თუ ვინმე მოვა თქვენთან მაშინ, როცა თქვენ ერთსულოვნად ემორჩილებით გარკვეულ ადამიანს, და შეეცდება თქვენს შორის განხეთქილებას და თქვენი ერთიანობის გაყოფას, მოკალით იგი
გადმოცემულია 'არფაჯასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მა თქვა: "გავიგონე ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა:
«თუ ვინმე მოვა თქვენთან მაშინ, როცა თქვენ ერთსულოვნად ემორჩილებით გარკვეულ ადამიანს, და შეეცდება თქვენს შორის განხეთქილებას და თქვენი ერთიანობის გაყოფას, მოკალით იგი».
«مَنْ أَتَاكُمْ وَأَمْرُكُمْ جَمِيعٌ عَلَى رَجُلٍ وَاحِدٍ، يُرِيدُ أَنْ يَشُقَّ عَصَاكُمْ، أَوْ يُفَرِّقَ جَمَاعَتَكُمْ، فَاقْتُلُوهُ».
ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს, რომ თუ მუსლიმები ერთიანდებიან ერთ მმართველზე და ერთ საზოგადოებაზე, შემდეგ გამოჩნდება ვინმე, ვინც ცდილობს მასთან ხელისუფლების დავას ან მუსლიმების გაყოფას სხვადასხვა ჯგუფად, მათ ევალებათ მისი შეჩერება და ბრძოლა მის წინააღმდეგ. ეს საჭიროა მისი ბოროტების თავიდან ასაცილებლად და მუსლიმების სისხლის დაღვრაზე თავის ასარიდებლად.
وأمركم جميع: كلمتكم مجتمعة على إمام واحد، وأنتم يد واحدة.
يشق عصاكم: أصل العصا الاجتماع والائتلاف، والمراد هنا أنه يريد تفريق جماعتكم التي اجتمعت على إمام واحد.
მუსლიმთა მმართველისადმი მორჩილებისა და დაჯერების აუცილებლობა იმ საქმეებში, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ალლაჰის ბრძანებებს, და მის წინააღმდეგ გამოსვლის აკრძალვა.
ვისაც მუსლიმთა იმამისა და მათი საზოგადოების წინააღმდეგ გამოსვლა სურს, აუცილებელია მის წინააღმდეგ ბრძოლა, მიუხედავად მისი ღირსებისა და საგვარეულო წარმომავლობისა.
ერთიანობისკენ მოწოდება და დაყოფისა და უთანხმოების თავიდან აცილება.
საჰიჰ მუსლიმ (3/ 1480) (1852).
მეტი... (8)
منحة العلام في شرح بلوغ المرام.
لعبد الله الفوزان (8/ 349).
توضيح الأحكام شرح بلوغ المرام.
للبسام (6/ 329).
فتح ذي الجلال والإكرام بشرح بلوغ المرام.
لابن عثيمين (5/ 302).
المفاتيح في شرح المصابيح.
الحسين المُظْهِري (4/ 295).