იყო კაცი, რომელიც ხალხს სესხს აძლევდა, და ის თავის მსახურს ეუბნებოდა: თუ გაჭირვებულთან მიხვალ, შეუნდე მას, იქნებ ალლაჰმა მოგვიტევოს ჩვენც
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი გადმოსცემს), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«იყო კაცი, რომელიც ხალხს სესხს აძლევდა, და ის თავის მსახურს ეუბნებოდა: თუ გაჭირვებულთან მიხვალ, შეუნდე მას, იქნებ ალლაჰმა მოგვიტევოს ჩვენც. და როცა ის ალლაჰს შეხვდა, ალლაჰმა მიუტევა მას».
«كان رجلٌ يُدَايِنُ الناسَ، فكان يقول لفتاه: إذا أتيتَ مُعسِرًا فتجاوز عنه، لعل اللهَ يَتجاوزُ عنا، فلقي اللهَ فتجاوز عنه».
ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს კაცის შესახებ, რომელსაც ხალხთან კავშირი ჰქონდა სესხის მიცემით და ვაჭრობდა მათთან გადავადებით, ამ კაცს ჰყავდა მსახური, რომელიც ხალხის ვალებს აგროვებდა, და მას ეუბნებოდა: "თუ მიხვალ მევალესთან, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა ვალის დაბრუნების, მისი გაჭირვების გამო, «აპატიე მას»"; ეს შეიძლება ნიშნავდეს ვალის დაბრუნების გადადებას ან დაჟინებით არ მოთხოვნას. ან შეიძლება ნიშნავდეს იმის მიღებას, რაც მას აქვს თუნდაც ეს იყოს ნაკლოვანით, რადგან ის ადამიანი იმედოვნებდა და სურდა, რომ ალლაჰმა მასაც აპატიოს (იმის გამო, რომ მან გაჭირვებულის მდგომარეობა გაითვალისწინა), და როდესაც ის კაცი გარდაიცვალა, ალლაჰმა აპატია მას მისი ცოდვები.
يداين: يكثر من التعامل مع الناس بالدين.
فتاه: غلامه الذي يكلفه بالعمل.
أتيت معسرًا: لمطالبته بما عليه.
ადამიანებთან კეთილგანწყობით მოპყრობა, მათი შეცდომების მიტევება და გაჭირვებულის მიმართ ლმობიერება არის იმ უმნიშვნელოვანეს მიზეზთაგან, რაც განკითხვის დღეს მსახურის გადარჩენას განაპირობებს.
კეთილგანწყობა ღმერთის ქმნილებების მიმართ, გულწრფელობა ალლაჰისთვის და იმედი მისი მოწყალების მიღებისკენ არის იმ მიზეზთაგან, რაც ცოდვათა მიტევებას იწვევს.
საჰიჰ ალ-ბუხარი (4/ 176) (3480).
საჰიჰ მუსლიმ (3/ 1196) (1562).
მეტი... (9)
بهجة الناظرين شرح رياض الصالحين.
لسليم الهلالي (2/ 458).
التنوير شرح الجامع الصغير.
للصنعاني (8/ 123).
كنوز رياض الصالحين.
لمجموعة من الباحثين (16/ 402).
مرقاة المفاتيح شرح مشكاة المصابيح.
للقاري (5/ 1953).
نزهة المتقين شرح رياض الصالحين (2/ 945).