Skip to content

გამოიჩინეთ სიმართლე, რადგან ჭეშმარიტად, სიმართლე კეთილმოქმედებისკენ მიგიყვანთ, ხოლო კეთილმოქმედება სამოთხეში

აბდულლაჰ იბნ მას'უდისგან გადმოცემულია, რომ მან თქვა: თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):

«გამოიჩინეთ სიმართლე, რადგან ჭეშმარიტად, სიმართლე კეთილმოქმედებისკენ მიგიყვანთ, ხოლო კეთილმოქმედება სამოთხეში. ადამიანი სიმართლეს ამბობს და ისწრაფვის სიმართლისკენ მანამ, სანამ ალლაჰის წინაშე არ იქნება ჩაწერილი როგორც სიმართლის მთქმელი. შეიკავეთ თავი ტყუილისგან, რადგან ჭეშმარიტად, ტყუილი ცოდვებისკენ მიგიყვანთ, ხოლო ცოდვები ჯოჯოხეთის ცეცხლში. ადამიანი დაიწყებს ტყუილს და ისწრაფვის ტყუილისკენ, სანამ არ იქნება ჩაწერილი ალლაჰის წინაშე როგორც მატყუარა».

«عَلَيْكُمْ بِالصِّدْقِ، فَإِنَّ الصِّدْقَ يَهْدِي إِلَى الْبِرِّ، وَإِنَّ الْبِرَّ يَهْدِي إِلَى الْجَنَّةِ، وَمَا يَزَالُ الرَّجُلُ يَصْدُقُ وَيَتَحَرَّى الصِّدْقَ حَتَّى يُكْتَبَ عِنْدَ اللهِ صِدِّيقًا، وَإِيَّاكُمْ وَالْكَذِبَ، فَإِنَّ الْكَذِبَ يَهْدِي إِلَى الْفُجُورِ، وَإِنَّ الْفُجُورَ يَهْدِي إِلَى النَّارِ، وَمَا يَزَالُ الرَّجُلُ يَكْذِبُ وَيَتَحَرَّى الْكَذِبَ حَتَّى يُكْتَبَ عِنْدَ اللهِ كَذَّابًا».

შეთანხმებული
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბრძანა სიმართლის თქმა და გვამცნო, რომ მისი დაცვა ადამიანს მუდმივი კეთილი საქმეებისკენ წარუძღვება, ხოლო კეთილი საქმეების გამუდმებული შესრულება მის მფლობელს სამოთხეში შეიყვანს. ვინც საიდუმლოდ და აშკარად მუდმივად დარჩება ჭეშმარიტი, ის ალლაჰთან მოიპოვებს მართლის წოდებას, რაც სიმართლის უმაღლეს ხარისხს აღნიშნავს, შემდეგ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გააფრთხილა სიცრუისა და ტყუილის თქმისგან, რადგან სიცრუე ადამიანში წარმოშობს სწორი გზიდან გადახრას, უბიძგებს ბოროტების, ცოდვისა და დაუმორჩილებლობისკენ, ხოლო საბოლოოდ ჯოჯოხეთში მიიყვანს. ვინც ხშირად იტყვის ტყუილს, ალლაჰი მას ბოლოს მატყუარად ჩაწერს.

ჰადისის სარგებლობიდან

სიმართლე არის ღირსეული ზნეობრივი თვისება, რომლის შეძენაც შესაძლებელია მონდომებისა და ძალისხმევის შედეგად. თუ ადამიანი მუდმივად დაიცავს სიმართლეს და ისწრაფვის მისკენ, საბოლოოდ ეს თვისება მისი მეორე ბუნება გახდება. ამის შედეგად, ის ჩაიწერება ალლაჰთან როგორც ყველაზე მართალი და კეთილმოსურნე მორწმუნე.

სიცრუე უხამსი თვისებაა, რომელსაც ადამიანი იძენს მისი ხანგრძლივი პრაქტიკითა და სიცრუის მიმართ გამუდმებული მიდრეკილებით, სიტყვითა და მოქმედებით. საბოლოოდ, სიცრუე ხდება მისი ხასიათისა და ბუნების ნაწილი. ასეთი ადამიანი უზენაეს ალლაჰთან ჩაიწერება, როგორც მატყუარა.

სიმართლე გულისხმობს როგორც ენის სიმართლეს, რომელიც ტყუილის საპირისპიროა, ასევე განზრახვებში სიმართლეს, ანუ გულწრფელობას. იგი მოიცავს სიმართლეს კეთილი განზრახვის განხორციელებისას, სიმართლეს მოქმედებებში, რომლის ყველაზე დაბალი დონე არის ის, რომ ადამიანის გულში არსებული შეესაბამებოდეს მის ქცევასა და მოქმედებებს, და სიმართლეს მდგომარეობებში, მაგალითად, სიმართლეს შიშში, იმედში და სხვა მსგავსში. ვისაც ეს ყველაფერი აქვს, ის არის ყველაზე მართალი(აღმატებითი ფორმა), ხოლო ვისაც ამ თვისებებიდან მხოლოდ ნაწილი აქვს, ის არის მართალი.

წყაროები

საჰიჰ ალ-ბუხარი (8/ 25) (6094).

საჰიჰ მუსლიმ (4/ 2013) (2607).

მეტი... (8)

توضيح الأحكام من بلوغ المرام.

لعبد الله البسام (7/ 479).

منحة العلام في شرح بلوغ المرام.

لعبد الله الفوزان (10/ 313).

فتح ذي الجلال والإكرام.

لابن عثيمين (6/ 417).

سبل السلام بشرح بلوغ المرام.

لمحمد الصنعاني (2/ 686).