Skip to content

ქალი მოყვა ავარიაში, რომელიც ახალი ფეხმძიმე იყო და მოეშალა მუცელი, რომლის შედეგადაც ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, შეუძლია რომ შეწყვიტოს მარხვა თუ უნდა გააგრძელოს? და თუ შეწყვიტა მარხვა მას ცოდვა ეწერება?

السؤال

შეკითხვა 1:

ქალი მოყვა ავარიაში, რომელიც ახალი ფეხმძიმე იყო და მოეშალა მუცელი, რომლის შედეგადაც ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, შეუძლია რომ შეწყვიტოს მარხვა თუ უნდა გააგრძელოს? და თუ შეწყვიტა მარხვა მას ცოდვა ეწერება?

س28: امرأةٌ أصيبت في حادثةٍ، وكانت في بداية الحمل، فأسقطت الجنين إثر نزيفٍ حادٍّ، فهل يجوز لها أن تفطر، أو تواصل الصّيام؟ وإذا أفطرت فهل عليها إثمٌ؟

الجواب

პასუხი:

ჩვენ ვამბობთ, რომ ორსულ ქალს მენსტრუაცია არ აქვს. როგორც იმამ აჰმადმა თქვა: "ქალები ორსულობას მენსტრუაციის შეწყვეტით ამჩნევენ". სწავლულების თქმით, მენსტრუაცია უზენაესმა ალლაჰმა შექმნა კონკრეტული მიზნისთვის — მომავალი ნაყოფის კვებისთვის დედის საშვილოსნოში, და როცა ქალი ორსულდება, მენსტრუაცია წყდება.

თუმცა, ზოგიერთი ქალისთვის მენსტრუაცია რეგულარულად გრძელდება ორსულობის შემდეგაც. ასეთ შემთხვევებში, ეს მენსტრუაციები ითვლება ნამდვილ მენსტრუაციებად, რადგან ისინი გრძელდება ორსულობამდელი პერიოდის მსგავსად, ანუ ორსულობამ მათზე გავლენა არ მოახდინა. ასეთ მენსტრუაციებში ქალისთვის ისევე არის აკრძალული ყველაფერი, რაც აკრძალულია მენსტრუაციის პერიოდში არაორსული ქალებისთვის. ეს გულისხმობს, რომ იგი იმავეს ვალდებულია, რასაც არაორსული მენსტრუაციის დროს და ისევე თავისუფლდება გარკვეული მოვალეობებისგან, როგორც ისინი.

მოკლედ: სისხლი, რომელიც მოსდის ფეხმძიმეს ორი სახისაა:

პირველი ტიპი: მენსტრუაცია, რომელიც რეგულარულად მიმდინარეობს ქალთან იმ დროიდან, როცა ის ჯერ კიდევ არ იყო ორსული; ეს ნიშნავს, რომ ორსულობამ მასზე გავლენა არ მოახდინა, და ასეთი მენსტრუაცია კვლავაც ითვლება მენსტრუაციად.

მეორე ტიპი: არამენსტრუალური ხასიათის სისხლდენა. ეს შეიძლება წარმოიშვას უბედური შემთხვევის, მძიმე საგნის აწევის, დაცემის და სხვა მსგავსი მიზეზების შედეგად. ეს მენსტრუაცია არ არის, არამედ არამენსტრუალური სისხლდენაა.

აქედან გამომდინარე მას ხელს არ შეუშლის არც ლოცვაში და არც მარხვაში, პირიქით ქალი არის სუფთა.

მაგრამ თუ რამის შემთხვევის შედეგად მას მოეშლება ნაყოფი, რომელსაც ატარებს მუცლით, ამ ქალის მდგომარეობა შემდეგნაირია, როგორც ეს თქვეს სწავლულებმა: მოშლილი ნაყოფი თუ ჩამოყალიბებულია ადამიანის ფორმაში, მაშინ მისი სისხლი ჩაითვლება, როგორც მშობიარობის შემდგომი პერიოდის სისხლდენად და მან უნდა შეწყვიტოს ლოცვა და მარხვა, ასევე მოერიდოს ქმართან ურთიერთობას, სანამ არ გასუფთავდება.

მაგრამ მოშლილი ნაყოფი თუ ჩამოუყალიბებელი იქნება ამ შემთხვევაში ეს სისხლი მშობიარობის შემდგომი პერიოდის სისხლად არ ჩაითვლება, არამედ ის უბრალო ბინძური სისხლია და ქალისთვის ლოცვის, მარხვის და სხვა რამისთვის დამაბრკოლებლად არ ჩაითვლება.

სწავლულებმა თქვეს: ყველაზე მცირე დრო, რაშიც გამოიკვეთება ნაყოფის ჩამოყალიბება არის ოთხმოცდაერთი დღე, როდესაც ბავშვი დედის მუცელშია,

როგორც თქვა აბდულა იბნ მას'უდმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): «მართალი და სანდო ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო: "ჭეშმარიტად, თქვენგან თითოეული იკრიბება დედის საშვილოსნოში ორმოცი დღის განმავლობაში, შემდეგ იმავე ვადით იქცევა შედედებულ სისხლად, შემდეგ იმავე ვადით იქცევა ხორცის ნაჭერად. ამის შემდეგ მასთან იგზავნება ანგელოზი, რომელსაც ევალება ოთხი [რაიმის] ჩაწერა, და ის წერს მის სარჩოს, სიცოცხლის ხანგრძლივობას, საქმეებს და იმას, იქნება თუ არა ის უბედური თუ ბედნიერი».

შეუძლებელია ამ პერიოდზე მალე მოხდეს მისი ჩამოყალიბება , ძირითად შემთხვევაში ფორმირება არ გამოიკვეთება 90 დღის შესრულებამდე, როგორც ეს აღნიშნა ზოგიერთმა სწავლულმა.

ﺟ28: نقول: إن الحامل لا تحيض، كما قال الإمام أحمد:

"إنما تعرف النّساء الحمل بانقطاع الحيض".

والحيض -كما قال أهل العلم- خلقه الله تبارك وتعالى لحكمة غذاء الجنين في بطن أمّه، فإذا نشأ الحمل انقطع الحيض.

لكن بعض النّساء قد يستمرّ بها الحيض على عادته كما كان قبل الحمل، فهذه يحكم بأن حيضها حيضٌ صحيحٌ؛ لأنه استمر بها الحيض، ولم يتأثر بالحمل، فيكون هذا الحيض مانعًا لكلّ ما يمنعه حيض غير الحامل، وموجبًا لـما يوجبه، ومسقطًا لـما يسقطه.

والحاصل: أن الدم الّذي يخرج من الحامل على نوعين:

نوعٌ يحكم بأنه حيضٌ، وهو الّذي استمر بها كما كان قبل الحمل، فمعنى ذلك: أن الحمل لم يؤثّر عليه، فيكون حيضًا.

والنوع الثاني: دمٌ طرأ على الحمل طروءًا، إما بسببٍ حادثٍ، أو حمل شيءٍ، أو سقوطٍ من شيءٍ ونحوه، فهذه دمها ليس بحيضٍ، وإنما هو دم عرقٍ،

وعلى هذا فلا يمنعها من الصلاة، ولا من الصوم، بل هي في حكم الطاهرات.

ولكن إذا لزم من الحادث أن ينزل الولد أو الحمل الذي في بطنها فإنها على ما قال أهل العلم: إن خرج وقد تبين فيه خلق إنسانٍ فإن دمها بعد خروجه يعدّ نفاسًا، تترك فيه الصلاة والصوم، ويتجنبها زوجها حتى تطهر.

وإن خرج الجنين وهو غير مخلّقٍ فإنه لا يعتبر دم نفاسٍ، بل هو دم فسادٍ، لا يمنعها من الصلاة، ولا من الصّيام، ولا من غيرهما.

قال أهل العلم: وأقلّ زمنٍ يتبين فيه التخليق: واحدٌ وثمانون يومًا؛ لأن الجنين في بطن أمّه، كما قال عبد الله بن مسعودٍ رضي الله عنه: حدثنا رسول الله ﷺ وهو الصادق المصدوق، فقال:

«إِنَّ أَحَدَكُمْ يُجْمَعُ فِي بَطْنِ أُمِّهِ أَرْبَعِينَ يَوْمًا، ثُمَّ يَكُونُ عَلَقَةً مِثْلَ ذَلِكَ، ثُمَّ يَكُونُ مُضْغَةً مِثْلَ ذَلِكَ، ثُمَّ يُبْعَثُ إِلَيْهِ الْمَلَكُ، وَيُؤْمَرُ بِأَرْبَعِ كَلِمَاتٍ، فَيُكْتَبُ رِزْقُهُ، وَأَجَلُهُ، وَعَمَلُهُ، وَشَقِيٌّ أَوْ سَعِيدٌ» [1]،

ولا يمكن أن يخلق قبل ذلك، والغالب أن التخليق لا يتبين قبل تسعين يومًا، كما قال بعض أهل العلم.

[10] رواه البخاري، كتاب أحاديث الأنبياء، باب خلق آدم وذريته (3333)، ومسلم، كتاب القدر، باب كيفية خلق الآدمي في بطن أمه (1) (2643).