ალლაჰის წყევლა ებრაელებზე და ქრისტიანებზე, რომლებმაც თავიანთი წინასწარმეტყველების საფლავები სალოცავებად აქციეს
აიშასა და აბდულლაჰ იბნ 'აბბასისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ მათ თქვეს:
როდესაც მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აღსასრული მოახლოვდა, ის ხალათს სახეზე იფარებდა. როცა ხალათი მას ტვირთად მოეჩვენებოდა, სახიდან იხსნიდა და ამ მდგომარეობაში თქვა: «ალლაჰის წყევლა ებრაელებზე და ქრისტიანებზე, რომლებმაც თავიანთი წინასწარმეტყველების საფლავები სალოცავებად აქციეს». ამ სიტყვებით მათ აფრთხილებდა იმ საქციელისთვის, რასაც ისინი ჩადიოდნენ.
لَمَّا نَزَلَ بِرَسُولِ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ طَفِقَ يَطْرَحُ خَمِيصَةً لَهُ عَلَى وَجْهِهِ، فَإِذَا اغْتَمَّ بِهَا كَشَفَهَا عَنْ وَجْهِهِ، فَقَالَ وَهُوَ كَذَلِكَ: «لَعْنَةُ اللَّهِ عَلَى اليَهُودِ وَالنَّصَارَى، اتَّخَذُوا قُبُورَ أَنْبِيَائِهِمْ مَسَاجِدَ» يُحَذِّرُ مَا صَنَعُوا.
'აიშა და აბდულლაჰ იბნ 'აბბასი (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) გვამცნობენ, რომ მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გარდაცვალების დროს, ის სახეზე ქსოვილს იფარებდა. როცა სიკვდილის ტკივილისგან სუნთქვა გაუძნელდებოდა, ქსოვილს სახიდან იხსნიდა. ასეთ მძიმე მდგომარეობაში მან თქვა: ალლაჰის წყევლა ებრაელებზე და ქრისტიანებზე, რომლებმაც თავიანთი წინასწარმეტყველების საფლავებზე სალოცავები ააშენეს. ეს გაფრთხილება იყო მისი ხალხის მიმართ, რათა მათ არ დამსგავსებოდნენ ებრაელებსა და ქრისტიანებს. ასეთი ქცევა დიდებულ და ძლევამოსილ ალლაჰზე თანაზიარის დადგენის გზას ხსნის.
.....:
აკრძალულია წინასწარმეტყველებისა და კეთილმორწმუნეთა საფლავების სალოცავებად ქცევა, სადაც ალლაჰისთვის ლოცვები აღევლინება, რადგან ეს შირქისკენ მიმავალი გზაა.
ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიობა მას) განსაკუთრებულ ყურადღებას და მზრუნველობას იჩენდა ერთღმერთიანობის მიმართ და მისი შიში საფლავების გადაჭარბებული პატივისცემისგან იმით იყო გამოწვეული, რომ ეს მრავალღმერთიანობისკენ მიმავალი გზა იყო.
დაშვებულია ებრაელებისა და ქრისტიანების, ასევე მათნაირად მოქმედთა წყევლა, ვინც საფლავებზე შენობებს აგებს და მათ სალოცავებად აქცევს.
საფლავებზე შენობების აგება ებრაელებისა და ქრისტიანების ტრადიციას განეკუთვნება, ხოლო ჰადისში მკაცრად აკრძალულია მათზე მიმსგავსება.
საფლავების სალოცავებად ქცევა მოიცავს მათთან ან მათკენ ლოცვას, თუნდაც უშუალოდ მეჩეთი არ იყოს აშენებული.
საჰიჰ ალ-ბუხარი (1/ 95) (435).
(2/ 102) (1390).
საჰიჰ მუსლიმ (1/ 377) (531).
(1/ 376) (529).
მეტი... (4)
الملخص في شرح كتاب التوحيد.
للشيخ صالح الفوزان (ص170).
الجديد في شرح كتاب التوحيد.
لمحمد بن عبد العزيز السليمان القرعاوي (ص185).
Cited in books
5 Booksმეტი... (5)
- الصلاة التي علمها النبي ﷺ الصحابة رضي الله عنهمالصلاة التي علمها النبي ﷺ الصحابة رضي الله عنهملَمَّا نُزِلَ بِرَسُولِ اللهِ ﷺ، طَفِقَ يَطْرَحُ خَمِيصَةً لَهُ عَلَى وَجْهِهِ، فَإِذَا اغْتَمَّ كَشَفَهَا عَنْ وَجْهِهِ، فَقَالَ: وَهُوَ كَذَلِكَ «لَعْنَةُ اللهِ عَلَى الْيَهُودِ وَالنَّصَارَى، اتَّخَذُوا قُبُورَ أَنْبِيَائِهِمْ مَسَاجِدَ»
- الصلاة التي علمها النبي ﷺ الصحابة رضي الله عنهملَمَّا نُزِلَ بِرَسُولِ اللهِ ﷺ، طَفِقَ يَطْرَحُ خَمِيصَةً لَهُ عَلَى وَجْهِهِ، فَإِذَا اغْتَمَّ كَشَفَهَا عَنْ وَجْهِهِ، فَقَالَ: وَهُوَ كَذَلِكَ «لَعْنَةُ اللهِ عَلَى الْيَهُودِ وَالنَّصَارَى، اتَّخَذُوا قُبُورَ أَنْبِيَائِهِمْ مَسَاجِدَ»
- المختصر المفيد للمؤذن والإمام والخطيب وأحكام المساجد«لَعْنَةُ اللَّهِ عَلَى اليَهُودِ وَالنَّصَارَى، اتَّخَذُوا قُبُورَ أَنْبِيَائِهِمْ مَسَاجِدَ»
- مجموعة زاد السیرة النبوية (4)السيرة النبوية 4«لَعْنَةُ ﷲ على اليَهُودِ والنَّصارَى، اتَّخَذُوا قُبُورَ أَنْبيائِهِمْ مَساجِدَ» يُحَذِّرُ ما صَنَعُوا.
- مجموعة زاد العقيده (4)العقيدة 4«لَعْنَةُ الله على اليَهُودِ والنَّصارَى، اتَّخَذُوا قُبُورَ أَنْبِيائِهِمْ مَساجِدَ» يُحَذِّرُ ما صَنَعُوا.