ვერ გადარჩება საზოგადოება, რომელიც მმართველად ქალს დაიდგენს
გადმოცემულია აბუ ბაქრათასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ გაიგონა ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა:
«ვერ გადარჩება საზოგადოება, რომელიც მმართველად ქალს დაიდგენს».
«لَنْ يُفْلِحَ قَوْمٌ وَلَّوْا أَمْرَهُمُ امْرَأَةً».
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ ვერ მიაღწევს წარმატებას საზოგადოება, რომელმაც მმართველად დაიდგინა ქალი და მათი საქმეები, განსჯა, ზოგადი მართვა, ან კი მინისტრობა მიანდეს მას.
ქალები მმართველობას ან ხალხთა შორის განსჯის თანამდებობებს არ იკავებენ, და სხვა მსგავსი ზოგადი სამმართველო საქმეებს, ხოლო კერძო საქმეები როგორიცაა: ორგანიზაციის მართვა, ობოლთა თავშესაფრის, ან სკოლის მართვა და სხვა მსგავსი ადგილები პრობლემას არ წარმოადგენს.
ქალის სისუსტის განმარტება. ის მამაკაცის თანასწორი არ არის ზოგად მმართველობაში, და თუ მოხდება მსგავს სფეროებში მისი დანიშვნა, შეიძლება გახდეს წარუმატებლობის მიზეზი.
უზენაესმა ალლაჰმა გააჩინა ქალი და მას მისცა მამაკაცისგან განსხვავებული ბუნება, არსებობს მრავალი საქმე რომლის გაკეთებაც ქალს არ შეესაბამება; მისი განსაკუთრებული ბუნების გამო, ასევე არსებობს მრავალი საქმე რომლის გაკეთებაც კაცს არ შეესაბამება; მისი განსაკუთრებული ბუნების გამო.
უარყოფილი წარმატება — ეს არის წარმატება შარიათის ენით, ანუ ამქვეყნიურისა და აახირეთის სიკეთის მიღწევა. სახელმწიფოს აყვავება არ ნიშნავს იმას, რომ ხალხი ალლაჰის კმაყოფილებაშია. ხოლო ვინც ალლაჰის მორჩილებაში არ იმყოფება, ის წარმატებულთაგან არ არის, თუნდაც გარეგნულად მისი ამქვეყნიური საქმე საუკეთესო მდგომარეობაში ჩანდეს.
ამ ჰადისში არ არის ქალის დამცირება, არამედ მისი შესაძლებლობებისათვის შესაფერისი სწორი გზის ჩვენებაა.
საჰიჰ ალ-ბუხარი (6/ 8) (4425).
მეტი... (13)
عمدة القاري شرح صحيح البخاري.
لبدر الدين العيني (14/ 210).
أعلام الحديث (شرح صحيح البخاري) لأبي سليمان الخطابي (3/ 1787).
توضيح الأحكام مِن بلوغ المرام.
لعبد الله البسام (7/ 183).
فتح ذي الجلال والإكرام شرح بلوغ المرام.
لابن عثيمين (2/ 268).
منحة العلام في شرح بلوغ المرام.
لعبد الله الفوزان (3/ 441).
ذخيرة العقبى في شرح المجتبى.
للولوي (1/ 82).
كشف المشكل من حديث الصحيحين.
لابن الجوزي (2/ 16).
Cited in books
3 Booksმეტი... (3)
- التسليم للنص الشرعي والمعارضات الفكرية المعاصرة02 التسليم للنص الشرعي - من المبحث الثالث الفصل الأول حتى المبحث الثاني الفصل الثاني"لن يفلح قوم ولوا أمرهم امرأة"
- المختصر المفيد للمؤذن والإمام والخطيب وأحكام المساجد«لَنْ يُفْلِحَ قَوْمٌ وَلَّوْا أَمْرَهُمْ امْرَأَةً»
- مجموعة زاد الفقه (2)الفقه للمستوى الثاني ( مجموعة زاد )«لن يفلح قوم ولَّوْا أمرَهم امرأةً».