Skip to content

სირცხვილის გრძნობა — რწმენის ნაწილია!

გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომელმაც თქვა:

როდესაც მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გაიგონა, როგორ აძლევდა ერთი კაცი თავის ძმას რჩევას სირცხვილის გრძნობასთან დაკავშირებით, მან თქვა: «სირცხვილის გრძნობა — რწმენის ნაწილია!»

سَمِعَ النَّبِيُّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ رَجُلًا يَعِظُ أَخَاهُ فِي الْحَيَاءِ، فَقَالَ: «الْحَيَاءُ مِنَ الْإِيمَانِ».

შეთანხმებული
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

ერთხელ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გაიგონა, როგორ ურჩევდა ერთი კაცი თავის ძმას, რომ არ ყოფილიყო ზედმეტად მორცხვი. მოციქულმა კი აუხსნა მას, რომ მორიდებულობა რწმენის ნაწილია და მას მხოლოდ სიკეთეს მოაქვს. მორიდებულობა არის თვისება, რომელიც უბიძგებს ადამიანს კეთილი საქმეებისკენ და აფრთხილებს მას ცუდი ქმედებებისგან.

სიტყვების მნიშვნელობა

...:

ჰადისის სარგებლობიდან

ის რაც ხელს გიშლის კეთილი საქმეების კეთებაში, მორიდებულობა არ არის. ამას ეწოდება სისუსტე, უძლურება ან ლაჩრობა.

მორიდებულობა ყოვლისშემძლე და დიადი ალლაჰის წინაშე ვლინდება მის ბრძანებათა შესრულებაში და მისი აკრძალვებისგან თავის არიდებაში.

მორიდებულობა ადამიანების მიმართ ვლინდება პატივისცემაში, თითოეულთან მისი სტატუსის შესაბამისად მოქცევაში და იმ ქმედებებისგან თავის არიდებაში, რაც ჩვეულებრივად ითვლება უმართებულოდ.

წყაროები

საჰიჰ ალ-ბუხარი (1/ 14) (24).

საჰიჰ მუსლიმ (1/ 63) (36).

მეტი... (8)

توضيح الأحكام من بلوغ المرام.

للبسام (7/ 489).

منحة العلام في شرح بلوغ المرام.

لعبد الله الفوزان (10/ 330).

فتح ذي الجلال والإكرام.

لابن عثيمين (6/ 427).

سبل السلام بشرح بلوغ المرام.

للصنعاني (2/ 689).