ჯოჯოხეთის ყველაზე მსუბუქი სასჯელის მქონე ადამიანი ის არის, ვისაც ცეცხლისგან დამზადებული სანდლები და მათი სამაგრები ექნება, რომლისგამოც მისი ტვინი დუღს ისე, როგორც ქვაბში წყალი დუღს. მიუხედავად იმისა, რომ იგი ფიქრობს, თითქოს ყველაზე მძიმე სასჯელი აქვს, რეალურად, ის ჯოჯოხეთის მოსახლეთაგან ყველაზე მსუბუქად დასჯილია
გადმოცემულია ან-ნუ'მაან იბნ ბაშირისგან, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ჯოჯოხეთის ყველაზე მსუბუქი სასჯელის მქონე ადამიანი ის არის, ვისაც ცეცხლისგან დამზადებული სანდლები და მათი სამაგრები ექნება, რომლისგამოც მისი ტვინი დუღს ისე, როგორც ქვაბში წყალი დუღს. მიუხედავად იმისა, რომ იგი ფიქრობს, თითქოს ყველაზე მძიმე სასჯელი აქვს, რეალურად, ის ჯოჯოხეთის მოსახლეთაგან ყველაზე მსუბუქად დასჯილია».
«إِنَّ أَهْوَنَ أَهْلِ النَّارِ عَذَابًا مَنْ لَهُ نَعْلَانِ وَشِرَاكَانِ مِنْ نَارٍ، يَغْلِي مِنْهُمَا دِمَاغُهُ كَمَا يَغْلِ الْمِرْجَلُ، مَا يَرَى أَنَّ أَحَدًا أَشَدُّ مِنْهُ عَذَابًا، وَإِنَّهُ لَأَهْوَنُهُمْ عَذَابًا».
ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ ჯოჯოხეთის ყველაზე მსუბუქი სასჯელის მქონე ადამიანი განკითხვის დღეს ის არის, ვისაც ცეცხლისგან დამზადებული სანდლები და მათი სამაგრები ექნება, რომელთა სიცხისგან მისი ტვინი დუღს ისე, როგორც სპილენძის ქვაბში წყალი დუღს. მიუხედავად იმისა, რომ ის ფიქრობს, თითქოს ყველაზე მძიმე სასჯელი აქვს, რეალურად, ის ჯოჯოხეთის მოსახლეთაგან ყველაზე მსუბუქად დასჯილი იქნება. ეს სასჯელი ფიზიკური ტანჯვისა და ფსიქოლოგიური ტანჯვის ერთობლიობაა, რადგან ის განიცდის აუტანელ ტკივილს, თუმცა, ამავდროულად, იმ აზრით იტანჯება, რომ მისი ტანჯვა ყველაზე მძიმე ჰგონია.
გაფრთხილება ცოდვილებისა და ურწმუნოებისთვის ჯოჯოხეთის ამ საშინელი სასჯელის შესახებ, რათა მათ თავი შეიკავონ იმ საქმეებისგან, რაც ამ სასჯელამდე მიიყვანს.
ჯოჯოხეთში შესულთა სასჯელის დონეები განსხვავდება მათი საქმეების სიმძიმის მიხედვით.
ჯოჯოხეთის სასჯელის სიმძიმე, უზენაესმა ალლაჰმა დაგვიფაროს მისგან.
საჰიჰ ალ-ბუხარი (8/ 115) (6561).
საჰიჰ მუსლიმ (1/ 196) (213).
მეტი... (9)
نزهة المتقين شرح رياض الصالحين.
لمجموعة من الباحثين (1/ 366).
كنوز رياض الصالحين.
لمجموعة من الباحثين (6/ 394).
بهجة الناظرين شرح رياض الصالحين.
لسليم الهلالي (1/ 472).
شرح رياض الصالحين.
لابن عثيمين (3/ 295).
المعجم الوسيط (1/ 256).