Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

4 of 841 cards

Clear filters
«როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, მისი საქმეები წყდება, გარდა სამისა: უწყვეტი ქველმოქმედება (სადაყა), ცოდნა, რომლითაც სარგებელს იღებენ და შვილი, რომელიც მასზე ვედრებას გააკეთებს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ვედრება თაყვანისცემაა», და შემდეგ წაიკითხა: «და თქვა შენმა ღმერთმა: მომიხმეთ და გიპასუხებთ! იმათ, ვისაც თავისი სიამაყით არ სურთ თაყვანი მცენ, დამცირებულნი შევლენ ჯოჯოხეთში». [ღააფირ: 60]
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«არაფერია ალლაჰისთვის უფრო დასაფასებელი, ვიდრე ვედრება(დუა)».
კარგი (ჰასან) გადმოსცა ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«მუსლიმი კაცის მიერ ზურგს უკან ვედრება თავისი ძმისთვის მიღებულია, მას თავთან ანგელოზი ჰყავს მინდობილი, და როდესაც ის ვედრებას გააკეთებს თავისი ძმისთვის სიკეთის თაობაზე, ეს ანგელოზი ამბობს: ამინ! და შენც იგივე».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა