ქალმა გამოტოვა შვიდი დღის მარხვა რამადანში მშობიარობის შემდგომი გამონადენების გამო და ვერ შეძლო ამ დღეების ანაზღაურება მომდევნო რამადანამდე. შემდეგ რამადანში მან შვიდი დღე არ იმარხულა ძუძუთი კვების გამო, და ასევე ვერ აანაზღაურა ეს დღეები ავადმყოფობის გამო, ხოლო ახლა უკვე მოახლოებულია მესამე რამადანი. რა უნდა მოიმოქმედოს მან ასეთ შემთხვევაში? ალლაჰმა დაგაჯილდოვოთ!
السؤال
შეკითხვა 1:
ქალმა გამოტოვა შვიდი დღის მარხვა რამადანში მშობიარობის შემდგომი გამონადენების გამო და ვერ შეძლო ამ დღეების ანაზღაურება მომდევნო რამადანამდე. შემდეგ რამადანში მან შვიდი დღე არ იმარხულა ძუძუთი კვების გამო, და ასევე ვერ აანაზღაურა ეს დღეები ავადმყოფობის გამო, ხოლო ახლა უკვე მოახლოებულია მესამე რამადანი. რა უნდა მოიმოქმედოს მან ასეთ შემთხვევაში? ალლაჰმა დაგაჯილდოვოთ!
س19: امرأةٌ أفطرت في رمضان سبعة أيامٍ وهي نفساء، ولم تقض حتى أتاها رمضان الثاني، وطافها من رمضان الثاني سبعة أيامٍ وهي مرضعٌ، ولم تقض؛ بحجّة مرضٍ عندها، فماذا عليها وقد أوشك دخول رمضان الثالث؟ أفيدونا أثابكم الله.
الجواب
პასუხი:
თუ ქალი, როგორც თავად ამბობს, ავად იყო და ამის გამო ვერ შეძლო გამოტოვებული დღეების ანაზღაურება, მაშინ ის აანაზღაურებს მათ, როდესაც შეძლებს, რადგან მას აქვს საპატიო მიზეზი, თუნდაც უკვე დამდგარი იყოს შემდეგი რამადანი.
თუ მას არ აქვს საპატიო მიზეზი და უბრალოდ გამუდმებით აჭიანურებს გამოტოვებული დღეების ანაზღაურებას, მაშინ არ არის ნებადართული მისი გადადება შემდეგი რამადანის დადგომამდე.
აიშამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი ) თქვა: «ხშირად მქონდა გამოტოვებული მარხვის დღეები და მხოლოდ შა‘ბანში (მომდევნო რამადანის წინ) ვახერხებდი მათ ანაზღაურებას».
ამაზე დაყრდნობით ამ ქალმა უნდა შეხედოს თავის მდგომარეობას, და თუ მას საპატიო მიზეზი არ აქვს ის ცოდვილია და უნდა მოინანიოს ალლაჰის წინაშე, და უნდა იჩქაროს იმ მარხვის ანაზღაურება, რომელიც მის ვალდებულებაშია. თუ საპატიო მიზეზი აქვს, მაშინ მას ცოდვა არ ჩაეთვლება, ერთი ან ორი წელიც რომ დააგვიანოს ანაზღაურება.
ﺟ19: إذا كانت هذه المرأة كما ذكرت عن نفسها -أنها في مرضٍ، ولا تستطيع القضاء- فإنها متى استطاعت صامته؛ لأنها معذورةٌ، حتى ولو جاء رمضان الثاني.
أما إذا كان لا عذر لها، وإنما تتعلل وتتهاون، فإنه لا يجوز لها أن تؤخّر قضاء رمضان إلى رمضان الثاني، قالت عائشة رضي الله عنها:
«كَانَ يَكُونُ عَلَيَّ الصَّوْمُ، فَمَا أَسْتَطِيعُ أَنْ أَقْضِيَهُ إِلَّا فِي شَعْبَانَ» [1].
[4] البخاري، كتاب الصوم، باب متى يقضي قضاء رمضان (1950)، ومسلم، كتاب الصيام، باب في جواز تأخير قضاء رمضان (151) (1147).
وعلى هذا، فعلى هذه المرأة أن تنظر في نفسها، إذا كان لا عذر لها فهي آثمةٌ، وعليها أن تتوب إلى الله، وأن تبادر بقضاء ما في ذمتها من الصّيام، وإن كانت معذورةً فلا حرج عليها، ولو تأخرت سنةً أو سنتين.