Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

73 of 841 cards

Clear filters
«ჭეშმარიტად, ალლაჰი ეჭვიანობს, და მორწმუნეც ეჭვიანობს. ალლაჰის ეჭვიანობა გამოვლინდება მაშინ, როცა მორწმუნე აკეთებს იმას, რაც მას ალლაჰმა აუკრძალა».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
საჰაბებიდან რამდენიმე ადამიანი მივიდა ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და ჰკითხეს მას: "ჩვენ სულებში ისეთი რამეები გვაქვს, რაზეც ლაპარაკიც კი გვრცხვენია." უთხრა: "ნუთუ მართლა გაქვთ ასეთი რამეები?" მათ უპასუხეს: "დიახ." უთხრა: " აი, ეს არის ჭეშმარიტი რწმენა."
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
" ეშმაკი მოდის ერთ-ერთ თქვენგანთან და ეუბნება: ვინ შექმნა ეს? ვინ შექმნა ის? ბოლოს კი იტყვის: ვინ შექმნა შენი უფალი? როცა ის ამ კითხვამდე მიაღწევს, დაე, ითხოვოს ალლაჰისგან თავშესაფარი(თქვას: ა'უზუბილლაჰი მინა შშაიტანი რრაჯიიმ) და შეწყვიტოს მასზე ფიქრი".
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«არ განმადიდოთ ისე, როგორც ქრისტიანებმა განადიდეს მარიამის ძე, მე მხოლოდ ალლაჰის მონა ვარ და ამიტომ თქვით: ალლაჰის მონა და მისი შუამავალი».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
გვიამბო ანას იბნ მაალიქმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ კაცმა თქვა: "ო, ალლაჰის მოციქულო, როგორ აღსდგება ურწმუნო თავის სახეზე?" მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: "განა ის, ვინც ამ ქვეყნად ურწმუნოს ფეხებზე ამყოფებდა, არ არის შემძლე, რომ განკითხვის დღეს სახეზე ატაროს?" თქვა ყათადამ: «დიახ, შემძლეა, ვფიცავ ჩვენი ღმერთის სიდიადეს!"
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
"მე მოვისმინე, როგორ თქვა ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «ყოვლადკეთილი და ყოვლისშემძლე ალლაჰმა თქვა: "ო, ადამის შვილო, ჭეშმარიტად, მე აუცილებლად გაპატიებ შენ, მიუხედავად იმისა, რა ცოდვები გაქვს ჩადენილი, სანამ არ შეწყვეტ ჩემს მიმართ ვედრებას და იმედის ქონას ჩემზე! ო, ადამის შვილო, თუ შენი ცოდვები ცის ღრუბლებამდე მიაღწევს, ხოლო შემდეგ შენ ითხოვ ჩემგან მიტევებას, მე აუცილებლად გაპატიებ შენ, მიუხედავად იმ ცოდვებისა! ო, ადამის შვილო, თუ შენ ჩემთან მოხვიდე ისეთი ცოდვებით, რომლებიც დედამიწის ზომას აღწევს, მაგრამ ჩემს წინაშე წარსდგები ისე, რომ არავის შეუდარებ ჩემთან თაყვანისცემაში, მე აუცილებლად მოგანიჭებ შენ მიტევებას, რომელიც მოიცავს ყველა ამ ცოდვას!»
კარგი (ჰასან) გადმოსცა ალ-თირმიზიმ
"ერთხელ მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მივიდა კაცი და ჰკითხა: ო, ალლაჰის შუამავალო, რა არის ორი სავალდებულო რამ? მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: «ის, ვინც გარდაიცვალა და ალლაჰისთვის არაფერი დაუდგენია თანაზიარად - სამოთხეში შევა, ხოლო ვინც გარდაიცვალა ისე, რომ ალლაჰს უდგენდა თანაზიარს - ჯოჯოხეთში შევა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«დაიღუპებიან გადამეტებულნი», და სამჯერ გაიმეორა ეს.
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა