عربي - Arabic English Qafár af - Afar Afrikaans - Afrikanns Akan Shqip - Albanian አማርኛ - Amharic Հայերեն - Armenian অসমীয়া - Assamese Azərbaycanca - Azerbaijani Bamanankan - Bambara Bassa Bemba বাংলা - Bengali Bosanski - Bosnian Български - Bulgarian မြန်မာဘာသာ - Burmese Bisaya - Cebuano Cham Нохчий - Chechen chiCheŵa - Chewa 中文 - Chinese Адыгэбзэ - Circassian Hrvatski - Croatian Česky - Czech Dagbani Dansk - Danish فارسی دری - Dari Dendi ދިވެހި ބަސް - Dhivehi Nederlands - Dutch إستوني - Estonian Suomi - Finnish Français - French Fulfulde - Fula ქართული - Georgian Deutsch - German Ελληνικά - Greek ગુજરાતી - Gujrati Kreyòl ayisyen - Haitian Creole Hausa हिन्दी - Hindi Magyar - Hungarian Igbo Indonesia - Indonesian Italiano - Italian 日本語 - Japanese Jóola - Jola ಕನ್ನಡ - Kannada Қазақша - Kazakh ភាសាខ្មែរ - Khmer Kikuyu Ikinyarwanda - Kinyarwanda Ikirundi - Kirundi 한국어 - Korean كوردی سۆرانی - kurdish كوردي kurmancî - Kurmanji Kyrgyz ລາວ - Lao latviešu - Latvian Lingala lietuvių - Lithuanian Luganda Македонски - Macedonian Maguindanaon Malagasy - Malagasy Bahasa Melayu - Malay മലയാളം - Malayalam Mandinka मराठी - Marathi Mõõré - Moore नेपाली - Nepali أنكو - NKo Norwegian ଓଡ଼ିଆ - Odia oromoo - Oromo پښتو - Pashto فارسی - Persian Polski - Polish Portuguese ਪੰਜਾਬੀ - Punjabi Română - Romanian Русский - Russian Српски - Serbian Shona සිංහල - Sinhala Slovenščina - Slovenian Soomaaliga - Somali Soninke Sesotho - Sotho Español - Spanish Kiswahili - Swahili Svenska - Swedish Tagalog Тоҷикӣ - Tajik தமிழ் - Tamil తెలుగు - Telugu ไทย - Thai ትግረኛ - Tigrinya Türkçe - Turkish Ukrainian اردو - Urdu ئۇيغۇرچە - Uyghur Ўзбек - Uzbek Việt Nam - Vietnamese Wolof Yao Yorùbá - Yoruba Zarma زولو - Zulu
841 Hadiths
Encyclopedia of Prophetic Hadiths
Categories
Grading
Narrated in
Narrator
Show all narrators (14)
«ოქრო ოქროში, ვერცხლი ვერცხლში, ხორბალი ხორბალში, ქერი ქერში, ფინიკი ფინიკში, მარილი მარილში – მსგავსი, მსგავსით, ხელიდან ხელზე. ხოლო თუ ეს სახეობები განსხვავებულია, გაყიდეთ, როგორც გნებავთ, ოღონდ ხელიდან ხელზე».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«დაპირებულის გამოსასყიდი იგივე ფიცის გამოსასყიდია».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
ალლაჰის მოციქულისგან (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) გადმოცემულია, რომ მან აკრძალა აღთქმა და თქვა: «რომ მას არ მოაქვს სიკეთე, არამედ მხოლოდ ძუნწისგან გამოაქვს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ო ალლაჰის შუამავალო, უმმ სა'დი მოკვდა, რომელი სადაყა არის უკეთესი მისთვის(რომ გავცე)? თქვა: «წყალი», შემდეგ მან თქვა: ამოთხარა ჭა და თქვა: "ეს უმმ სა'დისთვის არის"».
ჰასანი (კარგი ჰადისი) მისი გადმოცემის გზების ერთობლიობით. გადმოსცა აბუ დაუდმა, ან-ნასააიმ და იბნ მააჯამ
«ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დანიშნა კაცი ბანუ სულეიმის ტომისგან ზაქათის შესაგროვებლად. ამ კაცს ერქვა იბნ ალ-ლუთბია. როდესაც ის დაბრუნდა, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მას ანგარიში მოთხოვა. მან თქვა: "ეს – თქვენი ქონებაა, ხოლო ეს – საჩუქარი, რომელიც მე მომიტანეს". მაშინ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა: «რატომ არ დარჩი მამაშენის და დედაშენის სახლში, სანამ შენთან არ მოვიდოდა საჩუქარი, თუ სიმართლეს ამბობ?» შემდეგ მან წარმოთქვა ქადაგება, ადიდა ალლაჰი და ხოტბა შეასხა მას, შემდეგ კი თქვა: «ჭეშმარიტად, მე ვნიშნავ ერთ-ერთ თქვენგანს იმ საქმეზე, რომელიც ალლაჰმა მე დამაკისრა. შემდეგ ეს ადამიანი მოდის და ამბობს: "ეს თქვენი ქონებაა, ხოლო ეს – საჩუქარი, რომელიც მე მომიტანეს. განა ის არ დარჩებოდა მამისა და დედის სახლში, სანამ მასთან მისი საჩუქარი არ მივიდოდა, ალლაჰის სახელით, არავინ არ აიღებს არაფერს უსამართლოდ, თუ არა იმ პირობით, რომ აღდგომის დღეს ალლაჰის წინაშე წარდგება ამ ტვირთით, მართლაც, მე ვიხილავ ერთ-ერთ თქვენგანს, რომელიც ალლაჰს შეხვდება და ზურგით ატარებს ღრიალით მობრუნებულ აქლემს, ან ბღავილით მოსულ ძროხას, ან ბღავილით მოსულ ცხვარს, შემდეგ მან ასწია ხელი ისე, რომ მისი იღლიების სითეთრე გამოჩნდა და თქვა: ო ალლაჰ, ხომ გადავეცი?» – და ეს რამდენჯერმე გაიმეორა. ეს არის ის, რაც ჩემმა თვალებმა დაინახეს და ყურებმა გაიგონეს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ჯიბრილი არ წყვეტდა ჩემს დარიგებას, რომ მეზობლის მიმართ კარგი დამოკიდებულება მქონოდა (ისე დიდხანს), რომ ვფიქრობდი, რომ მან ის მემკვიდრეთა შორის შეიყვანა».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, მისი საქმეები წყდება, გარდა სამისა: უწყვეტი ქველმოქმედება (სადაყა), ცოდნა, რომლითაც სარგებელს იღებენ და შვილი, რომელიც მასზე ვედრებას გააკეთებს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ვინც ტყუილზე დაფიცებით მუსლიმი ადამიანის უფლებას მიითვისებს, ჭეშმარიტად ალლაჰმა მისთვის სავალდებულო გახადა ჯოჯოხეთი და აუკრძალა სამოთხე», ერთმა კაცმა მას ჰკითხა: ო ალლაჰის შუამავალო, ძალიან უმნიშვნელო რამეც რომ იყოს? მან თქვა: «თუნდაც იყოს პატარა ჯოხი არაქის ხიდან».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა