Skip to content

დაბანეთ იგი სამჯერ, ან ხუთჯერ, ან უფრო მეტჯერ, თუ საჭიროდ ჩათვლით, წყლითა და სიდრით (ლოტოსის ფოთლებით), ხოლო ბოლოს დაამატეთ ქაფური — ან ცოტაოდენი ქაფური (არომატული საპონი). როცა დაამთავრებთ, შემატყობინეთ

უმმ 'ატიასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ მან თქვა:

(როდესაც) შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთ-ერთი ქალიშვილი გარდაიცვალა, ის გამოვიდა და თქვა: «დაბანეთ იგი სამჯერ, ან ხუთჯერ, ან უფრო მეტჯერ, თუ საჭიროდ ჩათვლით, წყლითა და სიდრით (ლოტოსის ფოთლებით), ხოლო ბოლოს დაამატეთ ქაფური — ან ცოტაოდენი ქაფური (არომატული საპონი). როცა დაამთავრებთ, შემატყობინეთ». თქვა: როცა დავამთარეთ, ვაცნობეთ მას, მან(მოციქულმა) თავისი მოსასხამი მოგვცა და თქვა: «ჯერ ამაში შეახვიეთ ის». თქვა (უმმ 'ატიამ): და ჩვენ მისი თმა სამ ნაწნავად შევკარით.

تُوُفِّيَتْ إِحْدَى بَنَاتِ النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ، فَخَرَجَ النَّبِيُّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ فَقَالَ: «اغْسِلْنَهَا ثَلاَثًا، أَوْ خَمْسًا أَوْ أَكْثَرَ مِنْ ذَلِكَ، إِنْ رَأَيْتُنَّ بِمَاءٍ وَسِدْرٍ، وَاجْعَلْنَ فِي الآخِرَةِ كَافُورًا -أَوْ شَيْئًا مِنْ كَافُورٍ-، فَإِذَا فَرَغْتُنَّ فَآذِنَّنِي»، قَالَتْ: فَلَمَّا فَرَغْنَا آذَنَّاهُ، فَأَلْقَى إِلَيْنَا حِقْوَهُ، فَقَالَ: «أَشْعِرْنَهَا إِيَّاهُ»، وَقَالَتْ: وَجَعَلْنَا رَأْسَهَا ثَلاَثَةَ قُرُونٍ.

შეთანხმებული
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

როცა შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ქალიშივილი ზაინაბი გარდაიცვალა, შუამავალი მივიდა იმ ქალებთან, ვისაც მისი რიტუალური განბანვა უნდა შეესრულებინა და უთხრა მათ: განბანეთ ის სიდრის ფოთლებიანი წყლით სამჯერ, ან ხუთჯერ, ან უფრო მეტჯერ თუ ამის საჭიროება იქნება, ბოლო დაბანის დროს გამოიყენეთ ქაფური (სურნელოვანი საპონი), და როცა მორჩებით დაბანას გამაგებინეთ. როდესაც დაამთავრეს მისი განბანვა, შეატყობინმეს, და მან თავისი მოსასხამი მიაწოდა და უთხრა: შეახვიეთ ჯერ მასში, ეს იყოს პირველი შესამოსი მისთვის. შემდეგ მას თმები სამ ნაწნავად შეუკრეს.

ჰადისის სარგებლობიდან

გარდაცვლილი მუსლიმის დაბანა სავალდებულოა, ის არის ფარდ ქიფაია.

ქალის დაბანა მხოლოდ ქალებს შეუძლიათ, ხოლო მამაკაცისთვის მხოლოდ მამაკაცებს, გამონაკლისია მხოლოდ ცოლ-ქმარი, მონა ქალი და ბატონი, მათ ერთმანეთის დაბანა შეუძლიათ.

დაბანა უნდა იყოს სამჯერ, თუ ეს არ იქნება საკმარისი - ხუთჯერ, თუ ესეც არ იქნება საკმარისი, მაშინ იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭიროება მოითხოვს, ამის შემდეგ თუ სხეულის რომელიმე ნაწილიდან სიბინძურე გამოვა, მოხდება იმ ადგილის ჩაკეტვა.

დამბანელმა დაბანა უნდა შეწყვიტოს კენტ რიცხვებზე სამზე, ხუთზე, ან შვიდზე.

ას-სინდიმ თქვა: «ეს ჰადისი არ განსაზღვრავს მიცვალებულის დაბანის ოდენობას, არამედ მასში არის მოცემული გასუფთავების აუცილებლობა და კენტ რიცხვებზე გაჩერება».

ის უნდა იყოს სიდრით (ლოტოსის ფოთლებით) შერეული წყალი, რადგან იგი წმენდს და მკვრივს ხდის მიცვალებულის სხეულს.

მიცვალებული კეთილსურნელებით უნდა განბანონ ბოლო განბანვისას, რათა სურნელი წყალში არ გაიფანტოს. ეს კეთილსურნელება უნდა იყოს ქაფურისგან (კამფორისგან), რადგან — კარგი სუნის გარდა — ის სხეულს ამაგრებს და მას სწრაფად არ ეკარება ხრწნა.

დასაწყისში უნდა დაიბანოს პატივდებული ადგილები, ანუ: მარჯვენა მხარე და ის კიდურები, რომლებიც შედის აბდესში (მცირე განწმენდაში).

სასურველია გარდაცვლილი ქალის თმების შეკვრა სამ ნაწნავად და თავის უკანა მხარეს მოთავსება.

დასაშვებია გარდაცვლილის დაბანისას დახმარება, მაგრამ მის დაბანას მხოლოდ ის უნდა დაესწროს, ვისი საჭიროებაც არსებობს.

შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ნივთებით ბარაქის მოლოდინი, როგორიცაა მისი სამოსი: ეს თვისება მხოლოდ მას ეკუთვნის, სხვას არავის, არც სწავლულებს და არც მართლმორწმუნე ადამიანებს; რადგან ასეთი საქმეები შეჩერებულია, და საჰაბები ამას არასოდეს აკეთებდნენ მის გარდა სხვასთან. გარდა ამისა, სხვასთან მიმართებით ეს შესაძლოა შირქის საბაბად და მისით კურთხევის მსურველისთვის ფითნად (ცდუნებად) იქცეს.

დასაშვებია სანდო ადამიანს მისთვის მინდობილი საქმის შესრულებაში უფლებამოსილების გადაცემა, თუ იგი ამისთვის ღირსეულია.

წყაროები

საჰიჰ ალ-ბუხარი (2/ 74) (1258 - 1259).

საჰიჰ მუსლიმ (2/ 646) (939).

მეტი... (8)

تيسير العلام.

للبسام (ص281).

تنبيه الأفهام.

لابن عثيمين (2/ 360).

الإفهام في شرح عمدة الأحكام.

لعبد العزيز بن باز (ص344).

الإلمام بشرح عمدة الأحكام.

لإسماعيل الأنصاري (1/ 227).