ვედრება თაყვანისცემაა
გადმოცემულია ნუ'მან იბნ ბაშირისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: გავიგონე, რომ მოციქული (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს) ამბობდა:
«ვედრება თაყვანისცემაა», და შემდეგ წაიკითხა: «და თქვა შენმა ღმერთმა: მომიხმეთ და გიპასუხებთ! იმათ, ვისაც თავისი სიამაყით არ სურთ თაყვანი მცენ, დამცირებულნი შევლენ ჯოჯოხეთში». [ღააფირ: 60]
«الدُّعَاءُ هُوَ الْعِبَادَةُ»، ثُمَّ قَرَأَ: «{وَقَالَ رَبُّكُمُ ادْعُونِي أَسْتَجِبْ لَكُمْ إِنَّ الَّذِينَ يَسْتَكْبِرُونَ عَنْ عِبَادَتِي سَيَدْخُلُونَ جَهَنَّمَ دَاخِرِينَ} [غافر: 60]».
მოციქულმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) გვამცნო, რომ ვედრება არის თაყვანისცემა. ამიტომაც ყოველი ვედრება უნდა იყოს მიმართული ალლაჰისკენ, იქნება ეს ვედრება ალლაჰის მიმართ, რომელსაც მისთვის სარგებელი მოაქვს და აშორებს ზიანს, ასევე ვედრება, რომელიც ალლაჰს უყვარს და რომლითაც ის კმაყოფილია, ფარული და ნათელი სიტყვებით და საქმეებით, რომლებიც დაკავშირებულია გულთან, სხეულთან და ქონებასთან. შემდეგ მოციქულმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) მოიყვანა მაგალითი მტკიცებულების სახით: თქვა ალლაჰმა: მომიხმეთ და გიპასუხებთ! იმათ, ვისაც თავისი სიამაყით არ სურთ თაყვანი მცენ, დამცირებულნი შევლენ ჯოჯოხეთში.
...:
ვედრება არის თაყვანისცემის საფუძველი და არ შეიძლება მისი მიმართვა სხვისთვის, გარდა ალლაჰისა.
ვედრება (დუა) თავის თავში მოიცავს ალლაჰის წინაშე მორჩილებას და მისი უსასრულო სიმდიდრისა და ძლიერების აღიარებას. ამავდროულად, დუა გამოხატავს მორწმუნის დამოკიდებულებას და საჭიროებას ალლაჰის მიმართ.
არსებობს მკაცრი მუქარა სასჯელის სახით მათთვის, ვინც ამპარტავნობას გამოავლენს ალლაჰის თაყვანისცემაში და მიატოვებს ვედრებას. ის, ვინც ამპარტავნებით უარს იტყვის ალლაჰის მიმართ დუაზე, შევა ჯოჯოხეთში დამცირებული და შეურაცხყოფილი.
სუნან აბი დაუდ (2/ 603) (1479).
სუნან ალ-თირმიზი (5/ 292) (3247).
სუნან იბნ მააჯაჰ (5/ 5) (3828).
მუსნად აჰმად (30/ 297) (18352).
მეტი... (8)
توضيح الأحكام من بلوغ المرام.
للبسام (7/ 546).
منحة العلام في شرح بلوغ المرام.
لعبد الله الفوزان (10/ 416).
فتح ذي الجلال والإكرام.
لابن عثيمين (6/ 480).
سبل السلام بشرح بلوغ المرام.
للصنعاني (2/ 707).