ყველაზე კარგი დღე, რომელზეც მზე ამოდის, არის პარასკევის დღე
გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ყველაზე კარგი დღე, რომელზეც მზე ამოდის, არის პარასკევის დღე, ამ დღეს ალლაჰმა შექმნა ადამი, ამ დღესვე შეიყვანა ის სამოთხეში, ამ დღესვე გამოიყვანა იქიდან და განკითხვის დღის საათი არ დადგება, გარდა პარასკევის დღისა».
«خَيْرُ يَوْمٍ طَلَعَتْ عَلَيْهِ الشَّمْسُ يَوْمُ الْجُمُعَةِ، فِيهِ خُلِقَ آدَمُ، وَفِيهِ أُدْخِلَ الْجَنَّةَ، وَفِيهِ أُخْرِجَ مِنْهَا، وَلَا تَقُومُ السَّاعَةُ إِلَّا فِي يَوْمِ الْجُمُعَةِ».
ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვაუწყებს, რომ ყველაზე კარგი დღე, რომელზეც მზე ამოდის, არის პარასკევის დღე, მისი გამორჩეული თვისებებიდანაა: ალლაჰმა ამ დღეს შექმნა ადამი (ღმერთის მშვიდობა მას), ამ დღეს შეიყვანა ის სამოთხეში, ამ დღე გამოიყვანა იქიდან და ჩამოიყვანა დედამიწაზე. განკითხვის დღის საათი დადგება მხოლოდ პარასკევის დღეს.
პარასკევის დღის უპირატესობა კვირის სხვა დღეებზე.
პარასკევის დღეს კეთილი საქმეების შესრულების წახალისება, ალლაჰის წყალობის მიღებისათვის მზადყოფნა და მისი სასჯელის თავიდან აცილება.
ეს პარასკევის დღისთვის ხსენებული თვისებები ჰადისში, ზოგი მიიჩნევს, რომ არაა უპირატესობა, რადგან ადამის გამოყვანა და განკითხვის დღის დადგომა უპირატესობად არ ითვლება. თუმცა, ზოგის აზრით, ეს ყველა უპირატესობაა, რადგან ადამის გამოყვანა გახდა წინასწარმეტყველებისა და მარლთმორწმუნეთა შთამომავლობის მიზეზი, ხოლო განკითხვის დღე მორწმუნეთათვის ალლაჰის მიერ მომზადებული ღირსებების სწრაფად მიღწევის მიზეზია.
პარასკევის დღისთვის მოხსენიებულია სხვა თვისებები, მათ შორისაა: ამ დღეს ალლაჰმა ადამის მონანიება მიიღო, ამ დღეს ის გარდაიცვალა და ამ დღეს არის საათი, რომელშიც მორწმუნის ვედრება, რომელითაც ის ალლაჰს მიმართავს, ალლაჰი პასუხობს მას.
წლის საუკეთესო დღე არის არაფას დღე, ზოგი ამბობს: მსხვერლპშეწირვის დღეაო საუკეთესო, კვირის საუკეთესო დღე არის პარასკევი, ხოლო საუკეთესო ღამე არის ყადრის ღამე.
საჰიჰ მუსლიმ (2/ 585) (854).
მეტი... (8)
بهجة الناظرين.
لسليم الهلالي (2/ 313).
نزهة المتقين.
لمجموعة من الباحثين (2/ 824).
مرعاة المفاتيح شرح مشكاة المصابيح.
لعبيد الله المباركفوري (4/ 422).
شرح رياض الصالحين.
لابن عثيمين (5/ 164).
Cited in books
3 Booksმეტი... (3)
- المختصر المفيد للمؤذن والإمام والخطيب وأحكام المساجد«خَيْرُ يَوْمٍ طَلَعَتْ عَلَيْهِ الشَّمْسُ يَوْمُ الجُمُعَةِ، فِيهِ خُلِقَ آدَمُ، وَفِيهِ أُدْخِلَ الجَنَّةَ، وَفِيهِ أُخْرِجَ مِنْهَا»
- قاموس الكبائرموسوعة الكبائر - المجموعة الرابعة«خَيْرُ يَوْمٍ طَلَعَتْ عَلَيْهِ الشَّمْسُ يَوْمُ الْجُمُعَةِ: فِيهِ خُلِقَ آدَمُ، وَفِيهِ أُدْخِلَ الْجَنَّةَ، وَفِيهِ أُخْرِجَ مِنْهَا»[40].
- مشروع المنهج التعليميمادة الفقه مستوى 2«خَيْرُ يَوْمٍ طَلَعَتْ عَلَيْهِ الشَّمْسُ يَوْمُ الْجُمُعَةِ، فِيهِ خُلِقَ آدَمُ، وَفِيهِ أُدْخِلَ الْجَنَّةَ، وَفِيهِ أُخْرِجَ مِنْهَا، وَلَا تَقُومُ السَّاعَةُ إِلَّا فِي يَوْمِ الْجُمُعَةِ».