წიგნი ''ჯანაზის დადგენილებები'' განმარტებულია მკვდართან მოქცევის ეთიკა და დადგენილებები ისლამური შარიათის შესაბამისად, მოყვანილია ჯანაზაზე დასწრების მადლი, მისი ლოცვის ფორმა, მისი სხვადასხვა მდგომარეობები და ასევე ნათელი განმარტებები და მნიშვნელოვანი მითითებები როგორიცაა: მიცვალებულის სწრაფი მომზადება, მოთქმისგან თავის შეკავება, ალლაჰის ბედისწერის მიმართ კმაყოფილება და მოთმინების გამოჩენის მნიშვნელობა, ეს წიგნი ახსენებს რომ სიკვდილი არის ჭეშმარიტება ყველა ადამიანისათვის, მოუწოდება ალლაჰის მიმართ კარგი ზრახვების შენარჩუნებისაკენ და სიმტკიცისაკენ, ასევე გარდაცვლილის მიმართ ვედრება მისი…
Language: lang_ka
Prepared by: სამეცნიერო კომიტეტი რელიგიური საქმეთა ხელმძღვანელობით ალ-მასჯიდ ალ-ჰარამში და ალ-მასჯიდ ან-ნაბავში.
სამეცნიერო კომიტეტი რელიგიური საქმეთა ხელმძღვანელობით ალ-მასჯიდ ალ-ჰარამში და ალ-მასჯიდ ან-ნაბავში.
შესავალი
ქება დიდება ალლაჰს რომელიც მხოლოდ თვითონაა მარადიული, და დაწერა სიკვდილი ყველა ცოცხალ არსებაზე, ლოცვა და მშვიდობა სამყაროთა წყალობად წარმოგზავნილზე ჩვენს ბატონ მუჰამმადზე, მის ოჯახზე, მეგობრებზე და მათზე მიმყოლზე იყოს, ამის შემდეგ:
ეს არის მოკლე გზავნილი შენთვის რომელმაც დაკარგე ახლობელი, მეგობარი ან საყვარელი ადამიანი, ვთხოვთ უზენაეს ალლაჰს რომ მოგვცეს სარგებელი მისით ჩვენც და შენც, წიგნი სათაურით: ''ჯანაზის დადგენილებები''.
უზენაეს ალლაჰს ვთხოვ მოგცეს დიდი მადლი და სიკეთე,და მას კი ვინც შენ დაკარგე პატიებასა და მისადმი კმაყოფილებას.
ღვთიური სამახარობლო:
ძმაო: შენ ვისაც თავს დაგატყდა სიკვდილის განსაცდელი: გაიხსენე უზენაესი ალლაჰის სიტყვები:{... ახარე მომთმენნი}[სურა ბაყარა: 155]
*ჭეშმარიტად შენთვის ალლაჰის შუამავალის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გარდაცვალება არის ყველაზე დიდი მოვლენა და განსაცდელი, როგორც თქვა მან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):(როცა რომელიმე თქვენგანს თავს დაატყდება უბედურება, მაშ გაიხსენოს მისი უბედურება რომელიც ჩემი გარდაცვალებით მოხდა; ჭეშმარიტად ეს მისთვის ყველაზე დიდი უბუდურებაა).გადმოსცა ატ-ტაბარაანიმ ნომრით.
*შენ ხარ შეპირებული სანაცვლო ანაზღაურებით, ეს დადასტურებულია ალლაჰის შუამავალის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვებით: გადმოცემულია უმმ სალამასგან (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) თქვა: გავიგონე ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა:«არ არსებობს არც ერთი მუსლიმი, რომელსაც შეემთხვა რაიმე უბედურება და რომელმაც არ წარმოთქვა ის, რაც ალლაჰმა უბრძანა: ''ჭეშმარიტად, ჩვენ ალლაჰს ვეკუთვნით და მასთან ვბრუნდებით'' ო, ალლაჰო, მომანიჭე ჯილდო ჩემს უბედურებაზე და მიბოძე მის ნაცვლად უკეთესი", — თუ არა ის, რომ ალლაჰი მას ნამდვილად მისცემს უკეთესს მის ნაცვლად»გადმოსცა მუსლიმმა.
*ჭეშმარიტად ალლაჰმა გამოგცადა შენ რათა მოგიტევოს შენი შეცდომები, გადმოსცემს აბუ სა'იდ ალ-ხუდრი, და აბუ ჰურეირა (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:«რაც არ უნდა შეემთხვეს მუსლიმს: დაღლილობა, ავადმყოფობა, შფოთვა, მწუხარება, უსიამოვნება, სევდა ან თუნდაც ეკლის ჩხვლეტა — ალლაჰი აუცილებლად აპატიებს მას ამის გამო [რაიმეს] მისი ცოდვებიდან».გადმოსცემს ალ-ბუხარი.
*ჭეშმარიტად უზენაესი ალლაჰი შეგპირდა შენ სახლს სამოთხეში, აბუ მუუსა ალ-ა'შარი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:«როდესაც მორწმუნეს შვილი გარდაეცვლება ალლაჰი თავის ანგელოზებს ეუბნება: მიიბარეთ ჩემი მსახურის შვილის სული? ისინი ამბობებ: დიახ, ის იტყვის: მას ამოჰგლიჯეთ გულის ნაყოფი? ამბობენ: დიახ, იტყვის: რა თქვა ჩემმა მსახურმა? იტყვიან: განგადიდა და თქვა: ალლაჰს ვეკუთვნით და მას მივუბრუნდებით, იტყვის: აუგეთ ჩემს მონას სახლი სამოთხეში, და უწოდეთ მას ქებადიდების სახლი».გადმოცემულია თირმიზისგან და იმამი ალ-ალბანი სანდოდ მიიჩნევს მას.
*ჭეშმარიტად უზენაესი ალლაჰი შეგპირდა შენ სახლს სამოთხეში, აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:«უზენაესი ალლაჰი ამბობს: ჩემი მორწმუნე მონის ჯილდო ჩემს წინაშე მხოლოდ სამოთხეა, როდესაც მე მას წავართმევ ოჯახის წევრს ამქვეყნად, ის კი ჯილდოს ჩემგან მოელის».გადმოსცემს ალ-ბუხარი.
*ნურც შეგეშინდება და ნურც მოიწყენ შენი დანაკარგის გამო, დადებითად იფიქრე შენი ღმერთის მიმართ, აბდულლაჰ იბნ უმარი(ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი)გადმოსცმს, რომ შუამავალმა ﷺ თქვა :
პირველი: გარდაცვლილის ოჯახში მისვლით დაწყებული, მასზე განსასვენებელი ლოცვის შესრულებამდე ყოფნა.
მეორე: გარდაცვლილის სახლიდან დაწყებული დასაფლავების დასრულებამდე დასწრება, ეს არის უკეთესი და უფრო დიდი მადლის მქონე.
აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:«ვინც მივა გასვენებაში, დარჩება იქ და ილოცავს ის მიიღებს ყირატის მადლს, ხოლო ვინც გაჰყვება მას სასაფლაოზე და დარჩება სანამ დასაფლავებული არ იქნება ის მიიღებს ორი ყირატის მადლს», მას ჰკითხეს რა არის ორი ყირატის მადლი? მან თქვა: «ორი დიდი მთის ტოლი მადლი».შეთანხმებული ჰადისია. (ალ-ბუხარი და მუსლიმი).
აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:''რომელი თქვენგანია დღეს მარხული''? აბუ ბაქარმა თქვა: მე, თქვა: ''ვინ დაესწრო დღეს ჯანაზას''? აბუ ბაქარმა თქვა: მე, თქვა: ''რომელმა თქვენგანმა დააპურა დღეს ღატაკი''? აბუ ბაქარმა თქვა: მე, თქვა: "რომელმა თქვენგანმა მოინახულა დღეს ავადმყოფი''? აბუ ბაქარმა თქვა: მე, ამის შემდეგ კი თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ''რომელ ადამიანშიც თავს მოიყრის ეს ქმედებები ის აუცილებლად სამოთხეში შევა''.გადმოსცა მუსლიმმა.
გარდაცვლილზე ლოცვის ფორმა:
პირველი თაქბირი: განდევნილი ეშმაკისაგან მიეკედლება ალლაჰს, წარმოთქვამს ბისმილლას და წაიკითხავს სურა ალ-ფაათიჰას, შემდეგ რომელიმე მოკლე სურას ან რამოდენიმე აიათს.
მეორე თაქბირი: დალოცავს მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) (იბრამისეული დალოცვით).
მესამე თაქბირი: გააკეთებს ვედრებას გარდაცვლილისათვის, უმჯობესია წაიკითხოს შემდეგი ვედრება:«ღმერთო ჩემო, მიუტევე ჩვენგან ცოცხალს და გარდაცვლილს, დიდს და პატარას, ქალს და კაცს, აქ მყოფს და აქ არ მყოფს. ღმერთო ჩემო, ვისაც აცოცხლებ ჩვენგან - აცოცხლე ის ისლამზე, და ვისაც მოაკვდინებ ჩვენგან - მოაკვდინე ის რწმენაზე».«ღმერთო ჩემო აპატიე მას, შეიწყალე ის, იხსენი ის, მიუტევე მას, დაასაჩუქრე კარგი განსასვენებლით, გააფართოვე მისი შესასვლელი, განწმინდე ის სუფთა წყლით, ქათქათა თოვლით და ყინულით, გაწმინდე ის ცოდვებისგან, როგორც იწმინდება თეთრი ტანისამოსი სიბინძურისგან, შეცვალე მისი საცხოვრებელი უფრო უკეთესით ვიდრე იყო, მისი ოჯახი უფრო უკეთესით ვიდრე იყო, მისი მეუღლე უფრო უკეთესით ვიდრე იყო, შეიყვანე ის სამოთხეში, დაიფარე ის საფლავისა და ცეცხლის სასჯელისაგან».ეს ყველაფერი არის გადმოცემული მოციქულისაგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თუ ის მიცვალებულისათვის სხვა ვედრებასაც გააკეთებს არ იქნება პრობლემა, მაგალითად:''ო ალლაჰ ის თუ სიკეთის მქნელი იყო შეჰმატე მას სიკეთე, თუ უკეთურებას სჩადიოდა აპატიე მისი შეცდომები, ო ალლაჰ მიუტევე მას და განამტკიცე ის მტკიცე სიტყვით".
მეოთხე თაქბირი: ცოტახნით შეყოვნდება, შემდეგ შეასრულებს სალამს მარჯვნივ და ამბობს: ასსალამუ ‘ალაიქუმ ვა რაჰმათულლაჰ.
ლოცვის მდგომარეობები ჯანაზაზე:
1. ლოცვის შესრულება შეიძლება ჯანაზებისთვის გამოყოფილ სამლოცველოებში.
2. ლოცვის შესრულება შეიძლება მეჩეთებში.
3. მისი ლოცვა შეიძლება სასაფლაოებზე დასფლავებამდე.
4. ლოცვა შეიძლება სასაფლაოებზე დასაფლავების შემდეგ მოკლე დროში.
5. მისი ლოცვა შეიძლება სასაფლაოებზე დასაფლავების შემდეგ დიდი დროის გასვლის შემდეგ.აბუ ჰურაირას გადმოცემით (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) ერთი შავგვრემანი ქალი ან კაცი რომელიც მეჩეთს ალაგებდა ხოლმე გარდაიცვალა, შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მისი გარდაცვალების ამბავი არ გაუგია, ერთ დღეს ის გაახსენდა და თქვა:(რა მოუვიდა ამ ადამიანს) მას უთხრეს: ის გარდაიცვალა ალლაჰის შუამავალო. თქვა: (რატომ არ მაცნობეთ ) მას უთხრეს: მისი ამბავი ასე და ასე იყო, მისი მდგომარეობა უმნიშვნელოდ ჩათვალეს, მან თქვა: (მასწავლეთ სად არის მისი სასაფლაო). მივიდა მის სასაფლაოზე დაილოცა.გადმოცემულია ალ-ბუხარისგან.
მეორე: ჯანაზის სალოცავად მოწოდება და მასზე დასწრებისგან სიზარმაცის გამო თავის არიდებისგან გაფრთხილება.
მესამე: გარდაცვლილის ვალების გადახდის დაუგვიანებლობა (სწრაფად გადახდა), აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:''მორწმუნეს სული მიმაგრებულია მის ვალზე სანამ არ იქნება გადახდილი''გადმოსცა აჰმადმა და თირმიზიმ.
მეოთხე: მოთქმისგან თავის შეკავება; ეს ხდება ხმის აწევით, გარდაცვლილი ადამიანის მაქებარი სიტყვებით მოხსენიება და მისი კარგი ქმედებების, ეს არის უმეცრების პერიოდის ჩვეულებიდან, გადმოცემულია აბუ მაალიქ ალ-აშ'არისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) რომ ალლაჰის შუამავლმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:''ოთხი რამ რომელსაც არ მიატოვებს ჩემი უმმათი არის უმეცრების პერიოდინდელი: სიამაყე გვარიშვილობით, წარმომავლობის გამო ადამიანის დამცირება, ვარსკვლავებისგან წვიმის მოლოდინი და მიცვალებულზე მოთქმა''.ჰადისს გადმოსცემს მუსლიმი.
მეხუთე: სასაფლაოებზე ფეხის დადგმა ან მათზე ჩამოჯდომა: გადმოცემულია 'უყბა იბნ 'აამირისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:''უფრო საყვარელია ჩემთვის ნაკვეჩხალზე, ან ხმალზე, დავადგე ფეხი ან ეკლის ფეხსაცმელებზე დავდიოდე, ვიდრე მუსლიმის სასაფლაოზე დავადგა ფეხი).გადმოსცა იბნ მააჯამ.
მეექვსე: მიცვალებულზე ვედრების მალევე გაკეთებისგან და წამოსვლისგან თავის შეკავება: გადმოცემულია აბუ 'ამრისგან: -ასევ ითქვა: აბუ აბდულლაჰ, აბუ ლაილა- ოსმან იბნ აფფანმა (ალლაჰიი იყოს მისგან კმაყოფილი) თქვა: შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როდესაც მორჩებოდა მიცვალებულის დასაფლავებას ცოტახანს ჩერდებოდა სასაფლაოსთან. და ამბობდა:"პატიება შესთხოვეთ თქვენი ძმისთვის და სიმტკიცე, რადგან ის ახლა დაიკითხება".ჰადისს გადმოსცემს აბუ დაუდი.
მეშვიდე: საფლავის მკვიდრებზე სალამის მიცემა იქ გავლისას ან მათი მონახულებისას, გადმოცემულია ბურაიდასგან (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) თქვა : ალლაჰის შუამავალი (ალლაჰი ლოცვა და მშვიდობა მას) მათ ასწავლიდა როდესაც სასაფლაოებზე გავიდოდენ წარმოეთქვათ შემდეგი ვედრება:«სალამი თქვენ ამ მიწის მკვიდრნო, მორწმუნეებო და მუსლიმებო, უეჭველად ჩვენც შემოგიერთდებით, ღმერთს ვთხოვთ, თქვენთვისაც და ჩვენთვისაც კეთილღეობას».გადმოსცა მუსლიმმა.
მერევე: ამქვეყნიურ საქმეებზე საუბრით არ უნდა დავკავდეთ, მხოლოდ იმ ადგილის და მდგომარეობის გათვალისწინებით.
დასასრული
ყველა ადამიანი შევა სიკვდილის კარიბჭეში, იცოდე რომ ყველაზე დიდი შეგონება სიკვდილია, ალლაჰმა შეიწყალოს თქვენი გარდაცვლილები და მიუტეოს მათ და ყველა გარდაცვლილ მუსლიმებს.
ლოცვა და მშვიდობა ჩვენ შუამავალს, მის ოჯახს და მის ყველა მეგობარს.
განწმენდასთან, ლოცვასთან და დაკრძალვასთან დაკავშირებული ფიქჰის დადგენილებები
16 languages
განწმენდასთან, ლოცვასთან და დაკრძალვასთან დაკავშირებული ფიქჰის დადგენილებები
წიგნი "ფიყჰის წესები განწმენდაში, ლოცვაში და დაკრძალვაში", რომელიც შედგენილია დიდი სწავლულის შეიხ მუჰამმად იბნ სალიჰ ალ-უსაიმინის (ალლაჰმა შეიწყალოს ის) მიერ, მკაფიოდ განმარტავს განწმენდის, ლოცვისა და დაკრძალვის მოქმედებებს. ის ეფუძნება ყურანსა და სუნნას, და მიზნად ისახავს მორწმუნეს ასწავლოს, თუ როგორ უნდა აღასრულოს თაყვანისცემა სწორი ხედვითა და დარწმუნებით, როგორც ასრულებდა მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას). წიგნი აერთიანებს შემსუბუქებას და მკაცრ დაცვას (გაჯერებულია ცოდნით და მტკიცე მანჰაჯით) და მოუწოდებს გულწრფელობასა და მიყოლას, რათა დამოწმდეს მორჩილება და მოპოვებული იყოს ალლაჰთან…
المختصر المفيد للمؤذن والإمام والخطيب وأحكام المساجد
47 languagesوأحكام
المختصر المفيد للمؤذن والإمام والخطيب وأحكام المساجد
كتاب "المختصر المفيد للمؤذن والإمام والخطيب وأحكام المساجد" يتناول مسؤوليات المؤذن والإمام والخطيب وأحكام الأذان والإقامة وصلاة الجمعة وأحكام المساجد. يوضح الكتاب تعريف الأذان والإقامة وحكمهما وفضلهما، كما يبين الصفات المطلوبة في المؤذن والشروط اللازمة لصحة الأذان والإقامة.
بالإضافة إلى ذلك يستعرض الكتاب أحكام الإمامة، ومشروعيتها وفضلها، وشروط وصفات الإمام، مع التركيز على أهمية العلم والخلق في من يتولى هذه الوظيفة الشرعية.
შესაწირი, ყურბანისა და დაკვლის წესები — მოკლე გზავნილი, რომელიც მოიცავს იმ მთავარ საკითხებს, რაც მუსლიმს სჭირდება შესაწირის, ყურბნისა და დაკვლის დადგენილებებში, რათა მორწმუნე იყოს ცოდნითა და სწორი ხედვით აღჭურვილი თავისი რელიგიური საქმეების შესრულებაში.