الإسلام - نبذة موجزة عن الإسلام (مشتملة على الأدلة)
ისლამი ისლამის მოკლე მიმოხილვა ისე, როგორც მოვიდა წმინდა ყურანში და შუამავლის სუნნაში ეს წიგნი მოკლედ ხსნის ისლამის მნიშვნელოვან საფუძვლებს, სწავლებებს, მის ლამაზ მხარეებსა და ძირითად წყაროებს, რომლებსაც წმინდა ყურანი და შუამავლის სუნნეთი წარმოადგენს. წიგნი განკუთვნილია ყველა დროისა და ადგილმდებარეობის, ზრდასრული მუსლიმებისა და არამუსლიმებისთვის, მათ ენებზე. დროისა და ცხოვრებისეული პირობების მიუხედავად. (ეს ვერსია შეიცავს მტკიცებულებებს წმინდა ყურანიდან და შუამავლის სუნნადან) 1. ისლამი არის ალლაჰის გზავნილი ყველა ადამიანის მიმართ. ის არის ღვთიური გზავნილი, რომელიც არის მარადიული და საბოლოო…
This PDF is generated automatically from the book's text; its layout may differ from the printed edition.
ისლამი
ისლამის მოკლე მიმოხილვა ისე, როგორც მოვიდა წმინდა ყურანში და შუამავლის სუნნაში
ეს წიგნი მოკლედ ხსნის ისლამის მნიშვნელოვან საფუძვლებს, სწავლებებს, მის ლამაზ მხარეებსა და ძირითად წყაროებს, რომლებსაც წმინდა ყურანი და შუამავლის სუნნეთი წარმოადგენს. წიგნი განკუთვნილია ყველა დროისა და ადგილმდებარეობის, ზრდასრული მუსლიმებისა და არამუსლიმებისთვის, მათ ენებზე. დროისა და ცხოვრებისეული პირობების მიუხედავად.
(ეს ვერსია შეიცავს მტკიცებულებებს წმინდა ყურანიდან და შუამავლის სუნნადან)
1. ისლამი არის ალლაჰის გზავნილი ყველა ადამიანის მიმართ. ის არის ღვთიური გზავნილი, რომელიც არის მარადიული და საბოლოო ღვთიური წერილი.
ისლამი არის ალლაჰის გზავნილი ყველა ადამიანის მიმართ. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «და არ წარმოგვიგზავნიხარ შენ, თუ არა მთელი ხალხისთვის მახარობლად და შემგონებლად, მაგრამ ხალხის უმეტესობამ არ უწყის!» [საბა: 28] დიადი ალლაჰი ამბობს: «უთხარი: ჰეი, ადამიანებო! ჭეშმარიტად, მე ალლაჰის შუამავალი ვარ, ყველა თქვენგანისთვის» [ ალ-ა'რაფ: 158 ] უზენაესი ალლაჰი ამბობს: «ჰეი ადამიანნო! თქვენთან მოვიდა შუამავალი ჭეშმარიტებით თქვენი ღმერთისგან და ირწმუნეთ, ეს უმჯობესია თქვენთვის. ალლაჰისაა ყველაფერი, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, და ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ბრძენია» [ ან-ნისა: 170].
ისლამი არის ღმერთის მარადიული გზავნილი, და ღვთიური გზავნილების ბოლო გზავნილი. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «არ არის მუჰამმადი არავისი მამა, თქვენი კაცებიდან, არამედ იგია ალლაჰის შუამავალი და შუამავალთა ბეჭედი, ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა». [ ალ-აჰზაბ: 40 ]
2. ისლამი არ არის ერთი რომელიმე ერის ან ეთნოსის კუთვნილი რელიგია არამედ, ის ალლაჰის რელიგია მთელი კაცობრიობისთვის:
ისლამი არ არის ერთი რომელიმე ერის ან ეთნოსის კუთვნილი რელიგია არამედ, ის ალლაჰის რელიგია მთელი კაცობრიობისთვის, წმინდა ყურანში უზენაესი ალლაჰის პირველი ბრძანება ასეთია: «ჰეი, ადამიანებო! თაყვანი ეცით თქვენს ღმერთს, რომელმაც შეგქმნათ თქვენ და ისინი, ვინც იყვნენ თქვენზე უწინ! რათა ეგების ღმერთის გეშინოდეთ!» [ალ-ბაყარა: 21] უზენაესი ალლაჰი ამბობს: «ჰეი, ადამიანებო! გეშინოდეთ თქვენი ღმერთის, რომელმაც გაგაჩინათ თქვენ ერთი სულისგან, და გააჩინა მისგან მისი მეწყვილე (მეუღლე), და მათ ორისგან გაამრავლა უამრავი კაცი და ქალი» [ან-ნისა: 1] იბნ უმარი გადმოგვცემს (ალლაჰის იყოს მათით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მექქას აღების დღეს ხალხს მიმართა და თქვა: «ჰეი, ადამიანებო! ჭეშმარიტად, ალლაჰმა ჩამოგაცილათ უმეცრების მედიდურობა, წინაპრებით თავის ქება. კაცი ორნაირია: კაცი კეთილი, ღვთისმოშიში, ალლაჰის წინაშე დაფასებული და კაცი ცოდვების მიმართ უდარდელი, უბედური და ალლაჰის წინაშე დაუფასებელი. ადამიანები ყველანი ადამის შვილები არიან, ადამი ალლაჰმა მიწისგან გააჩინა. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «ჰეი, ადამიანებო! ერთი მამრისაგან და ერთი მდედრისაგან გაგაჩინეთ და რომ შეიცნოთ ერთმანეთი, დაგადგინეთ ერებად და ტომებად. თქვენგან ყველაზე უფრო პატივდებული ალლაჰის წინაშე თქვენში ყველაზე უფრო ღვთისმოშიშია. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ყველაფრისმცოდნეა!» [ალ-ჰუჯურაათ: 13] ჰადისს გადმოგვცემს ათ-თირმიზი (3270). არ არსებობს წმინდა ყურანის ბრძანებებში ან ძვირფასი შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბრძანებებში კანონი, რომელიც მიეკუთვნება კონკრეტულ ტომს ან ჯგუფს, მათი გვარის, წარმომავლობის ან ეროვნების გამო.
3. ისლამი არის ღვთიური გზავნილი, რომელიც მოვიდა უწინარესი შუამავლების და მოციქულების (ლოცვა და შვიდობა მათ) გზავნილების სრულყოფილებისთვის, რომელსაც უქადაგებდნენ მათ ხალხს.
ისლამი არის ღვთიური გზავნილი, რომელიც მოვიდა უწინარესი შუამავლების და მოციქულების (ლოცვა და შვიდობა მათ) გზავნილების სრულყოფილებისთვის, რომელსაც უქადაგებდნენ მათ ხალხს. უზენაესი ალლაჰი ამბობს: «ჩვენ ზეშთაგაგონეთ შენ გამოცხადება ისევე, როგორც ზეშთავაგონეთ ნუჰს და შუამავლებს მის შემდგომ, ისმა'ილს, ისჰაყს, ია'ყუბს და და მათ მოდგმას; 'ისას, აიუბს, იუნუსს, ჰარუნს, სულეიმანს, და ვუბოძეთ დავუდს ფსალმუნი(ზებური)» [ან-ნისა: 163] ეს არის რელიგია, რომელიც ზეგარდმოუვლინა ალლაჰმა შუამავალ მუჰამმადს (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას), ეს არის რელიგია, რომელიც დაუდგინა ალლაჰმა წინათმყოფ შუამავლებს და მოუწოდა მათ მისკენ, უზენაესი ალლაჰი ამბობს: «დააკანონა თქვენთვის სარწმუნოებაში ის, რაც უბრძანა ნუჰს და რომელიც ზეშთაგაგონეთ შენ, რაც ვუბრძანეთ იბრაჰიმს, მუსას და 'ისას: "რომ დაიცავით სარწმუნოება და ნუ დაიყოფით მასში. მძიმეა წარმართებისთვის(მუშრიქებისთვის) იგი, რისკენაც შენ მოუწოდებ. ალლაჰი გამოარჩევს თავისკენ, ვისაც ინებებს, და უწინამძღვრებს თავისკენ, ვინც მას მიუბრუნდება» [აშ-შურა: 13] ეს არის რაც ალლაჰმა ზეშთააგონა შუამავალ მუჰამმადს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), ეს არის იმის დამამოწმებელი, რაც მოვიდა წინა ღვთიურ წიგნებში: თავრათში და ინჯილში, სანამ მათი დამახინჯება მოხდებოდა. უზენაესმა ალლაჰმა თქვა: «და ის, რაც ზეშთაგეგონა შენ წიგნისგან, ჭეშმარიტებაა- დასტურად იმისა, რაც იყო მასზე უწინ. ალლაჰი ხედავს თავის მსახურებს» [ფაატირ: 31].
4. შუამავლების (მშვიდობა მათ) რელიგია იყო ერთი, მაგრამ კანონმდებლობა სხვადასხვა:
შუამავლების (მშვიდობა მათ) რელიგია იყო ერთი, მაგრამ კანონმდებლობა სხვადასხვა. უზენაესი ალლაჰი ამბობს: «და გარდმოგივლინეთ შენ წიგნი ჭეშმარიტებით, დასტურად იმ წიგნთა, რაც იყო მანამდე და მის დამცველად. განსაჯე მათ შორის იმის მიხედვით, რაც გარდმოგივლინა ალლაჰმა და ნუ აჰყვები მათ სურვილებს, რამეთუ შენ გებოძა ჭეშმარიტება. ჩვენ თითოეულ თქვენგანს დავუდგინეთ კანონი და გზა. და რომ ინებოს ალლაჰმა, გაქცევდათ თქვენ ერთიან თემად. მაგრამ გამოგცდით იმით, რაც გებოძათ. ეცადეთ შეეჯიბროთ ერთმანეთს კეთილი საქმეების კეთებაში. ყველანი ალლაჰთან დაბრუნდებით და იგი განგიცხადებთ იმას, რაზედაც ვერ თანხმდებოდით» [ალ-მაიდა: 48]. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მე ხალხთა შორის ყველაზე ახლოს ვარ (უპირატესობა მაქვს)მარიამის ძე ისასთან ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც, მოციქულები ერთმანეთის ძმები არიან, მათი დედები სხვადასხვა არიან, მაგრამ მათი რელიგია ერთი». გადმოსცა ალ-ბუხარიმ (3443).
5. ისლამი მოუწოდებს ისე, როგორც მოუწოდებდა ყველა შუამავალი: ნუჰი(ნოე), იბრაჰიმი, მუსა, სულეიმანი, დაუდი და ისა (მშვიდობა იყოს მათზე) რწმენისკენ, რომ ღმერთი ალლაჰია და ის არის შემქმნელი, სარჩოს მომცემი, ვინც აცოცხლებს და ვინც აკვდინებს, ის არის ხელმწიფობის მფლობელი, ის არის რომელიც განკარგავს ყველა საქმეს, ის არის მოწყალე და შემწყალებელი.
ისლამი მოუწოდებს ისე, როგორც მოუწოდებდა ყველა შუამავალი: ნუჰი, იბრაჰიმი, მუსა, სულეიმანი, დაუდი და ისა (მშვიდობა იყოს მათზე) რწმენისკენ, რომ ღმერთი ალლაჰია და ის არის შემქმნელი, სარჩოს მომცემი, ვინც აცოცხლებს, და ვინც აკვდინებს, ის არის ხელმწიფობის მფლობელი, ის არის რომელიც განკარგავს ყველა საქმეს, ის არის მოწყალე და შემწყალებელი. უზენაესი ალლაჰი ამბობს: «ჰეი ხალხო! გაიხსენეთ ალლაჰის წყალობა თქვენზე. განა არის სხვა გამჩენი ალლაჰის გარდა, რომელიც გაძლევთ სარჩოს ციდან თუ მიწიდან? არ არსებობს ღვთაება მის გარდა, და სადღა მიექცევით!» [ფაატირ: 3] უზენაესი ალლაჰი ამბობს: «უთხარი: ვინ გაძლევთ თქვენ სარჩოს ციდან და მიწიდან? ან ვინ ფლობს სმენასა და თვალთახედვას?! ვის გამოჰყავს ცოცხალი მკვდრისაგან და ვის გამოჰყავს მკვდარი ცოცხალისაგან?! ვინ განაგებს საქმეებს?! იტყვიან: ალლაჰიო. და უთხარი: განა არ გეშინიათ?!» [იუნუს: 31] უზენაესი ალლაჰი ამბობს: «ვინ გააჩინა პირველად და მერე ვინ დააბრუნებს?! და , ვინ გაძლევთ სარჩოს ცით და მიწით?! განა არის ალლაჰთან ერთად სხვა ღვთაება?! უთხარი: მოიტანეთ თქვენი მტკიცებულება, თუკი მართალნი ხართ!» [ან-ნამლ: 64]
ყველა შუამავალი და მოციქული (მშვიდობა მათ) წარმოიგზავნენ ერთადერთი ალლაჰის თაყვანისცემაზე მოწოდებისთვის, უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «და ვფიცავ! ჩვენ წარმოვგზავნეთ ყოველ ერთან შუამავალი, რათა ალლაჰისათვის თაყვანი ეცათ და განდგომოდნენ ტაღუთს, და მათგან იყვნენ ისინი, რომელნიც ალლაჰმა დაადგინა ჭეშმარიტ გზაზე და იყვნენ ისეთნიც, რომელთაც განესაზღვრათ ცდომილება. მაშ, იარეთ ქვეყანაზე და ნახეთ, როგორი იყო მატყუარების აღსასრული!» [ან-ნაჰლ: 36] უზენაესი ალლაჰი ამბობს: «და არ წარგვიგზავნია შენზე უწინ ერთი შუამავალიც კი, რომ არ ზეშთაგვეგონებინა მისთვის: არ არსებობს ღვთაება ჩემს გარდა, და მე მეთაყვანეთ» [ალ-ანბია: 25] ალლაჰმა ნუჰ შუამავალზე (მშვიდობა მას) გვამცნო და თქვა: «და ვფიცავ, უწინ ნუჰი წარვაგზავნეთ თავის ხალხთან, და უთხრა: ო ხალხო ჩემო, თაყვანი ეცით ალლაჰს, არ გყავთ თქვენ ღვთაება მის გარდა. ხოლო მე მეშინია, თქვენ გამო დიდებული დღის სასჯელისა» [ალ-ა'რაფ: 59] ალლაჰის მეგობარი იბრაჰიმ შუამავალი (მშვიდობა მას) თქვა - როგორც გვამცნო ეს ალლაჰმა - მან თქვა: «და იბრაჰიმი, როცა უთხრა თავის ხალხს: თაყვანი ეცით ალლაჰს და გეშინოდეთ მისი. ეს უკეთესია თქვენთვის, რომ იცოდეთ!» [ალ-'ანქაბუუთ: 16] საალიჰ შუამავალმა თქვა (მშვიდობა მას) როგორც ალლაჰმა გვამცნო მასზე: «უთხრა: ო ხალხო ჩემო, თაყვანი ეცით ალლაჰს, არ გყავთ სხვა ღვთაება მის გარდა. თქვენ უკვე გებოძათ ცხადი ნიშანი თქვენი ღმერთისაგან. ეს დედალი აქლემი ალლაჰისა არის თქვენი ნიშანი. გაუშვით, ძოვოს ალლაჰის მიწაზე და ავს ნუ გაუკეთებთ, თორემ დაგატყდებათ მტანჯველი სასჯელი!» [ალ-ა'რაფ: 73] თქვა შუ'აიბ შუამავალმა (მშვიდობა მას), როგორც გვამცნო ეს ალლაჰმა: «ო, ხალხო ჩემო, თაყვანი ეცით ალლაჰს, არ გყავთ ღვთაება მის გარდა. ადრე თქვენ მოგეცათ ცხადი ნიშანი თქვენი ღმერთისაგან. სრულად დაიცავით საზომი და სასწორი,და ნუ დააკლებთ ხალხს მათ ნივთებს. უკეთურებას ნუ ამრავლებთ ქვეყანაზე მისი გამართვის შემდგომ. ეს უკეთესია თქვენთვის, თუკი ხართ მორწმუნენი» [ალ-ა'რაფ: 85]
როცა პირველად ალლაჰი დაელაპარაკა მუსას (მშვიდობა მას) უთხრა უზენაესმა: «მე გამოგარჩიე შენ, და შეისმინე ის, რაც ზეშთაგეგონება! [13] ჭეშმარიტად მე ვარ ალლაჰი! არ არსებობს ღვთაება, ჩემს გარდა. თაყვანი მეცი და ლოცვად დადექი ჩემს სახსენებლად!» [14] [ ტაჰა: 13-14 ] ალლაჰმა გვამცნო მუსასთან დაკავშირებით (მშვიდობა მას), რომ ის მიეკედლა ალლაჰს და თქვა: «ჭეშმარიტად მე მივეკედლე ჩემს ღმერთს და თქვენს ღმერთს ყოველი მედიდურისგან, რომელსაც არ სწამს ანგარიშწორების დღის» [ღაფირ: 27] ალლაჰმა გვამცნო ისაზე (მშვიდობა მას), რომ მან თქვა: «ჭეშმარიტად, ალლაჰია ჩემი ღმერთიც და თქვენი ღმერთიც, მაშ ეთაყვანეთ მას, ესაა სწორი გზა» [ალი იმრან: 51]. უზენაესი ალლაჰი გვამცნობს ასევე ისაზე (მშვიდობა მას), რომ მან თქვა: «ისრაილის შვილებო, თაყვანი ეცით ალლაჰს, ჩემს ღმერთსა და თქვენს ღმერთს. უეჭველად, ვინც ალლაჰს თანაზიარს დაუდგენს, იმას აუკრძალა ალლაჰმა სამოთხე და მისი თავშესაფარი ცეცხლია. და არ ეყოლებათ უსამართლოებს შემწეები» [ ალ-მაიდა: 72 ].
უფრო მეტიც, თვით თავრათში და ინჯილშიც მოვიდა დასტური იმაზე, რომ ღვთისმსახურება მხოლოდ ერთადერთ ალლაჰს ეკუთვნის, მოცემულია რჯულის წიგნში მეორე კანონში მუსას სიტყვები მშვიდობა მას: «ისმინე! ო ისრაელის მოდგმავ, ღმერთია ჩვენი ღვთაება, ის ერთადერთი ღმერთია» ასევე მოვიდა ერთღმერთიანობის დასტური ინჯილში მარკოსის სახარებაში, სადაც ისა (მშვიდობა მას) ამბობს: «ჭეშმარიტად, უპირველესი დარიგება არის: ისმინე ო ისრაელის მოდგმავ, ღმერთი ჩვენი ღვთაება, ერთადერთი ღმერთია».
უზენაესი ალლაჰი გვამცნობს, რომ ყველა შუამავალი წარმოგზავნილი იქნა ამ დიადი მისიით, ეს არის მოწოდება ერთღმერთიანობისკენ, უზენაესი ალლაჰი ამბობს: «და ვფიცავ! ჩვენ წარმოვგზავნეთ ყოველ ერთან შუამავალი, რათა ალლაჰისათვის თაყვანი ეცათ და განდგომოდნენ ტაღუთს, და მათგან იყვნენ ისინი, რომელნიც ალლაჰმა დაადგინა ჭეშმარიტ გზაზე და იყვნენ ისეთნიც, რომელთაც განესაზღვრათ ცდომილება» [ან-ნაჰლ: 36] დიდებულმა ალლაჰმა ბრძანა: «უთხარი: განა გიფიქრიათ, რას ეთაყვანებით, ალლაჰის მაგივრად? მიჩვენეთ, მიწის რა ნაწილი გააჩინეს მათ, ანდა იქნებ მათ წილი უდევთ ცათა შექმნაში? მომიტანეთ ერთი წიგნი მაინც უწინდელი ამისა(ყურანი), ანდა ცოდნის ნაკვალევი მაინც, თუკი მართალნი ხართ» [ალ-აჰყაფ: 4] თქვა შეიხ ას-სა'დიმ (ალლაჰმა შეიწყალოს ის): «ცნობილია, რომ მუშრიქთა უარყოფა თავიანთ შირქში (ალლაჰზე თანაზიარის დადგენაში) არ არის დაფუძნებული არავითარ მტკიცებულებაზე და არგუმენტზე. ისინი მხოლოდ ცრუ ეჭვებს და არასწორ აზრებს ეყრდნობიან; არასწორი გონება არასწორ მდგომარეობას გამოიწვევს, მათ მდგომარეობაზე დაკვირვება მათი ნაშრომების და ქმედებების შესწავლა და დაკვირვება იმათ მდგომარეობაზე, ვინც გალია სიცოცხლე მათ მსახურებაში მოუტანეს მათ რაიმე სარგებელი? (ანუ იმ სათაყვანებლებმა, რომელსაც ეთაყვანებიან ალლაჰის გარდა) ამქვეყნად ან იმქვეყნად?» თაფსირ ალ-ქარიმ ალ-მანნაან: 779.
6. უზენაესი ალლაჰი - ის არის გამჩენი და მხოლოდ ის იმსახურებს ღვთისმსახურებას, მასთან ერთად სხვა ვინმეზე თაყვანისცემა მიუღებელია.
ალლაჰია მხოლოდ ის ვინც იმსახურებს ღვთისმსახურებას, მასთან ერთად სხვა ვინმეზე თაყვანისცემა მიუღებელია. უზენაესი ალლაჰი ამბობს: «ჰეი, ადამიანებო! თაყვანი ეცით თქვენს ღმერთს, რომელმაც შეგქმნათ თქვენ და ისინი, ვინც იყვნენ თქვენზე უწინ! რათა ეგების ღმერთის გეშინოდეთ! [21] რომელმაც თქვენთვის დედამიწა სარეცელად გაფინა და ზეცა სახურავად, ზეციდან წვიმა გარდმოავლინა და ამ წვიმით ნაირ-ნაირი ნაყოფი სარჩოდ აღმოგიცენათ. და ნუ დაუდგენთ ალლაჰს თანაზიართ როცა თქვენ იცით» [22] [ალ-ბაყარა: 21-22]. რომელმაც გაგვაჩინა ჩვენ და ჩვენზე წინ მყოფი თაობები, და დაადგინა დედამიწა ჩვენთვის სარეცელად, გარდმოავლინა ჩვენზე ზეციდან წვიმა და აღმოაცენა ამ წვიმით ჩვენთვის ნაირ-ნაირი ნაყოფი; მხოლოდ ის არის ერთადერთი, ვინც იმსახურებს თაყვანისცემას, უზენაესი ბრძანებს: «ჰეი ხალხო! გაიხსენეთ ალლაჰის წყალობა თქვენზე. განა არის სხვა გამჩენი ალლაჰის გარდა, რომელიც გაძლევთ სარჩოს ციდან თუ მიწიდან? არ არსებობს ღვთაება მის გარდა, და რაოდენ ცდუნებულნი ხართ!» [ფატირ: 3] რომელიც აჩენს და აძლევს სარჩოს. სწორედ ის არის ერთადერთი, ვინც იმსახურებს თაყვანისცემას, უზენაესი ამბობს: «იგია ალლაჰი- თქვენი ღმერთი. არ არსებობს ღვთაება მის გარდა, ყველაფრის გამჩენი. თაყვანი ეცით მას და ის არის ყველაფრის მფარველი» [ალ-ან'აამ: 102].
ყველაფერი რასაც ეთაყვანებიან ალლაჰის გარდა არცერთი არ იმსახურებს თაყვანისცემას, რადგან ისინი არ ფლობენ იოტისოდენსაც კი არც ზეცაში და არც მიწაზე, არ ჰყავს ალლაჰს არავითარი თანაზიარი, არც შემწე და არც დამხმარე არ სჭირდება მას, და როგორ შეიძლება ალლაჰთან ერთად სხვის მოხმობა ან მისთვის თანაზიარის დადგენა, უზენაესი ამბობს: «უთხარი: მოუხმეთ იმას, ვის შესახებაც ჰყვებოდით ალლაჰის გარდა. არ ფლობენ ისინი მისხალსაც არც ცათა შინა და არც ქვეყანასა ზედა და არა აქვთ მათ ამაში თანაზიარობა. და არავინ ჰყოლია მას მათგან შემწე» [საბა: 22]
უზენაესი და ყოვლადუნაკლო ალლაჰია, რომელმაც გააჩინა ყველა ქმნილება და შექმნა ისინი არარსებობიდან, ეს ყველა ქმნილება მიუთითებს მის არსებობაზე, ღვთაებრიობაზე და იმაზე, რომ მხოლოდ ის იმსახურებს თაყვანისცემას, უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «მისი სასწაულებიდანაა ისიც, რომ გაგაჩინათ თქვენ მიწისაგან, მერე თქვენ ხართ ადამიანები და იფანტებით (დედამიწაზე). [20] მისი სასწაულებიდანაა ისიც, რომ თქვენგანვე გააჩინა თქვენი მეუღლენი, რათა იპოვოთ მასში სიმშვიდე, და დაგიდგინათ ერთმანეთში სიყვარული და მოწყალება. ჭეშმარიტად, ამაში სასწაულებია ხალხისათვის, რომელიც კეთილგანსჯის. [21] და მისი სასწაულებიდანაა, ცათა და მიწის გაჩენა, ასევე თქვენი ენების და კანისფერის სხვადასხვაობ,ამაშია სასწაულები მცოდნეთათვის [22] და მისი სასწაულებიდანაა თქვენი ძილი ღამითა თუ დღისით და თქვენგან მისი მადლის ძიებაც. ჭეშმარიტად, ამაში სასწაულებია ხალხისათვის, რომელიც ისმენს. [23] მისი სასწაულებიდანაა ისიც, რომ გაჩვენებთ იგი ელვას, რომელიც განგაცდევინებთ შიშსა და იმედს, აგრეთვე ის, რომ ზეციდან ავლენს წვიმას, რათა გაცოცხლდეს მისით მკვდარი მიწა. ამაში სასწაულებია გონიერი ხალხისათვის! [24] მისი სასწაულებიდანაა, რომ დგას ცა და მიწა მისი ბრძანებით, მერე მოგიწოდებთ მოწოდებით მიწიდან და თქვენ გამოხვალთ(საფლავებიდან). [25] და მას ეკუთვნის, ვინც ცათა შინაა და ვინც ქვეყანასა ზედაა. ყველანი მას ემორჩილება. [26] რომელიც გააჩენს პირველად და მერე აღადგენს მას. და ეს იოლია მისთვის და მას ეკუთვნის უმაღლესი თვისებები ცათა შინა და ქვეყანასა ზედა და იგი ძლევამოსილი, ბრძენია» [არ-რუუმ: 20-27].
ნამრუდმა უარყო თავისი ღმერთის არსებობა, და უთხრა მას იბრაჰიმმა (მშვიდობა მას), როგორც გვამცნო ალლაჰმა ამასთან დაკავშირებით: «იბრაჰიმმა უთხრა: ჭეშმარიტად, ალლაჰს მზე აღმოსავლეთიდან ამოჰყავს, შენ დასავლეთიდან ამოიყვანე! მაშინ, გაოგნდა (ენა ჩაუვარდა), რომელმაც უარყო. და არ დაადგენს ალლაჰი ჭეშმარიტ გზაზე უსამართლო ხალხს!» [ალ-ბაყარა: 258] ასევე, მსგავსად წარუდგინა არგუმენტები იბრაჰიმმა (მშვიდობა მას) თავის ხალხს, რომ ალლაჰია, ვინც მას უჩვენა ჭეშმარიტი გზა, ვინც დააპურა და დაარწყულა ის, როცა ავად იყო მან მისცა ჯანმრთელობა, ის არის ვინც აცოცხლებს და აკვდინებს, მან თქვა, როგორც გვამცნო მასთან დაკავშირებით ალლაჰმა: «რომელმაც გამაჩინა, სწორედ იგი დამადგენს ჭეშმარიტ გზაზე. (78) რომელიც მაჭმევს და მასმევს (79) და როცა ავად ვხვდები, ის მაჯანსაღებს (80) რომელიც მომაკვდინებს და მერე გამაცოცხლებს» [ აშ-შუ'არაა: 78-81] ალლაჰმა გვამცნო მუსასთან დაკავშირებით (მშვიდობა მას), რომ მან ფარაონს მიმართა შემდეგი სიტყვებით: რომ მისი ღმერთი არის ის: «იგია, რომელმაც მისცა ყველაფერს (შესაფერისი) ქმნილება და შემდეგ დაადგინა სწორ გზაზე» [ტაჰა: 50].
ალლაჰმა ყოველივე რაც არის ზეცაში და დედამიწაზე ადამიანისთვის დაადგინა და უწყალობა მას ყველა წყალობა; რათა ადამიანმა თაყვანი სცეს ალლაჰს და არ უარყოს ის, უზენაესი ალლაჰი ამბობს: «განა ვერ ხედავთ, რომ ალლაჰმა დაგიმორჩილათ თქვენ ის, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა? და გადმოგაღვარათ თქვენ წყალობა ცხადად თუ ფარულად? მაგრამ ადამიანებს შორის არიან ისეთები, რომლებიც კამათობენ ალლაჰის შესახებ, ცოდნის გარეშე, არც ხელმძღვანელობა აქვთ და არც მანათობელი წიგნი» [ლუყმან: 20] როგორც დაადგინა ალლაჰმა ადამიანისთვის რაც არის ზეცაში და მიწაზე, ასევე მან გააჩინა ადამიანი და უწყალობა მას ყველაფერი რაც მას სჭირდებოდა სმენა, მხედველობა, გონება, რათა მან მიიღოს სასარგებლო ცოდნა, რომელიც დაეხმარება მას იპოვოს თავისი ღმერთი და გამჩენი, უზენაესი ალლაჰი ამბობს: «ალლაჰმა გამოგიყვანათ თქვენ დედათა მუცლებიდან მაშინ, როცა არაფერი გაგეგებოდათ, მან კი მოგცათ სმენა, თვალები და გულნი, რათა ეგების მადლიერნი ყოფილიყავით» [ან-ნაჰლ: 78]
უზენაესმა და ყოვლადუნაკლო ალლაჰმა გააჩინა ყველა ეს სამყარო, ასევე გააჩინა ადამიანი და მოუმზადა მას ყველაფერი რაც სჭირდებოდა: ორგანოები და ძალა, შემდეგ შეეწია მას ყველაფრით, რაც დაეხმარებოდა მას რომ შეეასრულოს ღვთისმსახურება და წარმართოს ცხოვრება დედამიწაზე, შემდეგ დაუდგინა და დაუმორჩილა მას ყველაფერი, რაც არის ზეცაში და მიწაზე.
ალლაჰმა თავის ქმნილებებს მტკიცებულებად შეახსენა თავის უდიდესი ქმნილებები, რომ ის არის ერთადერთი ღვთაება და გამჩენი, შესაბამისად მისი ღვთაებრიობა მოითხოვს, რომ მას სცენ თაყვანი მისმა გაჩენილებმა, უზენაესი და ყოვლადუნაკლო ალლაჰი ბრძანებს: «უთხარი: ვინ გაძლევთ თქვენ სარჩოს ციდან და მიწიდან? ან ვინ ფლობს სმენასა და თვალთახედვას?! ვის გამოჰყავს ცოცხალი მკვდრისაგან და ვის გამოჰყავს მკვდარი ცოცხალისაგან?! ვინ განაგებს საქმეებს?! იტყვიან: ალლაჰიო. და უთხარი: განა არ გეშინიათ?!» [იუნუს: 31] და თქვა უწმინდესმა: «უთხარი: განა გიფიქრიათ, რას ეთაყვანებით, ალლაჰის მაგივრად? მიჩვენეთ, მიწის რა ნაწილი გააჩინეს მათ, ანდა იქნებ მათ წილი უდევთ ცათა შექმნაში? მომიტანეთ ერთი წიგნი მაინც უწინდელი ამისა(ყურანი), ანდა ცოდნის ნაკვალევი მაინც, თუკი მართალნი ხართ» [ალ-აჰყაფ: 4] უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «გააჩინა ცანი, როგორც ხედავთ, საყრდენების გარეშე და დაადგინა მიწაზე უზარმაზარი მთები, რომ არ შერყეულიყავით. გაამრავლა და დაასახლა მასზე ყოველნაირი ცხოველი. და გარდმოვავლინეთ ზეციდან წყალი და აღმოვაცენეთ მისით ყველა სახეობის სასარგებლო მცენარეები! 11. აი, ესენია ალლაჰის გაჩენილი! მაშ, დამანახეთ რა გააჩინეს დანარჩენებმა. არა, უსამართლონი ცხად გზააბნევაში არიან!» [ლუყმან: 10-11]. და თქვა ჭეშმარიტმა უწმინდესმა(ალლაჰმა): «განა ისინი არიან შექმნილნი არაფრისგან, თუ თვითონ არიან შემოქმედნი? (35) თუ მათ შექმნეს ცანი და მიწა, პირიქით არ ირწმუნებენ (36) ნუთუ მათთანაა შენი ღმერთის საუნჯენი? ან განა ისინი არიან ხელმწიფენი?» (37) [ატ-ტურ: 35-37]. თქვა შეიხ ას-სა'დიმ (ალლაჰმა შეიწყალოს ის): «ეს არის არგუმენტი მათ წინააღმდეგ ისეთ საკითხზე, რომლის მიმართ ისინი იძულებულნი არიან ან მიიღონ ჭეშმარიტება, ან უარი თქვან გონებისა და რელიგიის მოთხოვნებზე». იბნ სა'დის თაფსირი: 816.
7. ალლაჰი დიდებული არის შემქმნელი ყოველი იმის, რაც არის ამ სამყაროში, რასაც ჩვენ ვხედავთ და რასაც ვერ ვხედავთ. და რაც არის მის გარდა ყველა ქმნილება მისი შექმნილია, ალლაჰმა გააჩინა ცანი და დედამიწა ექვს დღეში.
ალლაჰი დიდებული არის შემქმნელი ყოველი იმის, რაც არის ამ სამყაროში, რასაც ჩვენ ვხედავთ და რასაც ვერ ვხედავთ. და რაც არის მის გარდა ყველა ქმნილება მისი შექმნილია, უზენაესი ალლაჰი ამბობს: «ჰკითხე: „ვინ არის ღმერთი ცათა და მიწის?“ უპასუხე: „ალლაჰია!“ უთხარი: განა დაიდგინეთ მის გარდა მფარველები, რომელთაც არ შეუძლიათ არგონ ან ავნონ საკუთარ თავსაც კი?“ უთხარი: „განა, თანასწორია ბრმა და მხედველი, ან წყვდიადი და ნათელი? განა დაუდგინეს მათ ალლაჰს თანაზიარნი, რომლებმაც ალლაჰის გაჩენის მსგავსად გააჩინეს რაიმე, და ეს გაჩენა მათ მსგავსი მოეჩვენათ? უთხარი: "ალლაჰია გამჩენი ყოველივესი, და იგია ერთადერთი, ძლევამოსილი!» [ალ-რა'დ: 16]. ასევე თქვა უზენაესმა ალლაჰმა: «და ქმნის იმას, რაც თქვენ არ იცით» [ან-ნაჰლ: 8].
გააჩინა ცანი და მიწა ექვს დღეში, უზენაესმა ლლაჰმა თქვა: «იგია, რომელმაც გააჩინა ცანი და ქვეყანა ექვს დღეში, მერე ამაღლდა 'არშზე, იცის, რაც შედის მიწაში და რაც მისგან ამოდის, რაც გარდმოედინება ზეციდან და რაც მაღლდება მასში და იგი თქვენთანაა, სადაც უნდა იყოთ და ხედავს, რასაც აკეთებთ» [ალ-ჰადიიდ: 4]. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «ჩვენ გავაჩინეთ ცანი, მიწა, და რაც მათ შორისაა ექვს დღეში და არ შეგვხებია დაღლა» [ყააფ: 38].
8. ყოვლადწმიდა და დიდებულ ალლაჰს არ ჰყავს თანამონაწილე არც მეფობაში, არც შექმნაში, არც მმართველობაში და არც თაყვანისცემაში.
ყოვლადწმიდა და დიდებულ ალლაჰი - იგია ყველაფრის მფლობელი, არ ჰყავს თანამონაწილე არც შექმნაში, არც მეფობაში, არც მმართველობაში. უზენაესი ამბობს: «უთხარი: განა გიფიქრიათ, რას ეთაყვანებით, ალლაჰის მაგივრად? მიჩვენეთ, მიწის რა ნაწილი გააჩინეს მათ, ანდა იქნებ მათ წილი უდევთ ცათა შექმნაში? მომიტანეთ ერთი წიგნი მაინც უწინდელი ამისა(ყურანი), ანდა ცოდნის ნაკვალევი მაინც, თუკი მართალნი ხართ» [ალ-აჰყაფ: 4] თქვა შეიხ ას-სა'დიმ (ალლაჰმა შეიწყალოს ის): "ანუ: {უთხარი} იმათ, რომელთაც დაუდგინეს თანამოზიარე ალლაჰს: კერპები და ცრუ ღვთაებები, არ ფლობენ ისინი არც სიკეთეს, არც ზარალს, არც სიკვდილს, არც სიცოცხლეს და არც მეორედ აღდგენას. უთხარი მათ: განუმარტე მათი კერპების სისუსტე, რომ ისინი არ იმსახურებენ არავითარ ღვთისმსახურებას: {მაჩვენეთ რა გააჩინეს მათ მიწაზე? ან მათ ჰყავთ მოზიარენი ზეცაში?} ნუთუ გააჩინეს მათ მიწაზე ან ზეციური სხეულებიდან რაიმე? მათ გააჩინეს მთები? ისინი მოადინებენ მდინარეებს? მათ გაამრავლეს ცხოველები? მათ აღმოაცენეს ხეები? ან მათგან რომელიმემ შეიტანა რაიმე წვლილი მათ გაჩენაში? მსგავსი არაფერი ყოფილა, რაც დაამოწმეს საკუთარი თავის წინაშე და ასევე სხვებმაც, ეს არის მტკიცე ლოგიკური არგუმენტი იმაზე, რომ ვინც არის ალლაჰის გარდა სხვა, მათზე თაყვანისცემა არის მიუღებელი».
შემდეგ ახსენა, რომ «არ არსებობს არავითარი გადმოცემული არგუმენტი, და თქვა: {მაშ, მომიტანეთ წიგნი ადრინდელი ამასთან დაკავშირებით} წიგნი, რომელიც შირქისკენ (თანაზიარისკენ) მოუწოდებს. {ან მაჩვენეთ რაიმე ცოდნის ნაკვალევი}, რომელიც იქნება გადმოცემული შუამავალთაგან და ბრძანებს ამას (შირქს). ცნობილია, რომ მათ არ შეუძლიათ მოიტანონ რომელიმე შუამავალისგან რაიმე არგუმენტი რომელიც მიუთითებს ამაზე, პირიქით ვადასტურებთ და ვამტკიცებთ, რომ ყველა შუამავალი მოუწოდებდა ერთღმერთიანობისკენ მათი ღმერთის ერთობისკენ, და კრძალავდნენ შირქს, მრავალღმერთიანობას, ეს არის ყველაზე მკაფიო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც მოვიდა მათთან». იბნ სა'დის თაფსირი: 779.
ყოვლადწმიდა და დიდებული ალლაჰი - იგია ყველაფრის მფლობელი, არ ჰყავს თანამონაწილე არც მფლობელობაში და არც მეფობაში, უზენაესი ალლაჰი ამბობს: «თქვი: ღმერთო ჩემო, მეუფეო სამეფოსი. აძლევ მეფობას, ვისაც ინებებ, და ართმევ მას, ვისაც ინებებ, და აამაღლებ, ვისაც ინებებ, და დაამდაბლებ, ვისაც ინებებ; შენს ხელთაა კეთილდღეობა, ჭეშმარიტად, შენ ყოვლისშემძლე ხარ!» [ალი იმრან: 26] უზენაესი ალლაჰი ნათლად ამბობს, რომ განკითხვის დღეს მეუფება აბსოლუტურად მხოლოდ მას ეკუთვნის: «იმ დღეს, როცა ისინი აღდგებიან, არაფერი დაიმალება ალლაჰის წინაშე. ვისია დღეს მეუფება? ალლაჰის, ერთადერთის, ძლევამოსილის». [ღააფირ: 16].
ყოვლადწმიდა და დიდებულ ალლაჰს არ ჰყავს თანამონაწილე არც მეფობაში, არც შექმნაში, არც მმართველობაში და არც თაყვანისცემაში. უზენაესი ბრძანებს: «უთხარი: დიდება ალლაჰს, ვისაც ძე არ დაუდგენია, და არც ყოლია თანაზიარი ხელმწიფებაში, არ არს მისდა უმწეობა და არც სჭირდება შემწე. და თაქბირით (ალლაჰუ აქბარ) განადიდე იგი». [ალ-ისრა: 111]. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «იგია, რომელსაც ეკუთვნის მეუფება ცათა და ქვეყნისა. მას არ ჰყავს ძე და არ ჰყოლია მოზიარე მეუფებაში. შექმნა ყოველი საგანი და რიგიანად გადაანაწილა». [ალ-ფურყაან: 2]. ის არის მფლობელი, ხოლო მის გარდა ყველაფერი მას ეკუთვნის, ყოვლადუნაკლოა ის. ის არის შემქმნელი, ხოლო მის გარდა ყველაფერი მისი შექმნილია. ის არის ის, ვინც განაგებს საქმეს. ვისაც ეს თვისებები აქვს, მისთვის თაყვანისცემა აუცილებელია, ხოლო სხვა ვინმეს თაყვანისცემა არის გონების ნაკლებობა და შირქი, რომელიც აფუჭებს როგორც ამ ქვეყანას, ისე აახირეთს. უზენაესმა ალლაჰმა თქვა: «და თქვეს: იყავით იუდეველნი ან ქრისტიანნი, რომ დაადგეთ ჭეშმარიტებას. უთხარი: პირიქით! იბრაჰიმის, ჰანიფის რწმენისა! და ის არ ყოფილა წარმართთაგანი». [ალ-ბაყარა: 135]. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «და ვინ არის სარწმუნოებით იმაზე მშვენიერი, ვინც თავისი სახე დაუმორჩილა ალლაჰს, კეთილია და მიჰყვება ჰანიფი(მონოთეიზმი) იბრაჰიმის რელიგიას. და ალლაჰმა აირჩია იბრაჰიმი თავის მეგობრად». [ან-ნისა: 125] ყოვლადწმინდა და უზენაესმა ალლაჰმა განმარტა, რომ ის ვინც გაჰყვება სხვას იბრაჰიმის სარწმუნოების გარდა (მშვიდობა მას), ის არის უგუნური საკუთარი თავის მიმართ, უზენაესი ალლაჰი ამბობს: «და ვინ შეაქცევს სახეს იბრაჰიმის რჯულს, სულწაწყმედილის გარდა?! ვფიცავ, ჩვენ ავირჩიეთ იგი ამქვეყნად და, საიქიოში მართალთა შორის იქნება!» [ალ-ბაყარა: 130].
9. ყოვლადწმიდა და დიდებული ალლაჰი არ დაბადებულა და არც დაუბადია, და არ არის არავინ ბადალი და მსგავსი მისი.
ყოვლადწმიდა და დიდებული ალლაჰი არ დაბადებულა და არც დაუბადია, და არ არის არავინ ბადალი და მსგავსი მისი. უზენაესი ბრძანებს: «თქვი: იგია, ალლაჰი ერთადერთი! [1] ალლაჰი "სამედია" (თვითკმარი) [2] არ შობილა და არც უშვია [3] და არც არავინ ყოფილა ბადალი მისი!» [4] [ალ-იხლას: 1-4]. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «იგია ღმერთი ცათა და ქვეყნისა და იმის, რაც ამათ შორისაა. თაყვანი ეცი მას და იყავი მომთმენი მის თაყვანისცემაში. განა იცი ვინმე მისი თანამოსახელე?» [მარიამ: 65]. და თქვა ჭეშმარიტმა დიდებულმა: «იგია შემოქმედი ცათა და ქვეყნისა. დაადგინა თქვენთვის მეუღლენი თქვენი სულიდანვე, და ასევე საქონელი წყვილებად, ის გამრავლებთ თქვენ იქ. არაფერია მისი მსგავსი. და იგია ყოვლისგამგონი, ყოვლისმხედველი». [აშ-შურაა: 11].
10. ყოვლადწმიდა და დიდებული ალლაჰი არ ჩნდება არაფერში, და არ იღებს სახეს რაიმეში თავისი ქმნილებებიდან.
ყოვლადწმიდა და დიდებული ალლაჰი არ ჩნდება არაფერში, და არ იღებს სახეს რაიმეში თავისი ქმნილებებიდან და არ ერთიანდება არაფერში; ეს იმიტომ, რომ ჭეშმარიტად ალლაჰია გამჩენი და მის გარდა ყველაფერი არის გაჩენილი, ის არის მარადიული მის გარდა კი ყველაფერს აქვს დასასრული, ყოველივე არის მის მეუფებაში, იგია ყველაფრის მფლობელი. ალლაჰი არ გამოისახება მისი ქმნილებებიდან არაფერში და ვერავინ და ვერაფერი გამოისახება მისი ქმნილებებიდან ალლაჰში, ალლაჰია ყოვლადწმინდა და უზენაესი, ის ყველაფერზე დიდი და დიდებულია, უზენაესი ალლაჰი მათი გაკიცხვით ამბობს, ვინც ფიქრობს, რომ ალლაჰი ისაში (ქრისტეში, მესიაში) გამოისახა: «ვფიცავ! ურწმუნონი არიან რომლებიც ამბობენ: ალლაჰია მესიჰი მარიამის შვილიო. უთხარი მათ: ვინ დააბრკოლებდა ალლაჰს, თუკი ინებებდა, მესიჰის, მარიამის შვილის, დედამისის და ან სულ ყველას განადგურებას ქვეყანაზე? ალლაჰისაა ცათა და ქვეყნის მეუფება და იმის, რაც ამათ შორისაა. გააჩენს, რასაც ინებებს, და ალლაჰი ყოვლისშემძლეა». [ ალ-მაიდა: 17 ]. უზენაესი ალლაჰი ამბობს: «ალლაჰისაა აღმოსავლეთიც და დასავლეთიც და საითაც არ უნდა მიბრუნდეთ მისი სახეა. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმომცველი, ყოვლისმცოდნეა». [115] და თქვეს: ალლაჰმა ძე აირჩიაო (აიყვანაო). დიდება მას! მისია რაც ცაშია და ქვეყანაზე! ყოველივე მას ემორჩილება! [116] იგია ცათა და ქვეყნის გამჩენი და თუ რამ განიზრახა, საკმარისია უთხრას მას: იყავ- და იქნება!» [117] [ალ-ბაყარა: 115-117]. უზენაესი ალლაჰი ამბობს: «და თქვეს: მოწყალემ(ალლაჰმა) შვილი დაიდგინაო! [88] ვფიცავ, საშინელი რაღაც თქვით [89] ლამის ცანი გაიპონ ამისაგან, მიწა დასკდეს და მთელი განადგურდეს [90] რომ მიაწერეს მოწყალეს ძე! [91] და არ შეეფერება მოწყალეს, რომ შვილი დაიდგინოს! [92] ყოველი, ვინც ცათა შინაა და ქვეყანასა ზედაა, მოწყალის წინაშე წარსდგება როგორც მსახური ('აბდ) [93] ვფიცავ, მან აღრიცხა ისინი და დათვალა დათვლით [94] და ყოველი მათგანი მოვა აღდგომის დღეს მარტო» [95] [მარიამ: 88-95]. თქვა დიდებულმა: «არ არის ღვთაება, ალლაჰის, უკვდავის, მარადისის გარდა, თვლემა არ ეუფლება მას და არც ძილი. მისია, რაც ცაშია და რაც ქვეყანაზე, და მის წინაშე არავის შეუძლია იშუამდგომლოს, თუ არა მისი ნება. მან იცის, რაც მათ უწინაა და რაც მათ შემდგომაა. ისინი კი მის ცოდნისგან მხოლოდ იმას გასწვდებიან, რასაც ინებებს. ტახტი მისი გარემოიცავს ცათა და ქვეყანას და მათი დაცვა არ უმძიმს მას. და იგი უზენაესი, დიდებულია». [ალ-ბაყარა: 255]. თუ ასეთი განსხვავებაა შემოქმედსა და ქმნილებებს შორის, როგორ შეიძლება, რომ იგი განხორციელდეს რომელიმე მათგანში? ან აიყვანოს მათგან ვინმე თავის შვილად, ან კიდევ ერთ ღმერთად თავის გვერდით?
11. ყოვლადწმიდა და დიდებული ღმერთი მოწყალეა თავისი მონების მიმართ, ამიტომაც გამოგზავნა მან შუამავლები და გარდმოავლინა ღვთიური წიგნები.
ყოვლადწმიდა და დიდებული ღმერთი მოწყალეა თავისი მონების მიმართ, ამიტომაც გამოგზავნა მან შუამავლები და გარდმოავლინა მათთვის ღვთიური წიგნები; რათა გამოეყვანა ისინი ურწმუნოების და მრავალღმერთიანობის წყვდიადიდან, ერთღმერთიანობის და ჭეშმარიტი გზის სინათლეზე. უზენაესი ალლაჰი ამბობს: «იგია, ვინც ზეგარდმოავლენს თავის მსახურზე ცხად აიათებს, რათა გამოგიყვანოთ სიბნელიდან სინათლეზე და, ჭეშმარტად, ალლაჰი თქვენდამი შემწყნარებელი, მწყალობელია». [ალ-ჰადიიდ: 9].
უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «და არ წარგვიგზავნიხარ შენ თუ არა წყალობად სამყაროთა» [ალ-ანბია: 107]. ალლაჰმა უბრძანა თავის მოციქულს, რომ ეცნობებინა მსახურთათვის, რომ ალლაჰი მიმტევებელია, მწყალობელია. უზენაესი ამბობს: «აცნობე ჩემს მსახურებს, რომ მე, ჭეშმარიტად, მიმტევებელი, შემწყალებელი ვარ» [ალ-ჰიჯრ: 49] მისი მადლით და წყალობით ის გააქრობს სირთულეს და გადმოავლენს სიკეთეს თავის მსახურებზე. უზენაესი ალლაჰი ამბობს: «და თუ მოგივლინა ალლაჰმა ზიანი, არავინაა მისი ამშორებელი მის გარდა. ხოლო თუ შენთვის სიკეთე ისურვა, ვერავინ შეაკავებს მის მადლს. იგი მოუვლენს მას იმას, ვისაც ინებებს თავის მსახურთაგან. და იგი შემწყნარებელი, მწყალობელია». [იუნუს: 107].
12. ალლაჰი არის უფალი, მოწყალე და ის ერთადერთია, ვინც განსჯის ქმნილებებს აღდგომის დღეს, როცა ყველას მათი საფლავებიდან აღადგენს, და მიუზღვის თითოეულ მათგანს, იმისთვის რაც გააკეთეს, სიკეთე იქნება თუ ბოროტება, ვინც აკეთა კეთილი საქმეები ის არის მორწმუნე, მას ექნება მარადიული წყალობა, ხოლო ვინც უარყო და აკეთა ცუდი ქმედებები მას ექნება მტანჯველი სასჯელი იმქვეყნად.
ალლაჰი არის უფალი, მოწყალე და ის ერთადერთია, ვინც განსჯის ქმნილებებს აღდგომის დღეს, როცა ყველას მათი საფლავებიდან აღადგენს, და მიუზღვის თითოეულ მათგანს, იმისთვის რაც გააკეთეს, სიკეთე იქნება თუ ბოროტება, ვინც აკეთა კეთილი საქმეები ის არის მორწმუნე, მას ექნება მარადიული წყალობა, ხოლო ვინც უარყო და აკეთა ცუდი ქმედებები მას ექნება მტანჯველი სასჯელი აღდომის დღეს. უზენაესი და ყოვლადუნაკლო ალლაჰის აბსოლუტური სამართლიანობიდან, წყალობიდან და სიბრძნიდან გამომდინარეობს თავის ქმნილებათა მიმართ ის, რომ მან დაადგინა ეს ქვეყანა ქმედებებისთვის, ხოლო ის ქვეყანა დაადგინა, რათა იყოს მასში ანგარიშსწორება სასჯელი და ჯილდო; რათ კეთილისმქნელმა მიიღოს თავის სიკეთის საფასური, ხოლო ბოროტმოქმედმა, უსამართლომ და ზღვარგადასულმა მიიღოს თავისი ზღვარგადასულობის და უსამართლობის სასჯელი; მაგრამ ზოგიერთ ადამიანს ეს ყველაფერი წარმოუდგენალად მიაჩნია, ჭემარიტად ალლაჰმა მოიტანა მრავალი არგუმენტი, რომელიც მიუთითებს რომ ხელმეორედ აღსდგენა არის ჭეშმარიტება და მასში არავითარი ეჭვი არ არსებობს: უზენაესი ალლაჰი ამბობს: «და მისი სასწაულებიდანაა, რომ ხედავ გამომხმარ მიწას. და როცა ზეგარდმოვავლენთ მასზე წყალს, მოძრაობას იწყებს და ფუვდება. ვინც იგი გააცოცხლა, მკვდართა გამაცოცხლებელია. ჭეშმარიტად, იგი ყოვლისშემძლეა». [ფუსსილათ: 39]. უზენაესმა ალლაჰმა ბრძანა: «ჰეი, ხალხო! თუ ეჭვი გეპარებათ აღდგომის თაობაზე, ჭეშმარიტად, ჩვენ გაგაჩინეთ თქვენ მიწისაგან, მერე წვეთისგან, მერე სისხლის კოლტისგან, ხორცის ნაჭრის ჩამოუყალიბებელისა თუ ჩამოყალიბებულისაგან. რათა განვმარტოთ თქვენთვის(ჭეშმარიტება): ჩვენ ვათავსებთ საშვილოსნოში იმას, რასაც ვინებებთ, განსაზღვრულ ვადამდე. მერე გამოგვყავხართ იქიდან ჩვილებად, მერე აღწევთ სრულწლოვანებას. ზოგი თქვენგანი გარდაიცვლება, ზოგი კი ღრმა სიბერეს აღწევს და ავიწყდება ყველაფერი ის, რაც იცოდა. შენ ხედავ უსიცოცხლო მიწას. მაგრამ საკმარისია ჩვენ მასზე ზეგარდმოვავლინოთ წყალი, რომ ამოძრავდეს, გაფუვდეს და აღმოაცენოს ყოველგვარი მშვენიერი მცენარე!» [ალ-ჰაჯჯ: 5]. ჭეშმარიტმა(ღმერთმა) ახსენა მოცემულ აიათებში სამი ლოგიკური გონებრივი არგუმენტი, რომელიც ხელმეორედ გაცოცხლებაზე მიუთითებს, ესენია:
1) ალლაჰმა ადამიანი თავდაპირველად მიწისგან გააჩინა, და მას ვინც გააჩინა მიწისგან შეუძლია, რომ ხელმეორედ დაუბრუნოს მას სიცოცხლე, როდესაც ის მიწად გარდაიქცევა.
2) ვინც ერთი წვეთისგან (სპერმისგან) ადამიანი ჩამოაყალობა მას შეუძლია, რომ ადამიანი დაუბრუნოს სიცოცხლეს მისი გარდაცვალების შემდეგაც.
3) ის, ვინც აცოცხლებს მიწას წვიმით მას შემდეგ, რაც ის მკვდარი იყო, ასევე შეუძლია გააცოცხლოს ადამიანები მათი სიკვდილის შემდეგ. ამ აიათში არის უდიდესი მტკიცებულება ყურანის სასწაულებრივობის შესახებ: როგორ მოახერხა მან ერთი მოკლე აიათის ფარგლებში სამი უტყუარი ლოგიკური მტკიცებულების თავმოყრა ასეთ მნიშვნელოვან საკითხში.
უზენაესმა ალლაჰმა ბრძანა: «იმ დღეს დავგრაგნით ზეცას ისე, როგორც გრაგნილებს წიგნისათვის. როგორც შევქმენით პირველი ქმნილება, ისევე გავიმეორებთ, ჩვენი აღთქმის თანახმად. ჭეშმარიტად, ჩვენ აღვასრულებთ». [ალ-ანბია: 104]. უზენაესმა ალლაჰმა თქვა: «მოგვიტანა ჩვენ იგავი, დაივიწყა თავის გაჩენა და თქვა: ვინ გააცოცხლებს ძვლებს, რომელიც გაიხრწნა? [78] უთხარი: გააცოცხლებს მათ იგი, ვინც ისინი შექმნა თავდაპირველად და იგი ყოველი ქმნილების მცოდნეა». [79] [იასინ: 78-79]. უზენაესი ალლაჰი ამბობს: «თქვენ უფრო მტკიცე ქმნილებანი ხართ თუ ზეცა, რომელიც მან ააგო? [27] აამაღლა მისი ჭერი და გამართა. [28] და ჩაძირა ღამე წყვდიადში და ჰქმნა დღის სინათლე. [29] მერე დედამიწა განავრცო. [30] და გამოიყვანა მისგან(მიწისგან) წყალი და საძოვრები. [31] და მთები დაამაგრა». [32] [ან-ნააზი'აათ: 27-32] ყოვლადუძლეველმა ალლაჰმა განმარტა, რომ ადამიანის შექმნა არ არის უფრო რთული, ვიდრე ცის, მიწისა და მათში არსებული ყოველივეს შექმნა. ის, ვისაც შეუძლია ცისა და მიწის შექმნა, ასევე შეძლებს ადამიანის კვლავ შექმნას.
13. ყოვლადწმიდა და დიდებულმა ალლაჰმა შექმნა ადამი მიწისგან და შექმნა მისგან შთამომავლობა და გაავრცელა მის შემდგომ. ყოველი ადამიანის ფუძე არის საერთო და არ არის არც ერთი ერი უკეთესი სხვაზე და არც ერთი ხალხი არ არის უკეთესი სხვა ხალხზე, გარდა ღვთისმოშიშობით.
ყოვლადწმიდა და დიდებულმა ალლაჰმა შექმნა ადამი მიწისგან და შექმნა მისგან შთამომავლობა და გაავრცელა მის შემდგომ. ყოველი ადამიანის ფუძე არის საერთო და არ არის არც ერთი ერი უკეთესი სხვაზე და არც ერთი ხალხი არ არის უკეთესი სხვა ხალხზე, გარდა ღვთისმოშიშობით. უზენაესი ალლაჰი ამბობს: «ჰეი, ადამიანებო! ერთი მამრისაგან და ერთი მდედრისაგან გაგაჩინეთ და რომ შეიცნოთ ერთმანეთი, დაგადგინეთ ერებად და ტომებად. თქვენგან ყველაზე უფრო პატივდებულ ალლაჰის წინაშე თქვენში ყველაზე უფრო ღვთისმოშიშია. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ყველაფრისმცოდნეა!» [ალ-ჰუჯურაათ: 13]. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «ალლაჰმა გაგაჩინათ თქვენ მიწისაგან, შემდგომ წვეთისაგან. შემდგომ დაგადგინათ თქვენ მეუღლეებად. და ვერ დაორსულდება ქალი და ვერ შობს, თუ არა მისი ცოდნით. ყველა არსების სიცოცხლის ხანგრძლივობა და ხანმოკლეობა, წიგნშია ჩაწერილი. ჭეშმარიტად, ეს ალლაჰისთვის ადვილია». [ფაატირ: 11]. უზენაესმა ალლაჰი ბრძანებს: «იგია, რომელმაც გაგაჩინათ თქვენ მიწისგან, შემდეგ წვეთისგან, შემდეგ სისხლის კოლტისგან. მერე გამოჰყავხართ ჩვილად, მერე მიაღწევთ ზრდასრულ ასაკამდე და რომ მერე შეიქნათ მოხუცნი. თქვენს შორის არიან ისეთნიც, ვინც კვდება უფრო ადრე. და რომ მიაღწიოთ განსაზღვრულ ვადას, რათა ეგების გონს მოუხმოთ». [ღააფირ: 67] უზენაესმა ალლაჰმა თქვა, რათა განემარტა, რომ მან შექმნა ‘ისა (მშვიდობა მას) სიტყვით: "იყავ!", მსგავსად იმისა, როგორც მან შექმნა ადამი მიწისგან იგივე სიტყვით. უზენაესმა ალლაჰმა თქვა: «ჭეშმარიტად, 'ისას მაგალითი ადამის მაგალითის მსგავსია: მან იგი მიწისგან შექმნა. შემდეგ უთხრა: იყავ! - და იქმნა». [ალი იმრან: 59] ზემოთ მეორე პარაგრაფში (2) ვახსენე რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ ადამიანები თანასწორნი არიან, არავინ არ დგას ვინმეზე მაღლა, გარდა ღვთისმოშიშობით.
14. ყოველი ბავშვი იბადება თავისი ფიტრით — შეურყვნელი ადამიანური ბუნებით, თავდაპირველი მიდრეკილებით რწმენისკენ.
ყოველი ადამიანი იბადება ფიტრაზე. (ერთღმერთიანი). უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «მოაბრუნე შენი სახე ჰანიფი (ერთმორწმუნე) სარწმუნოებისკენ, ასეთია თანდაყოლილი თვისება, რომელიც ალლაჰმა ადამიანს თანდააყოლა. ღმერთის ქმნილებას შეცვლა არ უწერია. ეს არის ჭეშმარიტი რელიგია, მაგრამ ადამიანთა უმრავლესობამ არ იცის!» [არ-რუუმ: 30]. ჰანაფია: ეს არის იბრაჰიმ შუამავლის (მშვიდობა მას) რელიგია, უზენაესმა ალლაჰმა თქვა: «შემდგომ ზეშთაგაგონეთ შენ: რომ გაჰყოლოდი ჰანიფი იბრაჰიმის რელიგიას, და იგი არ ყოფილა წარმართთაგანი». [ან-ნაჰლ: 123]. თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «ყოველი ახალშობილი იბადება თავის ბუნებრივ მდგომარეობაში [ფიტრაში], ხოლო შემდეგ მისი მშობლები აქცევენ მას იუდეველად, ქრისტიანად ან ცეცხლთაყვანისმცემლად. სწორედ ისე, როგორც ცხოველები იბადებიან მთელი და სრულყოფილი: ნუთუ ნახავთ მათ შორის ვინმეს, რომელსაც [თავდაპირველად] სხეულის ნაწილი მოკვეთილი ჰქონდეს?!» შემდეგ ამბობს აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): «მოაბრუნე შენი სახე ჰანიფი (ერთმორწმუნე) სარწმუნოებისკენ, ასეთია თანდაყოლილი თვისება, რომელიც ალლაჰმა ადამიანს თანდააყოლა. ღმერთის გაჩენილს შეცვლა არ უწერია. ეს არის ჭეშმარიტი რელიგია, მაგრამ ადამიანთა უმრავლესობამ არ იცის!» [არ-რუუმ: 30] ალ-ბუხარის საჰიჰ ჰადისთა კრებული 4775, ასევე, თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «ჭეშმარიტად, ჩემი უფალი მიბრძანებს გასწავლოთ ის, რაც თქვენ არ იცით, იქიდან, რასაც მან დღეს მასწავლა: "ყოველი სიკეთე, რომელიც მე ვაჩუქე ჩემს მონებს, მათთვის ნებადართულია. ჭეშმარიტად, მე ყველა ჩემი მონა ერთღმერთიანობის მიმდევრებად შევქმენი, ხოლო შემდეგ შაიტნები მოვიდნენ მათთან და ისინი თავიანთი რელიგიისგან გადააცდინეს. მათ აუკრძალეს ის, რაც ადრე ნებადართული მქონდა და უბრძანეს, რომ ჩემთვის დაედგინათ თანაზიარები, რომელთა შესახებაც მე არ გარდმომივლენია არანაირი ბრძანება». გადმოსცა მუსლიმმა 2865.
15. არ არის ადამიანთაგან არავინ, ვინც დაიბადა ცოდვილად ან დაიბადა სხვისი ცოდვების მემკვიდრედ.
არ არის ადამიანთაგან არავინ, ვინც დაიბადა ცოდვილად ან დაიბადა სხვისი ცოდვების მემკვიდრედ. უზენაესმა ალლაჰმა გვამცნო რომ ადამმა (მშვიდობა მას) როდესაც ჩაიდინა ღვთიური ბრძანების საწინააღმდეგო მოქმედება და მიირთვეს მან და მისმა ცოლმა ჰავამ აკრძალული ხის ნაყოფი, მან (ადამმა) ინანა ეს საქციელი და ალლაჰს სთხოვა მიტევება; ალლაჰმა მას შთააგონა რომ წარმოეთქვა კარგი სიტყვები და მანაც წარმოთქვა ეს სიტყვები; ამის შემდეგ ალლაჰმა მათ ორივეს მიუტევა: უზენაესმა ალლაჰმა თქვა: »ვუთხარით: ჰეი ადამ, იცხოვრეთ შენ და შენმა ცოლმა სამოთხეში. ჭამეთ მისგან, სადაც რა ნაყოფი გსურდეთ, ოღონდ ნუ მიუახლოვდებით ამ ხეს, თორემ უსამართლონი გახდებით. [35] მაგრამ შაიტანმა შეაცდინა და გამოაძევა იქიდან, სადაც იყვნენ. და მე ვუთხარი მათ: დაეშვით(დედამიწაზე), მტრები იყავით ერთმანეთისა. თქვენი ადგილი და სარჩო მიწაზეა გარკვეულ ვადამდე. [36] და მიიღო ადამმა სიტყვები მისი ღმერთისგან. ხოლო მან მიუტევა მას, რამეთუ იგია მიმტეველი, მწყალობელი. [37] ვუთხარით: დაეცით აქედან ერთად, მაგრამ მოგევლინებათ ჩემგან ჭეშმარიტი გზა. ვინც გაჰყვება ჩემს ჭეშმარიტს გზას, არც შიში ჰქონდეს და არც სადარდებელი». [38] [ალ-ბაყარა: 35-38]. რადგანაც ალლაჰმა მიუტევა ადამს (მშვიდობა მას), ის არ ითვლება ცოდვების მატარებლად; ამის შემდეგ მისი შთამომავალი მემკვიდრეობით არ მიიღებენ ცოდვებს, ეს ცოდვები გაუქმებულია მომანიებით. ასევე ფუძე არის ის, რომ არცერთი ადამიანი სხვისი ცოდვების ტვირთს არ ატარებს. უზენაესმა ალლაჰმა თქვა: «ყოველი სული რასაც კი მოიხვეჭს მისია, და არ ზიდავს მზიდავი სხვის ტვირთს. შემდეგ კი ღმერთთანაა თქვენი დასაბრუნებელი და გაცნობებთ იგი იმას, რაზეც ვერ თანხმდებოდით». [ალ-ან'აამ: 164].
უზენაესმა ალლაჰმა თქვა: «ვინც ჭეშმარიტი გზა გაიგნო, მხოლოდ თავის სასიკეთოდ დაადგა ამას და ვინც აცდა, მხოლოდ თავის საწინააღმდეგოდ აცდა. და არც ერთი მტვირთველი არ იტვირთავს სხვის ტვირთს, და ჩვენ არ დაგვისჯია ვინმე, ვიდრე არ წარვუგზავნიდით შუამავალს!» [ალ-ისრა: 15]. უზენაესმა ალლაჰმა თქვა: «არცერთი მტვირთველი არ იტვირთავს სხვათა ტვირთს და, თუ მოუხმობს დამძიმებული მისი წაღებისთვის, არ წაიღებს არაფერს მისგან, თუნდაც იყოს მისი ახლობელი. შენ მხოლოდ შეაგონებ იმათ, რომელთაც ეშინიათ თავიანთი ღმერთისა ფარულად და დგებიან ლოცვად. ვინც განიწმინდება, საკუთარი თავისათვის განიწმინდება და ალლაჰთანაა დაბრუნება». [ფაატირ: 18].
16. ადამიანის შექმნის მიზანი არის ის, რომ მან ეთაყვანოს მხოლოდ ალლაჰს, ერთადერთს.
ადამიანის შექმნის მიზანი არის ის, რომ მან ეთაყვანოს მხოლოდ ალლაჰს, ერთადერთს. უზენაესმა ბრძანა: «არ შემიქმნია მე ჯინები და ადამიანები თუ არა ჩემდა თაყვანისცემისთვის» [აზ-ზაარიაათ: 56].
17. ისლამმა დააფასა ადამიანი - კაცები და ქალები - და უზრუნველყო ისინი სრული უფლებებით. და დააკისრა პასუხისმგებლობა ყველა მათ არჩევანზე, მათ საქმეებზე და ქმედებებზე, და ატვირთა პასუხისმგებლობა ყველა ისეთ საქმეზე, რაც ავნებს მათ სულებს ან სხვებს.
ისლამმა დააფასა ადამიანი - კაცები და ქალები - უზენაესმა ალლაჰმა გააჩინა ადამიანი, რათა ყოფილიყო მისი წარმომადგენელი დედამიწაზე. უზენაესი ამბობს: «და აი, უთხრა შენმა ღმერთმა ანგელოზებს: ხალიფა (წარმომადგებელი, მმართველი) უნდა დავადგინო დედამიწაზე». [ალ-ბაყარა: 30].
ეს არის სრულფასოვანი პატივდება მთელი ადამის მოდგმისთვის. უზენაესმა ალლაჰმა თქვა: «და ვფიცავ! ჩვენ დავაფასეთ ადამის ძენი, გადავიყვანეთ ისინი ხმელეთსა თუ ზღვაში, ვუწყალობეთ სიკეთენი და ვამჯობინებთ მრავალს მადლით იმათგან, ვინც შევქმენით» [ალ-ისრა: 70]. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «ჭეშმარიტად, ჩვენ გავაჩინეთ ადამიანი საუკეთესო ფორმაში» [ათ-თიინ: 4].
ალლაჰმა აუკრძალა ადამიანს, რომ საკუთარი თავი აქციოს ვინმეს დამცირებულ მიმდევრად, მოთაყვანედ და ალლაჰის გარდა სხვა ვინემეს მორჩილად. უზენაესმა ალლაჰმა თქვა: «ადამიანებს შორის არიან ისეთნიც, რომლებიც ალლაჰის გარდა მის თანაზიარსა და თანასწორს აღიარებენ. მათ უყვართ ისინი, როგორც ალლაჰი უნდა უყვარდეთ. ხოლო რომელთაც ირწმუნეს, უფრო ძლიერ ალლაჰი უყვართ. ნეტავ შეეძლოთ იმათ, ვინც უსამართლოდ იქცეოდა, სასჯელს რომ იგემებენ დაინახავენ, რომ ალლაჰისაა ძალა ყოველი, და რომ ალლაჰი მკაცრსასჯელიანია! რომელთაც მიყვებოდნენ, ისინი იხილავენ წამებას და განერიდებიან იმათ, რომელთაც მიყვებოდნენ. და მათ შორის კავშირი გაწყდება». [ალ-ბაყარა: 165-166]. უზენაესი ალლაჰი ნათლად ამბობს, რომ მიმყოლთა და მიყოლილთა მდგომარეობა განკითხვის დღეს იქნება გაუქმებული: «ეტყვიან ისინი, ვინც ქედმაღალი იყო, იმათ, ვინც იყვნენ დაჩაგრულნი: განა ჩვენ გაცდუნეთ ჭეშმარიტი გზიდან იმის შემდეგ, რაც ის გებოძათ? არა, თვითონვე იყავით ცოდვილნი. [32] ეტყვიან ისინი, ვინც იყვნენ დაჩაგრულნი იმათ, ვინც ქედმაღლობდა: დიახ, თქვენი საქმე დღედაღამ მზაკვრობა იყო. აკი, გვიბრძანეთ, რომ არ გვერწმუნა ალლაჰი და დაგვედგინა მისთვის თანაზიარნი! და გულში გაუვლით სინანული, როცა ნახავენ სასჯელს. და დავადებთ კისრებზე ბორკილებს იმათ, ვინც იყვნენ ურწმუნონი, განა მიეზღვებათ გარდა იმისა რასაც აკეთებდნენ». [33] (საბა: 32-33)
ყოვლადუნაკლო და უზენაესი ალლაჰის სრული სამართლიანობიდან არის ის, რომ განკითხვის დღეს პასუხისმგებლობას ატვირთებს გაზაბნეულობისკენ მომწოდებლებს და წინამძღოლებს მათ ცოდვებზე და ასევე იმათ ცოდვებზე, ვინც მათ ააცდინეს სწორი გზიდან ცოდნის გარეშე. უზენაესი ალლაჰი ამბობს: «რათა მოიტანონ სრულიად თავიანთი ტვირთი აღდგომის დღემდე და ტვირთი იმათი, ვინც გზიდან აცდუნეს ცოდნის გარეშე. რა საძაგელია ის, რაც იტვირთეს». [ან-ნაჰლ: 25]
ისლამმა ადამიანს დაავალა სრული უფლებები ამქვეყნად და იმქვეყნად, და მათ შორის ყველაზე დიდი უფლება, რომელიც ისლამმა ადამიანებს ატვირთა და განუმარტა მათ არის: ალლაჰის უფლება ადამიანებზე და ადამიანთა უფლებები ალლაჰზე. მუ'აზი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს: "მე ვიჯექი მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უკან ვირზე, და მან მითხრა: «ო მუაზ» მე ვუპასუხე: ''მე შენ წინაშე ვარ და ბედნიერი ვარ, რომ გემსახურო". მან გაიმერა თავისი სიტყვები სამჯერ და თქვა: «ო, მუ'აზ იცი თუ არა, რა არის ალლაჰის უფლება მისი მსახურების მიმართ» ვუპასუხე: არა, თქვა: «ალლაჰის უფლება მისი მსახურების მიმართ არის ის, რომ მას ემსახურონ და არაფერი დაუდგინონ თანამოზიარედ», შემდეგ გაჩუმდა გარკვეული დროით და თქვა: «ო მუ'აზ» ვუპასუხე: '' ''მე შენ წინაშე ვარ და ბედნიერი ვარ, რომ გემსახურო'' თქვა: «იცი რა არის მსახურთა უფლება ალლაჰზე თუ ისინი მას შეასრულებენ? რომ ის არ დასჯის მათ». ალ-ბუხარის საჰიჰ ჰადისთა კრებული (6840).
ისლამმა თავის თავზე აიღო ადამიანისთვის ჭეშმარიტი რელიგია, შთამომავლობა, ქონება და ნამუსი. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, ალლაჰმა აგიკრძალათ თქვენ ერთმანეთის სისხლი, ქონება და ნამუსი; როგორც არის აკრძალული თქვენთვის ეს დღე ამ თვეში და ამ ქალაქში». საჰიჰი ალ-ბუხარი (6501). ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამ დიდი აღთქმის შესახებ განაცხადა გამოსამშვიდობებელი ჰაჯობის დროს, ასი ათასზე მეტი საჰაბის თანდასწრებით. მან ეს სიტყვები გაიმეორა და დაადასტურა მსხვერპლშეწირვის დღეს გამოსამშვიდობებელი ჰაჯობის დროს.
ისლამმა ადამიანი აქცია პასუხისმგებელად თავის ყველა არჩევანში, საქმეებში და ქმედებებში. უზენაესმა ალლაჰმა თქვა: «და ყოველ ადამიანს ჩამოვკიდეთ ყელზე თავისი ჩიტი და განკითხვის დღეს წარვუდგენთ მას წიგნს, რომელიც დახვდება გადაშლილი! წაიკითხე შენი წიგნი! დღეს ანგარიშგებად შენს წინააღმდეგ საკმარისია შენი სული!» [ალ-ისრა: 13-14]. ანუ: რაც აკეთა კარგი თუ ცუდი, ალლაჰი მიუჩენს მას, მის გარდა არავინ იტვირთავს მას და არ განიკითხება ის სხვისი საქმეებისთვის, და არც სხვა არავინ განიკითხება მისი საქმეებით. უზენაესი ალლაჰი ამბობს: «ჰეი ადამიანო! შენ მიილტვი შენი ღმერთისკენ სავსე ლტოლვით და შენ შეხვდები მას!» [ალ-ინშიყააყ: 6]. თქვა უზენაესმა ალლაჰმა: «ვინც სიკეთე აკეთა, თავის სასიკეთოდაა. ხოლო ვინც ავი ქმნა თავისი თავის წინააღმდეგაა. და შენი ღმერთი უსამართლო არ არის მსახურთა მიმართ» [ფუსსილათ: 46]
ისლამში ადამიანები პასუხისმგებელნი არიან თითოეულ ქმედებაზე, რომლითაც ისინი ზიანს აყენებენ საკუთარ თავს ან სხვებს. ყოვლისშემძლე ალლაჰმა თქვა: «და ცოდვას ვინც მოიხვეჭს, იგი მხოლოდ თავისი სულის საწინააღმდეგოდ მოიხვეჭს. ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ბრძენია». [ან-ნისა: 111]. უზენაესმა ალლაჰმა თქვა: «ამის გამო დავუწერეთ ისრაილის შვილებს, რომ ვინც მოკლავს სულს, არა სულის წილ, და არა ქვეყანაზე უკეთურობის გასაწმენდად, თითქოს ამოეხოცოს მთელი კაცობრიობა ერთიანად. და ვინც ერთ ადამიანსაც შეუნარჩუნებს სიცოცხლეს, თითქოსდა მთელი კაცობრიობისათვის შეენარჩუნებინოს სიცოცხლე». [ალ-მაიდა: 32]. თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «ყველა სული რომელიც იქნება მოკლული უსამართლოდ, მისი სისხლის პასუხისმგებლობის ნაწილი არის ადამის პირველ შვილზე; რადგან ის იყო პირველი, ვინც მოკლა ადამიანი». საჰიჰი მუსლიმ (5150).
18. ისლამმა დაადგინა კაცი და ქალი თანასწორი, როგორც პასუხიმსმგებლობაში ასევე, საზღაურსა და ჯილდოში.
ისლამმა დაადგინა კაცი და ქალი თანასწორი, როგორც პასუხიმსმგებლობაში ასევე, საზღაურსა და ჯილდოში. უზენაესი ალლაჰი ამბობს: «ხოლო ის, ვინც სიკეთეს იქმს, კაცი თუ ქალი, და ამასთან მორწმუნეც იყო სამოთხეში შევა და ფინიკის კურკის ოდენადაც არ იქნებიან ისინი დაჩაგრულნი». [ან-ნისა: 124]. უზენაესი ალლაჰი ამბობს: «ვინც კეთილი საქმე აკეთა, კაცმა თუ ქალმა, და თან მორწმუნეც იყო, უსათუოდ ვაცხოვრებთ მათ კეთილი ცხოვრებით, და მივაგებთ ჯილდოს იმაზე უკეთესს, რასაც აკეთებდნენ». [ან-ნაჰლ: 97]. უზენაესი ალლაჰი ამბობს: «და ვინც სიავე ქმნა, არაფერი მიეზღვება, გარდა ამის მსგავსისა, ხოლო ვინც სიკეთე აკეთა - კაცმა თუ ქალმა და მორწმუნეც იყო, სწორედ ისინი შევლენ სამოთხეში და ებოძებათ სარჩო იქ უანგარიშოდ». [ღააფირ: 40]. უზენაესმა ალლაჰმა ბრძანა: «ჭეშმარიტად, მუსლიმი კაცებისა და ქალებისათვის, მორწმუნე კაცებისა და ქალებისათვის, მორჩილი კაცებისა და ქალებისათვის, მართალი კაცებისა და ქალებისათვის, მომთმენი კაცებისა და ქალებისათვის, თავმდაბალი კაცებისა და ქალებისათვის, მოწყალების გამცემი კაცებისა და ქალებისათვის, მომარხულე კაცებისა და ქალებისათვის. უმანკოების შემნახველი კაცებისა და ქალებისათვის, ალლაჰის მრავლად მომხსენებელი კაცებისა და ქალებისათვის, ალლაჰმა მათთვის გაამზადა პატიება და დიდი საზღაური!» [ალ-აჰზაბ: 35].
19. ისლამმა ქალებს პატივი მიაგო და ისინი მამაკაცების თანასწორ ნახევრად მიიჩნია. ისლამი ავალდებულებს მამაკაცს, უზრუნველყოს ისინი, თუ მას ამის შესაძლებლობა აქვს. მამა ვალდებულია იზრუნოს თავის გოგოზე, ბიჭი ვალდებულია იზრუნოს დედაზე, თუ ის სრულწლოვანი და შეძლებულია, ხოლო ქმარი ვალდებულია უზრუნველყოს თავისი ცოლი.
ისლამში ქალი კაცის მეორე ნახევრად ითვლება. თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «ჭეშმარიტად ქალები კაცების მეორე ნახევრები არიან». გადმოცემულია ათ-თირმიზი 113.
ქალის მიმართ ისლამის მიერ გამოხატული პატივის ერთ-ერთი გამოვლინებაა ის, რომ შვილი ვალდებულია უზრუნველყოს დედა, თუ მას ამის შესაძლებლობა აქვს. თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «გამცემი ხელი ამაღლებულია, [და ხარჯვა უნდა დაიწყო] დედაზე, მამაზე, დასზე, ძმაზე და ა.შ. ნათესაობის ხარისხის შესაბამისად». გადმოსცემს იმამ აჰმად. ღმერთის ნებით 29 პარაგრაფში გავეცნობით მშობლების სიძვირფასეს და ადგილს.
ქალის მიმართ ისლამის მიერ გამოხატული პატივის ერთ-ერთი გამოვლინებაა ის, რომ ქმარი ვალდებულია უზრუნველყოს თავისი ცოლი, თუ მას ამის შესაძლებლობა აქვს. ყოვლისშემძლე ალლაჰმა თქვა: «რათა გაიღოს შეძლებულმა თავისი შეძლებისდა მიხედვით, ხოლო ვინც გაჭირვებულია ხარჯოს იქიდან, რაც ალლაჰმა უბოძა. ალლაჰი არ აკისრებს არცერთ სულს იმაზე მეტს, იმის გარდა, რაც მას უბოძა. და ალლაჰი დაადგენს გაჭირვების შემდეგ სიმარტივეს». [ატ-ტალააყ: 7]. შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხეს: რა არის ქალის უფლება კაცზე? მან უპასუხა: «შენ უნდა აჭამო მას, როდესაც თვითონ ჭამ, უნდა ჩააცვა მას, როდესაც თვითონ იცვამ, არ უნდა სცემო მას სახეში და არ უნდა დაამცირო(სიტყვიერად)». გადმოსცემს იმამ აჰმად. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განუმარტა ქმრებს ქალების ზოგიერთი უფლებები: «ვალდებულებაა თქვენზე მათი (ცოლების) დაპურება და შემოსვა წესისამებრ». საჰიჰ მუსლიმ. თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «ადამიანს ცოდვად ისიც ეყოფა, რომ არ ზრუნავს იმაზე, ვინც მის მზრუნველობაზე იმყოფება» გადმოსცემს იმამ აჰმად. ალ-ხატტააბიმ თქვა: "აქ იგულისხმებიან ისინი, ვისი უზრუნველყოფაც ამ ადამიანისთვის სავალდებულოა. ანუ თითქოს მან უთხრა იმ ადამიანს, რომელიც ცდილობს გაიღოს ქველმოქმედება: ‘ჯილდოს მიღების სურვილით ნუ გაიღებ იმას, რითაც შენს ოჯახს საკვებს მოუსპობ, რადგან ეს ცოდვად ითვლება. ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ შენ უარს ამბობ მათზე ზრუნვაზე".
ქალის მიმართ ისლამის მიერ გამოხატული პატივის ერთ-ერთი გამოვლინებაა ის, რომ მამა ვალდებულია უზრუნველყოს თავისი ქალიშვილი. ყოვლისშემძლე ალლაჰმა თქვა: «დედები აწოვებენ ძუძუს სრულ ორ წელს. ეს იმათთვის, ვისაც უნდა რომ სრულად აწოვოს (შვილებს) ძუძუ. მათ კი (კაცებს), ვისაც შვილი შეეძინებათ, გამოკვებონ ქალები და ჩააცვან წესისამებრ». [ალ-ბაყარა: 233]. ალლაჰმა განმარტა, რომ მშობელი მამა ვისაც შვილი შეეძინება ვალდებულია ჩააცვას და გამოკვებოს ის წესისამებრ. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «და თუ ძუძუს აწოვებენ თქვენთვის, გადაუხადეთ თავიანთი საზღაური». [ატ-ტალააყ: 6]. ალლაჰმა მამას დაავალა მისი შვილის ძუძუთი კვების საფასური გადაიხადოს; ეს მიუთითებს იმაზე, რომ შვილის გამოკვება არის მამაზე, სულერთია შვილი ბიჭი იქნება თუ გოგო, ასევე ჰადისში არის მითითებული, რომ მამა ვალდებულია გამოკვებოს ცოლი და შვილები. აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ მან თქვა: ჰინდმა უთხრა ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): ''აბუ სუფიანი არის ძუნწი პიროვნება, მე მჭირდება, რომ მისი ქონებიდან ავიღო'' მან უთხრა: «აიღე იმდენი, რამდენიც გეყოფათ შენ და შენ შვილს წესისამებრ». გადმოსცა ალ-ბუხარიმ. ძვირფასი შუამავალი განმარტავს ქალიშვილებზე და დებზე დახარჯული თანხის მადლიერებას, და ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც იზრუნა ორ ან სამ ქალიშვილზე ან ორ ან სამ დაზე, სანამ ისინი გათხოვდებიან ან სანამ თავად გარდაიცვლება, იმასთან მე ვიქნები ასე. და მან მიუთითა საჩვენებელ და შუა თითებზე». ას-სილსილა ას-საჰიჰა 296.
20. სიკვდილი არ არის სამუდამო დასასრული. არამედ, ის არის საქმიდან საზღაურზე გადასვლა. სიკვდილი მოიცავს სხეულსა და სულს, სულის სიკვდილი განცალკევებაა სხეულისგან და უბრუნდება მას განკითხვის დღეს. სული არ გადადის სხვა სხეულში სიკვდილის შემდეგ და არ ხდება რეინკარნაცია სხვა სხეულში.
სიკვდილი არ არის სამუდამო დასასრული. უზენაესი ალლაჰი ამბობს: «უთხარი: მიგიბარებთ სიკვდილის ანგელოზი, რომელიც თქვენთვის არის დადგენილი(სულების მისაბარებლად). მერე კი თქვენს ღმერთთან იქნებით დაბრუნებულნი». [ას-საჯდაჰ: 11]. სიკვდილი მოიცავს სხეულსა და სულს, და სულის სიკვდილი განცალკევებაა სხეულისგან და უბრუნდება მას განკითხვის დღეს. უზენაესი ალლაჰი ამბობს: «ალლაჰი მიიბარებს სულებს მათი სიკვდილის ჟამს, და იმას, რომელიც არ მომკვდარა ძილის ჟამს, იჭერს მათ, ვისაც სიკვდილი განეჩინა, და აგზავნის სხვებს დათქმულ ვადამდე. ჭეშმარიტად, ამაში სასწაულებია ხალხისათვის, რომელიც აზროვნებს». [აზ-ზუმარ: 42] თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «ჭეშმარიტად, როცა სული იქნება ამორთმეული, მას მიჰყვება მხედველობაც». გადმოსცა მუსლიმმა: 920 სიკვდილის შემდეგ ადამიანი გადადის საქმეების კეთების საცხოვრებლიდან საზღაურის მიღების საცხოვრებელში, უზენაესი ალლაჰი ამბობს: «მასთანაა თქვენი დასაბრუნებელი ერთიანად, ალლაჰის ჭეშმარიტი აღთქმის თანახმად. იგი ქმნის ქმნილებას და შემდეგ იბრუნებს მას, რათა უზღოს მათ, რომელთაც ირწმუნეს და კეთილ საქმეებს აკეთებდნენ სიმართლით; ხოლო მათ კი, რომელთაც არ ირწმუნეს მათთვისაა მდუღარე სასმელი და მტანჯველი სასჯელი, იმის გამო, რომ იყვნენ ურწმუნონი». [იუნუს: 4]
გარდაცვალების შემდეგ სული არ გადადის სხვა სხეულში, და არ ხდება რეინკარნაცია, რეინკარნაციაზე არ მიუთითებს გონება და არც გრძნობა, და არ არსებობს არავითარი გადმოცემა, რომელიც ადასტურებს, რომ ეს იყო შუამავალთა მრწამსიდან (მშვიდობა მათ).
21. ისლამი მოგვიხმობს, რომ ვირწმუნოთ მისი რწმენის მთავარი საფუძლვების და ესენია: რწმენა ალლაჰისა, მისი ანგელოზებისა, მისი ღვთიური წიგნებისა, როგორიცაა: თორა, ევანგელია, და ზებური (მათ შეცვალმდე) და ყურანი. რწმენა ყველა ფეიღამბრისა და შუამავლებისა, მშვიდობა იყოს მათზე, რწმენა შუამავლების ბეჭედისა და ეს არის მუჰამმადი, რომელიც იყო ალლაჰის შუამავალი და ყველა ფეიღამბრისა და შუამავლის ბეჭედი. ასევე, განკითხვის დღის რწმენა. ჩვენ ვიცით, რომ ამქვეყნიური ცხოვრება რომ ყოფილიყო დასასრული, მაშინ სიცოცხლე და არსებობა იქნებოდა უაზრობა, და ასევე უნდა გვწამდეს ბედისწერისა.
ისლამი მოგვიხმობს, რომ ვირწმუნოთ მისი რწმენის მთავარი საფუძვლები, რომელსაც მოუწოდებდა ყველა მოციქული და შუმავალი (მშვიდობა მათ) ესენია:
რწმენის პირველი სვეტი: რწმენა ალლაჰის — მბრძანებლის, შემოქმედის, მრჩენელის, მთელი სამყაროს განმგებლის მიმართ, და რწმენა, რომ მხოლოდ ისაა თაყვანისცემის ღირსი, ხოლო თაყვანისცემა ვინმეს ან რამეს მის გარდა — უსაფუძვლოა. არასწორია თაყვანისცემა ვინმეს გარდა ალლაჰისა, და ყოველი სხვა თაყვანისცემის ობიექტი მცდარია. მერვე პუნქტში უკვე მოყვანილი იყო ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
უზენაესმა ალლაჰმა ამ მთავარ საფუძველთან დაკავშირებით ძვირფას ყურანში ბევრ აიათში ახსენა, მათგანაა უზენაესის სიტყვები: «ირწმუნა შუამავალმა, რაც თავისი ღმერთისგან ზემოევლინა და მორწმუნეებმაც. ირწმუნა ყველამ ალლაჰი, მისი ანგელოზები, მისი წიგნები, მისი შუამავლები. არ განვასხვავებთ მის შუამავალთაგან არც ერთს! და თქვეს მათ: ვისმენთ და ვემორჩილებით! ღმერთო ჩვენო, (გევედრებით) შენს მიტევებას და შენთან დავბრუნდებით». [ალ-ბაყარა: 285]. უზენაესი ალლაჰი ამბობს: «არ არის სიკეთე ის, რომ სახეები მხოლოდ აღმოსავლეთის ან დასავლეთის მხარეს მიაბრუნოთ. სიკეთე ისაა, ვინც ირწმუნა ალლაჰი და უკანასკნელი დღე, ანგელოზები, წიგნი და შუამავლები; უყვარს ქონება, მაგრამ მაინც ურიგებს ახლობლებს, ობლებს, უპოვრებს, მოგზაურებს, მთხოვნელებსა და მონებს; ლოცვად დგება, ზაქათს არიგებს, და ასრულებს დაპირებას, როცა ჰპირდება; მოთმინებით იტანს უბედურებას, გასაჭირსა და განსაცდელს. ისინი არიან მართალნი და ღვთისმოშიშნი». [ალ-ბაყარა: 177] ალლაჰმა მოუწოდა ამ რწმენისკენ ასეთი ფორმით და განმარტა, რომ ვინც მას უარყოფს ჭეშმარიტად ის დიდი გადაცდომით გადავიდა ჭეშმარიტი გზიდან. უზენაესი ალლაჰი ამბობს: «ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ირწმუნეთ ალლაჰი და მისი შუამავალი, და წიგნი, რომელიც გარდმოუვლინა თავის შუამავალს და წიგნი, რომელიც მან გარდმოავლინა მის უწინ. და ვინც უარყოფს ალლაჰს, მის ანგელოზებს, მის წიგნებს, მის შუამავლებს, და განკითხვის დღეს, გზა აბნევია შორი გზააბნევით». [ან-ნისა: 136]. უმარ იბნ ალ-ხატტაბისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომელმაც თქვა: «როდესაც ჩვენ ვიჯექით შუამავალთან ერთად (ალლაჰის მშვიდობა და ლოცვა მას), ჩვენთან გამოჩნდა კაცი თეთრი სამოსით, შავი თმებით, რომელსაც არ ემჩნეოდა მგზავრობის კვალი და არავინ ჩვენგან არ იცნობდა მას. ის დაჯდა შუამავალთან, თავისი მუხლები მის მუხლებს მიაყდნო, ხელები დააწყოთავის ბარძაყებზე და უთხრა მას: "ო მუჰამმად მომიყევი ისლამზე". მან უთხრა: "ისლამი არის: «რომ დაამოწმო არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი მისი შუამავალია, შეასრულო ლოცვა, გასცე ზაქათი, იმარხო რამადანი და შეასრულო ჰაჯობა თუ შეგიძლია». მან თქვა: "მართალი ხარ". ჩვენ გაგვიკვირდა ძალიან და რადგან თან შეეკითხა და თან დაამოწმა მისი ნათქვამი, შემდეგ მან ჰკითხა: "მომიყევი რწმენაზე". თქვა: «რწმენა არის, რომ ირწმუნო ალლაჰის, მისი ანგელოზების, მისი წიგნების, მისი შუამავლების, ბოლო დღის და ბედისწერის მისი კარგით და ცუდით». მან თქვა: "მართალი ხარ". შემდეგ ჰკითხა: "მომიყევი გულწრფელობაზე(იჰსანზე)". უთხრა: «ეთაყვანე ალლაჰს ისე, თითქოსდა ხედავ მას, როცა შენ მას ვერ ხედავ, ჭეშმარიტად ის გხედავს შენ». საჰიჰ მუსლიმ 8. ამ ჰადისში არის მოცემული, რომ ჯიბრილ ანგელოზი (მშვიდობა მას) მოვიდა შუამავალ მუჰამმედთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და ჰკითხა მას რელიგიის საფუძვლებზე, რომლებიც არის: ისლამი, იმანი (რწმენა), და იჰსანი (გულწრფელობა). შუამავალმა მუჰამმედმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა მას. შემდეგ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აცნობა თავის მეგობრებს (ალლაჰი იყოს მათგან კმაყოფილი), რომ მათთან მისული ეს უცხო კაცი ჯიბრილ ანგელოზი იყო (მშვიდობა მას), მოვიდა მათთან რათა ესწავლებინა მათთვის რელიგია. ეს არის ისლამი, ღვთიური გზავნილი, რომელიც გადმოსცა და შთააგონა ჯიბრილ ანგელოზმა (მშვიდობა მას) ადამიანთათვის შუამავალ მუჰამმედს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), შუამავალმაც ასწავლა ის თავის მეგობრებს (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) და მათ ისწავლეს და გადასცეს მათ შემდგომ მყოფ თაობას.
მეორე: ანგელოზების რწმენა; ისინი არიან ფარული არსებები, რომლებიც გააჩინა ალლაჰმა და მისცა მათ განსაზღვრული ფორმა და დაავალა მათ მნიშვნელოვანი საქმეები. მათი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეებია: ღვთიური წერილების გადაცემა მოციქულებზე და შუამავლებზე (მშვიდობა მათ). ყველაზე დიდი ანგელოზი არის ჯიბრილი (მშვიდობა მას), რაზეც მეტყველებს მის მიერ ჩამოტანილი ზეგამოცხადება შუამავლებთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მათ). უზენაესი ალლაჰი ამბობს: «გარდმოავლენს თავისი ბრძანებით ანგელოზებს სულით, ვისზეც ინებებს თავის მსახურთაგან, რათა შეიგონონ, რომ არ არსებობს ღვთაება ალლაჰის გარდა, და ჩემი გეშინოდეთ». [ან-ნაჰლ: 2] უზენაესი ალლაჰი ამბობს: «ჭეშმარიტად, ის სამყაროთა ღმერთისგანაა გარდმოვლენილი». [192] ჩამოიტანა იგი სანდო სულმა. [193] შენს გულზე რათა იყო შემგონებელთაგანი. [194] ცხადი არაბული ენით. [195] ჭეშმარიტად, იგი ძველი ხალხის წიგნშიც იყო». [196] [ აშ-შუ'არა: 192-196].
მესამე: ღვთიური წიგნების რწმენა, თორა, ინჯილი, ზებური - სანამ შეიცვლებოდა - და ყურანი. უზენაესი ალლაჰის ამბობს: «ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ირწმუნეთ ალლაჰი და მისი შუამავალი, და წიგნი, რომელიც გარდმოუვლინა თავის შუამავალს და წიგნი, რომელიც მან გარდმოავლინა მის უწინ. და ვინც უარყოფს ალლაჰს, მის ანგელოზებს, მის წიგნებს, მის შუამავლებს, და განკითხვის დღეს, გზა აბნევია შორი გზააბნევით». [ან-ნისა: 136]. უზენაესი ალლაჰი ამბობს: «გარდმოავლინა შენზე წიგნი (ყურანი) ჭეშმარიტებით, დამამოწმებლად იმისა, რაცაა მის უწინარეს; და ჩამოავლინა თევრათიც და ინჯილიც [3] ადრე, ჭეშმარიტი გზის მაჩვენებლად ადამიანებისთვის; და ჩამოავლინა ფურყანიც. ჭეშმარიტად, ვინც უარყვეს ალლაჰის აიათები, მათთვისაა მძიმე სატანჯველი. და ალლაჰი უძლეველია,შურისმაძიებელიია». [ალი იმრან: 3-4]. უზენაესი ალლაჰი ამბობს: «შუამავალმა ირწმუნა ის, რაც მას თავისი ღმერთისგან ჩამოევლინა, ასევე მორწმუნეებმაც (ირწმუნეს). ირწმუნა ყველამ ალლაჰი, მისი ანგელოზები, მისი წიგნები და მის მიერ წარმოგზავნილი შუამავლები. არ განვასხვავებთ მის მიერ წარმოგზავნილ შუამავალთაგან არცერთს. მათ თქვეს: შევისმინეთ და დავემორჩილეთ, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალე, შენთანაა საბოლოო მისაქციელი». [ალ-ბაყარა: 285]. უზენაესი ბრძანებს: «უთხარი: ვირწმუნეთ ალლაჰი და ის, რაც ჩვენზე ჩამოევლინა, და ისიც, რაც იბრაჰიმს, ისმაილს, ისჰაყს, იაყუბს და (მის) შთამომავლებს ჩამოევლინათ, რაც მიეცა მუსას და ‘ისას, და რაც მიეცათ მაცნეებს, თავიანთი ღმერთისგან. მათგან არცერთს არ განვასხვავებთ, და ჩვენ მორჩილნი/მუსლიმნი ვართ მისი». [ალი იმრან: 84].
მეოთხე: ყველა მოციქული და შუამავლის რწმენა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მათ), აუცილებელია ყველა მოციქულის და შუამავლის დაჯერება (მშვიდობა მათ) და რწმენა იმის, რომ ყველა მათგანი ალლაჰის მიერ წარმოგზავნილი შუამავალია, რომლებიც ამცნობენ თავიანთ ხალხს მათ მიერ მოტანილ ღვთიურ წერილებს, რელიგიას და კანონებს. უზენაესი ალლაჰი ამბობს: «თქვით, რომ ჩვენ ვირწმუნეთ ალლაჰი და ის, რაც გარდმოავლინა ჩვენზე და რაც გარდმოევლინა იბრაჰიმზე, ისმაილზე, ისჰაყზე, იაუყუბზე და მათ შთამომავლებზე და რაც ებოძა მუსას, ისას და სხვა შუამავლებს მათი ღმერთისგან. და არ განვასხვავებთ რომელიმეს მათ შორის, და ჩვენ მხოლოდ მას ერთადერთს ვემორჩილებით». [ალ-ბაყარა: 136]. უზენაესი ალლაჰი ამბობს: «შუამავალმა ირწმუნა ის, რაც მას თავისი ღმერთისგან ჩამოევლინა, ასევე მორწმუნეებმაც (ირწმუნეს). ირწმუნა ყველამ ალლაჰი, მისი ანგელოზები, მისი წიგნები და მის მიერ წარმოგზავნილი შუამავლები. არ განვასხვავებთ მის მიერ წარმოგზავნილ შუამავალთაგან არცერთს. მათ თქვეს: შევისმინეთ და დავემორჩილეთ, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალე, შენთანაა საბოლოო მისაქციელი». [ალ-ბაყარა: 285]. უზენაესი ალლაჰი ამბობს: «უთხარი: რომ ჩვენ ვირწმუნეთ ალლაჰი და ის, რაც გარდმოავლინა ჩვენზე და რაც გარდმოევლინა იბრაჰიმზე, ისმაილზე, ისჰაყზე, იაუყუბზე და მათ შთამომავლებზე და რაც ებოძა მუსას, ისას და სხვა შუამავლებს მათი ღმერთისგან. და არ განვასხვავებთ რომელიმეს მათ შორის, და ჩვენ მხოლოდ მას ერთადერთს ვემორჩილებით». [ალი იმრან: 84].
რომ ირწმუნოს შუამავალთა ბეჭედის ბოლო შუამავლის მუჰამმედის ალლაჰის შუამავლის, ის იყო შუამავლებისა და გზავნილების ბოლო ბეჭედი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), როგორც თქვა უზენაესმა ალლაჰმა: «და აღთქმა აიღო ალლაჰმა შუამავალთაგან: „აჰა, გიბოძებთ თქვენ წიგნსა და სიბრძნეს.“ მერე მოვა თქვენთან შუამავალი, იმის დასტურად, რაც არის თქვენთან. ირწმუნეთ მისი და შეეწით მას! უთხრა (ალლაჰმა): „თანახმა ხართ და ღებულობთ ამაზე ჩემს პირობას?“ მიუგეს: თანახმა ვართ! უთხრა: „დაამოწმეთ და მეც თქვენთან ერთად დავამოწმებო!» [ალი იმრან: 81].
ისლამი ავალდებულებს ყველა მოციქულის და შუამავლის რწმენას ზოგადად, და ავალდებულებს მათი ბეჭედის და ბოლო შუამავლის მუჰამმდის რწმენას (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას). უზენაესი ალლაჰი ამბობს: «უთხარი: ჰეი, წიგნის ხალხო! ვერაფერს დაეყრდნობით, ვიდრე სწორად არ დადგებით თევრათზე, ინჯილსა და იმაზე რაც თქვენი ღმერთისაგან ზეგარდმოგევლინათ». [ალ-მაიდა: 68]. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «უთხარი: ჰეი, წიგნის ხალხო! მოდით სამართლიან სიტყვაზე, ჩვენსა და თქვენს შორის, რომ არ ვცეთ თაყვანი არავის, ალლაჰის გარდა, და არ დავუდგინოთ მას თანაზიარი, და არ გავაღმერთოთ ერთმანეთი ალლაჰის მაგივრად. და თუ სახეს იბრუნებენ, უთხარი მათ: „დაამოწმეთ, რომ ჩვენ მუსლიმები ვართ». [აალი იმრაან: 64].
ვინც უარყობს ერთ შუამავალს მან უარყო ყველა მოციქული და შუამავალი (მშვიდობა მათ). ამიტომ უზენაესმა ალლაჰმა გვამცნო ნუჰის ხალხის დადგენილება, მან თქვა: «ცრუდ ჩათვალეს ნუჰის ხალხმა შუამავლები» [აშ-შუ'არა: 105]. როგორც ცნობილია ნუჰამდე (მშვიდობა მას) სხვა შუამავალი არ ყოფილა, და მიუხედავად ამისა, როცა მისმა ხალხმა ის ცრუდ მიიჩნია ეს მათი უარყოფა ნუჰის მიმართ ყველა შუამავლის და მოციქულის უარყოფას ნიშნავს; რადგან მათი მოწოდება და მათი მიზანი ერთი იყო.
მეხუთე: უკანასკნელი დღის რწმენა, ეს არის წარღვნის დღე, ამქვეყნად ბოლო დღე, იმ დღეს ალლაჰი უბრძანებს ანგელოზ ისრაფილს (მშვიდობა მას) და ჩაბერავს საყვირში, ყველა უგონოდ დაეცემა და გარდაიცვლება ყველა, ვისაც ინებებს ალლაჰი. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «და ჩაიბერება საყვირში და დაეცემა უგონოდ ყველა ვინც არის ზეცაში და ვინც არის დედამიწაზე, გარდა მათი ვისაც ინებებს ალლაჰი; შემდეგ ჩაიბერება კიდევ ერთხელ და წამოდგებიან ისინი მომზირალნი» [აზ-ზუმარ: 68]. როცა განადგურდება ყველა, ვინც არის ზეცაში და ვინც არის მიწაზე; გარდა მათი ვისაც ინებებს ალლაჰი, ამის შემდეგ ალლაჰი დაკეცავს ზეცას და მიწას, როგორც ამბობს უზენაესი: «იმ დღეს დავგრაგნით ზეცას ისე, როგორც გრაგნილებს წიგნისათვის. როგორც შევქმენით პირველი ქმნილება, ისევე გავიმეორებთ, ჩვენი აღთქმის თანახმად. ჭეშმარიტად, ჩვენ აღვასრულებთ». [ ალ-ანბია: 104 ]. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «ვერ შეაფასეს მათ ღმერთი ჯეროვნად, არადა მთელი დედამიწა მის ხელში აღმოჩნდება აღდგომის დღეს, ხოლო ზეცა ჩაიხვევა მის მკლავქვეშ! ქება-დიდება მას და დიდებულია იგი იმაზე, რასაც თანაზიარად უდგენენ!» [აზ-ზუმარ: 67]. თქვა ალლაჰის შუამავლმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «დიდებული და უზენაესი ალლაჰი დაკეცავს ცებს განკითხვის დღეს, შემდეგ კი აიღებს მათ მისი მარჯვენა ხელით და იტყვის: "მე ვარ მეფე სად არიან ტირანები? სად არიან გაამაყებულნი?" შემდეგ დაკეცავს მიწებს მისი მარცხენათი და იტყვის: ''მე ვარ მეფე სად არიან მედიდურნი? სად არიან გაამაყებულნი?» ჰადისს გადმოსცემს მუსლიმი.
შემდეგ ალლაჰი უბრძანებს ანგელოზს (ისრაფილს) და ის ჩაბერავს საყვირში მეორედ და წამოდგებიან ადამიანები შეშინებული მზერით. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «შემდეგ ჩაიბერება კიდევ ერთხელ და წამოდგებიან ისინი მომზირალნი». [აზ-ზუმარ: 68]. როცა ხელმეორედ წარმოგზავნის ალლაჰი ქმნილებებს, მათ გააცოცხლებს ანგარიშსწორებისთვის, უზენაესმა ბრძანა: «იმ დღეს, როცა გაიპობა მიწა მათგან ასწრაფებული. ეს არის შეკრება, რომელიც ჩვენთვის ადვილია». [ყააფ: 44]. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «იმ დღეს, როცა ისინი აღდგებიან, მათქან არაფერი დაიმალება ალლაჰის წინაშე. ვისია დღეს მეუფება? ალლაჰის, ერთადერთის, ძლევამოსილის». [ღააფირ: 16]. ამ დღეს ალლაჰი პასუხს აგებინებს ყველა ადამიანს, ყოველი ჩაგრული ადამიანი მიიღებს საფასურს თავისი მჩაგვრელისგან, ყოველი ადამიანი მიიღებს იმას, რაც მას უკეთებია, უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «იმ დღეს მიეზღვება ყოველ სულს, რაც მოიხვეჭა და არ იქნება უსამართლობა იმ დღეს. ჭეშმარიტად, ალლაჰი სწრაფია ანგარიშსწორებისას». [ღააფირ: 17] უზენაესი ალლაჰი ამბობს: «ჭეშმარიტად, ალლაჰი ნამცეცის მისხალ უსამართლობასაც კი არ ჩაიდენს. და თუ რამე სიკეთე ჰქმენით, გააორმაგებს მას და თავისი წიაღიდან უდიდეს საზღაურს მისცემს». [ან-ნისა: 40]. უზენაესი ბრძანებს: «და ის, ვინც იოტისოდენა სიკეთე მაინც ჰქმნა, იხილავს იმას (ჯილდოს მიიღებს)!» და ისიც, ვინც იოტისოდენა ავი ჰქმნა, იხილავს იმას (სამაგიერო მიეზღვება)». [აზ-ზალზალა: 7-8]. უზენაესი ალლაჰი ამბობს: «და განვაწესებთ ჩვენ სიმართლის სასწორებს აღდგომის დღეს; და არცერთი სული არაფრით არ დაიჩაგრება. ერთი მისხალიც რომ იყოს, მას მოვიტანთ. და საკმარისნი ვართ ჩვენ ანგარიშმსწორებლად». [ალ-ანბიაა: 47].
გაცოცხლების და განკითხვის შემდეგ ყველა მიიღებს საფასურს; ვინც აკეთა კეთილი საქმე, მას ექნება სამუდამო წყალობა, რომელიც არასდროს დასრულდება, ვინც უარყო და აკეთა ცუდი საქმე - ის მიიღებს სასჯელს. უზენაესი ალლაჰი ამბობს: «მეუფება იმ დღეს ალლაჰს ეკუთვნის, განსჯის მათ შორის, რომელთაც ირწმუნეს და აკეთეს კეთილი საქმეები იქნებიან სამოთხის წყალობაში; ხოლო რომელთაც უარყვეს და ცრუდ ჩათვალეს ჩვენი აიათები სწორედ მათვისაა მტკივნეული სასჯელი». [ალ-ჰაჯჯ: 56-57] და ვიცით, რომ ამქვეყნიური ცხოვრება რომ ყოფილიყო საბოლოო ცხოვრება; სიცოცხლეც და არსებობაც სრული აბსურდი იქნებოდა როგორც თქვა უზენაესმა: «ნუთუ გგონიათ, რომ ჩვენ ტყუილუბრალოდ შეგქმენით და ჩემს წინაშე დაბრუნებულნი არ იქნებით?» [ალ-მუ'მინუუნ: 115]
მეექვსე: ბედისწერის რწმენა, ეს არის რწმენა იმისა, რომ ალლაჰმა იცის ყველაფერი რაც იყო, რაც არის და რაც იქნება მომავალში ამ სამყაროში, და ალლაჰმა დაწერა ეს ყველაფერი, სანამ გააჩენდა ცებს და მიწას. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «მასთანაა დაფარულის გასაღებნი და არავინ იცის მის გარდა. იცის, რაც ხმელეთზეა და რაც ზღვაშია და ერთი ფოთოლიც კი არ ჩამოვარდება, მან რომ არ იცოდეს. ერთი მარცვალიც კი არაა დედამიწის წყვდიადში, და ერთი ნესტი და მშრალიც კი არ არის ისე, რომ ცხად წიგნში არ იყოს». [ალ-ან'აამ: 59] ალლაჰმა თავისი ცოდნით გარემოიცვა ყოველივე, უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «ალლაჰია, რომელმაც გააჩინა შვიდი ზეცა, და მიწაც მათი მზგავსი, ჩამოევლინება ბრძანება მათ შორის, რათა იცოდეთ, რომ ალლაჰი ყოვლისშემძლეა და რომ ალლაჰს გარემოუცავს ცოდნით ყოველივე». [ატ-ტალაყ: 12] არაფერი მოხდება ამ სამყაროში გარდა იმისა, რასაც ინებებს ალლაჰი და ისურვებს, შემდეგ გააჩენს მას და დაუდგენს მიზეზებს, უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «იგია, რომელსაც ეკუთვნის მეუფება ცათა და ქვეყნისა. მას არ ჰყავს ძე და არ ჰყოლია მოზიარე მეუფებაში. შექმნა ყოველი საგანი და რიგიანად გადაანაწილა». [ალ-ფურყაან: 2]. მას ამ ყველაფერში ეკუთვნის აბსოლუტური სიბრძნე, რომლის ცოდნასაც ადამიანები ვერ ჩასწვდებიან. უზენაესი ალლაჰი ამბობს: «სიბრძე სრულყოფილი, მაგრამ ვერ არგოთ შეგონებებმა». [ ალ-ყამარ: 5]. უზენაესი ალლაჰი ამბობს: «იგია, რომელიც გააჩენს პირველად და მერე აღადგენს მას. და ეს იოლია მისთვის და მას ეკუთვნის უმაღლესი თვისებები ცათა შინა და ქვეყანასა ზედა და იგია ძლევამოსილი, ბრძენი». [არ-რუუმ: 27]. უზენაესმა ალლაჰმა საკუთარი თავი დაახასიათა სიბრძნით, და საკუთარ თავს ბრძენი უწოდა; უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «დაამოწმა ალლაჰმა, რომ არ არსებობს ღვთაება, მის გარდა; და ანგელოზებმაც და მცოდნეებმაც სამართლიანად დაამოწმეს; არ არსებობს ღვთაება, მის გარდა, ძლევამოსილისა, ბრძენისა». [ ალი იმრან: 18 ]. უზენაესი ალლაჰი გვამცნობს ისა შუმავალზე (მშვიდობა მას), რომ ის მიმართავს ალლაჰს განკითხვის დღეს სიტყვებით: «თუკი მათ დასჯი, უეჭველად ისინი შენი მსახურნი არიან; ხოლო თუ მიუტევებ მათ, უეჭველად შენ ხარ ძლევამოსილი, ბრძენი». [ ალ-მაიდა: 118 ]. უზენაესმა ალლაჰმა მიმართა მუსა შუამავალს (მშვიდობა მას), როცა მას მოუხმო მთა ტურის მახლობლად: «ჰეი! მუსა, ჭეშმარიტად მე ვარ ალლაჰი ძლევამოსილი, ბრძენი». [ან-ნამლ: 9].
წმინდა ყურანიც მას სიბრძნით ახასიათებს; როგორც თქვა უზენაესმა: «ალიფ. ლამ. რა. აი წიგნი, რომლის აიათები გაცხადდა, მერე განიმარტა ბრძენისა და ყოვლისმცოდნის მიერ». [ჰუუდ: 1] უზენაესი ალლაჰი ამბობს: «ეს არის რაც ზეშთაგაგონა შენ შენმა ღმერთმა სიბრძნიდან. და არ დაიდგინო ალლაჰთან ერთად სხვა ღვთაება, ჩაგდებული იქნები ჯოჯოხეთში გაკიცხული და დამცირებული». [ალ-ისრა: 39]
22. შუამავლები არიან დამცველები იმისა, რაც გარდმოავლინა მათზე ალლაჰმა. და დაცულები არიან ყოველი იმისგან, რაც ეწინააღმდეგება საღ აზრს ან ჯანსაღ ზნეობას. შუამავლები პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რომ მიუტანონ ალლაჰის ბრძანება მის მონებს. შუამავლებს არ აქვთ განსაკუთრებული თვისებები არც შემოქმედებაში და არც თაყვანისცემაში. არამედ, ისინი არიან ჩვეულებრივი ადამიანები და მათზე გარმდოავლინა ალლაჰმა ზეშთაგონება წერილების სახით.
შუამავლები (მშვიდობა მათ) არიან დამცველები იმისა, რაც გარმოავლინა მათზე ალლაჰმა; რადგან ალლაჰმა აირჩია საუკეთესოები გაჩენილთაგან, რათა მისი გზავნილები გადასცენ ხალხს. უზენაესი ალლაჰი ამბობს: «ალლაჰი ირჩევს ანგელოზთაგან და ადამიანთაგან შუამავლებს; ჭეშმარიტად ალლაჰი - ყოვლისმსმენია, ყოვლისმხედველია» [ალ-ჰაჯჯ: 75]. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «ჭეშმარიტად, ალლაჰმა ამოარჩია სამყაროთა წინაშე ადამი და ნუჰი, ასევე, იბრაჰიმისა და იმრანის მოდგმა». [ალი იმრან: 33] უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «უთხრა: ჰეი მუსა! მე აგამაღლე ადამიანთაგან, ჩემი გზავნილით და ჩემი სიტყვით, მაშ აიღე რაც მოგეცი შენ და იყავი მადლიერთაგან». [ალ-ა'რაფ: 144]. შუამავლებმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მათ) იციან, რომ რაც მათზე გარდმოევლინება ეს არის ღვთიური ზეშთაგობენა, და ხედავენ რომ ანგელოზები ჩამოდიან ზეგამოცხადებით. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «იგია დაფარულის მცოდნე და არავის გაუმხელს თავის დაფარულის. [26] გარდა მისი, ვისზეც არის კმაყოფილი შუმავალთაგან, ჭეშმარიტად ის მეთვალყურეებს მიუჩენს მას წინ და უკან [27] რათა იცოდეს, რომ მათ ამცნეს თავიანთი ღმერთის გზავნილი, და მოიცვა რაც არის მათთან, და დათვალა ყოველივე რიცხობრივად». [ალ-ჯინნ: 26-28]. უბრძანა მათ ალლაჰმა, რომ მიეტანათ ხალხთან მისი გზავნილები. უზენაესი ალლაჰი ამბობს: «ო, შუამავალო! (ხალხს) მიუწვდინე იგი, რაც ჩამოგევლინა შენი ღმერთისგან; და თუ არ იზამ, მაშინ არ მიგიწვდენია მისი წერილი. ხოლო ხალხისგან ალლაჰი დაგიცავს. უეჭველად, ალლაჰი ურწმუნო ხალხს არ დააკვალიანებს ჭეშმარიტ გზაზე». [ალ-მაიდა: 67] უზენაესი ბრძანებს: «შუამავლები, მახარობელნი და მაფრთხილებელნი, რათა შუამავლების შემდგომ ხალხს არ ჰქონოდა საფუძველი ალლაჰის წინაშე (თავის მართლების). ალლაჰი ძლევამოსილია; ბრძენია». [სურა ან-ნისა: 165].
შუამავლებს (ლოცვა და მშვიდობა მათ) ძლიერი მოკრძალება გააჩნიათ ალლაჰის და ეშინიათ მისი; არაფერს დაამატებენ მის გამოგზავნილ წერილს და არც მოაკლებენ როგორც ამბობს უზენაესი ალლაჰი: «და თუ იგი ჩვენ მოგვაწერდა ზოგიერთ ნათქვამს, [44] ჩვენ მას შევიპყრობდით მარჯვენათი. [45] მერე გადავუჭრიდით გულის დედოძარღვს. [46] და თქვენგან არავის შეუძლია მისი შეკავება. [47]» [ალ-ჰააყყა: 44-47]. თქვა იბნი ქასირმა (ალლაჰმა შეიწყალოს ის): «უზენაესი ამობს: {და რომ ჩვენზე} ანუ: მუჰამმედს - ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას- ისე რომ ყოფილიყო როგორც ჩვენზე ცილისმწამებელნი ამბობენ: რომ ჩაემატებინა ან ამოეკლო ამ წერილში (ყურანში) რაიმე მისგან დამატებით ან ამოკლებით და შემდეგ ეს ჩვენთვის მოეწერა - ასე არ ყოფილა- მას მაშინვე დავსჯიდით. ამიტომ თქვა :{აუცილებლად შევიპყრობდით მას მარჯვენათი}, ასევე ითქვა: ამის მნიშვნელობა რომ მას მარჯვენათი დავსჯიდით; რადგან მარჯვენა უფრო ძლიერია (ძლიერი სასჯელი). ასევე ითქვა: მას მოვკვეთდით მარჯვენა ხელს». უზენაესმა ალლაჰმა თქვა: «როცა ეტყვის ალლაჰი: ჰეი! ისა, ძეო მარიამისა! შენ უთხარი ხალხს, რომ მე და დედაჩემი ალლაჰის გარდა კიდევ ორ ღვთაებად აგვირჩიეთო? მიუგო: შენ ყოვლად უნაკლო ხარ! არ შემეფერებოდა იმის თქმა, რისი უფლებაც არ მაქვს. ეგ რომც მეთქვა, უთუოდ გეცოდინებოდა. შენ უწყი, რაცაა ჩემში, ხოლო მე არ ვიცი, რაცაა შენში. ჭეშმარიტად, შენა ხარ უხილავთა უნაკლოდ მცოდნე. მათვის არაფერი მითქვამს სხვა გარდა იმის რაც მიბრძანე, რომ ეთაყვანეთ ალლაჰს, ჩემს ღმერთს და თქვენს ღმერთს, მე ვიყავი მათზე მოწმე, სანამ მათ შორის ვიყავი, და როდესაც ამამაღლე შენ იყავი მათი მეთვალყურე, და შენ ხარ ყოველივეს მოწმე». [ალ-მაიდა: 116-117].
და ვინც გამოარჩია ალლაჰმა მოციქულთაგან და შუამავალთაგან (ლოცვა და მშვიდობა მათ) ჭეშმარიტად ალლაჰი განამტკიცებს მათ თავისი გზავნილების გადაცემის დროს. უზენაესი ალლაჰი ამბობს: «უთხრა: მე ვიმოწმებ ალლაჰს და თქვენც მოწმენი იყავით, რომ შორს ვარ იმისაგან, რასაც თანაზიარად უდგენთ [54] მის გარდა. ხლართეთ თქვენი ხრიკები ერთიანად და ნუ გადამივადებთ [55] ჭეშმარიტად, მე მივენდე ალლაჰს, თქვენს ღმერთსა და ჩემს ღმერთს. ქვეყნად არ არის სულიერი, რომ მას არ ეჭიროს ქოჩრით. ჭეშმარიტად, ჩემი ღმერთი ჭეშმარიტ გზაზეა». [ჰუდ: 54-56]. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «და, კინაღამ გაცდუნეს იმისგან, რაც ზეშთაგაგონეთ, რათა შეგეთხზა ჩვენს წინააღმდეგ სხვა(აიათები) და მაშინ ამოგირჩევდნენ ისინი მეგობრად. [73] და ჩვენ რომ არ განგვემტკიცებინე, ვფიცავ, შენ მათკენ ცოტას გადაიხრებოდი. [74] მაშინ, უთუოდ გაგემებდით შენ ორმაგ სასჯელს სიცოცხლისას და ორმაგს მკვდარს. და ვერავის ნახავდი ჩვენს წინააღმდეგ შემწეს». [75] [ალ-ისრა: 73-75]. ეს და წინა აიათები არის იმის მოწმე და არგუმენტი, რომ ყურანი არის სამყაროთა ღმერთიდან გადმოვლენილი; რადგან ის რომ შუამავალი მუჰამმედისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყოფილიყო, რატომ დააზღვევდა მას ასეთი მისკენ მიმართული სიტყვებით.
ყოვლადუნაკლო და უზენაესი ალლაჰი იცავს თავის მოციქულებს ადამიანებისგან, უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «ო, შუამავალო! (ხალხს) მიუწვდინე იგი, რაც ჩამოგევლინა შენი ღმერთისგან; და თუ არ იზამ, მაშინ არ მიგიწვდენია მისი წერილი. ხოლო ხალხისგან ალლაჰი დაგიცავს. უეჭველად, ალლაჰი ურწმუნო ხალხს არ დააკვალიანებს ჭეშმარიტ გზაზე». [ალ-მაიდა: 67] უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «წაუკითხე მათ ნუჰის ამბავი. და უთხრა მან თავის ხალხს: ჰეი ჩემო ხალხო, თუ გეძნელებათ ჩემი აქ ყოფნა და ალლაჰის აიათების შეხსენება, მაშ ალლაჰს მივენდობი. შეკრიბეთ თქვენი საქმე და თქვენი თანაზიარნი და იმოქმედეთ, მაგრამ მწუხარებად არ გექცეთ. განმსაჯეთ, და ნუ გადამივადებთ». [იუნუს: 71] ალლაჰმა გვამცნო მუსას სიტყვებთან დაკავშირებით (მშვიდობა მას): «უთხრეს: ღმერთო ჩვენო, ვშიშობთ, რომ შემოგვიტევს ან ზღვარს გადავა. მიუგო: ნუ გეშინიათ. მე თქვენთანა ვარ, მე მესმის და ვხედავ». [ტაჰა: 45-46]. და განმარტა უზენაესმა ალლაჰმა, რომ ის არის მისი შუამავლების (მშვიდობა მათ) დამცავი მათი მტრებისგან, ისინი მათთან ვერ მიაღწევენ და ვერაფერს დაუშავებენ. და გვამცნო უზენაესმა და ყოვლადუნაკლომ, რომ ის იცავს თავის გამოცხადებას რამეთუ, მასში არც დამატება იქნება და არც არაფერი მოაკლდება მას. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «ჭეშმარიტად ჩვენ გარდმოვავლინეთ შეხსენება, და ჭეშმარიტად ჩვენ ვართ მისი დამცველნი». [ალ-ჰიჯრ: 9]
მოციქულები (მშვიდობა მათ) დაცულნი არიან ყველაფრისგან, რაც ეწინააღმდეგება გონებას და ზნეობას; უზენაესმა მისი შუამავალი მუჰამმედი შეაქო და თქვა: «და ჭეშმარიტად, შენ ადგახარ უმაღლეს ზნეობას» [ალ-ყალამ: 4] ასევე თქვა: «და თქვენი მეგობარი, არ არის შეშლილი» [ათ-თაქვირ: 22]. ეს იმიტომ, რომ მოსული წერილები საუკეთესო ფორმით გადასცენ ხალხს. შუამავლები პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რომ მიუტანონ ალლაჰის ბრძანება მის მონებს. შუამავლებს არ აქვთ განსაკუთრებული თვისებები არც შემოქმედებაში და არც თაყვანისცემაში. არამედ, ისინი არიან ჩვეულებრივი ადამიანები და მათზე გარმდოავლინა ალლაჰმა ზეშთაგონება წერილების სახით. უზენაესი ალლაჰი ამბობს: «უთხრეს მათ თავიანთმა შუამავლებმა: ჩვენ მხოლოდ კაცები ვართ თქვენი მსგავსი, თუმცა ალლაჰი წყალობას ანიჭებს იმას, ვისაც ინებებს თავის მსახურთაგან, და ვერ შევძლებდით მოგვეტანა თქვენთვის მტკიცება, რომ არა ალლაჰის ნება. მაშ ალლაჰს მიენდნონ მორწმუნენი». [იბრაჰიმ: 11]. უზენაესი ალლაჰი უბრძანებს თავის შუამავალს მუჰამმედს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომ უთხრას თავის ხალხს: «უთხარი: მე მხოლოდ ადამიანი ვარ. თქვენი მსგავსი და ზეშთამეგონა, რომ თქვენი ღმერთი ერთადერთი ღმერთია. და იმან, ვინც იმედოვნებს თავის ღმერთთან შეხვედრას, დაე მართალი საქმე აკეთოს და ნურავის დაუდგენს თანაზიარად თავის ღმერთს თაყვანისცემაში». [ალ-ქაჰფ: 110].
23. ისლამი მოუწოდებს, რომ ადამიანმა ეთაყვანოს მხოლოდ ერთადერთ ღმერთს - ალლაჰს, თაყვანისცემის უდიდესი საფუძვლებით და ესენია: ლოცვა, რომელიც შეიცავს: დგომას, წელში მოხრას, ქედმოხრას, ალლაჰის ხსენებას, შექებასა და ვედრებას მასზე. ადამიანი ლოცულობს დღეში ხუთჯერ და წყდება მასში განსხვავება მდიდარსა და ღარიბს შორის, მმართველსა და ქვეშევრდომს შორის ლოცვის ერთ მწკრივში. ზაქათი - ეს არის გარკვეული რაოდენობა ქონებიდან, რომლის პირობები და ოდენობა ალლაჰისგან არის დამტკიცებული და ეს არის მდიდრების ვალდებულება, რომ გასცენ ღარიბებზე და მათ მსგავსებზე წელიწადში ერთხელ. მარხვა - ეს არის: რამადანის თვეში საკვების მიღებისგან თავის შეკავება დღის განმავლობაში, გამოსცადოს საკუთარი სურვილი და მოთმინება. პილიგრიმობა(ჰაჯობა) - ეს არის: მოინახულოს ალლაჰის სახლი დალოცვილ მექქაში, სიცოცხლეში ერთხელ, შეძლებისდამიხედვით და მასში ყველა არის თანაბარი შემქნელისკენ მიმართვაში წმინდა არის ის. და ქრება მასში ყველანაირი კუთვნილებები და განსხვავებები.
ისლამი მოუწოდებს ალლაჰის ღვთისმსახურებისკენ დიდი ღვთისმსახურებით და კიდე სხვა ღვთისმსახურებებით, ეს დიდი ღვთისმსახურებები ალლაჰმა ყველა მოციქულს და შუამავალს დაავალა (ლოცვა და მშვიდობა მათ), ყველაზე დიდი ღვთისმსახურება არის:
პირველი: ლოცვა. ალლაჰმა ის სავალდებულოდ აქცია მუსლიმებზე, როგორც დაავალდებულა წინათ მყოფი ყველა მოციქული და შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მათ). მან უბრძანა თავის შუამავალს და მეგობარს იბრაჰიმს (მშვიდობა მას) რომ გაესუფთავებინა თავისი სახლი მომლოცველებისთვის, მლოცველებისთვის, რუქუს და საჯდას შემსრულებლებისთვის. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «აკი, ეს სახლი (ქააბა) ხალხის თავშეყრისა და უსაფრთხოების ადგილად დავადგინეთ, მაშ, იბრაჰიმის ნადგომიდან დაიდგინეთ სამლოცველო. და ჩვენ დავავალეთ იბრაჰიმსა და ისმაილს, რომ ჩემი სახლი განეწმინდათ(კერპებისგან) იმათთვის, ვინც ტავაფს აკეთებს, ღვთისმასუხებას მიეცა ან რუქუ'ითა და საჯდათია დაკავებული». [ალ-ბაყარა: 125]. და ის დაავალდებულა მუსას ალლაჰმა თავის პირველი დაძახების დროს, როდესაც დაელაპარაკა მუსას (მშვიდობა მას). უზენაესმა ალლაჰმა უთხრა: «ჭეშმარიტად მე ვარ შენი ღმერთი! მაშინ გაიხადე ფეხსაცმელი, შენ წმინდა ტუვას ხეობაში იმყოფები». [12] და მე შენ აგირჩიე, მოისმინე რაც ზეშთაგეგონება [13] ჭეშმარიტად, მე ვარ ალლაჰი! არ არსებობს ღვთაება, ჩემს გარდა. თაყვანი მეცი და ლოცვად დადექი ჩემს სახსენებლად!» [14] [ტაჰა: 12-14]. მესია გვამცნობს (მშვიდობა მას), რომ ალლაჰმა მას ლოცვა და ზაქათის გაცემა უბრძანა, როგორც ალლაჰმა გვამცნო მასთან დაკავშირებით: და დამადგინა მე ბარაქიანად სადაც არ უნდა ვიყო, და მიბრძანა შევასრულო ლოცვა და გავიღო ზაქათი, სანამ ცოცხალი ვარ» [მარიამ: 31]. ისლამში ლოცვის შემადგენელი ნაწილებია: ფეხზე დგომა, ''რუქუ'ი'' წელში მოხრა, ''სუჯუდ'' მიწიერი თაყვანისცემა, ალლაჰის ხსენება და მისი განდიდება და ვედრება. ადამიანი ლოცვას ყოველდღე ხუთჯერ ასრულებს, უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «დაიცავით ლოცვები და განსაკუთრებით შუა ლოცვა (ნაშუადღევის); და ალლაჰის წინაშე მოკრძალებულად დადექით». [ალ-ბაყარა: 238]. ასევე უზენაესმა ბრძანა: «დადექი ლოცვად მზის გადახრისას ღამის დაბინდებამდე და იკითხე ყურანი გამთენიისას. ჭეშმარიტად, დილის ლოცვა მოწმეობაა». [ალ-ისრა: 78]. თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «რაც შეეხება ''რუქუ'ზე'' წელში მოხრის დროს - განადიდეთ დიდებული ღმერთი, ხოლო ''სუჯუდზე'' როცა თავს დაბლა დებთ ეცადეთ იქ ვედრების გაკეთება; რამეთუ ყველაზე შესაფერისი მომენტია, სადაც ვედრება შესმენილი იქნება». საჰიჰ მუსლიმ.
მეორე: ზაქათი. დაავალდებულა ალლაჰმა მუსლიმებს ზაქათის გაცემა, როგორც დაავალდებულა წინათ მყოფ მოციქულებს და შუამავლებს (ლოცვა და მშვიდობა მათ), ეს არის ქონების მცირე ნაწილი - იმ პირობების და ოდენობის გათვალისწინებით, რაც ალლაჰმა დააწესა, სავალდებულო მდიდარი ადამიანების ქონებიდან, რომელიც გაიღება წელიწადში ერთხელ ღარიბებზე და სხვებზე. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «აიღე მათი ქონებიდან მოწყალება, რომლითაც განწმენდ და გაამართლებ მათ, და ილოცე მათთვის, რადგან შენი ლოცვა სიმშვიდეა მათთვის, და ალლაჰი ყოვლისგამგონე, ყოვლისმცოდნეა». [ალ-თავბა: 103]. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როდესაც მუაზი (ალლაჰის იყოს მისით კმაყოფილი) გაზავნა იემენში, მას უთხრა: «შენ მიდიხარ ხალხთან, რომლებიც წიგნის ხალხია. როცა მათთან მიხვალ, მოუწოდე მათ, რომ დაამოწმონ: არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი ალლაჰის მოციქულია. თუ ისინი დაგემორჩილდებიან ამაში, აცნობე მათ, რომ ალლაჰმა სავალდებულო გახადა მათთვის დღეში ხუთჯერ ლოცვა. თუ ისინი დაგემორჩილებიან ამაში აცნობე მათ, რომ ალლაჰმა დააკისრა მათ ზაქათი, რომელიც მდიდრებიდან უნდა იყოს აღებული და ღარიბებისთვის გადაცემული. თუ ისინი დაგემორჩილდებიან ამაში, ფრთხილად იყავი, რომ არ წაართვა მათ საუკეთესო ქონება და ერიდე დაჩაგრულის წყევლას, რადგან მის ვედრებასა და ალლაჰს შორის ბარიერი არ არსებობს». გადმოცემულია ათ-თირმიზი: 625.
მესამე: მარხვა. უზენაესმა ალლაჰმა სავალდებულო გახადა მუსლიმებზე, როგორც იყო სავალდებულო წინ მყოფ მოციქულებზე და შუამავლებზე (ლოცვა და მშვიდობა მათ), უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! დაწერილია თქვენზე მარხვა, როგორც დაწერილი იყო იმათთვის, ვინც თქვენზე უწინ იყო, ეგების (ალლაჰის) გეშინოდეთ». [ალ-ბაყარა: 183]. მარხვა არის: დღის განმავლობაში მარხვის მომშლელებისგან თავის შეკავება (ჭამა, დალევა, ცოლ-ქმრული თანაცხოვრება, და სხვა) რამადანის თვეში, მარხვა აძლიერებს ადამიანებში ცნობიერებას და მოთმინებას. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «უზენაესი ალლაჰი ამბობს: მარხვა მე მეკუთვნის და მე მივცემ მის საფასურს; ჩემს გამო მიატოვა ვნებები, საკვები და სასმელი. მარხვა ფარია, მარხულ ადამიანს ორი სიხარული აქვს: სიხარული როცა მარხვა სრულდება და მიირთმევს, და სიხარული როცა შეხვდება თავის ღმერთს». საჰიჰი ალ-ბუხარი (7492).
მეოთხე: ჰაჯობა. უზენაესმა ალლაჰმა სავალდებულო გახადა მუსლიმებზე, როგორც იყო სავალდებულო მის წინ მყოფ მოციქულებზე და შუამავლებზე (მშვიდობა მთ), ალლაჰმა უბრძანა თავის მეგობარს და შუამავალს იბრაჰიმს (მშვიდობა მას) რომ მოეხმო ჰაჯობისკენ. უზენაესი ბრძანებს: «და აუწყე ხალხს ჰაჯის შესახებ. მოვიდნენ შენთან ფეხითა და ჩქარმავალი აქლემებით, მოვლენ ყოველი შორეული მხრიდან». [ალ-ჰაჯჯ: 27] ალლაჰმა უბრძანა მას გაესუფთავებინა წმინდა სამლოცველო ქააბა (კერპებისგან) ჰაჯობის შემსრულებელი მომლოცველთათვის, უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «და მივუთითეთ იბრაჰიმს ადგილი სახლისა(ქააბა): არ დამიდგინო არავინ თანაზიარად და წმინდად შეინახე ჩემი სახლი გარსშემომვლელთათვის, მდგომთათვის, თაყვანისმცემელთა და მუხლმოყრილთათვის». [ალ-ჰაჯჯ: 26]
ჰაჯობა არის: ალლაჰის სახლის მოლოცვა მექქაში, განსაზღვრული ქმედებების შესაბამისად სიცოცხლეში ერთხელ მაინც, ფინანსური და ფიზიკური შესაძლებლობის შემთხვევაში. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «ალლაჰი ავალდებულებს ადამიანს, ვისაც ძალა შესწევს გაემგზავროს და მოილოცოს სახლი (ქააბა), და ვინც უარყო, უეჭველად ალლაჰი მდიდარია სამყაროებსა ზედა». [ალი იმრან: 97]. ჰაჯობის პერიოდში იკრიბებიან მუსლიმი მომლოცველები ერთ ადგილას წრფელად ღვთისმსახურების შესასრულებლად გამჩენი და უზენაესი ღმერთის წინაშე. ყველა მომლოცველი ჰაჯობის რიტუალებს ერთნაირად ასრულებს, სადაც არ არსებობს სოციალური, კულტურული და ცხოვრების დონის განსხვავებები.
24. ისლამი გამოირჩევა უდიდესი თაყვანისცემებით, თავისი ფორმებით, განსაზღვრული დროებით და პირობებით, რომლებიც დააკანონა წმინდა და დიდებულმა ალლაჰმა და მიაწვდინა თავის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), და არ შეუტანია მასში ცვლილება ადამიანს, არც დაუმატებია და არც დაუკლია რაიმე დღემდე და ამ უდიდესი თაყვანისცემისკენ მოუწოდებდა ყველა შუამავალი (მშვიდობა მათ).
ისლამი გამოირჩევა უდიდესი თაყვანისცემებით, თავისი ფორმებით, განსაზღვრული დროებით და პირობებით, რომლებიც დააკანონა წმინდა და დიდებულმა ალლაჰმა და მიაწვდინა თავის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), და არ შეუტანია მასში ცვლილება ადამიანს, არც დაუმატებია და არც დაუკლია რაიმე დღემდე. უზენაესი ალლაჰი ამბობს: «დღეს მე სრულვჰყავი თქვენი რჯული, სრულად გიბოძეთ ჩემი წყალობა და თქვენთვის ისლამის რჯულით ვარ კმაყოფილი». [ალ-მაიდა: 3]. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «მაშ, ჩაეჭიდე იმას რაც ზეშთაგეგონა შენ; ჭეშმარიტად შენ ადგახარ სწორ გზას». [აზ-ზუხრუფ: 43] უზენაესი ალლაჰი ამბობს ლოცვის შესახებ: «ხოლო როდესაც ლოცვას მორჩებით, ახსენეთ ალლაჰი დგომისას, ჯდომისას თუ მხარზე წამოწოლილნი, და როცა თავს უსაფრთხოდ იგრძნობთ, მაშინ (სრულად) აღავლინეთ ლოცვა. ჭეშმარიტად, განსაზღვრულ დროებში ლოცვა სავალდებულოა მორწმუნეთათვის». [ან-ნისა: 103]. უზენაესი ამბობს ალლაჰი იმაზე, თუ ვის გაეცემა ზაქათი: «მოწყალებანი- მხოლოდ უპოვართათვის, ღატაკთათვის მათთვის მომუშავეთათვის, მათთვის, რომელთა გულების მოგებაც გსურთ, ტყვეთა გამოსასყიდად, ვალებში ჩაფლულთათვის- აუცილებლობაა, ალლაჰისაგან. ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ბრძენია». [თავბა: 60]. უზენაესმა მარხვასთან დაკავშირებით თქვა: «რამადანის თვეა, რომელშიც ზემოვლინებული იქნა ყურანი ჭეშმარიტ გზად ხალხისათვის, და ცხად ცნობარად ჭეშმარიტი გზის და ბათილის განმასხვავებლად. და თქვენგან ვინც იხილოს ეს თვე, იმარხულოს მასში. და ვინც ავად იყოს ან მგზავრობაში, ამდენივე სხვა დღეებში. ალლაჰის ნებაა თქვენთვის შვება და არა ვნება, და რომ შეასრულოთ ეს რაოდენობა და ადიდოთ ალლაჰი იმისათვის, რომ ჭეშმარიტ გზას დაგადგინათ. ეგებ მადლიერნი იყოთ». [ალ-ბაყარა: 185]. უზენაესმა ჰაჯთან დაკავშირებით თქვა: «ჰაჯობა ცნობილ თვეებშია და ვინც ამ დროს აღასრულებს ჰაჯს, არ ეთანაცხოვროს (ცოლს), არ იბილწოს, არ იჩხუბოს ჰაჯის დროს; და რასაც კარგს გააკეთებთ- იცის ალლაჰმა: მოიმარაგეთ საგზალი, მაგრამ საუკეთესო საგზალი, ღვთისმოშიშობაა. ჰეი გონიერნო, გეშინოდეთ ჩემი!» [ალ-ბაყარა: 197]. ამ ყველა დიდი ღვთისმსახურებისკენ მოუწოდებდა ყველა შუამავალი (მშვიდობა მათ).
25. ისლამის შუამავალი არის: მუჰამმად აბდულლაჰის ძე ისმაილ აბრაამის ძის შთამომავალი (ალლაჰის მშვიდობა იყოს მათზე). დაიბადა მექქაში 571 წელს, და იქნა წარგზავნილი მექაში, და გადასახლდა მედინაში. ის არ მონაწილეობდა თავის ხალხთან ერთად კერპთაყვანისცემის რიტუალებში, მაგრამ ის მონაწილეობდა მათთან ერთად ყველა ღირსეულ საქმეში. ის იყო უდიდესი ზნეობის მქონე მის წარგზავნამდე, როგორც შუამავალი და ხალხი უწოდებდა მას - სანდოს. ალლაჰმა წარგზავნა ის ხალხთან, როცა კი მიაღწია ორმოც წელს. და დაამტკიცა ალლაჰმა მისი შუამავლობა უდიდესი საოცრებებით. მათგან ყველაზე დიდი არის - წმინდა ყურანი. ის არის შუამავლების უდიდესი სასწაული. ის არის შუამავლების სასწაულებიდან ერთადერთი, რომელიც სრულად შემოინახა დღევანდელ დღემდე. როდესაც ალლაჰმა სრულყო თავისი რელიგია და შუმავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სრულად მიიტანა ის ხალხამდე, როგორც ბოლო ღვთიური წერილი. ამის მერე შუამავალი გარდაიცვალა 63 წლის ასაკში და დაკრძალულ იქნა შუამავლის ქალაქში (მედინაში). მუჰამმად შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იყო მოციქულებისა და შუამავლების ბეჭედი. ალლაჰმა წარგზავნა ის ჭეშმარიტი რელიგიით, რათა გამოიყვანოს ხალხი კერპთაყვანისცემის სიბნელიდან, ურწმუნოებიდან და უმეცრობიდან ერთღმერთიანობის და რწმენის სინათლეზე. და დაამოწმა ალლაჰმა, რომ წარგზავნა ის მომწოდებლად (ალლაჰისკენ) მისი ნებით (ალლაჰის ნებით).
ისლამის შუამავალი მუჰამმად აბდულლაჰის ძე ისმაილ აბრაამის ძის შთამომავალი (ალლაჰის მშვიდობა იყოს მათზე). დაიბადა მექქაში 571 წელს, და იქნა წარგზავნილი, და გადასახლდა მედინაში. ხალხი უწოდებდა მას - სანდოს. ის არ მონაწილეობდა თავის ხალხთან ერთად კერპთაყვანისცემის რიტუალებში, მაგრამ ის მონაწილეობდა მათთან ერთად ყველა ღირსეულ საქმეში. ის იყო უდიდესი ზნეობის მქონე მის წარგზავნამდეც, როგორც დაახასიათა ის ალლაჰმა უმაღლესი ზნეობით, და თქვა მასზე: «და ჭეშმარიტად, შენ ადგახარ უმაღლეს ზნეობას». [ალ-ყალამ: 4] ალლაჰმა წარგზავნა ის ხალხთან, როცა მიაღწია ორმოც წელს. და დაამტკიცა ალლაჰმა მისი შუამავლობა უდიდესი საოცრებებით. მათგან ყველაზე დიდი არის - წმინდა ყურანი. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «არ არის მოციქულთაგან არცერთი მოციქული, რომ მას სასწაული არ მისცემოდა, რითაც ირწმუნებდა ხალხი, და რაც მომეცა მე (ყველაზე დიდი სასწაული) ეს არის ზეგამოცხადება (ყურანი), რომელიც შთამეგონა ალლაჰისგან, და იმედი მაქვს, რომ აღდგომის დღეს ჩემი მიმდევართა რაოდენობა უფრო მეტი იქნება, ვიდრე რომელიმე მათგანის». საჰიჰ ალ-ბუხარი. წმინდა ყურანი არის ალლაჰის გზავნილი მის შუმავალზე (ლოცვა და მშვიდობა მას), უზენაესმა ალლაჰმა თქვა: «აი, წიგნი: ეჭვი არ არის მასში და სწორი გზის მაჩვენებელია ღვთისმოშიშთათვის» [ალ-ბაყარა: 2]. უზენაესი ალლაჰი ყურანში ბრძანებს: «ნუთუ არ გაიაზრებენ ყურანს? ეს რომ არ ყოფილიყო ალლაჰის წიაღიდან, მასში უამრავ წინააღმდეგობას წააწყდებოდნენ». [ან-ნისა: 82] ალლაჰმა გამოიწვია ადამიანები და ჯინები, რომ დაეწერათ მისი მსგავსი. თქვა უზენაესმა: «უთხარი: თუნდაც გაერთიანდნენ ადამიანები და ჯინები იმისათვის, რომ მოიტანონ მსგავსი ამ ყურანისა, ვერ მოიტანენ მის მსგავსს, თუნდაც ერთიმეორეს დაეხმარონ». [ალ-ისრა: 88]. ასევე, ალლაჰმა გამოიწვია ისინი, რომ შეექმნათ მისი მსგავსი ათი სურა. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «ან ეგებ იტყვიან: მან გამოიგონა იგიო. უთხარი: მაშ, თვენ მოიტანეთ ამის მსგავსი ათი სურა გამოგონილი და უხმეთ იმას, ვისაც თქვენ ემორჩილებით ალლაჰის მაგივრად, თუკი მართალნი ხართ». [ჰუდ: 13] ასევე ალლაჰმა გამოიწვია ისინი, რომ ერთი სურა მაინც მოეტანათ მისი მსგავსი. უზენაესმა ალლაჰმა თქვა: «თუ დაგაეჭვებთ ის, რაც გარდმოვუვლინეთ ჩვენს მსახურს, მაშინ, ერთი სურა მაინც მოიტანეთ ამის(ყურანის) მსგავსი და უხმეთ თქვენს მოწმეებს (ვისიც თქვენ გწამთ) ალლაჰის გარდა თუკი მართალნი ხართ». [ალ-ბაყარა: 23].
წმინდა ყურანი არის ერთადერთი სასწაული შუამავალთა სასწაულებიდან, რომელიც შემორჩენილია დღემდე, როდესაც უზენაესმა ალლაჰმა სრულყო თავისი შუამავლის (ლოცვა და მშვიდობა მას) რელიგია, მან კი ეს სრულყოფილად გადასცა ხალხს, შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გარდაიცვალა სამოცდასამი წლის ასაკში და დაკრძალულია ''შუამავლის ქალაქად'' წოდებულ ქალაქ მედინაში.
შუამავალი მუჰამმედი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არის მოციქულთა და შუამავალთა ბეჭედი. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «არ არის მუჰამმადი არავისი მამა, თქვენი კაცებიდან, არამედ იგია ალლაჰის შუამავალი და შუამავალთა ბეჭედია, ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა». [ ალ-აჰზაბ: 40 ]. აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჩემი და ჩემზე წინ მყოფი შუამავლების მაგალითი ჰგავს იმ კაცის მაგალითს ვინც ააშენა სახლი, დაასრულა და გაალამაზა ის, გარდა ერთი აგურისა, რომელიც აკლდა კუთხეში; ხალხი როცა მას (სახლს) ინახულებდა გაოცებულები კითხულობდნენ: რატომ აკლია ეს ერთი აგური? თქვა: მე ვარ ის აგური, მე ვარ შუამავალთა ბეჭედი». საჰიჰ ალ-ბუხარი. ისა შუამავალი (მშვიდობა მას) ინჯილში (ახალ აღთქმაში) სამახარობლოდ ამბობს შუამავალ მუჰამმედზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «ქვა, რომელიც დატოვეს მშენებლებმა ის ჭეშმარიტად მოხვდა კუთხის თავში, ნუთუ არასდროს წაგიკითხავთ წიგნებში: იესომ უთხრა მათ: ეს იყო ღმერთისგან, და ის უცნაურია ჩვენს თვალში).[ფსალმუნები 118: 22/23]. და თორას წერილებში რომელიც დღეს არსებობს, მოცემულია ალლაჰის სიტყვები, სადაც მიმართავს მუსას (მშვიდობა მას): «მოვუვლენ მათ შენნაირ წინასწარმეტყველს თავიანთი ძმებიდან, ბაგეზე დაუდებ ჩემს სიტყვებს და იმას ილაპარაკებს რასაც ვუბრძანებ». [კანონი 18: 18].
შუამავალი მუჰამმედი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წარმოგზავნა ალლაჰმა ჭეშმარიტი გზით და ჭეშმარიტი სარწმუნოებით, ალლაჰმა დაამოწმა რომ ის არის ჭეშმარიტებაზე, და რომ მან წარმოგზავნა ის მისკენ მომწოდებლად მისი ნებით: უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «მაგრამ ალლაჰი ადასტურებს იმას, რომ რაც გარდმოავლინა შენზე, გარდმოავლინა თავისი ცოდნით, და ამას ადასტურებენ ანგელოზები. და საკმარისია ალლაჰი მოწმედ!» [ან-ნისა: 166]. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «იგია, რომელმაც წარმოგზავნა თავისი შუამავალი ჭეშმარიტი გზითა და ჭეშმარიტი სარწმუნოებით, რათა აღემაღლებინა იგი ყველა სარწმუნოებაზე, და კმარა მოწმედ ალლაჰი». [ალ- ფათჰ: 28]. ალლაჰმა წარმოგზავნა ის ჭეშმარიტი გზით, რათა გამოეყვანა ხალხი უცოდინრობის ურწმუნოების და კერპთაყვანისმცემლობის სიბნელიდან ერთღმერთიანობისა და რწმენის სინათლეზე. უზენაესმა ალლაჰმა თქვა: «უწინამძღვრებს მისით ალლაჰი იმას, ვინც ეძებს მის კმაყოფილებას, მშვიდობის გზებზე, გამოიყვანს მათ სიბნელიდან სინათლეში თავისი ნებით და უწინამძღვრებს პირდაპირ გზაზე». [ალ-მაიდა: 16]. უზენაესმა ალლაჰმა ბრძანა: «ალიფ. ლამ.რა. წიგნი, რომელიც ზეგარდმოვავლინეთ შენზე, რათა გამოიყვანო ხალხი წყვდიადიდან სინათლეში, მათი ღმერთის ნებით, ძლევამოსილის, ყოვლადქებულის გზაზე». [იბრაჰიმ: 1].
26. ისლამის კანონი (შარიათი), რომელიც მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოიტანა, არის ღვთიური კანონების ბოლო. ეს არის სრულყოფილი კანონი, რომელიც სიკეთეს მოუტანს ადამიანებს როგორც მათ რელიგიაში, ასევე მათი ამქვეყნიური ცხოვრების საქმეებში. პირველ რიგში, ეს კანონი იცავს რელიგიას, სიცოცხლეს, ქონებას, გონებას და შთამომავლობას. ეს კანონი აუქმებს ყველა წინა კანონმდებლობას, ისე, როგორც ადრე ყოველი ახალი კანონი აუქმებდა წინა კანონებს.
ისლამის კანონმდებლობა, რომლითაც მოვიდა შუამავალი მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ღვთიური წერილებისა და კანონმდებლობების ბეჭედია. ალლაჰმა ამ წერილით სრულყო თავისი რელიგია და სრულიად მოიღო მისი წყალობა ადამიანებზე შუამავალი მუჰამმედის წარმოგზავნით (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას). უზენაესი ალლაჰი ამბობს: «დღეს მე სრულვჰყავი თქვენი რჯული, სრულად გიბოძეთ ჩემი წყალობა და თქვენთვის ისლამის რჯულით ვარ კმაყოფილი». [ალ-მაიდა: 3]
ეს არის სრულყოფილი კანონი, რომელიც სიკეთეს მოუტანს ადამიანებს როგორც მათ რელიგიაში, ასევე მათი ამქვეყნიური ცხოვრების საქმეებში, რადგან მასში თავმოყრილია ყველაფერი, რაც წინა კანონებში იყო, ის ამ კანონებს ავსებს და სრულყოფს. ყოვლისშემძლე ალლაჰმა თქვა: «ჭეშმარიტად ეს ყურანი მიუთითებს ყველაზე სწორ გზაზე, და უმახარობლებს მორწმუნეებს, რომლებიც აკეთებენ კეთილ საქმეს რომ მათვიისაა უდიდესი საზღაური». [ალ-ისრა: 9]. ისლამურმა კანონმა გაათავისუფლა ადამიანები იმ ტვირთისგან, რომელიც წინა თემებზე იყო დადებული. ყოვლისშემძლე ალლაჰმა თქვა: «რომელნიც მიჰყვებიან შუამავალს, წერა-კითხვის უცოდინარ მოციქულს, ვიზედაც ნახავენ დაწერილს თავიანთ თევრათსა და ინჯილში. (რომელიც) გიბრძანებთ თქვენ კეთილ საქმეს და გიკრძალავთ საძულველს, და ნებას გრთავთ კეთილ ნაყოფს და გიკრძალავთ სისაძაგლეს. და ჩამოხსნის იგი მათ ტვირთებს და ხუნდებს, რაც ედოთ. და ისინი რომელთაც ირწმუნეს მისი, მიეშველნენ, დაეხმარნენ, და მიჰყვებოდნენ შუქს, მათთან რომ გარდმოევლინა, ნეტარნი სწორედ ისინი არიან». [ალ-ა'რაფ: 157].
ისლამურმა კანონმა გააუქმა სხვა უწინარესი კანონები. უზენაესი ალლაჰი ამბობს: «და გარდმოგივლინეთ შენ წიგნი ჭეშმარიტებით, დასტურად იმ წიგნთა, რაც იყო მანამდე და მის დამცველად ’. განსაჯე მათ შორის იმის მიხედვით, რაც გარდმოგივლინა ალლაჰმა და ნუ აჰყვები მათ სურვილებს, რამეთუ შენ გებოძა ჭეშმარიტება. ჩვენ თითოეულ თქვენგანს დავუდგინეთ კანონი და გზა. და რომ ინებოს ალლაჰმა, გაქცევდათ თქვენ ერთიან თემად. მაგრამ გამოგცდით იმით, რაც გებოძათ. ეცადეთ შეეჯიბროთ ერთმანეთს კეთილი საქმეების კეთებაში. ყველანი ალლაჰთან დაბრუნდებით და იგი განგიცხადებთ იმას, რაზედაც ვერ თანხმდებოდით». [ალ-მაიდა: 48]. წმინდა ყურანი, რომელიც მოიცავს კანონებს მოვიდა დასტურად, რაც მასზე წინ იყო ღვთიურ წიგნებში, ყურანი მოვიდა მათ სამართავად და გააუქმა ისინი.
27. წმინდა და დიდებული ალლაჰი არ ღებულობს სხვა რელიგიას გარდა ისლამისა, რომლითაც მოვიდა მუჰამმად შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და ვინც მიიღებს სხვა რელიგიას ისლამის გარდა - არ იქნება მიღებული მისგან.
წმინდა და დიდებული ალლაჰი მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წარმოგზავნის შემდეგ არ ღებულობს სხვა რელიგიას გარდა ისლამისა, რომლითაც მოვიდა მუჰამმად შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და ვინც მიიღებს სხვა რელიგიას ისლამის გარდა არ იქნება მიღებული მისგან. უზენაესი ალლაჰი ამბობს: «და ვინც ეძიებს ისლამის გარდა სხვა სარწმუნოებას, მისგან არ მიიღება იგი, და საიქიოში იქნება წაგებულთა შორის» [ალი იმრან: 85]. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «ჭეშმარიტად, სარწმუნოება ალლაჰის წინაშე ისლამია, და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ცოდნა მიიღეს, ერთმანეთის შურით გაიყვნენ ისინი, რომელთაც წიგნი ებოძათ. და თუ ვინმე არ ირწმუნებს ალლაჰის აიათებს, უეჭველად, ალლაჰი სწრაფია ანგრიშსწორებისას». [ალი იმრან: 19]. ისლამი არის იბრაჰიმ შუამავლის (მშვიდობა მას) რელიგია. უზენაესი ალლაჰი ამბობს: «და ვინ შეაქცევს სახეს იბრაჰიმის რჯულს, სულწაწყმედილის გარდა?! ვფიცავ, ჩვენ ავირჩიეთ იგი (იბრაჰიმი) ამქვეყნად და, საიქიოში მართალთა შორის იქნება». [ალ-ბაყარა: 130]. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «და ვინ არის სარწმუნოებით იმაზე მშვენიერი, ვინც თავისი სახე დაუმორჩილა ალლაჰს, კეთილია და მიჰყვება ჰანიფი იბრაჰიმის რელიგიას. და ალლაჰმა აირჩია იბრაჰიმი თავის მეგობრად». [ან-ნისა: 125]. ალლაჰმა თავის შუამავალს მუჰამმადს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უბრძანა, რომ ეთქვა: «უთხარი: ჭეშმარიტად, მე ჩემმა ღმერთმა სწორ გზაზე დამაკვალიანა, მტკიცე სარწმუნოებაზე, ერთღმერთიანი იბრაჰიმის რჯულზე, და ის არ იყო წარმართთაგანი» [ალ-ან'აამ: 161].
28. ყურანი ის წიგნია, რომელიც გარდმოავლინა ალლაჰმა მის შუამავალ მუჰამმადზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და ის არის სამყაროების ღმერთის სიტყვა. ალლაჰმა გამოიწვია ადამიანები და ჯინები, რომ მოეტანათ ერთი სურას მსგავსი და ეს გამოწვევა არსებობს დღემდე. წმინდა ყურანი პასუხობს იმ ყველა მნიშვნელოვან კითხვებს, რომლებიც მილიონობით ადამიანს აწუხებს. დიდებული ყურანი შემონახულია დღემდე არაბულ ენაზე, როგორც გარდმოევლინა პირველად და არ აკლია მას ერთი ასოც კი. ყურანი დაბეჭდილი და გავრცელებულია თავისი საწყისი ფორმით და იმსახურებს, რომ იკითხებოდეს მისი ორიგინალური ვერსია ან თარგმანი. ასევე, მუჰამმად შუამავლის სუნნა და მისი ბიოგრაფია (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იმსახურებს, რომ ისწავლებოდეს. შუამავლის სუნნა და მისი ცხოვრება შემონახულია და გადმოცემულია ჯაჭვური გზით სანდო წყაროებიდან და დაბეჭდილია არაბულ ენაზე ისე, როგორც ისაუბრა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას). ისლამი არ არის აღებული მასთან დაკავშირებული პირების ქმედებებიდან, არამედ, ის აღებულია ღვთაებრივი გამოცხადებებიდან, დიდებული ყურანიდან და შუამავლის სუნნადან.
წმინდა ყურანი არის წიგნი, რომელიც გადმოავლინა ალლაჰმა არაბულ ენაზე, მის არაბ შუამავალ მუჰამმადზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), იგია სამყაროთა ღმერთის სიტყვები, უზენაესი ალლაჰი ამბობს: «ჭეშმარიტად, ის სამყაროთა ღმერთისგანაა გარდმოვლენილი». [192] ჩამოიტანა იგი სანდო სულმა. [193] შენს გულზე რათა იყო შემგონებელთაგანი. [194] ცხადი არაბული ენით. [195] [აშ-შუ'არა: 192-195]. უზენაესი ალლაჰი ამბობს: «ჭეშმარიტად, შენ გადმოგეცემა ყურანი ბრძენისგან, ყოვლისმცოდნისგან» [ან-ნამლ: 6]. ეს ყურანი არის ჩამოვლენული ალლაჰისგან, და იგი არის იმის დამამოწმებელი, რაც მოვიდა წინა ღვთიურ წიგნებში. უზენაესმა ალლაჰმა თქვა: «და შეუძლებელია ეს ყურანი შეთხზული ყოფილიყო, ალლაჰის გარდა, არამედ დასტურია იმისა, რაც მანამდე ზეგარდმოვლენილა სამყაროთა ღმერთისგან, და ამ წიგნის განმარტებად, რომელშიც ეჭვი არ არის». [იუნუს: 37]. დიადი ყურანი დეტალურად განმარტავს უმეტესობა იმ საკითხებისა, რომლებშიც იუდეველებსა და ქრისტიანებს შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო. ყოვლისშემძლე ალლაჰმა თქვა: «ჭეშმარიტად ეს ყურანი მოუთხრობს ისრაელის მოდგმის იმ ამბების ბევრ ნაწილს რაშიც ისინი ვერ თანხმდებოდნენ» [ან-ნამლ: 74]. წმინდა ყურანი აერთიანებს არგუმენტებს და მტკიცებულებებს, რომელიც საკმარისია ყველა ადამიანისთვის შეიმეცნოს უზენაეს ალლაჰთან, მის რელიგიასთან და მის სასჯელთან დაკავშირებული ჭეშმარიტებები. უზენაესმა ალლაჰმა თქვა: «და ვფიცავ, ჩვენ დავადგინეთ ხალხისთვის ამ ყურანში ყოველგვარი იგავი, ეგების შეიგონონ!» [აზ-ზუმარ: 27]. უზენაესმა თქვა: «და გარდმოგივლინეთ შენ წიგნი განმარტებად ყოველივესი, ხელმძღვანელობად, წყალობად და სამახარობლოდ მუსლიმთათვის». [ან-ნაჰლ: 89].
ძვირფასი ყურანი პასუხს სცემს მრავალ მნიშვნელოვან კითხვას რომელიც მილიონობით ადამიანის გაოცებას იწვევს; ძვირფასი ყურანი განმარტავს როგორ გააჩინა ალლაჰმა ცები და მიწა. უზენაესმა თქვა: «განა ვერ დაინახეს იმათ, რომელთაც არ ირწმუნეს, რომ ცანი და დედამიწა იყვნენ შეერთებულნი. ჩვენ კი გავყავით ისინი და შევქმენით წყლისაგან ყოველი სულიერი. განა მაინც არ სწამთ?!» [ალ-ანბია: 30]. და როგორ გააჩინა ალლაჰმა ადამიანი. უზენაესმა თქვა: «ჰეი, ხალხო! თუ ეჭვი გეპარებათ აღდგომის თაობაზე, ჭეშმარიტად, ჩვენ გაგაჩინეთ თქვენ მიწისაგან, მერე წვეთისგან, მერე სისხლის კოლტისგან, ხორცის ნაჭრის ჩამოუყალიბებელისა თუ ჩამოყალიბებულისაგან. რათა განვმარტოთ თქვენთვის(ჭეშმარიტება): ჩვენ ვათავსებთ საშვილოსნოში იმას, რასაც ვინებებთ, განსაზღვრულ ვადამდე. მერე გამოგვყავხართ იქიდან ჩვილებად, მერე აღწევთ სრულწლოვანებას. ზოგი თქვენგანი გარდაიცვლება, ზოგი კი ღრმა სიბერეს აღწევს და ავიწყდება ყველაფერი ის, რაც იცოდა. შენ ხედავ უსიცოცხლო მიწას. მაგრამ საკმარისია ჩვენ მასზე ზეგარდმოვავლინოთ წყალი, რომ ამოძრავდეს, გაფუვდეს და აღმოაცენოს ყოველგვარი მშვენიერი მცენარე!» [ალ-ჰაჯ: 5]. სად იქნება მისაქციელი და რა იქნება კეთილი და ბოროტი ადამიანის სასჯელი გარდაცვალების შემდეგ. ამ საკითხთან დაკავშირებით ნახსენები იყო ზედა პარაგრაფში ნომერი (20). ეს სამყარო უეცრად შეიქმნა თუ შეიქმნა მნიშვნელოვანი მიზნისთვის? და თქვა უზენაესმა ალლაჰმა: «განა ვერ უყურებენ ცათა და ქვეყნის სამეფოებს და იმ ყველაფერს, რაც შექმნა ალლაჰმა და რომ შეიძლება მოახლობეულია მათი ვადა, და რომელ ნათქვამს ირწმუნებენ ამის შემდგომ?» [ალ-ა'რააფ: 185]. უზენაესმა ალლაჰმა თქვა: «ნუთუ გეგონათ, რომ ჩვენ ტყუილუბრალოდ შეგქმენით და ჩემს წინაშე დაბრუნებულნი არ იქნებით?» [ალ-მუ'მინუუნ: 115].
წმინდა ყურანი იქნა შემონახული და დაცული დღემდე იმ ენაზე, რომელზეც ჩამოვიდა. უზენაესმა ალლაჰმა ბრძანა: «ჭეშმარიტად ჩვენ ის გარდმოვავლინეთ შეხსენებად და ჭეშმარიტად ჩვენ ვართ მისი დამცველნი». [ალ-ჰიჯრ: 9]. არ მოკლებია მას არც ერთი ასობგერა ან სტრიქონი, არ არსებობს მასში არავითარი შეუსაბამობა, ნაკლი ან ცვლილება. უზენაესმა ალლაჰმა ბრძანა: «ნუთუ არ გაიაზრებენ ყურანს? ეს რომ არ ყოფილიყო ალლაჰის წიაღიდან, მასში უამრავ წინააღმდეგობას წააწყდებოდნენ». [ან-ნისა: 82]. ყურანი დაბეჭდილი და გავრცელებულია თავისი საწყისი ფორმით და იმსახურებს, რომ იკითხებოდეს მისი ორიგინალური ვერსია ან თარგმანი. ასევე, მუჰამმად შუამავლის სუნნა და მისი ბიოგრაფია (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იმსახურებს, რომ ისწავლებოდეს. შუამვლის სუნნა და მისი ცხოვრება შემონახულია და გადატანილია ჯაჭვური გზით სანდო წყაროებიდან და დაბეჭდილია არაბულ ენაზე ისე, როგორც ისაუბრა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას). მისი სუნნეთი თარგმნილია მსოფლიოს ბევრ ენაზე. წმინდა ყურანი და შუამავლის სუნნეთი ისლამისა და მისი კანონების ძირითად წყაროს წარმოადგენს. ისლამი არ არის აღებული მასთან დაკავშირებული პირების ქმედებებიდან, არამედ, ის აღებულია ღვთაებრივი გამოცხადებებიდან, დიდებული ყურანიდან და შუამავლის სუნნადან. უზენაესმა ალლაჰმა ყურანთან დაკავშირებით თქვა: «ჭეშმარიტად, ვინც არ ირწმუნეს შეხსენება, როცა ებოძათ . ის კი ჭეშმარიტად, ძლევამოსილი წიგნია. სიცრუე ვერ გაეკარება მას ვერც წინიდან და ვერც უკნიდან. ზეგარდმოვლენილია ბრძენისგან, ყოვლადქებულისგან». [ფუსსილათ: 41-42]. უზენაესი ალლაჰი შუამავლის სუნნასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ის არის ალლაჰის ზეგამოცხადება: «და რაც მოგცათ შუამავალმა, აიღეთ, ხოლო რაც აგიკრძალათ, თავი შეიკავეთ! და გეშინოდეთ ალლაჰისა. ჭეშმარიტად, ალლაჰი სასტიკსასჯელიანია». [ალ-ჰაშრ: 7].
29. ისლამი ბრძანებს კეთილად მოქცევას მშობლების მიმართ, თუნდაც არამუსლიმები იყვნენ ისინი, და ამასობაში უანდერძებს შვილებზე მზრუნველობას.
ისლამი ბრძანებს კეთილად მოქცევას მშობლების მიმართ, უზენაესმა ალლაჰმა ბრძანა: «და დაგიდგინა შენმა ღმერთმა, რომ არ ეთაყვანოთ არავის მის გარდა, და კეთილად მოექცეთ მშობლებს. თუკი ორივე ან ერთ-ერთი მიაღწევს სიბერეს, არ უთხრა მათ: უფფ! - არ უყვირო მათ და უთხარი კეთილი სიტყვა». [ალ-ისრა: 23] უზენაესმა ალლაჰმა თქვა: «და ვუანდერძეთ ადამიანს მისი მშობლები. გაჭირვებას გაჭირვებაზე ითმენდა და ისე ატარა დედამისმა, და მისი ძუძუდან მოწყვეტა ორ წლამდე გრძელდება. მე შემწირე მადლობა და შენს მშობლებს, რამეთუ ჩემთანაა დაბრუნება». [ლუყმან: 14]. უზენაესმა ალლაჰმა ბრძანა: «და ვუანდერძეთ ადამიანს სიკეთე მშობლებისადმი. ატარა იგი დედამისმა ტანჯვით, ხოლო ფეხმძიმობა და ძუძუდან მოშორება ოცდაათ თვეს გრძელდება. ხოლო როცა მიაღწევს სრულწლოვანებას და ორმოცი წლისა გახდება, იტყვის: ღმერთო ჩემო! შთამაგონე, რომ ვიყო მადლიერი იმისათვის, რაც მიბოძე მე და ჩემს მშობლებს, და რომ ვაკეთო კეთილი საქმე, რომელსაც მოიწონებ. და მომმადლე სიკეთე ჩემს შთამომავლობაში. შენ გთხოვ შენდობას და მე ერთ-ერთი მუსლიმთაგანი ვარ!» [ალ-აჰყააფ: 15]. აბუ ჰურაირამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: ერთი კაცი მოვიდა ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და ჰკითხა: ო ალლაჰის შუამავალო, ადამიანთაგან ვინ იმსახურებს ყველაზე მეტად ჩემს პატივისცემას? უთხრა: «დედაშენი» ჰკითხა: შემდეგ ვინ? უთხრა: «შემდეგ დედაშენი» ჰკითხა: შემდეგ ვინ? უთხრა: «შემდეგ დედაშინი» ჰკითხა: შემდეგ ვინ? უთხრა: «შემდეგ მამაშენი» საჰიჰ მუსლიმ.
მშობლებზე კეთილად მოპყრობა არის სავალდებულო, სულ ერთია ისინი მუსლიმები არიან თუ არა. აბუ ბაქრის ქალიშვილი ასმა გადმოსცემს: „ჩემი დედა, რომელიც კერპთაყვანისმცემელია, მოვიდა მაშინ, როცა ყურაიშიტებსა და მოციქულს ﷺ შორის მშვიდობის ხელშეკრულება მოქმედებდა. იგი ჩამოვიდა თავისი შვილით. მე ვკითხე მოციქულს ﷺ: 'ჩემი დედა ჩამოვიდა და სურს რაღაც, უნდა შევინარჩუნო მასთან კავშირი?' მან მიპასუხა: 'დიახ, შეინარჩუნე კავშირი შენს დედასთან.'“ საჰიჰ ალ-ბუხარი. მაგრამ თუ მშობლები ცდილობენ და სურთ, რომ მათმა შვილმა უარყოს ისლამი და გახდეს ურწმუნო, ისლამი უბრძანებს მას (შვილს) - ამ შემთხვევაში - რომ არ დაემორჩილოს მათ, არამედ უნდა დარჩეს მორწმუნე ალლაჰისა, მათ კარგად უნდა მოექცეს და დაეხმაროს სიკეთით. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «და თუ ისინი გაიძულებენ, რომ თანაზიარი გამიხადო ის, რისი ცოდნაც შენ არ გაქვს, არ დაემორჩილო და სიკეთე გამოიჩინე მათ მიმართ წუთისოფელში, და გაჰყევი იმათ გზას, ვინც ჩემსკენ მოისწრაფის. მერე კი ჩემთანაა თქვენი დაბრუნება, და მე გაცნობებთ იმას, რასაც აკეთებდით». [ლუყმან: 15].
ისლამი არ უკრძალავს მუსლიმს კეთილად მოექცეს ურწმუნო ნათესავებს ან თუნდაც არანათესავებს, თუ ისინი მას არ ებრძვიან, უზენაესი ალლაჰი ბრზანებს: «ალლაჰი არ გიკრძალავთ, რომ მათ, ვინც არ შეგბრძოლებიან რწმენისათვის და ვისაც არ გაუძევებიხართ თქვენი სახლებიდან, რომ სიკეთე უქმნათ და სამართლიანად მოექცეთ. ჭეშმარიტად, ალლაჰს უყვარს სამართლიანები». [ალ-მუმთაჰინა: 8].
ისლამი ბრძანებს შვილებზე კარგად მოქცევას და ყველაზე მთავარი, რაც მშობლებმა უნდა ასწავლოს შვილებს - ეს არის მათზე არსებული ღმერთის უფლებები. როგორც უთხრა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავის ბიძაშვილს აბდულლაჰ იბნ აბბას (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი): «ჰეი ახალგაზრდავ, ან ჰეი ყმაწვილო, არ გინდა გასწავლო სიტყვები, რომლებითაც ალლაჰი სარგებელს მოგიტანს? ვუთხარი: რათქმაუნდა. მან თქვა: «გახსოვდეს ალლაჰი და ის დაგიცვას შენ, გახსოვდეს ალლაჰი და შენს წინ იპოვი მას, გახსოვდეს ალლაჰი ბედნიერების დროს, რათა მან გაგიხსენოს სირთულის დროს, თუ რაიმეს ითხოვ სთხოვე ალლაჰს, თუ დახმარებას ითხოვ, სთხოვე ალლაჰს დახმარება». გადმოსცა აჰმადმა 4/287.
ალლაჰი უბრძანებს მშობლებს, რომ ასწავლონ მათ შვილებს ის, რაც მათ სარგებელს მოუტანს რელიგიაში და ამქვეყნიურ საქმეებში. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! დაიცავით თქვენი სულნი და თქვენი ოჯახი ცეცხლისაგან, რომლის საწვავია ადამიანები და ქვები, ზემოდან ანგელოზნი ძლიერნი და შეუბრალებელნი. არ ეურჩებიან ალლაჰს იმაში, რასაც იგი ურბძანებს, და აღასრულებენ, რაც ებრძანათ!» [ათ-თაჰრიიმ: 6] ალი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) უზენაესის ზიტყვებზე ამბობს: «დაიცავით თქვენი სულნი და თქვენი ოჯახი ცეცხლისგან» ამბობს: ''აღზარდეთ და ასწავლეთ მათ'' შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უბრძანა მშობელს, რომ ასწავლოს შვილს ლოცვა, რათა ბავშვი გაიზარდოს ისე, რომ ლოცვას ასრულებდეს ადრეული ასაკიდან. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «უბრძანეთ თქვენს შვილებს, რომ ილოცონ, როცა ისინი შვიდი წლის გახდებიან». გადმოსცემს აბუ დაუდი. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თქვენგან თითოეული მწყემსია და თითოეული პასუხს აგებს თავის სამწყემსოზე. მმართველი მწყემსია თავისი ქვეშევრდომებისთვის და პასუხს აგებს მათზე, კაცი მწყემსია თავისი ოჯახის წევრებისთვის და პასუხს აგებს მათზე, ქალი მწყემსია თავისი ქმრის სახლისა და მისი შვილებისთვის და პასუხს აგებს მათზე, მონა მწყემსია თავისი ბატონის ქონებისთვის და პასუხს აგებს მასზე… ამრიგად, თქვენგან თითოეული მწყემსია და თითოეული პასუხს აგებს თავის სამწყემსოზე». საჰიჰ იბნ ჰიბბან 4490.
ისლამმა უბრძანა მამას, რომ შეინახოს და გამოკვებოს შვილები და ოჯახის წევრები, ამასთან დაკავშირებით იყო ნახსენები პარაგრაფში (18). შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა შვილების გამოკვების მადლიანობა და თქვა: «საუკეთესო დინარი, რომელსაც მამაკაცი ხარჯავს, არის დინარი, დახარჯული საკუთარი ოჯახის საჭიროებებზე, დინარი, დახარჯული მის საცხენოსნო ცხოველზე ალლაჰის გზაზე და დინარი, დახარჯული მის თანამგზავრებზე ალლაჰის გზაზე». აბუ ყილაბამ თქვა: "მან დაიწყო იმათგან, ვინც მამაკაცის მზრუნველობის ქვეშ იმყოფება". შემდეგ აბუ ყილაბამ დაამატა: "ვინ მიიღებს უფრო დიდ საზღაურს, ვიდრე ის, ვინც იხარჯება პატარებზე, რომელნიც თავისით ვერ უზრუნველყოფენ თავს, ასე რომ, ალლაჰი იცავს მათ აკრძალული საჭიროებებისგან [ან მოაქვს მათთვის სიკეთე მისი მეშვეობით]" საჰიჰ მუსლიმ 994.
30. ისლამი ბრძანებს სამართლიანობას სიტყვით და ქმედებით, თუნდაც მტრების მიმართ.
უზენაესი ალლაჰის თვისებებიდანაა სამართლიანობა და თანასწორობა თავის ქმედებებში და განჩინებაში მის მსახურთა შორის, ის არის სწორი გზა რაც მან ბრძანა, აკრძალა, გააჩინა და დაადგინა. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «ამოწმებს ალლაჰი, რომ არ არსებობს ღვთაება, მის გარდა; და ანგელოზებმაც და მცოდნეებმაც სამართლიანად დაამოწმეს; არ არის ღვთაება, მის გარდა, ძლევამოსილისა, ბრძენისა». [ალი იმრან: 18]. ალლაჰი ბრძანებს სამართლიანობას. უზენაესი ამბობს: «უთხარი: ჩემმა ღმერთმა ბრძანა სამართალი» [ალ-ა'რააფ: 29]. ყველა შუამავალი და მოციქული (ლოცვა და მშვიდობა მათ) მოუწოდებდა სამართლიანობისკენ. უზენაესი ამბობს: «ჩვენ უკვე წარმოვგზავნეთ შუამავლები ჩვენი ცხადი მტკიცებებითა და ზეგარდმოვავლინეთ მათთან ერთად წიგნი და სასწორი, რათა განსაჯოს ხალხმა სიმართლით». [ალ-ჰადიიდ: 25]. სასწორი - ეს არის სამართალი სიტყვებსა და ქმედებებში.
ისლამი ბრძანებს სამართლიანობას სიტყვით და ქმედებით, თუნდაც მტრების მიმართ. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! იყავით ალლაჰის წინაშე მოწმენი, სამართლის აღმდგენი, და ეს რომც იყოს თქვენს წინააღმდეგ, ან თქვენი მშობლებისა და ნათესავების, მდიდარი იქნება ის თუ ღარიბი, რადგანაც ალლაჰი უფრო ახლოსაა ორივესთან. და ნუ აჰყვებით გულისნადებს, რომ არ გადაუხვიოთ გზას, და თუ განუდგებით ან ზურგს შეაქცევთ, ჭეშმარიტად, ალლაჰმა იცის, რასაც აკეთებთ!» [ან-ნისა: 135]. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «ხოლო როცა იჰრამიდან გამოხვალთ, ინადირეთ, და ცოდვას ნუ ჩაგადენინებთ იმ ხალხისადმი სიძულვილი, მესჯიდი ჰარამს რომ არ გაკარებდათ. შეეწიეთ ერთმანეთს ქველმოქმედებასა და ღვთისმოშიშებაში, და ნუ შეეწევით ერთმანეთს ცოდვასა და მტრობაში. და გეშინოდეთ ალლაჰისა, ჭეშმარიტად, ალლაჰი სასტიკსაზღაურიანია!» [ ალ-მაიდა: 2]. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! იყავით ალლაჰის წინაშე მოწმენი, სამართლის აღმდგენი! და არ გაიძულოთ ზოგიერთ ადამიანთა მიმართ სიძულვილმა, რომ სამართლიანად არ იქცეოდეთ. იყავით სამართლიანნი, ის უფრო ახლოა ღვთისმოშიშებასთან» [ალ-მაიდა: 8]. არსებობს დღევანდელ თანამედროვე კანონმდებლობებში ან ხალხის მიერ შეთხზულ რელიგიებში ამის მსგავსი რაიმე? რომ უნდა დაამოწმო ჭეშმარიტებაზე და თქვა სწორი სიტყვა თუნდაც საკუთარი თავის, მშობლების და ახლობლების წინაშე, და იყო სამართლიანი მტერთან თუ მოყვარესთან?
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბრძანა სამართლიანობა შვილებს შორის. 'აამირი გადმოსცემს: "გავიგონე ან-ნუ'მან იბნ ბაშირ (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) მინბარიდან ამბობდა: მამაჩემმა მაჩუქა საჩუქარი და [დედაჩემი] ა'მრა ბინთ რავაჰამ თქვა: მე არ ვიქნები კმაყოფილი, სანამ ამაზე ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არ დაამოწმებინებ. და მივიდა (ბაშირი) შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და უთხრა: მე ჩემ ბიჭს რომელიც მყავს ა'მრა ბინთ რავაჰასგან მივეცი საჩუქარი, მან კი (ა,მრა) მომთხოვა რომ მოვსულიყავი შენთან და დამემოწმებინე, ო ალლაჰის შუამავალო. მან ჰკითხა: «შენს ყველა შვილს მიეცი მსგავსად?» უთხრა: არა, თქვა: მაშ, ალლაჰის გეშინოდეთ და სამართლიანები იყავით შვილებს შორის». თქვა: მე დავბრუნდი და უკან გამოვართვი ჩემი საჩუქარი». საჰიჰ ალ-ბუხარი (2587).
ეს იმიტომ, რომ ადამიანთა და ქვეყნების მდგომარეობა არ გამოსწორდება გარდა სამართლიანობით, ადამიანები თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობენ და არ იქნება დაცული მათი რელიგია, სიცოცხლე, შთამომავლობა, სინდისი, ქონება და სამშობლო გარდა სამართლიანობით. ამის გამო შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როცა დიანახა, რომ მექქელი ურწმუნოეები ავიწროვებდნენ მუსლიმებს მექქაში, უბრძანა მათ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიობა მას), რომ გადასახლებულიყვნენ ეთიოპიაში; ეს ყველაფერი კი ასხნა შემდეგი მიზეზით და თქვა, რომ იქ იყო სამართლიანი მეფე, რომელთანაც არავინ იჩაგრებოდა.
31. ისლამი ბრძანებს სიკეთეს ყველა ქმნილების მიმართ და მოუწოდებს ღირსეული თვისებებისა და კარგი ქმედებებისაკენ.
ისლამი ბრძანებს სიკეთეს ყველა ქმნილების მიმართ. უზენაესმა ალლაჰმა თქვა: «ჭეშმარიტად, ალლაჰი მოგიწოდებთ სამართლიანობას, სიკეთესა და ქველმოქმედებას ახლობელთა მიმართ» [ან-ნაჰლ: 90]. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «რომლებიც გასცემენ ფუფუნებაში და სიდუხჭირის ჟამსაც, იოკებენ სიბრაზეს და პატიობენ ხალხს, ალლაჰს უყვარს სიკეთისმქნელნი» [ალი იმრან: 134]. შუამავალმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, ალლაჰმა დაავალა, რომ ყოველ საქმეში მოწყალება გამოიჩინოთ, ამიტომ თუ მოგიწევთ ვინმეს მოკვლა, აირჩიეთ მოწყალე (უმტკივნეულო) მეთოდი. ხოლო თუ ცხოველს დაკლავთ, გამოიჩინეთ მოწყალება დაკვლის დროსაც. თითოეულმა თქვენგანმა კარგად უნდა გალესოს თავისი დანა, რათა ცხოველს ტანჯვა არ მოეწიოს» საჰიჰ მუსლიმ 1955.
ისლამი მოუწოდებს ღირსეული თვისებებისა და კარგი ქმედებებისკენ. უზენაესი ალლაჰი შუამავალ მუჰამმადს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წინა წერილებში შემდეგნაირად ახასიათებს: «რომელნიც მიჰყვებიან შუამავალს, წერა-კითხვის უცოდინარ მოციქულს, ვისზედაც ნახავენ დაწერილს თავიანთ თევრათსა და ინჯილში. (რომელიც) გიბრძანებთ თქვენ კეთილ საქმეს და გიკრძალავთ საძულველს, და ნებას გრთავთ კეთილ ნაყოფს და გიკრძალავთ სისაძაგლეს. და ჩამოხსნის იგი მათ ტვირთებს და ბორკილებს, რაც ედოთ. და ისინი რომელთაც ირწმუნეს მისი, მიეშველნენ, დაეხმარნენ, და მიჰყვებოდნენ შუქს, მათთან რომ გარდმოევლინა, ნეტარნი სწორედ ისინი არიან». [ალ-ა'რაფ: 157]. თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «ო აიშა, ალლაჰი ლმობიერია და უყვარს ლმობიერება, ლმობიერებისთვის ის მისცემს ისეთ მადლს, რასაც არ მისცემს სიუხეშისთვის, და ასევე რასაც არ მისცემს სხვა რამისთვის». საჰიჰ მუსლიმ 2593. თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «ჭეშმარიტად, ალლაჰმა თქვენ აგიკრძალათ: დედებისადმი უპატივცემულო მოპყრობა, ცოცხლად გოგონების დამარხვა, უსამართლოდ რაიმეს დაკავება და მოთხოვნა, და არ სურს, რომ ჭორაობდეთ, ზედმეტად ბევრ კითხვას სვამდეთ და უაზროდ ფლანგავდეთ ქონებას». საჰიჰ ალ-ბუხარი (2408). თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «ვერ შეხვალთ სამოთხეში მანამ, სანამ არ ირწმუნებთ, და ვერ ირწმუნებთ მანამ, სანამ ერთმანეთს არ შეიყვარებთ. გინდათ გასწავლოთ ისეთი რამ, თუ მას გააკეთებთ ერთმანეთს შეიყვარებთ? გაავრცელეთ სალამი თქვენ შორის». საჰიჰ მუსლიმ 54.
32. ისლამი ქადაგებს ზნეობრივ ღირსებებს, როგორიცაა სიმართლე, მონდობილის გამართლება, თავშეკავება, მორიდებულობა, სიმამაცე, გაჭირვებულთა მხარდაჭერა, უბედურებაში ჩავარდნილთა დახმარება, მშიერთა გამოკვება, კეთილმეზობლობა, ნათესაური კავშირების შენარჩუნება და ცხოველებისადმი გულმოწყალება.
ისლამი ქადაგებს ზნეობრივ ღირსებებს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, მე მოვევლინე იმისთვის, რომ ზნეობრივი ღირსებები სრულყოფილებამდე მიმეყვანა». საჰიჰ ალ-ადაბ ალ-მუფრად 207. ასევე, თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «ჭეშმარიტად, ჩემთვის ყველაზე საყვარელები და სასამართლოს დღეს ჩემთან ყველაზე ახლოს მჯდომნი იქნებიან თქვენგან ყველაზე კეთილი ზნეობის მქონენი. ხოლო ჩემთვის ყველაზე საძულველნი და ჩემგან ყველაზე შორს მჯდომნი სასამართლოს დღეს იქნებიან ლაყბები, თავიანთ სიტყვებში ქედმაღალნი და დიდგულოვნად მოლაპარაკეები». ხალხმა ჰკითხა: „ჩვენ ვიცით ლაყბები და ქედმაღალნი სიტყვებში, მაგრამ ვინ არიან დიდგულოვნად მოლაპარაკეები?“ მან უპასუხა: «ეს არიან ამპარტავნები». ას-სილსილა ას-საჰიჰა 791. აბდულლაჰ იბნ ამრმა (ალლაჰი იყოს მისით და მისი მამით კმაყოფილი) თქვა: შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უხამსი არ ყოფილა და არც არასდროს წარმოუთქვამს უხამსი სიტყვები, ის ამბობდა: «ჭეშმარიტად, თქვენს შორის საუკეთესო ის არის, ვისაც საუკეთესო ზნეობა აქვს». საჰიჰ ალ-ბუხარი (3559). არსებობს სხვა აიათები და ჰადისები, რომლებიც მიუთითებს, რომ ისლამი მოუწოდებს მაღალი ზნეობისა და კეთილი საქმეებისკენ ზოგადად.
ერთ-ერთი რასაც ისლამი მოუწოდებს ეს არის გულწრფელობა: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «გამოიჩინეთ სიმართლე, რადგან ჭეშმარიტად, სიმართლე კეთილმოქმედებისკენ მიგიყვანთ, ხოლო კეთილმოქმედება სამოთხეში. ადამიანი სიმართლეს ამბობს და ისწრაფვის სიმართლისკენ მანამ, სანამ ალლაჰის წინაშე არ იქნება ჩაწერილი როგორც სიმართლის მთქმელი» საჰიჰ მუსლიმ 2607.
ერთ-ერთი რასაც ისლამი მოუწოდებს ეს არის ამანათზე გაფრთხილება (სანდოობა). უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «ჭეშმარიტად, ალლაჰი გიბრძანებთ, რომ მონდობილი უკან დაუბრუნოთ მათ პატრონებს» [ან-ნისა: 58].
ერთ-ერთი რასაც ისლამი მოუწოდებს ეს არის პატიოსნება: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «სამი ადამიანი იმსახურებს ალლაჰის დახმარებას». და მათ შორის მან ახსენა ის, ვინც ქორწინდება პატიოსნების შესანარჩუნებლად. გადმოცემულია თირმიზისგან 1655. მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთ-ერთი ვედრება იყო შემდეგი სიტყვები: «ღმერთო ჩემო! შენ გთხოვ სწორ გზას, ღვთისმოშიშობას, პატიოსნებას და სიმდიდრეს». საჰიჰ მუსლიმ 2721.
ერთ-ერთი რასაც ისლამი მოუწოდებს ეს არის მორიდებულობა. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მორიდებულობას კარგის გარდა არაფერი მოაქვს». საჰიჰ ალ-ბუხარი 6117. თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «ყველა რელიგიას თავისი ზნეობა გააჩნია; ისლამის ზნეობა კი მორიდებულობაა». ჰადმოსცა ალ-ბაიჰაყიმ შუ'აბ ალ-იმანში 6/2619.
ერთ-ერთი რასაც ისლამი მოუწოდებს ეს არის სიმამაცე. ანასი გადმოსცემს (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): »მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იყო ადამიანთაგან საუკეთესო, ყველაზე მამაცი და ყველაზე გულუხვი. ერთ ღამეს მედინელებს შეეშინდათ [ვიღაცის ხმაზე], და მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მათზე წინ გაუსწრო [და გაემართა ხმისკენ] ფაშატ ცხენზე ამხედრებული». საჰიჰ ალ-ბუხარი 2820. ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიმხდალისგან ალლაჰს მიეკედლებოდა და ამბობდა: «ღმერთო ჩემო, შენ შეგეფარები სიმხდალისგან» საჰიჰ ალ-ბუხარი 6374.
ერთ-ერთი რასაც ისლამი მოუწოდებს ეს არის გაცემა და ხელგაშლილობა. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «მათი საქმე, ვინც თავიანთ ქონებას ალლაჰის გზაზე ხარჯავენ, იმ მარცვლის მაგალითს ჰგავს, რომელმაც შვიდი თავთავი გამოისხა - თითო თავთავი ასმარცვლიანი. გაუმრავალკეცებს ალლაჰი იმას, ვისაც მოისურვებს; ალლაჰია უხვმწყალობი, ყოვლისმცოდნეა». [ალ-ბაყარა: 261]. ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ზნეობა ხელგაშილილობა იყო. იბნ აბბასი გადმოგვცემს (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): «მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყველაზე გულუხვი ადამიანი იყო. იგი განსაკუთრებით გულუხვი ხდებოდა რამადანის თვეში, როცა მას ჯიბრილი (ალლაჰის მშვიდობა მას) ხვდებოდა, ჯიბრილი ყოველ ღამეს რამადანში მას ხვდებოდა და ერთად სწავლობდნენ ყურანს. ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიკეთით უფრო გულუხვი იყო, ვიდრე მოქცეული ქარი». საჰიჰ ალ-ბუხარი 1902.
ისლამი გვიბრძანებს გაჭირვებულთა მხარდაჭერას, უბედურებაში ჩავარდნილთა დახმარებას, მშიერთა გამოკვებას, კეთილმეზობლობას, ნათესაური კავშირების შენარჩუნებას და ცხოველებისადმი გულმოწყალებას. აბდულლაჰ იბნ ამრი (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) გადმოსცემს: ერთმა კაცმა ჰკითხა მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "რომელი ისლამი არის საუკეთესო?" მან უპასუხა: «მშიერის დაპურება, და მიესალმო მას, ვისაც იცნობ და მას, ვისაც არ იცნობ». საჰიჰ ალ-ბუხარი 12. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ერთხელ, ერთი კაცი გზაზე მიდიოდა და მას ძლიერ მოსწყურდა, გზად ჭა შემოხვდა, ჩავიდა მასში და წყალი დალია. როცა ამოვიდა ჭიდან დაინახა ენაგადმოგდებული ძაღლი, რომელიც ძლიერი წყურვილის გამო მიწას ლოკავდა და თქვა: ამ ძაღლსაც ისე ძლიერ მოსწყურებია, როგორც მე მწყუროდა, ხელმეორედ ჩავიდა ჭაში, ფეხსაცმელი წყლით გაავსო კბილებით დაიკავა, ამოვიდა და ძაღლს წყალი დაალევინა, (ამ საქციელის გამო) ალლაჰმა მადლიერების ნიშნად აპატია მას». იქ მყოფებმა იკითხეს: ო ალლაჰის შუამავალო, ცხოველების გამო ჩვენ მადლს მივიღებთ? მან თქვა: «დიახ, ყოველი სულიერის გამო შეიძლება მადლის მიღება» საჰიჰ იბნ ჰიბბაან 544. თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «ვინც ეხმარება ქვრივ ქალს და უპოვრებს, მსგავსია მუჯაჰიდისა ალლაჰის გზაზე, ან იმის, ვინც ღამეს ლოცვაში და დღეს მარხვაში ატარებს». საჰიჰ ალ-ბუხარი (5353).
ისლამი ხაზგასმით ადასტურებს ნათესავების უფლებებს და ვალდებულს ხდის ნათესაური კავშირის შენარჩუნებას. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «შუამავალი უფრო ახლობელია მორწმუნეთათვის, ვიდრე თავიანთი სულნი, ხოლო მისი(შუამავლის) მეუღლეები, მათი დედები არიან. სისხლით ნათესავები კი უფრო ახლობელნი არიან ერთმანეთისა, ალლაჰის წიგნის მიხედვით, ვიდრე მორწმუნენი და მუჰაჯირები. ვერ უზამთ სიკეთეს მეგობარს, რომ წიგნში არ იყოს აღნუსხული». [ალ-აჰზაბ: 6]. ისლამი გვაფრთხილებს ნათესაური კავშირების გაწყვეტისგან და ამას ცოდვის ქმნად უტოლებს დედამიწაზე. ყოვლისშემძლე ალლაჰმა თქვა: «ან იქნებ გწადიათ, თუკი უკან გაბრუნდებით, დათესოთ უკეთურობა ქვეყანაზე და გაწყვიტოთ ნათესაური კავშირები (22) ისინი არიან, ვინც დასწყევლა ალლაჰმა, წაართვა მათ სმენა და წაართვა მათ თვალთახედვა». (23) [მუჰამმად: 22/23]. თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «ნათესაური კავშირის გამწყვეტი სამოთხეში ვერ შევა» საჰიჰ მუსლიმ 2556. ნათესავები ვისთანაც ურთიერთობა სავალდებულოა: მშობლები, ძმები, დები, ბიძები, მამიდები, ბიძები (დედის მხრიდან) და დეიდები.
ისლამმა დაადასტურა მეზობლის უფლებები, თუნდაც ურწმუნო იყოს იგი, უზენაესი ბრძანებს: «თაყვანი ეცით ალლაჰს და არავინ დაუდგინოთ მას თანაზიარად. და კარგად მოეპყარით მშობლებს, ახლობლებს, ობლებს, ღატაკებს, მეზობლებს, ნათესავებსა და უცხოებს, თანამოძმეებს, მოგზაურებს და მათ, რომელნიც თქვენმა მარჯვენამ მოიპოვა. ჭეშმარიტად, ალლაჰს არ უყვარს, ვინც არიან ქედმაღალნი, მედიდურნი». [ან-ნისა: 36]. თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «ჯიბრილი არ წყვეტდა ჩემს დარიგებას, რომ მეზობლის მიმართ კარგი დამოკიდებულება მქონოდა (ისე დიდხანს), რომ ვფიქრე, რომ ის მას მემკვიდრეთა შორის შეიყვანდა». საჰიჰ აბუ დაუდ 5152.
33. ისლამმა ნება დართო საუკეთესო საკვებასა და სასმელის მიღებაზე და ბრძანა გულების, სხეულებისა და საცხოვრისების განწმენდა, და ასევე ნება დართო ქორწინებაზე, როგორც უბრძანა შუამავლებს (ალლაჰის მშვიდობა მათ) და ისინი ბრძანებდნენ მხოლოდ სიკეთეს.
ისლამმა ნება დართო საუკეთესო საკვებისა და სასმელის მიღებაზე. ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობს: «ჰეი, ადამიანებო! ნამდვილად, უზენაესი ალლაჰი კეთილია და არაფერს იღებს, გარდა კეთილისა. ნამდვილად, ალლაჰმა მორწმუნეებს იგივე უბრძანა, რაც მოციქულებს. ასე თქვა უზენაესმა: {ჰეი შუამავლებო! მიირთვით სუფთა საკვები და აკეთეთ მართალი საქმეები, ჭეშმარიტად მე ვიცი რასაც სჩადიხართ}. უზენაესმა თქვა: {ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! მიირთვით იმ სუფთა საკვებიდან, რომელიც თქვენ გიწყალობეთ და მადლობა შესწირეთ ალლაჰს, თუ მას სცემთ თაყვანს}. შემდეგ მან გაიხსენა ერთი ადამიანი, მტვრით დაფარული და გაჩეჩილი თმებით, რომელიც დიდხანს იყო გზაზე და ხელებს აღაპყრობდა ცისკენ, (ამბობდა): ო ღმერთო! ო ღმერთო! მაგრამ მისი საკვები აკრძალულია (ჰარამი), მისი სასმელიც აკრძალულია, მისი სამოსიც აკრძალულია და იგი აღზრდილია აკრძალულზე. მაშ, როგორ უნდა გაეცეს მას პასუხი?!» საჰიჰ მუსლიმ 1015. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «უთხარი: ვინ აკრძალა ალლაჰის მორთულობა, რომელიც მიუბოძა მან თავის მონებს და კეთილი სარჩო?! უთხარი: ეს მათთვისაა, ვინც ამქვეყნად გულწრფელად ირწმუნა აღდგომის დღე. ამგვარად განვუმარტავთ ჩვენ აიათებს იმ ხალხს, რომელმაც იცის». [ალ-ა'რააფ: 32].
ისლამი გვიბრძანებს გულის, სხეულის და საცხოვრებლის სისუფთავეს. ამიტომაც მან ნება დართო ქორწინებას. როგორც უბრძანა შუამავლებს(ალლაჰის მშვიდობა მათ) და ისინი ბრძანებდნენ მხოლოდ სიკეთეს. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «და ალლაჰმა დაგიდგინათ მეუღლეები თქვენგანვე და გიბოძათ მეუღლეთაგან ძენი და შვილიშვილნი და დაგაპურათ სიკეთენით. ხოლო მათ განა სწამთ ამაოებისა, ალლაჰის მოწყალების მიმართ კი ურწმუნონი არიან?!» [ან-ნაჰლ: 72]. ასევე უზენაესმა ბრძანა: «და გაისუფთავე შენი ტანისამოსი და სიბილწე(შირქი) მოიცილე». (ალ-მუდასსირ: 4-5). თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «ვერ შევა სამოთხეში ის, ვისაც გულში მარცვლის ოდენა სიამაყე ექნება». ერთმა კაცმა თქვა: ყველა ადამიანს უყვარს, რომ მისი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი იყოს ლამაზი. მან თქვა: «ჭეშმარიტად, ალლაჰი ლამაზია და უყვარს სილამაზე, სიამაყე არის სიმართლის უარყოფა და ადამიანთა დამცირება». საჰიჰ მუსლიმ 91.
34. ისლამმა აკრძალა: ალლაჰზე თანაზიარის დადგენა, ურწმუნოება, კერპებზე თაყვანისცემა, ალლაჰზე საუბარი ცოდნის გარეშე, შვილების დახოცვა, აკრძალული სიცოცხლის მოსპობა, დედამიწაზე სიბილწის გავრცელება, ჯადოქრობა, ნათელი თუ ფარული გარყვნილობა, მრუშობა, მამათმავლობა, და აკრძალა პროცენტი, ლეშის ჭამა და რაც შეწირულ იქნა კერპებისთვის, ღორის ხორცის ჭამა და სხვა უწმინდური საკვები, და აკრძალა ობლების ქონების ჭამა და მოტყუება წონაში და ასევე, ნათესაური კავშირის გაწყვეტა. ყველა შუამავალი (მშვიდობა მათ) შეთანხმებული იყო ამ აკრძალვებზე.
ისლამმა აკრძალა: ალლაჰზე თანაზიარის დადგენა, ურწმუნოება, კერპებზე თაყვანისცემა, ალლაჰზე საუბარი ცოდნის გარეშე, შვილების მოკვლა. უზენაესმა ალლაჰმა ბრძანა: «უთხარი: მოდით, წაგიკითხოთ ის, რაც აგიკრძალათ თქვენმა ღმერთმა: არ დაუდგინოთ მას თანაზიარი, კეთილად მოეპყარით მშობლებს და ნუ დახოცავთ თქვენს შვილებს სიღატაკის შიშით. ჩვენ დაგაპურებთ თქვენც და მათაც. ნუ გაეკარებით უწმინდურ საქმეებს - გინდ ცხადს, გინდ დაფარულს. და ნუ მოკლავთ სულს, რომელიც აკრძალა ალლაჰმა, თუ არა - სიმართლით. ეს გიანდერძათ თქვენ მან, რათა ეგების კეთილგანსაჯოთ. და ნუ მიეკარებით ობლის ქონებას, თუ არა საუკეთესო სახით, ვიდრე სრულწლოვანებას მიაღწევდეს. უერთგულეთ ზომას და წონას - სიმართლით. ჩვენ ყოველ სულს მხოლოდ იმას ვავალებთ, რაც შეუძლია. როცა რაიმეს ამბობთ, სამართლიანი იყავით, თუნდაც თქვენი ახლობელი იყოს, და უერთგულეთ ალლაჰის აღთქმას. ეს არის ის, რაც გიანდერძათ ალლაჰმა, რათა ეგების დაიმახსოვროთ». [ალ-ან'აამ: 151-152]. უზენაესმა ალლაჰმა ბრძანა: «უთხარი: ჩემმა ღმერთმა მხოლოდ გარყვნილებები აკრძალა, როგორც აშკარა, ისე დაფარული, და ურჩობა და უსამართლო მძლავრობა, და ის, რომ არ დაუდგინოთ ალლაჰს თანაზიარი, რაზეც მტკიცებულება არ მოუვლენია; და არ თქვათ ალლაჰზე ის, რაც არ იცით». [ალ-ა'რაფ: 33].
ისლამმა აკრძალა უდანაშაულო სულის მოკვლა. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «და ნუ მოჰკლავთ სულს, რაც აკრძალა ალლაჰმა, თუ არა- მხოლოდ სამართლიანობის აღსადგენად, და ვინც მოიკლა უსამართლოდ, ჩვენ დავუდგინეთ მის ახლობელს უფლება(შურისგებისა) და ზღვარს ნუ გადავა მკვლელობაში, და ჭეშმარიტად, იგი შეწევნული იქნება». [ალ-ისრა: 33] უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «რომლებიც არ მოუხმობენ ალლაჰის გარდა სხვა ღვთაებებს, და არ კლავენ სულს, რომელიც აკრძალა ალლაჰმა, თუ არა მხოლოდ სიმართლით. და არ მრუშობენ. ვინც ამას იქმს, სასჯელს გადაეყრება!» [ალ-ფურყაან: 68].
ისლამმა აკრძალა დედამიწაზე არეულობის გავრცელება. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «და ნუ გაამრავლებთ უკეთურებას ქვეყანაზე მისი გამართვის შემდგომ». [ალ-ა'რააფ: 56]. უზენაესმა ალლაჰმა გვამცნო შუამავალი შუაიბის (მშვიდობა მას) შესახებ, როცა მან მიმართა თავის ხალხს: «ო, ხალხო ჩემო, თაყვანი ეცით ალლაჰს, არ გყავთ ღვთაება მის გარდა. ადრე თქვენ მოგეცათ ცხადი ნიშანი თქვენი ღმერთისაგან. უერთგულეთ ზომა-წონას და ნუ დააკლებთ ხალხს მათ ნივთებს. უკეთურებას ნუ ამრავლებთ ქვეყანაზე მისი გამართვის შემდგომ. ეს უკეთესია თქვენთვის, თუკი ხართ მორწმუნენი». [ალ-ა'რაფ: 85].
ისლამმა აკრძალა ჯადოქრობა: ყოვლადწმინდა უზენაესი ამბობს: «ისროლე, რაც მარჯვენაში გიჭირავს და გადაყლაპავს იმას, რაც მათ გააკეთეს. ჭეშმარიტად, მათი ნამოქმედარი მხოლოდ ჯადოქრის მზაკვრობაა და არ ექნება წარმატება ჯადოქარს, სადაც წავა!» [ტაჰა: 69]. თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «ერიდეთ შვიდ დამღუპველ ცოდვას». ჰკითხეს: ო ალლაჰის მოციქულო, და რომელია ისინი?» მან თქვა: «ალლაჰზე თანაზიარის დადგენა, ჯადოქრობა, იმ სულის მოკვლა, რომლის მოკვლაც ალლაჰმა აკრძალა, გარდა იმისა, რაც ეხება სამართლის აღდგენას(შარიათით), მევახშეობა(რიბა), ობლის ქონების მიტაცება, ბრძოლის ველიდან გაქცევა და პატიოსანი, უდანაშაულო მორწმუნე ქალებზე მრუშობის დაბრალება». საჰიჰ ალ-ბუხარი (6857).
ისლამმა აკრძალა გარყვნილება ღიაც და დაფარულიც, ასევე მრუშობა და ჰომოსექსუალიზმი. ამასთან დაკავშირებით წინა პარაგრაფში იყო მოცემული აიათები, რომელიც ამაზე მიუთითებდა. ისლამი კრძალავს მევახშეობას, უზენაესი ბრძანებს: «ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გეშინოდეთ ალლაჰისა და უარი თქვით დარჩენილ პროცენტზე, თუკი ხართ მორწმუნენი! (278) თუკი ამას არ იქმთ, მაშინ იცოდეთ, რომ გეცხადებათ ომი ალლაჰისგან და შუამავლისგან. და თუ მოინანიებთ, თქვენია ძირითადი კაპიტალი. არ დაჩაგრავთ და არც დაიჩაგრებით». (279) [ალ-ბაყარა: 278-279]. ალლაჰს არცერთი ცოდვის ჩამდენზე ომი არ გამოუცხადებია ისე, როგორც შეჰპირდა ამას მევახშეს; რადგან პროცენტი (მევახშეობა) ანადგურებს რელიგიას, ქვეყნის ეკონომიკას და ადამიანთა ქონებას.
ისლამმა აკრძალა მკვდარი ცხოველის ხორცის ჭამა, ასევე რაც იქნა შეწირული ხატებზე და კერპებზე, ასევე აკრძალა ღორის ხორცი. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «გეკრძალებათ (ჭამოთ) ლეში, სისხლი, ღორის ხორცი და ის, რაც ალლაჰის სახელით არ დაკლულა; აგრეთვე დამხრჩვალი, დარტყმით მოკლული, სიმაღლიდან ჩამოვარდნილი, რქებზე წამოგებული, გარეული ცხოველის დაგლეჯილი, იმის გამოკლებით, რომელიც თქვენ დაკალით წესისამებრ; და კერპთა სამსხვერპლოზე დაკლული; და იმისა,(ასევე გეკრძალებათ) რომ ისრებით თქვენი ბედისწერა ეძიოთ; ეს ყველაფერი სიბილწეა». [ალ-მაიდა: 3].
ისლამმა აკრძალა ღვინის დალევა, და სხვა სიბინძურე და სიბილწეები. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ალკოჰოლური სასმელი, აზარტული თამაშები, კერპები და ისრებით მკითხაობა შაიტანის საქმეთაგანია და განერიდეთ მას, რათა ეგებ ნეტარ იქმნეთ! (90) «შაიტანს სურს, ჩამოაგდოს თქვენს შორის მტრობა და შუღლი ალკოჰოლითა და აზარტული თამაშებით, და მოგწყვიტოთ ალლაჰის ხსენებასა და ლოცვას, ნუთუ თავს არ შეიკავებთ?» (91) [ალ-მაიდა: 90-91]. 31 პარაგრაფში ნახსენები იყო ალლაჰის მოთხრობილი ამბები, შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თვისებებთან დაკავშირებით თორაში, რომ ის უკრძალავდა მათ სიბილწეებს; უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «რომელნიც მიჰყვებიან შუამავალს, წერა-კითხვის უცოდინარ მოციქულს ვისზედაც ნახავენ დაწერილს თავიანთ თევრათსა და ინჯილში. (რომელიც) გიბრძანებთ თქვენ კეთილ საქმეს და გიკრძალავთ საძულველს, და ნებას გრთავთ კეთილ ნაყოფს და გიკრძალავთ სისაძაგლეს. და ჩამოხსნის იგი მათ ტვირთებს და ხუნდებს, რაც ედოთ». [ალ-ა'რაფ: 157].
ისლამმა აკრძალა ობლის ქონების მითვისება, უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «მიეცით ობლებს მათი ქონება და ნუ გაცვლით ცუდს კარგში. და ნუ გალევთ მათ ქონებას თქვენს ქონებასთან ერთად. უეჭველად, ეს იქნება დიდი ცოდვა». [ან-ნისა: 2]. ასევე უზენაესმა ალლაჰმა ბრძანა: «უეჭველად, რომელნიც ობოლთა ქონებას ჭამენ უსამართლოდ, ცეცხლსა ჭამენ თავიანთ მუცლებში და დაიწვებიან აალებულ ცეცხლში(სა’ირ)». [ან-ნისა: 10].
ისლამმა აკრძალა ზომა-წონაში მოტყუება. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «ვაი იმათ, ვინც წონას აყალბებენ, (1) რომლებიც ყიდვის დროს ხალხისგან ზუსტად მოითხოვენ! (2) და როცა სხვებს მიუზომავენ ან მიუწონიან, წონაში აკლებენ! (3) ნუთუ არ ფიქრობენ ისინი, რომ აღდგენილნი იქნებიან? (4)» [ალ-მუტაფფიფიინ: 1-4]
ისლამმა აკრძალა ნათესაური კავშირის გაწყვეტა, რომელიც ნახსენები იყო (31) პარაგრაფში, ნახსენები იყო ასევე აიათები და ჰადისები, რომლებიც მიუთითებდა იმაზე, რომ ყველა მაცნე და შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მათ) ამ ძირითად აკრძალვებზე ერთიანდებოდა.
35. ისლამი კრძალავს ცუდ ზნეობრივ გამოვლინებებს, როგორიცაა სიცრუე, მოტყუება, ორგულობა, ღალატი, თაღლითობა, შური, ინტრიგები, ქურდობა, მრუშობა და უსამართლობა. ის კრძალავს ყოველივე იმას, რაც ზნეობრივად მიუღებელია.
ისლამი მთლიანობაში კრძალავს ცუდ ზნეობრივ გამოვლინებებს. თქვა უზენაესმა: «არ იბრუნო პირი ადამიანებისგან ქედმაღლობის გამო და არ იარო ქვეყანაზე მედიდურად. ჭეშმარიტად, ალლაჰს არ უყვარს ამპარტავანი ამაყები». [ლუყმან: 18]. თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «ჭეშმარიტად, ჩემთვის ყველაზე საყვარლები და სასამართლოს დღეს ჩემთან ყველაზე ახლოს მჯდომნი იქნებიან თქვენგან ყველაზე კეთილი ზნეობის მქონენი. ხოლო ჩემთვის ყველაზე საძულველნი და ჩემგან ყველაზე შორს მჯდომნი სასამართლოს დღეს იქნებიან ლაყბები, თავიანთ სიტყვებში ქედმაღალნი და დიდგულოვნად მოლაპარაკეები». ხალხმა ჰკითხა: „ჩვენ ვიცით ლაყბები და ქედმაღალნი სიტყვებში, მაგრამ ვინ არიან დიდგულოვნად მოლაპარაკეები?“ მან უპასუხა: «ისინი არიან ამპარტავნები». ას-სილსილა ას-საჰიჰა 791.
ისლამმა აკრძალა ტყუილი. უზენაესი ამბობს: «ჭეშმარიტად ალლაჰი არ დაადგენს სწორ გზაზ იმას, ვინც არის ზღვარგადასული და მატყუარა» [ღააფირ: 28]. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «შეიკავეთ თავი ტყუილისგან, რადგან ჭეშმარიტად, ტყუილი ცოდვებისკენ მიგიყვანთ, ხოლო ცოდვები ჯოჯოხეთის ცეცხლში. ადამიანი დაიწყებს ტყუილს და ისწრაფვის ტყუილისკენ, სანამ არ იქნება ჩაწერილი ალლაჰის წინაშე როგორც მატყუარა». საჰიჰ მუსლიმ 2607. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თვალთმაქცის ნიშნები სამია: როცა ლაპარაკობს იტყუება, როცა დაპირდება არ ასრულებს მას, ხოლო როცა მიანდობ რაიმეს - არღვევს ნდობას». (ან ღალატობს ნდობას) საჰიჰ ალ-ბუხარი (6095).
ისლამი კრძალავს თაღლითობას. გადმოცემულია ჰადისში, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთ დღეს ბაზრობაზე ჩაიარია და დახლზე დაყრილი ხორბალი დაინახა, ხორბალში ხელი გაურია და თითებზე სისველე იგრძნო, და თქვა: «რა არის ეს ო, ხორბლის გამყიდველო?» თქვა: ის წვიმამ დაასველა ო, შუამავალო! შუამავალმა თქვა: «რატომ არ დადე ის ზემოდან, რომ დაენახა ხალხს? ჭეშმარიტად, ვინც თაღლითობს მას ჩემთან არ აქვს კავშირი». საჰიჰ მუსლიმ 102.
ისლამი კრძალავს ღალატს და მზაკვრობას. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, ნუ უღალატებთ ალლაჰსა და მის შუამავალს. და ნუ უღალატებთ თქვენზე მინდობილს, და თქვენ ეს იცით». [ალ-ანფალ: 27]. უზენაესმა ასევე თქვა: «რომელნიც ასრულებენ ალლაჰის აღთქმას და არ არღვევენ პირობას». (არ-რა'დ: 20). ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როცა სალაშქროდ გავიდოდნენ თავის ჯარს მიმართავდა: «გაემართეთ [ბრძოლაში], მაგრამ არ მიითვისოთ სამხედრო ნადავლი, არ მოიქცეთ ორგულად, არ შეურაცხყოთ მოკლულები და არ მოკლათ ბავშვები». საჰიჰ მუსლიმ 1731. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას ) თქვა: «ჭეშმარიტი ორპირია ის, ვისაც აქვს ოთხი თვისება, ხოლო ვისაც მათგან რომელიმე თვისება ახასიათებს, მასში იქნება ორპირობის ნიშანი, სანამ ამ თვისებას არ მოიშორებს. ის იტყუება როცა ლაპარაკობს, ღალატობს, როცა ხელშეკრულებას დებს, არღვევს პირობას, როცა ჰპირდება, და უმართლობას სჩადის, როცა ვინმესთან დავობს». საჰიჰ ალ-ბუხარი 34.
ისლამი კრძალავს შურიანობას. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «ან იქნებ შურთ ხალხს იმ მადლის გამო, რაც ალლაჰს მათთვის მიუცია? ჩვენ ხომ იბრაჰიმის მოდგმას წიგნი, სიბრძნე და დიდი ძალაუფლება ვუბოძეთ». [ან-ნისა: 54]. უზენაესმა ალლაჰმა ბრძანა: «იმ შურის გამო, სულში რომ ჩაუბუდდათ მას მერე, რაც ჭეშმარიტება განეცხადა, ბევრნი მოისურვებენ წიგნის მფლობელთაგან, ისევ გაქციონ ურწმუნოებად თქვენი რწმენის შემდგომ. ხოლო მიუტევეთ თქვენ და გაეცალეთ, ვიდრე ალლაჰი არ მოავლენს მათთვის ბრძანებას. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისშემძლეა!» [ალ-ბაყარა: 109]. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თქვენში შემოაღწევს წინა თემთა დაავადება: შური და მტრობა. ეს ჰგავს სამართებელს, მაგრამ მე არ ვამბობ, რომ ის [როგორც სამართებელი] თმას პარსავს — არა, ის რწმენას პარსავს. ფიცს ვდებ იმით, ვისი ხელშიც არის ჩემი სული, თქვენ არ შეხვალთ სამოთხეში, სანამ არ ირწმუნებთ. და ვერ იქნებით ჭეშმარიტი მორწმუნეები, სანამ ერთმანეთი არ შეგიყვარდებათ. ხომ არ გითხრათ რამე, რაც ამის მიღწევაში დაგეხმარებათ? მიესალმეთ ერთმანეთს!» გადმოცემულია თირმიზისგან 2510.
ისლამი კრძალავს მოუწონარ ცუდ ქმედებებს. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «და ამგვარად, ყველა დასახლებაში დავადგინეთ ცოდვილები თავკაცებად, რათა იმზაკვრონ მათში, მაგრამ ვერავის უმზაკვრებენ საკუთარი თავის მეტს, თანაც ვერ გრძნობენ». [ალ-ან'აამ: 123]. ალლაჰმა გვამცნო, რომ იუდეველები ცდილობდნენ მოეკლათ მესია (მშვიდობა მას), შეიმუშავეს მზაკვრობა, მაგრამ ალლაჰმა მათ მზაკვრობას მზაკვრობითვე უპასუხა, და განმარტა, რომ ცუდი მზაკვრობა ვერავის ავნებს გარდა ამ მზაკვრობის პატრონისა. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «და როცა ‘ისამ იგრძნო მათგან ურწმუნოება, თქვა: „ვინ იქნება ჩემი შემწე ალლაჰის გზაზე?“ მიუგეს მოწაფეებმა: „ჩვენ ვართ შემწენი ალლაჰის სარწმუნოებისა. ჩვენ ვირწმუნეთ ალლაჰი, და დაამოწმე, რომ ვართ მუსლიმები! (52) ღმერთო ჩვენო! ვირწმუნეთ ჩვენ, რაც ზემოავლინე, და გავყევით შუამავალს. მაშ, ჩაგვწერე ჩვენც მოწმეთა რიგებში! (53) (იუდეველებმა) ხერხი იხმარეს (‘ისას წინააღმდეგ) და ალლაჰმა მათი ხერხი ამაოდ ჰქმნა. და ალლაჰია ყველაზე უფრო მოხერხებული. (54) მაშინ ალლაჰმა უთხრა: „ჰეი, ‘ისა! მე მოგაკვდინებ შენ და ჩემთან ამოგამაღლებ, და განგწმინდავ მათგან ვინც იყვნენ ურწმუნონი. და დავადგენ იმათ, შენ რომ მოგყვებოდნენ, მათ ზემოთ, ვინც იყვნენ ურწმუნონი- სამსჯავროს დღემდე. შემდეგ ჩემთან არის თქვენი დაბრუნება და მე განვსჯი თქვენს შორის იმას, რაზეც ვერ თანხმდებოდით» (55) [ალი იმრან: 52-55]. ალლაჰმა გვამცნო, რომ შუამავალი საალიჰის (მშვიდობა მას) ხალხს მზაკვრობით სურდა მისი მოკვლა. შეიმუშავეს მზაკვრობა და ალლაჰმა მათი მახე მათ წინააღმდეგ აქცია, და გაანადგურა მათი ტომი სრულიად. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «თქვეს: შეჰფიცეთ ერთმანეთს ალლაჰის წინაშე, რომ დავესხათ თავს მას და მის ოჯახს ღამით; მერე კი ვუთხარით მის პატრონს: მისი ოჯახის განადგურებას არ შევსწრებივართ; ჩვენ, ჭეშმარიტად, მართალნი ვართო. (49) ჩაიფიქრეს ხრიკი და ჩვენ ამაო ვქმენით მათი ხრიკი, ხოლო ისინი ვერ გრძნობდნენ. (50) და შეხედე, როგორი იყო ბოლო მათი ხრიკისა. ჩვენ გავანადგურეთ ისინი და მათი ხალხი ერთიანად». (51) [ან-ნამლ: 49-51].
ისლამი კრძალავს ქურდობას. ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობს: «ადამიანი არ ჩადის ზინას(მრუშობას), როცა ამ დროს მორწმუნეა, არ ჩადის ქურდობას, როცა ამ დროს მორწმუნეა, და არ სვამს ღვინოს, როცა ამ დროს მორწმუნეა. მაგრამ, ცოდვის ჩადენის შემდეგ მონანიების კარები ღიაა». საჰიჰ ალ-ბუხარი 6810.
ისლამი კრძალავს ნებადართული საზღვრების გადაბიჯებას. ყოვლისშემძლე ალლაჰმა თქვა: «ჭეშმარიტად, ალლაჰი მოგიწოდებთ სამართლიანობას, სიკეთესა და ქველმოქმედებას ახლობელთა მიმართ, და გიკრძალავთ მრუშობას, გასაკიცხ ქმედებასა და შურს, ის შეგაგონებთ, რათა ეგების დაფიქრდეთ». [ან-ნაჰლ: 90]. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას ) თქვა: «ჭეშმარიტად, ალლაჰმა შთამაგონა, რომ უნდა იყოთ თავმდაბლები, არ უნდა მოექცეთ ერთმანეთს უსამართლოდ და არ უნდა განდიდდეთ ერთმანეთზე». საჰიჰ აბუ დაუდ 4895.
ისლამი კრძალავს უსამართლობას. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «ჭეშმარიტად, ალლაჰს არ უყვარს უსამართლონი» [ალი იმრან: 57]. უზენაესმა თქვა: «უეჭველად, ვერ გადარჩებიან უსამართლონი» [ალ-ან'აამ: 21]. უზენაესმა თქვა: «...და უსამართლოთათვის გაამზადა მტანჯველი სასჯელი» [ალ-ინსაან: 31]. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას ) თქვა: «სამი ადამიანის ვედრება არ იქნება უარყოფილი: ეს არის სამართლიანი იმამი, მარხული — სანამ ის არ დაარღვევს მარხვას, და ასევე იმ ადამიანის ვედრება, ვისთანაც უსამართლოდ მოიქცნენ. მისი ვედრება ავა ღრუბლებზე, მისთვის გაიღება ცის კარიბჭეები, და ყოვლისშემძლე და დიადი უფალი იტყვის: ‘ფიცს ვდებ ჩემს სიდიადეზე, აუცილებლად დაგეხმარები, თუნდაც გარკვეული დროის შემდეგ!» გადმოსცა მუსლიმმა (2749) მოკლე ვერსიით ცოტა სხვაობით, გადმოსცა ათ-თირმიზიმ (2526) ცოტა სხვაობით, და გადმოსცა აჰმადმა (8043) ამ ტექსტით. როდესაც ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰი ლოცვა და მშვიდობა მას) მუ'აზი იემენში გაგზავნა ერთ-ერთი, რაც მას დაარიგა იყო: «გეშინოდეს ჩაგრულის ვედრების, რადგან მასა და ალლაჰს შორის ფარდა არ არსებობს» საჰიჰ ალ-ბუხარი 1496. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას ) თქვა: «თუ ვინმე უსამართლოდ მოექცევა იმ ადამიანს, ვისაც მუსლიმებთან შეთანხმება აქვს, ან შეარცხვინებს მას, ან დააკისრებს მასზე შეუძლებელს [ჯიზიასა და ხარაჯის გადახდაში], ან ძალით რამეს წაართმევს, მაშინ სასამართლოს დღეს მე ვიქნები მისი მოწინააღმდეგე». სუნან აბუ დაუდ 3052. როგორც ხედავთ, ისლამი კრძალავს ყოველგვარ ცუდ ზნეობას და უსამართლო მოპყრობას.
36. ისლამი კრძალავს ყოველგვარ ფინანსურ ურთიერთობებს, რომლებშიც არის პროცენტი, ზიანი, საფრთხე, უსამართლობა ან ტყუილი და რომლებსაც შეუძლია დიდი ზიანი მოუტანოს საზოგადოებას, ადამიანთა ჯგუფებს ან თუნდაც ერთ პიროვნებას.
36. ისლამი კრძალავს ყოველგვარ ფინანსურ ურთიერთობებს, რომლებშიც არის პროცენტი, ზიანი, საფრთხე, უსამართლობა ან ტყუილი და რომლებსაც შეუძლია დიდი ზიანი მოუტანოს საზოგადოებას, ადამიანთა ჯგუფებს ან თუნდაც ერთ პიროვნებას. ამ პარაგრაფის პირველ ნაწილში იყო მოცემული აიათები და ჰადისები, რომლებიც კრძალავს პროცენტს, უსამართლობას, ტყუილს და არეულობის გამოწვევას დედამიწაზე. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «ისინი, რომლებიც აწუხებენ მორწმუნე კაცებს და მორწმუნე ქალებს, დაუმსახურებლად, თავისთავზე იღებენ ცილისწამებას და აშკარა ცოდვას». [ალ-აჰზაბ: 58]. უზენაესმა ალლაჰმა ბრძანა: «ვინც სიკეთე აკეთა, თავის სასიკეთოდაა. ხოლო ვინც ავი ქმნა თავისი თავის წინააღმდეგაა. და შენი ღმერთი უსამართლო არ არის მსახურთა მიმართ» [ფუსსილათ: 46]. სუნნაში მოცემულია, რომ: «შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაადგინა: არც სხვას აზიანო, არც საკუთარ თავს, (ან არც სხვას მისცე უფლება გაზიანოს)» სუნან აბუ დაუდ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას ) თქვა: «ვისაც სწამს ალლაჰის და უკანასკნელი დღის, მან მეზობელი არ შეაწუხოს, ვისაც სწამს ალლაჰის და უკანასკნელი დღის, სტუმარს პატივი სცეს, ვისაც სწამს ალლაჰის და უკანასკნელი დღის, მან თქვას კარგი სიტყვა ან გაჩუმდეს. სხვა გადმოცემაში ნათქვამია: მეზობელს კეთილად მოექცეს». საჰიჰ მუსლიმ 47. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას ) თქვა: «ერთი ქალი დაისაჯა კატის გამო, რომელიც დაამწყვრია და მოკვდა, ამის გამო ის ჯოჯოხეთში აღმოჩნდა, როცა ის გამოკეტა მას არც საჭმელს აძლევდა და არც წყალს, არც გაათავისუფლა, რათა კატას მწერები მაინც ეჭამა». საჰიჰ ალ-ბუხარი 3482. ასეთია მისი სასჯელი ვინც კატა აწამა, როგორი იქნება მისი სასჯელი ვინც ადამიანებს აწუხებს. იბნ უმარი გადმოსცემს: ერთ დღეს ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ავიდა მინბარზე და მაღალი ხმით დაიძახა: «ო, თქვენ, ვინც ისლამი მხოლოდ სიტყვით მიიღეთ, მაგრამ რწმენა თქვენს გულებში არ შესულა! ნუ ავნებთ მუსლიმებს, ნუ შეარცხვინებთ მათ და ნუ გამოიძიებთ იმას, რისი დამალვაც მათ სურთ. რადგან, ჭეშმარიტად, ვინც ცდილობს გამოიძიოს ის, რაც მის მუსლიმ ძმას სურს დამალოს, ალლაჰი მას თვითონვე დატოვებს დაუცველს და დაამცირებს მას, თუნდაც საკუთარ სახლში იყოს». ერთხელ იბნ ‘უმარმა ქააბას შეხედა და თქვა: "როგორ დიადი ხარ და როგორი დიდია შენი სიწმინდე! მაგრამ მორწმუნის ხელშეუხებლობა ალლაჰთან შენზე უფრო დიდია!" გადმოსცა ათ-თირმიზი (2032), იბნ ჰიბბაან (5763). ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვისაც სწამს ალლაჰის და უკანასკნელი დღის, მან მეზობელი არ შეაწუხოს, ვისაც სწამს ალლაჰის და უკანასკნელი დღის, სტუმარს პატივი სცეს, ვისაც სწამს ალლაჰის და უკანასკნელი დღის, მან თქვას კარგი სიტყვა ან გაჩუმდეს». საჰიჰ ალ-ბუხარი 6018. აბუ ჰურაირას გადმოცემით: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) თქვა: «იცით, ვინ არის ნამდვილი გაკოტრებული?» მათ თქვეს: ჩვენში გაკოტრებული ისაა, ვისაც არც დირჰამი აქვს და არც ქონება. მაშინ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განაცხადა: «ნამდვილი გაკოტრებული ჩემი თემიდან არის ის, ვინც აღდგომის დღეს მოვა ლოცვით, მარხვითა და ზაქათით, მაგრამ მან ცუდი სიტყვებით აწყენინა სხვას, ცილი დასწამა, სხვისი ქონება მიითვისა, ასეთ დროს, მისი კეთილი საქმეები მიეცემა მათ, ვისაც ზიანი მიაყენა, თუ მისი კეთილი საქმეები ამოიწურება, სანამ ვალდებულებებს სრულად გადაიხდის, სხვათა ცოდვები გადაეცემა მას, შემდეგ კი ცეცხლში იქნება მოსროლილი». გადმოსცა მუსლიმი (2581), ათ-თირმიზი (2418), აჰმად (8029) (მოცემულია მისი ვერსია).
თქვა შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «გზაზე ხის ტოტი ეგდო, რომელიც ადამიანებს გადაადგილებაში ხელს უშლიდა, ის ერთმა კაცმა გადააგდო გზიდან, რის გამოც სამოთხეში მოხვდა». გადმოსცა ალ-ბუხარიმ იგივე მნიშვნელობით (652), მუსლიმ მსგავსი ტექსტით (1914), იბნ მაჯა (3682), და აჰმად (10432) მოცემულია ამ ორის გადმოცემა. გზიდან შემაწუხებელი ნივთების მოშორება ადამიანის სამოთხეში შესვლის მიზეზი ხდება, და როგორი იქნება ადამიანების პრობლემების მოხსნა და ის, რაც მათ ცხოვრებას ანადგურებს?
37. ისლამი მოვიდა, რომ დაიცვას საღი გონება და აკრძალა ყველაფერი, რაც აზიანებს მას, მათ შორის - ღვინო. ისლამმა აამაღლა გონება და მიანიჭა მას მნიშვნელოვანი როლი ადამიანის მიერ რელიგიური ვალდებულებების შესრულებაში. ის ათავისუფლებს გონებას ყოველგვარი ცრურწმენისგან. ისლამში არ არის განსაკუთრებული საიდუმლოებები ან დაკისრებული მოვალეობები კონკრეტული ჯგუფებისთვის ან ადამიანისთვის, როგორც არის ეს სხვაგან. ყველა მისი ნორმა და ვალდებულება გამომდინარეობს საღი აზრიდან და დაფუძნებულია სამართლიანობასა და სიბრძნეზე.
ისლამი მოვიდა, რომ დაიცვას საღი გონება და აამაღლა მისი ადგილი. უზენაესი ამბობს: «ჭეშმარიტად სმენა, მხედველობა და გული, ყველა მათგანზე პასუხი იქნება მოკითხული» [ალ-ისრაა: 36]. აუცილებელია ადამიანმა დაიცვას მისი საღი აზროვნება, ამიტომ აკრძალა ისლამმა ალკოჰოლი და ნარკოტიკული საშვალებები. ალკოჰოლის აკრძალავასთან დაკავშირებით იყო მოცემული (34) პარაგრაფში. ძალიან ბევრი ყურანის აიათი შემდეგი სიტყვებით მთავრდება: «...ეგების გონს მოეგოთ» [ალ-ბაყარა: 242]. უზენაესმა ალლაჰმა ბრძანა: «თამაშისა და გართობის გარდა სხვა არაფერია წუთისოფელი; ხოლო ის ქვეყანა უმჯობესია მათთვის, ვინც ღვთისმოშიშია. ნუთუ გონებას არ მოუხმობთ?» [ალ-ან'აამ: 32]. უზენაესმა ალლაჰმა ბრძანა: «ჭეშმარიტად, ჩვენ გარდმოვავლინეთ იგი არაბულ ყურანად, რათა ეგების შეიგნონ». [იუსუფ: 2]. უზენაესმა განმარტა, რომ ჭეშმარიტი გზით და სიბრძნით ვერ ისარგებლებს ვერავინ გარდა ჭკვიანი და ბრძენი ხალხისა. დიადი ალლაჰი ბრძანებს: «(ალლაჰი) სიბრძნეს აძლევს, ვისაც ინებებს. ხოლო ვისაც სიბრძნე ებოძა, მიეცემა ბევრი სიკეთე. და ვერ ჩაწვდება ამას, გონიერთა გარდა». [ალ-ბაყარა: 269].
ამიტომ ისლამმა გონება აქცია რელიგიური ვალდებულების განმსაზღვრელად: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «სამი კატეგორიის ადამიანზე აწეულია კალამი: მძინარეზე — სანამ გაიღვიძებს, ბავშვზე — სანამ სექსუალურ სიმწიფეს მიაღწევს, და შეშლილზე — სანამ გონს მოეგება». გადმოსცემს ალ-ბუხარი ჯაჭვთა წყვეტით დამადასტურებელი ფორმით შემდგ ნაირი: (5269) ჰადისის წინ ამის მსგავსად, აბუ დაუდიც გადმოსცემს უწყვეტი ჯაჭვით (4402) ჰადისში იგივე სიტყვებით, ათ-თირმიზი (1423), ან-ნასაი (ას-სუნან ალ-ქუბრაში) (7346), აჰმადი (956) მცირე სხვაობით, იბნ მააჯა (2042) შემოკლებით. ისლამმა გონება გაათავისუფლა მრავალღმერთიანობისა და მითების ზეწოლისგან. უზენაესი ალლაჰი გვამცნობს წინა ხალხების მდგომარეობას, თუ როგორ იყვნენ ჩაჭიდებულები ლეგენდებს და უარყოფდნენ ჭეშმარიტებას, რომელიც მოვიდა მათთან ალლაჰისგან. «და ამგვარად, არ წარმოგვიგზავნია შენზე უწინ რომელიმე ქალაქში ერთი შემგონებელიც კი ისე, რომ არ ეთქვათ ფუფუნებით განებივრებულებთ: ჩვენ ვპოვეთ ჩვენი მამები ამ რელიგიაზე და ჩვენ მათ კვალდაკვალ მივდივართო» [აზ-ზუხრუფ: 23]. უზენაესმა ალლაჰმა გვამცნო შუამავალ იბრაჰიმზე (მშვიდობა მას), როცა მან მიმართა თავის ხალხს: «ეს რა ქანდაკებებია რომელთაც თაყვანს სცემთო?! (52) უთხრეს: ჩვენი მამები ვნახეთ, უწინ მას ეთაყვანებოდნენ». (53) [ალ-ანბია: 52-53]. მოვიდა ისლამი და მოუწოდა ხალხს მიეტოვებინათ კერპებზე თაყვანისცემა, და განშორებოდნენ მამა-პაპებისგან დანატოვარ მითებს. უბრძანა მათ გაჰყოლოდნენ მოციქულთა და შუამავალთა გზას (ლოცვა და მშვიდობა მათ).
ისლამში არ არსებობს საიდუმლოებები ან განსაკუთრებული ბრძანებები, რომლებიც განკუთვნილია მხოლოდ გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის დანარჩენებისგან განსხვავებით. შეეკითხნენ ალი იბნ აბუ ტალიბს (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), ის არის ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბიძაშვილი და მისი ქალიშვილის მეუღლე: გიბრძანათ თუა არა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) რაიმე განსაკუთრებული? მან თქვა: «შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) რაიმე განსაკუთრებული არ დაუვალებია ჩვენზე, რომელიც ზოგადად ყველა ადამიანს არ მოიცავდა; გარდა იმისა, რაც ჩემი ხმლის ქარქაშში იყო: მან ქარქაშიდან ამოიღო ქაღალდი, რომელზეც ეწერა: ალლაჰმა დაწყევლა, ვინც ალლაჰის გარდა სხვისთვის დაკლა, ალლაჰმა დაწყევლა ვინც იპარავს მიწის საზღვრებს, ალლაჰმა დაწყევლა, ვინც დაწყევლა მშობელი, ალლაჰმა დაწყევლა ვინც შეიფარა სიახლის შემომტანი (რელიგიაში)». საჰიჰ მუსლიმ 1978. ყველა ისლამური ნორმა და ვალდებულება შეესაბამება საღ აზროვნებას და დაფუძნებულია სამართლიანობასა და სიბრძნეზე.
38. ცრუ რელიგიები მაშინაც კი, როცა მათ მოუტანენ ნათელ, გონივრულ საწინააღმეგო აზრს მათ რწმენაზე, ისინი ჩაუნერგავენ, რომ რელიგია გონებაზე მაღლა დგას და ადამიანს არ შეუძლია ჩასწვდეს და გაიგოს ის სრულად. ისლამი კი მიიჩნევს რელიგიას სინათლედ, რომელიც გონებას უნათებს გზას, მაშინ, როცა ცრუ რელიგიების მიმდევრებს სურთ, რომ მათმა მიმდევრებმა უარყონ თავიანთი აზრი და მიყვნენ მათ. ხოლო ისლამს სურს, რომ ადამიანი იყოს ფხიზელი გონებით, რომ გაიგოს საქმის ჭეშმარიტი არსი.
ცრუ რელიგიები მაშინაც კი, როცა მათ მოუტანენ ნათელ, გონივრულ საწინააღმეგო აზრს მათ რწმენაზე, ისინი ჩაუნერგავენ, რომ რელიგია გონებაზე მაღლა დგას და ადამიანს არ შეუძლია ჩასწვდეს და გაიგოს ის სრულად. ისლამი კი მიიჩნევს რელიგიას სინათლედ, რომელიც ანათებს გზას გონებისაკენ, მაშინ, როცა ცრუ რელიგიების მიმდევრებს სურთ, რომ მათმა მიმდევრებმა უარყონ თავიანთი აზრი და მიყვნენ მათ. ხოლო ისლამს სურს, რომ ადამიანი იყოს ფხიზელი გონებით, რათა გაიაზროს და იფიქროს, რომ გაიგოს საქმის ჭეშმარიტი არსი. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «და სწორედ ამგვარად ზეშთაგაგონეთ შენ სული ჩვენი ბრძანებისგან. არ იცოდი შენ რა არის წიგნი და არც რწმენა. მაგრამ ჩვენ დავადგინეთ იგი შუქად. რომლითაც ჭეშმარიტ გზაზე დავადგენთ ჩვენს მსახურთაგან იმას, ვისაც ვინებებთ. და ჭეშმარიტად, შენ უწინამძღვრებ სწორი გზით». [აშ-შურაა: 52]. ღვთიური გამოცხადება მოიცავს არგუმენტებს და მტკიცებულებებს, რომელიც საღ აზროვნებას მიუთითებს ჭეშმარიტებისკენ, რომელიც ეხმარება შემეცნებაში და რწმენაში. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «ჰეი, ადამიანებო, უკვე მოვიდა თქვენთან მტკიცებულება თქვენი ღმერთისგან და გარდმოავლინა თქვენთვის ცხად სინათლედ» [ან-ნისა: 174]. ყოვლადწმინდა და უზენაეს ალლაჰს სურს, რომ ადამიანმა იცხოვროს ნათელი რწმენით, ცოდნით და ჭეშმარიტი გზით. სატანებს და ტაღუთებს (რომელთაც ეთაყვანებიან მაგიერ ალლაჰისა) სურთ, რომ ადამიანი დარჩეს ურწმუნოების სიბნელეში, უცოდინრობაში და გზააბნევაში. უზენაესი ბრძანებს: «ალლაჰი მფარველია მათი, რომელთაც ირწმუნეს. ისინი გამოჰყავს მას სიბნელიდან სინათლეში. და რომელთაც უარყვეს მათი მეგობარი, ტაღუთია, რომელსაც ისინი გაჰყავს სინათლიდან სიბნელეში». [ალ-ბაყარა: 257].
39. ისლამი განადიდებს ჭეშმარიტ ცოდნას. წააქეზებს ყოველგვარ სურვილებს მოკლებული ცოდნის ძიებისკენ. მოუწოდებს, რომ დავაკვირდეთ ჩვენს თავებს და იმ ყველაფერს, რაც ჩვენს გარშემო არსებობს. ჭეშმარიტი მეცნიერული კვლევები არ მოდიან ისლამის წინააღმდეგობაში.
ისლამი განადიდებს ჭეშმარიტ ცოდნას. უზენაესი ალლაჰი ამბობს: «აამაღლებს ალლაჰი თქვენგან იმათ, რომელთაც ირწმუნეს, და იმათ, რომელთაც ებოძათ ცოდნა, ხარისხებით. და ალლაჰმა იცის, რასაც აკეთებთ» (ალ-მუჯადილა: 11) ყოვლისშემძლე ალლაჰი ცოდნის მქონეთა მოწმობას თავის მოწმობასთან და თავისი ანგელოზების მოწმეობასთან ერთად ახსენებს უდიდესი მოწმობის საკითხთან დაკავშირებით. ყოვლისშემძლე ალლაჰმა თქვა: «ამოწმებს ალლაჰი, რომ არ არსებობს ღვთაება, მის გარდა; და ანგელოზებმაც და მცოდნეებმაც სამართლიანად დაამოწმეს; არ არის ღვთაება, მის გარდა, ძლევამოსილისა, ბრძენისა». [აალი იმრაან: 18]. ეს აშკარად მიუთითებს ცოდნის მნიშვნელობაზე ისლამში. და ყოვლისშემძლე ალლაჰმა არ უბრძანა თავის მოციქულ მუჰამმადს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ეთხოვა მისგან რაიმის გაზრდა, გარდა ცოდნისა. ყოვლისშემძლე ალლაჰმა თქვა: «... და თქვი: ღმერთო ჩემო შემმატე ცოდნა» [ტაჰა: 114]. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას ) თქვა: «ვისაც ცოდნის შეძენის მიზნით გზა გაუვლია, ალლაჰი მას გაუმარტივებს სამოთხისაკენ მიმავალ ერთ გზას. ჭეშმარიტად, ანგელოზები თავისი ფრთებით გადაფარავენ ცოდნის მაძიებელს, გამოხატავენ რა კმაყოფილებას მისი ქმედებით. და, ჭეშმარიტად, ცოდნის მქონისთვის მიტევებას ითხოვენ ცისა და მიწის ბინადარნი, და წყალქვეშ მყოფი თევზებიც კი! ცოდნის მქონის უპირატესობა უბრალო მსახურთან შედარებით ისეთივეა, როგორიც სავსე მთვარის უპირატესობა დანარჩენ ციურ სხეულებთან შედარებით. ჭეშმარიტად, ცოდნის მქონენი წინასწარმეტყველთა მემკვიდრეები არიან, ხოლო წინასწარმეტყველები არ ტოვებენ მემკვიდრეობად არც დინარებს და არც დირჰამებს. ისინი მემკვიდრეობად ტოვებენ ცოდნას, და ვინც მას შეიძენს, მან დიდი სიმდიდრე მოიპოვა». გადმოსცა აბუ დაუდ (3641), ათ-თირმიზი (2682), იბნ მაჯა (223) მოცემულია მისი გადმოცემა, და აჰმად (21715).
ისლამი გვიბიძგებს მიუკერძოებელი სამეცნიერო კვლევებისკენ, მოგვიწოდებს დავაკვირდეთ და დავფიქრდეთ ჩვენს თავზე და ჩვენს გარშემო არსებულ ყოველგვარ ქმნილებაზე. ყოვლისშემძლე ალლაჰმა თქვა: «მალე ვუჩვენებთ მათ ჩვენს სასწულებს ცის კაბადონზე და მათ სულებში, ვიდრე განეცხადებათ მათ, რომ იგი ჭეშმაირტებაა. განა საკმარისი არ არის შენი ღმერთისათვის, რომ იგი ყოველივეს მოწმეა?» [ფუსსილათ: 53]. უზენაესმა ალლაჰმა ბრძანა: «განა ვერ უყურებენ ცათა და ქვეყნის სამეფოებს და იმ ყველაფერს, რაც შექმნა ალლაჰმა და რომ შეიძლება მოახლობეულია მათი ვადა, და რომელ ნათქვამს ირწმუნებენ ამის შემდგომ?» [ალ-ა'რააფ: 185]. უზენაესმა ალლაჰმა ბრძანა: «განა არ უვლიათ ქვეყანაზე?! მაშ, შეხედონ, როგორი იყო აღსასრული იმათი, ვინც ცხოვრობდა მათზე უწინ; ისინი მათზე ძლიერნი იყვნენ, ამუშავებდნენ მიწას და აშენებდნენ იმაზე მეტს, რაც მათ ააშენეს; მიჰქონდათ მათთან შუამავლებს ცხადი მტკიცებები და არ ყოფილა ალლაჰი უსამართლო მათ მიმართ, არამედ თავიანთ თავს უსამართლოდ მოექცნენ». [არ-რუუმ: 9].
სწორი მეცნიერული კვლევების შედეგები არ ეწინააღმდეგება ისლამს. აქ მოვიყვანთ ერთ მაგალითს, რომელიც ახსენა ყურანმა თავის ზუსტი დეტალებით1400 წლის უკან. რომელიც თანამედროვე მეცნიერებამ ძალიან გვიან აღმოაჩინა; მეცნიერული კვლევების შედეგები ემთხვევა იმ ინფორმაციას, რაც წმინდა ყურანშია მოცემული, ეს არის ნაყოფის ჩასახვა დედის მუცელში. უზენაესი ალლაჰი ამბობს: «ვფიცავ, ჩვენ გავაჩინეთ ადამიანი წკრიალა თიხისაგან. (12) მერე მოვათავსეთ იგი წვეთად საიმედო ადგილას. (13) მერე შევქმენით წვეთისგან სისხლის ლეკერტი და შევქმენით ლეკერტისგან ხორცის ნაჭერი, ხორცის ნაჭერი კი ვაქციეთ ძვლებად. მერე კი დავაფუძნეთ იგი სხვა ქმნილებად. რაოდენ დიდებულია ალლაჰი, საუკეთესო გამჩენი». [ალ-მუმინუნ: 12-14].
40. ალლაჰი არ ღებულობს საქმეს და არ აჯილდოებს საიქიოში გარდა იმათ, ვინც ირწმუნა ალლაჰი, დაემორჩილა მას და დაიჯერა მისი შუამავლების(ალლაჰის მშვიდობა იყოს მათზე), და ალლაჰი არ ღებულობს თაყვანისცემას, გარდა იმისა, რაც მან დააკანონა. და როგორ უარყოფს ადამიანი ალლაჰს და იმედოვნებს, რომ ალლაჰი დააჯილდოვებს მას? ალლაჰი არ ღებულობს რწმენას არავისგან გარდა იმისა, ვინც ირწმუნა ყველა შუამავლის და ასევე ირწმუნა მუჰამმად შუამავლის გზავნილი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) .
ალლაჰი არ ღებულობს საქმეს და არ აჯილდოებს საიქიოში გარდა იმათ, ვინც ირწმუნა ალლაჰი, დაემორჩილა მას და დაიჯერა მისი შუამავლების(ალლაჰის მშვიდობა იყოს მათზე). უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «იმას, ვინც წარმავალ სიცოცხლეს ისურვებს, დავუჩქარებთ მას იქ, რასაც ვინებებთ და ვისთვისაც ვინებებთ. მერე კი დავუდგინეთ მას ჯოჯოხეთი და დაიხრუკება იქ გაკიცხული, დამცირებული. (18) ხოლო იმან, ვინც ისურვა საიქიო, იღვაწა მისთვის და მორწმუნე იყო, დაფასებულ იქნება მათი ღვაწლი». (19) [ალ-ისრაა: 18-19]. ასევე უზენაესმა ალლაჰმა ბრძანა: «და ვინც აკეთებდა კეთილ საქმეს და მორწმუნე იყო, მისი საქმე არ იქნება უარყოფილი. და ამას ვიწერთ მისთვის». [ალ-ანბია: 94]. ალლაჰი არ ღებულობს თაყვანისცემას, გარდა იმისა, რაც მან დააკანონა. უზენაესი ბრძანებს: «და იმან, ვინც იმედოვნებს თავის ღმერთთან შეხვედრას, დაე მართალი საქმე აკეთოს და ნურავის დაუდგენს თანაზიარად თავის ღმერთს თაყვანისცემაში». [ალ-ქაჰფ: 110]. ყოვლისშემძლე ალლაჰმა განმარტა, რომ საქმე მხოლოდ მაშინ არის მართლზომიერი, როცა ის შეესაბამება ალლაჰის ბრძანებას და მისი შემსრულებელი მას გულწრფელი განზრახვით, მხოლოდ ალლაჰისთვის ასრულებს, მტკიცედ სწამს ალლაჰი, მისი წინასწარმეტყველები და მოციქულები (მშვიდობა მათ). რაც შეეხება მათ, ვისი საქმეც ამ პირობებს არ აკმაყოფილებს, მათ შესახებ ყოვლისშემძლე ალლაჰმა თქვა: «მივალთ ჩვენ თითოეულ იმ საქმესთან, რაც მათ გააკეთეს, და ვაქცევთ მათ მტვრად, გაფანტულად». [ალ-ფურყაან: 23]. უზენაესმა ალლაჰმა ბრძანა: «სახენი იმ დღეს შემკრთალნი იქნებიან, (2) მოქუფრულნი, გადაღლილნი. (3) შენთებულ იქნებიან გავარვალებულ ცეცხლში.(4)» [ალ-ღააშია: 2-4]. და ეს სახეები ქმედებიბისგანაა შეშინებული და დაღლილი, მაგრამ ისინი ალლაჰის გარდა სხვა ვინმესთვის იღვწოდნენ; ამიტომ ალლაჰმა მათ მისაქციელად ჯოჯოხეთი დაადგინა; რადგან ისინი ისე არ მოქმედებდნენ, როგორც ალლაჰმა დააკანონა, პირიქით, ისინი არასწორად ასრულებდნენ ღვთისმსახურებას და მიჰყვებოდნენ გზააბნეულობის წინამძღვრებს, რომლებიც იგონებდნენ მათვის ცრუ რელიგიებს. კარგი საქმე ალლაჰის წინაშე მიღებული იქნება რაც დაემთხვევა ისე, როგორც მოქმედებდა შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), და როგორ უარყოფს ადამიანი ალლაჰს და იმედოვნებს, რომ ალლაჰი მას დააჯილდოვებს?
ალლაჰი არ ღებულობს რწმენას არავისგან გარდა იმისა, ვინც ირწმუნა ყველა შუამავლის და ასევე ირწმუნა მუჰამმად შუამავლის გზავნილი(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას). ამასთან დაკავშირებით ნახსენები იყო ზოგიერთი არგუმენტი (20) ნომერ პარაგრაფში. უზენაესი ალლაჰი ამბობს: «ირწმუნა შუამავალმა, რაც თავისი ღმერთისგან ზემოევლინა და მორწმუნეებმაც. ირწმუნა ყველამ ალლაჰი, მისი ანგელოზები, მისი წიგნები, მისი შუამავლები. არ განვასხვავებთ მის შუამავალთაგან არც ერთს! და თქვეს მათ: ვისმენთ და ვემორჩილებით! ღმერთო ჩვენო, (გევედრებით) შენს მიტევებას და შენთან დავბრუნდებით». [ალ-ბაყარა: 285]. ასევე უზენაესმა ბრძანა: «ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ირწმუნეთ ალლაჰი და მისი შუამავალი, და წიგნი, რომელიც გარდმოუვლინა თავის შუამავალს და წიგნი, რომელიც მან გარდმოავლინა მის უწინ. და ვინც უარყოფს ალლაჰს, მის ანგელოზებს, მის წიგნებს, მის შუამავლებს, და განკითხვის დღეს, გზა აბნევია შორი გზააბნევით». [ან-ნისა: 136]. უზენაესმა ალლაჰმა ბრძანა: «და აღთქმა აიღო ალლაჰმა შუამავალთაგან: „აჰა, გიბოძებთ თქვენ წიგნსა და სიბრძნეს.“ მერე მოვა თქვენთან შუამავალი, იმის დასტურად, რაც არის თქვენთან. ირწმუნეთ მისი და შეეწიეთ მას! უთხრა (ალლაჰმა): „თანახმა ხართ და ღებულობთ ამაზე ჩემს პირობას?“ მიუგეს: თანახმა ვართ! უთხრა: „დაამოწმეთ და მეც თქვენთან ერთად დავამოწმებო!» [ალი იმრან: 81].
41. ყველა ღვთიური გზავნილის მიზანი არის: ადამიანის ამაღლება ჭეშმარიტი რელიგიით, რომ ის იყოს ერთადერთი ალლაჰის გულწრფელი მონა. ალლაჰი ათავისუფლებს მას, რომ თაყვანისცეს მის მსგავს ადამიანს, მატერიალურს ან ცრურწმენებს. ისლამი, როგორც ვხედავთ, არ მიიჩნევს წმინდანად რომელიმე ადამიანს, არ ამაღლებს მას იმის ზემოთ, რასაც წარმოადგენს და არ თვლის მათ ღმერთებად და ღვთაებებად.
ყველა ღვთიური გზავნილის მიზანი არის: ადამიანის ამაღლება ჭეშმარიტი რელიგიით, რომ ის იყოს ერთადერთი ალლაჰის გულწრფელი მონა. ისლამი ათავისუფლებს მას, რომ თაყვანისცეს მის მსგავს ადამიანს, მატერიალურს ან ცრურწმენებს. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «დაღუპულია დინარის, დირჰემის და ფუფუნების მონა, თუ მიეცემა კმაყოფილია, თუ არ მიეცემა არ არის კმაყოფილი» საჰიჰ ალ-ბუხარი 6435. ნორმალური ადამიანი არავისი მსახური არ იქნება ალლაჰის გარდა; მას ვერ დაიმონებს ვერც ფული, ვერც ავტორიტეტი, ვერც თანამდებობა, და ვერც რომელიმე გვარის წარმომადგენლობა. მოცემულ ამბავში ცნობილი გახდება მკითხველისთვის თუ როგორები იყვნენ ადამიანები, სანამ ისლამი მოვიდოდა და როგორები გახდნენ მის შემდეგ?
როდესაც პირველი მუსლიმები გადასახლდნენ ეთიოპიაში, მაშინდელმა ეიოპიის მეფემ ალ-ნაჯაშმა ჰკითხა მათ: «რა არის ეს რელიგია, რომლის გამოც თქვენს ხალხს დაშორდით და არც ჩემს რელიგიას ეთანხმებით და არც რომელიმე ამ ხალხის რელიგიას?» ჯა'ფარ იბნ აბუ ტალიბმა მას უთხრა: «ო, მეფეო, ჩვენ ვიყავით საზოგადოება, რომელიც უმეცრების პერიოდში ეთაყვანებოდა კერპებს, მივირთმევდით მკვდარი ცხოველის ხორცს, ვაკეთებდით ყოველგვარ გარყვნილებას, ვწყვეტდით ნათესაურ კავშირებს, მეზობლებს ვჩაგრავდით, ძლიერი სუსტს ართმევდა ქონებას, ამ ყველაფერს ვაგრძელებდით მანამ, სანამ ალლაჰმა ჩვენთან, ჩვენი ხალხიდან არ წარმოგზავნა შუამავალი, ჩვენ ვიცით მისი წარმომავლობა, მისი სანდოობა, ერთგულება და პატიოსნება. მან მოგვიწოდა ალლაჰისკენ, რომ ვიყოთ ერთღმერთიანები და ვეთაყვანოთ მხოლოდ მას, თავი დავანებოთ იმ ყველაფერს, რასაც ვეთაყვანებოდით ჩვენ და ჩვენი მამები ალლაჰის გარდა, ქანდაკებებს და კერპებს, მოგვიწოდა: მართალი სიტყვის თქმა, მინდობილის გაფრთხილება, ნათესაური კავშირის შენარჩუნება, მეზობლებთან კარგი დამოკიდებულება, სისხლისღვრისგან და სხვა აკრძალულებისგან შორს ყოფნა, აგვიკრძალა გარყვნილება, უსამართლო სიტყვის თქვა, ობლის ქონების მითვისება, პატიოსან ქალებზე ცილისწამება. გვიბრძანა, რომ თაყვანი გვეცა ერთადერთ ალლაჰზე და მისთვის არაფერი დაგვედგინა მოზიარედ, გვიბრძანა ლოცვა, ზაქათის გაცემა და მარხვა. და შემდეგ ჩამოუთვალა ისლამის პირობები. ჩვენ ვირწმუნეთ და გავყევით იმას, რითაც ის მოვიდა, ვეთაყვანებით ერთადერთ ალლაჰს და არ ვუდგენთ მას არავითარ მოზიარეს, აკრძალულად მიგვაჩნია, რაც აგვიკრძალა და ნებადართულად მიგვაჩნია, რისი ნებაც დაგვრთო ჩვენ...» გადმოსცა ჰმად (1740) მცირე სხვაობით, და აბუ ნუ'აიმ (ჰილიათ ალ-ავლიაში) (1/115) შემოკლებით. ისლამი, როგორც ვხედავთ, არ მიიჩნევს წმინდანად რომელიმე ადამიანს, არ ამაღლებს მას იმის ზემოთ, რასაც წარმოადგენს და არ თვლის მათ ღმერთებად და ღვთაებებად. უზენაესი ალლაჰი ამბობს: «უთხარი: ჰეი, წიგნის ხალხო! მოდით სამართლიან სიტყვაზე, ჩვენსა და თქვენს შორის, რომ არ ვცეთ თაყვანი არავის, ალლაჰის გარდა, და არ დავუდგინოთ მას თანაზიარი, და არ გავაღმერთოთ ერთმანეთი ალლაჰის მაგივრად. და თუ სახეს იბრუნებენ, უთხარი მათ: „დაამოწმეთ, რომ ჩვენ მუსლიმები ვართ». [ალი იმრან: 64]. უზენაესი ალლაჰი ამბობს: «და არც ის, რომ ებრძანოს თქვენთვის: ანგელოზი და შუამავალნი გაიხადოთ ღმერთებად. განა გიბრძანებთ ურწმუნოებას იმის მერე, რაც თქვენ მუსლიმნი გახდით?!» [ალი იმრაან: 80]. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «არ განმადიდოთ ისე, როგორც ქრისტიანებმა განადიდეს მარიამის ძე, მე მხოლოდ ალლაჰის მონა ვარ და ამიტომ თქვით: ალლაჰის მონა და მისი შუამავალი». საჰიჰ ალ-ბუხარი 3445.
42. ალლაჰმა დააკანონა ისლამში მონანიება. ეს არის მოინანიება მისი ღმერთის წინაშე და ცოდვების მიტოვება, ისლამი შლის ყველა ცოდვას, რაც ადამიანს ჰქონდა ისლამამდე, ასევე მონანიება შლის ყველა ცოდვას, რაც მის წინ იყო. და არ არის საჭიროება, რომ ადამიანმა ვინმეს წინაშე აღიაროს ან მოუყვეს თავისი ცოდვების შესახებ.
ალლაჰმა დააკანონა ისლამში მონანიება. ეს არის მოინანიება მისი ღმერთის წინაშე და ცოდვების მიტოვება. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «მორწმუნენო! მოიანიეთ ალლაჰის წინაშე, რათა ეგების ნეტარ იქმნეთ» [ან-ნურ: 31]. უზენაესმა ალლაჰმა ბრძანა: «განა არ იციან, რომ ალლაჰი შეიწყნარებს მონანიებას თავისი მონებისგან და იღებს მოწყალებას?! ჭეშმარიტად ალლაჰი შემწყნარებელი, მწყალობელია!» [ათ-თავბა: 104]. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «იგია, ვინც მიიღებს მონანიებას თავის მსახურთაგან, აპატიებს სიავეებს და იცის, რასაც აკეთებთ». [აშ-შურაა: 25] თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «ჭეშმარიტად, ალლაჰი თავის მორწმუნე მონის მონანიებას იმაზე მეტად იხარებს, ვიდრე ის ადამიანი, რომელმაც უწყლო უდაბნოში დაიძინა და გაღვიძებისას აღმოაჩინა, რომ მისი აქლემი, რომელზეც იყო მისი საკვები და სასმელი, გაუჩინარდა. ის გაემართა მის საძებრად, მაგრამ წყურვილმა ძალა გამოაცალა და თქვა: ‘დავბრუნდები იმ ადგილას, სადაც ვიყავი, და იქ დავიძინებ, სანამ არ მოვკვდები. შემდეგ თავი მკლავზე დაიდო, სიკვდილის მოლოდინში ჩაეძინა, მაგრამ გაღვიძებისას დაინახა, რომ მისი აქლემი საკვებითა და წყლით მასთან ახლოს იდგა. ჭეშმარიტად, ალლაჰი თავის მონის მონანიებას იმაზე მეტად უხარია, ვიდრე ამ კაცს გაუხარდა, როცა თავისი აქლემი და მარაგი კვლავ დაინახა». საჰიჰ მუსლიმ 2744.
ისლამი შლის ყველა ცოდვას, რაც ადამიანს ჰქონდა ისლამამდე, ასევე მონანიება შლის ყველა ცოდვას, რაც მის წინ იყო. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «უთხარი მათ, ვინც არიან ურწმუნონი, თუ შეეშვებიან(ურწმუნოებას) მიეტევებათ ის, რამაც ჩაიარა, ხოლო თუ მიუბრუნდებიან . წინაპართა ჩვეულებები გარდავიდა». [ალ-ანფალ: 38]. ალლაჰმა ქრისტიანებს მოუწოდა მონანიებისკენ. უზენაესი და დიდებული ბრძანებს: «ნუთუ არ მოინანიებენ ალლაჰის წინაშე და შენდობას არ შესთხოვენ მას, მაშინ როცა ალლაჰი მიმტევებელი, მწყალობელია?» [ალ-მაიდა: 74]. ალლაჰმა ყველა ცოდვილი და დანმაშავე მონანიებისკენ წაახალისა და თქვა უზენაესმა: «თქვი: ჰეი, ჩემო მსახურნო, რომელთაც ზღვარს გახვედით საკუთარი თავის საზიანოდ! ნუ მოიწყვიტავთ იმედს ალლაჰის წყალობისგან. ჭეშმარიტად, ალლაჰი მიუტევებს ცოდვებს სრულიად, რამეთუ იგია შემნდობი, მწყალობელი». [აზ-ზუმარ: 53]. ამრ იბნ ა'ასი შიშობდა, რომ თუ ის მიიღებდა ისლამს არ ეპატიებოდა ის ცოდვები, რომელიც ისლამამდე ჩაიდინა, ამრი გადმოგვცემს და ამბობს: «როდესაც უზენაესმა ალლაჰმა ჩემს გულში ისლამი ჩანერგა, მივედი შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რათა მასთან ისლამური ფიცი დამედო, მან მე ხელი გამომიწოდა და მე ვუთხარი: ო, ალლაჰის შუამავალო, მე არ დავდებ შენთან ფიცს, სანამ არ მაპატიებ ჩარსულში ჩადენილ ჩემ ცოდვებს. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰი ლოცვა და მშვიდობა მას) მითხრა: ო, ამრ, არ იცი, რომ ჰიჯრა შლის ცოდვებს, რაც იყო მანამდე, ო, ამრ, არ იცი, რომ ისლამი შლის ცოდვებს, რაც იყო მანამდე». გადმოსცა მუსლიმ (121) ამის მსგავსი უფრო ვრცლად, აჰმად (17827) (მოცემულია მისი ვერსია).
43. ისლამში ადამიანი უშუალოდ დაკავშირებულია თავის უფალთან: შენ არ გჭირდება არანაირი შუამავალი შენსა და ალლაჰს შორის. ისლამი გვიკრძალავს ადამიანების გაღმერთებას ან ვინმეს ალლაჰის თანაზირად აღიარებას მის უფლობასა (რუბუბია) და ღვთაებრიობაში (ულუჰია).
ისლამში არ არის საჭირო რომელიმე ადამიანის წინაშე ცოდვების აღიარება, არამედ ისლამში ადამიანსა და ღმერთს შორის არის პირდაპირი კავშირი, არ არის საჭირო მათ შორის შუამდგომლების დაყენებისა, როგორც იყო მოცემული (36) პარაგრაფში, უზენაესი ალლაჰი მოუწოდებს ყველა ადამიანს მონანიებისკენ და ღმერთისკენ სწრაფვას, ამავდროს მან აუკრძალა ხალხს, რომ მოციქულები და ანგელოზები დაიდგინონ შუაკაცებად მასა და თავის მსახურთა შორის. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «და არც ის, რომ ებრძანოს თქვენთვის: ანგელოზი და შუამავალნი გაიხადოთ ღმერთებად. განა გიბრძანებთ ურწმუნოებას იმის მერე, რაც თქვენ მუსლიმნი გახდით?!» [ალი იმრან: 80]. ისლამი, როგორც ხედავთ, გვიკრძალავს, რომ გავაღმერთოთ რომელიმე ადამიანი ან დავუდგინოთ ღმერთს თანაზიარად ღვთაებრიოაში და ღვთისმსახურებაში და თაყვანივცეთ მას, უზენაესი ალლაჰი ქრისტიანების შესახებ ამბობს: «მათ დაიდგინეს ღმერთებად მათი მწიგნობრები და ბერები, ალლაჰის მაგივრად, ასევე მესია, მარიამის შვილი. მათ ნაბრძანები ჰქონდათ, რომ მხოლოდ ალლაჰისათვის თაყვანი ეცათ. არ არსებობს ღვთაება, მის გარდა. დიდება მას! შორსაა იმისაგან, რასაც თანაზიარად უდგენენ». [ალ-თავბა: 31]. ალლაჰმა გაკიცხა ურწმუნოეები იმის გამო, რომ ისინი შუამდგომელს იყენებენ მათსა და ღმერთს შორის. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «ჭეშმარიტად, ხალასი რწმენა ალლაჰისაა! ისინი კი, რომელთაც აიყვანეს მის გარდა მფარველები(ამბობენ): არ ვეთაყვანებით მათ, თუ არა მხოლოდ იმიტომ, რომ დაგვაახლოონ ალლაჰთან სიახლოვითო. ჭეშმარიტად, ალლაჰი განსჯის მათ შორის იმას, რაშიც ვერ თანხმდებოდნენ. ალლაჰი არ დაადგენს სწორ გზაზე იმას, ვინც მატყუარა და ურწმუნოა» [აზ-ზუმარ: 3]. ალლაჰმა განმარტა, რომ კერპთაყვანისმცემლები, უმეცრების პერიოდის ხალხი, ირჩევდნენ შუამდგომლებს მათსა და ალლაჰს შორის და ამბობდნენ: ისინი მათ აახლოვებდნენ ალლაჰთან.
და როცა ალლაჰმა ადამიანებს აუკრძალა, რომ მოციქულები და ანგელოზებიც კი არ დაედგინათ შუამდგომლებად მათსა და ალლაჰს შორის, სხვების მხრიდან მორიდება უფრო უპირატესია. მოციქულები და შუამავლები (მშვიდობა მათ) ცდილობდნენ ალლაჰთან დაახლოვებას. უზენაესი ალლაჰი მოციქულთა და შუამავალთა (მშვიდობა მათ) მდგომარეობის შესახებ გავამცნობს: «ჭეშმარიტად, ისინი ესწრაფოდნენ კეთილი საქმის კეთებას. გვიხმობდნენ ჩვენ სასოებითა და შიშით და იყვნენ ჩემდამი მოკრძალებულნი». [ალ-ანბია: 90]. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «ისინი, რომლებიც უხმობენ ეძიებენ გზას თავიანთ ღმერთთან, რომელი უფრო ახლოს იქნება; იმედოვნებენ მის მოწყალებას და ეშინიათ მისი სასჯელისა. შენი ღმერთის სასჯელი გასაფრთხილებელია». [ალ-ისრა: 57]. ანუ: ისინი რომელსაც ევედრებიან ალლაჰის გარდა - მოციქულებს და მართლმორწმუნე ხალხს, ისინი თვითონ ცდილობდენ ღმერთთან დაახლოებას, იმედოვნებდნენ მის წყალობას და ეშინოდათ მისი სასჯელის; და როგორ შეიძლება მათზე ვედრება ალლაჰის სანაცვლოდ?
44. ამ წერილის დასასრულს გავიხსენოთ, რომ სხვადასხვა ეპოქაში, სხვადასხვა ადგილს მცხოვრები ხალხი განხვავდება ერთმანეთისგან თავიანთი აზროვნებით, მისწრაფებებით ისე, როგორც თავიანთი გარემოებებითა და ქმედებებით. და ისინი საჭიროებენ წინამძღოლს, რომელიც დააყენებს მათ ჭეშმარიტ გზაზე, გააერთიანებს და დაიცავს მათ. ალლაჰის შუამავლები(ალლაჰის მშვიდობა მათ) ასრულებდნენ ამ მისიას ალლაჰის ბრძანებით. ისინი მიუძღოდნენ ხალხს ჭეშმარიტ გზაზე და აერთიანებდნენ მათ ალლაჰის შარიათის გარშემო და მმართველობდნენ მათ შორის სამართლიანად. ადამიანთა მდგომარეობა პირდაპირ კავშირში იყო, თუ რამდენად დაიჯერეს მათ ალლაჰის შუამავლების და დაუახლოვდნენ ალლაჰს. ალლაჰმა დაასრულა ყველა ღვთიური გზავნილები შუამავალი მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გამოგზავნით და დააკანონა ის, როგორც სამუდამო გზავნილი. ალლაჰმა გამოგზავნა შუამავალი მუჰამმადი( ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ადამიანებისთვის, როგორც სწორ გზად, სინათლედ და მოწყალებად ალლაჰთან მიმავალ გზაზე.
ამ წერილის დასასრულს გავიხსენოთ, რომ სხვადასხვა ეპოქაში, სხვადასხვა ადგილს მცხოვრები ხალხი განხვავდება ერთმანეთისგან თავიანთი აზროვნებით, მისწრაფებებით ისე, როგორც თავიანთი გარემოებებითა და ქმედებებით. და ისინი საჭიროებენ წინამძღოლს, რომელიც დააყენებს მათ ჭეშმარიტ გზაზე, გააერთიანებს და დაიცავს მათ. ალლაჰის შუამავლები(ალლაჰის მშვიდობა მათ) ასრულებდნენ ამ მისიას ალლაჰის ბრძანებით. ისინი მიუძღოდნენ ხალხს ჭეშმარიტ გზაზე და აერთიანებდნენ მათ ალლაჰის შარიათის გარშემო და მმართველობდნენ მათ შორის სამართლიანად. ადამიანთა მდგომარეობა პირდაპირ კავშირში იყო, თუ რამდენად, დაიჯერეს მათ ალლაჰის შუამავლების და დაუახლოვდნენ ალლაჰს. როდესაც გამრავლდა გზააბნეულობა, გავრცელდა უცოდინრობა და დაიწყეს კერპებზე თაყვანისცემა; ალლაჰმა გამოგზავნა შუამავალი მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ადამიანებისთვის, სწორი გზით და ჭეშმარიტი რელიგიით, რათა ადამიანები გამოეყვანა ურწმუნოების, უცოდინრობის და კერპთაყვანისმცემლობის სიბნელიდან, რწმენისა და სწორი გზის სინათლეზე.
45. ო, ადამიანო, ამიტომაც მოგიწოდებ შენ, რომ მიენდო ალლაჰს გულწრფელად და არ მიჰყვე ტრადიციებს, რომლებიც სიცრუეზეა დაფუძნებული. იცოდე, რომ შენი სიკვდილის შემდეგ დაუბრუნდები ალლაჰს. შეხედე შენს თავს, გაიხედე შენს გარშემო და თუ დაამოწმებ, რომ არ არსებობს ღირსეული თაყვანისცემისა, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი მისი შუამავალია. და უარი თქვი ყველაფერზე, რაც დაგაშორებს ალლაჰს და დაიჯერე, რომ ალლაჰი აღადგენს, ვინც საფლავებშია. და რომ ანგარიშწორება არის ჭეშმარიტება და თუ დაამოწმებ ამას შენ გახდები - მუსლიმი. და ამის შემდეგ შენზეა ვალდებულება, რომ ეთაყვანო ალლაჰს იმით, რაც მან დააკანონა ლოცვით, ზაქათით(მოწყალება), მარხვით და პილიგრიმობით (ალლაჰის სახლის მონახულება მექქაში, თუ გაქვს ამისი შესაძლებლობა).
ამიტომ მოგიწოდებ შენ ადამიანო, რომ მიენდო ალლაჰს გულწრფელად და შორს დადგე ტრადიციული მიბაძვისგან, როგორც მოგიწოდა შენ უზენაესმა ალლაჰმა თავის სიტყვებში: «უთხარი: მე მხოლოდ ერთ რჩევას მოგცემთ: რომ დადგეთ ალლაჰის წინაშე ორ ორად ან მარტო, მერე კი დაფიქრდით, რომ თქვენი მეგობარი გიჟი არ არის. არამედ იგია შემგონებელი თქვენი დიადი სასჯელის წინ». [საბა: 46]. იცოდე, რომ შენ სიკვდილის შემდეგ შენს ღმერთთან იქნები დაბრუნებული. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: « და რომ არაფერი მიეგება ადამიანს იმის გარდა, რასაც ირჯებოდა. (39) და რომ მისი გარჯა დანახულ იქნება (40) შემდეგ მიეცემა მას საზღაური სრულიად (41) და რომ შენს ღმერთთანაა აღსასრული. (42)» [ან-ნაჯმ: 39-42]. შეხედე შენს თავს და სამყაროს შენს გარშემო. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «განა ვერ უყურებენ ცათა და ქვეყნის სამეფოებს და იმ ყველაფერს, რაც შექმნა ალლაჰმა და რომ შეიძლება მოახლობეულია მათი ვადა, და რომელ ნათქვამს ირწმუნებენ ამის შემდგომ?» [ალ-ა'რააფ: 185].
მაშ, მიიღე ისლამი და ბედნიერი იქნები ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც, თუ შენ გინდა ისლამი მიიღო, შენ უნდა დაამოწმო, რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰის და რომ მუჰამმადი - ალლაჰის შუამავალია. როდესაც ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მუ'აზი გაგზავნა იემენში ისლამის საქადაგებლად მას უთხრა: «შენ მიდიხარ ხალხთან, რომლებიც წიგნის ხალხია. როცა მათთან მიხვალ, მოუწოდე მათ, რომ დაამოწმონ: არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი ალლაჰის მოციქულია. თუ ისინი დაგემორჩილდებიან ამაში, აცნობე მათ, რომ ალლაჰმა სავალდებულო გახადა მათთვის დღეში ხუთჯერ ლოცვა. თუ ისინი დაგემორჩილებიან ამაში აცნობე მათ, რომ ალლაჰმა დააკისრა მათ ზაქათი, რომელიც მდიდრებიდან უნდა იყოს აღებული და ღარიბებისთვის გადაცემული. თუ ისინი დაგემორჩილდებიან ამაში, ფრთხილად იყავი, რომ არ წაართვა მათ საუკეთესო ქონება». საჰიჰ მუსლიმ 19. და შორს უნდა იყო ყველაფრისგან, რასაც ალლაჰის გარდა თაყვანს სცემენ, ალლაჰის გარდა სხვა სათაყვანებლებისგან შორს ყოფნა არის ''ჰანიიფია'' (ერთღმერთიანობა) იბრაჰიმის რჯული (მშვიდობა მას). უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «კარგი მაგალითი იყო თქვენთვის იბრაჰიმი და ისინი, რომელნიც მასთან ერთად იყვნენ. აკი, უთხრეს თავიანთ ხალხს: ჭეშმარიტად, ჩვენ შორს ვართ თქვენგან და იმისგან, რასაც ეთაყვანებით ალლაჰის მაგივრად. ჩვენ უარგყავით თქვენ და გამოაშკარავდა ჩვენს შორის სიძულვილი და მტრობა სამუდამოდ, ვიდრე არ ირწმუნებთ ერთადერთ ალლაჰს». [ალ-მუმთაჰინა: 4]. და ირწმუნო, რომ ალლაჰი გააცოცხლებს მათ, ვინც არის საფლავში; უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «ეს იმიტომ რომ უეჭველად ალლაჰი, იგია ჭეშმარიტება, და ის გააცოცხლებს მკვდრებს, უეჭველად, ალლაჰი ყოვლისშემძლეა (6) და რომ ბოლო ჟამი მოვა, არ არის ეჭვი მაშში, და ალლაჰი აღადგენს მათ, ვინც არის საფლავებში» (7) [ალ-ჰაჯჯ: 6-7]. რომ ანგარიშსწორება და სასჯელი ჭეშმარიტებაა; უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «ალლაჰმა გააჩინა ცანი და მიწა ჭეშმარიტებით, რათა მიეზღვას ყველა სულს, ის რაც მან მოიხვეჭა, და არ შეეხებათ მათ უსამართლობა» [ალ-ჯაასია: 22].
და თუ დაამოწმებ ამას შენ გახდები - მუსლიმი. და ამის შემდეგ შენზეა ვალდებულება, რომ ეთაყვანო ალლაჰს იმით, რაც მან დააკანონა ლოცვით, ზაქათით(მოწყალება), მარხვით და პილიგრიმობით (ალლაჰის სახლის მონახულება მექქაში, თუ გაქვს ამისი შესაძლებლობა), და სხვა.
ტექსტის თარიღი 1441-11-19 ჰიჯრით.
დოქტორ მუჰამმად იბნ აბდულლაჰ ასსუჰაიმ
ისლამის რწმენის ყოფილი პროფესორი ისლამური სწავლებების განყოფილებაში
პედაგოგიური ფაკულტეტი, მეფე საუდის უნივერსიტეტი
არ-რიადი, საუდის არაბეთის სამეფო.
Related books
All books
ისლამის მოკლე აღწერა ისე, როგორც მოვიდა ის ყურანსა და სუნნაში59 languagesისლამის მოკლე აღწერა ისე, როგორც მოვიდა ის ყურანსა და სუნნაში
სახელითა ალლაჰისა მოწყალისა, შემწყალებლისა ისლამი ამ სტატიაში არ არის მტკიცებულებები 1. არსებობს ამ სტატიის სხვა ვერსია, რომელშიც მოცემულია მტკიცებულებები ყურანიდან და სუნნადან ნებისმიერ საკითხზე. გასაცნობად ეწვიეთ ბმულს https://islamhouse.com/ar/books/2830071 ეს მნიშვნელოვანი გზავნილი შეიცავს ისლამის მოკლე განმარტებას, რომელიც გვიჩვენებს მის ყველაზე მნიშვნელოვან საფუძვლებს, სწავლებებსა და ღირებულებებს, რომლებიც გამომდინარეობს მისი ორიგინალური წყაროებიდან, ეს არის წმინდა ყურანი და შუამავლის სუნნა. ეს გზავნილი განკუთვნილია ყველა სრულწლოვანი მუსლიმისთვის თუ არამუსლიმისთვის მათ შესაბამის ენაზე,…
დიდი ცოდვების ლექსიკონი11 languagesდიდი ცოდვების ლექსიკონი
წიგნი დეტალურად განმარტავს ისლამში ყველაზე მნიშვნელოვან დიდ ცოდვებს, დაწყებული მრავალღმერთიანობით და მოიცავს ალლაჰზე და მის მოციქულზე სიცრუეს, ბიდათს(სიახლეს), რიას (თვალთმაქცობას), ასევე ლოცვის მიტოვებას, მრუშობასა და ქურდობას. გარდა ამისა, წიგნი განმარტავს ამ დიდი ცოდვების ზიანს ამქვეყნად და საიქიოში, ყურანიდან და სუნნადან მოტანილი მტკიცებულებების საფუძველზე, და ეხება ამ ცოდვებისგან თავდაცვისა და განკურნების გზებს მონანიების, ღვთისმოშიშებისა და კეთილი საქმეების გზით.
ისლამი ალლაჰის შუამავლების რელიგიაა85 languagesისლამი ალლაჰის შუამავლების რელიგიაა
ისლამი არის სამყაროს შემოქმედი და მმართველი ალლაჰისთვის მორჩილება, სიყვარული და პატივისცემა. ისლამის საფუძველია რწმენა ალლაჰისადმი, რომ ის არის შემოქმედი და ყოველი სხვა არის ქმნილება. მხოლოდ ალლაჰი იმსახურებს თაყვანისცემას, მის გარდა არ არსებობს არავინ, ვინც მართლაც იმსახურებდეს თაყვანისცემას. მას აქვს ყველაზე მშვენიერი სახელები და უმაღლესი თვისებები, მას აქვს სრულყოფილი სრულყოფილება ყოველგვარი ნაკლის გარეშე. იგი არ შობს და არც თავად არის შობილი, და მას არ ჰყავს არავინ თანასწორი ან მსგავსი. იგი არ იღებს ფიზიკურ ფორმას და არ ჩნდება თავის შექმნილ არსებებში. ისლამი რელიგიაა ალლაჰისა, რომელიც არ…
ჰაჯობასთან, უმრასთან და მონახულებასთან დაკავშირებული მრავალი საკითხის გამოკვლევა და განმარტება, ყურანისა და სუნნას შუქზე46 languagesჰაჯობასთან, უმრასთან და მონახულებასთან დაკავშირებული მრავალი საკითხის გამოკვლევა და განმარტება, ყურანისა და სუნნას შუქზე
წიგნი ყურანისა და სუნნას შუქზე განმარტავს ჰაჯობის, უმრასა და მონახულების დადგენილებებს, ჰაჯობისა და უმრას ვალდებულებებს, იჰრამის დროს აკრძალულ საქმეებსა და შუამავლის მეჩეთის მონახულების წესებს, და აფრთხილებს ამ ღვთისმსახურებებში რელიგიაში ახლადშემოტანილი საქმეებისგან.