ვინც სრულყოფილად შეასრულებს მცირე განბანვას (ვუდუ), შემდეგ გაემართება პარასკევის ლოცვაზე და ყურაღებით, მდუმარედ მოუსმენს [ხუტბას], მას აუცილებლად მიეტევება ცოდვები, რომლებიც ჩაუდენია ამ პარასკევსა და წინა პარასკევს შორის, და დამატებით სამი დღის ცოდვები
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ვინც სრულყოფილად შეასრულებს მცირე განბანვას (ვუდუ), შემდეგ გაემართება პარასკევის ლოცვაზე და ყურაღებით, მდუმარედ მოუსმენს [ხუტბას], მას აუცილებლად მიეტევება ცოდვები, რომლებიც ჩაუდენია ამ პარასკევსა და წინა პარასკევს შორის, და დამატებით სამი დღის ცოდვები. ხოლო ვინც (უმიზეზოდ მეჩეთში) ეხება კენჭებს, თითქოსდა ფუჭად დაილაპარაკა».
«مَنْ تَوَضَّأَ فَأَحْسَنَ الْوُضُوءَ ثُمَّ أَتَى الْجُمُعَةَ فَاسْتَمَعَ وَأَنْصَتَ غُفِرَ لَهُ مَا بَيْنَهُ وَبَيْنَ الْجُمُعَةِ وَزِيَادَةُ ثَلَاثَةِ أَيَّامٍ، وَمَنْ مَسَّ الْحَصَى فَقَدْ لَغَا».
ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) გვამცნობს, რომ ვინც განბანვას შეასრულებს სრულყოფილად, შეასრულებს მის სავალდებულო ნაწილებს, სუნნებსა და ადაბებს, შემდეგ წავა პარასკევის ლოცვაზე, მოუსმენს და ყურადღებით იქნება ქადაგებისას და თავს აარიდებს ამაო საუბრებს, ალლაჰი მას მიუტევებს მცირედ ცოდვებს ათი დღის განმავლობაში: ერთი პარასკევის ლოცვიდან მეორე პარასკევის ლოცვამდე, დამატებით კიდევ სამი დღე, რადგან ერთი კეთილი საქმე ათჯერადაა ანაზღაურებული. შემდეგ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გააფრთხილა, რომ არ უნდა დაკარგოს ადამიანმა კონცენტრაცია ხუტბაში მოცემული დარიგებების მიმართ და თავი უნდა შეიკავოს უქმად მოძრაობებისგან ხუტბის დროს, მაგალითად, მიწაზე კენჭების შეხებისგან ან სხვა ისეთ ქმედებებისგან, რომლებიც ყურადღებას აკარგვინებს და უაზროა. მან თქვა, რომ ვინც ასე იქცევა, ფუჭად ლაპარაკობს, ხოლო ვინც ფუჭად ლაპარაკობს, მას არ ეძლევა სრულფასოვანი ჯილდო პარასკევის ლოცვისთვის.
წახალისება განბანვის სრულყოფილად შესრულებისა და პარასკევის ლოცვის დაცვაზე.
პარასკევის ლოცვის ღირსება.
პარასკევის ქადაგებისადმი ყურადღების მიქცევის აუცილებლობა და მისგან ყურადღების არ გაფანტვა საუბრის ან სხვა საქმეების მეშვეობით.
ვინც ქადაგების დროს ამაო ქმედებას ჩაიდენს, მისი პარასკევის ლოცვა ჩაითვლება ვალდებულების მოხსნად, თუმცა ჯილდო შემცირდება.
საჰიჰ მუსლიმ (2/ 588) (857).
მეტი... (6)
نزهة المتقين شرح رياض الصالحين.
مجموعة من الباحثين (1/ 824).
بهجة الناظرين شرح رياض الصالحين.
لسليم الهلالي (2/ 313).
النهاية في غريب الحديث والأثر.
لابن الأثير(4/ 257).
Cited in books
3 Booksმეტი... (3)
- آداب المشي إلى الصلاة"ومن مس الحصى فقد لغا"
- المختصر المفيد للمؤذن والإمام والخطيب وأحكام المساجد«مَنْ مَسَّ الحَصَى فَقَدْ لَغَا»
- رياض الصالحينرياض الصالحين مع فوائد وهدايات - 6«مَنْ توضَّأَ فأحسنَ الوُضوءَ، ثُمَّ أتىٰ الجُمُعةَ، فاسْتَمَعَ وأنْصَتَ، غُفرَ لَهُ ما بيْنَه وبينَ الجُمُعةِ وزيادةُ ثلاثَةِ أيَّامٍ، وَمَنْ مسَّ الحَصَىٰ فَقَدْ لَغَا».