نبذة في العقيدة الإسلامية (شرح أصول الإيمان)
*
These files are generated automatically from the book's text; their layout may differ from the printed edition.
ისლამური მრწამსის მოკლე მიმოხილვა
ავტორი: პატივცემული შეიხი
მუჰამმად იბნ საალიჰ ალ-უსაიმინ
ალლაჰმა აპატიოს მას, მის მშობლებს და მუსლიმებს!
სახელითა ალლაჰისა მოწყალისა, შემწყალებლისა
შესავალი
ქება - დიდება ალლაჰს, ჩვენ მას ვადიდებთ, მას ვთხოვთ შეწევნას, პატიებას და ვინანიებთ მის წინაშე. ალლაჰს შევეფარებით ჩვენი სულებისა და საქმეების სიავისგან. ვისაც ალლაჰი დაადგენს სწორ გზაზე, მას არ ჰყავს გზის ამბნევი, ხოლო ვისაც ის აუბნევს გზას, მას არ ჰყავს სწორ გზაზე დამდგენი. ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა, ერთადერთისა, რომელსაც არ ჰყავს თანაზიარი. და ვამოწმებ, რომ მუჰამმადი მისი მსახური და შუამავალია. ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას, მის ოჯახს, მეგობრებს და მათზე სიკეთით მიმყოლთ.
და შემდეგ: უეჭველად ერთღმერთიანობის მეცნიერება - ყველაზე პატივცემული მეცნიერებაა, ის არის ყველაზე მეტად ღირსეული იმისა, რომ ისწავლებოდეს. რადგანაც, ის არის ცოდნა უზენაესი ალლაჰის შესახებ, მისი სახელ-თვისებების, და მისი უფლებების შესახებ რომლებიც მის მსახურებს ევალებათ. ასევე, ის არის დიდებული ალლაჰისკენ მიმავალი გზის გასაღები და მისი კანონების საფუძველი.
ამიტომაც ყველა შუამავალი მოუწოდებდა ერთღმერთიანობისკენ. უზენაესი ალლაჰი ამბობს: "და არ წარგვიგზავნია შენზე უწინ ერთი შუამავალიც კი, რომ არ ზეშთაგვეგონებინა მისთვის: არ არსებობს ღვთაება ჩემს გარდა, და მე მეთაყვანეთ". [ალ-ანბია: 25]
უზენაესმა დაამოწმა თავისი ერთადერთობა, ასევე დაამოწმეს მისმა ანგელოზებმა, და დაამოწმეს სწავლულებმა. უზენაესი ალლაჰი ამბობს: "დაამოწმა ალლაჰმა, რომ არ არსებობს ღვთაება, მის გარდა; და ანგელოზებმაც და მცოდნეებმაც სამართლიანად დაამოწმეს; არ არსებობს ღვთაება, მის გარდა, ძლევამოსილისა, ბრძენისა". [ ალი იმრან: 18 ]
ერთღმერთიანობის მნიშვნელობის გათვალისწინებით, თითოეული მუსლიმი ვალდებულია განსაკუთრებული ყურადღება მიანიჭოს მას, შიესწავლოს, ასწავლოს სხვებს, გაიაზროს და ჰქონდეს შესაბამისი რწმენა. რათა ააგოს თავისი რწმენა მტკიცე საყრდენზე, სიმშვიდესა და მორჩილებაში, და რომ შემდგომში გაიხაროს მისი ნაყოფებითა და შედეგებით.
და ალლაჰი - წარმატების მომცემია.
ავტორი
ისლამური სარწმუნოება
ისლამი — ეს არის რელიგია, რომლითაც ალლაჰმა გაგზავნა მოციქული მუჰამედი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რითაც დაამთავრა ყველა რელიგია და სრულყო ის(ისლამი) თავისი მონებისათვის და,სრულად ყო თავისი წყალობა მათზე, (ალლაჰი)კმაყოფილია მათთვის (მხოლოდ)ისლამით როგორც რელიგია. ალლაჰი არ მიიღებს ისლამის გარდა სხვა რელიგიას. ყოვლისშემძლე ალლაჰმა თქვა: "არ არის მუჰამმედი არავისი მამა, თქვენი კაცებიდან, არამედ იგია ალლაჰის შუამავალი და შუამავალთა ბეჭედია, ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა". [ ალ-აჰზაბ: 40 ]
თქვა უზენაესმა ალლაჰმა: "დღეს მე სრულვჰყავი თქვენი რჯული, სრულად გიბოძეთ ჩემი წყალობა და თქვენთვის ისლამის რჯულით ვარ კმაყოფილი". [ ალ-მაიდა: 3 ]
უზენაესი ალლაჰი ამბობს: "ჭეშმარიტად, სარწმუნოება ალლაჰის წინაშე ისლამია". [ ალი იმრან: 19]
უზენაესი ალლაჰი ამბობს: "და ვინც ეძიებს ისლამის გარდა სხვა სარწმუნოებას, მისგან არ მიიღება იგი, და საიქიოში იქნება წაგებულთა შორის". [ ალი იმრან: 85 ]
ალლაჰმა დაავალდებულა მთელი კაცობრიობა, რომ მხოლოდ ამ რელიგიას მიყვეს. ის მიმართავს თავის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "უთხარი: ჰეი, ადამიანებო! ჭეშმარიტად, მე ალლაჰის შუამავალი ვარ, ყველა თქვენგანისთვის, რომელსაც ეკუთვნის მეუფება ცათა და ქვეყნისა. არ არსებობს ღვთაება, მის გარდა! იგი აცოცხლებს და აკვდინებს. მაშ, ირწმუნეთ ალლაჰისა და მისი შუამავლის, წერა-კითხვის უცოდინარი შუამავალი, რომელსაც სწამს ალლაჰი და მისი სიტყვები. და მიჰყევით მას, რათა ეგების ჭეშმარიტ გზაზე დადგეთ". [ ალ-ა'რაფ: 158 ]
მუსლიმის "საჰიჰ" კრებულში გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "ვფივავ იმას, ვის ხელშიც არის ჩემი სული, ნებისმიერი იუდეველი ან ქრისტიანი, რომელიც გაიგონებს ჩემზე, მაგრამ შემდეგ გარდაიცვლება ისე, რომ არ იწამებს იმას, რისთვისაც მოვლინებული ვარ, ნამდვილად იქნება ცეცხლის მობინადრე".
შუამავლის რწმენა ნიშნავს: დაჯერებას, მიღებას და მორჩილებას იმაზე, რითაც ის მოვიდა. მხოლოდ დაჯერება არ არის საკმარისი. ამიტომაც აბუ ტალიბი არ იყო მორწმუნე შუამავლისა, მიუხედავად იმისა, რომ ის თვლიდა ჭეშმარიტებად იმას, რაც მან მოიტანა, და დაამოწმა, რომ ის იყო საუკეთესო რელიგია.
ისლამური რელიგია მოიცავს და აერთიანებს ყველა იმ სიკეთეს, რომელსაც მოიცავდა ისლამამდე არსებული რელიგიები. ასევე, ისლამი გამოირჩევა იმითაც, რომ ის მორგებულია ყველა დროს, გარემოსა და საზოგადოებას. უზენაესი ალლაჰი მიმართავს თავის შუამავალს და ამბობს: "და გარდმოგივლინეთ შენ წიგნი ჭეშმარიტებით, დასტურად იმ წიგნთა, რაც იყო მანამდე და მის დამცველად". [ ალ-მაიდა: 48 ]
ის, რომ ისლამი შესაფერისია ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილზე და ნებისმიერი ხალხისთვის, ნიშნავს იმას, რომ ისლამის მიმდევრობა არ ეწინააღმდეგება არცერთი ხალხის ინტერესებს არც ერთ ეპოქაში და არც ერთ ადგილას. პირიქით, ეს მიმდევრობა მათ მხოლოდ სარგებლობას მოუტანს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ისლამი უნდა "შეესაბამებოდეს" ყველა ეპოქას, ადგილს ან ხალხს, როგორც ეს ზოგიერთ ხალხს სურს.
ისლამი არის ჭეშმარიტების რელიგია, რომელშიც უზენაესი ალლაჰი თავის მიმდევრებს დაჰპირდა დახმარებას და მის აღმატებულობას სხვა რელიგიებზე. უზენაესი ალლაჰი ამბობს: "იგია, რომელმაც წარმოგზავნა თავისი შუამავალი ჭეშმარიტი გზითა და ჭეშმარიტი სარწმუნოებით, რათა აღემაღლებინა იგი ყველა სარწმუნოებაზე, თუნდაც ეს არ მოსწონდეთ წარმართებს(მუშრიქებს)". [ ას-საფ: 9 ]
უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: "ალლაჰმა აღუთქვა თქვენგან იმათ, რომელთაც ირწმუნეს და აკეთეს სიკეთენი, მემკვიდრეობა ქვეყნისა. იმათ დარად, რომელნიც მათ უწინ იყვნენ. იგი უდაოდ მისცემს მათ საშუალებას დაამკვიდრონ მათი სარწმუნოება, რომელიც მან მათთვის მოიწონა და შეუცვლის მათ შიშს უსაფრთხოებით. ისინი თაყვანს მცემენ და არავის მიდგენენ თანაზიარად. ხოლო ვინც ამის შემდგომ არ ირწმუნებს, სწორედ ისინი არიან ბილწნი". [ ან-ნურ: 55 ]
ისლამური რელიგია - ეს არის მრწამსი და კანონი, რომელიც სრულყოფილია, როგორც მრწამსში ასევე კანონში:
1. ის ბრძანებს ერთღმერთიანობას და კრძალავს მრავალღმერთიანობას(შირქს).
2. მოუწოდებს სიმართლეს და კრძალავს სიცრუეს.
3. მოუწოდებს სამართლიანობას და კრძალავს უსამართლობას. სამართლიანობა ნიშნავს თანასწორად მოპყრობას იმათთვის, ვინც ერთმანეთის ტოლია, და განსხვავებულად მოპყრობას მათთვის, ვინც განსხვავებულია. ეს არ გულისხმობს აბსოლუტურ გათანაბრებას, როგორც ფიქრობენ ზოგირთები, როცა ამბობენ: "ისლამი არის თანასწორობის რელიგია" - ყოველგვარი განმარტების გარეშე. განსხვავებულის გათანაბრება უსამართლობაა, ხოლო ისლამში უსამართლობა მიუღებელია, და ის, ვინც უსამართლობას სჩადის, არ იმსახურებს წახალისებას.
4. ბრძანებს პატიოსნებას და კრძალავს ვერაგობას.
5. ბრძანებს ერთგულებას და კრძალავს ღალატს.
6. ბრძანებს მშობლებზე კეთილ მოქცევას და კრძალავს მათ უპატივცემულებას.
7. ბრძანებს ნათესაური კავშირის შენარჩუნებას და კრძალავს მის გაწყვეტას.
8. ბრძანებს კარგ მეზობლობას და კრძალავს მათთან ცუდ მოპყრობას.
ზოგადად: (ისლამი) მოუწოდებს ყველა კარგი ზნეობისკენ და კრძალავს ყოველივე ცუდს. მუწოდებს ყოველი კარგი საქმისკენ და კრძალავს ყოველივე ცუდს.
უზენაესი ალლაჰი ამბობს: "ჭეშმარიტად, ალლაჰი მოგიწოდებთ სამართლიანობას, სიკეთესა და ქველმოქმედებას ახლობელთა მიმართ, და გიკრძალავთ მრუშობას, გასაკიცხ ქმედებასა და მტრობას, ის შეგაგონებთ, რათა ეგების დაფიქრდეთ". [ან-ნაჰლ: 90]
ისლამის საფუძვლები
ისლამის საფუძვლები: საფუძვლები, რომელზეც აგებულია ისლამი. ისინი ხუთია: ისინი ნახსენებია იბნ უმარის (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) მიერ გადმოცემულ ჰადისში, სადაც შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშიდობა მას) თქვა: "ისლამი დაფუძნებულია ხუთზე: ალლაჰის ერთიანობის აღიარებაზე [ანუ: დამოწმება იმისა, რომ ალლაჰის გარდა ღმერთი არ არსებობს], და რომ მუჰამმედი მისი მსახური და შუამავალია, ლოცვის შესრულება, მოწყალების გაცემა, რამადნის თვეში მარხვა და ჰაჯობა". ერთმა კაცმა ჰკითხა: ჰაჯობა და რამადნის მარხვა? მან უპასუხა: "არა! რამადნის მარხვა და ჰაჯობა, ასე გავიგონე შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და მშიდობა მას)".
1. დამოწმება იმისა, რომ არ არსებობს ღვთაება გარდა, ალლაჰისა და რომ მუჰამმედი მისი მსახური და შუამავალია ნიშნავს: მტკიცე რწმენას, რომელიც გამოიხატება ამ მოწმეობის წარმოთქმით ენის მეშვეობით, ანუ ადამიანს მტკიცედ სჯერა ამის და სიტყვებით ადასტურებს მას. ეს დამოწმება წარმოდგენილია ერთად, თუმცა არსით ეს ორი მოწმეობაა, შემდეგი მიზეზებით:
იმის გამო, რომ შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიჰქონდა ალლაჰის გზავნილი და დამოწმება იმისა, რომ - ის მისი მონა და შუამავალია, სრულყოფს დამოწმებას, რომ არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა.
ან იმის გამო, რომ ეს ორი დამოწმება არის საქმეების სისრულისა და მათი მიღების საფუძველი, რადგანაც საქმეები არ იქნება სრულყოფილი და არ მიიღება დიდებულ ალლაჰთან გულწრფელობის (განზრახვა და თავჰიდის აღიარება) და შუამავალზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიყოლის (სუნნაზე) გარეშე.
ალლაჰის მიმართ გულწრფელობა არის იმ დამოწმების ცხოვრებაში განხორციელება, რომ არ არსებობს სხვა ღმერთი გარდა ალლაჰისა, ხოლო ალლაჰის მოციქულის სუნნაზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიყოლა — დამოწმების ცხოვრებაში განხორციელება, რომ მუჰამმადი მისი მონა და მოციქულია.
ამ დიდებული მოწმეობის ნაყოფებია: გულისა და სულის გათავისუფლება ქმნილებათა ტყვეობიდან, და შუამავალთა გარდა სხვებზე გაყოლისგან.
2. ლოცვის შესრულება: ეს არის ალლაჰის წინაშე შესრულებული ღვთისმსახურება, ამ ქმედების სწორი და სრულყოფილი შესრულებით, თავისი განსაზღვრული დროებითა და ფორმებით.
მის ნაყოფებში შედის: გულში სივრცის განცდა, სიხარული, სიბილწისა და გასაკიცხისგან თავშეკავება.
ზაქათის გაცემა: ეს არის ალლაჰისადმი თაყვანისცემა, ქონების გარკვეული სავალდებულო ნაწილის გადახდის გზით, რომლიდანაც გაიცემა ზაქათი.
ზაქათის ნაყოფებია: სულის განწმენდა ისეთი ბინძური ზნეობისგან როგორიცაა სიძუნწე, ასევე, ისლამისა და მუსლიმების საჭიროებების დაკმაყოფილება.
4. რამადანის მარხვა: ეს არის ალლაჰზე თაყვანისცემა, რომელიც ითვალისწინებს დღის განმავლობაში მარხვის დამრღვევი ფაქტორებისგან თავის შეკავებას.
მარხვის ნაყოფებია: სულის მოთვინიერება მისთვის საყვარელი ქმედებების მიტოვებით, იმისთვის, რომ ალლაჰის კმაყოფილება მოიპოვოს.
5. ჰაჯობა ქააბაში: ეს არის უზენაესი ალლაჰისადმი თაყვანისცემა ქააბას მონახულებით, ჰაჯობის რიტუალების შესრულების გზით.
ჰაჯობის ნაყოფებია: საკუთარი თავის მიჩვევა, რომ დახარჯოს ქონება და გაიხარჯოს ფიზიკურად უზენაესი ალლაჰის მორჩილებაში. აქედან გამომდინარე, ჯაჰობა ითვლება ალლაჰის გზაზე ჯიჰადის ერთ-ერთ სახეობად.
აი ეს ნაყოფები, რომლებიც ვახსენეთ და რომლებიც არ გვიხსენებია, აქცევს ისლამურ საზოგადოებას წმინდა და ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრებად. რომელიც ალლაჰის წინაშე ჭეშმარიტი რელიგიაა, რომელიც ეპყრობა საზოგადოებას სამართლიანად და გულწრფელად. რადგანაც დანარჩენი ისლამური დადგენილებები სისრულეში მოდის ამ საფუძვლების სისრულეში მოსვლით. ისლამური საზოგადოების მდგომარეობა გასწორებული იქნება მანამ, სანამ ისინი ასრულებენ ამ რელიგიის ვალდებულებებს სრულყოფილად, ხოლო რელიგიის შეუსრულებლობა პროპორციულად ამცირებს მის(საზოგადოების) კეთილდღეობას.
ვისაც სურს უკეთესად გაიგოს ამის შინაარსი, მაშინ ალლაჰის შემდეგი სიტყვები წაიკითხოს: "ქალაქების მცხოვრებთ რომ ერწმუნათ და ღმერთის შიში ჰქონოდათ, გავუხსნიდით მათ წყალობის კარებს ცათა და ქვეყნისაგან. მაგრამ ცრუდ შერაცხეს და შევბოჭეთ ისინი იმის გამო, რაც მოიხვეჭეს. განა გულმშვიდად იყვნენ ქალაქის მკვირდნი, რომ არ უწევდათ ჩვენი რისხვა ღამით, იმ დროს, როცა ეძინათ? ან უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს ქალაქის მკვიდრნი, რომ არ დაატყდებოდათ ჩვენი რისხვა დღისით, როცა ერთობოდნენ? და განა დაცულნი არიან ალლაჰის ზრახვისგან? და არავინ იქნება გულმშვიდად ალლაჰის ზრახვის გამო, გარდა წაგებული ხალხისა". [ალ-ა'რაფ: 96-99]
შეხედოს მათ ისტორიას, ვინც იყო მანამდე, უეჭველად ისტორია მაგალითია ჭკვიანი ხალხისთვის და გაკვეთილია მათვის, ვისაც გულზე საფარველი არ აქვს გადაფარებული. და ალლაჰია შემწე.
ისლამური მრწამსის საფუძვლები(აყიდის)
ისლამური რელიგია: - ეს არის, როგორც ზემოთ განვმარტეთ - მრწამსი და კანონი. ჩვენ უკვე მოვიხსენიეთ რამოდენიმე მისი კანონთაგანი საფუძვლების სახელით, რომლებიც ითვლება მისი კანონის საფუძვლად.
რაც შეეხება ისლამურ მრწამსს: მისი საფუძვლებს წარმოადგენს ალლაჰისადმი რწმენა, მისი ანგელოზების, მისი წიგნების, მისი შუამავლების, განკითხვის დღისა და ბედისწერის რწმენა თავისი კარგით და ცუდით.
ამ საფუძვლებზე მიუთითებს ალლაჰის წიგნი და მისი შუამავალის სუნნა (ალლაჰის ლოცვა და მშიდობა მას).
უზენაესი ალლაჰი ამბობს თავის წიგნში: "არ არის სიკეთე ის, რომ სახეები მხოლოდ აღმოსავლეთის ან დასავლეთის მხარეს მიაბრუნოთ. სიკეთე ისაა, ვინც ირწმუნა ალლაჰი და უკანასკნელი დღე, ანგელოზები, წიგნი და შუამავლები". [ალ-ბაყარა: 177] ბედისწერაზე ამბობს: "ჭეშმარიტად, შევქმენით ყოველი თავისი ბედისწერით(და თანაზომიერებით). და ჩვენი ბრძანება მხოლოდ ერთია, ისეთივე, როგორც თვალის დახამხამება". [ალ-ყამარ: 49-50]
ხოლო სუნნაში შუამავალი(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) პასუხობს ჯიბრილს, როცა ის შეეკითხა რწმენის შესახებ: "რწმენა არის: რომ ირწმუნო ალლაჰის, მისი ანგელოზების, მისი წიგნების, მისი შუამავლების, განკითხვის დღის, და ირწმუნო ბედისწერის მისი კარგით და ცუდით".
უზენაესი ალლაჰის რწმენა
ალლაჰის რწმენა მოიცავს ოთხ რამეს:
პირველი: უზენაესი ალლაჰის არსებობის რწმენა.
მისი არსებობა დადასტურებულია ჩვენი საწყისი ბუნებით (ფიტრა), გონებით, შარიათით და ჩვენი გრძნობებით.
1. რაც შეეხება ადამიანის ბუნების მიდრეკილება დიადი და უნაკლო გამჩენის არსებობაზე: ყველა ქმნილება თანდაყოლილად და ინსტინქტურად (არა როგორც ფიქრის ან სწავლის შედეგად) რწმენით არის აღჭურვილი საკუთარი შემოქმედის მიმართ, და ეს რწმენა ადამიანს არ ტოვებს, თუ რაიმე გარე ფაქტორი არ ახშობს ამ საწყის ბუნებას. შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშიდობა მას) ამბობს: "ყველა ახალშობილი იბადება თანდაყოლილი მიდრეკილებით (ალლაჰის რწმენის მიმართ), და მისი მშობელი მას აქცევს ან იუდეველად, ან ქრისტიანად, ან ცეცხლთაყვანისმცემლად.
2. რაც შეეხება ადამიანის გონების მითითებას დიადი ღმერთის არსებობაზე: ცხადია, რომ ყველა ამ ქმნილებას, რომლებიც იყვნენ, არიან და მომავალში იქნებიან, უნდა ჰყავდეს შემქმნელი, რომელმაც ისინი შექმნა, რადგან ისინი ვერ გაჩნდებოდნენ თავისთავად და მათი არსებობა არ შეიძლება იყოს შემთხვევითობის შედეგი.
შეუძლებელია რაიმე თავისით შეიქმნას. ვერაფერი შექმნის თავის თავს, რადგან სანამ შეიქმნებოდა არარსებული იყო და არარსებობა როგორ შეიძლება იყოს გამჩენი ?
ის ასევე ვერ გაჩნდებოდა შემთხვევით, რადგან ყოველ შედეგს აქვს თავისი მიზეზი. გარდა ამისა, ყველაფრის არსებობა ამგვარ საოცარ წესრიგსა და საოცარ ჰარმონიაში, ასევე მიზეზებსა და შედეგებს შორის და სხვადასხვა ქმნილებებს შორის მჭიდრო კავშირი სრულიად გამორიცხავს მათი არსებობის შემთხვევითობას, რადგან შემთხვევითობის შედეგს არ გააჩნია რაიმე წესრიგი და როგორ შეიძლება, რომ ეს წესრიგი შენარჩუნდეს და კიდევ უფრო დაიხვეწოს?
და როდესაც გამოირიცხა, რომ ეს ქმნილებები საკუთარ თავს ვერ შექმნიდა ვერც შემთხვევით წარმოიქმნებოდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ყველაფრის გამჩენი არის უზენაესი ალლაჰი, სამყაროთა ღმერთი.
ეს ლოგიკური არგუმენტი და უტყუარი ფაქტი ახსენა ალლაჰმა სურა "ატ-ტურ"-ში. სადაც მან თქვა: "განა ისინი არიან შექმნილნი არაფრისგან თუ თვითონ არიან შემოქმედნი?" [ატ-ტურ: 35] ამგვარად, ისინი არ გაჩენილან შემოქმედის გარეშე და არ შეუქმნიათ საკუთარი თავი; რაც ნიშნავს იმას, რომ მათი შემქნელი უზენაესი და ყოვლადკეთილი ალლაჰია. ამიტომაც, როდესაც ჯუბაირ იბნ მუტ'იმმა (ალლჰი იყოს მისით კმაყოფილი) გაიგონა შუამავლისგან (ალლჰის ლოცვა და მშიდობა მას) ეს აიათები სურა ატ-ტუურის კითხვისას: "განა ისინი არიან შექმნილნი არაფრისგან თუ თვითონ არიან შემოქმედნი? განა მათ შექმნეს ცანი და ქვეყანა? მათ არ სჯერათ. ნუთუ მათთანაა შენი ღმერთის საუნჯენი? ან განა ისინი არიან ხელმწიფენი?" [ატ-ტურ: 35-37]
იმ პერიოდისთვის ჯუბაირი კერპმთაყვანისმცემელი იყო. მან თქვა: " გული ლამის გამიფრინდა, და მაშინ პირველად შემოაღწია რწმენამ ჩემს გულში".
უკეთ გასაგებად მოვიყვანოთ მაგალითი: პიროვნებამ რომ მოგიყვეს ისეთი სასახლის შესახებ, რომელიც გარშემორტყმულია ბაღებით, სადაც მდინარეები მოედინება, ყველგან გაშლილია ხალიჩები და ტახტრევნები, შემკობილია ყოველგვარი მოსართობებით თუ ნეკეთობებით, და გითხრას, რომ: "ეს სასახლე და რაც მასშია ყოველივე თავისთავად შეიქმნა, ან შემთხვევით წარმოიქმნა ყოველგვარი მშენებლის გარეშე". მაშინვე უარყოფ ამ ყველაფერს და ეტყვი, რომ ის ტყუის და მის ნათქვამს აბსურდულად მიიჩნევ. ნუთუ ამის შემდეგ შესაძლებელია, რომ ეს უზარმაზარი სამყარო თავისი მიწით, ცით, გალაქტიკებით, მასში მიმდინარე პროცესებითა და საოცარი წესრიგით თავისთავად გაჩენილიყო ან შემთხვევით გაჩენილიყო, შემოქმედის გარეშე?!
3. რაც შეეხება შარიათის მითითებას უზენაესი ალლაჰის არსებობაზე, ყველა ზეციური წერილი ამის შესახებ საუბრობს, და მათში არსებული სამართლიანი კანონები, რომლებიც ითვალისწინებენ ხალხის ინტერესებს, ამტკიცებენ, რომ ისინი მომდინარეობს ბრძენი უფლისგან, რომელმაც იცის, რა არის საუკეთესო თავისი ქმნილებებისთვის. და მათში არსებული ცნობები სამყაროში მიმდინარე მოვლენებზე, რომლებიც ობიექტური რეალობით დადასტურებულია, ამტკიცებს, რომ ისინი მომდინარეობს უფლისგან, რომელსაც შეუძლია შექმნას ის, რის შესახებაც აცხადებს.
4.რაც შეეხება ჩვენი გრძნობების მითითებას უზენაესი ალლაჰის არსებობაზე, აქ ორი ასპექტია:
პირველი: ჩვენ გვესმის და ვხედავთ, როგორ მოდის პასუხი ვედრებაზე მათთვის, ვინც ალლაჰს მიმართავს, და დახმარება და შვება — მათთვის, ვინც გასაჭირშია, რაც უდავოდ ამტკიცებს უზენაესის არსებობას. "და ნუჰი(ნოე), როცა გვიხმო უწინ და ვუპასუხეთ". [ალ-ანბია: 76] უზენაესმა თქვა: "და შველა სთხოვეთ თქვენს ღმერთს და მან გიპასუხათ". [ალ-ანფალ: 9]
ბუხარის "საჰიხში" ანას ბინ მაალიქისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია: "ერთი ბედუინი შემოვიდა მეჩეთში პარასკევ დღეს, შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ხუტბას კითხულობდა. და თქვა: "ჰეი ალლაჰის შუამავალო, ჩვენი ქონება განადგურდა, ოჯახები მშიერი დარჩა, ალლაჰს შეევედრე ჩვენთვის; შუამავალმა აღმართა მაღლა ხელები და შეევედრა. და უეცრად მთების მსგავსი ღრუბლები გამოჩნდა და ის ჯერ კიდევ მინბერიდან არ იყო ჩამოსული, დავინახე თუ როგორ წვეთავდა მის წვერზე წვიმის წვეთები".
როდესაც შემდეგი პარასკევი დადგა, იმავე ადგილიდან ადგა ის ბედუინი ან სხვა ადამიანი და თქვა: "ო ალლაჰის შუამავალო, ჩვენი სახლები დაინგრა და ქონება წყალში აღმოჩნდა, შესთხოვე ალლაჰს ჩვენთვის!" მაშინ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ხელები ცისკენ აღაპყრო და თქვა: "ო ალლაჰ, ჩვენ გარშემო, და არა ჩვენზე!" და ამის შემდეგ, სადაც კი მან თითი გაიშვირა, იქ ღრუბლები გაიფანტა.
დღესაც ვხედავთ, როგორ მოდის პასუხი ვედრებაზე მათთვის, ვინც გულწრფელად მიმართავს უზენაეს ალლაჰს, თუ შესრულებულია საჭირო პირობები.
მეორე: ალლაჰის მოციქულების მიერ ნაჩვენები სასწაულები, რომლებიც მრავალი ადამიანის მიერ იქნა ნანახი და მოსმენილი, არის უდავო მტკიცებულება იმის არსებობის, ვინც ისინი გამოგზავნა, ანუ უზენაესი ალლჰის. ეს სასწაულები ზებუნებრივი მოვლენებია, რომლებიც სცილდება ადამიანის შესაძლებლობებს და ალლაჰმა გამოავლინა ისინი თავისი მოციქულების მხარდასაჭერად და დასახმარებლად.
როგორც მაგალითად: მუსას სასწაული (მშვიდობა მას) როცა ალლაჰმა მას უბრძანა, რომ მისი კვერთხი დაერტყა ზღვისთვის, მან დაარტყა და გაიშალა თორმეტი მშრალი გზა, რომლის ირგვლივ წყალი იდგა, როგორც მთები. ალლაჰმა ბრძანა: "და ზეშთავაგონეთ მუსას: დაჰკარი შენი კვერთხი ზღვას. გაიყო და თითოეული ნაწილი უზამარმარი მთასავით აღიმართა" [ აშ-შუ'არა: 63]
მეორე მაგალითი: 'ისას (იესოს) სასწაული (მშვიდობა მას), როცა ის მკვდრებს აცოცხლებდა და გამოჰყავდა საფლავებიდან ალლაჰის ნებით. ალლაჰი ბრძანებს მის შესახებ: "მე გავაცოცხლებ მკვდრებს ალლაჰის ნებით". [ალი იმრან: 49] და თქვა: "როცა მკვდრები საფლავებიდან გამოგყავდა ჩემი ნებით". [ალ-მაიდა: 110]
მესამე მაგალითი: მუჰამმედის სასწაული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), როცა ყურაიშის ტომი ითხოვდა მისგან სასწაულს. მან მიუთითა მთვარისკენ და ის ორად გაიყო, ეს ყველაფერი დაინახა ხალხმა. ამაზე ალლაჰი ამბობს: "მოახლოვდა საათი(განკითხვის დღე) და მთვარე ორად გაიყო. და თუ ისინი იხილავენ სასწაულს, პირს იბრუნებენ და ამბობენ: ეს მუდმივი ჯადოქრობააო!" [ ალ-ყამარ: 1-2]
ეს ხელშესახები ნიშნები, რომლებიც უზენაესმა ალლაჰმა გამოავლინა თავისი მოციქულების მხარდასაჭერად და დასახმარებლად, წარმოადგენს უდავო მტკიცებულებას მისი არსებობის შესახებ.
მეორე (რაც მოიცავს ალლაჰის რწმენას): მისი ღვთაებრიობის რწმენა ანუ: ჭეშმარიტად, მხოლოდ ის არის უფალი, არ ჰყავს მას მოზიარე და არც შემწე.
უფალი: ვისაც ეკუთვნის გაჩენა, მეუფება, ბრძანება, არ არსებოს სხვა გამჩენი გარდა ალლაჰისა, არ არსებობს სხვა ხელმწიფე გარდა მისი, არ არსებობს ბრძანება გარდა მისი. დიადი ალლაჰი ამბობს: "განა, მას არ ეკუთვნის გაჩენა და მბრძანებლობა?" [ალ-ა'რაფ: 54] და თქვა: "ეს არის ალლაჰი, თქვენი ღმერთი. მას ეკუთვნის ხელმწიფება, ხოლო იმათ, არაფერი აბადიათ, ფინიკის ქერქიც კი". [ფაატირ: 13]
თუ ვინმე ქმნილებათაგან უარყოფს ყოვლისშემძლე ალლაჰის სუბჰანაჰუ ბატონობას, ეს მხოლოდ ამპარტავნების გამო ხდება, სიმართლის მიღებაზე ზემდგომი სიამაყის გამო, სიტყვებით, არ სჯერათ იმის, რასაც ამბობენ, როგორც ფარაონის შემთხვევაში, როდესაც მან თავის ხალხს უთხრა: „მე ვარ თქვენი უმაღლესი მბრძანებელი!“ (ანნააზი'აათ:24). მან ასევე თქვა: „ო, დიდებულებო! მე არ ვიცი თქვენთვის სხვა ღმერთი, ჩემ გარდა“ (ალ ყასას:38). მაგრამ ეს სიტყვები არ შეესაბამებოდა მის ნამდვილ რწმენას. "უარყვეს ისინი უსამართლობითა და ამპარტავნებით, თუმცა გულის სიღმრმეში დარწმუნებულნი იყვნენ მათ ჭეშმარიტებაში". (ან-ნამლ: 14) მუსამ უთხრა ფარაონს, როგორც მოგვითხრობს ალლაჰი: "უთხრა: შენ უკვე იცი, რომ არ გადმოუვლენია ესენი არავის, ცათა და ქვეყნის ღმერთის გარდა, ხილულ ნიშნებად, შენ კი, ფარაონო, დაღუპულად მიმაჩნიხარ". (ალ-ისრა: 102) ამის გამო იყო რომ მუშრიქები ადასტურებდენ ალლაჰის ღვთაებრიობას, ხოლო ამავე დროს თანაზიარს უქმნიდნენ მას ღვთისმსახურებაში, დიადი ალლაჰი ამბობს: "უთხარი: ვისია ქვეყანა და ის, რაც მასზეა, თუ იცით?! გეტყვიან: ალლაჰისაო! უთხარი: განა ვერ შეიგონებთ? ჰკითხე: „ვინ არის ღმერთი შვიდი ზეცისა და დიდებული 'არშისა?“ იტყვიან: „ალლაჰიო!“ უთხარი: „განა არ გეშინიათ? უთხარი: „ვინ არის ის, ვის ხელთაცაა მეუფება ყოველი საგნისა? და ვინ არის დამცველი და ვინ არის რომლისგანაც ვერავინ ვერავის დაიცავს? იტყვიან: „ალლაჰიო!“ უთხარი: „როგორ ტყუვდებით!" [ ალ-მუმინუნ: 84-89]
დიადი ალლაჰი ამბობს: "და თუ მათ ჰკითხავ, ვინ გააჩინა ცანი და მიწაო, უსათუოდ გიპასუხებენ: გააჩინა ისინი ძლევამოსილმა, ყოვლისმცოდნემო". [აზ-ზუხრუფ: 9]
ყოვლადუნაკლო ალლჰი ამბობს: "და თუ ჰკითხავ: ვინ გააჩინა ისინი? გიპასუხებენ: ალლაჰმაო. და რაოდენ არიან ცდუნებულნი!" [აზ-ზუხრუფ: 87]
უზენაესი ალლაჰის განკარგულება მოიცავს როგორც მის წინასწარგანსაზღვრას, ასევე მის რელიგიურ დადგენილებებს(კანონებს). ალლაჰი მართავს სამყაროს და წინასწარ განსაზღვრავს მასში იმას, რაც სურს, თავისი სიბრძნის შესაბამისად, ასევე აწესრიგებს სამყაროს, ადგენს თაყვანისცემის წესებსა და ადამიანთა ურთიერთობების რეგულირების ნორმებს თავისი სიბრძნის შესაბამისად. ვინც დაიდგენს ალლაჰთან ერთად კანონმდებელს ღვთისმსახურებებში, ან მსაჯულს ურთიერთობებში (ვაჭრობა, ბიზნესი, ყიდვა-გაყიდვა ...) უეჭველად, მან მოზიარე დაუდგინა ალლაჰს, მისი რწმენა არ შემდგარა.
მესამე (რასაც მოიცავს ალლაჰის რწმენა): რწმენა თაყვანისცემაში ანუ : ჭეშმარიტად ის არის ერთადერთი ჭეშმარიტი სათაყვანებელი და არავინ ჰყავს მას მოზიარე, (ალ-ილაჰ) - ანუ" სათაყვანებელი სიყვარულით და განდიდებით".
უზენაესი ალლაჰი ამბობს: "და თქვენი ღმერთი ერთი ღმერთია, არ არსებობს ღვთაება, მის გარდა, მოწყალისა, შემწყალებლისა". [ალ-ბაყარა: 163] ალლაჰი ამბობს: "ამოწმებს ალლაჰი, რომ არ არსებობს ღვთაება, მის გარდა; და ანგელოზებმაც და მცოდნეებმაც სამართლიანად დაამოწმეს; არ არის ღვთაება, მის გარდა, ძლევამოსილისა, ბრძენისა". [ალი იმრან: 18] და ყველა ვინც დაიდგინა ალლაჰთან ერთად სხვა ღვთაება და ეთაყვანება მას, მისი ღვთაება ბათილია. ალლაჰი ამბობს: "ეს იმის გამო, რომ ჭეშმარიტება ალლაჰია. ხოლო ის, რასაც მოუხმობენ მის გარდა სიცრუეა, და ჭეშმარიტად ალლაჰია უზენაესი, დიდებული". (ალ-ჰაჯჯ: 62) მათზე (ცრუ სათაყვანებლებზე) ღვთაების წოდება მათ ჭეშმარიტ ღვთაებრიობას ვერ მიანიჭებს, ალლაჰი ამბობს (ლაათის, 'უზზას, და მანათის) შესახებ: "ისინი მხოლოდ სახელებია, თქვენ და თქვენმა წინაპრებმა რომ დაარქვით. და არ ზეგარდმოუვლენია ალლაჰს მათზე რაიმე მტკიცება". [ან-ნაჯმ: 23]
ალლაჰმა თქვა ჰუდ შუამავლის (შვიდობა მას) შესახებ, რომ მან უთხრა თავის ხალხს: "ნუთუ მეკამათებით იმ სახელების გამო, რომლებიც მოიგონეთ თქვენ და თქვენმა მამებმა? რომლის შესახებ ალლაჰს არ გარდმოუვლენია არავითარი მტკიცება". [ალ-ა'რაფ: 71]
და თქვა იუსუფ შუამავალის (მშვიდობა მას) შესახებ, როცა მან თავის ციხის მეგობრებს მიმართა: "ჰეი, ჩემო დილეგის მეგობრებო! განა სხვადასხვა ღვთაებები უმჯობესია, თუ ალლაჰი, ერთადერთი ძლევამოსილი?! და არ ეთაყვანებით მის გარდა არაფერს, გარდა სახელებისა, რომლებიც დაარქვით თქვენ და თქვენმა მამებმა, ალლაჰს კი მათთვის არ გარდმოუვლენია მტკიცებულება". [იუსუფ: 39-40]
ამგვარად, ყველა შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მათ)თავიანთ ხალხს შემდეგნაირად მიმართავდნენ: "თაყვანი ეცით ალლაჰს, არ გყავთ თქვენ ღვთაება მის გარდა". [ალ-ა'რაფ: 59] მაგრამ ამ ყველაფერს მუშრიქებმა ზურგი აქციეს, მათ დაიდგინეს სხვა ღვთაებები ალლაჰის გარდა, ეთაყვანებიან მათ ალლაჰთან ერთად, დახმარებას სთხოვენ და ეკედლებიან მათ.
დიადი ალლაჰი მუშრიქების მიერ სხვა ღვთაებების დადგენას ორი გონივრული არგუმენტით აბათილებს:
პირველი: ეს ღმერთები, რომლებიც მათ აირჩიეს, არ ფლობენ არანაირ ღვთაებრივ თვისებას. ისინი თვითონ შექმნილნი არიან, არ შეუძლიათ რაიმეს შექმნა, არ მოაქვთ სარგებელი მათთვის, ვინც თაყვანს სცემს, და არ ათავისუფლებენ მათ არანაირი ზიანისგან. მათ არ აქვთ ძალაუფლება არც სიცოცხლეზე, არც სიკვდილზე, და არ აქვთ არაფერი, რაც ცაშია, და არანაირად არ არიან უზენაესი ალლაჰის თანამონაწილეები.
დიადი ალლაჰი ამბობს: "და მათ დაიდგინეს მის ნაცვლად ღვთაებები, რომელთაც არაფერი შეუქმნიათ, არამედ თვითონ არიან შექმნილნი. და არ შეუძლიათ თავიანთი თავისთვისაც არც ზარალი და არც სარგებელი. არ განაგებენ არც სიკვდილს და არც აღდგომას". [ალ-ფურყან: 3]
ღმერთი ამბობს : "უთხარი: მოუხმეთ იმას, ვის შესახებაც ჰყვებოდით ალლაჰის გარდა. არ ფლობენ ისინი მისხალსაც არც ცათა შინა და არც ქვეყანასა ზედა და არა აქვთ მათ ამაში თანაზიარობა. და არავინ ჰყოლია მას მათგან შემწე. და უსარგებლოა შუამდგომლობა მის წინაშე, თუ არა იმისათვის, ვისაც ნება მიეცა". (საბა': 22-23) უზენაესი ამბობს: "განა ალლაჰს მოზიარედ უდგენენ იმას, ვისაც არაფერი შეუქმნია მაშინ, როცა თვითონ არიან შექმნილნი? არ შეუძლიათ მათ შეწევნა და ვერც საკუთარ თავს შეეწევიან". [ალ-ა'რაფ: 191-192]
თუ ამ ცრუ ღვთაებების მდგომარეობა ასეთია, მათი გაღმერთება და თაყვანისცემა უდიდესი სისულელეა და აშკარად მცდარი ქმედება.
მეორე: ეს კერპთაყვანისმცემლები ადასტურებდნენ, რომ უზენაესი ალლაჰი არის ერთადერთი უფალი და გამჩენი, რომლის ხელთაცაა ყოველი ძალაუფლება, ის იცავს და მისგან ვერავინ ვერავის დაიცავს, და ეს ავალდებულებს მათ, რომ აღიარონ მისი ერთადერთობა ღვთაებრიობაში მსგავსად იმისა, როგორც აღიარეს მისი ერთადერთობა შემოქმედებაში. როგორც უზენაესი ამბობს: "ჰეი, ადამიანებო! თაყვანი ეცით თქვენს ღმერთს, რომელმაც შეგქმნათ თქვენ და ისინი, ვინც იყვნენ თქვენზე უწინ! რათა ეგების ღმერთის გეშინოდეთ! რომელმაც თქვენთვის დედამიწა სარეცელად გაფინა და ზეცა სახურავად, ზეციდან წვიმა გარდმოავლინა და ამ წვიმით ნაირ-ნაირი ნაყოფი სარჩოდ აღმოგიცენათ. და ნუ დაუდგენთ ალლაჰს თანაზიართ, როცა თქვენ იცით". [ალ - ბაყარა: 21-22]
უზენაესი ალლაჰი ამბობს: "და თუ ჰკითხავ: ვინ გააჩინა ისინი? გიპასუხებენ: ალლაჰმაო. და რაოდენ არიან ცდუნებულნი!" [აზ-ზუხრუფ: 87]
ალლჰი ყურანში ამბობს: "უთხარი: ვინ გაძლევთ თქვენ სარჩოს ციდან და მიწიდან? ან ვინ ფლობს სმენასა და თვალთახედვას?! ვის გამოჰყავს ცოცხალი მკვდრისაგან და ვის გამოჰყავს მკვდარი ცოცხალისაგან?! ვინ განაგებს საქმეებს?! იტყვიან: ალლაჰიო. და უთხარი: განა არ გეშინიათ?! ეს არის ალლაჰი, თქვენი ჭეშმარიტი ღმერთი, და რა არის ჭეშმარიტების მიღმა გზააბნევის მეტი? მაშ, როგორღა უხვევთ". [ იუნუს: 31-32]
მეოთხე( საქმე, რომელიც მოიცავს ალლაჰის რწმენას): ალლაჰის სახელებისა და თვისებების რწმენა.
ანუ იმის მტკიცება, რაც თვითონ ყოვლისშემძლე ალლაჰმა დაამტკიცა თავის შესახებ თავის წიგნში ან მისი მოციქულის (დალოცვა და მშვიდობა მას) სუნნაში, სახელებისა და თვისებების მეშვეობით, ისე, როგორც ეს მას შეეფერება, გარეშე დამახინჯებისა, უარყოფისა, მათი ჭეშმარიტი არსის შესწავლის მცდელობისა და შექმნილთა სახელებთან და თვისებებთან შედარებისა. ალლაჰი ამბობს: "ალლაჰს ეკუთვნის საუკეთესო სახელები. მაშ, შეევედრეთ მას მათი მეშვეობით, და მიატოვეთ ისინი, ვინც უარყოფენ მის სახელებს, მათ მიეზღვებათ იმისთვის რასაც სჩადიოდნენ" [ალ-ა'რაფ: 180] ალლაჰი ამბობს: "მას ეკუთვნის საუკეთესო თვისებები ზეცაშიც და მიწაზეც და ის ძლევამოსილია, ბრძენია". [არ-რუუმ: 27] ალლაჰი ამბობს: "არ არის მისი მსგავსი არაფერი და ის ყოვლისმსმენია, ყოვლისმხედველია". [აშ-შურა: 11]
ამ საკითხში ორი ჯგუფი ჩავარდა გზააბნევაში:
პირველი ჯგუფი: მუ'ატტილიტები- ისინი, ვინც მთლიანად ან ნაწილობრივ უარყოფენ ალლაჰის სახელებს და თვისებებს და ამტკიცებენ, რომ მათი აღიარება ნიშნავს, რომ ყოვლისშემძლე ალლაჰი მსგავსია თავისი ქმნილებებისა. ეს მტკიცება მცდარია შემდეგი მიზეზების გამო:
პირველი: ეს მტკიცება გულისხმობს მცდარ დასკვნებს, მაგალითად, წინააღმდეგობების არსებობას ყოვლისშემძლე ალლაჰის სიტყვებში, რადგან ალლაჰმა დაამტკიცა თავისთვის სახელები და თვისებები და ამავდროულად განაცხადა, რომ მას არ ჰყავს თანასწორები და მსგავსები. თუ სახელებისა და თვისებების დამტკიცება გულისხმობდა ალლაჰის მსგავსებას შექმნილებთან, მაშინ გამოდიოდა, რომ ალლაჰის სიტყვები ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან და ურთიერთს უარყოფენ.
მეორე: არა არის აუცილებელი ორი რამე გავდეს ერთმანეთს სახელით და თვისებით, რომ ისინი ერთმანეთის იდენტური იყოს. შენ ხედავ ორ პიროვნებას ისინი ერთმანეთან თანხმდებიან იმით რომ, ორივე მათგანი ადამიანია, ორივე მათგანს აქვს სმენა, მხედველობა, და ორივე მათგანი საუბრობს. ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს, რომ ეს ორი ერთმანეთის იდენტური იყოს ადამიანობაში, მხედველობაში, სმენაში და საუბარში.
ჩვენ ვხედავთ ცხოველებს, რომლებსაც აქვთ კიდურები და თვალები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათი კიდურები და თვალები ერთნაირია.
თუ თვითონ ქმნილებებს შორისაც კი ერთნაირი სახელები და თვისებები არ გამორიცხავს განსხვავებებს, მაშინ მით უმეტეს აშკარა და შეუდარებელია განსხვავება შემოქმედსა და შექმნილებს შორის.
მეორე ჯგუფი: მუშაბბიჰათ — ისინი, ვინც აღიარებენ ყოვლისშემძლე ალლაჰის სახელებსა და თვისებებს, მაგრამ ამავდროულად ამსგავსებენ მას თავის შექმნილებთან და ამტკიცებენ, რომ ყურანისა და სუნნას ტექსტები ამაზე მიუთითებენ, რადგან ალლაჰი მიმართავს თავის მონებს მათთვის გასაგები ფორმით და იყენებს მათთვის ახლობელ ცნებებს. ეს მტკიცება მცდარია შემდეგი მიზეზების გამო:
პირველი: როგორც გონება, ასევე შარიათი მიუთითებენ იმაზე, რომ მცდარია ალლაჰის მის ქმინელბებთან შედარება, და ყურანისა და სუნნის ტექსტები არ შეიცავენ მცდარ ინფორმაციას.
ყოვლისშემძლე ალლაჰი მართლაც მიმართავს თავის მონებს მათთვის გასაგები ფორმით და იყენებს მათთვის ახლობელ ცნებებს, თუმცა ეს ეხება მხოლოდ მნიშვნელობის საფუძველს; რაც შეეხება ამ ცნებების ნამდვილ, დაფარულ არსს, ის მხოლოდ ყოვლისშემძლე ალლაჰისთვის არის ცნობილი, როცა საქმე ეხება მის არსებასა და თვისებებს.
ალლაჰმა დაამტკიცა თავის შესახებ, რომ მას აქვს სმენა, და ჩვენთვის ცნობილია მოსმენის ცნება მისი საფუძვლოვანი მნიშვნელობით: ეს ნიშნავს ხმების აღქმას. თუმცა, როგორია ზუსტად ყოვლისშემძლე ალლაჰის მოსმენა — ეს ჩვენთვის უცნობია, რადგან თვით შექმნილთა შორისაც კი მოსმენის უნარი განსხვავდება, და მითუმეტეს აშკარაა და შეუდარებელია განსხვავება შემოქმედსა და შექმნილებს შორის.
და თუ გვაცნობა ალლაჰმა თავის თავზე, რომ ის ჭეშმარიტად ამაღლდა არშზე; ამაღლების მნიშვნელობა თავისი ფუძეთი ცნობილა, მაგრამ ამაღლების ჭეშმარიტი მნიშვნელობა, როგორც ალლაჰი ამაღლდა თავის არშზე - ეს შეუცნობელია ჩვენთვის. რამეთუ, ამაღლების ცნება ქმნილებებშიც კი განსხვავებულია. მაგალითად, თუ იჯდები უძრავად მდგარ სკამზე, ეს არ იქნება იგივე, რაც მოუსვენარ და მრისხანე აქლემზე ჯდომა. თუ შექმნილებს შორისაც კი ეს ცნება განსხვავებულად ვლინდება, მაშინ მით უმეტეს აშკარაა და შეუდარებელია განსხვავება შემოქმედსა და შექმნილებს შორის.
ალლაჰისადმი რწმენას იმ ფორმით, როგორც ჩვენ ავხსენით იგი, მოჰყავს მორწმუნეებისთვის შემდეგი მშვენიერი ნაყოფი:
1. ალლაჰის მიმართ ერთღმერთიანობის სათანადოდ აღიარება: ადამიანი არ აკავშირებს თავის იმედებს და შიშებს არავისთან, გარდა ალლაჰისა, და არ ეთაყვანება არავის მის გარდა.
2. ალლაჰის მიმართ სრულყოფილი სიყვარული და მისი განდიდება მისი მშვენიერი სახელებისა და ამაღლებული თვისებების შესაბამისად.
3. მის მიმართ ღვთისმსახურება მისი ბრძანებების შესრულებით და მისი აკრძალვების დაცვით.
*
ანგელოზების რწმენა
ანგელოზები — დაფარული სამყარო. ესენი არიან ქმნილებები, რომლებიც სცემენ თაყვანს ყოვლისშემძლე ალლაჰს და არ გააჩნიათ არავითარი ბატონობისა და ღვთაებრიობის თვისებები. ალლაჰმა ისინი სინათლისგან შექმნა და აბსოლუტურად დამორჩილებული გახადა თავის ბრძანებებზე, რითაც მათ შეუძლიათ ამ ბრძანებების შესრულება. ყოვლისშემძლე ალლაჰმა თქვა: „და ისინი, რომლებიც მის გვერდით არიან, არ ამპარტავნობენ მის თაყვანისცემაზე და არ იღლებიან. ისინი განადიდებენ მას დღე და ღამე დაღლის გარეშე“ (ალ-ანბია:19–20).
ისინი ძალიან ბევრნი არიან, და მათი ზუსტი რაოდენობა მხოლოდ ყოვლისშემძლე ალლაჰისთვის არის ცნობილი. "საჰიჰ ალ-ბუხარისა" და "მუსლიმის" წიგნებში ანასის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) მიერ გადმოცემულ ჰადისში, რომელიც შეეხება შუამავლის ზეცაში აყვანას(მი'რაჯს), ნათქვამია, რომ მოციქულ მუჰამედს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ეჩვენა „ (ანგელოზებით )გავსებული სახლი“(ბაით ალ-მა'მურ) ცაში, სადაც ყოველდღე ლოცულობს სამოცდაათი ათასი ანგელოზი, რომელთაგან არცერთი აღარ ბრუნდება იქ მეორედ.
ანგელოზების რწმენა მოიცავს ოთხს საკითხს:
პირვალი: რწმენა მათი არსებობისა.
მეორე: რწმენა მათი, ვისი სახელიც ვიცით თავისი სახელით (მაგალითად: ჯიბრილი-გაბრიელ), ხოლო ვისი სახელებიც არ ვიცით მათი რწმენა ზოგადად.
მესამე: რწმენა იმ თვისებებისადმი, რომლებიც ჩვენთვის ცნობილია, მაგალითად ჯიბრილის შემთხვევაში: მოციქულმა მუჰამედმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აცნობა, რომ ის დაინახა მისი ნამდვილი სახით, რომელსაც ჰქონდა ექვსასი ფრთა და მისი სიდიდე ფარავდა ჰორიზონტს.
ზოგჯერ ანგელოზები ალლაჰის ნებით იღებენ ადამიანის სახეს. ასე მოხდა ჯიბრილის შემთხვევაში, როდესაც ის ყოვლისშემძლე ალლაჰის ბრძანებით გამოეცხადა მარიამს კეთილშობილი ადამიანის სახით. ასევე, ჯიბრილი მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გამოცხადდა, როდესაც ის იჯდა საჰაბებთან ერთად, უცხო ადამიანის სახით, რომელსაც არ ეტყობოდა მგზავრობის კვალები. მას ეცვა თოვლივით თეთრი სამოსი და ჰქონდა შავი, პრიალა თმა. ის დაჯდა, მუხლებით შეეხო მოციქულის მუხლებს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და ხელები მის ბარძაყებზე დაადო. შემდეგ მან ჰკითხა მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ისლამის, რწმენის, თაყვანისცემის სრულყოფილების (იჰსანის), სამსჯავროს საათისა და მისი მოახლოების ნიშნების შესახებ, და მოციქულმაც უპასუხა. შემდეგ ჯიბრილი წავიდა, ხოლო მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: „ეს იყო ჯიბრილი, რომელიც მოვიდა, რათა გასწავლოთ თქვენი რელიგია.“
ასევე ანგელოზები, რომლებიც ალლაჰმა წარმოგზავნა იბრაჰიმთან და ლუტთან (მშვიდობა მათ) იყვნენ ადამიანის ფორმაში.
მეოთხე რამ, რასაც ანგელოზების რწმენა მოიცავს : ჩვენთვის ცნობილი იმ ქმედებების რწმენა, რასაც ასრულებენ ანგელოზები ღმერთის ბრძანებით; მაგალითად, ალლაჰის განდიდება და მასზე ღვთისმსახურება დღისით და ღამით, ყოველვარი მოწყენის და დაღლის გარეშე.
ზოგიერთ მადგანს გააჩნია მისთვის განკუთვილი საქმე.
მაგალითად: სანდო ჯიბრილი დაკავებულია ღმერთიდან ზეშთაგობენის მოტანით, ალლაჰი მას ზეშთაგონებით გზავნის მოციქულებთან და შუამავლებთან.
მიქაილ ანგელოზი პასუხისმგებელია კლიმატზე, ანუ: წვიმაზე და მცენარეებზე.
ისრაფილ ანგელოზი პასუხისმგებელია საყვირში ჩაბერვაზე განკითხვის დღეს და როცა ყველა იქნება ხელმეორედ აღსდგენილნი.
სიკვდილის ანგელოზი პასუხისმგებელია სულის წართმევაზე სიკვდილის დროს.
მაალიქი პასუხისმგებელია ჯოჯოხეთზე, ის ჯოჯოხეთის მცველია.
არსებობენ სხვა ანგელოზებიც, რომლებიც პასუხს აგებენ დედის მუცელში მყოფ ნაყოფებზე. როდესაც ადამიანი თავის დედის მუცელში ოთხ თვეს დაასრულებს, ალლაჰი აგზავნის მასთან ანგელოზს, რომელსაც ავალებს, რომ ჩაწეროს მისი განგება, სიცოცხლის ხანგრძლივობა, საქმენი და იქნება თუ არა ის ბედნიერი თუ უბედური.
ასევე არსებობენ ანგელოზები, რომლებსაც დავალებული აქვთ ადამის შთამომავალთა საქმეების აღრიცხვა და ჩაწერა. თითოეულ ადამიანს დანიშნული ჰყავს ორი ასეთი ანგელოზი: ერთი მარჯვნივ და მეორე მარცხნივ.
არიან ანგელოზები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან გარდაცვლილის დაკითხვით, როცა მას საფლავში ჩადებენ. მასთან მოვა ორი ანგელოზი და მას შეეკითხებიან მისი ღმერთის, რელიგიის და შუამავალის შესახებ.
ანგელოზებისადმი რწმენას მოჰყვება შემდეგი მშვენიერი ნაყოფები:
1. ალლაჰის სიდიადის, ძალისა და ბატონობის შეცნობა. რამეთუ, გაჩენილის სიდიადე გამჩენის სიდიადეზე მეტყველებს.
2. ალლაჰზე მადლიერების გამოხატვა მისი ადამის მოდგმაზე გამოხატული მფარველობის გამო. რადგანაც, ანგელოზები დაკავებულნი არიან ადამიანების დაცვით, მათი საქმეების აღნუსხვით და სხვა მათვის სასარგებლო საქმეებით.
3. ანგელოზების სიყვარული იმის გამო, რომ ისინი მუდამ ღვთისმსახურებით არიან დაკავებულნი.
ჭესმარიტებას აცდენილი საზოგადოების ერთმა ნაწილმა უარყო ანგელოზების არსებობა და მათ თქვეს, რომ ისინი მხოლოდ ქმნილებებში არსებული კეთილი ძალებია და მეტი არაფერი. ეს მათი შეხედულება წარმოადგენს ალლაჰის წიგნის, მისი შუამავლის და მუსლიმთა ერთსულოვნების უარყოფას.
ალლაჰი ამბობს: "ქება-დიდება ალლაჰს ზეცის და მიწის გამჩენს, დამდგენს შუამავლებად ანგელოზებისა ორი, სამი და ოთხფრთიანის". [ფატირ: 1]
უზენაესმა ალლაჰმა თქვა: "ნეტავ გენახა, როგორ მიიბარებენ ანგელოზები, იმათ, რომელთაც არ ირწმუნეს, ანგელოზები სცემენ მათ სახესა და ზურგში". [ ალ-ანფალ: 50]
უზენაესმა თქვა: "ნეტავ განახა უსამართლონი სიკვდილის ხუთვებისას. ანგელოზები გაუწვდიან ხელებს". [ალ-ან'ამ :93]
ალლაჰმა თქვა: "ხოლო როცა გულებიდან შიში გაუვლით, ამბობენ: რა თქვა თქვენმა ღმერთმა? იტყვიან: ჭეშმარიტება, და იგი უზენაესია, დიადია". [საბა': 23]
მან თქვა სამოთხის მკვიდრნზე: "და ანგელოზები შედიან მათან ყოველი კარიდან. მშვიდობა თქვენ იმის გამო, რომ მოითმინეთ! რა კარგია საბოლოო სამყოფელი". [არ-რა'დ: 23-24]
"საჰიჰ ალ-ბუხარის" წიგნში აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მოციქულმა მუჰამედმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: „ჭეშმარიტად, თუ ალლაჰს უყვარს თავისი მონა, ის მიმართავს ჯიბრილს: „ჭეშმარიტად, ალლაჰს უყვარს ესა და ეს ადამიანი, გიყვარდეს ის შენც“. ჯიბრილს უყვარდება იგი, შემდეგ კი ჯიბრილი მიმართავს ცათა მაცხოვრებლებს: „ჭეშმარიტად, ალლაჰს უყვარს ესა და ეს ადამიანი, გიყვარდეთ თქვენც“. ცათა მაცხოვრებლებს უყვარდებათ ის, და შემდეგ მიწაზეც იწყებენ მის კარგ მიღებას.“
ასევე "საჰიჰ ალ-ბუხაარი"ში არის გადმოცემული აბუ ჰურეირასგან, რომ ალლაჰის შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "ყოველ პარასკევ დღეს ანგელოზები ჩერდებიან ყოველი მეჩეთის შესასვლელებში და იწერენ თანმიმდევრობით შემსველებს. ხოლო როცა შემოვა იმამი და დაჯდება, ისინიც დაკეცავენ ფურცლებს და დაიწყებენ ზიქრის მოსმენას".
ამ ტექსტებიდან აშკარად ირკვევა, რომ ანგელოზებს აქვთ სხეულები და ისინი არ არიან უბრალოდ არამატერიალური ძალები, როგორც ამას ამტკიცებენ სწორი გზიდან გადახვეულნი. მუსლიმები შეთანხმებულნი არიან ამ ტექსტების მიერ გადმოცემულ ინფორმაციაზე.
*
წიგნების რწმენა
წიგნები - არაბულად "ქითაბ", წიგნის მრავლობითი, მნიშვნელობით "რაიმე დაწერილი".
ეს ეხება წერილებს, რომლებიც ყოვლისშემძლე ალლაჰმა თავის მოციქულებს გამოუგზავნა, როგორც წყალობა ხალხისთვის და სწორი გზამკვლევი მათთვის, რათა დაეხმარონ მათ ამქვეყნად და იმქვეყნად ბედნიერების მოპოვებაში.
წიგნების რწმენა მოიცავს ოთხ საკითხს:
პირველი: რწმენა იმისა, რომ ისინი ნამდვილად ალლაჰისგან არის გარდმოვლენილი.
მეორე: რწმენა იმ წერილებისადმი, რომელთა სახელებიც ჩვენთვის ცნობილია, მაგალითად, ყურანი, რომელიც გამოეგზავნა მუჰამედს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), თორა (თაურათი), რომელიც გამოეგზავნა მუსას (მშვიდობა მას), ინჯილი, რომელიც გარდმოვლენილი იქნა იესოზე (ალლჰის ლოცვა და მშვიდობა მას). და ფსალმუნი (ზაბური), რომელიც გამოეგზავნა დაუდს (მშვიდობა მას), ხოლო იმ წერილების მიმართ, რომელთა სახელებიც ჩვენ არ ვიცით, ჩვენ ვალდებულნი ვართ დავიჯეროთ ზოგადად.
მესამე: დაჯერება იმ ამბებისა, რაც მათში მოვიდა, როგორც ყურანის მოთხრობილი ამბები. ასევე იმ ამბების, რომლებიც არ შეცვლილა და არ დამახინჯებულა წინა წიგნებში.
მეოთხე: წერილებში მოცემული მითითებების შესრულება, რომლებიც არ გაუქმებულა, მათი მიღება და დამორჩილება, მიუხედავად იმისა, გვესმის მათი მნიშვნელობა თუ არა. ყველა წინამორბედი წერილი გაუქმებულია დიდებული ყურანით. დიადი ალლაჰი ამბობს: "და გარდმოგივლინეთ შენ წიგნი ჭეშმარიტებით, დასტურად იმ წიგნთა, რაც იყო მანამდე და მის დამცველად". [ალ-მაიდა: 48] ანუ: მართველად მასზე
აქედან გამომდინარე, არ შეიძლება მივმართოთ რელიგიური განაჩენებისათვის არც ერთ წინამორბედ წერილს, გარდა იმ მითითებებისა, რომლებიც სანდოდ არის ცნობილი, ყურანით დადასტურებული და ძალაში დარჩენილი.
წერილებისადმი რწმენას მოჰყვება შემდეგი მშვენიერი ნაყოფები:
პირველი: ალლაჰის მზრუნველობის შეცნობა თავისი მსახურების მიმართ. რამეთუ, ყველა საზოგადოებას გარდმოუვლინა წიგნი, რომლითაც იმოქმედებდნენ.
მეორე: ალლაჰის სიბრძნის შეცნობა კანონმდებლობაში. რამეთუ ყველა საზოგადოებას ის დაუკანონა, რაც მათ მდგომარეობებს შეესაბამებოდა. როგორც უზენაესი ალლაჰი ამბობს: "ჩვენ თითოეულ თქვენგანს დავუდგინეთ გზა". [ალ-მაიდა: 48]
მესამე: ალლაჰის წყალობაზე მადლიერების გამოხატვა
*
შუამავალთა რწმენა
შუამავალი— არაბულად „რასუულ“ ნიშნავს „გამოგზავნილს რაიმე ცნობების გადასაცემად“.
ამ შემთხვევაში იგულისხმებიან ადამიანები, რომლებსაც ალლაჰმა მიანიჭა კანონი და უბრძანა მისი გადაცემა [სხვა ადამიანებისთვის].
პირველი შუამავალი იყო ნუჰ (ნოე) (მშვიდობა მას), ხოლო ბოლო - მუჰამმედი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას).
დიადი ალლაჰი ამბობს: "ჩვენ ზეშთაგაგონეთ შენ გამოცხადება ისევე, როგორც ზეშთავაგონეთ ნუჰს და შუამავლებს მის შემდგომ". [ნისა: 163]
იმამ ალ-ბუხარის "საჰიჰში" გადმოცემულია ჰადისი ანას ბინ მალიქისგან (ალლჰი იყოს მისით კმაყოფილი) შუამდგომლობასთან დაკავშირებით. მოციქულმა (ალლჰის ლოცვა და მშვიდობა მას) "გადმოსცა, რომ ხალხი მივა ადამთან, რათა შუამდგომლობა გაუწიოს მათ, ადამი მათ მოუბოდიშებს და ეტყვის : "წადით ნუჰთან, ის პირველი შუამავალია, რომელიც ალლაჰმა გამოგზავნა ხალხთან", შემდეგ გადმოსცა ეს ჰადისი სრულად
დიადი ალლაჰი მუჰამმედზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობს: "არ არის მუჰამმედი არავისი მამა, თქვენი კაცებიდან, არამედ იგია ალლაჰის შუამავალი და შუამავალთა ბეჭედია". (ალ-აჰზაბ: 40)
ყოველ თემს ჰყავდა მოციქული, რომელსაც ყოვლისშემძლე ალლაჰი აგზავნიდა მის თანამემამულეებთან ცალკეული კანონით, ან წინასწარმეტყველი, რომელსაც ეძლეოდა მანამდე გამოგზავნილი კანონი, რათა მას კვლავ გაეცოცხლებინა იგი. ყოვლისშემძლე ალლაჰმა თქვა: "და ვფიცავ! ჩვენ წარმოვგზავნეთ ყოველ ერთან შუამავალი, რათა ალლაჰისათვის თაყვანი ეცათ და განდგომოდნენ ტაღუთს". [ან-ნაჰლ: 36}
უზენაესი ალლაჰი ამბობს: "არ ყოფილა ერი, რომ მასთან შემგონებელი არ მოსულიყო". [ ფაატირ: 24 ]
უზენაესი ამბობს: "ჩვენ გარდმოვავლინეთ თევრათი, და მასშია ჭეშმარიტი გზა და სინათლე, განსჯიდნენ მისით შუამავლები, რომლებიც მორჩილნი იყვნენ, იმათთვის, ვინც იყო იუდეველნი". [ალ-მაიდა: 44]
შუამავლები გაჩენილი ადამიანები არიან, მათ არ გააჩნიათ არანაირი ღვთაებრივი და უფლისთვის დამახასიათებელი თვისებები, ალლაჰი შუამავალი მუჰამმედის შესახებ ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ის არის შუამავალთა ბატონი და მათ შორის ყველაზე დიდი საფეხურის მქონე ალლაჰის წინაშე: ალლაჰი ამბობს: "უთხარი მე არ შემიძლია ჩემი სულისთვის არც სიკეთის და არც ზიანის მოტანა, გარდა იმისა რასაც ისურვებს ალლაჰი. და რომ მცოდნოდა დაფარული უთუოდ გავიმრავლებდი სიკეთეებს და ვერ შემეხებოდა ვერანაირი სიავე. უეჭველი, მე მხოლოდ შემგონებელი და მახარობელი ვარ იმ ხალხისთვის. ვისაც სწამს". [ ალ-ა'რაფ:188]
ალლაჰმა თქვა: "უთხარი ჭეშმარიტად მე არ ვფლობ თქვენთვის სიავეს ან სწორ გზას. უთხარი ჭეშმარიტად მე ვერავინ დამიფარავს ალლაჰისგან, და არავინ მყავს მის გარდა თავშესაფარი". [ ჯინნ: 21-22 ]
მოციქულებს ახასიათებთ იგივე, რაც დანარჩენ ადამიანებს: ისინი ავადდებიან, კვდებიან, სჭირდებათ საკვები და წყალი და ასე შემდეგ. ყოვლისშემძლე ალლაჰმა აცნობა, რომ იბრაჰიმმა (მშვიდობა მას) ასე აღწერა თავისი ყოვლისშემძლე ღმერთი: "და ის არის რომელიც მაჭმევს და მასმევს. და როცა ავად ვხვდები, მაჯანსაღებს. რომელიც მომაკვდინებს და მერე გამაცოცხლებს". [ შუ'არა: 79-81 ]
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "ჭეშმარიტად, მეც თქვენი მსგავსი ადამიანი ვარ. მავიწყდება ისე, როგორც თქვენ გავიწყდებათ, და თუ დამავიწყდება შემახსენეთ".
ყოვლისშემძლე ალლაჰმა აცნობა მათ შესახებ,მათი ქების კონსტექტში რომ ისინი არიან მისი ჭეშმარიტი მონები. უზენაესმა თქვა ნუჰის ( მშვიდობა მას) შესახებ: " ჭეშმარიტად, იგი მადლიერი მსახური იყო". [ ისრა: 3 ] მუჰამმედზე თქვა: "კურთხეულია იგი, რომელმაც გარდმოავლინა განსხვავება(ფურყანი) თავის მსახურზე, რათა ყოფილიყო სამყაროთა შემგონებელი". [ ფურყან: 1 ]
იბრაჰიმზე, ისჰაყზე, და იაკუბზე ( ღმერთის ლოცვა და მშვიდობა მათ) თქვა : "და გაიხსენე ჩვენი მსახურნი იბრაჰიმი, ისჰაყი, და იაკუბი, ძალის მქონენი და გონებაგამჭრიახნი. ჭეშმარიტად ჩვენ დავადგინეთ ისინი იმის გამო, რომ გულწრფელად იხსენიებდნენ საიქიოს. ჭეშმარიტად ისინი ჩვენს წინაშე არჩეულნი საუკეთესონი არიან". [ საად : 45-47]
მარიამის ძეს ისას შესახებ თქვა: "იგი მხოლოდ ჩვენი მსახურია, რომელსაც წყალობა ვუბოძეთ და დავადგინეთ მაგალითად ისრაილის შვილთათვის". [ ზუხრუფ : 59 ]
შუამავალთა რწმენა მოიცავს ოთხს საკითხს:
პირველი: რწმენა იმისა, რომ მათი შუამავლების მისია — ჭეშმარიტებაა უზენაესი ალლაჰისგან, და ვინც არ ირწმუნებს რომელიმე შუამავლის, ის ურწმუნოა ყველა შუამავლის მიმართ. როგარც თქვა ეს დიადმა ალლაჰმა: "ცრუდ შერაცხა ნუჰის ხალხმა შუამავლებუ". [ აშ-შუ'არაა: 105] ალლაჰმა ისინი ყველა შუამავალის უარმყოფელად მოიხსენია, მიუხედავად იმისა, რომ ნუჰამდე მოციქულები არ ყოფილან. ამრიგად, ქრისტიანები, რომლებმაც უარყვეს მუჰამედი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და არ გაჰყვნენ მას, რეალურად უარყოფენ ისას, მარიამის ძესაც, და არ არიან მისი მიმდევრები. მით უმეტეს, რომ მან იწინასწარმეტყველა მუჰამედის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოსვლა, და ამ წინასწარმეტყველების ერთადერთი მიზანი იყო მათთვის იმის შეტყობინება, რომ მუჰამედი მათთან გაიგზავნებოდა, რათა დაეხსნა ისინი ცდომილებისგან და გაეყვანა ჭეშმარიტ გზაზე.
მეორე: რწმენა იმ მოციქულების, რომელთა სახელებიც ჩვენ ვიცით, მაგალითად, მუჰამედი, იბრაჰიმი, მუსაში, ისა, ნუჰი - (მშვიდობა მათ). ეს ხუთი შუამავალი არიან შუამავალთა შორის უდიდესნი(ულულ 'აზმ). ალლაჰმა ისინი ყურანში ორ ადგილას ერთდროულად მოიხსენია: "და აღთმა ავიღეთ შუამავლებისგან: შენგან, ნუჰისგან, იბრაჰიმისგან, მუსასგან, 'ისასგან, მარიამის ძისგან, და ავიღეთ მათგან მტკიცე აღთქმა". [ალ-აჰზაბ: 7] "ალლაჰის სიტყვები: "დააკანონა თქვენთვის სარწმუნოებაში ის, რაც უბრძანა ნუჰს და რომელიც ზეშთაგაგონეთ შენ, რაც ვუბრძანეთ იბრაჰიმს, მუსას და 'ისას: „რომ დაიცავით სარწმუნოება და ნუ დაიყოფით მასში. მძიმეა წარმართებისთვის(მუშრიქებისთვის) იგი, რისკენაც შენ მოუწოდებ. ალლაჰი გამოარჩევს თავისკენ, ვისაც ინებებს, და უწინამძღვრებს თავისკენ, ვინც მას მიუბრუნდება". [ აშ-შურა: 13]
მაგრამ ვისი სახელიც არ ვიცით უნდა გვწამდეს მათი ზოგადად. ალლაჰი ამბობს: "და ჭეშმარიტად წარვგზავნეთ ჩვენ შუამავალნი შენამდეც, ზოგიერთ მათგანზე მოგიყევით შენ, და მათგან არიან ისეთნიც, ვისზეც არ მოგვიყოლია შენთვი". [ღააფირ: 78]
მესამე: რწმენა იმისა, რაც მათ შესახებ გადმოცემულია სანდო გზით.
მეოთხე: ვალდებულებაა ვიმოქმედოთ იმ მოციქულის შარიათის მიხედვით, რომელიც ჩვენთან გამოიგზავნა. ეს არის ბოლო მოციქული მუჰამედი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომელიც მთელი კაცობრიობისთვის გაიგზავნა. ყოვლადმაღალი ალლაჰი ამბობს: " მაგრამ არა! შენს ღმერთს ვფიცავ! ვერ ირწმუნებენ ისინი, ვიდრე მსაჯულად არ დაგადგენენ იმისა, რის გამოც დაობდნენ ერთმანეთში. მერე კი წინ ვეღარ აღუდგებიან თავიანთ სულებში შენს გადაწყვეტილებას. და დაემორჩილებიან სრული მორჩილებით". [ან-ნისა: 65]
შუამავლების რწმენას მოაქვს შემდეგი მშვენიერი ნაყოფები:
1. ღმერთის მოწყალების შემცნება და მისი მზრუნველობა თავის მსახურნზე; რამეთუ, მან გამოუგზავნა მათ შუამავლები, რათა ისინი წაეყვანათ ღმერთისკენ მიმავალი სწორი გზით, და ესწავლებინათ მათთვის თუ როგორ შეესრულებინათ ღვთისმსახურება, რადგან ადამიანის გონებას დამოუკიდებლად არ შეუძლია ამის შეცნობა.
2. უზენაესი ალლაჰის მიმართ მადლიერება ამ დიდი წყალობისთვის.
3. შუამავალთა სიყვარული და დაფასება (ალლსჰი ლოცვა და მშვიდობა მათ), მათი შექება ისე, როგორც მათ შეეფერებათ, რადგან ისინი არიან ალლაჰის შუამავლები, რომლებიც ეთაყვანებოდნენ მას, გადასცემდნენ მის გზავნილს და გულწრფელად ეპყრობოდნენ მის მორჩილებს.
ზოგიერთმა გაუკუღმართებულმა საზოგადოებამ უარყო შუამავლები და თქვესმ რომ ალლაჰის შუამავლები ადანიანები ვერ იქნებიან. ალლაჰმა ეს მათი ეჭვები ახსენა და ცრუდ შერაცხა თავისი სიტყვებით: "და არაფერს დაუბრკოლებია ხალხი, რომ ერწმუნათ მაშინ, როცა ჭეშმარიტი გზა მიებოძათ, იმის გარდა, რომ თქვეს: განა ალლაჰმა შუამავლად კაცი წარმოგვიგზავნაო?! უთხარი: მიწაზე რომ ანგელოზნი დადიოდნენ გულმშვიდად, გარდმოვუვლენდით მათ ზეციდან ანგელოზებს შუამავლად". [ალ-ისრა: 94-95]
ალლაჰმა ეს მათი სიტყვები გააქარწყლა და თქვა, რომ აუციებელია შუამავალი იყოს ადამიანი; როდესაც ის წარმოიგზავნა დედამიწაზე, სადაც ადამიანები ცხოვრობენ. დედამიწის მკვიდრნი ანგელოზები რომ ყოფილიყვნენ, ალლაჰი მათთან ზეციდან ანგელოზს გამოგზავნიდა შუამავლად, რომ ის მათი მსგავსი ყოფილიყო. ასევე ალლაჰმა მოგვითხრო შუამავალთა უარმყოფლებზე, რომ ისინი ამბობენ: "თქვეს: თქვენ მხოლოდ კაცნი ხართ ჩვენი მსგავსი, რომელთაც გსურთ მოგვაცილოთ იმას, რასაც ეთაყვანებოდნენ ჩვენი მამები. მაშ, მოგვიტანეთ ცხადი მტკიცებაო! უთხრეს მათ თავიანთმა შუამავლებმა: ჩვენ მხოლოდ კაცები ვართ თქვენი მსგავსი, თუმცა ალლაჰი წყალობას ანიჭებს იმას, ვისაც ინებებს თავის მსახურთაგან, და ვერ შევძლებდით მოგვეტანა თქვენთვის მტკიცება, რომ არა ალლაჰის ნება". [იბრაჰიმ: 10-11]
*
ბოლო დღის რწმენა
ბოლო დღე — ეს არის დღე, როცა ადამიანები აღდგებიან ანგარიშისა და საზღაურის მისაღებად.
ასე ეწოდა იმიტომ რომ, მის შემდეგ დღე აღარ იქნება (ის ბოლო დღეა), როდესაც სამოთხის მკვიდრნი სამოთხეში დამკვიდრდებიან და ჯოჯოხეთის კი - ჯოჯოხეთში.
ბოლო დღის რწმენა მოიცავს სამ საკითხს:
პირველი: აღდგომის რწმენა . ეს არის მკვდრების ხელმეორედ გაცოცხლება ანგელოზი ისრაფილის მიერ საყვირში მეორედ ჩაბერვის შემდეგ. ადამიანები წარსდგებიან სამყაროთა ღმერთის წინაშე, ფეხშიშველნი, ტანშიშველნი და წინდაუცვეთელნი. ალლაჰი ამბობს: "როგორც შევქმენით პირველი ქმნილება, ისევე გავიმეორებთ, ჩვენი აღთქმის თანახმად. ჭეშმარიტად, ჩვენ აღვასრულებთ". [ალ-ანბია: 104]
აღდგომა ჭეშმარიტებაა, რაზეც მიუთითებს ყურანი, სუნნა და მუსლიმთა ერთსულოვანი აზრი.
ალლაჰი ამბობს: "მერე, თქვენ ამის შემდგომ - მომაკვდავნი ხართ. მერე აღდგომის დღეს, აღსდგებით". [ მუმინუნ: 15-16 ]
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობს: "ადამიანები აღსდგებიან განკითხვის დღეს ფეხშიშველნი, ტანშიშველნი და წინდაუცვეთელნი". (ალ-ბუხარი, მუსლიმ)
მუსლიმები ერთხმად აღიარებენ მის ჭეშმარიტებას, რადგან ის შეესაბამება ალლაჰის სიბრძნეს, რომელიც ითვალისწინებს აღდგომის აუცილებლობას, რათა ადამიანებმა მიიღონ საზღაური იმ კანონების დაცვის ან დარღვევის გამო, რომლებიც ალლაჰმა მათ დაუდგინა და რომელთათვისაც თავისი მოციქულები გაგზავნა. უზენაესი ალლაჰი ამბობს: "განა გგონიათ, რომ ჩვენ ტყუილუბრალოდ შეგქმენით და ჩვენს წინაშე დაბრუნებულნი არ იქნებით?" [ ალ-მუმინუუნ: 115 ] მან მიმართა თავის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "ჭეშმარიტად, ვინც ეს ყურანი დაგავალდებულა, დაგაბრუნებს შენ დასაბრუნებელში". [ ალ-ყასას: 85 ]
მეორე: ანგარიშსწორებისა და საზღაურის მიღების რწმენა. მსახური განიკითხება და მიიღებს საზღაურს მისი ნამოქმედარის მიხედვით, ამაზე მიუთითებს ალლაჰის წიგნი, სუნნა და მუსლიმთა ერთიანი აზრი.
უზენაესი ალლაჰი ამბობს: "ჭეშმარიტად, ჩვენთანაა მათი დაბრუნება. მერე, ჭეშმარიტად, ჩვენზეა მათი ანგარიშსწორება". [ ალ-ღაშია: 25-26] უზენაესი ალლაჰი ამბობს: "ვინც წარსდგება კეთილი საქმით, მას ათწილად მიეგება; და ვინც წარსდგება ავი საქმით, მხოლოდ იმითვე მიეზღვება. და არ იქნებიან ისინი დაჩაგრულნი". [ ალ-ან'ამ: 160 ] ალლაჰი ამბობს: "და განვაწესებთ ჩვენ სიმართლის სასწორებს აღდგომის დღეს; და არცერთი სული არაფრით არ დაიჩაგრება. ერთი მისხალიც რომ იყოს, მას მოვიტანთ. და საკმარისნი ვართ ჩვენ აღმნუსხველად". [ ალ-ანბიაა: 47 ]
იბნ უმარი (ალლაჰის იყოს მათით კმაყოფილი) გადმოსცემს: "შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას და მის ოჯახს) თქვა: "ჭეშმარიტად, ალლაჰი მოიახლოვებს მორწმუნეს, დაფარავს მას თავისი წყალობით და ეტყვის: ეს ცოდვა გახსოვს ? ეს ცოდვა გახსოვს? მსახური მას ეტყვის: დიახ ჩემო ღმერთო, და ეს გაგრძელდება ასე, სანამ (ალლაჰი)მსახურს თავის ყველა ცოდვას არ აღიარებინებს და თავისით არ დარწმუნდება რომ , ნამდვილად დაიღუპა. მაშინ ალლაჰი მას ეტყვის: მე დავფარე შენი ცოდვები მიწიერ ცხოვრებაში და დღეს გაპატიებ მათ, შემდეგ მიეცემა მას თავისი მადლის წიგნაკები. რაც შეეხება ურწმუნოებს და ორპირებს, მათზე საჯაროდ გამოცხადდება: ესენი არიან, რომელთაც ცრუდ შერაცხეს მათი ღმერთი, ჭეშმარიტად -, ალლაჰის წყევლაა უსამართლოებზე". ეს ჰადისი გადმოსცა ალ-ბუხარიმ და მუსლიმმა.
ასევე სანდო ჰადისში გადმოცემულის შუამავალისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "რომ ვინც განიზრახავს სიკეთეს და შეასრულებს მას, ალლაჰი დაუწერს ათიდან შვიდას მადლამდე, და უფრო მეტსაც. და ვინც განიზრახავს სიავეს და შეასრულებს მას, ალლაჰი მხოლოდ ერთ ცოდვას დაუწერს მას".
მუსლიმები შეთანხმდნენ იმაზე, რომ ანგარიშსწორება და საზღაური არსებობა ყველა ნამოქმედარ საქმეზე, ალლაჰის სიბრძნიდან გამომდინარეობს. ჭეშმარიტად, ალლაჰმა გარდმოავლინა წიგნები, წარმოგზავნა შუამავლები და დაავალდებულა თავისი მასახურნი, რომ მიეღოთ მათი (შუამავალთა) მოტანილი და მოეყვანათ პრაქტიკაში, რისი შესრულებაც აუცილებელი იყო. ასევე, მან დავალდებულა ბრძოლა მათ წინააღმდეგ, ვინც ზურგს იქცევს მისგან და ნებადართულიჰყო მათი სისხლის დაღვრა, მათი შთამომავლების, ცოლებისა და ქონების ხელყოფა. რომ არა ანგარიშსწორება და არც სასჯელი ეს ყველაფერი ფუჭი იქნებოდა, რომელიც ყოვლადბრძენ ღმერთს არ შეეფერება. ამაზე მიუთითა უზენაესმა ალლაჰმა თავის სიტყვებში: "და შევეკითხები მათ, ვისთანაც წარვაგზავნე(შუამავლები) და ვკითხავ შუამავლებსაც. და მოვუყვებით მათ ცოდნით, და არ ვყოფილვართ არდამსწრენი". [ ალ-ა'რაფ: 6-7 ]
მესამე: სამოთხის და ჯოჯოხეთის რწმენა, და რომ ისინი სამუდამო სამყოფელია ქმნილებებისთვის.
სამოთხე - ეს არის ნეტარი სასუფეველი, რომელიც მოამზადა ალლაჰმა ღვთისმოშიში მორწმუნეთათვის, რომელთაც ირწმუნეს ის, რისი რწმენაც დაავალდებულა ალლაჰმა მათ. ემორჩილებოდნენ ალლაჰს და მის შუამავალს, წრფელნი იყვნენ ალლაჰის მიმართ, მიჰყვებოდნენ შუამავალს. სამოთხეში ბევრი სახის წყალობაა, რაც თვალს არ უნახია, არც ყურს მოუსმენია, და არც ადამიანის გონებას წარმოუდგენია. დიადი ალლაჰი ამბობს: "ჭეშმარიტად, ისინი, რომელთაც ირწმუნეს და სიკეთე აკეთეს, ისინი არიან ქმნილებათაგან საუკეთესონი. 8. მათი საზღაური მათი ღმერთის წინაშე 'ადნის სამოთხეებია, რომელთა ძირს მიედინებიან მდინარეები. მარადიულად იქნებიან იქ. კმაყოფილია მათით ალლაჰი და კმაყოფილნი არიან მისით. ეს იმათ, ვისაც ეშინოდა თავისი ღმერთისა". [ ალ-ბაიინა: 7-8] და თქვა: "არც ერთმა სულიერმა არ იცის, რა სიამეებია დაფარული მათ თვალთაგან იმის საზღაურად, რასაც აკეთებდნენ". [ ას-საჯდა: 17 ]
ჯოჯოხეთი ეს არის ტანჯვის ადგილი რომელიც მოამზადა ალლაჰმა უსამართლო ურწმუნოთათვის, რომელთაც უარყვეს ღმერთი და ეურჩნენ შუამავალთ. მასში არსებობს ტანჯვის და სასჯელის მრავალი ფორმა, რომელსაც გონებაც ვერ წარმოიდგენს. დიადი ალლაჰი ამბობს: "და გეშინოდეთ ცეცხლის რომელიც გამზადებულია ურწმუნოთათვის". [ აალი იმრაან: 131 ] და თქვა : "და უთხარი ჭეშმარიტება თქვენი ღმერთისგანაა, ასე რომ ვისაც უნდა ირწმუნოს ვისაც უნდა უარყოს, ჭეშმარიტად ჩვენ გავამზადეთ უსამართლოთათვის ცეცხლი რომელიც გარემოიცავს მას, და თუ ისინი წყალს ისურვებენ დაალევინებენ წყალს გამდნარი ლითონის მსგავს, რომელიც დაწვავს სახეებს. რა საზიზღარი სასმელი და საზიზღარი სამყოფელია". [ ალ-ქაჰფ: 29] და თქვა: "ალლაჰმა დასწყევლა ურწმუნოები და გაუმზადა მათ ცხარე ცეცხლი. მარადიულად იქნებიან მასში, ვერ მონახავენ ვერც მფარველსა და ვერც შემწეს. იმ დღეს მათი სახეები მიქცეული იქნება ცეცხლისაკენ და იტყვიან: ნეტავ დავმორჩილებოდით ალლაჰსა და დავმორჩილებოდით მის შუამავალს". [ ალ-აჰზაბ: 64-66 ]
განკითხვის დღის რწმენას მოაქვს შემდეგი მშვენიერი ნაყოფები:
1. გულმოდგინება ალლაჰის მორჩილებაში, იმ იმედით, რომ ამ დღეს მიიღებს ამისთვის ჯილდოს.
2. ალლაჰის დაუმორჩილებისგან და მისით(ურჩობით) კმაყოფილებისგან თავის არიდება ალლაჰის სასჯელის შიშით განკითვის დღეს.
3. ნუგეში მორწმუნესთვის: მის მიწიერ ცხოვრებაში განცდილი დანაკარგები საკმარისად აუნაზღაურდება, როდესაც მარადიულ ცხოვრებაში ნეტარებასა და ჯილდოს მიიღებს.
ურწმუნოებმა უარყვეს ხელმეორედ აღსდგომა, მიაჩნიათ რომ, ეს შეუძლებელია.
ეს არის მცდარი მტკიცება, რომლის სიცრუეც დასტურდება შარიათით, ჩვენი გრძნობებით და გონებით.
რაც შეეხება შარიათს, უზენაესმა ალლაჰმა თქვა: "ამტკიცებენ ისინი, რომელთაც არ ირწმუნეს, რომ აღდგენილნი არ იქნებიან? უთხარი: დიახ! ვფიცავ ჩემს ღმერთს, უსათუოდ აღდგენილნი იქნებით და უსათუოდ გეცნობებათ ის, რაც გააკეთეთ, და ეს იოლია ალლაჰისთვის". [ ათ-თაღაბუნ: 7 ] ყველა ღვთიური წიგნი თანხმდება განკითხვის დღის არსებობაზე.
Ჩვენს გრძნობებთან დაკავშირებით, ალლაჰმა თავის მონებს ამ სამყაროში აჩვენა მკვდართა გაცოცხლება. სურა „ალ-ბაყარაში“ მოცემულია ამისი ხუთი მაგალითი.
პირველი მაგალითი: მუსას ერი, როცა მას უთხრეს: "არ ვირწმუნებთ შენსას, სანამ არ დავინახავთ ალლაჰს აშკარად". [ ა- ბაყარა: 55 ] ამის შემდეგ ალლაჰმა მოაკვდინა ისინი და ისევ გააცოცხლა. ამასთან დაკავშირები ალლაჰი მიმართავს ისრაელის შთამომავალთ: "და როცა უთხარით: ჰეი მუსა, ვერა და ვერ დაგიჯერებთ, სანამ არ ვნახავთ ალლაჰს ცხადად, და ელვა გეკვეთათ თქვენ და უყურებდით. მერე გაგაცოცხლეთ სიკვდილის შემდგომ, ეგების მადლიერნი ყოფილიყავით". [ ალ-ბაყარა: 55-56 ]
მეორე მაგალითი: მოკლულის ისტორია, რომლის გამოც ისრაილის შვილებმა იკამათეს, და უზენაესმა ალლაჰმა უბრძანა მათ, დაეკლათ ძროხა და დაერტყათ მოკლულისთვის მისი ნაწილით, რათა მას მათთვის განეცხადებინა, ვინ მოკლა იგი. ყოვლადმაღალი ალლაჰი ამაზე ამბობს: "აკი, მოკალით თქვენ ერთი კაცი და მერე მას ერთმანეთს აბრალებდით. ალლაჰმა კი ცხადჰყო ის, რასაც მალავდით. ამიტომაც ვთქვით ჩვენ: დაჰკარით მას ძროხის რაიმე ნაწილი! ამგვარად გააცოცხლებს ალლაჰი მკვდრებს და გაჩვენებთ თქვენ თავის სასწაულებს, იმედია გონს მოეგებით! [ ბაყარა: 72-73 ]
მესამე მაგალითი: იმ ხალხის ამბავი, რომლებიც გაიქცნენ მათი საცხოვრებლებიდან სიკვდილის შიშით, მათი რიცხვი ათასობით იყო. ალლაჰმა მაინც მოაკვდინა ისინი, შემდეგ კი გააცოცხლა. ამასთან დაკავშირებით ალლაჰი ყურანში ამბობს: "განა არ გინახავს ისინი ათასნი, რომელნიც სიკვდილის შიშით სახლებიდან გადაიხვეწნენ? უთხრა მათ ალლაჰმა: „მოკვდით!“ შემდეგ კი გააცოცხლა ისინი. ჭეშმარიტად, ალლაჰი სიკეთით აღსავსეა ხალხის მიმართ, ხალხის უმეტესობა კი უმადურია". [ ბაყარა: 243 ]
მეოთხე მაგალითი: ერთი ადამიანის ისტორია, რომელიც გადიოდა დასახლების გვერდით, სადაც უკვე აღარავინ იყო დარჩენილი, და ფიქრობდა, რომ უზენაესი ვერასდროს გააცოცხლებდა იქ მცხოვრებ ადამიანებს. მაშინ ალლაჰმა ასი წლით გამოასალმა მას სიცოცხლეს, შემდეგ კი გააცოცხლა. უზენაესი ალლაჰი ამაზე ამბობს: "ან მსგავსად იმისა, ვინც დასახლებას ჩაუარა, რომელიც დაქცეული, მიწასთან გასწორებული იყო, თქვა: როგორ აღადგენს ამას ალლაჰი, მას მერე რაც ის დაქცეულა? და მოაკვდინა (ის)კაცი ალლაჰმა ასი წლით, მერე გააცოცხლა. შეეკითხა: რამდენ ხანს დაჰყავი? უთხრა (კაცმა): დავჰყავი დღე ან დღის ნაწილი? მიუგო: „არამც და არამც! ასი წელი დაჰყავი! შეხედე შენს საჭმელ–სასმელს, არც კი გაფუჭებულა. და შეხედე შენს ვირს, რათა გქმნათ შენ სასწაულად ხალხისათვის, და შეხედე ძვლებს, როგორ შევაერთებთ და შევასხამთ ხორცს“. და როცა ნათელი გახდა მისთვის, თქვა: უკვე ვიცი, რომ ალლაჰს ყველაფერი შეუძლია". [ ალ-ბაყარა: 259 ]
მეხუთე მაგალითი: იბრაჰიმ შუამავალის ამბავი, როცა ის შეეკითხა ღმერთს, რომ ეჩვენებინა მისთვის თუ როგორ აცოცხლებდა მკვდრებს. ალლაჰმა მას უბრძანა დაეკლა ოთხი ფრინველი, შემდეგ დაენაწილებინა მათი ნაწილები მის ირგვლივ მთებზე, შემდეგ მოეხმო მათთვის. ეს ნაწილები ერთმანეთს შეერწყა და მოვიდა იბრაჰიმთან. ალლაჰი ამასთან დაკავშირებით ამბობს: "და როცა შეევედრა იბრაჰიმი: ღმერთო ჩემო, მახილვინე მე, როგორ აცოცხლებ მკვდრებს, ბრძანა (ალლაჰმა): ნუთუ არა გწამს? მიუგო: როგორ არა, მაგრამ მინდა გული დავირწმუნო. უთხრა: მაშინ დაიჭირე ოთხი ჩიტი, შეიჩვიე შენთან, შემდეგ ყოველ გორაკზე თითო ნაჭერი დადე მათი, და მოუხმე მათ, ისინი ქროლვით გამოქანდებიან შენსკენ. და იცოდე, რომ ალლაჰი ძლევამოსილი, ბრძენია". [ ალ-ბაყარა: 260 ]
ეს არსებული მაგალითები მიუთითებს მკვდრების გაცოცხლების შესაძლებლობაზე, მასზე წინათაც მიუთითა ალლაჰმა როდესაც მარიამის ძე ისას მაგალითი მოიყვანა, თუ როგორ აცოცხლებდა მკვდრებს და ამოჰყავდა ისინი სასაფლავებიდან ალლაჰის ნებით.
რაც შეეხება გონებას, აქ ორი ასპექტია.
პირვალი: ჭეშმარიტად დიადი ალლაჰია ცებისა და მიწის და მათ შორის ყოველივეს თავდაპირველად შემქმნელი. ასე რომ, მას ვისაც შუძლია არარსებულიდან გაჩენა, მას ასევე შეუძლია ხელმეორედ მისი აღდგენაც. ალლაჰი ყურანში ამბობს: "და ის არის, რომელმაც გააჩინა თავდაპირველად, შემდეგ გააჩენს მეორედ და ეს უფრო იოლია მისთვის". [ არ-რუმ: 27 ] ასევე თქვა: "როგორც შევქმენით პირველი ქმნილება, ისევე გავიმეორებთ, ჩვენი აღთქმის თანახმად. ჭეშმარიტად, ჩვენ აღვასრულებთ". [ ალ-ანბია: 104 ] და ალლაჰმა ბრძანა, რომ პასუხი გაეცა მათთვის, ვინც უკვე გაცამტვერებული ძვლების გაცოცხლება შეუძლებლად მიიჩნია: "უთხარი: გააცოცხლებს მათ იგი, ვინც ისინი შექმნა თავდაპირველად და იგი ყოველი ქმნილების მცოდნეა". [ იასინ: 79]
მეორე: მიწა ხანდახან მკვდარია, უსიცოცხლო და გამწვანებული მცენარეებისგან დაცლილი, მაგრამ შემდეგ წვიმა მოდის, და ის ცოცხლდება, ფარავს მწვანე საფარით და წარმოშობს მრავალფეროვან მშვენიერ მცენარეებს. ვისაც შეუძლია მკვდარი მიწის გაცოცხლება, მას შეუძლია გარდაცვლილთა გაცოცხლებაც. უზენაესი ალლაჰი ამბობს: "და მისი სასწაულებიდანაა, რომ ხედავ გამომხმარ მიწას. და როცა ზეგარდმოვავლენთ მასზე წყალს, მოძრაობას იწყებს და ფუვდება. ვინც იგი გააცოცხლა, მკვდართა გამაცოცხლებელია. ჭეშმარიტად, იგი ყოვლისშემძლეა". [ ფუსსილათ: 39 ] ალლაჰი ამბობს: "და გარდმოვავლინეთ ციდან ბარაქიანი წვიმა და აღმოვაცენეთ მისით ბაღები და მარცვლეულის ყანები. და აღმოვაცენეთ ხურმის მაღალი ხეები. მათ აქვთ ნაყოფები დამწკრივებული. სარჩოდ მსახურთათვის. და გავაცოცხლეთ მისით მკვდარი ქვეყანა. ამგვარივეა (მიწიდან მკვდართა) გამოსვლა". [ ყააფ: 9-11 ]
უკანასკნელი დღის რწმენა მოიცავს იმ ყველაფრის რწმენას, რაც იქნება სიკვდილის შემდეგ. მაგალითად:
1) საფლავის განსაცდელი: ეს არის დასაფლავების შემდეგ გარდაცვლილის დაკითხვა: ვინ არის მისი ღმერთი? რა არის მისი რელიგია? ვინ არის მისი შუამავალი? ალლაჰი განამტკიცებს მათ, რომლებიც იყვნენ მორწმუნენი მტკიცე სიტყვით. და ის იტყვის: ჩემი ღმერთი ალლაჰია, ჩემი რელიგია ისლამია, ჩემი შუამავალი მუჰამმედია (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას). გზააბნევაში დატოვებს ალლაჰი უსამართლოებს, და ურწმუნო იტყვის: ჰაა ჰაა... არ ვიცი. ორპირი ან ვისაც ისლამში ეჭვი ეპარებოდა იტყვიან: არ ვიცი, მხოლოდ გავიგე ხალხი რაღაცას ამბობდა და მეც იმას ვიმეორებდი.
2) ტანჯვა და ნეტარება საფლავში. ტანჯვა ელოდება ფარისევლებსა და ურწმუნოებს. ყოვლისშემძლე ალლაჰმა თქვა: "ნეტავ განახა უსამართლონი სიკვდილის ხუთვებისას. ანგელოზები გაუწვდიან ხელებს: გაეყარეთ საკუთარ სულებს, მოგეგებათ სასჯელი დამცირებისა, იმის გამო, რომ ამბობდით ალლაჰზე არაჭეშმარიტებას და ამპარტავნები იყავით მისი აიათების წინაშე". [ ალ-ან'ამ: 93 ]
ალლაჰი ამბობს ფარაონის და მისი ოჯახის შესახებ: "ცეცხლი, რომლის წინაშეც წარდგენილნი იქნებიან განთიადისას და შებინდებისას, იმ დღეს კი, როცა დადგება საათი, შეიყვანენ ფარაონის სახლეულს უმკაცრეს სასჯელში" [ ღააფირ: 46 ]
იმამ მუსლიმის "საჰიჰში" არის გადმოცემული ზეიდ იბნ სააბითისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "და რომ არა იმის შიში, რომ თქვენ ერთმანეთს დასაფლავებაში არ დაეხმარებით, შევთხოვდი ალლაჰს, რომ მოგასმენინონ ის, რაც მე მესმის საფლავის სასჯელიდან". შემდეგ მოტრიალდა ჩვენსკენ და თქვა: "ალლაჰს მიეკედლეთ ცეცხლის სასჯელისგან". იქ მყოფებმა თქვეს: ალლაჰს მივეკედლებით ცეცხლის სასჯელისგან, შემდეგ მან თქვა: "ალლაჰს მიეკედლეთ საფლავის სასჯელისგან". მათ თქვეს: ალლაჰს მივეკედლებით საფლავის სასჯელისგან. შემდეგ თქვა : "ალლაჰს მიეკედლეთ ყოველგვარი ფითნისგან და განსაცდელისგან, დაფარულის თუ ცხადის". მათ თქვეს: ალლაჰს მივეკედლებით ყოველგვარი ფითნისგან, დაფარულის თუ ცხადის. მან თქვა: "ალლაჰს მიეკედლეთ ცრუ მესიას(ანტი ქრისტე) ფითნის განსაცდელისგან". მათ თქვეს: ალლაჰს მივეკედლებით ცრუ მესიას ფითნის განსაცდელისგან".
რაც შეეხება საფლავის ნეტარებას - ის ელოდება გულწრფელ მორწმუნეებს. ალლაჰი ამბობს: "ჭეშმარიტად, რომელთაც თქვეს - ჩვენი ღმერთი ალლაჰიაო, მერე სწორ გზაზე დადგნენ, ზეგარდმოევლინებათ ანგელოზები:(და და ეტყვიან) ნუ გეშინიათ, ნუ დამწუხრდებით და გაიხარეთ სამოთხით, რომელიც აღთქმული გქონდათ". [ ფუსსილათ: 30 ]
ასევე თქვა: "და თუკი აჰა, იგი(სიკვდილი) ყელში მიებჯინება. და თქვენ უყურებთ. ჩვენ თქვენზე უფრო ახლოს ვართ მაშინ მასთან, თუმცა თქვენ ვერ ხედავთ. თუ კი თქვენ არ იქნებით განსჯილნი. დააბრუნეთ ის(სული თავის სხეულში),თუ თქვენ მართლები ხართ. ხოლო თუ იქნება (ის გარდაცვლილი)დაახლოებულთაგანი. მაშინ სიმშვიდე მას, სარჩო და ნეტარების სამოთხენი". [ ალ-ვაყია: 83-89 ]
ალ-ბარა იბნ ‘ააზიბი (ალლჰი იყოს კმაყოფილი მისით) გადმოსცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის მშვიდობა და კურთხევა მას) თქვა, თუ რა ხდება მას შემდეგ, რაც მორწმუნე პასუხობს თავის საფლავში ორ ანგელოზს: "და ციდან ხმა მოისმის: "ჭეშმარიტება თქვა ჩემმა მონამ! გაუფინეთ მას საწოლი სამოთხიდან, შეამოსეთ სამოთხის სამოსი და გაუხსენით სამოთხის კარიბჭე!" მასთან მოდის სამოთხის სიკეთეები და მისი სურნელი, და ალლაჰი ხსნის მის წინაშე სივრცეს იმდენად, რამდენადაც მისი თვალი წვდება". ამ გრძელ ჰადისს გადმოსცემენ იმამ აჰმადი და აბუ დაუდი.
ზოგი ხალხი აცდა სწორ გზას და მათ უარყვეს საფლავის სასჯელი და წყალობა. ისინი ამბობენ, რომ ეს შეუძლებელია. ეს ყველაფერი რეალობას ეწინააღმდეგება. ისინი ამბობენ: "თუ ჩვენ თუ გავხსნით საფლავს და ვნახავთ გარდაცვლილს, დავინახავთ, რომ ის ისევ ისეთ მდგომარეობაშია, როგორც დაასაფლავეს. ასევე, საფლავიც ისევ ისეთ მდგომარეობაშია, არც გაშლილა და არც დავიწროებულა".
ეს მათი შეხედულება მცდარია შარიათის, ჩვენი გრძნობებისა და გონების მიხედვით:
რაც შეეხება შარიათს, მაღლა იყო მოცემული არგუმენტები, რომლებიც მიუთითებდა სასაფლაოს სასჯელზე და ნეტარებაზე.
ალ-ბუხარის „საჰიჰში“, რომელსაც გადმოსცემს იბნ აბბასი (ალლაჰი იყოს მისით და მისი მამით კმაყოფილი), ნათქვამია: „მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გავიდა მედინის ერთ-ერთ ბაღიდან(პალმისა) და გაიგონა ორი ადამიანის ხმა, რომლებიც თავიანთ საფლავებში ისჯებოდნენ“. ჰადისში ასევე ნათქვამია: „ერთ-ერთი მათგანი არ ერიდებოდა შარდს“, ხოლო სხვა გადმოცემაში: „თავის შარდს“. მეორე კი ავრცელებდა ჭორებს, ხოლო მუსლიმის გადმოცემაში ნათქვამია: „არ იწმინდებოდა შარდისგან“.
რაც შეეხება გრძნობებს, ხანდახან მძინარე ადამიანი ხედავს სიზმარში, რომ ის იმყოფება გაშლილ და სასიამოვნო ადგილას, სადაც თავს ძალიან კარგად გრძნობს. ხანდახან კი ხედავს, რომ ის იმყოფება ვიწრო და საშინელ ადგილას, სადაც საშინლად იტანჯება, ზოგჯერ ნანახის გამო გამოეღვიძება კიდეც. ამავდროულად, ის თავის საწოლში იმყოფება თავის ოთახში, რაც ნიშნავს, რომ მისი მდგომარეობა არ იცვლება. ძილი კი სიკვდილის ძმაა, ამიტომ ყოვლისშემძლე ალლაჰმა მას (ძილს)"გარდაცვალება" უწოდა. ყოვლისშემძლე ალლაჰი ამბობს: "ალლაჰი მიიბარებს სულებს მათი სიკვდილის ჟამს, და იმას, რომელიც არ მომკვდარა ძილის ჟამს, იჭერს მათ, ვისაც სიკვდილი განეჩინა, და აგზავნის სხვებს დათქმულ ვადამდე. ჭეშმარიტად, ამაში სასწაულებია მოაზროვნე ხალხისთვის,". [ აზ-ზუმარ: 42 ]
რაც შეეხება გონებას, ხანდახან მძინარე ადამიანი ხედავს სიზმარში ისეთ რამეს, რაც რეალობას შეესაბამება. შეიძლება მას დაესიზმროს შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავისი აღწერილობით, და ვისაც შუამავალი ესიზმრება თავისი აღწერილობით - მან შუამავალი ნახა ჭეშმარიტად. როდესაც მძინარე ადამიანი თავის ოთახში, თავის საწოლში იმყოფება ნანახისგან ძალიან შორს, თუ ეს შესაძლებელია ამ სამყაროში, განა ეს შეუძლებელი იქნება მარადიულ სამყაროში?!
მაგრამ მათი მტკიცებები, რომლებიც ეყრდნობა საფლავის გახსნას და იქ გარდაცვლილის შემოწმებას და იმის მტკიცებას, რომ გარდაცვლილი ისევ ისეთია, როგორიც იყო ან საფლავი ისევ ისეთია, როგორიც იყო, არც გაფართოებულა და არც დავიწროებულა; ამ ყველაფერს სხვადასხვა კუთხით შეგვიძლია გავცეთ პასუხი:
პირველი: მიუღებელია შარიათის მოტანილი ინფორმაციის წინააღმდეგობა, მსგავსი უსაფუძვლო ეჭვების გამო. თუ რეალურად სიღრმისეულად დაფიქრდება პიროვნება იმაზე, რითაც მოვიდა შარიათი მიხვდება, რომ ეს ყველა ეჭვი უსაფუძვლოა; ნათქვამია:
რამდენი ადამიანი გმობს სწორ სიტყვებს
მხოლოდ იმიტომ, რომ მათ არასწორად ესმით…
მეორე: რაც ხდება შუალედურ სამყაროში (ბარზახში), განეკუთვნება დაფარულს, რასაც ჩვენი გრძნობები ვერ აღიქვამენ. თუ ეს ყველაფერი ჩვენი გრძნობებით აღიქმებოდა, მაშინ გაუჩინარდებოდა რწმენის მნიშვნელობა უხილავ( არსებობებში), და თანაბარნი იქნებოდნენ მის მიმართ მორწმუნენიც და ურწმუნოებიც, რადგან მათ არ დარჩებოდათ შესაძლებლობა უარყონ ის, რაც აშკარაა.
მესამე: საფლავის სასჯელი, ნეტარება, საფალვის შევიწროება თუ გაფართოვება. ამ ყველაფერს მხოლოდ გარდაცვლილი გრძნობს სხვა ვერავინ ისე, როგორც მძინარე ხედავს საშინელ სიზმარს და იტანჯება, ან ხედავს სასიამოვნო სიზმარს და ბედნიერია, მაგრამ მის ირგვლივ მყოფნი ვერაფერს გრძნობენ და ხედავენ. ხანდახან შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იმ დროს მოსდიოდა გამოცხადება, როდესაც ის თავის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. ის ისმენდა გამოცხადებას, მაგრამ მის მეგობრებს არაფერი ესმოდათ. შესაძლებელია მას ადამიანის გარეგგნობით ანგელოზი გამოცხადებოდა და მასზე მითითებები მიეცა. მის ირგვლივ მყოფნი ვერ ხედავდნენ ვერაფერს და არც ესმოდათ.
მეოთხე: ადამიანთა აღქმის უნარი შეზღუდულია იმ საზღვრებში, რამდენის აღქმის შესაძლებლობაც მისცა ღმერთმა მათ. მათ არ შეუძლიათ ყველაფრის შემეცნება, როგორებიცაა შვიდი ზეცა, მიწა და ის, რაც მათ შორისაა. ეს ყველაფერი ალლაჰის განდიდებაშია, ისინი რეალურად განადიდებენ ალლაჰს. ალლაჰი გამონაკლის შემთხვევებში თვის მსახურებს აძლევს მათი მოსმენის შესაძლებლობას. ეს ყველაფერი დაფარულია ჩვნთვის. ალლაჰი ამასთან დაკავშირებით ამბობს: "დიდებას აღუვლენს მას შვიდი ზეცა, მიწა, და ყოველი, რაც მასშია. და არ არის რაიმე, მას რომ ქებას არ აღუვლენდეს, მაგრამ თქვენ არ გესმით მათი ქება-დიდება. ჭეშმარიტად, იგი სათნოა, მიმტევებელია". [ ალ-ისრა: 44 ] ამის მსგავსად ეშმაკები და ჯინები გადაადგილდებიან და დედამიწაზე მოძრაობენ. ჯინები შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იყვნენ მისულნი და როცა გაიგონეს მისი ყურანის კითხვა გაჩუმდნენ და მოუსმინეს. შემდეგ დაბრუნდნენ თავიანთ ტომთან, რათა გაეფრთხილებინათ და დაეარიგებინათ ისინი. — თუმცა, ამავდროულად, ისინი ჩვენს თვალთახედვას მოშორებულნი არიან. ალლაჰი ამასთან დაკავშირებით ამბობს: "ჰეი ადამის შვილებო! ნუ გაცდუნებთ თქვენ შაიტანი ისევე, როგორც გამოაძევა თქვენი მშობლები სამოთხიდან, გახადა მათ ტანსაცმელი, რათა ეჩვენებინა მათთვის ერთმანეთის უმსგავსო ნაწილები. ჭეშმარიტად, გხედავთ თქვენ ის(შაიტანი) და მისი გუნდი იქიდან, საიდანაც თქვენ მათ ვერ ხედავთ. ჩვენ დავუდგინეთ შაიტანები მეგობრებად იმათ, რომელთაც არ ირწმუნეს". [ ა'რაფ: 27 ] და თუ ადამიანებს არ შეუძლიათ ყველა არსებულის აღქმა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ აქვთ უფლება უარყონ დაფარული საქმეები, რომლებიც დადასტურებულია.
*
ბედისწერის რწმენა
ბედისწერაში იგულისხმება ყოვლისშემძლე ალლაჰის მიერ ყველაფრის წინასწარ განსაზღვრა, მისი პირველადი ცოდნისა და იმასთან შესაბამისობაში, რასაც მისი სიბრძნე მოითხოვს.
ბედისწერის რწმენა მოიცავს ოთხ საკითხს:
პირველი: რწმენა იმაში, რომ ყოვლისშემძლე ალლაჰმა იცის ყველაფერი, როგორც ზოგადად, ისე დეტალურად, თავიდანვე და სამუდამოდ, როგორც მისი ქმედებები, ასევე მისი მონების ქმედებებთან დაკავშირებული.
მეორე: რწმენა იმისა რომ, ჭეშმარიტად ალლაჰმა დაწერა ეს ყველაფერი დაცულ წიგნში. ამ ორ საკითხთან დაკავშირებით ალლაჰი ამბობს: "განა არ იცი, რომ ალლაჰმა იცის, რაც ცათა შინაა და რაც ქვეყანასა ზედაა. ჭეშმარიტად, ეს წიგნშია. ეს ალლაჰისთვის იოლია". [ ალ-ჰაჯჯ: 70 ]
‘აბდულლაჰ იბნ ‘ამრ იბნ ალ-‘ას (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით და მისი მამით) გადმოსცემს: „მე მოვისმინე, როგორ თქვა ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის მშვიდობა და კურთხევა მას): "ალლაჰმა დაწერა ქმნილებების ბედისწერები ცისა და მიწის შექმნამდე ორმოცდაათი ათასი წლით ადრე".
მესამე: რწმენა იმაში, რომ ამ სამყაროში არსებობს და ხდება მხოლოდ ის, რაც ალლაჰს სურს. ეს ეხება როგორც მის ქმედებებს, ასევე ქმნილებათა ქმედებებს. ყოვლისშემძლე ალლაჰმა თქვა მის ქმედებებთან დაკავშირებით: "და შენი ღმერთი ქმნის, რასაც ინებებს და ირჩევს". [ ალ-ყასას: 68 ] თქვა: "ალლაჰი აკეთებს იმას, რაც უნდა". [ იბრაჰიმ: 27 ] თქვა: "იგია ის, ვინც გსახავთ საშვილოსნოებში როგორც ინებებს". [ ალი იმრან: 6 ] ხოლო რაც შეეხება გაჩენილთა ქმედებებს, ალლაჰი ამბობს: "და თუ ინებებდა ალლაჰი, ძალას მისცემდა თქვენზე და შეგებრძოლებოდნენ". [ ან-ნისა: 90] თქვა: "რომ შენს ღმერთს ნდომობოდა, არ იზამდნენ ამას ისინი. და თავი ანებე მათ და იმას, რასაც იგონებენ". [ ან'ამ: 112 ]
მეოთხე: რწმენა იმისა რომ, ჭეშმარიტად ყველა არსებული არის ალლაჰის გაჩენილი, თავისი არსით, თვისებებით და მოქმედებებით. დიადი ალლაჰი ბრძანებს: "ალლაჰი ყველაფრის გამჩენია. და იგია ყველაფრის მფარველია". [ აზ-ზუმარ: 62 ] ყოვლადუნაკლომ თქვა: "შექმნა ყველაფრი და დაუდგინა ზღვარი". [ ალ-ფურყან: 2 ] მან თქვა თავისი შუამავალის იბრაჰიმის (ალლაჰი ლოცვა და მშვიდობა მას) შესახებ, როდესაც მან მიმართა თავის ხალს: "ალლაჰმა გაგაჩინათ თქვენ და ის, რასაც აკეთებთ". [ ას-საფფაათ: 96 ]
ბედისწერისადმი ზემოთ აღწერილი რწმენა არ ეწინააღმდეგება იმას, რომ ალლაჰის მონას აქვს ნება ნებაყოფლობითი ქმედებების შესრულებაში და ასევე უნარი მათი განხორციელებისა, რადგან შარიათი და ობიექტური რეალობა მიუთითებენ იმაზე, რომ ეს ნება და უნარი მას ნამდვილად აქვს.
რაც შეეხება შარიათს, დიადი ალლაჰი ნებასთან დაკავშირებით ამბობს: "ეს არის დღე ჭეშმარიტი და, ვინც ისურვა, აირჩია თავისი ღმერთის წიაღ თავშესაფარი". [ ან-ნაბა': 39 ] და თქვა: "შედით თქვენს ყანაში როგორც გენებოთ". [ ალ-ბაყარა: 223 ] და ალლაჰმა თქვა ქმედების უნარის შესახებ: "და გეშინოდეთ ალლაჰისა, რამდენადაც შეძლებთ, შეისმინეთ, დაემორჩილეთ". [ ათ-თაღააბუნ: 16 ] და მან თქვა: "არ აკისრებს ალლაჰი არცერთ სულს იმაზე მეტს, რაც მას ძალუძს, მისია სიკეთე რომელიც მოიხვეჭა და მის წინააღმდეგაა სიავე რომელიც მოიხვეჭ". [ ალ-ბაყარა: 286 ]
რაც შეეხება ობიექტურ რეალობას, ყველა ადამიანმა იცის, რომ მას აქვს ნება და უნარი მოქმედების, რომელთა საშუალებითაც ის ან ახორციელებს ქმედებებს, ან უარს ამბობს მათზე. ის განასხვავებს იმას, რაც ხდება მისი ნების შესაბამისად, მაგალითად, სიარულს, და იმას, რაც ხდება მის ნების გარეშე, მაგალითად, ცახცახს. თუმცა, ალლაჰის მონის ნება და მისი მოქმედების უნარი დამოკიდებულია ალლაჰის ნებასა და მის ძლევაზე. ყოვლისშემძლე ალლაჰმა თქვა: "ვინც ინებებს თქვენგან რომ დაადგეს სწორ გზას, და თქვენ ვერაფერს ისურვებთ თუ არა ნება ალლაჰისა სამყაროთა ღმერთისა". [ ათ-თაქვიირ: 28-29 ] რამეთუ მთელი სამყარო ღმერთის მფლობელობაშია, და შეუძლებელია მის სამფლობელოში იყოს რაიმე მის ცოდნისა და ნების გარეშე.
ბედისწერის რწმენა - როგორც ჩვენ განვმარტეთ- არ აძლევს ადამიანს შესაძლებლობას, რომ თავი იმართლოს მასზე დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობაში ან ჩადენლ ცოდვებში. რამეთუ, მისი თავის მართლება არასწორია რამოდენიმე მიზეზით:
1) ალლაჰის სიტყვები: "იტყვიან ისინი, ვინც წარმართია: თუ ინებებდა ალლაჰი, არ ვიწარმართებდით არც ჩვენ და არც ჩვენი მამები, და არაფერს ავკრძალავდითო. ამგვარად ცრუობდნენ ისინი, ვინც იყვნენ მათზე უწინ, ვიდრე ჩვენი რისხვა არ იწვნიეს! უთხარი: განა თქვენ გაქვთ მცირედი ცოდნა მაინც? თქვენ მხოლოდ ვარაუდს მიჰყვებით და არაფერს ამბობთ ტყუილის გარდა". [ ან'ამ: 148] მათ რომ ჰქონოდათ თავის გამართლების მიზეზი ბედისწერით ალლაჰი არ მოავლენდა მათზე რისხვას.
2) დიადი ღმერთის სიტყვა: "შუამავლები მახარობლებლად და შემგონებლებად(წარმოვგზავნეთ) რათა არ ჰქონოდა ხალხს ალლაჰის საწინააღმდეგო სამხილი შუამავლების შემდგომ. ჭეშმარიტად ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია".[ ან-ნისა: 165 ] თუ ბედისწერა შეიძლება გამხდარიყო არგუმენტი იმათთვის, ვინც მოციქულების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა და ეწინააღმდეგებოდა მათ, მაშინ მოციქულების გაგზავნა მათ არგუმენტს ალლაჰის წინაშე არ წაართმევდა, რადგან მოციქულებისადმი ეს წინააღმდეგობა მათ მიერ გამოგზავნის შემდეგ ხდება ყოვლისშემძლე ალლაჰის წინასწარგანზრახვის შესაბამისად.
3) ალ-ბუხარის და მუსლიმის გადმოცემით - ალ-ბუხარის გადმოცემა - ალი იბნ აბუ ტაალიბ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "ყველა თქვენგანისთვის დაწერილია თავისი ადგილსამყოფელი ჯოჯოხეთში ან სამოთხეში". იქ მყოფთაგან ერთი კაცი შეეკითხა მას: მაშინ ვიყოთ ამის იმედად ალლაჰის შუამავალო? მან უპასუხა: " „არა, გაისარჯეთ, რადგან თითოეულს გაუადვილდება ის, რაც მისთვის არის განკუთვნილი". შემდეგ კი წაიკითხა "და ის, ვინც გასცემდა და ღვთისმოში იყო". [ ლაილ: 5 ] მუსლიმის ვერსიაში ნათქვამია: „თითოეულს გაუადვილდება ის, რისთვისაც იგი შეიქმნა“. ეს ნიშნავს, რომ მოციქულმა (ალლაჰის მშვიდობა და კურთხევა მას) მოუწოდა მუშაობას და აკრძალა მხოლოდ ბედისწერაზე მინდობა.
4) ჭეშმარიტად ალლაჰი თავის მსახურთ უბრძანებს ზოგ რამეს და უკრძალავს ზოგს. და მას თავის მსახურნზე არ დაუკისრებია გარდა იმისა, რაც მათ შეუძლიათ. ალლაჰი ამბობს: "და გეშინოდეთ ალლაჰისა, რამდენადაც შეძლებთ, შეისმინეთ, დაემორჩილეთ". [ ათ-თაღაბუნ: 16] "არ აკისრებს ალლაჰი არცერთ სულს იმაზე მეტს, რაც მას ძალუძს". [ ალ-ბაყარა: 286 ] თუ ადამიანი იძულებული იქნებოდა ქმედებების შესრულებაზე, ეს ნიშნავდა, რომ მისგან მოითხოვებოდა შეუძლებელი და ეს მცდარი იქნებოდა. ამიტომ, თუ ადამიანი უგულებელყოფს ალლაჰის ბრძანებას უცოდინრობის, დავიწყების ან იძულების გამო, მას არ ეკისრება ცოდვა, რადგან მას აქვს გამართლება და პატივსაცემი მიზეზი.
5) ყოვლისშემძლე ალლაჰის ბედისწერა საიდუმლოა, და მას არავინ იცნობს მანამ, სანამ ის არ შესრულდება. ადამიანის მოქმედებას წინ უძღვის მისი სწრაფვა და განზრახვა ამ ქმედების შესრულებისთვის. ამგვარად, ქმედების სურვილი არ ეფუძნება ალლაჰის ბედისწერის ცოდნას, ამიტომ ამ შემთხვევაში შეუძლებელია ბედისწერა გამოიყენოს როგორც გამართლება, რადგან ადამიანი ვერ გაამართლებს საკუთარ ქმედებებს იმით, რისი ცოდნაც მას არ აქვს.
6) ჩვენ ვხედავთ, რომ ამქვეყნიურ ცხოვრებაში ადამიანი ისახავს თავის წინაშე მიზნებს და ყველაფერს აკეთებს მათ მისაღწევად, და არ ურჩევნია უმოქმედობას და შემდეგ თავისი უმოქმედობა ბედისწერით გაამართლოს. მაშ, რატომ უარს ამბობს ის იმაზე, რაც მისთვის სარგებელს მოიტანდა რელიგიასთან დაკავშირებით, და აკეთებს იმას, რაც ზიანს მიაყენებს, შემდეგ კი თავის ქმედებას ბედისწერით ხსნის? განა ეს არ არის მსგავსი სიტუაცია?
უკეთ გასაგებად მოვიყვანოთ მაგალითი:
თუ ადამიანს წინ ორი გზა უდევს, ერთი, რომელიც მიდის ქვეყანაში, სადაც სუფევს ქაოსი — მკვლელობები, ძარცვა, ძალადობა, შიში და შიმშილი, ხოლო მეორე — ქვეყანაში, სადაც არის წესრიგი, უსაფრთხოება, სიმდიდრე, სიცოცხლის, ღირსებისა და ქონების პატივისცემა, რომელი გზით წავა ის?
უეჭველია ის გაჰყვება გზას, რომელიც მიდის იმ ქვეყნისკენ სადაც არის წესრიგი და მშვიდობა. და შეუძლებელია გონიერი ადამიანი როდესმე დაადგეს იმ გზას, რომელიც მიდის იმ ქვეყანაში სადაც არის არეულობა და შიში. შემდეგ კი არგუმენტად ბედისწერა მოიყვანოს. და მაშინ რატომ ირჩევს ადამიანი იმქვეყნიურ საქმეში ჯოჯოხეთის გზას და არ ირჩევს სამოთხის გზას, შემდეგ კი არგუმენტად ბედისწერა მოჰყავს ?
სხვა მაგალითი: ჩვენ ვხედავთ ავადმყოფს, რომელსაც იმ წამლის დალევას ურჩევენ, რომელიც მას არ მოსწონს, მაგრამ ის მაიც სვამს. ეკრძალება საჭმელი, რომელიც მის ჯანმრთელობას ზიანს აყენებს, და ისიც მიატოვებს ამ საკვებს. მაგრამ მის სულს მაინც სურს ამ საკვების მიღება. ეს ყველა რჩევა არის მისი ჯანმრთელობის და მკურნალობისთვის. და შეუძლებელია, რომ უარი თქვას წამლის მიღებაზე ან ჭამოს ისეთი საკვები, რომელიც მის ჯანმრთელობას ზიანს აყენებს. და შემდეგ ბედისწერა არგუმენტად მოიყვანოს. და რატომ ანებებს ადამიანი ალლაჰის და მისი შუამავლის ბრძანებებს თავს, ან აკეთებს ალლაჰის და მისი შუამავლის აკრძალულ ქმედებებს, შემდეგ კი თავს იმართლებს ბედისწერით?
7) თუ ადამიანი, რომელიც იყენებს ბედისწერას თავის გამართლებად, როდესაც არ ასრულებს რელიგიურ მოვალეობებს ან ჩადის ცოდვებს, გახდება თავდასხმის მსხვერპლი, და ვინმე წაართმევს მის ქონებას ან შეურაცხყოფს მას, ხოლო თავდამსხმელი თავის გამართლებად მოიყვანს ბედისწერას და იტყვის: „ნუ მადანაშაულებ, რადგან ეს თავდასხმა ალლაჰის ბედისწერით მოხდა!“, — დაზარალებული არ მიიღებს ასეთ გამართლებას და არ დარჩება კმაყოფილი. მაშ, რატომ არ იღებს ის თავდამსხმელისგან ბედისწერით გამართლებას, როცა თავს ესხმიან მას, მაგრამ თავად იყენებს ზუსტად იგივე გამართლებას, როცა არღვევს ყოვლისშემძლე ალლაჰის უფლებას?!
გვამცნობენ, რომ მორწმუნეთა მმართველმა ‘უმარ იბნ ალ-ხატაბმა (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) ერთხელ ბრძანა, რომ მოპარულისგამო ქურდისთვის ხელი მოეჭრათ. ქურდმა თქვა: „მოიცადე, ოჰ, მორწმუნეთა მმართველო! მე ხომ ალლაჰის ბედისწერით მოვიპარე!“ ‘უმარმა უპასუხა: „მაშ, ჩვენც ალლაჰის ბედისწერით მოგაჭრით ხელს!“
ბედისწერის რწმენას ბევრი კარგი ნაყოფები აქვს, მაგალითად:
1. მინდობა ყოვლისშემძლე ალლაჰზე, ამასთან ერთად მიზეზების შექმნით სასურველის მისაღწევად, და არა მხოლოდ მიზეზებზე დაყრდნობით, რადგან როგორც მიზეზები, ისე შედეგები ალლაჰის მიერ არის წინასწარ განსაზღვრული.
2. როცა ადამიანი აღწევს სასურველს, ის არ უნდა ჩავარდეს თავმოყვარეობაში, რადგან სასურველის მიღწევა — ეს არის ყოვლისშემძლე ალლაჰის წყალობა, ვინაიდან ალლაჰმა განსაზღვრა კეთილდღეობისა და წარმატების მიზეზები. თავმოყვარეობა ადამიანს ავიწყებს ამ წყალობისთვის მადლიერების გამოხატვის აუცილებლობას.
3. სიწყნარე და სულიერი სიმშვიდე იმის მიმართ, რაც მის თავს ხდება ალლაჰის ბედისწერიდან. მას სასოწარკვეთაში ვერ ჩააგდებს სასურველი რამეების დაკარგვა და თავს დამტყდარი უბედურება. რადგან ეს ყველაფერი ალლაჰის ბედისწერაა, რომელსაც ეკუთვნის ზეცის და მიწის მეუფება, ეს ყველაფერი კი უნდა მომხდარიყო. ამასთან დაკავშირებით დიადი ალლაჰი ამბობს: "არ მომხდარა მოსახდენი დედამიწაზე და არც თქვენს სულებში, რომ არ ყოფილიყო წიგნში იმაზე უწინ, ვიდრე ჩვენ მას მოვახდენდით. ჭეშმარიტად, ეს იოლია ალლაჰისთვის. რათა არ იდარდოთ იმაზე, რაც დაგემართათ, და არ იხაროთ იმით, რაც გებოძათ, რამეთუ ალლაჰს არ უყვარს თავმომწონე, ამაყები". [ ჰადიდ: 22-23 ] შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობს: "საოცარია მორწმუნის საქმე, რადგან მის ყველა საქმეში სიკეთეა, ეს მხოლოდ მორწმუნეებს ეხებათ სხავს - არა. თუ მას რაიმე სიკეთე ეწევა გამოთქვამს ამისთვის მადლიერებას და ეს მისთვის სიკეთეა. ხოლო თუ მას რაიმე უბედურება შეემთხვევა ის მოითმენს და ეს მისთვის სიკეთეა".
ბედისწერის საკითხში ორი ჯგუფი ასცდა სწორ გზას:
ერთერთი მათგანი არის ჯაბრიტები, რომლებმაც თქვეს: უეჭველად, ადამიანი იძულებულია თავის ქმედებებში და მას არ აქვს არანაირი თავისუფალი ნება და მოქმედების უნარი.
მეორე არის ყადარიტები, რომლებმაც თქვეს: უეჭველად, ადამიანი არის დამოუკიდებელი თავის ქმედებებში მისი ნება-სურვილით და მოქმედების უნარით. და ალლაჰის ნება-სურვილსა და ძალას არანაირი გავლენა არ აქვს მასზე.
პასუხი პირველ ჯგუფს (ჯებრიეს) შარიათით და არსებული რეალობით:
შარიათით: ჭეშმარიტად ალლაჰი დაადასტურა მონის ნება-სურვილი და ქმედება მას მიაკუთვნა. დიადი ალლაჰი ამბობს: "თქვენგან არიან ისეთები, ვისაც ეს ქვეყანა უნდა და თქვენგან არიან ისეთები ვისაც ის ქვეყანა უნდა" . [ ალი იმრაან : 152] და თქვა: "უთხარი ,ჭეშმარიტება თქვენი ღმერთისგან არის, მაშ ვისაც სურს ირწმუნოს, ვისაც სურს უარყოს ჭეშმარიტად ჩვენ გავამზადეთ ცეცხლი უსამართლოთათვის, რომელიც გარშემოერტყმება მათ". [ ალ-ქაჰფ: 29 ] უზენაესი ამბობს: "ვინც სიკეთე აკეთა, თავის სასიკეთოდაა. ხოლო ვინც ავი ქმნა - თავისი თავის წინააღმდეგაა. და შენი ღმერთი უსამართლო არ არის მსახურთა მიმართ". [ ფუსსილათ: 46 ]
რაც შეეხება ობიექტურ რეალობას, ყოველი ადამიანი აცნობიერებს განსხვავებას ნებაყოფლობითი ქმედებებისა, რომლებსაც თავისი ნებით ასრულებს, როგორიცაა საჭმლის მირთმევა, წყლის სმა, ყიდვა ან გაყიდვა, და იმ შემთხვევებს შორის, რაც მის ნების გარეშე ხდება, მაგალითად, ცახცახი, რომელიც ლოგინში ყოფნისას ლახვარით აზიანებს, ან შემთხვევითი ვარდნა სახურავიდან. პირველ შემთხვევაში ადამიანი მოქმედებს თავისით, თავისი არჩევანით და იძულების გარეშე, ხოლო მეორე შემთხვევაში მას არანაირი არჩევანი არ აქვს და ის, რაც მას ხდება, მისი ნება არ არის.
პასუხი მეორე ჯგუფს (ყადერიეს) შარიათით და გონებით:
რაც შეეხება შარიათს: ჭეშმარიტად, ალლაჰი არის ყველაფრის გამჩენი, ყველაფერი მისი ნებასურვილით წარმოიშვა, ალლაჰმა გვამცნო თავის წიგნში, რომ მსახურთა ქმედებები მისი ნება-სურვილით ხდება. ალლაჰი ამბობს: "ალლაჰს რომ ენება, მათ (ე.ი. შუამავალთა) მერე მოსულნი, იმის შემდგომ, რაც მათ ცხადი მოწმობანი მოევლინათ, ერთმანეთს არ მოკლავდნენ. მაგრამ გაუგებრობას მიეცნენ. მაშინ მათგან ზოგიერთმა ირწმუნა და ზოგმა უარყო. ალლაჰს რომ ენება, ისინი არ მოკლავდნენ ერთმანეთს. მაგრამ ალლაჰი იქმს იმას, რასაც ინებებს". [ ალ-ბაყარა: 253 ] მან თქვა : "რომ გვენებებინა, ვუბოძებდით ყველა სულს თავის ჭეშმარიტ გზას, მაგრამ ახდა სიტყვა ჩემგან, რომ უსათუოდ ამოვავსებ ჯოჯოხეთს ჯინებითა და ადამიანებით ერთიანად". [ საჯდა: 13 ]
ხოლო რაც შეეხება გონებას: მთელი სამყარო ალლაჰის მფლობელობაშია და ადამიანი ამ სამყაროს ერთ-ერთი ნაწილია. შესაბამისად, ისიც დიადი ალლაჰის მფლობელობაშია, და მონას არ შეუძლია საკუთარი ბატონის ხაზინებში რაიმის გადაწყვეტა მისი ნებართვის და სურვილის გარეშე.
*
ისლამური მრწამსის მიზნები
"მიზანი" არაბულად არის "ჰადაფ", რაც აღნიშნავს როგორც „საგანს, რომლისკენაც ისვრიან“, ასევე „სურვილის ან მისწრაფების ობიექტს“.
ისლამური მრწამსის მიზნები მისი ამაღლებული დანიშნულება და მტკიცე ერთგულების შედეგებია. ეს მიზნები მრავალია და სხვადასხვაგვარი. აქ არის რამდენიმე მათგანი:
პირველი: წრფელი განზრახვა ერთადერთი ალლაჰის მსახურებაში, რამე თუ ის არის ერთადერთი გამჩენი, არ ჰყავს მას თანაზიარი, ასე რომ, აუცილებელია განზრახვა და ღვთისმსახურება მხოლოდ მისთვის იყოს.
მეორე: გონების და აზროვნების გათავისუფლება ქაოსური არეულობისგან და დაბნეულობისგან, რომელიც წარმოიშობა გულში ამ მრწამსის არარსებობის შედეგად, რადგან ის, ვისი გულიც ამ მრწამსით არ არის სავსე, ან სრულიად ცარიელი გულით ცხოვრობს, ყოველგვარი რელიგიური რწმენის გარეშე და ემორჩილება მხოლოდ მატერიალურ სამყაროს, ან მისი გული სავსეა არასწორი რწმენებით, ცდომილებებითა და ცრურწმენებით.
სულიერი სიმშვიდე და აზრების დინების სიწყნარე. ადამიანს არ აქვს სულში შფოთვა და არ არის დაბნეული თავის აზრებში, რადგან ეს მრწამსი, ეს აყიდა, აკავშირებს მას თავის შემოქმედთან. ის კმაყოფილია ალლაჰით როგორც მმართველითა და კანონმდებელით, მისი გული მშვიდია ალლაჰის ბედისწერის მიმართ, მისი სული ხსნილია ისლამისკენ, და მას არ სურს მისი შეცვლა არაფრით.
მეოთხე: მიზნების (ადამიანის მთელი საქმიანობის საერთო მიმართულების) სისწორე და ქმედებების სწორად შესრულება, რაც განპირობებულია გადახრების არარსებობით ყოვლისშემძლე ალლაჰისადმი თაყვანისცემასა და ადამიანებთან ურთიერთობაში. ეს მრწამსი ემყარება რწმენას მოციქულების მიმართ, რაც გულისხმობს მათი გზის მტკიცედ დაცვას, რაც გამორიცხავს რაიმე გადახრას მიზნებსა და ქმედებებში.
მეხუთე: მონდომება და გარჯა ქმედებებში, რამეთუ არ დაიკარგოს არცერთი შესაძლებლობა კეთილი საქმეების კეთებაში გამოუყენებლად. ღმერთისგან ჯილდოს მიღების სურვილით, და ყოველგვარი ცოდვისგან შორს ყოფნა ალლაჰის სასჯელის შიშის გამო. რადგან რწმენის საფუძვლებიდან ერთ-ერთი ფუძეა ხელმეორედ აღსდგომისა და საქმეთა ანგარიშსწორების რწმენა.
დიადი ალლაჰი ამბობს: "და ყველას აქვს ხარისხები იმის მიხედვით, რაც გააკეთა. შენი ღმერთი უგულისყურო როდია იმის მიმართ, რასაც აკეთებენ". [ ალ-ან'ამ: 132 ] შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წაახალისა განზრახვაზე თავის სიტყვაში: "ძლიერი მორწმუნე უფრო კარგი და საყვარელია ალლაჰისთვის სუსტ მორწმუნეზე, ხოლო ორივე მათგანში არის სიკეთე. იყავი მტკიცე იმაზე, რასაც შენთვის სარგებელი მოაქვს და მიეკედლე ალლაჰს და არ გამოიჩინო სისუსტე, და თუ რაიმე შეგემთხვევა არ თქვა: მე რომ ასე გამეკეთებინა ასე და ასე იქნებოდა, არამედ თქვი: ალლაჰის ბედისწერაა მან რაც ისურვა, ის გააკეთა. რადგან "რომ" გზას უხსნის ეშმაკს ". ეს ჰადისი გადმოსცა მუსლიმმა
მეექვსე: ძლიერი საზოგადოების ჩამოყალიბება, რომელიც გასცემს ყოველივეს ძვირფასს და ნაკლებად ძვირფასს თავისი რელიგიის დასახმარებლად, მის გასაძლიერებლად და არავითარ დანაკარგზე არ იდარდებს, რაც არ უნდა შეემთხვეს ამ გზაზე. ამასთან დაკავშირებით ალლაჰი ამბობს: "მორწმუნენი მხოლოდ ისინი არიან, რომელთაც ირწმუნეს ალლაჰი და მისი შუამავალი, მერე არ დაეჭვებულან და იბრძოლეს თავიანთი ქონებითა და თავიანთი სულით ალლაჰის გზაზე. სწორედ ისინი არიან მართალნი". [ ჰუჯურათ: 15 ]
მეშვიდე: ამქვეყნიური და იმქვეყნიური ბედნიერების მოპოვება პიროვნენების და საზოგადოების გამოსწორებით. და ძვირფასი მადლის მოპოვება. ამასთან დაკავშირებით ალლაჰი ამბობს: "ვინც კეთილი საქმე აკეთა, კაცმა თუ ქალმა, და თან მორწმუნეც იყო, უსათუოდ ვაცხოვრებთ მათ კეთილი ცხოვრებით, და მივაგებთ ჯილდოს იმაზე უკეთესს, რასაც აკეთებდნენ".[ ნაჰლ: 97 ]
ასეთია ისლამური მრწამსის ზოგიერთი მიზანი. დიად ალლაჰს შევთხოვ გაგვახორციელებინოს ისინი ჩვენც და ყველა მუსლიმს. ჭეშმარიტად, ის ძალაინ გულუხვია, დიდსულოვანია, ქება-დიდება ალლაჰს სამყაროთა ღმერთს.
ლოცვა და მშვიდობა ჩვენ შუამავალს, მის ოჯახს და მის ყველა მეგობარს.
ავტორი
მუჰამმად იბნ საალიჰ ალ-უსაიმინ
Related books
All books
სამი საფუძველი და მათი მტკიცებულებები73 languagesსამი საფუძველი და მათი მტკიცებულებები
წიგნი განიხილავს იმ ძირითად საფუძვლებს, რომელთა შესწავლაც ევალება მუსლიმს: ალლაჰის შეცნობა, ისლამის რელიგიის შეცნობა და შუამავალ მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა იყოს მასზე) შეცნობა. მასში ყურადღება გამახვილებულია ამ პრინციპების მნიშვნელობაზე რწმენისა და სათნო საქმეების ჩამოყალიბებაში, ყურანისა და სუნნეთის მტკიცებულებებზე დაყრდნობით.
ისლამი ალლაჰის შუამავლების რელიგიაა85 languagesისლამი ალლაჰის შუამავლების რელიგიაა
ისლამი არის სამყაროს შემოქმედი და მმართველი ალლაჰისთვის მორჩილება, სიყვარული და პატივისცემა. ისლამის საფუძველია რწმენა ალლაჰისადმი, რომ ის არის შემოქმედი და ყოველი სხვა არის ქმნილება. მხოლოდ ალლაჰი იმსახურებს თაყვანისცემას, მის გარდა არ არსებობს არავინ, ვინც მართლაც იმსახურებდეს თაყვანისცემას. მას აქვს ყველაზე მშვენიერი სახელები და უმაღლესი თვისებები, მას აქვს სრულყოფილი სრულყოფილება ყოველგვარი ნაკლის გარეშე. იგი არ შობს და არც თავად არის შობილი, და მას არ ჰყავს არავინ თანასწორი ან მსგავსი. იგი არ იღებს ფიზიკურ ფორმას და არ ჩნდება თავის შექმნილ არსებებში. ისლამი რელიგიაა ალლაჰისა, რომელიც არ…
الدروس المهمة لعامة الأمة78 languagesالدروس المهمة لعامة الأمة
يهدف الكتاب إلى تعليم المسلمين أساسيات دينهم بطريقة مبسطة وشاملة. يتناول مجموعة من الدروس المهمة مثل قراءة الفاتحة وقصار السور، وأركان الإسلام والإيمان، وأقسام التوحيد والشرك، وشروط وأركان وواجبات الصلاة، بالإضافة إلى مبطلاتها، مع بيان مختصر لشروط الوضوء وفروضه ونواقضه. كما يسلط الضوء على التحلي بالأخلاق الإسلامية والآداب الشرعية، ويقدم إرشادات لطيفة حول تجهيز الميت والصلاة عليه ودفنه.
ისლამის მოკლე მიმოხილვა ისე, როგორც მოვიდა წმინდა ყურანში და შუამავლის სუნნაში71 languagesისლამის მოკლე მიმოხილვა ისე, როგორც მოვიდა წმინდა ყურანში და შუამავლის სუნნაში
ისლამი ეს წიგნი მოკლედ ხსნის ისლამის მნიშვნელოვან საფუძვლებს, სწავლებებს, მის ლამაზ მხარეებსა და ძირითად წყაროებს, რომლებსაც წმინდა ყურანი და შუამავლის სუნნეთი წარმოადგენს. წიგნი განკუთვნილია ყველა დროისა და ადგილმდებარეობის, ზრდასრული მუსლიმებისა და არამუსლიმებისთვის, მათ ენებზე. დროისა და ცხოვრებისეული პირობების მიუხედავად. (ეს ვერსია შეიცავს მტკიცებულებებს წმინდა ყურანიდან და შუამავლის სუნნადან) 1. ისლამი არის ალლაჰის გზავნილი ყველა ადამიანის მიმართ. ის არის ღვთიური გზავნილი, რომელიც არის მარადიული და საბოლოო ღვთიური წერილი. ისლამი არის ალლაჰის გზავნილი ყველა ადამიანის მიმართ. უზენაესი…