყოს განწმენდილ მდგომარეობაში.
7- მუეზინი ფეხზე უნდა იდგეს; ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ო ბილაალ, ადექი და მოუწოდე ლოცვაზე» (23), იბნ ალ-მუნზირი ამბობს: ''ერთხმად შეთანხმდნენ, რომ სუნნაა, მუეზინმა ფეხზე დამდგარმა წაიკითხოს აზანი"([24]). გადმოსცა ბუხარიმ: 604, და მუსლიმმა: 377, იბნ ომარის ჰადისიდან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი). (ალ-იჯმაა ლიბნ ალ-მუნზირ: გ. 38)
8 - ყიბლისკენ მიბრუნებული აზანის წაკითხვა; როგორც ერთ-ერთ ჰადისში აბდულლაჰ იბნ ზაიდის (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) აზანის დასიზმრებაში ნათქვამია: მიბრუნდა ყიბლისკენ და თქვა: ალლაჰუ აქბარ, ალლაჰუ აქბარ . . .([25]) იბნ ალ-მუნზირმა თქვა: ''ყველა თანხმდება, რომ სუნნაა ყიბლისკენ მიბრუნება აზანის წაკითხვის დროს"([26]). გადმოსცა აბუ დაუდმა: 507. (ალ-იჯმაა ლიბნ ალ-მუნზირ: გ. 38)
9 - საჩვენებელი თითების ყურებში შეყოფა, როგორც ბილალმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გააკეთა აზანის დროს შუამავალის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წინაშე. აბუ ჯუჰაიფას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით თქვა: დავინახე ბილალი, აზანს კითხულობდა და ის პირისახით ხან მარჯვნივ ხან მარცხვნივ ტრიალდებოდა, თითები კი ყურებში ჰქონდა, ხოლო შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავის წითელ კარავში იყო ...([27]). თირმიზიმ მოიყვანა: 197, თქვა: ჰადისია კარგი და მართალი, და მისი ძირი არის ბუხარის საჰიჰში 634, სიტყვებით: ავნ ბინ აბი ჯუჰაიფასგან, მისი მამისგან, რომ მან ნახა ბილალი აზანის დროს და თქვა: მე ვაკვირდებოდი მის ბაგეებს აქ და იქ აზანის დროს.
თქვა იმამმა თირმიზიმ ამ ჰადისის გადმოცემის შემდეგ: ''და ამაზე დაყრდნობით ცოდნის მქონენი: სასურველად მიიჩნევენ, რომ მუეზინმა თითები შეყოს ყურებში აზანის დროს".
როცა იბნ შუბრამას ჰკითხეს, თუ რატომ უნდა მიიდოს მუეზინმა თითები ყურებში? მან უპასუხა: „ხმის სიმძლავრისთვის...“([28]). (ალ-აუსათ:11/4)
იმაამ ნავავიმ თქვა: (ღმერთმა შეიწყალოს ის) ''სუნნაა, რომ თითები ყურის ხვრელებში ჩადოს, ეს არის შეთანხმებული და გადმოცემულია ალ-მაჰამლის მიერ ალ-მაჯმუში ყველა სწავლულისგან. თქვეს ჩვენმა სწავლულებმა: და ამაში არის სხვა სარგებელიც, რომ შესაძლოა ადამიანმა ვერ გაიგოს მისი(მუეზინის) ხმა სიყრუის, მანძილის ან სხვა მიზეზების გამო, და თითების გამო მიხვდება მის მიერ წაკითხულ აზანს. (შარჰ ალ-მუჰაზზაბ:113/3)
10. მარჯვნივ მიბრუნება, როდესაც ამბობს: ჰაია 'ალა-სსალააჰ, ორივეჯერ, და მარცხნივ, როდესაც ამბობს: ჰაია 'ალა-ლ-ფალააჰ, ორივეჯერ, ფეხების მიუტრიალებლად; აბუ ჯუჰაიფას (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) ჰადისის მიხედვით, ბილალის (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) მიერ წაკითხული აზანის შუამავალის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თანდასწრებით, მან თქვა: და ვადევნებდი თვალს მის ბაგეებს, აქ და იქ, ამბობს: მარჯვნივ და მარცხნივ: ჰაია 'ალაა სსალაა, ჰაია 'ალაალ ფალაჰ ([30]); რადგან ასე უფრო ეფექტურად მიეწოდება ლოცვისკენ მოწოდება (აზანი) მათ, ვინც შორს იმყოფება მეჩეთისგან. გადმოსცა ბუხარიმ: 634, მუსლიმმა: 503, ამ სიტყვებით გადმოცემულია მუსლიმისგან.
11 - აზანის დროს ნელა და აუჩქარებლად უნდა იმოქმედოს, ასევე ზედმეტი გაწელვის და გაგრძელების გარეშე; რადგან აზანი მეჩეთიდან მოშორებულთათვის არის განკუთვნილი და ნელა წარმოთქმა უფრო ეფექტურია, ხოლო იყამას დროს უნდა იჩქაროს; რადგან ის მეჩეთში მყოფთათვის არის განკუთვნილი და სწრაფად წარმოთქმა უფრო შესაფერისია ([31]). (იხ. ალ-მუღნი ლიბნ ყუდამა: 1/295)
12 - მუეზინმა უნდა შეასრულოს აზანი ისე, როგორც ის შარიათით არის დადგენილი, მშვიდი და მარტივი ხმით, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე და მელოდიის გარეშე, არ უნდა გაახანგრძლივოს ისე, რომ აზანმა თავისი მიზანი დაკარგოს. არამედ მუეზინმა ის უნდა შეასრულოს თავისი ხმით, მისი პირობების და შარიათული წესების გათვალისწინებით.
მეექვსე მოთხოვნა: აზანის და იყამას ფორმა
აზანისა და იყამას ფორმები მოცემულია მოციქულის ტექსტებში. ამასთან დაკავშირებით აზანის და იყამას ფორმები მოცემულია აბდულლაჰ იბნ ზაიდის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ჰადისში, მასში მოცემულია აზანის სიტყვები:
''ალლაჰუ აქბარ, ალლაჰუ აქბარ, ალლაჰუ აქბარ, ალლაჰუ აქბარ''. ალლაჰი უდიდესია, ალლაჰი უდიდესია, ალლაჰი უდიდესია, ალლაჰი უდიდესია.
''აშჰადუ ან ლა ილაჰა ილლა ალლაჰ, აშჰადუ ან ლა ილაჰა ილლა ალლაჰ'' ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა, ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა.
''აშჰადუ ანნა მუჰამმადან რასულუ ალლაჰ, აშჰადუ ანნა მუჰამმადან რასულუ ალლაჰ''. ვამოწმებ, რომ მუჰამმადი ალლაჰის შუამავალია, ვამოწმებ, რომ მუჰამმადი ალლაჰის შუამავალია.
''ჰაია 'ალასსალაჰ, ჰაია 'ალასსალაჰ'' მოდით ლოცვაზე, მოდით ლოცვაზე.
''ჰაია 'ალაალ ფალააჰ, ჰაია 'ალაალ ფალააჰ'' მოდით გადარჩენაზე, მოდით გადარჩენაზე.
''ალლაჰუ აქბარ, ალლაჰუ აქბარ'' ალლაჰი უდიდესია, ალლაჰი უდიდესია.
''ლაა ილააჰა ილლა ალლაჰ'' არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა.
იყამას სიტყვები:
''ალლაჰუ აქბარ, ალლაჰუ აქბარ''. ალლაჰი უდიდესია, ალლაჰი უდიდესია.
''აშჰადუ ანნა ლა ილაჰა ილლა ალლაჰ''. ვამოწმებ რომ, არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა.
''აშჰადუ ანნა მუჰამმადან რასულუ ალლაჰ''. ვამოწმებ, რომ მუჰამმადი ალლაჰის შუამავალია.
''ჰაია 'ალასსალაჰ, ჰაია 'ალალფალააჰ''. მოდით ლოცვაზე, მოდით გადარჩენაზე.
''ყად ყაამათ ა'სსალათ, ყად ყაამათ ა'სსალათ''. ლოცვა შესრულდა, ლოცვა შესრულდა.
''ალლაჰუ აქბარ, ალლაჰუ აქბარ''. ალლაჰი უდიდესია, ალლაჰი უდიდესია.
''ლა ილაჰა ილლა ალლაჰ''. არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა.([32]) გადმოსცა აბუ დაუდმა: 499, და თირმიზიმ შემოკლებით: 189, და თქვა: აბდულლაჰ იბნ ზაიდის ჰადისი კარგია და სწორია.
ეს არის აზანის და იყამას ფორმა, რომელსაც ბილალ ალ ჰაბაში (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) მუდმივად ასრულებდა ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად, როგორც სახლში, ასევე მოგზაურობაში, სანამ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გარდაიცვლებოდა.
დილის აზანზე ''ჰაია 'ალალფალააჰ'' სიტყვების წარმოთქმის შემდეგ, ორჯერ უნდა თქვას: ''ასსალათუ ხაირუნ მინანნაუმ'' ლოცვა ძილზე უკეთესია; როგორც გადმოგვცემს აბუ მაჰზურა (ალლაჰი კმაყოფილი იყოს მისით), მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა: «თუ დილის ლოცვაა, თქვი: ლოცვა ძილზე უკეთესია, ლოცვა ძილზე უკეთესია» [33] გადმოსცა აბუ დაუდმა: 500, ნავავიმ თქვა ხულასათ ალ-აჰქაამში (1/286): ეს არის კარგი ჰადისი.
აზანის კიდევ ერთი ფორმა არის ალ-თარჯი'ა, ანუ გამეორება, როცა ხმას დაუწევს შაჰადათების დროს, შემდეგ კი ხმამაღლა იმეორებს მათ. ხოლო იყამას დროს ორჯერ იმეორებს. ასეთი ფორმა აბუ მაჰზურას (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) ჰადისშია ნახსენები, სადაც მან თქვა: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავად მასწავლა აზანი და მითხრა: თქვი: ალლაჰუ აქბარ ალლაჰუ აქბარ, ალლაჰუ აქბარ ალლაჰუ აქბარ, აშჰადუ ან ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ, აშჰადუ ან ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ, აშჰადუ ანნა მუჰამმადან რასულ ალლაჰ, აშჰადუ ანნა მუჰამმადან რასულ ალლაჰ - ორჯერ ორჯერ - თქვა: შემდეგ დაბრუნდი, გააგრძელე შენი ხმა: აშჰადუ ან ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ, აშჰადუ ან ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ, აშჰადუ ანნა მუჰამმადან რასულ ალლაჰ, აშჰადუ ანნა მუჰამმადან რასულ ალლაჰ, ჰაია 'ალასსალაჰ, ჰაია 'ალასსალაჰ, ჰაია 'ალალფალააჰ, ჰაია 'ალალფალააჰ, ალლაჰუ აქბარ ალლაჰუ აქბარ, ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ.
ხოლო იყამა: ალლაჰუ აქბარ, ალლაჰუ აქბარ, ალლაჰუ აქბარ, ალლაჰუ აქბარ, აშჰადუ ან ლაა ილააჰა ილლა ალლაჰ, აშჰადუ ან ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ, აშჰადუ ანნა მუჰამმადან რასულულლაჰ, აშჰადუ ანნა მუჰამმადან რასულულლაჰ, ჰაიია 'ალა-სსალააჰ, ჰაიია 'ალა-სსალააჰ, ჰაიია 'ალა-ლფალააჰ, ჰაიია 'ალა-ლფალააჰ, ყად ყაამათ-სსალააჰ, ყად ყაამათ-სსალააჰ, ალლაჰუ აქბარ, ალლაჰუ აქბარ, ლაა ილააჰა ილლა ალლაჰ. [34] (გადმოსცა აბუ დაუდმა: 502, 503.)
ეს არის მრავალფეროვნების განსხვავება, ამ დადგენილი ფორმებიდან რომელსაც აირჩევს მუეზინი ეს კარგია. ისლამის შეიხი იბნ თაიმია, (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) აღნიშნავს, რომ როდესაც ახსენა ზოგიერთი დადგენილი აზანის ფორმა: ''და თუ ეს ასეა, მაშინ სწორი არის ჰადისის ხალხის და მათი მიმდევრების მაზჰაბი, რომელიც ნებას რთავს ყველაფერს, რაც მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიერ დადასტურებულია, და არ მიიჩნევენ მოუწონრად არაფერს ამაში; რადგან აზანის და იყამას ფორმების მრავალფეროვნება მსგავსია როგორც კითხვის და თაშაჰუდის ფორმების მრავალფეროვნებისა, და მსგავსი საკითხების, და არავის აქვს უფლება უარყოს ის, რაც შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავის ხალხს დაუწესა''. [35] (მაჯმუ' ალ-ფატავა: 22/ 66)
მოთხოვნა მეშვიდე: რა უნდა წარმოთქვას აზანის მსმენელმა, და რა ვედრება უნდა წაიკითხოს მის შემდეგ.
რეკომენდებულია, რომ ვინც აზანს მოისმენს, გაიმეოროს ის, რასაც მუეზინი ამბობს; როგორც აბუ საიდ ალ-ხუდრის (ალლაჰი კმაყოფილი იყოს მისგან) ჰადისში მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობს: «როცა გაიგონებთ მოწოდებას (აზანს), თქვენც გაიმეორეთ ის, რასაც მუეზინი ამბობს». ([36]). გამონაკლისია სიტყვები ''ჰაია 'ალასსალაჰ'' და ''ჰაია 'ალაალ ფალაჰ'' სასურველია, რომ მსმენელმა თქვას თითოეულის შემდეგ: ''ლა ჰავლა ვალა ყუვვათა ილლა ბილლააჰ'' არ არსებობს ძალა და ძლევამოსილება გარდა ალლაჰისა. უმარ იბნ ალ-ხატტაბისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «როდესაც მუეზინი ამბობს: „ალლაჰუ აქბარ ალლაჰუ აქბარ“ თქვენგან რომელიმე თუ გაიგებს გაიმეოროს: „ალლაჰუ აქბარ ალლაჰუ აქბარ“, შემდეგ როცა იტყვის: „აშჰადუან ან ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ“ გაიმეოროს: „აშჰადუ ან ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ“, როცა იტყვის: „აშჰადუ ანნა მუჰამმადან რასულ ალლაჰ“ უპასუხოს: „აშჰადუ ანნა მუჰამმადან რასულ ალლაჰ“, როცა იტყვის: „ჰაია 'ალასსალაჰ“ მან უპასუხოს: „ლაა ჰავლა ვალა ყუვვათა ილლაჰ ბილლაჰ“, როცა იტყვის: „ჰაია 'ალალფალააჰ“ ასევე უპასუხოს: „ლაა ჰავლა ვალა ყუვვათა ილლა ბილლაჰ“, როცა იტყვის: „ალლაჰუ აქბარ ალლაჰუ აქბარ“ უპასუხოს: „ალლაჰუ აქბარ ალლაჰუ აქბარ“, როცა იტყვის: „ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ“ უპასუხოს: „ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ“ გულით, ის სამოთხეში შევა» [37] გადმოსცა ბუხარიმ: 611, და მუსლიმმა: 383. გადმოსცემს მუსლიმი: 385.
და თქვას: (ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა, ერთადერთისა, რომელსაც არ ჰყავს თანაზიარი, და ვამოწმებ, რომ მუჰამმადი მისი მონა და შუამავალია, ვკმაყოფილდები ალლაჰით როგორც უფალით, მუჰამმადით როგორც შუამავლით და ისლამით როგორც რელიგიით) შაჰადათების შემდეგ.
გადმოცემულია სა'დ ბინ აბი ვაყყაასისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): ვინც მოისმენს მუეზინის ხმას და იტყვის: „აშჰადუ ან ლა ილაჰა ილლა ალლაჰ ვაჰდაჰუ ლა შარიქა ლაჰ, ვა ანნა მუჰამმადან აბდუჰუ ვა რასულუჰუ, რადითუ ბილლაჰი რაბბან, ვა ბიმუჰამმადინ რასულან, ვა ბილ-ისლამი დინან“; (ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა, ერთადერთისა, რომელსაც არ ჰყავს თანაზიარი, და ვამოწმებ, რომ მუჰამმადი მისი მონა და შუამავალია, ვკმაყოფილდები ალლაჰით როგორც უფალით, მუჰამმადით როგორც შუამავლით და ისლამით როგორც რელიგიით) ეპატიება მას მისი ცოდვა'' ([38]). გადმოსცემს მუსლიმი: 386.
როდესაც მუეზინი დილის ლოცვაზე ამბობს: ლოცვა ძილზე უკეთესია, მსმენელმა უნდა გაიმეოროს იგივე; შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვების მიხედვით: «როცა გაიგონებთ მოწოდებას (აზანს), თქვენც გაიმეორეთ ის, რასაც მუეზინი ამბობს». [39] ჰადისი გადმოსცა ბუხარიმ და მუსლიმმა.
შემდეგ დალოცავს შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), შემდეგ ამბობს, რაც ჰადისშია გადმოცემული, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც მოისმენს აზანს და იტყვის: ჩემო უფალო, ღმერთო ამ სრულყოფილი მოწოდების და შესრულებული ლოცვის, მიეცი მუჰამმადს ყველაზე დასაფასებელი ადგილი, და მიიყვანე ის ნაქებ ადგილას, რომელსაც შენ შეპირდი, ჩემი შუამდგომლობა მისთვის განკუთვნილი იქნება განკითხვის დღეს» (პასუხი: 40), და მნიშვნელობა: სრულყოფილი მოწოდება ეს ნიშნავს: აზანის მოწოდება, ის სრულყოფილია; რადგან მოიცავს ალლაჰის განდიდებას და მისი ერთობის აღიარებას, შუამავლობის მოწმობას და სიკეთისკენ მოწოდებას. «და ლოცვა, რომელიც სრულდება» ანუ: რომელიც აღსრულდება და გაკეთდება. ''ალ-ვასილა'' საშუალება ხარისხი სამოთხეში. ''ალ-ფადილა'' ღირსება ამაღლებული ღირსება, რომელშიც არ ჰყავს მას თანამოზიარე. ''მაყაამან მაჰმუდან'' ნაქებარი ადგილი ნაქებარი ადგილი: ეს არის ყველა მდგომარეობა, რომელშიც ადამიანები მას აქებენ, მათ შორის არის დიდი შუამდგომლობა მთელი ქმნილებისთვის, სადაც ის იშუამდგომლებს შეკრებილთა სასარგებლოდ, სანამ მათ შორის განაჩენი გამოტანილი იქნება. გადმოსცა ალ-ბუხარიმ: 614 ჯააბირის ჰადისიდან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი).
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ ამრ იბნ ალ'აასისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომ გაიგონა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «როცა მოისმენთ მუეზინის ხმას, თქვით ის, რასაც ის ამბობს, შემდეგ დამლოცეთ მე; რადგან ვინც მე ერთხელ დამლოცავს, ალლაჰი მას ათჯერ დალოცავს, შემდეგ სთხოვეთ ალლაჰს ჩემთვის ვასილა, რადგან ეს არის ადგილი სამოთხეში, რომელიც არ ეკუთვნის არავის გარდა ალლაჰის მსახურისა, და ვიმედოვნებ, რომ მე ვიქნები ის, ვინც სთხოვს ჩემთვის ვასილას, მას მიეცემა შუამდგომლობა». [41] გადმოსცა მუსლიმმა: 384.
სიახლეები რომლის შემოტანაც მოხდა აზანში, მუეზინის მიერ ხმამაღლა დალოცვა და ვედრება შუამავალზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდოა მას) აზანის შემდეგ. ასევე, აზანის შემდეგ წარმოთქმული ვედრების (اللهم رب هذه الدعوة التامة . . .) (ჩემო უფალო ამ სრულყოფილი მოწოდების ღმერთო) კოლექტიურად შესრულება, ხელების მაღლა აწევა ამ ვედრების დროს, და ზოგიერთი, ვინც მუეზინთან ერთად იმეორებს სიტყვას (ჭეშმარიტად) ან (სამუდამოდ) ბოლო წინადადებაში, ამბობს: (ჭეშმარიტად არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა) ან (სამუდამოდ არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა); რადგან ამ ყველაფერზე არ არსებობს მტკიცებულება.
მოთხოვნა მერვე: მეჩეთიდან გამოსვლის დადგენილება აზანის შემდეგ:
აკრძალულია კაცის მეჩეთიდან გამოსვლა აზანის შემდეგ მანამ, სანამ არ ილოცებს, თუ არ არის საპატიო მიზეზი, ან აპირებს მეჩეთში დაბრუნებას, მაშინ არ არის პრობლემა; გადმოცემულია აბუ ალ-შა'ასადან რომ თქვა: ჩვენ ვიჯექით მეჩეთში აბუ ჰურაირასთან ერთად, როცა მუეზინმა აზანი წაიკითხა. ამ დროს მეჩეთიდან ერთი კაცი ადგა და წავიდა. აბუ ჰურაირამ თვალი გააყოლა მას, სანამ მეჩეთიდან არ გავიდა, და თქვა: ეს კაცი აბუ ალ-ყასიმს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არ დაემორჩილა. ჰადისს გადმოსცემს მუსლიმი: 655.
თქვა თირმიზიმ ამ ჰადისის გადმოცემის შემდეგ თავის სუნანში: ''და ამაზეა დაფუძნებული სწავლულთა პრაქტიკა შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თანამგზავრებისა და მათი შემდგომი თაობების: რომ არავინ არ გავიდეს მეჩეთიდან აზანის შემდეგ, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა: თუ არ არის განბანილი ან აუცილებელი საქმე აქვს'' ([43]). თირმიზის სუნანი: 1/ 397, ნომერი (204).
მოთხოვნა მეცხრე: რამდენი დროა აზანსა და იყამას შორის?
სუნნაში ნათქვამია, რომ აზანსა და იყამას შორის საკმარისი დრო იყო; აბდულლაჰ იბნ მუღაფალი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ყოველ ორ აზანს შორის არის ლოცვა, ყოველ ორ აზანს შორის არის ლოცვა», და მესამედ თქვა: «ვისაც სურს» ([44]). ორ აზანში იგულისხმება: აზანი და იყამა, მუაზინი თავის აზანსა და იყამას შორის ტოვებს დროს, რათა იქ მყოფებმა შეძლონ ორი რაქაათის შესრულება ლოცვამდე, ხოლო ამ მეჩეთში მლოცველებმა მოვიდნენ და ლოცვას დაესწრონ. გადმოსცა ბუხარიმ: 627, და მუსლიმმა: 838.
იმამ აჰმადმა თქვა: ''აუცილებელია, რომ მუეზინმა, როდესაც აზანს წაიკითხავს არ იჩქაროს იყამას წაკითხვა, დაელოდოს, სანამ მაჩეთის ხალხი მოვა და მას, ვისაც საპირფარეშოში უნდა წავსვლა, დაასრულებს თავის საჭიროებას. მან უნდა დატოვოს დრო თავის წაკითხულ აზანსა და იყამას შორის. იბნ თეიმიას 'უმდას ფიქჰის' განმარტება, ლოცვის წიგნი: გვ. 135.
მოთხოვნა მეათე: მუეზინის პასუხისმგებლობა და ადაბი:
მუეზინმა თავის აზანი ალლაჰის კმაყოფილებისთვის უნდა შეასრულოს; ოსმან იბნ აბი ალ-ასის (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) ჰადისის მიხედვით, მან თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბოლო რაც დამიბარა იყო, რომ ავირჩიო მუეზინი, რომელიც აზანის შესრულებაზე არ მოითხოვს ანაზღაურებას ([46]). გადმოსცა თირმიზიმ, ჰ.ნ. 209 და თქვა: ჰადისი არის კარგი.
თირმიზიმ, ღმერთმა შეიწყალოს იგი, ამ ჰადისის გადმოცემის შემდეგ თქვა: ''ამ ჰადისის მიხედვით სწავლულთა შორის ასეთია შეხედულება არსებობს: მათ არასასურველად ჩათვალეს, რომ მუეზინმა აზანისთვის გასამრჯელო მიიღოს, და მოსაწონად მიაჩნიათ, რომ მუეზინმა აზანის გასამრჯელოს ღმერთისგან უნდა ელოდეს.
რაც შეეხება მუეზინის დაფინანსებას მუსლიმთა სახაზინო ფონდიდან, ამაში არ არის პრობლემა; რადგან სახაზინო ფონდი მუსლიმთა ინტერესებისთვის არის განკუთვნილი, ხოლო აზანი და იყამა მუსლიმთა ინტერესებში შედის. ([47]). (იხ. აზანი და იყაამა ალ-ყაჰტანის: გვ. 19.)
უნდა იცოდეს, რომ ის პასუხისმგებელია ხუთი სავალდებულო ლოცვის აზანის დროულად შესრულებაზე; მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვების მიხედვით: «იმამი პასუხისმგებელია, ხოლო მუეზინი სანდოა» ([48]) ანუ: ის არის ლოცვის დროების დამცავი, ამიტომ მას ევალდებულება, რომ საკმარისი დროით ადრე, ვიდრე აზანი დაიწყება, მოვიდეს მეჩეთში განწმენდილ მდგომარეობაში და არ გამოტოვოს აზანი, საპატიო მიზეზის გარეშე, და ასეთ შემთხვევაში უნდა დანიშნოს ვინმე, ვინც მის ნაცვლად აზანს შეასრულებს. გადმოსცა აბუ დაუდმა: 517, თირმიზიმ: 207 აბუ ჰურაირას ჰადისიდან, (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი).
მუეზინისთვის აუცილებელია შემდეგი საკითხები:
(1) უნდა იზრუნოს მეჩეთის სისუფთავეზე და მოვლაზე, და იყოს თანამშრომლური მეჩეთის მუშაკებთან და მეჩეთის საზოგადოებასთან ამ საკითხში; რადგან ღმერთმა შეაქო მისი სახლების მომვლელნი, და თქვა: (ჭეშმარიტად ალლაჰის სამლოცველოებს ისინი ააგებენ, ვინც ირწმუნა ალლაჰის და უკანასქნელი დღის, აღავლინა ლოცვა, გაიღო მოწყალება, და არავისი ეშინია გარდა ალლაჰის; იმედია რომ ეგენი იქნებია სწორ გზაზე მავალნი) (ათ-თავბა: 18) სულერთია ეს იქნება, მეჩეთების შენება, მოვლა და სისუფთავის დაცვა, ან ლოცვის შესრულება და ალლაჰის ხსენება მათში, ორივე მნიშვნელობა მოიცავს მეჩეთების შენებას. ([49]). (იხილეთ: ფათჰ ალ-ბარი იბნ ჰაჯარის: 1/ 541)
(2) ისწავლოს სწორი რწმენა, აზანის, აბდესისა და ლოცვის წესები, დაიზეპიროს ალლაჰის წიგნიდან საკმარისი ნაწილი და იყოს მზად იმამის ნაცვლად ლოცვის ჩატარებისთვის, თუ ის არ იქნება.
(3) მოუწოდოს სიკეთისკენ და აკრძალოს აუგი, მოუწოდოს ალლაჰისკენ სიბრძნითა და კეთილი რჩევით, იყოს ხალხის მიმართ ლმობიერი და მოითმინოს მათი ზიანი, და ამაში ითანამშრომლოს მეჩეთის იმამთან.
(4) მეჩეთი უნდა იყოს მიძღვნილი ცოდნისა და თაყვანისცემისთვის, და რაც სარგებელს მოუტანს მლოცველებს, და მოერიდოს ყველაფერს, რაც ზიანს მიაყენებს მათ რელიგიაში და ამქვეყნიურ ცხოვრებაში.
(5) უნდა შეეწყოს და იურთიერთოს მეჩეთის საზოგადოებასთან და მის წევრებთან, იკითხოს მათი ამბავი თუ არ მოვლენ, მოინახულოს მათი ავადმყოფები, ილოცოს მათ გასვენებაში და დაესწროს მათ დაკრძალვას, და დადგეს მათ გვერდით უბედურებებსა და განსაცდელებში.
თემა მეორე: იმამის პირობები
პირველი მოთხოვნა: იმამის განმარტება:
ლოცვაში იმამობა: მლოცველებიდან ერთი მამაკაცი წინ უნდა დადგეს; რათა მას მიყვნენ ლოცვაში. ლოცვაში იმამი არის ის, ვისაც ხალხი მიყვება ლოცვაში. ([50]). იხილეთ: ჰაშია ალ-რაუდ ალ-მურბი' : 2/296, იმამობა ლოცვაზე, ლილ-ქაჰტანი: გვ. 6.
მეორე მოთხოვნა: იმამობის კანონიერება და მისი მადლიანობა:
ლოცვის იმამობა ერთ-ერთი საუკეთესო საქმეა, რომელსაც ასრულებენ საუკეთესო ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან სათნო თვისებებით, როგორიცაა ცოდნა, კითხვა, სამართლიანობა და სხვა, როგორც შემდგომში იქნება განხილული. კოლექტიური ლოცვა (ჯამაათით) წარმოუდგენელია მის გარეშე, და კოლექტიური ლოცვა ისლამის ერთ-ერთი უდიდესი რიტუალია([51]). (მაუსუ'ა ალ-ფიქჰია ალ-ქუვაითია: 6/201)
იმამობის მადლიანობა:
1. იმამობის ღირსება ცნობილია, მას თავად შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ხელმძღვანელობდა, ასევე მართალი ხალიფები, და მას ყოველთვის ცოდნითა და საქმით საუკეთესო მუსლიმები ხელმძღვანელობდნენ. ([52]). იხილეთ: ლოცვაში იმამობა ალ-ყაჰტანის მიერ: გვ. 9.
2- იმამობა ლოცვაში არის დიდი მადლის მქონე შარიათული მმართველობა, რომელსაც იღებენ ღირსეული პირები; როგორც შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ხალხს წინამძღვრობს ის, ვინც ყველაზე კარგად იცის ალლაჰის წიგნი... » ([53]) და ცნობილია, რომ ყველაზე კარგად წაკითხული უკეთესია; მისი დაკავშირება მასთან მიუთითებს მის უპირატესობაზე([54]). (გადმოსცა მუსლიმმა: 673, აბუ მას'უდ ალ-ანსარი გადმოსცემს, ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი.) (იხ. ალ-შარჰ ალ-მუმთი' 'ალაა ზაად ალ-მუსტაყნა': 2/41)
3- შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შეევედრა მმართველებისათვის სწორ გზაზე დაყენებისათვის; აბუ ჰურაირამ (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) თქვა: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «იმამი პასუხისმგებელია, მუეზინი კი სანდო. ღმერთო ჩემო, დაადგინე იმამები სწორ გზაზე, და მიუტევე მუეზინებს» (ალ-ა'რაფ: (55) გადმოსცა აბუ დაუდმა: 517, თირმიზიმ: 207.
მნიშვნელობა: იმამი გარანტია ანუ: ზრუნავს მორწმუნეთა ლოცვის სისწორეზე, რადგან მათი ლოცვა მის ლოცვასთან არის დაკავშირებული. და მნიშვნელობა: ჩემო ღმერთო სწორ გზაზე წაიყვანე იმამები ანუ: წარუძღვენი მათ სწორი გზით, რათა სრულყოფილად აღასრულონ ლოცვა ([56]). იხილეთ: აბუ დაუდის განმარტება ალ-აინი: 2/468, და ფაიდ ალ-ყადიირ ალ-მუნაავი: 3/182.
მესამე მოთხოვნა: ვის აქვს უპირატესობა იმამობისთვის:
განმარტა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ვის აქვს იმამობის უფლება და პრიორიტეტი, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «იმამობა გასწიოს იმან, ვინც ყველაზე უკეთ კითხულობს ალლაჰის წიგნს; თუ მათი კითხვა თანაბარია, მაშინ იმან, ვინც უკეთ იცნობს სუნნას; თუ სუნნაში თანაბრად არიან, მაშინ იმან, ვინც უფრო ადრე გააკეთა ჰიჯრათი; თუ ჰიჯრათიც ერთად გააკეთეს, მაშინ იმან, ვინც უფრო ადრე მიიღო ისლამი, - სხვა გადმოცემით: ასაკით უფროსმა - და არ უნდა გაუწიოს სტუმარმა მასპინძელს იმამობა.» (57). ყველაზე მეტი უფლება და პრიორიტეტი იმამობისთვის აქვს შემდეგი თანმიმდევრობით: გადმოსცემს მუსლიმი: 673.
1- ის, ვინც ყველაზე მეტი იცის ზეპირად ყურანიდან და საუკეთესოა კითხვაში, ის არის ვინც სრულყოფილად კითხულობს ყურანს და მას სრულყოფილად ასრულებს, ლოცვის დებულებების (ფიქჰის) მცოდნე. თუ შეიკრიბება ის, ვინც უკეთესად კითხულობს და ის, ვინც ნაკლებად კითხულობს, მაგრამ უფრო ფიქჰის მცოდნეა, უპირატესობა ენიჭება ფიქჰის მცოდნეს, ვიდრე მხოლოდ კარგ მკითხველს, რადგან ლოცვის ფიქჰისა და მისი წესების ცოდნა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მხოლოდ კარგი კითხვა.
2 - შემდეგი, ვინც უკეთ იცის სუნნა, ხოლო თუ ორი იმამი თანაბარია კითხვაში, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი უფრო ღრმად იცნობს სუნნას, უპირატესობა ენიჭება უფრო ღრმად მცოდნეს, როგორც შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობს: «თუ ისინი ყურანის კითხვის დონეზე თანაბარნი არიან, მაშინ ის, ვინც უკეთ იცნობს სუნნას»
3- შემდეგი უპირატესობა ენიჭება იმათ, ვინც უფრო ადრე და სწრაფად გადასახლდა ურწმუნოების ქვეყნიდან ისლამის ქვეყანაში, თუ ისინი თანაბრად ფლობენ კითხვას და სუნნას; შუამავლის (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) სიტყვების მიხედვით: «თუ სუნნაში თანაბრად არიან, მაშინ იმან, ვინც უფრო ადრე გააკეთა ჰიჯრათი»
4 - შემდეგ ის, ვინც უფრო ადრე გახდა მუსლიმი, თუ მათ ერთდროულად გააკეთეს ჰიჯრათი; როგორც შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წინა ჰადისში ამბობს: «თუ ჰიჯრათიც ერთად გააკეთეს, მაშინ იმან, ვინც უფრო ადრე მიიღო ისლამი» ანუ: ისლამით.
5 - შემდეგ ასაკით უფროსი, თუ ყველა წინა საკითხში თანაბრად არიან; როგორც თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ზემოთ ხსენებულ ჰადისის ერთ-ერთ გადმოცემაში: «ასაკით ყველაზე უფროსმა» მაალიქ ბინ ჰუვაირის გადმოცემული ჰადისიდან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): «დაე, რომელიმე თქვენგანმა ზაიკითხოს აზანი, და თქვენში ყველაზე უფროსმა იმამობა გაგიწიოთ» [58] გადმოსცა ბუხარიმ: 628, და მუსლიმმა: 674.
ამ ჰადისში შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უფროსი ასაკის პიროვნებას წინ აყენებს, რადგან ისინი ცოდნით ახლოს იყვნენ ერთმანეთთან.
თუ ყველა ზემოთხსენებულში თანაბარი აღმოჩნდნენ და ერთმანეთს ეცილებიან, თითოეული მათგანი იმამობის სურვილით, კენჭისყრა უნდა შედგეს მათ შორის, და ვისაც წილად ხვდა კენჭისყრა, მას დანიშნავენ; რადგან ისინი თანაბრად იმსახურებდნენ იმამობას და გაერთიანება შეუძლებელი მათ შორის, ამიტომ კენჭსჰყრიან მათ შორის, როგორც სხვა უფლებების შემთხვევაში.
სახლის მფლობელი უფრო მეტად იმსახურებს იმამობას, ვიდრე მისი სტუმარი, ასევე მმართველი - რომელიც არის უმაღლესი იმამი - უფრო მეტად იმსახურებს იმამობას, ვიდრე სხვა, თუ ორივე იმამობის ღირსია; მოციქულის (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) სიტყვების მიხედვით: «არ უნდა უძღვებოდეს კაცი კაცს(იმამად) მის ოჯახში და მის მმართველობაში»
და ასევე, მეჩეთის რეგულარული იმამი; ის უპირატესია სხვებზე - გარდა მმართველის - თუნდაც სხვები მასზე უკეთესად კითხულობდნენ და უფრო მცოდნე იყვნენ; გამომდინარე წინა ჰადისის ზოგადი მნიშვნელობიდან.
იბნ უმარს (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) ჰყავდა მსახური, რომელიც ლოცულობდა მეჩეთში. როდესაც მივიდა, ის თავის მსახურმა დააწინაურა, და იბნ უმარმა უთხრა მას: (შენ უფრო მეტად იმსახურებ იმამობას შენს მეჩეთში) ([59]). გადმოსცა შაფიიმ (ალ-უმ) 1/185, და აბდ ალ-რაზაყმა (ალ-მუსანაფ) 2/399, და ბეიჰაყიმ 3/126 (5531). ნავავიმ (ალ-ხულასა) 2/701-ში თქვა: მისი გადმოცემა კარგია ან სწორი. ალბანიმ (ირვა ალ-ღალილ) 2/302-ში მისი გადმოცემა კარგად შეაფასა.
რადგან მისი უგულებელყოფა და სხვების წინ წამოწევა მის მიმართ უპატივცემულობას და გულისტკივილს იწვევს.
სწავლულებს შორის აზრთა სხვადასხვობაა აზროვნების უნარის მქონე ბავშვის იმამობის შესახებ, ზოგიერთი სწავლული ნებადართულად მიიჩნევს ამას, ამრ იბნ სალამას ჰადისის მიხედვით (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი). ის თავის ხალხს იმამობას უწევდა, შუამავალის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დროს, როდესაც ის იყო ექვსი ან შვიდი წლის([60]). გადმოსცა ალ-ბუხარიმ: 4302.
მუაზ იბნ ჯაბალის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემის მიხედვით, ნებაყოფილობითი ლოცვის მლოცველის იმამობა, სავალდებულო ლოცვის მლოცველისთვის დასაშვებია. ის შუამავალთან (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) ერთად ასრულებდა იშას (ღამის) ლოცვას, შემდეგ ბრუნდებოდა და თავის ხალხთან იმავე ლოცვას ასრულებდა. (61). გადმოსცა ბუხარიმ: 701, და მუსლიმმა: 465.
მოთხოვნა მეოთხე: ვის ეკრძალება იმამობა:
იმამობა აკრძალულია შემდეგ შემთხვევებში:
1- ქალის იმამობა მამაკაცზე, შუამავალის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ზოგადი ბრძანების მიხედვით: «ვერასოდეს მიაღწევს წარმატებას ხალხი, რომელმაც თავისი საქმე ქალს მიანდო». ([62]) და იმამობა არის მმართველობის ერთ-ერთი სახეობა, და რადგანაც მისი (ქალის) ადგილი ბოლო რიგებშია, როგორც ეს სუნნაშია ნათქვამი; აბუ ჰურაირამ (ალლაჰი იყოს მასით კაყოფილი) თქვა: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «კაცების რიგებიდან საუკეთესოა პირველი, ხოლო უარესი - ბოლო, ქალების რიგებიდან საუკეთესოა ბოლო, ხოლო უარესი - პირველი» ([63]), ეს არის მისი დაცვა და დაფარვა, ამიტომ თუ ის წარდგენილი იქნება იმამად, ეს ეწინააღმდეგება ამ შარიათულ პრინციპს, ამ საკითხზე სწავლულები ერთუსულოვნად თანხმდებიან, ამბობს იმამი იბნ ჰაზმი, (ალლაჰმა შეიწყალოს იგი): ''და შეთანხმდნენ, რომ ქალი არ შეიძლება იყოს მამაკაცების იმამი, როცა მამაკაცებმა იციან, რომ ის ქალია, ხოლო თუ ეს მაინც მოხდა, მათი ლოცვა ერთსულოვანი აზრით ბათილად ითვლება''. [64] გადმოსცა ალ-ბუხარიმ: 4425 აბუ ბაქრათას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ჰადისიდან. გადმოსცა მუსლიმმა: 440. (მარათიბ ალ-იჯმა: გ. 27)
2- იმამის ლოცვა უწმინდურ მდგომარეობაში ყოფნისას ან მასზე უწმინდურობის არსებობის დროს, თუ ეს იცის, მაგრამ მლოცველებმა არ იცოდნენ ამის შესახებ ლოცვის დასრულებამდე, მათი ლოცვა სწორია, როგორც ეს გადმოცემულია უმარ იბნ ალ-ხატაბისგან (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მასით). მან ხალხს იმამობა გაუწია და ის ჯუნუბი იყო, და შემდეგ განმეორებით ილოცა, მაგრამ მათ არ უბრძანა, რომ განმეორებით ელოცათ([65]). გადმოსცა ად-დარაყუტნიმ თავის სუნანში, ჰ.ნ. 1371.
ამბობს აბდურ რაჰმან იბნ მაჰდი (ალლაჰმა შეიწყალოს იგი): ''ამ ყველაფერზე ერთსულოვანი თანხმობა არსებობს: ჯუნუბი განმეორებით ილოცვას, ხოლო მლოცველები არ იმეორებენ ლოცვას, არ ვიცი ამ საკითხში აზრის სხვადასხვაობა"([66]). (სუნან ად-დარაყუთნი: 2/ 188)
3 - იმამობა იმ ადამიანის, ვინც არ იცის სურა ალ-ფათიჰა, ან არასწორად კითხულობს მას, ან ასოებს არასწორად აერთიანებს, როგორც მაგალითად ჰა-ს და რა-ს აერთიანებს ალლაჰის სიტყვაში: დიდება ალლაჰს, ღმერთს სამყაროთა; (ალ-ფაათიჰა: 2) რადგან მან ასო ჩაანაცვლა ისეთით, რომელიც არ ემთხვევა და არც ახლოსაა, ან ცვლის ასოს ასოთი, როგორც რ-ს ი-თი შეცვლა, ან უშვებს ისედ შეცდომას რომელიც ცვლის მნიშვნელობას, ასეთ შემთხვევაში მისი იმამობა არასწორია, გარდა მისი მზგავსი პიროვნებისა; რადგან ის ვერ ასრულებს ლოცვის ერთ-ერთ პირობას, ან არღვევს მას.
4 - სიახლის შემომტანის იმამობა, რომელიც მისი სიახლის გამო ურწმუნოებად ითვლება; როგორც თქვა ალლაჰმა: (ნუთუ მორწმუნე მზგავსია, ფაასიყის (ურწმუნოს), არ არიან თანასწორნი) [ ას-საჯდა: 18 ] აქ ფაასიყი არის ურწმუნო, როგორც ეს ნათლად ჩანს აიათების კონტექსტიდან.
5 - ეკრძალება იმამად დადგომა იმ მეჩეთში, რომელსაც ჰყავს მუდმივი იმამი, და მისი წინამძღოლობა არ არის სწორი მის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას აქვს ნებართვა ან იმამი იგვიანებს და დრო შეზღუდულია.(67). იხილეთ: სალმანის ფიქჰის კითხვები და პასუხები: 1/163.
მეხუთე მოთხოვნა: ვის იმამობა არ არის სასურველი:
არასასურველია იმამობა შემდეგთაგან:
1 - ლაჰჰანი: ეს არის ის, ვინც ხშირად უშვებს შეცდომებს კითხვაში ისე, რომ მნიშვნელობას არ ცვლის, იქნება ეს ალ-ფათიჰაში თუ სხვაგან, მაგალითად, თუ წაიკითხავს: (ალ-ჰამდა ლილლაჰ) დალის გახსნით, მისი ლოცვა სწორია, მაგრამ მისი იმამობა არ არის სასურველი; როგორც თქვა წინასწარმეტყველმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «ხალხს გაუწიოს იმამობა მან, ვინც ყველაზე კარგად კითხულობს ალლაჰის წიგნს». [68] წყარო მაღლა იყო მოცემული.
თუ ლექსიკური შეცდომა შეცვლის მნიშვნელობას ფათიჰას გარდა, უნებლიედ, უცოდინრობით ან ენის დეფექტის გამო, მისი იმამობა სწორი იქნება, თუმცა არასასურველია; რადგან თუ ის ფათიჰას გარდა სხვა სურას კითხვას დატოვებს, მისი იმამობა მაინც სწორი იქნება, ასევე თუ შეცდომას დაუშვებს, მაგრამ თუ განზრახ გააკეთებს, მისი ლოცვა ბათილი იქნება, რადგან ის ლოცვაში თამაშობს.
2 - ვინც იმეორებს ზოგიერთ ასოს, როგორც ფა, ან თა, ან სხვა ასოებს, რათა ასოების რაოდენობა წაკითხვაში გაიზარდოს.
3 - ფასიყი (ცოდვილი) სიახლის შემომტანი, რომელიც არ არის ურწმუნო თავისი შემოტანილი სიახლის გამო. (იხ. ქაშშააფ ალ-ყინა: 1/475 და შემდგომი)
4 - ვინც არის ხალხის იმამი მაგრამ მათ უმრავლესობას ის გამართლებული მიზეზის გამო სძულს; გადმოცემულია აბუ უმამასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «სამი, ვისი ლოცვაც არ ასცდება მათ ყურებს: გაქცეული მონა, სანამ არ დაბრუნდება, ქალი, რომელიც ღამეს გაატარებს და ქმარი მასზე გაბრაზებულია, და იმამი, რომლის მიმართაც ხალხი უკმაყოფილოა» [70] გადმოსცა თირმიზიმ, ჰ.ნ. 360, და თქვა: ეს ჰადისი არის კარგი, უცნაური ამ ფორმით.
თქვა იმამმა თირმიზიმ: ''ზოგიერთი სწავლული არ მიიჩნევს სასურველად, რომ იმამმა უხელმძღვანელოს იმ ხალხს რომელსაც ის სძულთ. თუ იმამი უსამართლო არ არის, მაშინ ცოდვა იმათზეა, ვისაც ის მიზეზის გარეშე სძულს. ამ საკითხზე ამბობს აჰმად და ისჰაყი: თუ ერთი, ორი ან სამ ადამიანს სძულს ის, არ არის პრობლემა, რომ წარუძღვეს მათ ლოცვაში, სანამ უმრავლესობა არ იქნება მისი წინააღმდეგ''. სუნან თირმიზი: 2/ 192.
თუნდაც არ მოსწონდეთ ის იმის გამო რომ, ცდილობს სუნნის შესაბამისად ლოცვას, კითხულობს აუჩქარებლად და სუნნის შესაბამისად სურებს, მისი იმამობა მათში არ ითვლება მოუწონრად; რადგან მათ არ მოსწონთ უსამართლოდ, ამიტომ მათი მოუწონრობა არ არის მნიშვნელოვანი. სასურველია, თუ ის უსამართლოდ არ მოსწონთ, რომ მათ რჩევა მისცეს, შეახსენოს და შეაყვაროს თავი; ლოცვა უნდა შეასრულოს სუნნის მიხედვით, და თუ ალლაჰმა შეამჩნია მისი გულწრფელი განზრახვა მათ შორის ურთიერთობის დალაგების, ალლაჰი მას ამ ყველაფერს გაუადვილებს. (იხილეთ: ალ-შარჰ ალ-მუმთი' ალა ზად ალ-მუსთაყნა': 4/253)
მეექვსე მოთხოვნა: იმამის ადგილი მლოცველებთან მიმართებაში:
სუნნაა, რომ იმამი მლოცველებზე წინ იდგეს, ისინი კი იმამის უკან გაჩერდებიან, თუ ორი ან მეტი არიან; რადგან შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როცა ლოცვაზე დგებოდა, წინ წაიწევდა, ხოლო მისი თანამგზავრები მის უკან დგებოდნენ, და ეს დამტკიცებულია ჯაბირი და ჯაბბარი (ალლაჰი იყოს მათით კაყოფილი) იდგნენ შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მარჯვნივ და მარცხნივ, როცა ის ლოცულობდა, და მან მოკიდა მათ ხელებზე და დააყენა ისინი მის უკან([73]). ეს გადმოცემულია მუსლიმის მიერ: 3010, ჯააბირისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გრძელი ჰადისის ფარგლებში.
ხოლო ერთი კაცი უნდა გაჩერდეს იმამის მარჯვნივ, მის გვერდით; იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) გადმოცემულია: როცა შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ლოცულობდა, მე დავდექი მის მარცხნივ, მან კი ყურზე მომკიდა ხელი და გადამიყვანა მარჯვნივ([74]). გადმოსცა ბუხარიმ: 6316, და მუსლიმმა: 763.
და ქალები იქნებიან კაცების რიგების უკან; ანასის (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) გადმოცემული ჰადისის მიხედვით: მე და ობოლი (დამრა ბინ ს'ად ალ-ჰუმაირი) შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უკან ვიდექით, ხოლო მოხუცი (ბებია, მულაიქა) ჩვენს უკან (75). გადმოსცა ბუხარიმ: 380, და მუსლიმმა: 658.
იმამი უნდა გაჩერდეს მწკრივის შუა ნაწილთან. ამბობს ალ-'ალლაამა იბნ ბაზი (ალლაჰმა შეიწყალოს ის): ''სუნნაა, რომ იმამი მეჩეთებში შუაში იყოს, ეს არის პრაქტიკული სუნნა, რომელსაც მუსლიმები მისდევენ"([76]). შეიხ საიდ ალ-ყაჰტანი (ალლაჰმა შეიწყალოს) თავის წიგნში "იმამობა ლოცვაში" გვერდზე გ. 55.
ასევე მან თქვა (ალლაჰმა შეიწყალოს ის): ''რიგი იწყება შუა ადგილიდან იმამის უკან, და ყოველი რიგის მარჯვენა მხარე უკეთესია ვიდრე მარცხენა, აუცილებელია, რომ ახალი რიგი არ დაიწყოს მანამ, სანამ წინა არ შეივსება".
მეშვიდე მოთხოვნა: იმამზე ადრე ქმედებების შესრულება:
მლოცველმა უნდა დაიწყოს ლოცვის ქმედებები იმამის შემდეგ, გაიმეოროს და მიჰყვეს მის ქმედებებს. მიმდევრის და მლოცველის მოვალეობაა არ გაუსწროს მას, არ გაუტოლდეს, არამედ დააკვირდეს მის მდგომარეობას და იმოქმედოს მისი ქმედებების შესაბამისად. ეს ნიშნავს, რომ არ უნდა შეეწინააღმდეგოს მას არცერთ მდგომარეობაში; ეს დადასტურებულია ჰადისში, აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი), მოციქულისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომელმაც თქვა: «იმამი იმისთვისაა, რომ მას მიჰყვნენ, ამიტომ ნუ ეწინააღმდეგებით მას, როცა ის რუქუ'ს (წელში მოხრა) შეასრულებს, თქვენც რუქუ' გააკეთეთ, როცა ის ამბობს: ალლაჰმა ისმინა, ვინც მას აქებს, თქვით: ჩვენო უფალო, შენ გეკუთვნის ქება, როცა ის სუჯუდს (მიწიერი თაყვანისცემა) აკეთებს, თქვენც სუჯუდი გააკეთეთ, როცა ის დაჯდება, თქვენც დაჯექით მასთან ერთად ყველანი, გაასწორეთ მწკრივი ლოცვაში; რადგან მწკრივის გასწორება ლოცვის სილამაზის ნაწილია» ([77]). გადმოცემულია ბუხარისგან: 722, და მუსლიმისგან: 417.
აკრძალულია იმამზე ადრე მოქმედების შესრულება ნებისმიერ პოზიციაში; ანას ბინ მალიქის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით, ერთ დღეს ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჩვენთან ერთად ილოცა და როცა ლოცვა დაასრულა, მოგვიბრუნდა პირისახით და თქვა: «ჰეი, ადამიანებო! ჭეშმარიტად, მე ვარ თქვენი იმამი, ამიტომ ნუ დამასწრებთ რუქუში, სუჯუდში, წამოდგომაში და ლოცვიდან გამოსვლაში; რადგან მე თქვენ გხედავთ ჩემს წინ და ჩემს უკან». ([78]). გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ნუთუ არ ეშინია რომელიმე თქვენგანს, როცა თავს მაღლა წევს იმამზე ადრე, რომ ალლაჰმა მისი თავი ვირის თავს დაამზგავსოს, ან ალლაჰმა მისი შეხედულება ვირის შეხედულებას დაამზგავსოს» ([79]). ჰადისს გადმოსცემს მუსლიმი: 426. გადმოსცა ალ-ბუხარიმ, ჰ.ნ. 691 და მუსლიმმა, ჰ.ნ. 427.
თუ ვინმემ იმამის წინ გააკეთა თაქბიირათულ-იჰრამი, (პირველი გამხსნელი თაქბირი), მისი ლოცვა არ შედგება; რადგან მისი (თაქბირის) პირობაა, რომ ის უნდა შესრულდეს იმამის შემდეგ და მან ეს გამოტოვა.
მერვე მოთხოვნა: იმამობის და ჯამაათის სხვადასხვა პირობები:
იმამობის და ჯამაათის პირობებიდან, რაც ზემოთ არ იყო განხილული:
1. სასურველია იმამთან ახლოს ყოფნა: იმამთან ახლოს უნდა იყვნენ გონიერი და ღირსეული ზრდასრულები; შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვების მიხედვით: «დაე, ჩემთან ახლოს იყვნენ თქვენგან ბრძენი და გონიერი ადამიანები, შემდეგ ისინი, ვინც მათ მიჰყვება, შემდეგ ისინი, ვინც მათ მიჰყვება». ([80]). (გადმოსცა მუსლიმმა: 432 აბდულლაჰ იბნ მას'უდის გადმოცემით (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი).
2- მცდელობა პირველ რიგში გაჩერების: მოსაწონია მლოცველებისთვის წინ წასვლა პირველ რიგში და იქ გაჩერების სურვილი, უნდა მოერიდონ უკან დახევას; აბუ საიდ ალ-ხუდრი (ალლაჰი კმაყოფილი იყოს მისგან) გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შეამჩნია რომ თავის თანმიმდევრები უკან იხევდნე (შორს ჩერდებოდნენ) და უთხრა მათ:
«წინ წამოიწიეთ და უკან დამიდექით მე, და ვინც თქვენს შემდეგ მოვა, ის თქვენს უკან დადგეს. სანამ ადამიანები უკან იხევენ, ალლაჰი მანამ დააყოვნებს უკან მათ». ([81]) აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «რომ იცოდნენ ადამიანებმა, რა არის მოწოდებაში(აზანში) და პირველ რიგში, და ვერ იპოვიდნენ სხვა გზას იქ გაჩერების, გარდა წილისყრით, წილისყრით გადაწყვეტდნენ ამას» (82), და მნიშვნელობა: «წილისყრით გადაწყვეტდნენ ამას» ანუ: ერთმანეთში კენჭს იყრიდნენ, თუ ვინ უნდა გაჩერებულიყო პირველ რიგში. გადმოსცა მუსლიმმა: 438. გადმოსცა ბუხარიმ: 615, და მუსლიმმა: 437.
ქალებისთვის სასურველია, რომ დადგნენ უკანასკნელ რიგებში, გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «კაცების რიგებიდან საუკეთესოა პირველი, ხოლო უარესი - ბოლო, ქალების რიგებიდან საუკეთესოა ბოლო, ხოლო უარესი - პირველი» ([83]). ეს იმ შემთხვევაშია, თუ ისინი ლოცულობენ კაცების უკან გამყოფი ფარდის გარეშე, ხოლო თუ ლოცულობენ კაცებისგან დაფარულ ადგილას, მაშინ ისინი ავსებენ პირველ რიგს, შემდეგ კი მომდევნოს ([84]). ჰადისს გადმოსცემს მუსლიმი: 440. (იხ. მაჯმუ’ ფათაავა იბნ ბააზ: 12/196).
3 - იმამმა არ უნდა იჩქაროს ფათიჰას კითხვა, და უნდა დაელოდოს, რადგან მლოცველმა შეძლოს მის წაკითხვას([85]). იხილეთ: ალ-მინზარი აალ-შეიხის მიერ გავრცელებული შეცდომების განმარტებაში, გვ. (53).
4 - მიუღებელია კაცის ლოცვა მარტო რიგის უკან; ვააბისა ბინ მა'ბადის (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) გადმოცემის მიხედვით, ერთმა კაცმა ილოცა რიგის უკან მარტომ, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უბრძანა მას ხელმეორედ ელოცა([86]). გადმოსცა თირმიზიმ, ჰ.ნ. 230, და თქვა: ვააბისას ჰადისი არის კარგი.
მეცხრე მოთხოვნა: სუნნები, რომლებიც იმამმა უნდა შეასრულოს:
აუცილებელია იმამი მკაცრად იცავდეს შუამავალის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სუნნას იმამობის დროს, და ამ სუნნებიდანაა:
1- იმამმა უნდა შეამსუბუქოს ლოცვა და გაითვალისწინოს ხალხის მდგომარეობა, რაც ნიშნავს, რომ იმამმა არ უნდა იჩქაროს ლოცვაში ისე, რომ მლოცველებმა ვერ შეძლონ ლოცვის პირობების და ვალდებულებების შესრულება. ასევე, იმამმა უნდა შეანელოს თავისი კითხვა, რათა მის უკან მდგომმა მლოცველებმა შეძლონ თავიანთი ლოცვის დასრულება. გადმოცემულია აბუ მას'უუდ ალ ანსაარისგან, რომ ერთმა კაცმა თქვა: ალლაჰის მოციქულო, მე ნამდვილად ვაგვიანებ დილის ლოცვაზე იმის გამო, რომ ერთი პიროვნება ძალიან აგრძელებს მას. და არ მინახავს მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უფრო გაბრაზებული ქადაგებისას, ვიდრე იმ დღეს, შემდეგ თქვა: „თქვენგან ზოგიერთი აშინებს ხალხს, ამიტომ ვინც თქვენგან ლოცვას უძღვება, შეამოკლოს; რადგან მათ შორის არიან სუსტები, მოხუცები და საჭიროების მქონენი“. [87] გადმოსცა ბუხარიმ: 90.
2. უნდა მოუწოდოს მლოცველთა რიგების გასწორების და ხარვეზების შევსებისკენ ლოცვის დაწყებამდე; შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ასე გააკეთა და მლოცველებსაც ასე უბრძანა, როგორც ნუ'მან ბინ ბაშირმა (ალლაჰი კმაყოფილი იყოს მისგან) თქვა: შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ასწორებდა ჩვენს რიგებს ისე, თითქოს ისრებს ასწორებდა, სანამ არ დარწმუნდა, რომ ჩვენ ეს გავიგეთ. შემდეგ ერთ დღეს გამოვიდა და წამოდგა, სადაცაა თაქბირი უნდა ეთქვა, როცა დაინახა კაცი, რომლის მკერდი რიგიდან იყო გამოსული, და თქვა: «@ალლაჰის მონებო, აუცილებლად გაასწორეთ თქვენი რიგები, თორემ ალლაჰი თქვენს სახეებს ერთმანეთისგან განაცალკევებს» [88]. გადმოსცა ალ-ბუხარიმ: 717, მუსლიმმა: 436, ეს სიტყვა გადმოცემულია მუსლიმისგან.
თქვა იმამმა ნავავიმ (ალლაჰმა შეიწყალოს ის): ''ყიდააჰ - ეს არის ისარი ხისგან, როდესაც ის იჭრება და იწმინდება, რაც ნიშნავს: ის ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა მწკრივის გასწორებას, ისე რომ თითქოს ისარს სთლიდა და ასწორებდა; მისი გასწორება და განლაგება ისეთი ყურადღებიანი იყო"([89]). ნავავის შარჰი მუსლიმის საჰიჰზე: 4/157.
3 - უნდა მოუწოდოს, რომ შეავსონ პირველი რიგი და შემდეგ მომდევნო, თუ რაიმე ნაკლებობაა, იყოს ბოლო რიგებში; შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშიდობა მას) თქვა: «განა არ გაჩერდებით მწკრივად ისე, როგორც ანგელოზები დგანან მწკრივად თავიანთი უფლის წინაშე?» ჰკითხეს: ო, შუამავალო! როგორ ჩერდებიან მწკრივად ანგელოზები თავიანთ უფალის წინაშე? მან თქვა: «ისინი ავსებენ წინა მწკრივებს და მჭიდროდ/სწორად დგებიან მწკრივში» [90]. (გადმოსცა მუსლიმმა: 430, ჯააბირ იბნ სამურას ჰადისიდან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი).
4 - მიბაძოს შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ლოცვაში კითხვისას, რადგან შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ძირითადად კითხულობდა ფაჯრის (დილის ლოცვაზე) ლოცვაზე გრძელი სურებიდან, მაღრიბის (საღამოს ლოცვაზე) ლოცვაზე მოკლე სურებიდან, ხოლო იშას (ღამის ლოცვა), ზუჰრის (შუადღის ლოცვა) და 'ასრის (სამხრობის ლოცვა) ლოცვებზე საშუალო სურებიდან. როგორც გადმოცემულია სულეიმან იბნ იასარისგან, აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: არავის უკან არ მილოცია ისეთი ლოცვა, რომელიც შუამავალის (ალლაჰი ლოცვა და მშვიდობა მას) ლოცვას ჰგავდა, როგორც ამ კაცის. სულეიმანმა თქვა: ის ახანგრძლივებდა შუადღის ლოცვის პირველ ორ მუხლს და ამსუბუქებდა დანარჩენებს, ამსუბუქებდა სამხრობის ლოცვას, საღამოს ლოცვაში კითხულობდა მოკლე სურებს, ღამის ლოცვაში კითხულობდა საშუალო სურებს, ხოლო დილის ლოცვაში კითხულობდა გრძელ სურებს. [91]. გადმოსცა ნასაიმ: 982, თქვა ჰაფიზმა ბულუუღ ალ-მარაამში ნომერი 286: მისი გადმოცემა სწორია.
გრძელ სურეებს შეადგენს: სურა "ალ-ჰუჯურათ"-დან სურა "ალ-ბურუჯ"-ის ჩათვლით, ხოლო საშუალოები: სურა "ალ-ბურუჯ"-დან სურა "ალ-ბაიინა"-მდე, ხოლო მოკლეები: სურა "ალ-ბაიინა"-დან ყურანის ბოლომდე([92]). იხილეთ: მირყაათ ალ-მაფაათიჰ: 2/ 700.
მეათე მოთხოვნა: იმამის თვისებები:
მეჩეთის იმამი არის მეჩეთის საყრდენი და მისი ძალა, მისი მეშვეობით მეჩეთი ასრულებს თავის მისიას მოწოდების გავრცელებაში და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში, ხალხის რელიგიური საკითხების გაცნობაში. თუ იმამი არის სწავლული, გონიერი, გამჭრიახი, იცნობს ხალხის ჩვეულებებსა და მდგომარეობას, მისი გავლენა კარგია და სასარგებლო მეჩეთის საზოგადოებაში და იმ უბნის მოსახლეობაში, სადაც მეჩეთი მდებარეობს, ასწავლის მათ, აძლევს რჩევებს და მიუძღვის მათ ყოველ სიკეთესა და სათნოებაზე.
მართლაც, იმამები, რომლებიც აკმაყოფილებდნენ იმამობის პირობებს, იყვნენ ისლამის დასაწყისში შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), შემდეგ მარლთმორწმუნე ხალიფები, შემდეგ კი მმართველები, სარდლები, სწავლულები და გამოჩენილი პირები. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ამ მოვალეობის შემსრულებელი უნდა იყოს მაღალი რანგის რელიგიაში, ზნეობაში, ცოდნაში და ქცევაში.
აქ ჩანს ამ პროფესიის მნიშვნელობა ხალხის ცხოვრებაში; რადგან იმამების ძალა ჩანს მათ საზოგადოებებში, ხოლო მათი სისუსტე აისახება ამ საზოგადოებებზე; რადგან მეჩეთი არის ის, რომელიც ასწავლის საზოგადოებას სიტყვების და ქმედებებში განხორციელებას. თუ იმამი სუსტია ცოდნით ან გონებით ან ცუდი ხასიათით და ქცევით, ის ზიანს აყენებს და არ სარგებლობს. თუ იმამის მოვალეობაა მლოცველების სიკეთის, ღვთისმოსავობის და სიწმინდისკენ მიმართვა, მაშინ ძნელია, რომ უმეცარმა იმამმა ეს დიდებული ამოცანა შეასრულოს.
შესაძლოა იმამი აკმაყოფილებდეს ამ მოვალეობის მოთხოვნებს ცოდნისა და პირადი უნარების მხრივ, მაგრამ დაკავებულია სხვა საქმეებით, რაც გავლენას ახდენს მისი შესრულების დონეზე. ის ლოცვაზე დაგვიანებით მოდის და არ აქვს საკმარისი დრო სურების ან აიათების გადასამეორებლად, რომლებსაც ლოცვებში კითხულობს; ამიტომ ვხედავთ, რომ ის ლოცულობს გარკვეული სურებით ან აიათებით, რომელთაც არ სცდება.
შეიძლება ვნებებმა, უმეცრებამ, კონფლიქტებმა ან დასაგმობმა ექსტრემიზმმა სძლიოს და გამოიწვიოს ობიექტურობის, საგანმანათლებლო მიმართულების და სიბრძნითა და კეთილი რჩევით მოწოდებისგან გადახვევა.
მეჩეთს დიდი გავლენა აქვს ამ რელიგიაში; ის არის სინათლის შუქურა, სადაც მორწმუნე უკავშირდება თავის ღმერთს, აძლიერებს თავის რწმენას და ხვდება თავის ძმებს, რათა ყველამ ერთად გაავრცელოს სიკეთე და ებრძოლოს ბოროტებას. მეჩეთი ვერ შეძლებს ამის შესრულებას, თუ ალლაჰმა არ მოუმზადა მას იმამი, რომელსაც გააჩნია საჭირო ცოდნა და ზნეობა, რაც აუცილებელია ამ დიდებული პოზიციის დაკავებისთვის და ამ პატივცემული მოვალეობის შესასრულებლად.
იმამისთვის აუცილებელი მთავარი სამეცნიერო კომპონენტები:
1 - გულწრფელი მოქმედება ალლაჰისთვის; რათა იყოს მხარდაჭერილი, გამარჯვებული, მიღებული და საყვარელი ალლაჰისა და ხალხის წინაშე.
2 - უნდა მოვერიდოთ თავმომწონეობას და სიამაყეს; რადგან საქმეები განზრახვებით განისაზღვრება, და ყოველი საქმისთვის აუცილებელია ნიეთი, და ყველა პიროვნება იმას მიიღებს რაც განიზრახა, ხოლო ვინც თავს იმით ამშვენებს, რაც მასში არ არის, ალლაჰი მას შეარცხვენს.
3 - უნდა იყოს ყურანის მცოდნე, ან იცოდეს მისი ნაწილი, მუდმივად იმეორებდეს დაზეპირებულს და ყოველდღიურად კითხულობდეს ყურანს.
4 - უნდა იცოდეს ზეპირად რამდენიმე ჰადისი შუამავლისგან, რიად ას-სალიჰინიდან, ან ალ-არბაინ ან-ნავავიდან, ან ბულუუღ ალ-მარაამიდან, ან სხვა სანდო ჰადისების წიგნებიდან.
5 - ისწავლოს სწორი რწმენა, მართალი წინაპრების სწორი რწმენა.
6 - უნდა შეისწავლოს რელიგიის სამართალი, განსაკუთრებით თაყვანისცემის სამართალი, და განსაკუთრებით ის, რაც ეხება სისუფთავეს, ლოცვას, ზაქათს, მარხვას, ასევე ურთიერთობების სამართალი; რათა იცოდეს შემოსავლისა და ხარჯვის წესები, გააფრთხილოს ხალხი თაღლითობისა და მოტყუებისგან და სხვისი ქონების უსამართლოდ აღებისგან, ასევე გააფრთხილოს ისინი ფლანგვის, მფლანგველობისა და სიძუნწისგან, რათა მათი ფინანსური ქმედებები იყოს ყურანის და სუნნის შუქზე.
7 - არაბული ენის კარგად ცოდნა, რათა იცოდეს ის მნიშვნელობები, რაც ღმერთმა შუამავალზე (ალლაჰის ლოცვა და მსვიდობა მას) გარდმოავლინა, რადგან ყურანი არაბთა ენაზე გარდმოავლინა.
8 - უნდა კითხულობდეს შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ცხოვრებას, მუჰამმედის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თვისებებს და მართალი წინაპრების ცხოვრებას; მასში არის კარგი გზა და, კარგი მაგალითი, სასარგებლო სამეცნიერო სიმდიდრე და მაღალი ისლამური კულტურა.
9. უნდა იცნობდეს თავისი ქვეყნის სწავლულებს და სხვა მტკიცე რწმენის მქონე ცნობილ მეცნიერებს, რომლებსაც აქვთ სწორი რწმენა, ცოდნა და გონება, და უნდა მიმართოს მათ ყველა იმ საკითხში, რაც სჭირდება რელიგიის საკითხებში და თავისი საზოგადოების პრობლემების გადაჭრაში.
10. უნდა ჰქონდეს ისლამური ჯგუფების და მათი რწმენების, აზროვნების მიმართულებების და მათი მიზნების, დამანგრეველი მოძღვრებების და მათი მიზნების ცოდნა, რათა შეძლოს მათი განხილვა ღვთის წიგნის და მისი მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სუნას შუქზე, და ისლამის მეცნიერების მიერ დაწერილი ნაშრომების საფუძველზე, გააკრიტიკოს მათი სიცრუე და გააფრთხილოს მათი სიცრუის შესახებ.
11 - სხვადასხვა მედიის საშუალებების გაცნობა, მათი დადებითი და უარყოფითი მხარეების ცოდნა, და როგორ გამოიყენოს ისინი ალლაჰის გზისკენ მოწოდებაში, და გაფრთხილება იმ საფრთხეებისგან, რაც მათშია მისთვის და მისი საზოგადოებისათვის.
როდესაც ეს თვისებები აქვს მეჩეთის იმამს, ეს ქმნის სიმტკიცეს და ბალანსს, ალლაჰის ნებით, დიდებულია ის და ამაღლებული.
ზნეობრივი ძირითადი კომპონენტები:
1- მეჩეთის იმამს უნდა ჰქონდეს მოწოდება და იყოს მასწავლებელი მეჩეთის თემისთვის და იმათთვის, ვინც მოდის მის მეჩეთში უბნის მცხოვრებლებიდან და სხვებიდან. ამიტომ, მას უნდა ჰქონდეს წინასწარმეტყველი მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და მშვიოდბა მას) მაგალითი; ის არის კარგი მაგალითი, საუკეთესო მაგალითი თემისთვის და ლიდერებისთვის. როგორც ალლაჰმა თქვა: {ჭეშმარიტად თქვენთვის ალლაჰის შუამავალში საუკეთესო მაგალითი იყო, მისთვის ვისაც სურდა ალლაჰი, უკანასქნელი დღე და ახსენებდა ალლაჰს ხშირად} (ალ-აჰზაბ: 21)
და თავი აარიდოს ამქვეყნიურ და პოლიტიკურ საუბრებს, და მეჩეთი მხოლოდ ცოდნისა და თაყვანისცემისთვის გამოიყენოს.
2 - უნდა იყოს სუფთა და მოწესრიგებული, ზრუნავდეს მეჩეთის სისუფთავეზე, ნივთების მოწესრიგებაზე და მოვლაზე, არ უნდა იყოს ზედმეტი ხარჯვა და უნდა მოერიდოს მეჩეთის მორთვას.
3 - უნდა იყოს კარგი გზის და ქცევის მქონე, შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სუნნათის მიყოლა, როგორიცაა წვერის გაზრდა და ულვაშების შეჭრა, სიამაყით კოჭებს დაბლა არ უნდა დაუშვას ტანსაცმელი, უნდა იყოს სერიოზული და მშვიდი, და მიჰყვეს წარსულში მცხოვრები მართალი წინაპრების კვალს, ალლაჰმა შეიწყალოს ისინი.
4 - იყოს ლმობიერი, მოთმინებული და მოწყალე; რადგან ლმობიერება ალამაზებს ყველაფერს, რაშიც ის არსებობს, და აფუჭებს ყველაფერს, რასაც იგი აკლია, როგორც გადმოცემულია ჰადისში; აიშასგან (ალლაჰი კმაყოფილი იყოს მისით) შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, შემწყნარებლობა ალამაზებს ყველაფერს, რაშიც ის არსებობს, და აუშნოებს ყველაფერს, რასაც იგი აკლია» [93]. ჰადისს გადმოსცემს მუსლიმი: 2594.
თუ მეჩეთის ერთ-ერთმა მლოცველმა შეცდომა დაუშვა, იმამმა არ უნდა გაკიცხოს იგი, არამედ რბილად უნდა მისცეს რჩევა და კეთილი გზით ასწავლოს. გადმოცემულია მუ'ავია იბნ ჰაქამ ას-სულამისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: ერთხელ ვლოცულობდი ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას); ერთმა კაცმა ხალხიდან დააცემინა და ვუთხარი: ალლაჰმა შეგიწყალოს. ხალხმა შემომხედა, ვთქვი: ვაი დედაჩემს, რატომ მიყურებთ? დაიწყეს ხელებით ბარძაყებზე დარტყმა, როცა დავინახე, რომ მაჩუმებდნენ, გავჩუმდი. როცა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ლოცვა დაასრულა, მას ენაცვალოს დედაჩემი და მამაჩემი, არ მინახავს მასზე უკეთესი მასწავლებელი არც მანამდე და არც შემდეგ, ვფიცავ ალლაჰს, არ დამთრგუნა, არ დამჩაგრა, არ დამარტყა და არ გამკიცხა, თქვა: «ეს ლოცვა არ არის შესაფერისი ადამიანური საუბრისთვის, ეს არის მხოლოდ თასბიჰი (ალლაჰის ხსენება), თაქბირი (ალლაჰის განდიდება), და ყურანის კითხვა» [94]. ჰადისს გადმოსცემს მუსლიმი: 537.
5 - უნდა იყოს რბილი და გულმოწყალე; რათა შემოიკრიბოს ადამიანები მის გარშემო და ისარგებლონ მისი სიბრალულით, დახმარებით და ცოდნით, და უნდა დაუდგეს მათ გვერდით მათ გასაჭირში და საჭიროებებში, და უნდა გაიაროს მათთან კონსულტაცია მეჩეთის მისიასთან დაკავშირებულ საკითხებში.
და შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყველაფრის უმაღლეს საფეხურზე იყო, როგორც თქვა ალლაჰმა მის შესახებ: {ალლაჰის წყალობით ლმობიერი იყავი მათ მიმართ. შენ რომ უხეში და გულქვა ყოფილიყავი, მაშინ ირგვლივ მყოფნი უთუოდ გაგეცლებოდნენ. მაშ, მიუტევე მათ, პატიება ითხოვე მათთვის და მათი აზრიც მოისმინე (ამქვეყნიური) საკითხების შესახებ. როცა რამეს გადაწყვეტ, მხოლოდ ალლაჰს მიენდე. ჭეშმარიტად, ალლაჰს უყვარს მისდამი მინდობილნი}. [ ალი იმრან: 159].
6 - უნდა ახასიათებდეს მოთმინება და ღრმა რწმენა; სიმართლე თავის ნათქვამში, რათა დაიმსახუროს იმამობის პატივი თავის მეჩეთში და თავის საზოგადოებაში; რადგან მოთმინება და ღრმა რწმენა მიიყვანს მსახურს რელიგიაში იმამობის ხარისხამდე, თქვა ალლაჰმა: {და დავადგინეთ მათგან წინამძღოლები, ისინი ხელმძღვანელობენ ჭეშმარიტი გზისკენ ჩვენი ბრძანებით, რადგან იყვნენ მომთმენნი და მტკიცედ სწამდათ ჩვენი აიათების} (ას-საჯდა: 24).
7- უნდა იყოს მართალი თავის სიტყვებში, იქნება ეს პარასკევის ქადაგებაში, სასწავლო გაკვეთილში და მორალში, თუ ადამიანებთან საუბარში; რათა იყოს მართალთა და სწორად მავალთა შორის გამარჯვებული; რადგან ჰადისში მოცემულია, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «იყავით მართალნი; ჭეშმარიტად სიმართლეს მიჰყავს ღვთისმოსაობისკენ, ღვთისმოსაობას მიჰყავს სამოთხისკენ, ადამიანი სანამ სიმართლეს ამბობს და ცდილობს იყოს მართლი, ის ჩაიწერება ალლაჰთან, როგორც მართალი. და ერიდეთ ტყუილს, ჭეშმარიტად ტყუილს მიჰყავს ცოდვებისკენ, ცოდვებს მიჰყავს ცეცხლისკენ, კაცი სანამ ტყუის და ცდილობს მოტყუებას ის ჩაიწერება ალლაჰთან, როგორც მატყუარა» [95]. გადმოსცა ბუხარიმ: 6094, და მუსლიმმა: 2607, აბდულლაჰ იბნ მას'უდის ჰადისიდან (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი).
ტყუილი ბოროტებაა და უბედურება, ხოლო ყველაზე დიდი ტყუილი არის უზენაეს ალლაჰზე ტყუილი და მის შესახებ უცოდინრად საუბარი, როგორც უზენაესმა ალლაჰმა თქვა: {უთხარი ჭეშმარიტად ჩემმა ღმერთმა აკრძალა, აშკარა თუ დაფარული გარყვნილება, ცოდვა და მტრობა უსამართლოდ, და რომ დაუდგინოთ ალლაჰს თანაზიარი რაზეც არავითარი არგუმენტი არ გარდმოუვლენია, და რომ თქვათ ალლაჰზე ის რაც არ იცით} [ალ-ა'რაფ: 33].
ეს კეთილშობილი აიათი მოიცავს უდიდეს ცოდვებს, დაწყებული უმცირესით და შემდეგ უმაღლესით, რაც გულისხმობს ალლაჰზე ცოდნის გარეშე საუბარს მის სახელებსა, თვისებებზე და მის შარიათზე.
შუამავალზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ტყუილის თქმა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტყუილია და ყველაზე მახინჯი ცოდვა, ეს არის დიდი ცოდვა, რომლისთვისაც ჩამდენს ცეცხლი ემუქრება; მუღირა ბინ შუ'ბა (ალლაჰი კმაყოფილი იყოს მისით) ამბობს: გავიგონე შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) რომ ამბობდა: «ჩემზე ტყუილი არ არის როგორც სხვაზე ტყუილი, ვინც შეგნებულად მოიტყუებს ჩემზე, მოამზადოს თავისი ადგილი ცეცხლში» [96]. გადმოსცა ბუხარიმ: 1291, და მუსლიმმა: 4.
ტყუილისგან თავის არიდება საჭიროა, თუნდაც კარგი განზრახვით კეთილი საქმის წახალისების ან ბოროტებისგან შეშინების მიზნით იყოს, როგორც ზოგიერთ მქადაგებელს სჩვევია; ეს არის სიმახინჯე, რომელშიც არ არის სიკეთე და სწორი გზა, და მისი მთქმელი არის დასჯილი და არა დაჯილდოებული, ცოდვილი და არა მადლიანი.
8 - უნდა იყოს სანდო სიტყვების გადაცემაში, გადაამოწმოს ინფორმაციის სისწორე, არ იჩქაროს ჭორების მიღება და დაეყრდნოს მხოლოდ სანდო სიტყვას. უზენაესმა ალლაჰმა გვიბრძანა ამის შესახებ თავის სიტყვაში: {ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თუკი თქვენთან მოვა ცოდვილი ამბით, გამოიძიეთ, რათა უმეცრობით არ დააზარალოთ ხალხი და შემდეგ არ ინანოთ თქვენი ქმედება}. (ალ-ჰუჯურაათ: 6).
9 - უნდა ეცადოს დაფაროს ხალხის შეცდომები და საიდუმლოებები, რადგან ვინც დაუფარავს მუსლიმს, ალლაჰი მას დაუფარავს ამ ცხოვრებაში და მომავალ ცხოვრებაში. ხოლო ვინც ეძებს მუსლიმების შეცდომებს, ალლაჰი მის შეცდომებს ეძებს, სანამ არ დაამცირებს მას, თუნდაც მისი სახლის შიგნით. აბდულლაჰ იბნ უმარი (ალლაჰის იყოს მათით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც დაუფარავს მუსლიმს, მას დაუფარავს (დაიცავს) ალლაჰი განკითვის დღეს»". აბუ ბარზა ალ-ასლამიმ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «ჰეი თქვენ, რომელთაც ენით ირწმუნეთ, მაგრამ რწმენა გულში არ შესულა, ზურგს უკან ცუდად ნუ იხსენებთ მუსლიმებს და ნუ ეძებთ მათ ნაკლოვანებებს; რადგან ვინც ეძებს მათ ნაკლოვანებებს, ალლაჰი ეძებს მის ნაკლოვანებებს, და ვის ნაკლოვანებასაც ალლაჰი მოძებნის, მას თავის სახლში გამოაშკარავებს». [98]. გადმოსცა ბუხარიმ: 2442, და მუსლიმმა: 2580. (გადმოსცა აბუ დაუდმა: 4880, და იხილეთ ამ კომპონენტებისთვის წიგნი 'მეჩეთის იმამი: მისი საგანმანათლებლო და ზნეობრივი კომპონენტები' შეიხ საუდ ბინ მოჰამედ ალ-ბიშრის მიერ.)
თემა მესამე: პარასკევის ლოცვა და მისი ქადაგება
პირველი მოთხოვნა: პარასკევის ლოცვა
პირველი საკითხი: პარასკევის ლოცვის მნიშვნელობა და მისი დრო
პირველ რიგში: პარასკევის ლოცვის მნიშვნელობა
პარასკევი: კვირის ერთ-ერთი დღე, რომელშიც სრულდება განსაკუთრებული ლოცვა, პარასკევის ლოცვა([99]). იხილეთ: ფიქჰის ენის ლექსიკონი, ავტორი: მუჰამმად რავას ყალაჯი და სხვები: გვ. 166.
ალლაჰის სწორი გზა, რომელიც მისცა ამ თემს პარასკევის სახით დიდი მადლია; გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჩვენ ვართ უკანასკნელნი, მაგრამ პირველნი განკითხვის დღეს, თუმცა - ანუ: გარდა იმისა, რომ მათ წიგნი ჩვენამდე ებოძათ, ხოლო ჩვენ მოგვცეს მას შემდეგ. ეს არის მათი დღე, რომელიც მათზე დაკისრებული იყო, მაგრამ მასში უთანხმოება ჰქონდათ, ხოლო ალლაჰმა გვიჩვენა ის. ისინი ჩვენ მოგყვებიან ამ დღეს, იუდეველები ხვალ, ხოლო ქრისტიანები ზეგ». [100]. გადმოცემულია ბუხარისგან: 876, და მუსლიმისგან: 855.
პარასკევი საუკეთესო დღეა, რომელშიც მზე ამოდის; აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «საუკეთესო დღე, რომელშიც ამოდის მზე, არის პარასკევი. ამ დღეს იქნა შექმნილი ადამი, ამ დღეს იქნა შეყვანილი სამოთხეში და ამ დღეს იქნა გამოყვანილი იქიდან ». [101]. (გადმოსცა მუსლიმმა: 854)
პარასკევის ლოცვა შემდეგ პარასკევის ლოცვამდე შლის მათ შორის არსებულ მცირე ცოდვებს; აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ხუთი ყოველდღიური ლოცვა, პარასკევის ლოცვა შემდეგ პარასკევის ლოცვამდე და რამადანის მარხვა შემდეგ რამადანამდე, შლის მათ შორის არსებულ მცირე ცოდვებს, თუ ადამიანი დიდ ცოდვებს ერიდებოდა» [102]. გადმოსცემს მუსლიმი: 233.
პარასკევის ლოცვა: ეს არის დამოუკიდებელი ლოცვა, რომელიც განსხვავდება შუადღის ლოცვისგან: მუხლების რაოდენობით, ხმამაღლა წაკითხვით, ქადაგებით და სპეციფიკური პირობებით. მისი დრო ემთხვევა შუადღის ლოცვის დროს.
მეორე: პარასკევის ლოცვის დრო:
პარასკევის ლოცვის დრო ემთხვევა ზუჰრის (შუადღის) ლოცვის დროს, მზის გადახრის შემდეგ, სანამ საგნის ჩრდილი არ გახდება მისი სიგრძის ტოლი, ზენიტის წერტილის გადახრის შემდეგ; ანას იბნ მაალიქის (ალლაჰი კმაყოფილი იყოს მისით) ჰადისის მიხედვით, რომ წინასწარმეტყველი (ალლაჰილ ლოცვა და მშვიდობა მას) პარასკევის ლოცვას ასრულებდა, როდესაც მზე გადახრილი იყო([103]). ანუ: დასავლეთის მიმართულებით გადახრილი და ზენიტის წერტილიდან გადახრილი, რაც ზუჰრის ლოცვის დროა. გადმოცემულია ბუხარისგან: (904).
მეორე საკითხი: პარასკევის ლოცვის დადგენილება და ვისზეა ის სავალდებულო?
პირველ რიგში: პარასკევის ლოცვის დადგენილება:
პარასკევი არის ფარდი აინი (სავალდებულო) მამაკაცებისთვის; როგორც თქვა ალლაჰმა მისი სიტყვებით: {ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როდესაც პარასკევის ლოცვისთვის მოგიწოდებენ, იჩქარეთ ალლაჰის ხსენებისკენ და დატოვეთ ვაჭრობა. ეს უკეთესია თქვენთვის, თქვენ რომ იცოდეთ.} (ალ-ჯუმ'ა: 9) გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ უმარისგან და აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მათი ორივეთი კმაყოფილი), რომ მათ მოისმინეს ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავის მიმბარზე ამბობდა: «დაე, შეწყვიტონ ხალხმა პარასკევის ლოცვების გაცდენა, თორემ ალლაჰი დალუქავს მათ გულებს და შემდეგ იქნებიან უგულისხმონი». [104]. (გადმოსცა მუსლიმმა: 865)
მუსლიმანებმა ერთხმად აღიარეს პარასკევის ლოცვის სავალდებულოობა, თქვა იბნ მუნზირმა, (ღმერთმა შეიწყალოს იგი): ''ყველა შეთანხმებულია, რომ პარასკევის ლოცვა ვალდებულებაა თავისუფალი სრულწლოვანი მაცხოვრებლებისთვის, რომლებსაც არ აქვთ გაცდენის საპატიო მიზეზი"([105]). ალ-იჯმა'ა გვ.40.
მეორე: ვისზეა სავალდებულო?
პარასკევის ლოცვა სავალდებულოა ყოველი თავისუფალი, სრულწლოვანი, გონიერი მუსლიმისთვის, რომელიც შეძლებს მის შესრულებას და არის ადგილობრივი. არ არის სავალდებულო: მონისთვის, ქალისთვის, ბავშვისთვის, გიჟისთვის, ავადმყოფისთვის ან მოგზაურისთვის. ამას ადასტურებს ტაარიყ იბნ შიჰააბის (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) გადმოცემა შუამავალზე (ალლაჰი ლოცვა და მშვიდობა მას), რომელმაც თქვა: «პარასკევის ლოცვა ვალდებულებაა ყველა მუსლიმისთვის ჯამაათში, გარდა ოთხისა: მონა, ქალი, ბავშვი ან ავადმყოფი». [106]. გადმოსცა აბუ დაუდმა: 1067.
რაც შეეხება მოგზაურს, მას პარასკევის ლოცვა არ ეკისრება; რადგან შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არ ასრულებდა მას თავის მოგზაურობებში. მისი ჰაჯობის დროს არაფას დღე პარასკევს დაემთხვა, მაგრამ მან მაინც ზუჰრის (შუადღის) ლოცვა შეასრულა და მასთან ერთად ასრის (სამხრობის) ლოცვაც გააერთიანა.
იბნ მუნზირმა (ალლაჰმა შეიწყალოს ის) გადმოიცა ამაზე ერთსულოვნება აზრი, და თქვა: ''და შეთანხმდნენ, რომ ბავშვებსა და ქალებს არ ეკისრებათ პარასკევის ლოცვა... და შეთანხმდნენ, რომ პარასკევის ლოცვა სავალდებულოა თავისუფალი, სრულწლოვანი, ადგილობრივი პირებისთვის, რომლებსაც არ აქვთ შარიათული საპატიო გაცდენის მიზეზი"([107]). (ალ-იჯმა'ა: გვ. 40).
თუ მის ლოცვას დაესწრება მონა, ქალი, ბავშვი, ავადმყოფი ან მოგზაური, მისი ლოცვა მიღებული იქნება, და ის ითვლება შუადღის (ზუჰრ) ლოცვის ანაზღაურებად.
არ ევალდებულება პარასკევის ლოცვა ბედუინებს (მომთაბარეებს), რომლებიც გადაადგილდებიან საძოვრებისა და წყლის საძებნელად; რადგანაც შუამავლის (ალლაჰი ლოცვა და მშვიდობა მას) დროს სოფლის მკვიდრნი იყვნენ მედინას გარშემო და შუამავალმა (ალლაჰი ლოცვა და მშვიდობა მას) არ უბრძანა მათ პარასკევის ლოცვა. თქვა იმამმა აჰმადმა: ''ბედუინ (მომთაბარე) მოსახლეობას, პარასკევის ლოცვა არ ეკუთვნის, რადგან ისინი გადაადგილდებიან. მისი გაუქმება გადაადგილებით ახსნეს, ამიტომ ყველა, ვინც დასახლებულია და თავისი ნებით არ გადაადგილდება, სოფლის (ადგილობრივია) მცხოვრებია"([108]). (მაჯმუ' ალ-ფათაავა: 24/166)
პარასკევის ლოცვა მინიმუმ შედგება სამი პირისგან: ერთი ქადაგებს, ხოლო ორი უსმენს; როგორც ამბობს ალლაჰი: {იჩქარეთ ალლაჰის ხსენებისკენ} (ალ-ჯუმ'ა: 9) ეს არის მრავლობითი, და ყველაზე პატარა ჯგუფი(მრავლობითში) შედგება სამი წევრისგან.
მესამე საკითხი: როგორ სრულდება პარასკევის ლოცვა:
პარასკევის ლოცვა არის ორი რაქათი, რომელსაც ხმამაღლა კითხულობენ; რადგან შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ასე აკეთებდა, და ამაზე შეთანხმდნენ სწავლულები. ამბობს იბნ ჰაზმი, (ღმერთმა შეიწყალოს ის): ''ყველა თანხმდება, რომ პარასკევის ლოცვა - თუ ის სრულდება თავის პირობებზე - არის ორი რაქათი, რომელსაც ხმამაღლა კითხულობენ'' (109). (მარაათიბ ალ-იჯმაა: გვ. 33)
პირველ მუხლზე სურა "ალ-ფათიჰა" და სურა "ალ-ა'ლა" წაკითხვა სუნნაა, ხოლო მეორე მუხლზე სურა "ალ-ფათიჰა" და სურა "ალ-ღააშია"; როგორც გადმოცემულია ნუმან იბნ ბაშირისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი): მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სადღესასწაულო ლოცვებზე და პარასკევის ლოცვაზე კითხულობდა სურა 'საბბიჰ ისმა რაბბიკალ ა'ლა' (ადიდე შენი ღმერთის სახელი უზენაესის) და 'ჰალ ათაქა ჰადისულ ღაშია' (მოვიდა შენამდე ამბავი თავზარდამცემი?) ([110]). გადმოსცემს მუსლიმი: 878.
ან წაიკითხავს პირველ მუხლში სურა "ალ-ფაათიჰა" და სურა "ალ-ჯუმა", ხოლო მეორე მუხლში სურა "ალ-ფათიჰა" და სურა "ალ-მუნაფიყუნ"; იბნ აბუ რაფი ამბობს: მარვანმა აბუ ჰურაირა დანიშნა მედინას გამგედ, თვითონ კი წავიდა მექაში, აბუ ჰურაირამ პარასკევის ლოცვაზე წაიკითხა, სურა "ალ-ჯუმა"-ს შემდეგ, მეორე მუხლში წაიკითხა: "როცა მოვა შენთან მუნაფიყები", თქვა: აბუ ჰურაირას მივუსწარი, როცა მან წასვლა დააპირა, და ვუთხარი მას: შენ წაიკითხე ორი სურა, რომლებსაც ალი იბნ აბუ ტაალიბი ქუფაში კითხულობდა, აბუ ჰურაირამ თქვა: მე გავიგონე შუამავალი (ალლაჰმა დალოცოს ის და მიესალმოს), რომ კითხულობდა მათ პარასკევ დღეს([111]). (გადმოსცა მუსლიმმა: 877).
მეოთხე საკითხი: ლოცვის რა ნაწილს უნდა მიუსწრათ რომ პარასკევის ლოცვა ჩაითვალოს?
პარასკევის ლოცვა შესრულებულად ჩაითვლება იმამთან ერთად ერთი რაქათის შესრულებით; აბდულლაჰ იბნ ომარი (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც მოასწრო ერთი რაქათის შესრულება პარასკევის ('ჯუმა') ლოცვიდან ან სხვა ლოცვიდან, მას ლოცვა შესრულებულად ეთვლება». [112]. (გადმოსცა ნასაიმ: 557).
და თუ ვერ მიუსწრო ერთ რაქათს, მან ლოცვა შუადღის ლოცვად უნდა შეასრულოს([113]). (იხ. ალ-მუღნი იბნ ყუდამა: 2/ 231)
ვინც დააგვიანა ჯუმის ლოცვაზე და გამორჩა პირველი რაქაათი, როცა მოვიდა იმამი უკვე მეორე რაქაათზე რუქუზე იყო ან უფრო წინ, მას მხოლოდ ერთი რაქათის შესრულება ევალება, ჰადისის მიხედვით: «ვინც მოასწრო ერთი რაქათის შესრულება, ჭეშმარიტად მან მოასწრო ლოცვის შესრულება». [114]. (გადმოსცა აბუ დაუდმა: 893)
მეხუთე საკითხი: რა არის აკრძალული ან არასასურველი პარასკევის ლოცვისას:
1 - როცა იმამი ქადაგებს, საუბარი აკრძალულია; რადგან აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თუ უთხარი შენს მეგობარს პარასკევ დღეს: ყურადღებით მოისმინე, როცა იმამი ქადაგებს, ეს შენც გეთვლება საუბარში». ([115]) ანუ: ჩაგეთვალა ლაყბობა, რაც არის უარყოფილი და უსარგებლო სიტყვა, და დაკარგე შენი პარასკევის ლოცვის სრულყოფილი მადლი. გადმოცემულია ბუხარისგან: 934, და მუსლიმისგან: 851.
თქვა ნავავიმ, (ღმერთმა შეიწყალოს ის): ''ჰადისში აკრძალულია ყველა სახის საუბარი ქადაგების დროს, და ეს მიუთითა სხვა შემთხვევებზეც; რადგან თუ თქვა: ყურადღებით მოისმინე, რაც თავისთავად კარგის ბრძანებაა და მას უწოდა ლაყბობა, მაშინ მცირე საუბარიც უფრო მეტად აკრძალულია.[116]. (მუსლიმს განმარტება: 6/ 138)
საუბრის აკრძალვაში შედის: დაცემინებაზე დალოცვის სიტყვების თქმა და სალამზე პასუხის გაცემა, რაც დაუშვებელია იმამის ქადაგების დროს. თუმცა, სანამ ქადაგი დაიწყებს ქადაგებას და ქადაგებებს შორის მცირე პაუზის დროს, საუბარი ნებადართულია.
რაც შეეხება მლოცველის მიმართვას მქადაგებელზე, არ არის პრობლემა, ანას ბინ მალიქი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს: ერთმა კაცმა პარასკევ დღეს მეჩეთში შევიდა იმ კარიდან, რომელიც სასამართლოს სახლისკენ იყო მიმართული, და შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ხუტბას კითხულობდა. ის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წინ დაუდგა და უთხრა: "ო, ალლაჰის შუამავალო, ქონება განადგურდა და გზები ჩაიკეტა, შესთხოვე ალლაჰს, რომ წვიმა მოგვცეს". შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ხელები ცისკენ აღაპყრო... ჰადისი ([117]). გადმოცემულია ბუხარისგან: 967, მუსლიმისგან: 897.
2 - ქადაგების დროს აკრძალულია თამაში, კენჭების შეხება, სათვლელი თასბიჰის გამოყენება, მობილური ტელეფონით დაკავება და მსგავსი ქმედებები; როგორც აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მასზე) გადმოსცემს: თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «ვინც შეეხება კენჭებს, მან დაკარგა ყურადღება» ([118]). რადგან უმიზეზო მოძრაობა ხელს უშლის გაგებას და მორჩილებას. გადმოსცემს მუსლიმი: 857.
3 - აკრძალულია ხალხის კისრებზე გადაბიჯება ქადაგების დროს; აბდულლაჰ იბნ ბუსრი გადმოგვცემს (ალლაჰი კმაყოფილი იყოს მისგან) რომ პარასკევ დღეს, როცა შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ქადაგებდა, ერთი კაცი ხალხის კისრებზე გადაბიჯებით მიიწევდა წინ, და შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა მას: «დაჯექი! ნამდვილად შეაწუხე ხალხი» [119]. გადმოსცა აბუ დაუდმა: 1118.
რადგან კისრებზე გადაბიჯებით მლოცველები წუხდებიან და მათ პარასკევის ქადაგების მოსმენაში უშლის ხელს, იმამისთვის კი კისრებზე გადაბიჯება დასაშვებია, თუ მას სხვა გზით თავის ადგილზე მისვლა არ შეუძლია. ასევე დასაშვებია იმ პირისთვის, ვისაც სხვა გზა არ აქვს, საჭიროების გამო, როგორიცაა აბდესის აღება, ან მის წინ არსებული სიცარიელის შევსება და მსგავსი შემთხვევები.
4 - აკრძალულია ადამიანის წამოყენება და მისი ადგილის დაკავება; როგორც გადმოცემულია ჯააბირ იბნ აბდულლაჰისგან (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მათით), რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «არავინ არ ააყენოს თავისი ძმა პარასკევ დღეს და არ დაჯდეს მის ადგილას, არამედ გაუთავისუფლონ ადგილი» [120]. გადმოსცა მუსლიმმა: 2178.
5 - არ არის სასურველი ორი ადამიანის გაყოფა; რომ დაჯდე მათ შორის ან გაიარო მათ შორის; სელმან ფარსი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰი ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც დაიბანს პარასკევის დღეს ... შემდეგ წავა ისე, რომ არ დააშოროს ორი ადამიანი, ილოცებს რაც დაწერილია მისთვის, შემდეგ, როცა იმამი გამოვა, ყურადღებით მოუსმენს, ეპატიება მას ის, რაც მოხდა ამ პარასკევსა და შემდეგ პარასკევს შორის». ([121]) ეს მიუთითებს იმაზე, რომ ვინც ორ ადამიანს დააშორებს, მას ეს მიტევება არ მიეცემა. გადმოსცა ალ-ბუხარიმ: 910.
მესამე საკითხი: პარასკევის სუნნები:
1- პარასკევის დილის ლოცვაზე სუნნაა სურა „ას-საჯდა“-ს და სურა „ალ-ინსაან“-ის წაკითხვა; რადგანაც შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამას მუდმივად აკეთებდა. აბუ ჰურაირა, (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) ამბობს: შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) პარასკევის დილის ლოცვაზე კითხულობდა სურა „ალიფ, ლამ, მიმი, თანზილი, ას-საჯდა“-ს (სურა ას-საჯდა) და სურა „ჰალ ათა ალალ-ინსან“-ს. (სურა ალ-ინსან). გადმოსცა ბუხარიმ: 891, და მუსლიმმა: 880.
2 - პარასკევის დღეს დაბანვა, რაც მტკიცე სუნნაა; აბდულლაჰ იბნ ომარის (ალლაჰი კმაყოფილი იყოს მათით) ჰადისის მიხედვით, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «როცა რომელიმე თქვენგანი პარასკევის სალოცავად წამოვა, დაე დაიბანოს». ([123]). საჭიროა მისი დაცვა, და არ უნდა იყოს მიტოვებული, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ცუდი სუნი ასდით. გადმოსცა ბუხარიმ: 877, და მუსლიმმა: 844.
პარასკევის განბანვის დრო იწყება მზის ამოსვლიდან, და საკმარისია დიდ განბანვა პარასკევის განბანვის ნაცვლად; რადგან პარასკევის განბანვის მიზანია სხეულის გაწმენდა და უსიამოვნო სუნების მოცილება, რაც მიიღწევა დიდ განბანვით, თუმცა მიზანშეწონილია განიზრახოს პარასკევის განბანვის შესვლა დიდ განბანვაში, რათა მიიღოს ამით მადლი.
3- სასურველია სასიამოვნო სუნამოს წასმა და სხეულის გასუფთავება, რაც საჭიროებს სხეულიდან მოშორებას; მაგალითად, ფრჩხილების შეჭრა, საზარდულის გაპარსვა, იღლიის თმის მოშორება და ულვაშის შეჭრა. სალმან ფარსისის (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) ჰადისის მიხედვით, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც დაიბანს პარასკევის დღეს, შეძლებისდაგვარად განიწმინდება, შემდეგ გამოიყენებს ზეთს ან სურნელოვან ნივთიერებას, შემდეგ წავა მეჩეთში და არ დააშორებს ორ ადამიანს, ილოცებს რაც დაწერილია მისთვის, შემდეგ, როცა იმამი გამოვა, ყურადღებით მოუსმენს, ეპატიება ყველა ცოდვა, რაც პარასკევიდან პარასკევამდე აქვს ჩადენილი». [124]. გადმოსცა ალ-ბუხარიმ: 910.
როგორც ამ დღეს სივაქის გამოყენება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია; აბუ საიდ ალხუდრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს: ვადასტურებ, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «პარასკევის დღეს დაბანვა ვალდებულებაა ყველა სრულწლოვანისთვის, და უნდა გამოიყენოს სივაკი და შეისხუროს სუნამო, თუ იპოვის» [125]. გადმოსცა ბუხარიმ: 880.
4 - სუნნაა, რომ ჩაიცვას საუკეთესო ტანსაცმელი, რაც მოიძებნება. ჰადისიდან, რომელიც გადმოცემულია უმარ იბნ ალ-ხატაბის მიერ, (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისგან), რომ მან: '' დაინახა გრძელი სამოსი აბრეშუმის ზოლებით მეჩეთის კართან და უთხრა: ო, შუამავალო (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომ იყიდო ეს და ჩაიცვა პარასკევის დღეს და სტუმრების მიღებისას... (126). გადმოსცა ალ-ბუხარიმ: 886, და მუსლიმმა: 2068.
5 - პარასკევ დღეს მეჩეთში ადრიანად წასვლა სუნნაა; შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამისკენ მოუწოდა; აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ჰადისში გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც პარასკევის დღეს, განიბანება როგორც დიდი განბანვით, -ანუ: ისე როგორც დიდ განბანვას ასრულებს- და წავა მეჩეთში, ის თითქოსდა შესწირავს აქლემს, ხოლო ვინც წავა მეორე საათში, ის თითქოსდა შესწირავს ძროხას, ვინც წავა მესამე საათში, ის თითქოსდა შესწირავს რქიან ვერძს, ვინც წავა მეოთხე საათში, ის თითქოსდა შესწირავს ქათამს, ხოლო ვინც წავა მეხუთე საათში, ის თითქოსდა შესწირავს კვერცხს. ხოლო როცა იმამი გამოვა, ანგელოზები მოდიან და იწყებენ ზიქრის მოსმენას». [127]. გადმოსცა ბუხარიმ: 881, და მუსლიმმა: 850.
6- სუნნა არის, რომ ვინც პარასკევს შევა მეჩეთში და იმამი ქადაგებს, არ დაჯდეს მანამ, სანამ არ ილოცებს ორ მუხლს და შეამოკლებს მათ; რადგან შუამავალმა (ალლაჰი ლოცვა და მშვიდობა მას) უბრძანა ლოცვა ქადაგების დროს შემოსულს. ჯააბირ ბინ აბდულლაჰი (ალლაჰი კმაყოფილი იყოს მათით) ამბობს, რომ სულაიქ ალ-ღატაფანი პარასკევს შემოვიდა მეჩეთში, და ალლაჰის მოციქული (ალლაჰი ლოცვა და მშვიდობა მას) ამ დროს ქადაგებდა, და დაჯდა, და უთხრა მას: «ჰეი, სულეიქ, ადექი და ილოცე ორი მუხლი, და მოკლედ ილოცე ისინი». შემდეგ თქვა: «თუ რომელიმე თქვენგანი მოვა პარასკევის ლოცვაზე, და იმამი ქადაგებს, მან უნდა ილოცოს ორი მუხლი და მოკლედ შეასრულოს ისინი». (128). გადმოსცა ბუხარიმ: 930, და მუსლიმმა: 875.
7 - სურა ალ-ქაჰფის კითხვა პარასკევ დღეს სუნნაა; აბუ საიდ ალ-ხუდრი (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისგან) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც წაიკითხვას პარასკევ დღეს სურა ალ-ქაჰფს მას ექნება ნური (სინათლე) სახეზე ორ პარასკევს შორის»". [129]. ეს ჰადისი გადმოცემულია ალ-ჰააქიმის მიერ მის მუსთადრაქში: 3392, და ჰადისს ხარვეზი არის რომ, შეჩერებულია აბი სა'იდზე.
8 - მის დღესა და ღამეს შუამავალზე დალოცვის გამრავლება სუნნაა; ავს ბინ ავსის გადმოცემით, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, პარასკევი არის კვირის საუკეთესო დღე, გაამრავლეთ ჩემზე ლოცვა ამ დღეს, რადგან ის ჩემამდე იქნება მოსული» [130]. გადმოსცა აბუ დაუდმა: 1531.
9- რეკომენდებულია ამ დღეს ვედრების გამრავლება და იმ საათის ძიება, როცა ვედრება მიიღება; აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ახსენა პარასკევის დღე და თქვა: «მასში არის საათი, რომელსაც თუ დაემთხვევა მუსლიმი მსახურის ვედრება, და შესთხოვს ალლაჰს რაიმეს, არ იქნება ის უარყოფილი»". (131). გადმოსცა ბუხარიმ: 935, და მუსლიმმა: 852.
პასუხი მოსალოდნელია პარასკევის ყველა საათში, მაგრამ ყველაზე მოსალოდნელია იმ დროს, როდესაც იმამი პარასკევს ქადაგებისთვის ჯდება, სანამ ლოცვა დასრულდება, და პარასკევის დღის ბოლო საათი იმათთვის, ვინც ელოდება საღამოს ლოცვას, სულერთია იქნება ეს მეჩეთში თუ სახლში; აბუ მუსა ალ-აშ'არის (ალლაჰი კმაყოფილი იყოს მისგან) ჰადისის მიხედვით, შუამავალმა (ალლაჰი ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა პარასკევის საათზე: «ეს არის როცა იმამი დაჯდება მინბერზე მანამ, სანამ ლოცვა არ დასრულდება». [132]. ჰადისს გადმოსცემს მუსლიმი: 853.
მეშვიდე საკითხი: პარასკევის ნაფილეები, (ნებაყყოფილობითი ქცევები):
პარასკევის ლოცვის წინ არ არის განსაზღვრული სუნნა ლოცვა, მაგრამ რეკომენდებულია, რომ ვინც პარასკევის ლოცვაზე მივა, ილოცოს რამდენიც სურს: ორი, ოთხი, ექვსი ან მეტი მუხლი, ყოველი ორი მუხლის შემდეგ მისალმებით; ეს არის წინასწარმეტყველის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წახალისების გამო, როგორც სალმან ფაარისის (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) ჰადისშია ნათქვამი: წინასწარმეტყველმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას)თქვა: «ვინც დაიბანს პარასკევის დღეს ... შემდეგ წავა ისე, რომ არ დააშოროს ორი ადამიანი, ილოცებს რაც დაწერილია მისთვის, შემდეგ, როცა იმამი გამოვა, ყურადღებით მოუსმენს, ეპატიება მას ის, რაც პარასკევიდან მომდევნო პარასკევამდე იყო». ([133]). ასევე საჰაბეების ქმედება (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), და ზოგადი რაც არის გადმოცემული ნებაყოფილობითი ლოცვის მადლზე. გადმოსცა ალ-ბუხარიმ, ჰ.ნ. 910.
ხოლო დადგენილი სუნნა ლოცვა პარასკევის სავალდებულო ლოცვის შემდეგ სრულდება: შინ ორი მუხლი ილოცება, ან ოთხი მუხლი მეჩეთში. შუამავალი (ალლაჰი ლოცვა და მშვიდობა მას) პარასკევის ლოცვის შემდეგ ორ მუხლს ლოცულობდა სახლში([134]). აბუ ჰურეირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თუ რომელიმე თქვენგანი პარასკევის ლოცვას ილოცებს, შემდეგ ოთხი მუხლი ილოცოს». [135]. გადმოსცა ბუხარიმ: 937, და მუსლიმმა: 729, ჰადისს გადმოსცემს იბნ ომარი (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი). გადმოსცა მუსლიმმა: 881.
თუ პარასკევის ლოცვის დადგენილი სუნნეთი თუ შესრულდა მეჩეთში, ილოცება ოთხი მუხლი, ხოლო თუ შესრულდა სახლში, ილოცება ორი მუხლი.
მეორე მოთხოვნა: პარასკევის ქადაგება (ხუტბა):
პირველი საკითხი: პარასკევის ქადაგება
ეს არის სიტყვა, რომელსაც წარმოთქვამენ ხალხის წინაშე, პარასკევის ლოცვის წინ, რომელიც მოიცავს ღმერთის დიდებას, ქებას, მუჰამედ წინასწარმეტყველზე ლოცვასა და მშვიდობას, ქადაგებასა და შეხსენებას([136]). იხ. სწავლულთა ენის ლექსიკონი: გვ. 197, პარასკევის ქადაგება და მისი რელიგიური დებულებები ჰუჯაილანის: გვ. 22.
მეორე საკითხი: ქადაგების დადგენილება:
ქადაგება პარასკევის ლოცვის აუცილებელი პირობაა და მის გარეშე არ არის სწორი; რადგანაც ალლაჰმა თქვა: {ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, როცა პარასკევის ლოცვისთვის მოგიწოდებენ, იჩქარეთ ალლაჰის ხსენებისკენ}. (ალ-ჯუმ'ა: 9) უზენაესი ალლაჰის ხსენება განმარტებულია, როგორც ქადაგება([137]); თუ ქადაგება სავალდებულო არ იქნებოდა, მისკენ სწრაფვა არ იქნებოდა აუცილებელი, ასევე მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შეუწყვეტლივ მის შესრულებაზე და არასდროს მის მიტოვებაზე. (იხ. ტაბარის განმარტება: 22/642)
თქვა იმამმა იბნ ყუდამა ჰანბალიმ (ალლაჰმა შეიწყალოს ის): ''საერთო ჯამში, ქადაგება პარასკევის ლოცვის აუცილებელი პირობაა, მიუღებელია მის გარეშე. (ალ-მუღნი: 2/ 224)
მესამე საკითხი: ქადაგების (ხუტბას) პირობები:
1- შედგება ორ ნაწილისგან; გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: წინასწარმეტყველი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კითხულობდა ორ ქადაგებას, რომელთა შორის ის მცირე პაუზას აკეთებდა([139]). გადმოსცა ალ-ბუხარიმ: 928.
2- პარასკევის ლოცვის დროის დადგომის შემდეგ უნდა შესრულდეს, თუ მთლიანად მანამდე შესრულდა ან მისი ნაწილი შესრულდა, არ ჩაითვლება.
3. ორივე ხუტბა ლოცვის წინ სრულდება; გადმოსცა საიბ ბნუ იეზიდმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: პარასკევის დღეს აზანი პირველად იწყებოდა იმ დროს, როცა იმამი მიმბერზე ჯდებოდა, ასე იყო ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), აბუ ბაქრისა და უმარის (ალლაჰი იყოს მათგან კმაყოფილი) დროს. ეს ნათლად მიუთითებს, რომ ქადაგებები წინ უძღვის ლოცვას. გადმოსცა ბუხარიმ: 916.
ასევე თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას): «ილოცეთ ისე, როგორც მე ვლოცულობდი». ([141]) და არ დაუწყია ლოცვა შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას)გარდა ხუტბას შემდეგ, მარდავი ამბობს: ''აუცილებელია, რომ ქადაგებები წინ უსწრებდეს ლოცვას ყოველგვარი დავის გარეშე'' (124). გადმოცემულია ბუხარისგან: 631 მაალიქ იბნ ჰუვაირის ჰადისიდან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი). (ალ-ინსააფ: 2/ 389)
4- ქადაგების ნაწილებს შორის თანმიმდევრობა, თქვა იმამმა იბნ ყუდამამ, (ღმერთმა შეიწყალოს იგი): ''მოქმედების შეუწყვეტლობა ქადაგების სისწორის აუცილებელი პირობაა. თუ ქადაგების ნაწილები ერთმანეთისგან გაიყო ხანგრძლივი საუბრის, ხანგრძლივი სიჩუმის ან სხვა რაიმე მიზეზით, რაც მოქმედების შეუწყვეტლობას არღვევს, ქადაგება თავიდან უნდა დაიწყოს. ხანგრძლივი და მოკლე შუალედის განსაზღვრა დამოკიდებულია ჩვეულებაზე. ასევე, ქადაგებასა და ლოცვას შორის მოქმედების შეუწყვეტლობა აუცილებელია. თუ საჭირო გახდა განწმენდა (აბდესი), უნდა განიწმინდოს და ქადაგება გააგრძელოს, თუ შუალედი ხანგრძლივი არ არის'' (143). (ალ-მუღნი: 2/ 230)
5 - ხუტბის ხმამაღლა წაკითხვა; რადგან ხუტბა სავალდებულოა და პარასკევის ლოცვის სისწორესთვის აუცილებელია, ხმამაღლა წაკითხვა კი მისი შესრულებისა და მიზნის მიღწევის საშუალებაა, რაც არის შეგონება და შეხსენება, და რაც სავალდებულოს შესრულებისთვის აუცილებელია, ისიც სავალდებულოა.
6 - იმ რაოდენობის მლოცველთა დასწრება, რომელიც პარასკევის ლოცვის შესასრულებლად აუცილებელია; რადგან ქადაგება არის ხსენება, რომლისკენაც სავალდებულოა სწრაფვა, ამიტომ აუცილებელია, რომ მას ისმენდეს აღნიშნული რაოდენობა.
მეოთხე საკითხი: ქადაგების საფუძვლები:
1- მისი დაწყება ალლაჰზე მადლობის გადახდით და ქებით; ჯაბირ ბინ აბდულლაჰის გადმოცემით (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) თქვა: შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) პარასკევის ხუტბა იწყებოდა ალლაჰზე მადლობის გადახდით და ქებით, შემდეგ კი ამბობდა ... ჰადისი([144]). (გადმოსცა მუსლიმმა: 867)
2. ხუტბაში მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დალოცვა, რადგან მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დალოცვა ხუტბებში ცნობილია და გავრცელებულია საჰაბეთა (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მათით) შორის([145]). იხ. გონების განმარტება იბნ ალ-ყაიმის: გვ. 371.
2- შეიცავდეს დარიგებას და რჩევას უზენაესი ალლაჰის მოშიშების შესახებ; გადმოცემულია ჯააბირ იბნ სამურასგან (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მასით), რომ თქვა: მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰქონდა ორი ხუტბა, რომელთა შორის ის ჯდებოდა, კითხულობდა ყურანს და ახსენებდა ხალხს([146]); რადგან ეს არის ხუტბის მიზანი. ჰადისს გადმოსცემს მუსლიმი: 862.
4 - უნდა მოხდეს რომელიმე აიათის წაკითხვა წმინდა ყურანიდან; ჯაბირ ბინ სამურას ჰადისიდან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): (წინასწარმეტყველს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰქონდა ორი ქადაგება, რომელთა შორის ის ჯდებოდა, კითხულობდა ყურანს და ახსენებდა ხალხს).
მეხუთე საკითხი: ქადაგების (ხუტბას) სუნნები:
1 - ქადაგება მიმბარზე ან მაღალ ადგილზე; შუამავალისთვის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დამზადდა მიმბარი, და მან მასზე შემდგარი პარასკევს ქადაგება წარმოთქვა([147]), მრავალი საჰაბისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიმბარზე ქადაგებდა. ხოლო ნავავი, (ალლაჰმა შეიწყალოს იგი), გადმოსცემს სწავლულების შეთანხმებას, რომ ეს ქმედება სასურველია და ამბობს: ''სწავლულები შეთანხმდნენ, რომ სასურველია ხუტბა მინბარზე იყოს წარმოთქმული"([149]), რადგან ეს უფრო ეფექტურია ინფორმაციის გადაცემაში, და როცა ხალხი ხედავს მქადაგებელს, ეს უფრო ძლიერად მოქმედებს მათ დარიგებაზე. გადმოცემულია ბუხარისგან: 2095 ჯააბირის ჰადისიდან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი). იხილეთ: ირვა ალ-ღალილ ფი თახრიჯ აჰაადიის მანარ ას-საბილ: 3/75 და შემდგომი. (ალ-მაჯმუუ' შარჰ ალ-მუჰაზზაბ: 4/ 527)
2 - ხუტბის დროს ხატიბის ფეხზე დგომა; როგორც თქვა უზენაესმა ალლაჰმა: {როცა დაინახეს ვაჭრობა ან გართობა, გაეშურნენ მისკენ და დაგტოვეს შენ ფეხზე მდგარი} [ალ-ჯუმ'ა: 11], აბდულლაჰ იბნ უმარი (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ხუტბას ფეხზე წამომდგარი კითხულობდა, შემდეგ ჯდებოდა, შემდეგ ისევ დგებოდა, როგორც თქვენ ახლა აკეთებთ([150]). გადმოსცა ალ-ბუხარიმ: 920, და მუსლიმმა: 861.
3 - ქადაგი უნდა მიბრუნდეს სახით მლოცველებისკენ; აბდულლაჰ იბნ ომარი (ალლაჰი კმაყოფილი იყოს მათით) გადმოსცემს, რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როდესაც პარასკევს თავის მემბერს მიუახლოვდებოდა, ესალმებოდა მის გარშემო მჯდომებს, ხოლო როდესაც მემბერზე ავიდოდა, სახით ხალხისკენ მიტრიალდებოდა და ესალმებოდა. (151). გადმოსცა ბაიჰაყიმ დიდ სუნანში, ჰ.ნ. 5742.
ამბობს ჰაფიზ იბნ რაჯაბი: იმამის მიერ ხალხისკენ პირისახით მიბრუნება და ყიბლასკენ ზურგით გაჩერება სწავლულთა შორის საერთო აზრია, და ტექსტებიც ამას მიუთითებენ; რადგან ის მათ მიმართავს, რათა გაიგონ, ეს ყველაფერი სუნნაა, თუ იმამი ამას არ შეასრულებს, ის სუნნას არღვევს, მაგრამ მისი ჯუმა მაინც სწორია"([152]). (ფათჰ ალ-ბაარი ლიბნ რაჯაბ: 8/250)
4 - სუნნაა, რომ ქადაგი მიესალმოს მორწმუნეებს, როცა მათკენ შეტრიალდება; ჯააბირის ჰადისის მიხედვით, (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისგან), როდესაც შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ავიდოდა მიმბერზე, მიესალმებოდა (153). (გადმოსცა იბნ მააჯამ: 1109)
5 - სუნნა, რომ დაჯდეს მიმბარზე, სანამ მუეზინი არ დაასრულებს; იბნ უმარი (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) გადმოსცემს: შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კითხულობდა ორ ხუტბას, ის ჯდებოდა, როდესაც ადიოდა მიმბარზე, სანამ მუაზინი არ დაასრულებდა, შემდეგ დგებოდა და კითხულობდა ხუტბას, შემდეგ ჯდებოდა და არ ლაპარაკობდა, შემდეგ დგებოდა და კითხულობდა ხუტბას'' (154). ამას ადასტურებს ჰადისი, გადმოცემულია საიბ იბნ იეზიდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: პარასკევის დღეს აზანი პირველად იმამის მინბერზე დაჯდომისას იკითხებოდა, შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აბუ ბაქრისა და უმარის (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) დროს.(155). გადმოსცა აბუ დაუდმა: 1092. გადმოსცა ბუხარიმ: 916.
6 - უნდა აიმაღლოს ხმა ქადაგებისას შესაძლებლობისამებრ; ჯაბირ იბნ აბდულლაჰი გადმოგვცემს (კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან) რომ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიობა მას) როცა ქადაგებდა, თვალები უწითლდებოდა, ხმას აამაღლებდა და გაბრაზება ძლიერდებოდა, თითქოს ჯარის გენერალი ყოფილიყო, ამბობდა: «მოვიდა თქვენთან დილით, და საღამოს» ([156]), (მოვიდა დილით) ანუ: დილას მოგადგათ ჯარი, და (საღამოს მოვიდა) ანუ: საღამოს მოგადგათ, და ვისაც ვინმე შეაშინა, შეუძლია თქვას ეს ორი სიტყვა. გადმოსცემს მუსლიმი: 867.
7- ორ ხუტბას შორის ცოტა ხნით დაჯდომა; გადმოსცემს იბნ ომარი (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი): წინასწარმეტყველი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კითხულობდა ორ ქადაგებას, რომელთა შორის ის მცირე პაუზას აკეთებდა([157]). გადმოსცა ალ-ბუხარიმ: 928.
8- ქადაგებების შემოკლება სუნნაა, მეორე ქადაგება უნდა იყოს უფრო მოკლე ვიდრე პირველი, ლოცვის გახანგრძლივებით; ამმარის (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) ჰადისიდან, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, კაცის ლოცვის ხანგრძლივობა და მისი ქადაგების მოკლეობა არის ნიშანი მისი სიბრძნისა, ამიტომ გაახანგრძლივეთ ლოცვა და შეამოკლეთ ქადაგება.» [158]. გადმოსცა მუსლიმმა: 869.
9 - რეკომენდებულია ვედრება მუსლიმებისთვის მათი სარწმუნოებისა და ცხოვრების კეთილდღეობისთვის, და ვედრება მუსლიმთა მმართველებისთვის კეთილდღეობისა და წარმატების მისაღწევად; როგორც ნავავი, (ღმერთმა შეიწყალოს ის), ამბობს: ''რაც შეეხება ვედრებას მუსლიმთა იმამებისთვის და მმართველებისთვის სისწორესა და სიმართლის მხარდაჭერაში, ასევე სამართლიანობის აღსრულებაში და მსგავს საკითხებში, ისლამის ჯარებისთვის, ეს არის სასურველი სწავლულთა საერთო აზრით"([159]). (ალ-მაჯმუუ' შარჰ ალ-მუჰაზზაბ: 4/ 521)
არ არის დაშვებული იმამისთვის ხელების აწევა პარასკევის ხუტბის დროს ვედრებისას, გარდა წვიმის ვედრებისა, და სასურველია, რომ მან საჩვენებელი თითით მიუთითოს; უმარა ბინ რუიბასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ მან დაინახა ბიშრ ბინ მარვანი მინბერზე ხელების აწევით და თქვა: ალლაჰმა დასწყევლოს ეს ორი ხელი; ვნახე შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როგორ აკეთებდა ასე ხელით, და მიუთითა საჩვენებელი თითით. გადმოსცა მუსლიმმა: 874.
10 - ლოცვას ის უნდა უძღვებოდეს, ვინც ქადაგებას უძღვება; რადგან შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავად უძღვებოდა მათ, ასევე მისი ხალიფები მის შემდეგ. თუ ერთი კაცი გააკეთებს ქადაგებას და მეორე ლოცვას წარუძღვება, ეს ნებადართულია საპატიო მიზეზით,([161]). (ალ-მუღნი ლიბნ ყუდამა: 2/ 228)
მეექვსე საკითხი: პარასკევის ქადაგების თარგმანი:
იმამს ნებადართულია იმ ქვეყნებში, სადაც ხალხი ან მათი უმრავლესობა არ იცნობს არაბულ ენას, ქადაგება მათ ენაზე წარმართოს, რათა გაიგონ ქადაგება, მიაღწიონ მის მიზანს და ისარგებლონ მასში არსებული ცოდნით, შეგონებით და შეხსენებით. რადგან შუამავალისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არ არის დადასტურებული, რომ პარასკევის ქადაგება არაბულ ენაზე უნდა იყოს აუცილებლად, არამედ ის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ქადაგებდა ამ ენაზე, რადგან ეს იყო მისი და მისი ხალხის ენა.
ხუტბის წარმდგენმა (ხატიბმა) უპირველესად უნდა წარმოთქვას ხუტბა არაბულ ენაზე, შემდეგ კი თარგმნოს თავის ქვეყნის ენაზე, შუამავალის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ხუტბების მიბაძვით და ამ საკითხში უთანხმოების თავიდან აცილების მიზნით.
თარგმნისას უნდა გაითვალისწინოს, რაც უფრო სასარგებლოა მსმენელებისთვის, ხუტბის თითოეული ნაწილის შემდეგ მისი გაყოფა, ან თარგმნის გადადება, როცა ხუტბა დასრულედება არაბულ ენაზე, და ლოცვამდე შესრულდეს.
ასევე დასაშვებია ქადაგების თარგმნა მყისიერად და ამ თარგმანის გადაცემა მიკროფონის მეშვეობით, და ამ თარგმანის მოსმენა მიმღები ყურსასმენებით იმ მლოცველების მიერ, რომლებიც არ ფლობენ არაბულ ენას, და ეს არ ითვლება აკრძალულ ლაპარაკად არც თარჯიმნის და არც მიმღების მხრიდან; რადგან ეს წარმოადგენს საერთო სარგებელს და ქადაგების მიზნის მიღწევას.
მეშვიდე საკითხი: ქადაგის (ხატიბის) თვისებები:
მეჩეთის ქადაგი მეჩეთის საყრდენი და მისი ძალაა, მისი მეშვეობით მეჩეთი ასრულებს თავის მისიას მოწოდების გავრცელებაში, საზოგადოების განათლებაში და ხალხის რელიგიური საკითხების გაცნობიერებაში. თუ ქადაგი არის სწავლული, გონიერი, გამჭრიახი, იცნობს ხალხის ჩვეულებებსა და მდგომარეობას, მისი გავლენა კარგია და სასარგებლოა მეჩეთის საზოგადოებაში და იმ უბნის მოსახლეობაში, სადაც მეჩეთი მდებარეობს, ასწავლის, ურჩევს და უძღვება მათ ყოველ სიკეთესა და სათნოებაში.
იყვნენ ისეთი მქადაგებლებიც ვინც ქადაგების ყველა პირობას აერთიანებდნენ, ისლამის საწყის პერიოდში, მოციქული მუჰამმედი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იყო ქადაგი, შემდეგ მისი მართალი ხალიფები, შემდეგ კი მმართველები, სარდლები, სწავლულები და გამოჩენილი პირები. ეს მიუთითებს, რომ ამ მოვალეობის შემსრულებელი უნდა იყოს მაღალი რანგის რელიგიაში, ზნეობაში, ცოდნასა და ქცევაში.
აქ ჩანს ამ მოვალეობის მნიშვნელობა ხალხის ცხოვრებაში; რადგან მქადაგებლების ძალა ჩანს მათ საზოგადოებებში, ხოლო მათი სისუსტე აისახება ამ საზოგადოებებზე; რადგან მეჩეთი არის ის, რაც ასწავლის საზოგადოებას სიტყვების შესაბამისად მოქმედებას, თუ მქადაგებელი სუსტია ცოდნით, გონებით, პიროვნებით ან ცუდი ზნეობით და ქცევით, ის ზიანს აყენებს და არა სარგებელს. თუ მქადაგებლის მოვალეობაა მლოცველების სიკეთისა და კეთილდღეობისკენ მიმართვა, ძნელია, რომ უცოდინარმა მქადაგებელმა ეს დიდი მოვალეობა შეასრულოს.
შესაძლოა, მქადაგებელი (ხატიბი) აკმაყოფილებდეს ამ მოვალეობის პირობებს ცოდნისა და პირადი უნარების მხრივ, მაგრამ დაკავებული იყოს სხვა საქმეებით, რაც მის შესრულების დონეზე გავლენას ახდენს.
ასევე შესაძლოა, რომ მას არ ჰქონდეს საკმარისი დრო ხუტბის მოსამზადებლად, რომელიც შეესაბამება მდგომარეობას, და გამოდის ხალხის წინაშე - როგორც ამბობს იბნ ყაიმ ალ-ჯავზია, ღმერთმა შეიწყალოს იგი - ისეთი ხუტბით, რომელიც არ აძლევს გულს რწმენას ალლაჰზე, არც მის ერთობას, არც განსაკუთრებულ ცოდნას მასზე, არც მის დღეებზე შეხსენებას, არც სულებში აღძვრას მის სიყვარულს და მასთან შეხვედრაზე მონატრებას. ზაად ალ-მაად ჰიდაიათში საუკეთესო მსახურების: 1/ 409.
შეიძლება ვნებებმა, უმეცრებამ, კონფლიქტებმა ან დასაგმობმა ექსტრემიზმმა სძლიოს და გამოიწვიოს ობიექტურობის, საგანმანათლებლო მიმართულების და სიბრძნითა და კეთილი რჩევით მოწოდებისგან გადახვევა.
მეჩეთს დიდი გავლენა აქვს ამ რელიგიაში; ის არის სინათლის შუქურა, სადაც მორწმუნე უკავშირდება თავის ღმერთს, აძლიერებს თავის რწმენას და ხვდება თავის ძმებს, რათა ყველამ ერთად გაავრცელოს სიკეთე და ებრძოლოს ბოროტებას. მეჩეთი ვერ შეძლებს ამის შესრულებას, თუ ალლაჰმა არ უწყალობა მას იმამი, რომელსაც გააჩნია საჭირო ცოდნა და ზნეობა, რაც აუცილებელია ამ დიდებული პოზიციის დაკავებისთვის და ამ პატივცემული მოვალეობის შესრულებისთვის.
მქადაგებლისთვის აუცილებელი ძირითადი სამეცნიერო კომპონენტები:
1 - გულწრფელი მოქმედება ალლაჰისთვის; რათა იყოს მხარდაჭერილი, შეწევნილი, მიღებული და საყვარელი ალლაჰისა და ხალხის წინაშე.
2 - შორს უნდა იყოს თვალთმაქცობასა და სიამაყისგან; რადგან საქმეები განზრახვებით განისაზღვრება, და საქმეები ნიეთით ფასდება. ყოველი ადამიანი მიიღებს იმას რაც განიზრახა, ხოლო ვინც თავს მოაჩვენებს იმით, რაც მასში არ არის, ალლაჰი მას შეარცხვენს.
3 - უნდა იცოდეს ყურანი ზეპირად, ან იცოდეს მისი ნაწილი, მუდმივად იმეორებდეს დამახსოვრებულს და ყოველდღიურად კითხულობდეს ყურანს.
4 - ზეპირად უნდა იცოდეს რამდენიმე ჰადისი შუამავლისგან, რიად ას-სალიჰინიდან, ან ალ-არბაინ ან-ნავავიდან, ან ბულუუღ ალ-მარამიდან, ან სხვა სანდო ჰადისების წიგნებიდან.
5 - უნდა ისწავლოს სწორი რწმენა, მართალი წინაპრების რწმენა.
6 - ისწავლოს რელიგიის სამართალი, განსაკუთრებით თაყვანისცემის სამართალი, და უმთავრესად ის, რაც დაკავშირებულია სისუფთავესთან, ლოცვასთან, ზაქათთან, მარხვასთან, ასევე ურთიერთობების სამართალი; რათა იცოდეს შემოსავლისა და ხარჯვის წესები, გააფრთხილოს ხალხი თაღლითობისა და მოტყუებისგან და სხვისი ქონების უსამართლოდ აღებისგან, ასევე გააფრთხილოს ისინი ფლანგვის, და მფლანგველობის, სიძუნწისა და ხელმომჭირნეობისგან, რათა მათი ფინანსური ქმედებები იყოს წიგნისა და სუნნის შუქზე.
7 - არაბული ენის კარგად ცოდნა, რათა იცოდეს ის მნიშვნელობები, რაც ღმერთმა შუამავალზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გარდმოავლინა, რადგან ყურანი არაბთა ენაზე გარდმოვიდა.
8 - უნდა კითხულობდეს შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ცხოვრებას, მუჰამმედის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თვისებებს და მართალი წინაპრების ცხოვრებას; მასში არის კარგი მაგალითი, კარგი ზნეობა, სასარგებლო სამეცნიერო სიმდიდრე და მაღალი ისლამური კულტურა.
9. უნდა იცნობდეს თავისი ქვეყნის სწავლულებს და სხვა მტკიცე რწმენის მქონე ცნობილ მეცნიერებს, რომლებსაც აქვთ სწორი რწმენა, ცოდნა და გონება, და უნდა მიმართოს მათ ყველა იმ საკითხში, რაც სჭირდება რელიგიის საკითხებში და თავისი საზოგადოების პრობლემების გადაჭრაში.
10. უნდა იცნობდეს ისლამურ მიმდინარეობებს და მათ მრწამსებს, ფილოსოფიურ მიმართულებებს და მათ მიზნებს, დამანგრეველ მოძღვრებებს და მათ მიზნებს, რათა შეძლოს მათი დაგმობა ღვთის წიგნის და მისი მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სუნნას შუქზე, და ისლამის მეცნიერების მიერ დაწერილი ნაშრომების საფუძველზე, გაანალიზოს მათი სიცრუე და გააფრთხილოს მათი სიცრუის შესახებ.
11 - უნდა ჰქონდეს ყურადღება მუსლიმების მდგომარეობაზე, მათ სისუსტეზე და მტრების ზეწოლაზე, და იცოდეს, რომ ეს გამოწვეულია მუსლიმების დაშორებით ალლაჰის სწორი და მართალი გზიდან და რწმენის სისუსტით ალლაჰის მიმართ, და მისი შარიათისადმი დაუმორჩილებლობით. ამიტომ, უნდა ეცადოს ასწავლოს მათ ის, რაც სარგებელს მოუტანს მათ რელიგიაში და ამქვეყნიურ ცხოვრებაში.
12- სხვადასხვა მედიის საშუალებების გაცნობა, მათი დადებითი და უარყოფითი მხარეების ცოდნა, როგორ გამოიყენოს ისინი ალლაჰის გზისკენ მოწოდებაში, და გაფრთხილება იმ საფრთხეებისგან, რაც მას და მის საზოგადოებას ემუქრება.
თუ პარასკევის ქადაგების მქადაგებელს (ხატიბს) ეს თვისებები გააჩნია, ეს, უზენაესი ალლაჰის ნებით, გამოიწვევს სწორ გზაზე დგომას და ბალანსს.
მთავარი ზნეობრივი თვისებები:
1- მეჩეთის იმამი და მქადაგებელი (ხატიბი) უნდა იყოს მოწოდების და სწავლების წყარო მეჩეთის თემისთვის და იმათთვის, ვინც მეჩეთში დადის უბნიდან და სხვები. ის უნდა მიჰყვებოდეს ალლაჰის შუამავალის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სწავლებას; ის არის საუკეთესო წინამძღვარის, საუკეთესო და უმაღლესი მაგალითი, მისი თემისთვის და ლიდერებისთვის, როგორც ყოვლისშემძლე ალლაჰმა თქვა: {ვფიცავ თქვენთვის იყო ალლაჰის შუამავალში საუკეთესო მაგალითი, მისთვის ვისაც სურს ალლაჰი და უკანასკნელი დღე, და ახსენებდა ალლაჰს ბევრჯერ} (ალ-აჰზაბ: 21)
თავი აარიდოს თავად და მეჩეთის პერსონალმა ამქვეყნიურ და პოლიტიკურ საუბარს, და მეჩეთი მხოლოდ ცოდნისა და თაყვანისცემისთვის გამოიყენოს.
2 - უნდა იყოს სუფთა და მოწესრიგებული, ზრუნავდეს მეჩეთის სისუფთავეზე, ნივთების მოწესრიგებაზე და მოვლაზე, შორს უნდა იყოს ზედმეტი ხარჯვისგან და უნდა მოერიდოს მეჩეთის მორთვას.
3 - უნდა იყოს კარგი ქცევისა და მანერის მქონე, შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სუნნათის მიმყოლა, როგორიცაა წვერის გაზრდა და ულვაშის შეჭრა, უნდა მოერიდოს ტანსაცმლის კოჭებს დაბლა დაშვებას, სერიოზულობისა და სიმშვიდის დაცვა, და წარსული კეთილმორწმუნე წინაპრების კვალზე მიყოლა, ღმერთმა შეიწყალოს ისინი.
4 - იყოს ლმობიერი, შემწყნარებელი და მოწყალე; რადგან ლმობიერება ალამაზებს ყველაფერს, რაშიც ის არსებობს, და აფუჭებს ყველაფერს, რასაც იგი აკლია, როგორც გადმოცემულია ჰადისში; აიშა (ალლაჰი კმაყოფილი იყოს მისით) გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, შემწყნარებლობა ალამაზებს ყველაფერს, რაშიც ის არსებობს, და აფუჭებს ყველაფერს, რასაც იგი აკლია» [6: 163]. ჰადისს გადმოსცემს მუსლიმი: 2594.
თუ მეჩეთის ერთ-ერთი წევრისგან შეცდომა მოხდება, ხატიბმა იგი არ უნდა გაკიცხოს, არამედ რბილად უნდა ურჩიოს და კეთილი გზით ასწავლოს; გადმოცემულია მუ'ავია იბნ ჰაქამ ას-სულამიდან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: ერთხელ, როცა ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად ვლოცულობდი, უცებ ხალხთაგან ერთმა კაცმა დააცემინა და ვუთხარი: ალლაჰმა შეგიწყალოს. ხალხმა კი თვალებით დამიწყო ყურება, ვთქვი: ვაი დედაჩემს, რატომ მიყურებთ? მათ დაიწყეს ხელებით ბარძაყებზე დარტყმა, როცა დავინახე, რომ მაჩუმებდნენ, გავჩუმდი. როცა ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ლოცვა დაასრულა, ჩემი მამა და დედა ენაცვალოს მას, არ მინახავს მასზე უკეთესი მასწავლებელი არც მანამდე და არც შემდეგ, ვფიცავ ალლაჰს, არ დამთრგუნა, არ დამჩაგრა, არ დამარტყა და არ გამლანძღა, თქვა: «ეს ლოცვა არ არის შესაფერისი ადამიანური საუბრისთვის, ეს არის მხოლოდ თასბიჰი (ღმერთის ხსენება), თაქბირი (ღმერთის განდიდება) და ყურანის კითხვა» [164]. ჰადისს გადმოსცემს მუსლიმი: 537.
5 - უნდა იყოს რბილი და გულმოწყალე; რათა შემოიკრიბოს ადამიანები მის გარშემო და ისარგებლონ მისი სიბრალულით, დახმარებით და ცოდნით, უნდა დაუდგეს მათ გვერდით მათ გასაჭირში და საჭიროებებში, უნდა დაეკითხოს მათ აზრებსაც მეჩეთის მისიასთან დაკავშირებულ საკითხებში.
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამ ყველაფერში უმაღლეს საფეხურზე იყო, როგორც თქვა უზენაესმა ალლაჰმა მის შესახებ: {ალლაჰისგან ბოძებული მოწყალებით ლმობიერი იყავი მათ მიმართ, შენ რომ უხეში და გულქვა ყოფილიყავი, მაშინ ირგვლივ მყოფნი უთუოდ გაგეცლებოდნენ. მაშ, მიუტევე მათ, პატიება ითხოვე მათთვის და მათი აზრიც მოისმინე (ამქვეყნიური) საკითხების შესახებ. როცა რამეს გადაწყვეტ, მხოლოდ ალლაჰს მიენდე. ჭეშმარიტად, ალლაჰს უყვარს მისდამი მინდობილნი} [ აალი იმრან: 159].
6 - მოთმინებისა და რწმენის გამოჩენა; რათა დაიმსახუროს იმამის პატივი თავის მეჩეთში და თავის საზოგადოებაში; რადგან მოთმინება და რწმენა მიიყვანს მორწმუნეს იმამის რანგში რელიგიაში, როგორც თქვა უზენაესმა ალლაჰმა: {და დავადგინეთ მათგან იმამები, ისინი მიუძღვოდნენ სწორი გზისკენ ჩვენი ბრძანებით, რამეთუ იყვნენ მომთმენნი და მტკიცედ სწამდათ ჩვენი აიათების} (ას-საჯდა: 24).
7- მართალი უნდა იყოს თავის სიტყვებში, სულერთია ეს იქნება პარასკევის ქადაგებაში, თუ სასწავლო და მორალურ გაკვეთილში, თუ ადამიანებთან საუბარში; რათა იყოს მართალი და სწორ გზაზე მდგომი გამარჯვებული; რადგან ჰადისში მოცემულია, რომ წინასწარმეტყველმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «იყავით მართალნი; ჭეშმარიტად სიმართლე მიდის ღვთისმოსაობისკენ, ღვთისმოსაობა მიდის სამოთხისკენ, სანამ კაცი სიმართლეს ამბობს და ცდილობს იყოს მართალი, ის ჩაიწერება ალლაჰთან როგორც მართალი. და ერიდეთ ტყუილს, ჭეშმარიტად ტყუილს მიჰყავს ცოდვებისკენ, ცოდვებს მიჰყავს ცეცხლისკენ, სანამ კაცი ტყუის და ცდილობს მოტყუებას, ის ჩაიწერება ალლაჰთან, როგორც მატყუარა» (156). გადმოსცა ბუხარიმ: 6094, და მუსლიმმა: 2607, აბდულლაჰ იბნ მას'უდის ჰადისიდან (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი).
ტყუილი ბოროტება და უბედურებაა, ხოლო ყველაზე დიდი ტყუილი არის უზენაესს ალლაჰზე ტყუილი და მის შესახებ ცოდნის გარეშე საუბარი. უზენაესი ალლაჰი ამბობს: {უთხარი! ჭეშმარიტად ჩემმა ღმერთმა აკრძალა ყოველგვარი გარყვნილება დაფარული თუ აშკარა, ცოდვა და მტრობა არასამართლიანი, და რომ დაუდგინოთ ალლაჰს მოზიარე ის რაზეც არავითარი არგუმენტი არ გარდმოუვლენია, და რომ თქვათ ალლაჰზე ის რაც არ იცით} [ალ-ა'რაფ: 33].
ეს მშვენიერი აიათი მოიცავს უდიდეს ცოდვებს, დაწყებული უმცირესით და შემდეგ უმაღლესით, რაც გულისხმობს ალლაჰზე ცოდნის გარეშე საუბარს მის სახელებსა და თვისებებზე და მის შარიათზე.
შუამავალზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ტყუილის თქმა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტყუილი და ყველაზე მახინჯი ცოდვაა, და ეს არის დიდი ცოდვა, რომლისთვისაც ცეცხლის სასჯელს იმსახურებს ჩამდენი; მუღირა ბინ შუ'ბა (ალლაჰი კმაყოფილი იყოს მისგან) ამბობს: გავიგონე შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) რომ ამბობდა: «ჭეშმარიტად, ჩემზე ტყუილი არ არის როგორც სხვაზე ტყუილი, ვინც შეგნებულად მოიტყუებს ჩემზე, მოამზადოს თავისი ადგილი ცეცხლში» [166]. გადმოსცა ბუხარიმ: 1291, და მუსლიმმა: 4.
ტყუილისგან თავის არიდებაა საჭირო, თუნდაც კარგი განზრახვით იყოს ნათქვამი, კეთილი საქმის წახალისების ან ბოროტებისგან შეშინების მიზნით, როგორც ზოგიერთ მქადაგებელს სჩვევია; ეს არის სიმახინჯე, რომელშიც არ არის სიკეთე და არც სწორი გზა, და მისი მთქმელი არის დასჯილი და არა დაჯილდოებული, ცოდვილი და არა მადლიანი.
8 - უნდა იყოს სანდო სიტყვების გადაცემაში, გადაამოწმოს ინფორმაციის სისწორე, არ იჩქაროს ჭორების მიღება და დაეყრდნოს მხოლოდ სანდო სიტყვას. უზენაესი ალლაჰმა ბრძანა ამის შესახებ თავის სიტყვაში: {ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თუკი თქვენთან მოვა ცოდვილი რაიმე ამბით, გამოიკვლიეთ, რათა უმეცრებით არ დააზარალოთ ხალხი და შემდეგ არ ინანოთ თქვენი ქმედება} (ალ-ჰუჯურათ: 6).
9 - უნდა შეეცადოს რომ დაფაროს ხალხის შეცდომები და შეინახოს მათი საიდუმლოებები. ვინც დაუფარავს მუსლიმს, მას ალლაჰი დაუფარავს მას ამ ქვეყნადაც და იმ ქვეყნადაც. ხოლო ვინც ეძებს მუსლიმების შეცდომებს, ალლაჰი მის შეცდომებს ეძებს, სანამ არ დაამცირებს მას, თუნდაც მისი სახლის შიგნით. აბდულლაჰ იბნ უმარი (ალლაჰის იყოს მათით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც დაუფარავს მუსლიმს, მას დაუფარავს (დაიცავს) ალლაჰი განკითვის დღეს» (167). აბუ ბარზა ალ-ასლამიდან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჰეი თქვენ, რომელთაც ენით ირწმუნეთ, მაგრამ რწმენა გულში არ შესულა, ნუ განიკითხავთ მუსლიმებს და ნუ ეძებთ მათ ნაკლოვანებებს; რადგან ვინც ეძებს მათ ნაკლოვანებებს, ალლაჰი ეძებს მის ნაკლოვანებებს, და ვის ნაკლოვანებასაც მოძებნის ალლაჰი, მას თავის სახლში გამოაშკარავებს». [168]. გადმოსცა ბუხარიმ: 2442, და მუსლიმმა: 2580. გადმოსცა აბუ დაუდმა: 4880.
მერვე საკითხი: ქადაგების და ქადაგის (ხატიბის) ადაბი:
1- პარასკევის ხუტბას წამკითხავი უნდა იყოს თავისუფალი, არ უნდა იყოს დამოკიდებული ვინმეზე, ან რაიმე ჯგუფზე, ან რაიმე ინსტიტუტის პროპაგანდაზე, ან სხვა რამის, და უნდა იყოს მხოლოდ უზენაესი ალლაჰისთვის და მისი რელიგიისთვის, ისლამის მოწოდების და მისი სიტყვის ამაღლებისთვის. თქვა უზენაესმა: {და ჭეშმარიტად სამლოცველოები ალლაჰს ეკუთვნის, და არ მოუხმოდ ალლაჰთან ერთად არავის} (ალ-ჯინნ: 18).
2 - ხუტბა არ უნდა იყოს იმდენად გრძელი, რომ დამსწრეებს მობეზრდეთ და ხუტბის მოსმენის სურვილი გაუქრეთ, და არც იმდენად შეამოკლოს, რომ დაარღვიოს თემა და გაწყვიტოს.
3 - ხუტბის წარმდგენი უნდა ითვალისწინებდეს მსმენელთა მზადყოფნას ხუტბის წარმოთქმისას, და უნდა გამოიყენოს გამოთქმები, რომლებიც შეესაბამება ხალხის გონებას, თავიდან აიცილოს რთული ლინგვისტური ტერმინები, და იყოს საშუალო, საშუალო დონის მსმენელებთან, ხოლო განსაკუთრებულ საზოგადოებასთან იყოს დახვეწილი. ყველა ფენასთან უნდა იყოს ბრძნულად, რომელიც ყველაფერს თავის ადგილზე აყენებს, და ნებისმიერ შემთხვევაში თავის სიტყვებში უნდა მოერიდოს ყოველგვარ ცრუ და შელამაზებულ სიტყვებს.
4 - თავი უნდა აარიდოს საკამათო საკითხებს, რომლებიც იწვევს მტრობას და სიძულვილს; რადგან მქადაგებლის ძირითადი მისიაა ხალხის სწავლება და მათი გულების ჭეშმარიტებაზე გაერთიანება და მათ შორის განხეთქილების მიზეზების გაქრობა.
5 - არ უნდა ეძებდეს თავის სიტყვებში რითმს და გაუგებარ ღრმა მნიშვნელობებს, არამედ მისი მიზანი უნდა იყოს სასარგებლო აზრების გადმოცემა ყველაზე ნათელი და მოკლე სიტყვებით.
6 - მოერიდე საძულველ და ხელოვნურ მიბაძვას, და ცნობილი მქადაგებლების როლის მორგებას; რადგან ეს იწვევს გულში უკმაყოფილებას და დაუკმაყოფილებლობას([169]). იხილეთ: პარასკევის ქადაგების სტილი, აბდულლაჰ ბინ დაიფ ალ-რაჰილის მიერ: გვ. 12, 20, 22, და ორმოცდაათი რჩევა, რჩევა რომ გახდეთ წარმატებული ქადაგი, ამირ ბინ მუჰამედ ალ-მუდრის მიერ, გვ. 33, 73, 87.
მეცხრე საკითხი: ქადაგების (ხუტბას) მიზანი და მისი მიზნები:
პარასკევის ქადაგება უნდა ისახავდეს შემდეგ მიზნებს:
1. ერთღმერთიანობის საფუძვლების, მისი მნიშვნელობისა და მადლიანობის განმარტება, და მრავალღმერთიანობის (შირქის) ყველა ფორმისა და საშუალებისგან გაფრთხილება.
2 - უზენაესი ალლაჰის, მისი ანგარიშსწორების და საზღაურის შეხსენება და შეგონება მომავალ ცხოვრებაში, იმ ღვთაებრივი მნიშვნელობებით, რომლებიც აცოცხლებენ გულებს, სიკეთისკენ მოწოდება და კეთილი საქმისკენ წახალისება და ბოროტების აკრძალვა.
3. მუსლიმების განათლება და მათი რელიგიის ჭეშმარიტებების სწავლება ალლაჰის წიგნიდან და მისი მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სუნნიდან, კარგი მორალისა და ქცევის დაცვა, ზედმეტი გადაჭარბებისა და უყურადღებობის გარეშე.
4. ისლამის შესახებ მცდარი წარმოდგენების გასწორება და მისი მოწინააღმდეგეების მიერ გონების არევის მიზნით წამოყენებული ცრურწმენებისა და სიცრუეების უარყოფა, დამაჯერებელი და ბრძნული მეთოდით, შორს ყოველგვარი კამათისა და შეურაცხყოფისგან.
5- დამანგრეველი და შეცდომაში შემყვანი იდეების წინააღმდეგ ბრძოლა, ისლამის სწორი გაგების წარდგენით, როგორც იყო ისლამური თემის პირველი მეთოდი, რომლითაც ალლაჰი არის კმაყოფილი და თავად აირჩია რელიგიად, ამასთან ერთად უნდა წარმოაჩინოს ისლამის გამორჩეული თვისებები, რომელიც მოიცავს ყველაფერს, არის სიღრმისეული და დადებითი.
6- ხუტბის დაკავშირება ცხოვრებასთან და იმ რეალობასთან, რომელშიც ადამიანები ცხოვრობენ, რაც გულისხმობს საზოგადოების დაავადებების მკურნალობას და მისი პრობლემების გადაჭრაზე კონცენტრირებას, ისლამური შარიათიდან გამომდინარე, რწმენაზე და მის გამოსწორებაზე ყურადღების მიქცევით, ისლამისა და იმანის პირობების, ქალისა და მუსლიმური ოჯახის საკითხებზე და სხვა თემებზე, რომლებიც ადამიანების საჭიროებებს ეხება.
7 - სხვადასხვა შემთხვევების გათვალისწინება, რომლებიც წელიწადის განმავლობაში მეორდება, როგორიცაა რამადანი, ჰაჯი და სხვა, რითაც მსმენელთა გონებას დაიპყრობს და მათ ცოდნისკენ მიმართავს, რაც მათ გზას გაუნათებს.
8. ისლამური ძმობის მნიშვნელობის განმტკიცება მუსლიმებს შორის და წინააღმდეგობა იმ ტენდენციებისა და ფანატიზმების მიმართ, რომლებიც მუსლიმებს შორის დაყოფას იწვევს, იქნება ეს რასობრივი, მრწამსობრივი თუ რეგიონალური.
მეათე საკითხი: როგორ მოვამზადოთ ხუტბა:
აუცილებელია, რომ ხუტბის წარმდგენმა (ხატიბმა) ყურადღებით მოამზადოს თავისი ხუტბა და გაითვალისწინოს შემდეგი:
ხუტბა ჩვეულებრივ შედგება სამი ნაწილისგან: შესავალი, თემა და დასკვნა. ეს ელემენტები პირდაპირ არ გამოიხატება წერის ან წარმოთქმის დროს, ასევე ისინი ურთიერთდაკავშირებული და თანმიმდევრულია, მათი კავშირი დამოკიდებულია ხუტბის წარმმართველის უნარზე, ცოდნის სიუხვეზე და გამოცდილებაზე, რაც ხუტბის ნაწილებს აერთიანებს და მის სტრუქტურას აძლიერებს.
ეს წესრიგი და სიზუსტე ხდის მნიშვნელობებს ნათელს და მიზნებს აშკარას, რაც უზრუნველყოფს მოსაუბრისთვის მსმენელების ყურადღების მიქცევას და დამსწრე საზოგადოების სრულ ყურადღებას.
შესავალი: მნიშვნელოვანია, რომ ხუტბის წარმდგენი ყურადღებით მოეკიდოს შესავალს და გახსნას, რათა გამოიყენოს შესავალი ფრაზები, რომლებიც მსმენელს ხუტბის მიზანს მიანიშნებს, რაც ყურადღებას იპყრობს და სულებს ამზადებს. ეს შეიძლება იყოს ყურანის აიათები, რომლებიც შეაშინებს ან წაახალისებს, ან რამოდენიმე ბრძნული გამონათქვამი შუამავალისგან. გახსნა არის პირველი, რაც ხუტბის წარმდგენი თავის აუდიტორიას გადასცემს, და თუ ის მათ შესანიშნავი შესავლით გააოცებს, მათ შეუძლიათ ხუტბის დანარჩენი ნაწილი თავისუფლად და ყურადღებით მოუსმინონ.
საჭიროა, რომ საუბრის დასაწყისში იყოს მითითებული ხატიბის მიზანი, რადგან ცნობილია, რომ პარასკევის ქადაგება იწყება ალლაჰზე მადლობის გადახდით, მისი ქებით, ორი დამოწმებით და ალლაჰის მოციქულზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ლოცვითა და მშვიდობით, უნდა იყოს ამ სიტყვებში იყოს ისეთი შერჩევა, რომელიც მიუთითებს ქადაგების თემასა და მიზანზე.
თემა: ეს არის ხუტბის უმთავრესი მიზანი, და შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს მისი გამოთქმა ხუტბის დასაწყისში, მაგალითად, რომ თქვას: მსურს გესაუბროთ ამა თუ იმ საკითხზე... თუ ეს არის დროის აქტუალური საკითხები, რომელზეც საზოგადოება მსჯელობს და ელოდება დამაკმაყოფილებელ პასუხს.
შეიძლება არ იყოს მიზანშეწონილი მისი პირდაპირი გამოთქმა, ან იმიტომ რომ ის რთულია, ან იწვევს ხალხის გაყოფას, ასეთ შემთხვევაში ხუტბის წარმდგენი უნდა შევიდეს თემაში თანდათანობით და არაპირდაპირი გზით, რათა მსმენელებს მიაწვდინოს ლოგიკური თანმიმდევრობით და მიაღწიოს მიზანს ზომიერად და ბალანსირებულად, თავიდან აიცილოს აღელვება და განხეთქილება, და ამგვარად ხუტბის წარმდგენი მიაღწევს მიზანს, თუ ეს თემა არ არის მათთვის მისაღები, ან საუბარი არ არის მათთვის ჩვეული.
ხუტბის თემა ჩვეულებრივ ორი ძირითად საყრდენზეა დაფუძნებული: განმარტება და დასაბუთება.
რაც შეეხება განმარტებას: ეს ხდება იმ საკითხის განსაზღვრების მოყვანით, რომელზეც საუბარია, და მისი თვისებების, მახასიათებლებისა და უპირატესობების მოყვანით.
რაც შეეხება დასაბუთებას: ხშირად თემას სჭირდება მტკიცებულებები, არგუმენტები, დასაბუთება და მოწმობები, რომლებიც ჩვეულებრივ ყურანიდან, სუნნიდან და სალაფების სიტყვებიდან მოდის, და ზოგიერთი ფაქტისა და მოვლენის მოყვანა შედარებისა და გათვალისწინების მიზნით. ამ მხრივ სასარგებლოა ცნობილ იმამთა და ბრძენთა ციტირება, რომლებიც ცნობილნი არიან სიწმინდით, იმამობით, კაცობით, ასკეტიზმით, სიმამაცით და სიფრთხილით, როგორც მოითხოვს სიტუაცია და შეესაბამება საუბარს.
ხუტბის დასკვნა: მას შემდეგ, რაც ხუტბის წარმდგენი დაასრულებს თემის განხილვას, სასურველია, რომ ხუტბა დაასრულოს შესაბამისი დასკვნით, რომელიც აერთიანებს მის აზრებს და აჯამებს თემას განსხვავებული გამოთქმებით და მოკლე ფორმით, რადგან ამ შემთხვევაში ხანგრძლივობა იწვევს მოწყენილობას და აზრების გაფანტვას.
არ უნდა შეიცავდეს ახალ იდეებს და ახალ მტკიცებულებებს; რადგან ამ შემთხვევაში ის არ იქნება დასკვნა, არამედ ხუტბის ნაწილი და მისი გაგრძელება.
დასკვნა უნდა იყოს ძლიერი თავის გამოხატვაში და გავლენაში, რადგან ის არის ბოლო, რასაც მსმენელის ყური ისმენს და მის გონებაში რჩება. თუ ის სუსტია თავის აგებულებაში და უღიმღამოა გადმოცემაში, ხუტბის სარგებელი დაიკარგება.
დასკვნა შეიძლება იყოს ყურანის აიათები, რომლებიც მანამდე არ მოუყვანია, რომლებიც აერთიანებს მის თემას წახალისებაში ან დაშინებაში ან მტკიცებულებასა და დამტკიცებაში, შეიძლება იყოს ჰადისიც, რომელიც იმავე მნიშვნელობას ატარებს, რაც ყურანის აიათები, ან შეიძლება იყოს ხუტბის ელემენტების ხელახლა გადმოცემა განსხვავებული სტილით და მკაფიო, ძლიერი ზემოქმედების მქონე გზით.
არსებობს ორი საკითხი, რომელსაც ხუტბის წარმდგენმა უნდა მიაქციოს ყურადღება: თემის ერთიანობა, სიახლე და ცვლილება.
თემის ერთიანობა: საჭიროა მხოლოდ ერთ თემაზე შეჩერება, მისი ელემენტების სრულად განხილვა, სიტყვების დახვეწა და საკითხის სიღრმისეული ანალიზი; რადგან თემების მრავალფეროვნება და საკითხების სიმრავლე ერთსა და იმავე კონტექსტში აზრებს აბნევს, და იწვევს ერთი მეორეს დავიწყებას, რაც იწვევს დამღლელ ხანგრძლივობას, გაუფერულებულ გამოსახულებას და ზედაპირულ ანალიზს.
სიახლე და ცვლილება: ეს ნიშნავს, რომ ხუტბა არ უნდა იყოს მხოლოდ განმეორებადი თემებით, არამედ უნდა შეიცავდეს მრავალფეროვან თემებს; რათა მოიცვას შარიათის ყველა საკითხი, როგორიცაა ერთღმერთიანობა, ღვთისმსახურება, ურთიერთობა, ზნეობა და სხვა.
და არ უნდა მიმართავდეს მხოლოდ ერთ ტონს თავის სტილში და წარდგენის მეთოდში, არამედ იყოს ხან კითხვითი, ხან დადასტურებითი, ხან მაგალითების მოყვანა, ხან სიბრძნისა და საიდუმლოებების ძიება, რაც მოითხოვს მისი ცხოვრებისეული გამოცდილება საზოგადოების რეალობასთან, ხალხის საჭიროებების ძიება, მათი მიმართულება და განათლება, რათა შეესაბამებოდეს ამ ცვლილებების გავლენას მათზე. იხილეთ: პარასკევის ქადაგების მომზადების მეთოდი, ავტორი დოქტორი სალიჰ ბინ აბდულლაჰ ბინ ჰუმაიდი: გვ. 22 და შემდეგ.
თემა მეოთხე: მეჩეთის წესები
პირველი მოთხოვნა: მეჩეთის განსაზღვრა
მეჩეთი შარიათის მიხედვით: ეს არის ადგილი, სადაც სრულდება ხუთი სავალდებულო ლოცვა, ჯუმა და სხვა ლოცვები, და სადაც აღევლინება აზანი. მას მეჩეთი ეწოდება, რადგან ის არის ადგილი, სადაც უზენაესი ალლაჰისთვის სუჯუდი სრულდება.
მეჩეთსა და სალოცავს შორის განსხვავება
მეჩეთი არის ადგილი, რომელიც მუდმივად განკუთვნილია სავალდებულო ლოცვების ჩასატარებლად და ამ მიზნით არის შეჩერებული. ხოლო სამლოცველო არის ის, რაც დროებითი ლოცვისთვის გამოიყენება; მაგალითად, სკოლების, დაწესებულებების, კომპანიების და მოგზაურობის გზებზე არსებული სამლოცველოები და სხვა, რომლებიც არ არის შეჩერებული ხუთი სავალდებულო ლოცვისთვის. მეჩეთში შესვლისას მისალმების ლოცვა დაწესებულია, ხოლო სამლოცველოში შესვლისას ეს არ არის დაწესებული.
მეორე მოთხოვნა: მეჩეთის აშენება და მისი მადლიანობა:
მეჩეთები დედამიწის საუკეთესო და ყველაზე ღირსეული ადგილებია, სადაც აღესრულება საუკეთესო თაყვანისცემები, რაც ლოცვაა. უზენაესმა ალლაჰმა თქვა: {სახლებში სადაც ალლაჰმა ნება დართო რომ (ისინი) იქნეს ამაღლებული, და ახსენონ იქ მისი სახელი, განადიდონ ის მათში დილით და საღამოს* კაცები, რომლებსაც ვაჭრობა და ყიდვა-გაყიდვა ვერ დააშორებს ალლაჰის ხსენებისგან, ლოცვის შესრულებისგან, და მოწყალების გაცემისგან, მათ ეშინიათ იმ დღის, როცა ამოტრიალდება გულები და თვალნი} (ან-ნურ: 36-37).
უზენაესმა ალლაჰმა მეჩეთები თავისად გამოაცხადა, რათა მათ პატივი და ღირსება მიენიჭოს, როგორც ალლაჰმა ბრძანა: {ვინაა იმაზე უფრო უსამართლო, რომელიც აბრკოლებს სამლოცველოებში, რომ იქ ალლაჰის სახელი იხსენიებოდეს} (ალ-ბაყარა: 114), და თქვა დიდებულმა: {და ჭეშმარიტად სამლოცველოები ალლაჰს ეკუთვნის, მაშ არავის მოუხმოდ ალლაჰთან ერთად} (ალ-ჯინნ: 18).
ამიტომ შარიათმა წაახალისა მათი მშენებლობა და მოვლა როგორც ფიზიკურად ასევე სულიერი მოფრთხილება. ამასთან დაკავშირებით: ამბობს უზენაესი ალლაჰი: {მხოლოდ ის ააგებს ალლაჰის სამლოცველოებს ვინც ირწმუნა ალლაჰის, და უკანასქნელი დღის, აღავლინა ლოცვა, გაიღო მოწყალება, და არავისი ეშინია გარდა ალლაჰისა, იმედია რომ ეგენი იქნებიან სწორ გზაზე მყოფნი} (ათ-თავბა: 18).
გადმოცემულია უსმან იბნ ა'ფანისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც ააშენებს მეჩეთს რომლითაც ალლაჰის სახის მოპოვება უნდოდა(ანუ ალლაჰის ხათრით), მას აუშენებს ალლაჰი მსგავსს სამოთხეში» [171]. გადმოსცა ბუხარიმ: 450, და მუსლიმმა: 533.
გადმოცემულია ჯააბირ იბნ აბდულლაჰისგან (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მათით), რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც ააშენებს მეჩეთს ალლაჰისთვის, თუნდაც ჩიტის ბუდის ტოლას, ან თუნდაც უფრო პატარა, მას აუშენებს ალლაჰის სახლს სამოთხეში»". [172]. გადმოსცა იბნ მააჯამ: 738, და თქვა ბუსაირიმ «აზ-ზავაიდში» (1/ 94): ეს არის სწორი გადმოცემა.
შუამავლის სიტყვები (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «თუნდაც ჩიტის ბუდის ტოლას» ანუ: ადგილი, რომელსაც მდედრი ფრინველი ამზადებს თავის კვერცხებისთვის მიწაზე. აქ იგულისხმება ძალიან მციერე ადგილი, რათა არავინ მცირედ არ ჩათვალოს ის, რაც მან ააშენა მეჩეთებიდან, თუნდაც ეს იყოს უკიდურესად პატარა.
ამაში შეიძლება შევიდეს ის, ვინც მონაწილეობა მიიღო მისი მშენებლობაში, თუნდაც აგურით ან თიხით, ან ფიზიკურად იმუშავა, ან მუშების ანაზღაურება გადაიხადა, და მსგავსი საქმეები, რომლებიც მიეწერება მას, რომ მან მონაწილეობა მიიღო მეჩეთის მშენებლობაში თავისი ხელით ან ფულით, ჯილდოს მოლოდინით, რაც მას მოჰყვება, რომ ალლაჰი მას აუშენებს მსგავს ან უფრო დიდ სახლს სამოთხეში; რადგან სამოთხის სახლის შედარება არ ხდება ამქვეყნიური სახლებთან, და მათ შორის არ არის შედარება, რაც უბიძგებს იმ ადამიანს, ვისაც ალლაჰმა მისცა შესაძლებლობები, სწრაფად აკეთოს სიკეთეები და გამოიყენოს ამ ცხოვრების შესაძლებლობა, რათა თავის მომავალ ცხოვრებაში მიიღოს ჯილდო, რომელიც მის უფალთან მრავალჯერადად იქნება გაორმაგებული. (173). იხ. „თავები და საკითხები მეჩეთებთან დაკავშირებით“ შეიხ იბნ ჯიბრინის, ღმერთმა შეიწყალოს (გვ. 14).
მესამე მოთხოვნა: მეჩეთის მშენებლობა და მისი მადლიანობა:
მეჩეთების მშენებლობა ზოგადად ატარებს ორ მნიშვნელობას; როგორც ფიზიკურ, ასევე სულიერ მშენებლობას. ეს მოიცავს მეჩეთების აშენებასა და რესტავრაციას, განათებასა და მოწყობას, მომსახურებასა და სისუფთავის დაცვას, ალლაჰის თაყვანისცემას მათში, იმამებისა და მუეზინების დანიშვნას, და ალლაჰის განმადიდებელი წრეების გახსნას, როგორიცაა ყურანის, ფიყჰის, თაფსირის, ჰადისის და სხვა სასარგებლო მეცნიერებების სწავლება. ასევე მოიცავს იმაში, რომ მეჩეთებში მომუშავე პირებისთვის შემოსავლის წყაროები იყოს უზრუნველყოფილი, და მეჩეთებისთვის სასარგებლო ქონების შეწირვას, როგორიცაა იმამის, მუეზინის, მასწავლებლისა და სტუდენტების საცხოვრებლების შეწირვა, აბდესის ასაღები ადგილების მოწყობა და სხვა მსგავსი საჭიროებები.
უზენაესმა ალლაჰმა თქვა: {მხოლოდ ის ააგებს ალლაჰის სამლოცველოებს ვინც ირწმუნა ალლაჰის, და უკანასკნელი დღის, აღავლინა ლოცვა, გაიღო მოწყალება, და არავისი ეშინია გარდა ალლაჰისა, იმედია რომ ეგენი იქნებიან სწორ გზაზე მყოფნი} (ათ-თავბა: 18)
წმინდა აიათმა დაადასტურა მათი რწმენა, ვინც მეჩეთებს ლოცვით ავსებს, სისუფთავეს იცავს და მათში დაზიანებულს რაიმეს აღადგენს([174]). იხილეთ: „მეჩეთში დაშვებული და აკრძალული“ მუჰამმად ალ-არფაჯის (გვ: 9).
მოთხოვნა მეოთხე: მეჩეთის დაცვა და სისუფთავის შენარჩუნება:
რადგან მეჩეთები არის თაყვანისცემისა და ალლაჰთან დაახლოების ადგილები მორჩილებით, მოვიდა ბრძანება მათი სისუფთავის დაცვაზე და მათი დაცვა ჭუჭყის, უწმინდურობისა და ნარჩენებისგან, რათა მეჩეთებმა შეინარჩუნოს სისუფთავე, სილამაზე და მშვენიერება.
შეიხი იბნ სა'დი (ალლაჰმა შეიწყალოს ის) უზენაესის სიტყვების განმარტებაში ამბობს: {სახლებში სადაც ალლაჰმა ნება დართო რომ აამაღლონ და ახსენონ იქ მისი სახელი, განადიდონ ის მათში დილით და საღამოს} (ან-ნურ: 36) თქვა: {რომ აამაღლონ(მეჩეთები) და ახსენონიქ მისი სახელი} ''ეს არის მეჩეთების დადგენილებების კრებული, რაც მოიცავს მის აღდგენას: მშენებლობას, გაწმენდას და უწმინდურობებისგან და ზიანისგან დაცვას, დაცვას გიჟებისგან და ბავშვებისგან, რომლებიც უწმინდურობებისგან არ იცავენ თავს, და ურწმუნოებისგან, დაცული უნდა იყოს უაზრო ლაპარაკისგან და ხმამაღალი ხმისგან, გარდა ალლაჰის ხსენების"([175]). ას-საადის თაფსირი" (გვ: 569).
აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემული ჰადისის თანახმად, ერთი შავკანიანი ქალი ასუფთავებდა და უვლიდა მეჩეთს - ანუ: ხვეტავდა მას - ერთ დღეს ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოიკლო ქალის იქ არ ყოფნა, და მასზე იკითხა: უთხრეს: გარდაიცვალა. თქვა: «რატომ არ მაცნობეთ?» თქვა: თითქოს მათ მისი საქმე უმნიშვნელოდ მიიჩნიეს, თქვა: «მაჩვენეთ მისი საფლავი» და აჩვენეს, შემდეგ მასზე ილოცა და თქვა: «ეს საფლავები სიბნელით არის სავსე მათ მკვიდრთათვის, მაგრამ ალლაჰი მათ გაანათებს ჩემი ლოცვით მათზე» [176]. გადმოცემულია ბუხარისგან: 460, და მუსლიმისგან: 956.
დადასტურებულია ანასისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: „როდესაც ჩვენ მეჩეთში ვიყავით შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), მოვიდა ერთი ბედუინი და დაიწყო შარდვა მეჩეთში. შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თანამგზავრებმა თქვეს: „შეწყვიტე, შეწყვიტე“.(დაუწყეს ლანძღვა და ცემა), შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «არ შეაწყვეტინოთ -ანუ: არ შეაწყვეტინოთ შარდვა- დატოვეთ». მათ დაანებეს მას თავი, სანამ არ მოისაქმა, შემდეგ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოიხმო და უთხრა მას: «ჭეშმარიტად, ეს მეჩეთები არ არის განკუთვნილი შარდისა და სიბინძურისთვის, არამედ უზენაესი ალლაჰის ხსენებისთვის, ლოცვისა და ყურანის კითხვისთვის». მაშინ უბრძანა ერთ კაცს ხალხიდან და მან მოიტანა ვედრო წყალი და დაასხა მასზე. ანუ: გადარეცხა ის([177]). გადმოცემულია ბუხარისგან: 219 შემოკლებით, მუსლიმი: 285.
არ არსებობს უთანხმოება იმაზე, რომ შარდის და მსგავსი სიბინძურეებისგან, დაცული უნდა იყოს მეჩეთები, რომლების გაწმენდაც აუცილებელია, დაცული უნდა იყოს მეჩეთები, მასში არსებული ხალიჩები და მასთან დაკავშირებულ სივრცეები, როგორიცაა ეზოები და სახურავები, ყველა სიბინძურისგან. მყისიერად უნდა გაიწმინდოს, როდესაც რაიმე მსგავსი მათზე მოხვდება.
ასევე, გადმოცემულია მისი გაწმენდა სიბინძურისგან, როგორიცაა ნახველი, ლორწო, ნერწყვი, სისხლი, ჩირქი და მსგავსი. ანას ბინ მალიქისგან (ალლაჰი კმაყოფილი იყოს მასზე) გადმოცემულია, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაინახა ნახველი ყიბლას მხარეს, რაც მას ძალიან არ მოეწონა, ეს მას სახეზეც კი დაემჩნა, შემდეგ ადგა ხელით გაწმინდა და თქვა: «როდესაც ლომელიმე თქვენგანი სალოცავად დგება, ის თავის ღმერთს ესაუბრება - ან მისი ღმერთი მასსა და ყიბლას შორისაა - ამიტომ არავინ არ უნდა დააფურთხოს ყიბლას მიმართულებით, არამედ მარცხნივ ან ფეხების ქვეშ». შემდეგ მან აიღო თავისი ტანსაცმლის კიდე, შიგნით დააფურთხა შემდეგ ისინი ერთმანეთზე ჩამოუშვა და თქვა: «ან ასე უნდა მოიქცეს» [178]. გადმოსცა ალ-ბუხარიმ: 405, და მუსლიმმა: 551.
არსებობს მრავალი ჰადისი, რომლებიც მიუთითებენ აკრძალვაზე, რომ მეჩეთებში გადაფურთხება და ცხვირის მოწმენდა აკრძალულია. ზოგიერთ მათგანში აკრძალულია, ასევე რომ გადაფურთხება წინ ყიბლას მიმართულებით ან მარჯვნივ არის აკრძალული, მაგრამ ნებადართულია მარცხნივ ან მარცხენა ფეხის ქვეშ, შემდეგ კი ფეხით უნდა გაწმინდო. ეჭვგარეშეა, რომ ნაფურთხი და ნახველი ადამიანური ბუნებისთვის მოუწონარი რამეა, ამიტომაც შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გაბრაზდა, როცა მეჩეთის ყიბლას მხარეს ნაფურთხი დაინახა, სახე გაუწითლდა და სწრაფადვე გაწმინდა, შემდეგ კი ის ადგილს სურნელოვანი ზეთით ან ზაფრანით დაფარა.
ცნობილია, რომ თუ მეჩეთი ტალახით არის აშენებული, მისი გასუფთავება ადვილია, თუ იატაკი ქვიშის არის, შესაძლებელია სიბინძურის მასში დამარხვა ან დაბინძურებული მიწის გადაყრა.
რადგანაც ამ დროის მეჩეთები უმეტესად მოპირკეთებულია და დაფარულია სუფთა ხალიჩებით, რომლებიც ადვილად ბინძურდება და მათზე ჩნდება ნერწყვის, სისხლის და ჩირქის კვალი, სრულიად აკრძალულია მასში დაბლა დაფურთხება, იქნება ეს ხალიჩებზე, კედლებზე თუ იატაკზე. ვისაც სურს გადანერწყვება და ცხვირის მოწმენდა, ამისთვის უნდა გავიდეს გარეთ, ან დააფურთხოს ცხვირსახოცზე, ან ტანსაცმლის კიდეში და შეაწმინდოს ერთმანეთს, როგორც ეს მოხსენიებულია ჰადისში, რათა მეჩეთი სუფთა და კარგი იყოს.
გადმოცემულია აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბრძანა, მეჩეთების აგება დასახლებულ პუნქტებში, და რომ იყოს მეჩეთებში სისუფთავე და კარგი სუნი". თქვა სუფიანმა: მეჩეთების აშენება დასახლებულ პუნქტებში ნიშნავს: ტომებში([179]). ჰადისს გადმოგვცემს თირმიზი, ჰ.ნ. 594, იხილეთ: «თავები და საკითხები მეჩეთებთან დაკავშირებით» (გვ. 27).
მეხუთე საკითხი: მეჩეთის აშენება საფლავზე, ან საფლავის მეჩეთში მოწყობის დადგენილება.
არ არის ნებადართული მეჩეთის აგება ნებისმიერი ადამიანის საფლავზე, ვინც არ უნდა იყოს ის; რადგან ეს აკრძალულია, როგორც თქვა ისლამის დიდმა სწავლულმა, იბნ თაიმიამ, ალლაჰმა შეიწყალოს იგი: იმამები ერთსულოვნად შეთანხმდნენ, რომ საფლავზე მეჩეთი არ უნდა აშენდეს; რადგან შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თქვენზე წინ მყოფები, საფლავებს სალოცავებად აქცევდნენ. მაშ, არ აქციოთ საფლავები სალოცავებად; რადგან მე ამას გიკრძალავთ».
არ შეიძლება მიცვალებულის დაკრძალვა მეჩეთში, თუ მეჩეთი არსებობდა დაკრძალვამდე, უნდა შეიცვალოს: ან საფლავის გასწორებით, ან მისი ამოთხრით, თუ ახალია.
თუ მეჩეთი აშენდა საფლავის შემდეგ: ან უნდა დაინგრეს მეჩეთი, ან უნდა გასწორდეს საფლავის გამოსახულება, რადგან საფლავზე აშენებულ მეჩეთში არ აღევლინება სავალდებულო და ნაფილის ლოცვა; რადგან ეს აკრძალულია"([180]). (მაჯმუ'უ ფათავა) (22/ 194).
და ამის დასტურად, სხვა არგუმენტებიც იმის გარდა, რაც ახსენა შეიხ ალ-ისლამმა (ალლაჰმა შეიწყალოს ის): აიშას და აბდულლაჰ იბნ აბასის თქმით, როდესაც მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიობა მას) სიკვდილი მოადგა, მან თავის სახეზე ტანსაცმლის დააფარვა დაიწყო, მაგრამ როდესაც სუნთქვა გაუჭირდებოდა, სახიდან მოიშორებდა ხოლმე, და ამ მდგომარეობაში მან თქვა: «ალლაჰის წყევლა იყოს იუდეველებზე და ქრისტიანებზე, რომლებმაც თავიანთი შუამავლების საფლავები სალოცავებად აქციეს» აფრთხილებდა იმაზე, რაც გააკეთეს([181]). გადმოსცა ბუხარიმ: 435, და მუსლიმმა: 531.
მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიკვდილის ტკივილებში კი განმარტა, რომ ალლაჰმა დაწყევლა იუდეველები და ქრისტიანები, რადგან მათ თავიანთი შუამავლების საფლავები სალოცავებად აქციეს. მან განმარტა, რომ ეს იყო უძველესი ურწმუნოების ჩვეულება, რათა მისი უმმათი (საზოგადოება) გაფრთხილებული ყოფილიყო მათთან მსგავსებისგან და დაეხურა მათთვის ალლაჰზე თანაზიარის გზები და სხვა ღმერთების თაყვანისცემა.
გადმოცემულია მორწმუნეთა დედისგან აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ უმმ ჰაბიბამ და უმმ სალამამ ახსენეს ეკლესია, რომელიც ნახეს ჰაბაშეში (ეთიოპიაში), სადაც იყო გამოსახულებები, და ეს ახსენეს შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომელმაც თქვა: «ჭეშმარიტად, როდესაც მათ შორის მართალი ადამიანი გარდაიცვლებოდა, მის საფლავზე აშენებდნენ მეჩეთს და მასში გამოსახავდნენ სურათებს, ისინი უზენაესი ალლაჰის წინაშე აღსასრულის დღეს ყველაზე საზიზღარი ქმნილებები არიან» [182]. გადმოსცა ბუხარიმ, ჰ.ნ. 427, და მუსლიმმა, ჰ.ნ. 528.
აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადამოცემულია, რომ მან თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავის ავადმყოფობაში, რომლისგანაც აღარ გამოჯანმრთელებულა, თქვა: «ალლაჰის წყევლა იყოს იუდეველებზე და ქრისტიანებზე, რომლებმაც თავიანთი შუამავლების საფლავები სალოცავებად აქციეს» და რომ არა ეს, მისი საფლავს გამოაჩენდნენ, თუმცა მას ეშინოდა რომ ის სალოცავად იქცეოდა (183). გადმოსცა ბუხარიმ: 1390, და მუსლიმმა: 529.
მეექვსე მოთხოვნა: მეჩეთის მორთვის დადგენილება.
არ არის მიზანშეწონილი მეჩეთების მორთვა და მათით ტრაბახი, რადგან ბუხარიმ გადმოსცა აბდულლაჰ იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს მისით და მამამისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: ''აუცილებლად გაალამაზებთ მას, როგორც გაალამაზეს იუდეველებმა და ქრისტიანებმა''.
ანას ბინ მაალიქის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით, მან თქვა: «ამაყობენ მათით, შემდეგ კი არ დადიან იქ გარდა მცირედისა».
გადმოცემულია უმარ იბნ ალ-ხატტაბისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან ბრძანა მეჩეთების აშენება და თქვა: ''დაიცავით ხალხი წვიმისგან (ანუ: ააშენეთ და გადახურედ სამლოცველოები), და ერიდეთ წითელ ან ყვითელ ფერს; (არ მორთოდ ისინი), რათა არ აცდუნოთ ხალხი". [184] ეს გადმოცემები ბუხარიმ მოიხსენია თავის «საჰიჰში» მტკიცე ფორმით (1/96-97).
ბოლო დროებში მეჩეთების მშვენიერებით სიამაყე გახშირდა, და ხალხმა გადაჭარბებულად დაიწყო მათი მორთვა და ზედმეტი ხარჯვა. სწავლულებმა გასცეს ფეთვა, რომ მეჩეთების აშენება დასაშვებია, თუ სახლები და საცხოვრებლები აშენებულია, რათა მეჩეთები არ იყოს შეურაცხყოფილი და უმნიშვნელოდ მიჩნეული სახლებთან და საცხოვრებლებთან შედარებაში, მაგრამ ზედმეტი ხარჯვისა და მორთვის გარეშე, ფერებისა და საღებავების გადაჭარბების გარეშე, და იმ მრავალფეროვნების გარეშე, რაც არ არის საჭირო, როგორიცაა კერამიკა, ფილები და ხალიჩები. უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს მეჩეთები, რომლებიც საჭიროებენ მინიმალურ მშენებლობას, ამიტომ საჭიროა, რომ თანხები იმ მეჩეთების მშენებლობაში დაიხარჯოს.
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომ მეჩეთი შუამავალის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დროს აგებული იყო აგურით, სახურავი კი პალმის ფოთლებით, ხოლო სვეტები პალმის ხისგან. აბუ ბაქარს მასში არაფერი დაუმატებია, ხოლო უმარმა მას დაამატა და ააშენა შუამავალის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დროინდელი აგურითა და პალმის ფოთლებით და სვეტები კვლავ ხისგან გააკეთა. შემდეგ ოსმანმა ის შეცვალა და მას ბევრი რამ დაამატა, კედლები კი მოჩუქურთმებული ქვებითა და თაბაშირით ააშენა, სვეტები მოჩუქურთმებული ქვებით გააკეთა და სახურავი ხის ფიცრით დაფარა. გადმოსცა ბუხარიმ: 446.
ამბობს სწავლული აბდულ აზიიზ ბინ ბააზ (ალლაჰმა შეიწყალოს ის): ''უსმანის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ქმედება მიუთითებს მეჩეთის გაუმჯობესებაზე მოჩუქურთმებული ქვებით, კარგი ხეებით და კედლის შეღებვით, რაც დასაშვებია, თუმცა სალაფების ცხოვრების წესი უფრო პრიორიტეტულია და უკეთესია. მაგრამ თუ ხალხმა გააუმჯობესა თავიანთი საცხოვრებლები და ძველი შენობებისგან განრიდება დაიწყეს, მეჩეთები კი ძველ მდგომარეობაში დატოვეს ეს მათ ლოცვისა და მეჩეთებში შეკრებისგან განრიდებას გამოიწვევს, მაშინ დასაშვებია, რომ გაკეთდეს ის, რაც უსმანმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გააკეთა მეჩეთების მიმართ ინტერესის გასაზრდელად, მაგრამ არა სიამაყისთვის. მეჩეთში წარწერების გაკეთება არ არის სასურველი, ამიტომ უმჯობესია, რომ ის იყოს უბრალო. (გადმოცემულია ალ-ყაჰტანის «მესაჯიდიდან» (გვ: 71).
მეშვიდე საკითხი: ურწმუნოს მეჩეთში შესვლის დადგენილება:
აკრძალულია მუსლიმებისთვის, რომ ურწმუნოს მეჩეთ ჰარამში და მის გარშემო მდებარე წმინდა ტერიტორიაზე შესვლის ნება მისცენ; ამის საფუძველია ალლაჰის სიტყვა: {ჰეი თქვენ რომელთაც ირწმუნეთ! ჭეშმარიტად წარმართნი უწმინდურნი არიან, და არ მიუახლოვდნენ აკრძალულ მეჩეთს (მესჯიდი ჰარამს)ამა წლის შემდეგ} (ათ-თავბა: 28). რაც შეეხება სხვა მეჩეთებს, თუ მათი შესვლა შარიათის მიზნებისთვის ხდება, მაშინ არ არის პრობლემა, მაგალითად, ისლამის შესახებ კითხვების დასმა, მეჩეთთან დაკავშირებული საქმეების შესრულება, მუსლიმების ინტერესების დაცვა, ქადაგების მოსმენა, ან რაიმე ნებადართული საქმისთვის შესვლა, მაგალითად, მეჩეთში არსებული წყლის დალევა, ასეთ შემთხვევებში ეს დასაშვებია, რადგან მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სუმაამა ბინ უსაალი მეჩეთის სვეტზე დააბა, როგორც აბუ ჰურაირა - ალლაჰი კმაყოფილი იყოს მისით - ამბობს: მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გაგზავნა ცხენოსნები ნაჯდისკენ, და მათ მოიყვანეს კაცი ბანუ ჰანიფადან, სახელად სუმამა იბნ უსალი, და მიაბეს მეჩეთის ერთ-ერთ სვეტზე. შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მივიდა მასთან და უთხრა: „რა გაქვს სათქმელი, სუმამა?“ მან უპასუხა: „კარგი მაქვს სათქმელი, ო მუჰამედ, თუ მომკლავ, სისხლის პატრონს მოკლავ, თუ კეთილგანწყობას გამოიჩენ, მადლიერ ადამიანს გამოუჩენ, ხოლო თუ ქონება გსურს, მთხოვე რაც გინდა“. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დატოვა ის მეორე დღემდე... ჰადისი ([187]). შეთანხმებული ჰადისია.
მეჩეთში შევიდა ნაჯრანის დელეგაცია, რომლებიც ქრისტიანები იყვნენ([188]), და დიმამ იბნ ს'ალაბა შევიდა შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მეჩეთში, ანას ბინ მაალიქი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მან თქვა: ''როდესაც ჩვენ ვიჯექით მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად მეჩეთში, ერთი კაცი შემოვიდა აქლემით, გააჩერა ის მეჩეთში და მიაბა მასზე, შემდეგ ჰკითხა მათ: „რომელი ხართ მუჰამედი?“ მოციქული მუჰამმედი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ხალხს შორის ხელზე დაყრდნობილი იჯდა, და ჩვენ ვუპასუხეთ: "ეს არის თეთრსახიანი კაცი, რომელიც ხელზე დაყრდნობილი ნახევრად წამოწოლილია". კაცმა უთხრა მას: "შენ ხარ აბდულმუტტალიბის ძე?". მოციქულმა მუჰამმედმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა: „უკვე გიპასუხე!“. კაცმა უთხრა: "მე დაგისვამ კითხვებს და ცოტა მკაცრად მოვიქცევი, გთხოვ არ განაწყენდე". მან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "მკითხე, რაც გსურს! ...". ბოლოს კაცმა თქვა: "მე ვირწმუნე იმის, რითაც მოხვედი, და მე ვარ წარმომადგენელი ჩემი ხალხისგან", და მან დაამატა: „მე ვარ დიმამ იბნ სა'ლაბა, სა'დ ბინ ბაქრის ტომის ძმა". [189]. შეთანხმებული ჰადისია. გადმოსცა ალ-ბუხარიმ. იხილეთ: იბნ ბაზის ფატავების და სტატიების კრებული, მერვე ტომი, ურწმუნოების მეჩეთში შესვლის საკითხი, და მუდმივი კომიტეტის ფატავები 6/276.
ეს არის ის, რაც შევძელით წარმოგვეჩინა მუეზინის, იმამისა და ხატიბის საჭიროებებისა და მეჩეთების წესების შესახებ. ვურჩევთ მუეზინს, იმამს და ხატიბს, რომ იყვნენ ალლაჰის მოშიშები, გულმოდგინედ ეძიონ ცოდნა და გაავრცელონ იგი, და იზრუნონ ამაზე.
ვასრულებთ აქ და ალლაჰისგან არის ყველა წარმატება, ლოცვა და მშვიდობა ჩვენს შუამავალს მუჰამმადს, მის ოჯახს და მის ყველა საჰაბას, და ჩვენი ბოლო ვედრება არის ქება-დიდება ალლაჰს სამყაროთა ღმერთს.
ზოგიერთი სასარგებლო წყარო მუეზინის, იმამის და ხუტბის მქადაგებლისთვის
აზანი და იყამა, დოქტორი საიდ ბინ ალი ბინ ვაჰფ ალ-ყაჰტანი, გამომცემელი: ''მატბა'ა საფირის მიერ ალ-რიადში.
იმამობის და მის უკან მლოცველობის პირობები ლოცვაში, დოქტორი აბდულ მოჰსინ ალ-მუნიფი.
იმამობა ლოცვაში ყურანისა და სუნნის შუქზე, საიდ ბინ ალი ბინ ვაჰფ ალ-ყაჰტანი.
პარასკევის ქადაგების სტილი, ავტორი: აბდულლაჰ ბინ დაიფულლაჰ ალ-რუჰაილი, გამომცემელი: ისლამური საქმეთა და მოწოდების სამინისტრო, საუდის არაბეთის სამეფო.
იმამობა ლოცვაში - კონცეფცია, ღირსებები, სახეობები, ადაბი და პირობები ყურანისა და სუნას შუქზე, ავტორი: დოქტორი საიდ ბინ ალი ბინ ვაჰფ ალ-ყაჰტანი, გამომცემელი: მბეჭდავი საფირ, ალ-რიადი.
პარასკევის ქადაგებები და მქადაგებელთა პასუხისმგებლობები, მომზადებულია: მოწოდებისა და ხელმძღვანელობის საბჭო, ისლამური საქმეთა, მოწოდებისა და ხელმძღვანელობის სამინისტრო, საუდის არაბეთის სამეფო.
პარასკევის ქადაგება ყურანში და სუნნაში, ავტორი: აბდურ რაჰმან ბინ მუჰამმად ალ-ჰამდ, გამომცემელი: მოწოდებისა და ხელმძღვანელობის საბჭო, ისლამური საქმეთა, მოწოდებისა და ხელმძღვანელობის სამინისტრო, საუდის არაბეთის სამეფო.
პარასკევის ქადაგება და მისი ფიყჰური დებულებები, ავტორი: აბდულ აზიზ ბინ მუჰამმად ბინ აბდულლაჰ ალ-ჰუჯეილანი, გამომცემელი: ისლამური საკითხების, მოწვევისა და ხელმძღვანელობის სამინისტრო, ისლამური კვლევებისა და სწავლების ცენტრი.
პარასკევის ქადაგება და მისი როლი ერის აღზრდაში, ავტორი: აბდულ ღანი აჰმედ ჯაბრ მაზჰარ, გამომცემელი: ისლამური საკითხების, მოწვევისა და ხელმძღვანელობის სამინისტრო, საუდის არაბეთის სამეფო.
ორმოცდაათი რჩევა, და ერთი რჩევა წარმატებული მქადაგებლისთვის, ამირ ბინ მუჰამედ ალ-მადრის მიერ, რომელიც გამოქვეყნებულია საუდის არაბეთის ისლამური საქმეთა, მოწოდებისა და ხელმძღვანელობის სამინისტროს ვებგვერდზე.
პარასკევის ლოცვა - კონცეფცია, პირობები, სიკეთეები, თვისებები, ადაბები და დებულებები ყურანისა და სუნას შუქზე, ავტორი: დოქტორი საიდ ბინ ალი ბინ ვაჰფ ალ-კაჰტანი, გამომცემელი: გამომცემლობა საფირის მიერ, ალ-რიადი.
პარასკევის მემბარი პასუხისმგებლობა და მოვალეობაა, ავტორი: აბდულლაჰ ბინ მუჰამმად ბინ ჰუმაიდი, გამომცემელი: ისლამური საქმეთა, მოწოდებისა და ხელმძღვანელობის სამინისტრო, საუდის არაბეთის სამეფო.
პარასკევის ქადაგების მომზადების მეთოდი, ავტორი: დოქტორი საალიჰ ბინ აბდულლაჰ ბინ ჰუმაიდი, გამომცემელი: ისლამური საქმეთა, მოწოდებისა და ხელმძღვანელობის სამინისტრო, საუდის არაბეთის სამეფო.
გზავნილები იმამებისა და მუეზინებისთვის, ავტორი: შეიხ აბდულლაჰ ბინ საალიჰ ალ-ფავზანი, გამომცემლობა: დარ იბნ ალ-ჯაუზი.
წერილი მეჩეთების იმამებს, მუეზინებს და მლოცველებს, შეიხ აბდულლაჰ ბინ ჯარულლაჰ ალ-ჯარ ალლაჰ.
ქუვეითური ფიყჰის ენციკლოპედია, და ადდურარ ასსანიას ენციკლოპედია, ქადაგების, იმამობის, აზანისა და მეჩეთების თავები.
Related books
All books
إعداد خطيب ماهر33 languagesخطيبإعداد خطيب ماهر
სახელითა ალლაჰისა მოწყალისა, შემწყალებლისა ქება - დიდება ალლაჰს, ჩვენ მას ვადიდებთ, მას ვთხოვთ შეწევნას, პატიებას და ვეძებთ ალლაჰის თავშესაფარს ჩვენი სულების ბოროტებისგან და ჩვენი საქმეების ცუდი შედეგებისგან, ვისაც ალლაჰი დაადგენს სწორ გზაზე, მას არ ჰყავს გზის ამბნევი, და ვისაც ალლაჰი აუბნევს გზას, მას არ ჰყავს სწორ გზაზე დამდგენი. ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღვთაება, რომელიც ღირსია თაყვანისცემისა, გარდა ერთადერთი ალლაჰისა, რომელსაც არ ჰყავს თანამოზიარე, და ვამოწმებ, რომ მუჰამმადი მისი მონა და მოციქულია. ალლაჰის ლოცვა, და მშვიდობა იყოს მასზე, მის ოჯახზე, მის საჰაბებზე და მათზე, ვინც მათ მიყვა…
განწმენდასთან, ლოცვასთან და დაკრძალვასთან დაკავშირებული ფიქჰის დადგენილებები16 languagesგანწმენდასთან, ლოცვასთან და დაკრძალვასთან დაკავშირებული ფიქჰის დადგენილებები
წიგნი "ფიყჰის წესები განწმენდაში, ლოცვაში და დაკრძალვაში", რომელიც შედგენილია დიდი სწავლულის შეიხ მუჰამმად იბნ სალიჰ ალ-უსაიმინის (ალლაჰმა შეიწყალოს ის) მიერ, მკაფიოდ განმარტავს განწმენდის, ლოცვისა და დაკრძალვის მოქმედებებს. ის ეფუძნება ყურანსა და სუნნას, და მიზნად ისახავს მორწმუნეს ასწავლოს, თუ როგორ უნდა აღასრულოს თაყვანისცემა სწორი ხედვითა და დარწმუნებით, როგორც ასრულებდა მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას). წიგნი აერთიანებს შემსუბუქებას და მკაცრ დაცვას (გაჯერებულია ცოდნით და მტკიცე მანჰაჯით) და მოუწოდებს გულწრფელობასა და მიყოლას, რათა დამოწმდეს მორჩილება და მოპოვებული იყოს ალლაჰთან…
ვინ შემქმნა მე? და რატომ?75 languagesვინ შემქმნა მე? და რატომ?
აბსოლუტურად ყველაფერი მიუთითებს შემქმნელის არსებობაზე. ვინ შექმნა ცები და მიწა და რაც მათ შორისაა უდიდეს ქმნილებათა შორის, რომლის დაფარვაც შეუძლებელია? ვინ შექმნა ეს ზუსტი და დახვეწილი სისტემა ცაში და დედამიწაზე? ვინ შექმნა ადამიანი და უწყალობა მას სმენა, ხედვა, აზროვნება და ქმნა შემძლედ გაგების და მოპოვების, რომ მიაღწიოს ჭეშმარიტებას? როგორ ახსნით ზუსტად შექმნილი შენი სხეულის დახვეწილ ნაწილებს ან სხვა ცოცხალი არსებების სხეულებს? და ვინ შექმნა ისინი? როგორ რეგულირდება და მტკიცედ დგას ეს უდიდესი არსებობა იმ ზუსტი და სრულყოფილი კანონით ამდენი საუკუნეების განმავლობაში?
ჯანაზის დადგენილებები26 languagesჯანაზის დადგენილებები
წიგნი ''ჯანაზის დადგენილებები'' განმარტებულია მკვდართან მოქცევის ეთიკა და დადგენილებები ისლამური შარიათის შესაბამისად, მოყვანილია ჯანაზაზე დასწრების მადლი, მისი ლოცვის ფორმა, მისი სხვადასხვა მდგომარეობები და ასევე ნათელი განმარტებები და მნიშვნელოვანი მითითებები როგორიცაა: მიცვალებულის სწრაფი მომზადება, მოთქმისგან თავის შეკავება, ალლაჰის ბედისწერის მიმართ კმაყოფილება და მოთმინების გამოჩენის მნიშვნელობა, ეს წიგნი ახსენებს რომ სიკვდილი არის ჭეშმარიტება ყველა ადამიანისათვის, მოუწოდება ალლაჰის მიმართ კარგი ზრახვების შენარჩუნებისაკენ და სიმტკიცისაკენ, ასევე გარდაცვლილის მიმართ ვედრება მისი…