Skip to content

მენსტრუაციის დასრულების შემდეგ ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევდით მუქ და ყვითელ გამონადენებს

გადმოსცემს უმ 'ატია (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც ფიცი მისცა მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), თქვა:

«მენსტრუაციის დასრულების შემდეგ ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევდით მუქ და ყვითელ გამონადენებს».

كُنَّا لا نَعُدّ الكُدرَةَ والصُّفْرَةَ بعدَ الطُّهرِ شيئًا.

გადმოსცა აბუ დაუდმა ამ სიტყვებით და გადმოსცა ალ-ბუხარიმ დამატების (განწმენდის შემდეგ) გარეშე.
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

საჰაბა ქალი უმ 'ატია (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ მოციქულის დროის ქალები არ თვლიდნენ გამონადენს, რომელიც ფერით მუქი ან მოყვითალოა და ჩნდება მენსტრუალური სისუფთავის შემდეგ, მენსტრუაციის ნაწილად. ამის გამო ისინი არ წყვეტდნენ ლოცვასა და მარხვას.

სიტყვების მნიშვნელობა

الْكُدْرَةُ: هو الماء الذي تراه المرأة كالماء الوسخ الكدر.

الصُّفْرَةَ: هو الماء الذي تراه المرأة كالصديد يعلوه اصفرار.

ჰადისის სარგებლობიდან

ქალის სასქესო ორგანოდან გამომავალი სითხე მენსტრუალური სისუფთავის შემდეგ არ ითვლება მენსტრუაციად, თუნდაც მასში იყოს სისხლისგან გამოწვეული მუქი ან მოყვითალო ფერი.

მუქი ან მოყვითალო გამონადენი, რომელიც ჩნდება მენსტრუაციის და ჩვეულებრივი პერიოდის განმავლობაში, ითვლება მენსტრუაციად, რადგან ეს არის სისხლი თავის დროზე, თუმცა შერეული წყლით.

ქალმა არ უნდა შეწყვიტოს ლოცვა და მარხვა სისუფთავის შემდეგ გაჩენილი მუქი ან მოყვითალო გამონადენის გამო. ამის ნაცვლად, მან უნდა აიღოს აბდესი და განაგრძოს ლოცვა.

წყაროები

საჰიჰ ალ-ბუხარი (1/ 72) (326).

სუნან აბი დაუდ (1/ 226) (307).

მეტი... (4)

توضيح الأحكام.

للبسام (1/ 450).

سُبل السلام.

للصنعاني (1/ 153).