შუამავალ მუჰამმადის მოკლე ბიოგრაფია (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას)
მომზადება შესავალი ბისმილლაჰ, ქება-დიდება ალლაჰს, ლოცვა და მშვიდობა შუამავალთა ბეჭედს, ამის შემდეგ: ეს არის წინასწარმეტყველთა და შუამავალთა ბატონის, წინასწარმეტყველთა ბეჭდისა და ყველა ადამის ძეთა ბატონის მოკლე ბიოგრაფია; ის ﷺ არის სრულყოფილი მისაბაძი მაგალითი და მშვენიერი ნიმუში, რომლის ბადალი დიდებულიც ქვეყნიერებას არ უხილავს, რადგან მისი ზნეობა ყურანი იყო. როდესაც მორწმუნეთა დედას, აიშას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ალლაჰის შუამავლის ﷺ ზნეობის შესახებ ჰკითხეს, მან თქვა: «შენ ყურანს არ კითხულობ?» დიახ. თქვა: «ჭეშმარიტად, ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ზნეობა ყურანი იყო».…
These files are generated automatically from the book's text; their layout may differ from the printed edition.
შუამავალ მუჰამმადის მოკლე ბიოგრაფია (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას)
მომზადება
ისლამური კონტენტის სხვადასხვა ენაზე გავრცელების ასოციაციის სამეცნიერო კომიტეტი
შესავალი
ბისმილლაჰ, ქება-დიდება ალლაჰს, ლოცვა და მშვიდობა შუამავალთა ბეჭედს, ამის შემდეგ:
ეს არის წინასწარმეტყველთა და შუამავალთა ბატონის, წინასწარმეტყველთა ბეჭდისა და ყველა ადამის ძეთა ბატონის მოკლე ბიოგრაფია; ის ﷺ არის სრულყოფილი მისაბაძი მაგალითი და მშვენიერი ნიმუში, რომლის ბადალი დიდებულიც ქვეყნიერებას არ უხილავს, რადგან მისი ზნეობა ყურანი იყო. როდესაც მორწმუნეთა დედას, აიშას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ალლაჰის შუამავლის ﷺ ზნეობის შესახებ ჰკითხეს, მან თქვა: «შენ ყურანს არ კითხულობ?» დიახ. თქვა: «ჭეშმარიტად, ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ზნეობა ყურანი იყო». [გადმოსცა მუსლიმმა] დიდებულმა ალლაჰმა თქვა: უეჭველად შენ ადგახარ უმაღლეს ზნეობას [ალ-ყალამ: 4].
ჩვენ ვსწავლობთ მის კეთილშობილ ცხოვრებას, რათა ავიღოთ მისგან დარიგება და მაგალითი; რადგანაც ის არის ჩვენი წინამძღოლი, რომლისგანაც ვიღებთ მაგალითს რწმენაში, საქმეებსა და სიტყვებში; უზენაესი ალლაჰის სიტყვისადმი მორჩილების ნიშნად: თქვენთვის [ო, მორწმუნენო] ალლაჰის მოციქულში [მის სიტყვებსა და ქცევებში] არის უმშვენიერესი მაგალითი იმათთვის, ვინც ალლაჰს და უკანასკნელ დღეს იმედოვნებს და ალლაჰს ბევრს იხსენიებს. (ალ-აჰზაბ: 21)
ჩვენ დავწერეთ ეს სირა (შუამავლის ცხოვრება, მშვიდობა და კურთხევა მასზე) მარტივი და გასაგები სტილით, რომელიც შესაფერისია უფროსებისთვის და გამოსადეგია ბავშვების სასწავლებლად. იგი წარმოდგენილია თხრობითი სტილით, რომელიც აერთიანებს სირას მოვლენებსა და მათ სასარგებლო გაკვეთილებს. ტექსტი დავალაგეთ თანმიმდევრული გაკვეთილების სახით, რაც აადვილებს მის გაგებასა და ათვისებას.
მასში ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ სირას საფუძვლებსა და მის უმნიშვნელოვანეს მოვლენებზე, მისი ყველა დეტალის გამოკვლევის გარეშე, და იგი იწყება მისი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაბადებიდან და გრძელდება მის გარდაცვალებამდე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას).
დიდებულ ალლაჰს ვთხოვთ, რომ ეს ნაშრომი სასარგებლო გახადოს, და რომ მიიღოს იგი, და რომ შეგვინდოს ჩვენ და თქვენ.
პირველი გაკვეთილი: გზავნილთა მიზნები:
ყველა ღვთიურ გზავნილს საერთო დიადი მიზნები გააჩნია და მათი შეჯამება შემდეგნაირად შეიძლება:
პირველი: ქმნილებათა მოწოდება ერთადერთი ალლაჰის თაყვანისცემისკენ და მის გარდა ვინმეს ან რამეს თაყვანისცემის მიტოვებისკენ, უზენაესმა ბრძანა: და არ გამოგვიგზავნია შენამდე [ო, მუჰამმად] არცერთი მოციქული, რომ არ ზეშთაგვეგონებინა მისთვის, რომ არ არსებობს არანაირი ღვთაება [რომელიც იმსახურებს თაყვანისცემას], გარდა ჩემი [ალლაჰისა]. მაშ, მხოლოდ მე[ალლაჰს] მეცით თაყვანისცემა! [სურა ალ-ანბია: 25].
მეორე: ხალხის გამოყვანა ურწმუნოებისა და თანაზიარების სიბნელიდან ერთღმერთიანობის სინათლეზე, უზენაესი ამბობს: ალლაჰი მეგობარია მათი, ბნელეთიდან სინათლეში გაჰყავს ისინი, – ვინც ირწმუნეს, ხოლო ვინც არ ირწმუნეს, მათი მეგობარი ტაღუთია და სინათელიდან ბნელეთისკენ მიჰყავს ისინი. აი, ისინი არიან ცეცხლის მკვიდრნი; ისინი იქნებიან მასში მარადჟამს. [სურა ბაყარა: 257] დიდებულმა ალლაჰმა თქვა: ალლაჰი დაადგენს ამით ჭეშმარიტებაზე მას ვინც გაჰყვება მის კმაყოფილებას ჭეშმარიტი გზებით, გაიყვანს მათ სიბნელიდან სინათლეში თავისი ნებით, და უწინამძღვრებს პირდაპირი გზით. [სურა მაიდა: 16].
მესამე: რომ ქმნილებებმა არ დაიდგინონ ერთმანეთი უფლებად ალლაჰის გარდა, უზენაესმა თქვა: უთხარი: ,,ეი, წიგნბოძებულნო! მოდით შევთანხმდეთ სიტყვაზე, რომელიც საერთოა ჩვენსა და თქვენს შორის, – რომ არავის ვეთაყვანოთ, გარდა ალლაჰისა; არაფერი ვუთანაზიაროთ და არ გავაღმერთოთ – ვინმემ ვინმე, – ნაცვლად ალლაჰისა". ხოლო თუ პირი იბრუნეს, მაშინ უთხარით: დაამოწმეთ, რომ ჩვენ ვართ მუსლიმები/მორჩილებიო. "[სურა აალ იმრაან: 64]," დიდებულმა ალლაჰმა თქვა: არც იმას გიბრძანებთ, რომ მაცნენი და ანგელოზნი დაიდგინოთ ღმერთებად. განა ურწმუნოებას გიბრძანებთ მას შემდგომ, რაც უკვე მუსლიმები/მორჩილები ხართ? [სურა ალი იმრანი:80].
მეოთხე: ტაღუთის უარყოფა. თქვა უზენაესმა: ხოლო ვინც უარყოს ტაღუთი და ირწმუნოს ალლაჰი, ის მართლაც ჩაეჭიდოს მტკიცე რგოლს, რომელსაც გაწყვეტა არ უწერია. ალლაჰი ყოვლის მსმენი და მცოდნეა. [სურა ბაყარა: 256]. აუცილებელია, რომ მუსლიმს სწამდეს, რომ ყოველივე ის, რასაც ეთაყვანებიან ალლაჰის გარდა - არის ბათილი სათაყვანებელი.
მეხუთე: შირქისა და მისი მიმდევრებისგან შორს ყოფნა, უზენაესმა ბრძანა: ჭეშმარიტად, თქვენთვის შესანიშნავი მაგალითი იყო იბრაჰიმსა და მასთან მყოფებში, როცა მათ თავიანთ ხალხს უთხრეს: "ჩვენ უარს ვამბობთ თქვენზე და იმაზე, რასაც თქვენ ეთაყვანებით ალლაჰის გარდა. ჩვენ უარგყავით თქვენ და ჩვენსა და თქვენს შორის გაჩნდა მტრობა და სიძულვილი სამუდამოდ, სანამ არ ირწმუნებთ მხოლოდ ერთადერთ ალლაჰს... (ალ-მუმთაჰინა: 4)
ყველა შუამავალი (მშვიდობა მათ) მოუწოდებდა თავიანთ ხალხს ამ დიადი საფუძვლებისკენ.
მეექვსე: რომ მთელი რწმენა ალლაჰისა იყოს, უზენაესი ალლაჰი ამბობს: მაშ ეომეთ მათ, ვიდრე აღარ იქნება განსაცდელი და რჯული მთლიანად ალლაჰის არ იქნება. ხოლო თუ დაასრულებენ, ჭეშმარიტად, ალლაჰი ხედავს, რასაც ისინი აკეთებენ. [სურა ალ-ანფალი:39], დიდებულმა ალლაჰმა თქვა: ის არის (ალლაჰი), რომელმაც მოავლინა თავისი შუამავალი სწორი გზითა და ჭეშმარიტი სარწმუნოებით, რათა იგი ყველა სხვა სარწმუნოებაზე აღამაღლოს. და საკმარისია ალლაჰი მოწმედ. [ალ- ფათჰ: 28] და ქმნილებები არ აღასრულებენ თაყვანისცემას, გარდა ისლამისა; უზენაესი ამბობს: ხოლო ვინც ისლამის გარდა სხვა რჯული ეძიოს, – არ მიიღება იგი მისგან და განკითხვის დღეს ის იქნება წაგებულთაგან. (სურა ალი იმრან: 85)
მეშვიდე: ალლაჰის კანონით მოქმედება ცხოვრების ყველა რელიგიურ და ამქვეყნიურ საქმეში, და ადამიანები არ უნდა მიჰყვნენ სხვა კანონს ალლაჰის კანონის გარდა. უზენაესმა ალლაჰმა თქვა: ან იქნებ მათ ჰყავთ თანაზიარნი, რომლებმაც მათთვის რელიგიაში დაადგინეს ის, რაც ალლაჰმა არ დაუშვა? და რომ არა სიტყვა დაყოფის შესახებ, მათ შორის უკვე იქნებოდა გადაწყვეტილი. ნამდვილად, უსამართლოებს მტკივნეული სასჯელი ელით! [სურა აშ-შურაა: 21]
მეორე გაკვეთილი: შესავალი შუამავლის სირაში
პირველი: შუამავლის სირას განმარტება:
ეს არის იმ ყველაფრის შესწავლა, რაც ჩვენამდე მოაღწია შუამავლის სირას, მისი სუნას, გარეგნობისა და ზნეობის, მისი ბრძოლებისა და ლაშქრობების შესახებ, დაბადებიდან გარდაცვალებამდე.
მეორე: სირას შესწავლის ნაყოფი და მნიშვნელობა:
1. შუამავლობის დამოწმების ცხოვრებაში განხორციელება: ვინაიდან შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ცხოვრების გზის გაცნობით, მისი მდგომარეობების შესწავლით და მის გზაზე მიყოლით, მსახურს ეზრდება რწმენა, დაჯერება და იმ დამოწმების ცხოვრებაში განხორციელება, „რომ მუჰამმადი ალლაჰის შუამავალია“.
2 - მისაბაძი და საუკეთესო მაგალითი: რათა შუამავალი ﷺ იყოს ის გზამკვლევი, რომლითაც სწორი გზით წავალთ, და ის მაგალითი, რომლის კვალსაც გავყვებით ჩვენი ცხოვრების ყველა საქმეში, უზენაესმა ბრძანა: თქვენთვის [ო, მორწმუნენო] ალლაჰის მოციქულში [მის სიტყვებსა და ქცევებში] არის უმშვენიერესი მაგალითი იმათთვის, ვინც ალლაჰს და უკანასკნელ დღეს იმედოვნებს და ალლაჰს ბევრს იხსენიებს. (ალ-აჰზაბ: 21)
3- წმინდა ყურანის გაგება: რადგან შუამავლის ცხოვრება არის დიდებული წიგნის აიათების პრაქტიკული გამოყენება; ვინაიდან მისი ﷺ ზნეობა ყურანი იყო, და მისი მეშვეობით შეიცნობა ზეციდან გარდმოვლენის კონტექსტი და გამოცხადების მიზნები.
4- შუამავლის სუნნის გაგება: მისი ﷺ საქციელისა და ქმედებების მეშვეობით, ჩვენთვის ნათელი ხდება მისი ჰადისების მნიშვნელობები და მათი პრაქტიკული განხორციელება.
5- მისი სიყვარულის დანერგვა ﷺ: რადგან სიყვარული ცოდნით მოდის და არ არსებობს სხვა გზა მისი ღვაწლისა და დიადი ღირსების გასაგებად, გარდა მისი ცხოვრების დეტალებისა და თავგანწირვის გაცნობისა.
7 - მაგალითად აღება და გააზრება: რათა გამოვიტანოთ გაკვეთილები და მაგალითები მისი ﷺ ცხოვრებიდან; რადგანაც ის არის მაგალითი განსაცდელის დროს მოთმინებაში, კეთილდღეობის დროს მადლიერებასა და ყოველ მდგომარეობაში სიმტკიცეში.
7 - ამქვეყნიური და იმქვეყნიური ბედნიერების მოპოვება: არ არსებობს წარმატება ამქვეყნად და ხსნა იმქვეყნად, გარდა მის ﷺ კვალზე სიარულისა და მის გზაზე მიყოლისა.
მესამე: სალაფების მაგალითი სირას შესწავლაში:
კეთილმორწმუნე წინაპრებმა გააცნობიერეს ამ ცოდნის ღირებულება, ამიტომ ისინი მას ისევე მალ-მალე კითხულობდნენ და იზეპირებდნენ ხოლმე, როგორც წმინდა ყურანს:
ზაინ ალ-აბიდინ ალი იბნ ალ-ჰუსაინ იბნ ალიმ (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) თქვა: "ჩვენ გვასწავლიდნენ ალლაჰის შუამავლის (ﷺ) ბრძოლებსა და ლაშქრობებს, ისევე როგორც გვასწავლიდნენ ყურანის სურას."
თქვა ისმა'ილ ბინ მუჰამმად ბინ სა'დ ბინ აბი ვაყყაასმა (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი): მამაჩემი გვასწავლიდა ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ლაშქრობებს და ამბობდა: "ო, ჩემო შვილებო, ეს თქვენი წინაპრების საგმირო საქმეებია, ამიტომ არ დაკარგოთ მათი ხსოვნა". [იხილეთ: ალ-ჯამი' ლი ახლაყ ალ-რავი ვა ადაბ ალ-სამი', ალ-ხატიბ ალ-ბაღდადის მიერ, 2/287-288].
მესამე გაკვეთილი: შუამავალის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კეთილშობილი წარმომავლობა:
პირველი: მისი წარმომავლობის შტო მამამისის მხრით:
ის არის მოწყალე და ჭეშმარიტი გზის მაჩვენებელი და ბოძებული მადლი: აბულ ყასიმ მუჰამმად იბნ აბდულლაჰ, იბნ აბდულ მუტალიბ, იბნ ჰააშიმ, იბნ აბდ მანაფ, იბნ ყუსაი, იბნ ქილაბ, იბნ მურრა, იბნ ქააბ, იბნ ლუაი, იბნ ღალიბ, იბნ ფიჰრ, იბნ მალიქ, იბნ ან-ნადრ, იბნ ქინანა, იბნ ხუზეიმა, იბნ მუდრიქა, იბნ ილიას, იბნ მუდარ, იბნ ნიზარ, იბნ მაად, იბნ ადნან.
და ეს კეთილშობილი წარმომავლობა ალლაჰის შუამავალ ისმა'ილთან, იბრაჰიმის (აბრაამის) ძესთან სრულდება (მშვიდობა მათ).
მეორე: მისი წარმომავლობა დედის მხრით:
ის არის: ამინა ბინთ ვაჰბ, იბნ აბდუმანნააფ, იბნ ზუჰრა, იბნ ქილააბ იბნ მურრა, და მისი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დედის წარმომავლობა უკავშირდება მამამისის წარმომავლობას წინაპარ „ქილააბ იბნ მურრა“-სთან, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მისი წარმომავლობა ყურაიშის ყველაზე კეთილშობილი და წმინდა ოჯახებიდანაა ორივე მხრიდან.
მიღებული სარგებელი:
1. შუამავლის წარმომავლობის შტო უკავშირდება წინასწარმეტყველთა მამას, იბრაჰიმს (აბრაამს) მშვიდობა მას, რაც ადასტურებს წინასწარმეტყველების გაგრძელებას ამ კურთხეულ ხეში.
2. მისი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წარმომავლობის შტო უდავოდ ყველაზე კეთილშობილური, ყველაზე წმინდა და საუკეთესოა, და ალლაჰმა ის აირჩია საუკეთესო ტომიდან და ყველაზე საპატიო ოჯახიდან. თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «ჭეშმარიტად, ალლაჰმა ამოარჩია ქინანა ისმაილის შთამომავალთაგან, ამოარჩია ყურაიში ქინანასგან, ამოარჩია ყურაიშიდან ჰაშიმის ძენი და ამომარჩია მე ჰაშიმის ძეთაგან». "[გადმოცემულია მუსლიმის მიერ]."
მესამე გაკვეთილი: შუამავლის ﷺ დაბადება და აღზრდა:
მამამისის გარდაცვალება: მამამისი მოკვდა, როდესაც შუამავალი ჯერ კიდევ დედის მუცელში იყო.
მისი დაბადება: შუამავალი ﷺ დაიბადა მექქაში, სპილოს წელს, ორშაბათ დღეს. არსებობს აზრთა სხვადასხვაობა ამ დღის თარიღისა და თვის დადგენასთან დაკავშირებით. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ეს იყო რაბი ალ-აუვალის მეორე დღეს, ზოგის თქმით — მესამე დღეს, ზოგის თქმით — მეცხრე დღეს, ზოგის თქმით — მეათე დღეს, ხოლო სხვათა თქმით — მეთორმეტე დღეს. ასევე ნათქვამია, რომ დაიბადა საფარის თვეში და ნათქვამია, რომ — რაბი ალ-ახირის თვეში.
მისი ძიძები: მას ძუძუ აწოვა ჰალიიმა ალ-სა'ადიამ და ბიძამისის აბუ ლაჰაბის მონა ქალმა სუვაიბამ, რომელიც იყო პირველი, ვინც მას ძუძუ აწოვა დედამისის შემდეგ, და მასზე ზრუნავდა უმმ აიმან ბარაქა ალ-ჰაბაშია, მამამისის მონა ქალი.
გულმკერდის გაპობის შემთხვევა: ეს მოხდა, როდესაც ის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჯერ კიდევ პატარა იყო ბანუ საადის უდაბნოში; მასთან მოვიდა ანგელოზი ჯიბრილი (მშვიდობა მას), როდესაც ის ბავშვებთან ერთად თამაშობდა და დაახლოებით ოთხი წლის იყო. მან გაუპო გულმკერდი, ამოიღო იქიდან სისხლის კოლტი და თქვა: «ეს არის ეშმაკის წილი შენგან», შემდეგ გარეცხა მისი გული ოქროს ჭურჭელში ზამზამის წყლით. [გადმოცემულია მუსლიმის მიერ].
დედამისისა და ბაბუამისის გარდაცვალება: დედამისი გარდაიცვალა, როდესაც ის იყო ექვსი წლის და მასზე მზრუნველობა აიღო თავის თავზე ბაბუამისმა აბდულ მუტალლიბმა. შემდეგ ბაბუამისი გარდაიცვალა, როდესაც ის იყო რვა წლის და მის შემდეგ მასზე მზრუნველობა აიღო ბიძამისმა აბუ ტალიბმა.
მიღებული სარგებელი:
1- შუამავალი ﷺ ობლად დაიბადა, ხოლო დედამისი გარდაიცვალა, როდესაც ის პატარა იყო. და ამაშია ნუგეში მისთვის, ვინც ბავშვობაში დაკარგა მამა ან დედა, და მით უმეტეს მისთვის, ვინც ორივე მათგანი ზრდასრულ ასაკში დაკარგა.
2- ალლაჰის მზრუნველობა თავის მოციქულზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მცირე ასაკიდანვე; და ამის შესახებ უზენაესმა ალლაჰმა თქვა: განა არ გპოვა ობლად და არ შეგიფარა? (ად-დუჰა: 6) ანუ: გიპოვა შენ, არც დედა გყავდა და არც მამა, და გარდაიცვალნენ შენი მშობლები, მაშინ როცა შენ არ შეგეძლო საკუთარი თავის განკარგვა, და ალლაჰმა შეგიფარა და დაგიცვა, და შენს მზრუნველად მოგცა ბაბუაშენი აბდულ მუტალლიბი, შემდეგ, როდესაც გარდაიცვალა ბაბუაშენი; შენზე მზრუნველობა აიღო თავის თავზე ბიძაშენმა აბუ ტალიბმა.
3- ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ალლაჰი არის მსახურის ჭეშმარიტი დამცველი და მზრუნველი; ეს მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ობლად გაიზარდა, თუმცა ალლაჰმა დაუდგინა მას ის, ვინც მასზე იზრუნებდა, შემდეგ კი მოავლინა იგი ადამიანებისთვის, აქცია იგი ადამის ყველა ძეს შორის საუკეთესოდ და მისაბაძ მაგალითად სამყაროთათვის.
4- წინასწარმეტყველის ﷺ გულის სისუფთავე და ბავშვობიდანვე მისი დაცულობა ეშმაკის ცდუნებებისგან, რადგან უზენაესმა ალლაჰმა იგი წინასწარმეტყველებისთვის მისი გულის ფიზიკურად და სულიერად გასუფთავებით მოამზადა.
5- სარგებელი: შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და არც მისი საჰაბებისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) არ არის დადასტურებული მისი დაბადების ღამის ან დღის გამორჩეულობა რაიმე აღნიშვნით ან კონკრეტული თაყვანისცემით; ამიტომ, მთელი სიკეთე არის მათი გზის მიყოლაში და იმის მიტოვებაში, რაც მათ არ გაუკეთებიათ.
მეოთხე გაკვეთილი: წინასწარმეტყველის ﷺ ცხოვრება შუამავლად წარმოგზავნამდე, ეს არის ეტაპი, რომელიც წინ უძღოდა გამოცხადების გარდმოვლენას და ამ პერიოდში ის არ იყო არც წინასწარმეტყველი და არც შუამავალი.
ალლაჰის მიერ თავისი შუამავლის დაცვა: შუამავალი ﷺ გაიზარდა ჯაჰილიის (უმეცრების ხანის) ჩვევებისა და მათი მრავალღმერთიანობისგან შორს; მას არასდროს უცია თაყვანი კერპისთვის, არასდროს დაულევია ღვინო და არც არასდროს ჩაუდენია რაიმე უხამსობა. ის იყო ადამიანთა შორის საუკეთესო ზნეობის მქონე და ყველაზე მართალი საუბარში, იმდენად, რომ იგი ცნობილი გახდა, როგორც „ას-საადიყ ალ-ამიინი“ (პატიოსანი და სანდო); ის ინარჩუნებდა ნათესაურ კავშირებს, პატივს სცემდა სტუმარს და ეხმარებოდა ღარიბს.
პირველი მოგზაურობა შამში: როდესაც ის გაემგზავრა ბიძამის აბუ ტალიბთან ერთად შამში, ის იყო თორმეტი წლის.
ფიჯარის ბრძოლა: მან მასში მონაწილეობა მიიღო, როდესაც ოცი წლის იყო. იგი მოხდა ყურაიშებსა და ქინანას შორის კაის აილანის წინააღმდეგ, ხოლო მასში შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როლი იყო თავისი ბიძებისთვის „ისრების მიწოდება“, ანუ იგი აწვდიდა მათ ისრებს, რათა მათ ესროლათ.
ფუდულის ფიცი: იგი დაესწრო ამ ფიცს, რომელშიც მექის ტომებმა პირობა დადეს ნებისმიერი ჩაგრულის დახმარებაზე, სანამ მას არ დაუბრუნდებოდა წართმეული უფლება.
შრომა და სარჩო: ის მექქის მცხოვრებთათვის ანაზღაურების სანაცვლოდ ცხვარს მწყემსავდა, შემდეგ კი შამში მეორედ გაემგზავრა ხადიჯას ფულით, რომ ევაჭრა - ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი.
მისი ქორწინება: როდესაც ხადიჯამ (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) ნახა მისი სანდოობა და ბარაქიანობა რომელიც მას ჰქონდა ვაჭრობის დროს, მასზე დაქორწინების სურვილი გაუჩნდა, მუჰამმადი ხადიჯაზე დაქორწინებისას 25 წლის იყო.
მისი განმარტოება და ღვთისმსახურება: მას უყვარდა განმარტოება და ეთაყვანებოდა ალლაჰს ჰირას გამოქვაბულში, სადაც მიჰქონდა საჭმელი და სასმელი, შემდეგ კი იქ რამოდენიმე ღამეს ატარებდა, სანამ მას არ მოუვიდა გამოცხადება.
ქააბას განახლება: როდესაც ის იყო ოცდათხუთმეტი წლის, ბანუ ყურაიშელებმა ქააბა განაახლეს. მათ შორის უთანხმოება ჩამოვარდა იმის თაობაზე, თუ ვის უნდა დაედო შავი ქვა თავის ადგილას, ისე რომ ლამის ერთმანეთი დახოცეს. ამიტომ შეთანხმდნენ, რომ მსაჯულად ის აერჩიათ, ვინც პირველი შემოვიდოდა მათთან და ეს იყო შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას). როდესაც ის დაინახეს, თქვეს: „ეს არის ალ-ამინი (სანდო), ჩვენ კმაყოფილი ვართ მისით“. მან ქვა დადო ქსოვილზე და გვარების მეთაურებს უბრძანა მოეკიდათ ამ ნაჭრის კიდეებზე ხელი, შემდეგ კი, თავისი კეთილშობილი ხელით აწია იგი და თავის ადგილზე დადო.
მიღებული სარგებელი:
1- ალლაჰმა დაიცვა თავისი მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შირქისა და ცოდვებისგან შუამავლად წარმოგზავნამდე, და ეს შუამავლობის წინაპირობებსა და მის მტკიცებულებებს მიეკუთვნება.
2- შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ცნობილი იყო როგორც ას-საადიყ ალ-ამიინი (სიმართლის მთქმელი და სანდო), და ეს თვისებები იყო მისი სიმართლის ყველაზე ძლიერი მტკიცებულება; რადგან ვინც თავს იკავებს ხალხის მიმართ სიცრუისგან, შეუძლებელია, იცრუოს ალლაჰზე.
3 - სიმართლისა და სანდოობის უპირატესობა: ისინი მორწმუნის უდიდესი თვისებებია და მათი მეშვეობით ადამიანი მოიპოვებს ხალხის ნდობასა და სიყვარულს.
4- შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ზრუნავდა ჰალალი სარჩოს მოპოვებასა და საკუთარი ხელით შრომაზე, ამიტომაც იგი მწყემსავდა ცხვარს და ვაჭრობდა ფულით, და ეს გვასწავლის ძალისხმევის ჩადებასა და მიზეზების გამოყენებას.
5. თავმდაბლობა: შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არ რცხვენოდა გაეხსენებინა თავისი შრომა ცხვრის მწყემსვისას მას შემდეგ, რაც შუამავალი გახდა, რათა ესწავლებინა ჩვენთვის, რომ შრომა ღირსებაა; მან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, ყოველი წინასწარმეტყველი, რომელიც ალლაჰმა წარმოგზავნა, ცხვარს მწყემსავდა». [გადმოსცა ალ-ბუხარიმ].
6- საღი გონება: შავი ქვის განთავსებისას მისმა პოზიციამ დაამტკიცა განსაკუთრებული გამჭრიახობა და სიბრძნე სისხლისღვრის თავიდან აცილებასა და ყველას დაკმაყოფილებაში, და ეს იყო მოსაზრება, რომელიც ყურაიშის ტომების დიდ წინამძღოლებს გამოეპარათ.
მეხუთე გაკვეთილი: გამოცხადების დასაწყისი და მისი გარდმოვლინება შუამავალზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):
გამოცხადების დასაწყისი: გამოცხადებისა და წინასწარმეტყველების პირველი ნიშნები დაიწყო მაშინ, როდესაც წინასწარმეტყველმა ﷺ ორმოცი წლის ასაკს მიაღწია.
ჭეშმარიტი სიზმარი: პირველი, რითაც დაიწყო გამოცხადება, იყო „ჭეშმარიტი სიზმარი“; ყოველ ჯერზე, როცა ის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ძილში სიზმარს ხედავდა, ის სინამდვილეში ახდებოდა ისე ნათლად, როგორც დილის სინათლე.
ჰირას გამოქვაბულში: როდესაც შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰირას გამოქვაბულში განმარტოვდა ალლაჰის თაყვანსაცემად, მასთან მოვიდა ანგელოზი ჯიბრილი (მშვიდობა მას) ყოვლისშემძლე ალლაჰის გამოცხადებით.
მასთან მოვიდა ანგელოზი ჯიბრილი (მშვიდობა მას) და უთხრა: «წაიკითხე», შუამავალმა თქვა: «მე კითხვა არ შემიძლია», ეს სამჯერ განმეორდა, ხოლო მესამედ ჯიბრილმა მას სურა ალ-ალაყის პირველი აიათები წაუკითხა: იკითხე შენი ღმერთის სახელით, რომელმაც გააჩინა. (მან) შედედებული სისხლისგან შექმნა ადამიანი. იკითხე! და შენი ღმერთი უგულუხვესია, რომელმაც ასწავლა კალმით (წერა) ადამიანს ასწავლა ის, რაც არ იცოდა. (ალ-'ალაყ: 1-5) ეს იყო ყურანის პირველი აიათები, რომლებიც გარდმოევლინა.
ხადიჯას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) მხარდაჭერა შუამავლისადმი ﷺ: შუამავალი ﷺ დაბრუნდა თავის მეუღლესთან ხადიჯასთან, იგი მდგომარეობის სიმძიმისგან ცახცახებდა და მომხდარის შესახებ უამბო. მან კი დაამშვიდა ის და უთხრა: «არასოდეს, ვფიცავ ალლაჰს, შენ ალლაჰი არასოდეს შეგარცხვენს, შენ ინარჩუნებ ნათესაურ კავშირებს, სიმართლეს ამბობ, ტვირთს უმსუბუქებ დაუძლურებულებს (ეხმარები სუსტებს), ამარაგებ უქონლებს (აძლევ ღარიბებს), უმასპინძლდები სტუმრებს (პატივს სცემ მათ) და ეხმარები უბედურებებში, რომლებიც სიმართლეს უკავშირდება (მნიშვნელოვან საქმეებში, რომლებიც ხალხს თავს ატყდებათ)».
ზეშთაგონების შეწყვეტა და შემდეგ მისი განახლება: ზეშთაგონება მცირე პერიოდით შეწყდა, ამის შემდეგ კი გარდმოევლინა სურა ალ-მუდდასირის დასაწყისი: ჰეი, სამოსში გახვეულო ადექი და გააფრთხილე და შენი უფალი ადიდე და სამოსი შენი გაიწმინდე და სიბილწე მიატოვე (ალ-მუდასსირ: 1-5)
მიღებული სარგებელი:
1 - ორმოცი წლის ასაკი: ალლაჰმა აირჩია ეს ასაკი ზეგამოცხადების გარდმოსავლენად, რადგან იგი წარმოადგენს გონების სრულყოფილებასა და გაგების უნარის სიძლიერეს, როგორც უზენაესმა ალლაჰმა თქვა: როდესაც ის ძალას [გონებრივ და ფიზიკურ ზღვარს] მიაღწევს და ორმოც წლამდე მივა [ალ-აჰყააფ: 15].
2 - წინასწარმეტყველმა ﷺ თავის ხალხში შუამავლობამდე ორმოცი წელი დაჰყო, და მათ შორის მისი კეთილშობილური ცხოვრება მისი შუამავლობისა და მოწოდების ჭეშმარიტების უდიდესი მტკიცებულება იყო.
3 - ალლაჰმა შეამზადა თავისი წინასწარმეტყველი გამოცხადების დიადი მისიისთვის ჭეშმარიტი ხილვით და შეაყვარა მას განმარტოება.
4- მნიშვნელოვანია, რომ მუსლიმმა გამოყოს დრო იმისთვის, რომ განმარტოვდეს თავის უფალთან, მოიხსენიოს ალლაჰი და დაფიქრდეს მის მეუფებაზე.
5. ღვთისმოსავი ცოლის გავლენა: ნათლად ჩანს ხადიჯას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) საქციელსა და თავის ქმრის ნუგეშისცემაში, და ის არის მისაბაძი მაგალითი გაჭირვების დროს მხარდაჭერასა და თანადგომაში.
6 - ხადიჯას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) დასკვნა შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ზნეობაზე დაყრდნობით, რომ ალლაჰი მას დაიფარავდა; რადგან სრულყოფილი ზნეობა ბოროტებისგან გადარჩენის მიზეზია.
7. უპირველესი, რაც წინასწარმეტყველს ებრძანა სურა ალ-მუდდასსირში, არის ალლაჰის ერთღმერთიანობისკენ მოწოდება და მრავალღმერთიანობისგან (შირქისგან) გაფრთხილება; რადგან ერთღმერთიანობა არის რელიგიის საფუძველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულება.
იმამი ატ-ტაბარი (ალლაჰმა შეიწყალოს ის) ამ აიათის განმარტებაში ამბობს: და მისი სიტყვა: ﴿წამოდექი და შეაგონე﴾ - უზენაესი ალლაჰი ეუბნება თავის წინასწარმეტყველს მუჰამმედს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): წამოდექი ძილიდან და შეაგონე ალლაჰის სასჯელის შესახებ შენს ხალხს, რომლებმაც ალლაჰს თანაზიარი გაუჩინეს და სხვას სცეს თაყვანი.
მეექვსე გაკვეთილი: შუამავლის მოწოდება მექქაში:
მოწოდება ჩუმად: მექქაში მოწოდება ფარულად დაიწყო და გრძელდებოდა სამი წლის განმავლობაში; პირველი, ვინც ისლამი მიიღო, ქალთაგან იყო მისი მეუღლე ხადიჯა ბინთ ხუვაილიდ, მამაკაცთაგან - აბუ ბაქრ ას-სიდდიყი, ბავშვთაგან - ალი იბნ აბი ტალიბი, განთავისუფლებულ მონათაგან - ზეიდ იბნ ჰარისათი, ხოლო მონათაგან - ბილალ ალ-ჰაბაში - ალლაჰი იყოს ყველა მათგანით კმაყოფილი.
აბუ ბაქრის მოწოდებას ერწმუნა საჰაბების რჩეული ჯგუფი, მათ შორის: უსმან იბნ 'აფფანი, აბდურ-რაჰმან იბნ 'აუფი, სა'დ იბნ აბუ ვაყყასი, სა'იიდ იბნ ზაიდი და აბუ 'უბაიდა იბნ ალ-ჯარრაჰი.
დარ ალ-არყამი: პირველი მუსლიმები იკრიბებოდნენ ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) „არყამ იბნ აბუ ალ-არყამის“ სახლში, რათა ესწავლათ თავიანთი რელიგიის საკითხები და თაყვანი ეცათ ალლაჰისთვის მუშრიქების თვალთაგან შორს.
საჯარო მოწოდება: შემდეგ ალლაჰმა თავის მოციქულს უბრძანა, რომ ღიად გაეცხადებინა ჭეშმარიტება, უზენაესი ამბობს: მაშ, გამოაქვეყნე ის, რაც გებრძანა და განერიდე მრავალღმერთიანთ [ნუ მიაქცევ ყურადღებას მათ სიტყვებს]! [ალ-ჰიჯრ: 94]. შემდეგ ძლევამოსილმა და დიდებულმა ალლაჰმა უბრძანა მას, რომ მოეწოდებინა თავისი ოჯახისა და ახლო ნათესავებისთვის, და უზენაესი ალლაჰი ამბობს: და გააფრთხილე [ალლაჰის სასჯელისგან] შენი ახლო ნათესავები [აშ-შუ'არა: 214], მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიმართა ხალხს და მოუწოდა მათ ერთადერთი ალლაჰის თაყვანისცემისკენ, ახარა სამოთხე მათ, ვინც ირწმუნა, და გააფრთხილა ჯოჯოხეთის ცეცხლისგან ისინი, ვინც უარყო.
წარმართების მხრიდან შევიწროება და პირველი გადასახლება: როდესაც მუსლიმებმა საჯაროდ განაცხადეს თავიანთი რელიგიის შესახებ, ურწმუნოების მხრიდან დაცინვითა და წამებით მათი შევიწროება გაუსაძლისი გახდა, რის გამოც მოციქულმა ﷺ თავის საჰაბებს ეთიოპიის მიწაზე გადასახლების ნება დართო, რათა საკუთარი რელიგია გადაერჩინათ.
ალლაჰის მიერ თავისი მოციქულის დაცვა: წარმართებს სურდათ მოეკლათ მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), თუმცა ალლაჰმა დაიცვა ის მისივე ბიძის, აბუ ტაალიბის მეშვეობით; რადგან იგი იცავდა მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), მიუხედავად იმისა, რომ თავისი ხალხის რელიგიაზე დარჩა.
ჰამზასა და უმარის ისლამის მიღება: მუსლიმთა ძალა გაძლიერდა მოციქულის (ალლაჰის მშვიდობა და ლოცვა მას) ბიძის, ჰამზა იბნ აბდულ-მუტტალიბისა და უმარ იბნ ალ-ხატტააბის (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) მიერ ისლამის მიღებით; იბნ მასუდმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: «ჩვენ მუდამ ძლიერნი ვართ მას შემდეგ, რაც 'უმარმა ისლამი მიიღო».
ბოიკოტი და ალყა: ყურაიშელები შეთანხმდნენ ბანუ ჰაშიმისა და ბანუ ალ-მუტტალიბის ბოიკოტირებაზე; აღარც არაფერს მიჰყიდიდნენ მათ და აღარც მათგან იყიდიდნენ, არც დაქორწინდებოდნენ მათზე და არც მათთან ერთად დასხდებოდნენ. ეს მძიმე ალყა „აბუ ტაალიბის ხეობაში“ სამი წელი გაგრძელდა, სანამ ყურაიშელთა გონიერ ადამიანთა ჯგუფმა არ დაარღვია ეს უსამართლო დოკუმენტი და არ მოხსნა ალყა. მათ აღმოაჩინეს, რომ ტერმიტებს შეეჭამათ დოკუმენტი, გარდა სიტყვებისა: „შენი სახელით, ო, ალლაჰ“, და რაც მასში ალლაჰის სახელი ეწერა, ის არ შეეჭამათ.
მოწოდების წარდგენა: შუამავალი ﷺ ჰაჯობის სეზონებზე აგრძელებდა ტომებისთვის თავისი მოწოდების გაცნობას, სანამ მედინის მკვიდრ ანსარებს არ შეხვდა. მათ ირწმუნეს იგი და მხარდაჭერის აღთქმა დადეს.
მიღებული სარგებელი:
1- მოწოდება დაიწყო ჩუმად, ცვლილებების ეტაპობრივად მოსახდენად, პირველი მუსლიმების დასაცავად და მხარდამჭერებისა და დამხმარეების შესაკრებად.
2 - ხადიჯას, აბუ ბაქრსა და პირველ თაობას უდიდესი უპირატესობა გააჩნიათ; რადგან მათ გაიღეს საკუთარი თავი და ქონება და მოითმინეს ტანჯვა გასაჭირის დროს.
3 - შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავისი ოჯახისა და მეუღლის მოწოდებით დაიწყო, ამიტომ მომწოდებელმა არ უნდა უგულებელყოს საკუთარი ოჯახის წევრების ალლაჰისკენ მოწოდება, მათი სწავლება და დარიგება.
4 - კეთილი საქმეებისკენ სწრაფვა: მათი ცხოვრებიდან ვსწავლობთ ჭეშმარიტების მიღებისა და უყოყმანოდ მისი შესრულებისკენ სწრაფვის მნიშვნელობას.
5- მოწოდების გზა დიდ მოთმინებას მოითხოვს; რადგან შუამავალმა ﷺ მრავალი წლის განმავლობაში გამოიჩინა მოთმინება და დასაწყისში მასთან ერთად მხოლოდ მცირედმა ირწმუნა.
6- უმარ იბნ ალ-ხატტააბისა და ჰამზას (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) მიერ ისლამის მიღება იყო გამარჯვება და ძლიერება მუსლიმებისთვის, რაც ცხადყოფს, რომ მოწოდებას სჭირდება ძალა, რომელიც მას დაიცავს.
7 - საჰაბების შეკრება დაარ ალ-არყამში იყო ურთიერთკავშირის, ურთიერთობისა და სიკეთესა და ღვთისმოსაობაში ერთმანეთის დახმარების, ასევე კარგი ზნეობის მქონე ხალხთან მეგობრობის მნიშვნელობის დასტური.
8 - თავჰიდის მნიშვნელობა: ის არის უპირველესი ვალდებულება; ამიტომ „არ არის ღვთაება, გარდა ალლაჰისა“ იყო პირველი, რაც წინასწარმეტყველმა ﷺ ხმამაღლა განაცხადა თავის მოწოდებაში.
9 - მუსლიმს არ უნდა რცხვენოდეს თავისი რელიგიის, არამედ უნდა წარმოაჩინოს იგი ნათლად და სიბრძნით, მხოლოდ ალლაჰის კმაყოფილების მოსაპოვებლად.
10 - წამება, დაცინვა და შევიწროება ძველი მეთოდებია, რომლებსაც აწყდებოდნენ შუამავლები და მათი მიმდევრები, ხოლო ჩვენთვის მისაბაძი მაგალითია შუამავლის ﷺ და მისი თანამგზავრების სიმტკიცე.
11- ჰიჯრის კანონიერება: მრწამსის გზაზე სამშობლოსა და ქონების დატოვება კანონიერია მისთვის, ვისაც არ ძალუძს თავისი რელიგიის აღსრულება, რადგან რელიგია ყველაზე ძვირფასია, რაც ადამიანს გააჩნია.
12. რწმენის კავშირი არის რელიგიის საფუძველი და არა რასის ან წარმომავლობის კავშირი. როგორც წინასწარმეტყველმა საჯაროდ გამოაცხადა თავისი მოწოდება და მოუწოდა ადამიანებს ერთადერთი ალლაჰის თაყვანისცემისკენ, ასევე უბრძანა მას უზენაესმა ალლაჰმა, რომ მოეწოდებინა თავისი ოჯახისა და ნათესავებისთვის, რათა ეს პირველივე წუთიდან ყოფილიყო ნათელი მტკიცებულება ადამიანების წინაშე გზავნილის არსისა და მიზნის შესახებ.
13. ალლაჰისკენ მოხმობა ყველა მუსლიმის პასუხისმგებლობაა: ეს დიადი საჰაბა, ალ-არყამ იბნ აბი ალ-არყამ ალ-მახზუუმი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომლის სახლიც ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავდაპირველად ისლამისკენ მოწოდების ცენტრად აქცია, ახალგაზრდა ყმაწვილი იყო, რომელმაც ისლამი დაახლოებით თექვსმეტი წლის ასაკში მიიღო და მოგვიანებით ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად ბრძოლებშიც იღებდა მონაწილეობას. მაშინ მის მცირე ასაკს ხელი არ შეუშლია, შეძლებისდაგვარად მიეღო მონაწილეობა ალლაჰისკენ მოხმობაში.
მეშვიდე გაკვეთილი. ხადიჯას და აბუ ტალიბის გარდაცვალება და ტაიფის ხალხის მოწოდება:
მწუხარების წელი: შუამავლობის მისიიდან მეათე წელს, გარდაიცვალა მორწმუნეთა დედა ხადიჯა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) და გარდაიცვალა შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბიძა აბუ ტალიბი, რომელიც მფარველობდა და იცავდა მას, და იგი ურწმუნოებაში გარდაიცვალა. მათი გარდაცვალების შემდეგ, შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიმართ ყურაიშელთა ჩაგვრა იმაზე მეტად გაძლიერდა, ვიდრე ეს მანამდე იყო.
ტაიფის მკვიდრთა მოწოდება: ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გაემართა ტაიფში იმ იმედით, რომ მათში თავისი რელიგიის მხარდაჭერას ჰპოვებდა, თუმცა მათ მისი მოწოდება უარყოფითა და დაცინვით მიიღეს, მეტიც, მის წინააღმდეგ თავიანთი უგუნურები წააქეზეს და ქვები დაუშინეს, იქამდე, სანამ მისი ძვირფასი ფეხებიდან სისხლმა არ იდინა.
მოწყალების მაგალითი: ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დამწუხრებულმა დატოვა ტაიფი, ხოლო დაბრუნების გზაზე ალლაჰმა მას გაუგზავნა ჯაბრაილი და მასთან ერთად მთების ანგელოზი, რათა შეეთავაზებინა არჩევანი: თუ ისურვებდა, მექის მოსახლეობას თავს დაატეხდა ორ მთას (ალ-ახშაბაინს) მათ გასანადგურებლად.
მისი ძვირფასი პასუხი: მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მთების ანგელოზს მომთმენის მოწყალებით უპასუხა და თქვა: «არამედ, ვიმედოვნებ, რომ ალლაჰი მათი შთამომავლობიდან გამოიყვანს მათ, ვინც მხოლოდ ალლაჰს სცემს თაყვანს და არ დაუდგენს მას რაიმე თანაზიარს». [გადმოსცა ალ-ბუხარიმ და მუსლიმმა].
მიღებული სარგებელი:
1. მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიმტკიცე: მისი მოთმინება გამოვლინდა ერთ წელიწადში თავისი უდიდესი მხარდამჭერების (ხადიჯასა და აბუ ტალიბის) დაკარგვის გადატანაში. მიუხედავად ამისა, ამ უბედურებას მისთვის ხელი არ შეუშლია მოწოდების გაგრძელებაში.
2. აბუ ტალიბს წინასწარმეტყველის (ﷺ) დაცვამ ცეცხლისგან გადარჩენაში სარგებელი არ მოუტანა, რადგან იგი მოკვდა ისე, რომ ალლაჰს თანაზიარს უდგენდა; ამიტომ, საიქიოში საქმე მის შემსრულებელს სარგებელს არ მოუტანს, თუ იგი არ არის აგებული ალლაჰისადმი რწმენისა და მისდამი გულწრფელობის საფუძველზე.
3- ის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანი, რაც ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ტაიფში მიადგა, გაკვეთილია მუსლიმისთვის თავდადებასა და მოთმინებაში, ალლაჰის სიტყვის ასამაღლებლად.
4 - სრულყოფილი მიტევება დასჯის შესაძლებლობისას: ალლაჰის მოციქულმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უარი თქვა იმათ განადგურებაზე, ვინც მას ზიანი მიაყენა, და უპირატესობა მათზე მოთმინებას მიანიჭა იმ იმედით, რომ ალლაჰი ჭეშმარიტ გზაზე დააყენებდა მათ შთამომავლობას.
5 - შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იყო მოწყალე ადამიანების მიმართ, უსურვებდა მათ ჭეშმარიტ გზას და არა დაღუპვას, რაც დასტურდება უზენაესის სიტყვებით: და ჩვენ გამოგგზავნეთ შენ [ო, მუჰამმად] მხოლოდ წყალობად სამყაროთაათვის [ვინც დაგიჯერებს როგორც ალლაჰის მოციქულს, იგი იქნება ბედნიერი და წარმატებული ამ სამყაროშიც და მარადიულ ცხოვრებაშიც]. [ალ-ანბია: 107].
6 - ვალდებულებების შესრულება და მიზეზებზე მოჭიდება: მუსლიმი მუდამ უნდა ისწრაფვოდეს თავისი ნებადართული მიზნის მისაღწევად ალლაჰზე მინდობით, და მან უნდა მოეჭიდოს ყველა ხელმისაწვდომ მიზეზს ამ მიზნის მისაღწევად; და არ უნდა დააუძლუროს რომელიმე ამ მიზეზის დაკარგვამ ან მისი მხარდამჭერების შემცირებამ.
მერვე გაკვეთილი: ისრა და მი'რაჯი (ღამით მექქადან იერუსალიმში მოგზაურობა და შემდეგ იქიდან ზეცად ამაღლება) და მთვარის ორად გაყოფის სასწაული:
შუამავლის მოგზაურობა იერუსალიმში და მისი ზეცაში ამაღლება: ეს დიდებული სასწაული მოხდა მისი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ორმოცდაათი წლის ასაკის შემდეგ.
მოციქულის (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს) მკერდის გაპობა: აბუ ზარრ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «როდესაც მექაში ვიყავი, ჩემი სახლის ჭერი გაიხსნა. ჩამოვიდა ჯიბრილი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), გამიხსნა მკერდი და შემდეგ ზამზამის წყლით განბანა იგი. შემდეგ მოიტანა ოქროს თასი, სავსე სიბრძნითა და რწმენით, ჩაასხა ჩემს მკერდში და შემდეგ დახურა იგი». [გადმოსცა ალ-ბუხარიმ და მუსლიმმა].
ალ - ისრა: ეს არის შუამავლის (ﷺ) ღამის მოგზაურობა მექაში მდებარე ჰარამის მეჩეთიდან იერუსალიმში მდებარე ალ-აყსას მეჩეთში.
ალ-მი'რაჯ: ნიშნავს შუამავლის ამაღლებას ალ-აყსას მეჩეთიდან უმაღლეს ზეცაში, „ბოლო ზეცის სიდრას ხემდე“, რომელიც მეტად დიადი ხეა მეშვიდე ზეცაში.
თქვა დიდებულმა: დიდებულია ის, ვინც ღამით გადაიყვანა თავისი მონა[შუამავალი მუჰამმადი (სულით დ სხეულით) მესჯიდ ალ-ჰარამიდან(რომელიც მდებარეობს მექქაში) მასჯიდ ალ-აყსაში რომელიც მდებარეობს იერუსალიმში), რომლის გარშემოც დავლოცეთ, რათა გვეჩვენებინა მისთვის ზოგი ჩვენი სასწაული, ჭეშმარიტად, იგი ყოვლისმსმენია, ყოვლისმხედველია. [ალ-ისრა: 1].
წყალობისა და ძალმოსილების ხილვები: მოციქულმა ﷺ ამ ღამეს თავისი უფლის უდიდესი ნიშნები იხილა; მან იხილა სამოთხე და ჯოჯოხეთი, შეხვდა წინასწარმეტყველებს (მშვიდობა მათზე) და ილოცა მათთან ერთად ალ-აყსას მეჩეთში, მას უზენაესმა ალლაჰმა ფარდის მიღმიდან, შუამავლის გარეშე ესაუბრა, და ხუთი ლოცვა სავალდებულოდ დაუწესა.
ხალხის პოზიცია: როდესაც შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დილით მექქაში ხალხს ამცნო ის, რაც მოხდა, მორწმუნეებს რწმენა უფრო გაუმტკიცდათ, ხოლო ურწმუნოთა სიჯიუტე და უარყოფა კიდევ უფრო გაძლიერდა.
მთვარის ორად გაყოფა: წარმართებმა მოციქულისგან ﷺ ხელშესახები სასწაული ითხოვეს, რომელიც მის სიმართლეზე მიუთითებდა, ალლაჰმა კი მისთვის მთვარე ორად გაყო ისე, რომ ხალხმა იგი ცხადად დაინახა. მიუხედავად ამისა, ყურაიშის ურწმუნოებმა პირი იბრუნეს და თქვეს: ეს ჯადოქრობააო.
თქვა დიდებულმა: საათი მოახლოვდა და მთვარე გაიპო და თუ ისინი სასწაულს იხილავენ, ზურგს შეაქცევენ და იტყვიან: "ეს გახანგრძლივებული ჯადოქრობაა!“ [ ალ-ყამარ: 1-2].
მიღებული სარგებელი:
1- დიდებული ალლაჰი ყოვლის შემძლეა, ხოლო სასწაულები: შუამავლის მოგზაურობა ღამით ყუდსში (იერუსალიმში), მისი ზეცაში ამაღლება და მთვარის გაპობა, სხვა არაფერია, თუ არა მისი სრულყოფილი შესაძლებლობის ერთ-ერთი მტკიცებულება.
2- ეს მოგზაურობა მწუხარების წლის შემდეგ იყო, თითქოსდა უდიდესი პატივი შუამავლისთვის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), მისი გულის განმტკიცება და ნუგეში მისთვის, მოწოდების გზაზე გადატანილი გრძელი წლების ჯაფისა და ტანჯვის შემდეგ.
3- ლოცვა - ეს არის ერთადერთი ღვთისმსახურება, რომელიც დაევალა ზეცაში და ალლაჰისგან პირდაპირ მის შუამავალს, ანგელოზ ჯიბრილის (მშვიდობა მას) შუამავლობის გარეშე, რაც მიუთითებს მის სიდიადესა და მნიშვნელობაზე მუსლიმის ცხოვრებაში.
4 - ალლაჰმა ეს სასწაულები წინასწარმეტყველების სიმართლის ცხად მტკიცებულებად აქცია, მაგრამ ვინც საკუთარი გული დაუხშო ჭეშმარიტებას, მას არანაირ სარგებელს არ მოუტანს ნიშნები, რაგინდ დიადიც არ უნდა იყოს ისინი.
5- სარგებელი: შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და არც მისი საჰაბებისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) არ არის დადასტურებული ისრა და მირაჯის ღამის რაიმე აღნიშვნით ან გარკვეული თაყვანისცემით გამორჩევა; ამიტომ მთელი სიკეთე მათი გზის მიყოლაში და იმის მიტოვებაშია, რაც მათ არ შეუსრულებიათ.
6. შუამავლის მოგზაურობა ღამით ყუდსში (იერუსალიმში) და მისი ზეცაში ამაღლება იყო სულითა და სხეულით ერთად, და წინასწარმეტყველი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რაც მოწმობს სასწაულის სიდიადესა და უზენაესი ალლაჰის ძალის სრულყოფილებაზე.
7. ჭეშმარიტად, სიძნელესთან ერთად მოდის სიმარტივე [შემსუბუქება]: მუსლიმმა უნდა განაგრძოს წინსვლა თავის გზაზე, ყურადღება არ მიაქციოს იმ სირთულეებს, რომლებსაც შეხვდება, მიენდოს დიდებულ და უზენაეს ალლაჰს, და იცოდეს, რომ გამარჯვება მოდის მოთმინებასთან ერთად, შვება – განსაცდელთან ერთად, და ჭეშმარიტად, სიძნელესთან ერთად მოდის სიმარტივე [შემსუბუქება].
მეცხრე გაკვეთილი. ანსარები და პირველი და მეორე ფიცი აყაბაში:
ანსარებთან შეხვედრა: შუამავლობის მეთერთმეტე წელს, ალლაჰის მოციქული ﷺ შეხვდა ანსარების (მედინის ხალხის) ჯგუფს მექქასთან ახლოს, მინაში, აყაბასთან. იგი ჩამოჯდა მათთან და მოუწოდა ისლამისკენ. მათ მიიღეს მისი მოწოდება და ირწმუნეს მისი. ხოლო როდესაც მედინაში დაბრუნდნენ, თავიანთ ხალხს გადასცეს მისი ამბავი და მოწოდება იქამდე, სანამ მათ შორის ისლამი არ გავრცელდა და არ დარჩენილა ანსარების არცერთი სახლი, სადაც ალლაჰის მოციქული ﷺ არ იქნებოდა ნახსენები.
პირველი ფიცი აყაბაში: წინასწარმეტყველების მეთორმეტე წელს მოვიდა დელეგაცია აუსისა და ხაზრაჯის (ანსარების) ტომებიდან და დაუდეს ფიცი წინასწარმეტყველს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) „პირველი ფიცი აყაბაში“. მან ასწავლა მათ ისლამი და მოუწოდა ფიცის დადებისკენ. მაშინ მათ დაუდეს ფიცი მას იმაზე, რომ: არ დაუდგენენ ალლაჰს არავის თანაზიარად, არ მოიპარავენ, არ იმრუშებენ, არ მოკლავენ თავიანთ შვილებს, არ მოვლენ ცილისწამებით, რომელსაც თვითონვე იგონებენ თავიანთ ხელებსა და ფეხებს შორის, და არ ეურჩებიან წინასწარმეტყველს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შარიათით სწორად მიჩნეულ საქმეებში.
შემდეგ მათ განუმარტა საზღაური და თქვა: «ვინც თქვენგან შეასრულებს [პირობას], მისი საზღაური ალლაჰთანაა. ხოლო ვინც ამათგან რამეს ჩაიდენს და ამ დუნიაში დაისჯება, ეს იქნება მისი გამოსყიდვა. ხოლო ვინც ამათგან რამეს ჩაიდენს და ალლაჰი მას დაფარავს, მაშინ მისი საქმეც ალლაჰთანაა – თუ ალლაჰი ისურვებს აპატიებს, და თუ არა, დასჯის». [გადმოსცა ალ-ბუხარიმ და მუსლიმმა].
პირველი ელჩი ისლამში: მას შემდეგ, რაც ფიცი დაიდო და დასრულდა ჰაჯობის სეზონი, შუამავალმა ﷺ ამ ფიცის დამდებებთან ერთად გაგზავნა პირველი ელჩი ისლამში, რათა ესწავლებინა ახალი მუსლიმებისთვის მედინაში ისლამის წესები და შეესწავლებინა მათთვის რელიგია. ამ დავალებისთვის მან აირჩია ერთ-ერთი ახალგაზრდა ისლამის პირველი მიმდევრებიდან, და ეს იყო მუს'აბ იბნ 'უმაირი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი).
მეორე ფიცი აყაბაში: შუამავლობის მეცამეტე წელს, უფრო დიდი დელეგაცია გამოვიდა შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შესახვედრად და შეეფიცნენ მას „მეორე ფიცით აყაბაში“, პირობა დადეს რა მის დაცვასა და დახმარებაზე, თუ ის მათთან ჰიჯრას გააკეთებდა, და რომ დაიცავდნენ მას იმისგან, რისგანაც იცავენ საკუთარ თავს, თავიანთ ოჯახებსა და შვილებს.
დიდი მოგება: ანსარებმა ჰკითხეს შუამავალს ﷺ: "«რა იქნება ჩვენთვის, თუ შევასრულებთ ამ ფიცს, ო ალლაჰის შუამავალო?», შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა მათ ერთი სიტყვით: «სამოთხე», და მათაც დაუდეს მას ფიცი მთელი გულწრფელობითა და სიხარულით."
მიღებული სარგებელი:
1. მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიერ ყველასთვის ისლამის წარდგენის გაგრძელება, ყოველგვარი დაღლისა და მობეზრების გარეშე, დიდი მისაბაძი მაგალითია მათთვის, ვინც მოუწოდებს ალლაჰის გზისკენ; რადგან სიმტკიცე და ურყევი რწმენა წარმატების გასაღებია.
2. ანსარების ღირსება: მედინელების გამორჩეული ადგილი ვლინდება ჭეშმარიტების დაუყოვნებლივ მიღებასა და თავიანთ ნათესავებსა და მეზობლებს შორის ისლამის გავრცელებისკენ მისწრაფებაში, სანამ სიკეთემ არ მოიცვა მათი სამყოფელი.
3- ორი ფიცი აყაბაში იყო ისლამური სახელმწიფოს დაარსების საძირკვლის ქვაკუთხედი, რადგან ისინი მოიცავდა ფიცს მორჩილებაზე, მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაცვასა და მისი რელიგიის მხარდაჭერაზე.
4 - მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ანსარებს მისი მხარდაჭერის სანაცვლოდ არც თანამდებობები აღუთქვა და არც ქონება, არამედ მათ სამოთხე აღუთქვა, რათა გვასწავლოს, რომ მორწმუნისთვის ნამდვილი მოგება ალლაჰის კეთილგანწყობა და მისი მარადიული ნეტარებაა.
5 - ანსარებმა (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ფიცი დადეს თავიანთი სულებისა და ქონების გაღებაზე ალლაჰისა და მისი შუამავლის სიყვარულით, რის გამოც დაიმსახურეს, რომ მათი ჯილდო სამოთხე ყოფილიყო.
6. შენიშვნა: ალ'აყაბა არის ტერიტორია „მინა“-ში, მექქის ახლოს, რომელიც მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აირჩია ანსარებთან ფარულად შესახვედრად, რადგან ის იყო მთებს შორის დაფარული ადგილი, ყურაიშის თვალთახედვისგან შორს.
მეათე გაკვეთილი: შუამავლის გადასახლება მედინაში
ეს არის ისტორიული გარდამტეხი მოგზაურობა, რომელმაც შეცვალა ისტორიის მსვლელობა და რომლითაც დაიწყო ისლამური სახელმწიფოს მშენებლობის ეტაპი:
ჰიჯრის ნებართვა და გამგზავრების დასაწყისი: როდესაც მეორე აყაბას ფიცი დასრულდა და მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დარწმუნდა მედინელთა მხარდაჭერაში, მან ნება მისცა თავის საჰაბებს გადასახლებულიყვნენ, რათა უსაფრთხოებასა და მშვიდობაში ყოფილიყვნენ; საჰაბები გავიდნენ იმის სურვილით, რაც ალლაჰთანაა, დატოვეს თავიანთი სახლები, ქონება და ოჯახები და გაემართნენ სხვადასხვა ჯგუფებად, ყურაიშელთა თვალებისგან მალულად, ზოგი ფეხით, ზოგი კი — ამხედრებული. შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კი მექქაში დარჩა და ელოდებოდა, როდის მისცემდა მას თავისი უფალი გასვლის ნებას. მასთან ერთად იყვნენ მისი მეგობარი აბუ ბაქრი და ალი იბნ აბუ ტალიბი (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი).
დარ ან-ნადვას შეთქმულება და ალლაჰის მიერ თავისი შუამავლის დაცვა: როდესაც ყურაიშმა დაინახა, რომ შუამავლის ﷺ საჰაბები მედინაში გაძლიერდნენ და დაცულნი იყვნენ, მათ შეეშინდათ მისი რელიგიის გავრცელების. ამიტომ ურწმუნოთა წინამძღოლები შეიკრიბნენ „დარ ან-ნადვაში“ სათათბიროდ და გადაწყვიტეს, რომ მოეკლათ შუამავალი ﷺ თითოეული ტომიდან თითო კაცის დარტყმით, რათა მისი სისხლი ტომებს შორის გაფანტულიყო; თუმცა უზენაესმა ალლაჰმა შეატყობინა თავის შუამავალს მათი მზაკვრობის შესახებ და ჰიჯრის ნება დართო მას. შუამავალმა ﷺ უბრძანა ‘ალი იბნ აბუ ტალიბს (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მის საწოლში დაეძინა, რათა ურწმუნოებს ეგონათ, რომ ის ჯერ კიდევ სახლში იმყოფებოდა, და რათა ამანათები მათი პატრონებისთვის დაებრუნებინა. ის ﷺ გამოვიდა მათ შორის ისე, რომ ისინი ვერ ხედავდნენ მას, რადგან ალლაჰმა მათ თვალები დაუბრმავა მის დასანახად.
სავრის გამოქვაბულში და ღვთიური თანადგომა: შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავის თანამგზავრ აბუ ბაქრ ას-სიდდიყთან ერთად გაემართა და „სავრის გამოქვაბულს“ მიაშურა დასამალად, სადაც სამი დღე დაჰყვეს. ამასობაში, ყურაიშმა ყველა ღონე იხმარა მათ მოსაძებნად და დიდი ჯილდო (ასი აქლემი) დააწესა იმისთვის, ვინც მათ მოკლავდა ან ტყვედ მიიყვანდა. როდესაც ურწმუნოები გამოქვაბულის შესასვლელთან დადგნენ, აბუ ბაქრს შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიცოცხლის გამო შეეშინდა და თქვა: « რომელიმე მათგანს ფეხქვეშ რომ დაეხედა, აუცილებლად შეგვამჩნევდა», და შუამავალმა ﷺ დიდი რწმენით დაამშვიდა იგი და თქვა: "«ო, აბუ ბაქრ, რას ფიქრობ ორზე, რომლებთან მესამეც ალლაჰია?»," ალლაჰმა გაარიდა მათგან მრავალღმერთიანები, მიუხედავად მათი დიდი სიახლოვისა.
ყუბას მეჩეთის აშენება და მედინაში შესვლა: გამოქვაბულიდან გამოსვლის შემდეგ, შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გაუდგა ურწმუნოთა თვალისგან მოშორებულ გზას, სანამ არ მიაღწია „ყუბას“ ტერიტორიას. იქ მან ააშენა ისლამში პირველი მეჩეთი — „ყუბას მეჩეთი“, შემდეგ კი, რამდენიმე დღეში, მედინაში გაემართა. ქალაქის მცხოვრებლები მას ენით აღუწერელი სიხარულითა და ბედნიერებით დახვდნენ, ხოლო მისი საპატიო მობრძანებით გამოწვეული სიხარულით სახლები თაქბირისა და თაჰმიდის ხმებით შეიძრა.
სახელმწიფოს დაარსება და ჯიჰადის დადგენა: მედინაში დამკვიდრებისთანავე, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაიწყო „მასჯიდ ან-ნაბავის“ (შუამავლის მეჩეთის) მშენებლობა, რათა იგი სახელმწიფოს ცენტრი გამხდარიყო. მან ძმობა დაამყარა მუჰაჯირებსა და ანსარებს შორის, რათა ისინი ერთიან ძალად ქცეულიყვნენ. როდესაც მდგომარეობა დასტაბილურდა და მუსლიმებმა მოიპოვეს ძალა და დაცულობა, ალლაჰმა ნება მისცა მათ ჯიჰადისთვის მის გზაზე, უსამართლობის აღსაკვეთად. შემდეგ ალლაჰმა გარდმოავლინა თავისი სიტყვა: ნებადართულია ბრძოლა მათთვის, ვისთანაც იბრძვიან [ანუ ნებადართულია მორწმუნეთათვის, ვის წინააღმდეგაც იბრძვიან მრავალღმერთიანნი], [ასევე იბრძვიან] რადგან ისინი დაჩაგრულნი იყვნენ [მათი უფლებები შელახეს] ნამდვილად, ალლაჰს უეჭველად ძალუძს მათი დახმარება [ალ-ჰაჯჯ: 39].
მიღებული სარგებელი:
1- მსხვერპლად შეწირვის სიდიადე: შუამავლის ﷺ და მისი მეგობრების ჰიჯრა და მათ მიერ სამშობლოსა და ქონების მიტოვება იყო გულწრფელად უზენაესი ალლაჰისთვის, და ეს გვასწავლის, რომ რელიგია ყველაფერზე ძვირფასია.
2- აბუ ბაქრ ას-სიდიყის ღირსება: რადგან მან მიაღწია შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თანხლების პატივს უდიდეს მოგზაურობაში და დამტკიცდა მისი მაღალი საფეხური, როგორც ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყველაზე ახლო ადამიანისა.
3 - ის, რომ უზენაესმა ალლაჰმა უზრუნველყო თავისი მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაცვა და აარიდა მას ურწმუნოთა მზაკვრობა, ხოლო ვისთანაც ალლაჰია, მას ვერავინ დაამარცხებს.
4 - ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ნდობა თავისი უფლის მიმართ გამოვლინდა ყველაზე რთულ მომენტებში გამოქვაბულში, რაც გვასწავლის, რომ შვება მოდის მოთმინებასა და ღვთიური თანადგომის ღრმა რწმენასთან ერთად.
5 - ანსარების სიძვირფასე: რადგან გამოვლინდა მედინელების სიყვარული და სიხარული მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიმართ, რამაც წარმოაჩინა მათი კეთილი ბუნება და ის, თუ როგორ გულწრფელად დაუჭირეს მხარი ალლაჰსა და მის მოციქულს.
6- ჯიჰადი დადგინდა შესაფერის დროს, სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის გაჩენის შემდეგ, და ეს არის ალლაჰის წყალობა და სიბრძნე მუსლიმების მდგომარეობაზე ზრუნვის საქმეში.
7. მეჩეთის მნიშვნელობა მუსლიმების ცხოვრებაში: მუსლიმების ცხოვრებაში მეჩეთის ადგილისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე, პირველი, რაც მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მედინისკენ მიმავალ გზაზე გააკეთა, იყო ყუბას მეჩეთის აშენება, ხოლო ამის შემდეგ, როდესაც იგი მედინაში ჩავიდა, მან ააშენა მეჩეთ ან-ნაბავი (მოციქულის მეჩეთი) მის ამჟამინდელ ცნობილ ადგილას.
მეთერთმეტე გაკვეთილი: ჯიჰადის დასაწყისი უზენაესი ალლაჰის გზაზე და ბადრის ბრძოლა:
ბრძოლების და რაზმების დაწყება:
ალლაჰის მოციქულმა ﷺ ოცდაერთ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან პირველი იყო ალ-აბვას (ვადანის) ბრძოლა ჰიჯრას მეორე წელს, ხოლო უკანასკნელი — თაბუქის (ალ-უსრას) ბრძოლა ჰიჯრას მეცხრე წლის რაჯაბის თვეში, და ის ასევე აგზავნიდა რაზმებს.
ბრძოლა: არის ის, რომელშიც წინასწარმეტყველი ﷺ გაემართა და თავად უმეთაურა მუსლიმებს, მიუხედავად იმისა, მოხდა მასში შეტაკება თუ არა.
სარიია: ეს არის ლაშქრობა, რომელშიც შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არ მიუღია მონაწილეობა. მასში შეიძლება გაიმართოს ბრძოლა, ან შეიძლება არ გაიმართოს, და უმეტესწილად სარიიაში მებრძოლთა რაოდენობა მცირეა.
ბადრის ბრძოლა მოხდა ჰიჯრით მეორე წელს.
ამ ბრძოლის მიზეზი ის იყო, რომ შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიუვიდა ცნობა შამიდან ყურაიშების დიდი ქარავნის წამოსვლის შესახებ, რომელშიც დიდი ქონება იყო. მან მოუწოდა ხალხს მის გადასაჭრელად და გამოვიდა სამას ათზე მეტ მამაკაცთან ერთად ყურაიშების დასასჯელად, რადგან მათ გააძევეს მუჰაჯირები თავიანთი ქალაქიდან, დაეუფლნენ მათ სახლებსა და საკუთრებას და მიითვისეს მათი ქონება. ეს ამბავი ყურაიშებამდეც მივიდა და მათ შეკრიბეს ათას სამასი ან მეტი მებრძოლი. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თათბირი გამართა თავის თანამიმდევრებთან და მათ გადაწყვიტეს დაპირისპირება. ბრძოლა გაიმართა რამადანის თვეში; მასში ერთმანეთს შეხვდნენ ისლამის ლაშქარი და ურწმუნოთა ლაშქარი და ბრძოლა გამწვავდა. ალლაჰმა ამ ბრძოლაში თავის შუამავალს დიადი და ძლევამოსილი გამარჯვება მიანიჭა. მუსლიმთაგან შაჰიდად დაეცა თოთხმეტი კაცი, ხოლო ურწმუნოთაგან მოკლეს სამოცდაათი და დაატყვევეს სამოცდაათი, რომელთა უმეტესობას ყურაიშთა ურწმუნოების მეთაურები და წინამძღოლები წარმოადგენდნენ. ამგვარად, ალლაჰმა აამაღლა ისლამი და მუსლიმები, და დაამცირა მრავალღმერთიანობა და მრავალღმერთიანები, და დიდება ალლაჰს, სამყაროთა უფალს.
მიღებული სარგებელი:
1. უზენაესი ალლაჰის გზაზე ჯიჰადის კანონიერება ალლაჰის სიტყვის ამაღლების, ისლამის გავრცელების, სამართლიანობის დამყარებისა და ჩაგვრისა და უსამართლობის აღმოფხვრის მიზნით.
2- შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არის სამაგალითო წინამძღოლი და სიმამაცის საუკეთესო მაგალითი: რომელიც პირადად გამოდის ურწმუნოთა წინააღმდეგ საბრძოლველად.
3- მებრძოლი ურწმუნოების ქონების დაუფლების კანონიერება, ყურაიშთა სავაჭრო გზის გადაჭრა და მათი ეკონომიკურად დასუსტება; და სწორედ ეს იყო ბადრის ბრძოლის მთავარი მიზეზი.
4- შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თათბირი თავის თანამგზავრებთან გასვლასა და დაპირისპირებასთან დაკავშირებით: და ეს მიუთითებს იმაზე, რომ შარიათით დაშვებულია თათბირი (შურა) ყველა საქმეში, განსაკუთრებით კი მნიშვნელოვან საკითხებში.
5. ალლაჰი ეხმარება მცირერიცხოვან მორწმუნეთა ჯგუფს მრავალრიცხოვან ურწმუნოთა ჯგუფის წინააღმდეგ: როგორც დაეხმარა შუამავალს ﷺ და მის თანამგზავრებს (საჰაბებს) ყურაიშის ურწმუნოთა წინააღმდეგ, მაშინ, როცა მათი რაოდენობა მუსლიმთა რაოდენობას რამდენჯერმე აღემატებოდა.
6 - ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და მისი თანამგზავრების სიმამაცე: რადგან ისინი დაუპირისპირდნენ რაოდენობითა და აღჭურვილობით მათზე მრავალჯერ აღმატებულ მტერს.
7- ალლაჰი არის ის, ვინც აამაღლებს მას, ვისაც ინებებს და დაამდაბლებს მას, ვისაც ინებებს: მან აამაღლა ისლამის მიმდევრები ბადრში და დაამდაბლა მრავალღმერთიანობის მიმდევრები.
8- ალლაჰის გზაზე ჯიჰადის დაკანონების ზოგიერთი სიბრძნე:
ა- ადამიანების მოწოდება ისლამისკენ და მათი გამოყვანა მონების თაყვანისცემიდან მონათა უფლის თაყვანისცემისკენ; უზენაესი ამბობს: და მანამ ეომეთ მათ, ვიდრე არ აღმოიფხვრება ფითნა და მთლიანად ალლაჰს არ მიეძღვნება სარწმუნოება, ხოლო თუ შეწყვეტენ (ფითნას), მაშინ მტრობაც აღარ გაგრძელდეს, გარდა უსამართლოთა მიმართ. (ალ-ბაყარა: 193)
ბ- მუსლიმებზე თავდასხმის მოგერიება. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: ალლაჰის გზაზე ეომეთ იმათ, ვინც თქვენ გეომებათ, მაგრამ ზღვარს არ გადახვიდეთ, ჭეშმარიტად, ალლაჰს არ უყვარს ზღვარგადასულნი. (ალ-ბაყარა: 190)
მეთორმეტე გაკვეთილი: უჰუდის ბრძოლა და მის შემდეგ:
ეს არის ბრძოლა, რომელშიც გამოვლინდა მორჩილების უდიდესი გაკვეთილები, და ნათლად გამოჩნდა საჰაბების გულწრფელი სიყვარული მათი შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიმართ და საკუთარი სიცოცხლის გაწირვა.
ბრძოლის მიზეზები და მისთვის მზადება: უჰუდის ბრძოლას, რომელიც მოხდა ჰიჯრის მესამე წელს, თავისი მიზეზები ჰქონდა; მათ შორის უმთავრესი იყო: კერპთაყვანისმცემლების სურვილი, შური ეძიათ ბადრის დღეს თავიანთი დახოცილებისა და განცდილი მარცხის გამო; ამისთვის ყურაიშებმა შეკრიბეს სამი ათასი მებრძოლი აბუ სუფიანის მეთაურობით. ამის საპირისპიროდ, მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გამოვიდა თავის ათას თანამგზავრთან ერთად მათ შესახვედრად, და სანამ ჯარი გზაში იყო, თვალთმაქცთა მეთაური აბდულლაჰ იბნ უბაი იბნ სალული უკან გაბრუნდა ჯარის მესამედთან ერთად, და მათ ბრძოლაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
ბრძოლის მოვლენები და ურჩობის უბედურება: უჰუდში ორი ლაშქარი ერთმანეთს შეხვდა და გაიმართა სასტიკი ბრძოლა, რომლის დასაწყისშიც წარმართები დამარცხდნენ. შემდეგ მუსლიმი მშვილდოსნები მთიდან ჩამოვიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ნაბრძანები ჰქონდა მათთვის, რომ არ ჩამოსულიყვნენ, რა გარემოებაც არ უნდა ყოფილიყო. მშვილდოსნების მიერ ამ ბრძანებისადმი ურჩობის გამო, ურწმუნოთა ლაშქარმა მუსლიმებს ალყა შემოარტყა და მოკლულ იქნა მუსლიმთა დიდი რაოდენობა. უზენაესმა ალლაჰმა ბრძანა: ჭეშმარიტად, ალლაჰმა ერთგულად აღგისრულათ თავისი აღქმა, როცა მისი ნებით ხოცავდით მათ, ვიდრე დაუდევრად მოიქცეოდით: კამათს დაიწყებდით მისი (შუამავლის) ბრძანების თაობაზე და სიურჩეს გამოავლენდით, მას შემდეგ, როცა გიჩვენათ ის (გამარჯვება), რაც ძალიან გინდოდათ. თქვენში არიან ისეთები, ვისაც სურს ეს ქვეყანა და თქვენში არიან ისეთებიც, ვისაც სურს ის ქვეყანა. გამოცდის მიზნით, ამ ყველაფრის შემდეგ (ალლაჰმა) მათგან უკუგაქციათ, მაგრამ ბოლოს მაინც შეგიწყალათ. ალლაჰი დიდი წყალობის მქონეა მორწმუნეთა მიმართ. [სურა ალი იმრანი:152].
მძიმე განსაცდელი და საჰაბების თავგანწირვა: უჰუდის ბრძოლა იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ბრძოლა, რომელიც წინასწარმეტყველმა ﷺ გადაიტანა; სადაც მისი წინა კბილი ჩაიმტვრა, და მუზარადის - რომელიც თავს იცავს - ორი რგოლი შეერჭო მის კეთილშობილ სახეში, და მდგომარეობა მისთვის დამძიმდა, მაგრამ უზენაესმა ალლაჰმა დაიცვა იგი, და ბრძოლაში დაეცა სამოცდაათი შაჰიდი საჰაბებიდან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), და მათ შორის შაჰიდთა ბატონი ჰამზა იბნ აბდულმუტალიბი, წინასწარმეტყველის ﷺ ბიძა, და მასში გამოჩნდა საჰაბების ჭეშმარიტი სიყვარული თავიანთი წინასწარმეტყველის ﷺ მიმართ, და მათ გაწირეს თავიანთი სულები მის დასაცავად, და ბრძოლის დასრულებისა და შაჰიდების დაკრძალვის შემდეგ, წინასწარმეტყველი ﷺ და მისი საჰაბები მედინაში დაბრუნდნენ.
ერთ-ერთი შემთხვევა იყო, როდესაც შუამავალმა ﷺ უჰუდის შაჰიდები მოინახულა, დატირა ისინი და თქვა: «მე ვიქნები ამათი მოწმე განკითხვის დღეს», მან ბრძანა მათი დაკრძალვა თავიანთივე სისხლითა და ტანისამოსით, განბანვის გარეშე. იგი ერთ საფლავში ორ კაცს ათავსებდა და მათ შორის წინ აყენებდა მას, ვინც უფრო მეტი ყურანი იცოდა ზეპირად, მათი მდგომარეობის ასამაღლებლად. შემდეგ მოინახულა ცოცხლები, უწმენდდა მათ ჭრილობებს და ამხნევებდა. მან შეაქო უმმ ამარასა და მისი ოჯახის სიმამაცე და ალლაჰს შეევედრა, რომ ისინი სამოთხეში მისი თანამგზავრები ყოფილიყვნენ, მას შემდეგ, რაც იხილა მათი უდიდესი სიმტკიცე და მისი დაცვა. ხოლო როდესაც დაკრძალვა დაასრულეს, მან ყველა თავისი საჰაბა მის უკან მწკრივში ჩააყენა, მათ მადლი შესწირეს ალლაჰს და განადიდეს იგი, მორჩილნი მისი ბრძანებისა და მადლიერნი მოთმინებისა და ჯიჰადის წყალობისთვის.
ჰამრა ალ-ასადის ბრძოლა: ეს ბრძოლა მოხდა უჰუდიდან მხოლოდ ერთი დღის შემდეგ, და მისი მიზეზი იყო ის, რაც ალლაჰის შუამავალს ﷺ ეცნობა აბუ სუფიან იბნ ჰარბის შესახებ, რომ მას სურდა ყურაიშებთან ერთად მედინაში დაბრუნება, რათა ამოეწყვიტათ წინასწარმეტყველის ﷺ დარჩენილი თანამგზავრები, ამიტომ წინასწარმეტყველმა ﷺ უბრძანა ხალხს გამოსვლა, და დაუწესა პირობა, რომ მასთან ერთად არავინ გავიდოდა, გარდა იმათი, ვინც უჰუდის დღეს ბრძოლას ესწრებოდა; ისინიც გამოვიდნენ თავიანთი ჭრილობების მიუხედავად, და როდესაც აბუ სუფიანმა გაიგო მათ შესახებ, შეეშინდა და მასთან მყოფებთან ერთად მექაში დაბრუნდა.
მიღებული სარგებელი:
1. ცოდვებისა და ურჩობის სავალალო შედეგი: იმან, რაც მშვილდოსნებისგან მოხდა — კერძოდ კი მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ურჩობამ — მუსლიმებისთვის დიდი და უზარმაზარი ზიანი გამოიწვია.
2- შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სტატუსი და მისი სიმამაცე: მან პირადად იბრძოლა და დაიჭრა ალლაჰის გზაზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას).
3- საჰაბების სიძვირფასე (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი): მათი თავგანწირვა ალლაჰის გზაზე და შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაცვა.
4- მორწმუნის მუნაფიყისგან გარჩევა: მუნაფიყები უკან დაბრუნდნენ და არ მიიღეს მონაწილეობა უჰუდის ბრძოლაში, ხოლო მათ სათავეში იდგა იბნ სალული, მუნაფიყთა მეთაური.
5- საჰაბების თავდადების შედეგი: რომ არა ალლაჰი და შემდეგ მათი თავდადება (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), ისლამი ვერავისამდე მიაღწევდა, რადგან ალლაჰმა ისინი მიზეზად აქცია; იმამმა იბნ ალ-ყაიიმმა (უზენაესმა ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა:
სწორედ ისინი არიან მოციქულის მიმდევრები და მისი ჯგუფი.. და რომ არა ისინი, არ იქნებოდა დედამიწაზე მუსლიმი.
6- „უჰუდ“-ის ბრძოლიდან ერთი დღის შემდეგ, „ჰამრა ალ-ასად“-ში საჰაბების სისხლმდინარე ჭრილობებით გასვლა. შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოწოდებაზე მათი ეს გამოხმაურება წარმოადგენდა რწმენის სიძლიერისა და მაღალი სულისკვეთების უდიდეს მტკიცებულებას, რომელსაც ტკივილი ვერ სძლევს.
მეცამეტე გაკვეთილი: ხანდაყის (აჰზაბის) ბრძოლა მოხდა ჰიჯრით მეხუთე წელს:
ამ ბრძოლის მოვლენები დაიწყო მაშინ, როდესაც ებრაელებმა დაარღვიეს შუამავალთან ﷺ დადებული ხელშეკრულება, წააქეზეს სხვადასხვა არაბული ტომები და შეკრიბეს ისინი მედინაზე გასალაშქრად, მუსლიმებისა და მათი ახლადშექმნილი სახელმწიფოს განადგურების მიზნით. მრავალღმერთიანთა ტომებისგან აბუ სუფიან იბნ ჰარბის სარდლობით შეიკრიბა უზარმაზარი ჯარი, რომელიც ათი ათას მეომარს ითვლიდა, მაშინ, როდესაც წინასწარმეტყველის ﷺ ჯარის რაოდენობა მხოლოდ სამი ათას მეომარს შეადგენდა.
და როდესაც შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შეიტყო მათი მოსვლის შესახებ, მოეთათბირა თავის საჰაბებს. დიდებულმა საჰაბიმ, სალმან ალ-ფარსიმ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ურჩია მას მედინის გარშემო „თხრილის“ გათხრა, რათა ის ყოფილიყო მიუვალი ზღუდე, რომელიც დაიცავდა მას მტრების შემოჭრისგან. შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოეწონა მისი აზრი და ბრძანა მისი შესრულება. შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მხოლოდ მითითებების გაცემით არ შემოიფარგლა, არამედ აჩვენა თავმდაბლობისა და მისაბაძი მაგალითის უბრწყინვალესი ნიმუში თხრილის გათხრაში საჰაბებთან უშუალო მონაწილეობითა და მათთან ერთად სიძნელეების გაზიარებით.
დაჯგუფებები მოაწყდნენ მედინას და ალყაში მოაქციეს მედინა, სანამ მუსლიმთა გასაჭირი არ გამწვავდა ხანგრძლივი ალყის გამო, და მათთვის ერთმანეთს დაერთო შიში და ძლიერი შიმშილი, და ყურანმა აღწერა ეს მძიმე ვითარება უზენაესის (ალლაჰის) სიტყვებით: (და გაიხსენეთ) როცა ისინი [თქვენი მტრები] მოგადგნენ ზემოდან [ხეობის ზედა მხრიდან] და ქვემოდან [ხეობის ქვედა მხრიდან], და თქვენი თვალები გაშეშდა (უზარმაზარი ლაშქრის ხედვით), და გულები ყელამდე აგივიდათ (შიშისაგან), და თქვენ ალლაჰზე სხვადასხვაგვარად დაიწყეთ ფიქრი [გაგიჩნდათ ცუდი აზრები, თითქოს ალლაჰი შესაძლოა არ დახმარებოდა თავისი სიტყვის დამკვიდრებას]. სწორედ იმ დროს [იმ ადგილას] გამოიცადნენ მორწმუნენი (რათა გამორკვეულიყო ჭეშმარიტი მორწმუნე ორპირისაგან) და ძლიერად შეირყნენ (შიშითა და შეშფოთებით)! (ალ-აჰზაბ: 10-11)
და ამ გასაჭირის შუაგულში, გამოჩნდა მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სასწაულები, ალლაჰმა ბარაქა უბოძა მცირეოდენ საჭმელს, ისე რომ მთელი ჯარი დაანაყრა, და მან ახარა თავის მიმდევრებს სპარსეთისა და რომის მიწების აღება, მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, რათა აემაღლებინა მათი შემართება, და როდესაც მდგომარეობა გამწვავდა, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიმართა თავის ღმერთს გულწრფელი ვედრებით, რათა შვება მიეცა მუსლიმებისთვის, ალლაჰმაც შეისმინა მისი და მოუვლინა აჰზაბის (მოკავშირეთა) ჯარებს ძლიერი ქარი, რომელმაც ამოგლიჯა მათი კარვები, და გარდამოავლინა ანგელოზები, რომლებმაც შიში ჩაუთესეს მათ გულებში, დაიშალა მათი რიგები და წავიდნენ ხელმოცარულნი, და მედინას დაუბრუნდა უსაფრთხოება, თქვა უზენაესმა: ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გაიხსენეთ ალლაჰის წყალობა თქვენზე, როცა თქვენთან მოვიდნენ ჯარები, და ჩვენ გავუგზავნეთ მათ ქარი და ჯარები, რომელთაც თქვენ ვერ ხედავდით. და ალლაჰი ხედავს იმას, რასაც თქვენ აკეთებთ! (ალ-აჰზაბ: 9)
და თქვა დიდებულმა: და ალლაჰმა უკუ აქცია ისინი, ვინც ურწმუნონი გახდა თავიანთი ბოღმით, ვერანაირი სიკეთე ვერ მოიპოვეს. ხოლო ალლაჰმა მორწმუნენი იხსნა ბრძოლას. და ჭეშმარიტად, ალლაჰი ძლიერია, ძლევამოსილია [ალ-აჰზაბ: 25].
მიღებული სარგებელი:
1. ისლამის მტრები, მიუხედავად მათი მრწამსის განსხვავებისა, შეიძლება გაერთიანდნენ მუსლიმთა წინააღმდეგ საბრძოლველად, და ეს არის ალლაჰის კანონზომიერება მის ქმნილებებში — ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის მუდმივი ბრძოლა, რაც მოითხოვს მუდმივ სიფრთხილესა და სათანადო მომზადებას.
2 - ბრძოლა წარმოაჩენს სალმან ალ-ფაარისის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) დიდ ღირსებასა და ისლამში თათბირის მნიშვნელობას.
3- შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიერ თავისი მეგობრების დაღლილობის გაზიარება ადასტურებს, რომ წარმატებული წინამძღოლი არის ის, ვინც ინიციატივას იჩენს საქმეში, არის თავმდაბალი თავისი ხალხის მიმართ და მათთვის კარგი მაგალითია.
4- თხრილის გათხრა გვასწავლის ყველა შესაძლო ძალისხმევის გამოჩენის, არსებული ნებადართული საშუალებების გამოყენებისა და სათანადო მიზეზების გათვალისწინების აუცილებლობას, სიკეთესა და ღვთისმოსაობაში ურთიერთდახმარებასთან ერთად.
5 - რწმენისა და მოთმინების მნიშვნელობა: რადგან საჰაბებმა ალყის მიუხედავად დიდი სიმტკიცე გამოიჩინეს, და გამარჯვება წილად ხვდათ მომთმენებს, რომლებიც დარწმუნებულნი იყვნენ ალლაჰის დაპირებაში, როგორც თქვა უზენაესმა ალლაჰმა: მორწმუნეთა შორის არიან კაცები, რომლებიც მართალნი აღმოჩნდნენ იმაში, რაშიც ალლაჰთან აღთქმა დადეს [ალლაჰისთვის მიცემულ დაპირებას ასრულებენ და იჩენენ მოთმინებას ბრძოლასა და სირთულეებში]. მათ შორის არიან ისეთნი, რომლებმაც უკვე შეასრულეს თავიანთი ვალდებულება [იბრძოლეს მანამ, სანამ ალლაჰის გზაზე არ დაიღუპნენ, ან გარდაიცვალნენ რწმენაში გულწრფელნი], და არიან ისეთნიც, რომლებიც ელიან [ერთ-ერთს ორი სიკეთიდან – ან გამარჯვებას, ან სიკვდილს ალლაჰის გზაზე]. და მათ არ შეუცვლიათ [ეს აღთქმა] არაფრით (განსხვავებით ორპირებისა). (ალ-აჰზაბ: 23)
6 - ალლაჰის ლმობიერება მისი მსახურთათვის, როდესაც ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყველაზე რთულ დროს ახარა თავის თანამგზავრებს სასიხარულო ცნობა მომავალი გამარჯვებების შესახებ.
7- ვედრება გამარჯვების გასაღებია, რადგან ბრძოლის ვითარება შეიცვალა შუამავლის მიერ თავისი უფლისადმი გულწრფელი მიმართვით და ამაშია ვედრების მნიშვნელობა.
8- შეწევნა ალლაჰისგანაა: რაგინდ დიდი არ უნდა იყოს მტერთა ძალა და მათი სიმრავლე, ჭეშმარიტად, ალლაჰი არის ძლიერი და ძლევამოსილი, რომელიც შეეწევა თავის მსახურთ.
მეთოთხმეტე გაკვეთილი: ჰუდაიბიას შეთანხმება, ხაიბარის ბრძოლა და უმრა ალ-ყადა (ცხადი გამარჯვება):
მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ძილში ესიზმრა, რომ ის და მისი მიმდევრები შედიოდნენ წმინდა მეჩეთში უსაფრთხოდ, თავგადაპარსულები და შემოკლებული თმით. ხოლო წინასწარმეტყველთა სიზმარი გამოცხადებაა, ამიტომ მან შეატყობინა ეს თავის მიმდევრებს და მათაც გაიხარეს ამ კეთილი ამბით.
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გამოვიდა ჰიჯრის მეექვსე წლის ზულ-ყაადას თვეში დაახლოებით ათას ოთხას მუჰაჯირსა და ანსართან ერთად. მათ მიჰყავდათ შესაწირი ქააბას პატივსაცემად და არ ატარებდნენ არაფერს გარდა მგზავრის იარაღისა (ხმლები ქარქაშებში), რათა ყურაიშებისთვის დაედასტურებინათ, რომ ისინი უმრას მომლოცველები იყვნენ და არა მეომრები.
გზის გადაღობვა და ბაი'ათურრიდვაანი: როდესაც ყურაიშებმა გაიგეს მათი მგზავრობის შესახებ, გადაწყვიტეს მათი ძალით შეკავება და დაბანაკდნენ „ზი თუვასთან“. ამიტომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შეცვალა თავისი გზა, სანამ ჰუდეიბიასთან არ დაბანაკდებოდა. იქ გაიმართა ხანგრძლივი მოლაპარაკებები, რომლის დროსაც მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გაგზავნა ოსმან იბნ 'აფანი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) მათთან მოსალაპარაკებლად. თუმცა გავრცელდა ამბავი მისი მკვლელობის შესახებ. მაშინ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოუწოდა თავის თანამოაზრეებს (საჰაბებს) ფიცის დასადებად, რომ ისინი არ გაიქცეოდნენ ბრძოლის ველიდან. მათ ერთგულება შეჰფიცეს მას სამურას ხის ქვეშ, და სწორედ ეს არის „ბაი'ათურრიდვაანი“, რომლის შესახებაც ალლაჰმა მოავლინა: (და) ალლაჰი კმაყოფილი დარჩა მორწმუნეებით, როდესაც მათ ერთგულება დაგიფიცეს შენ (ო, შუამავალო) ხის ქვეშ... (ალ - ფათჰ: 18)
შეთანხმების პირობები: სუჰაილ იბნ ამრი მოვიდა ყურაიშების წარმომადგენლად და დაიდო შეთანხმება, რომელიც გარეგნულად რთულ პირობებს შეიცავდა, მათ შორის: ომის ათი წლით შეჩერება; ის, რომ მუსლიმები იმ წელს უნდა დაბრუნებულიყვნენ უმრას შესრულების გარეშე, იმ პირობით, რომ მომდევნო წელს დაბრუნდებოდნენ, შეასრულებდნენ უმრას და მექაში მხოლოდ სამი დღე დარჩებოდნენ; და რომ ვინც ყურაიშებიდან მუჰამმედთან თავისი მეურვის ნებართვის გარეშე მივიდოდა, იგი უკან უნდა დაებრუნებინათ მათთვის. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი თანამოაზრე (საჰაბა) შეწუხდა ამ პირობებით, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მაინც დაამტკიცა ისინი თავისი უფლის ბრძანებისადმი მორჩილების ნიშნად, დაკლა შესაწირავი და გამოვიდა იჰრამის მდგომარეობიდან, რაშიც მუსლიმებმაც მას მიბაძეს. ამის კვალდაკვალ, როდესაც ისინი მედინაში დაბრუნების გზაზე იყვნენ, ალლაჰმა ზეგარდმოავლინა თავისი სიტყვები: ჭეშმარიტად, ჩვენ მოგანიჭეთ შენ (ო, შუამავალო) ცხადი გამარჯვება. რათა ალლაჰმა მოგიტევოს შენი წარსული და მომავალი ცოდვები, და სრულყოს თავისი მადლი შენზე და დაგადგინოს სწორ გზაზე. და შეგეწიოს ალლაჰი ძლევამოსილი შეწევნით [ალ- ფათჰ: 1-3]
ხაიბარის ბრძოლა (შეთანხმების სწრაფი ნაყოფი): შეთანხმების ერთ-ერთი უდიდესი ნაყოფი იყო ყურაიშელებთან სამხრეთ ფრონტის სტაბილიზაცია და მედინის ზურგის დაცვა. ამიტომ წინასწარმეტყველი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰიჯრით მეშვიდე წლის მუჰარრამის თვეში გაემართა ჩრდილოეთ ფრონტისკენ; რომელიც წარმოადგენდა ხაიბარის ებრაელების საყრდენს, რომლებმაც წააქეზეს მოკავშირეები და აწყობდნენ შეთქმულებებს მუსლიმების წინააღმდეგ. წინასწარმეტყველმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მასთან ერთად ლაშქრობაში წასვლის უფლება მხოლოდ მათ მისცა, ვინც დაესწრო ჰუდაიბიას მოვლენებს (რიდვანის ფიცის დამდებნი), რაც მათთვის ჯილდოს წარმოადგენდა. მუსლიმებმა სათითაოდ მოაქციეს ალყაში ხაიბარის მიუვალი სიმაგრეები, ალლაჰმა მათ დააპყრობინა ეს სიმაგრეები და შიში ჩაუნერგა ებრაელთა გულებში. რის გამოც მათ ითხოვეს ზავი სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით, იმის სანაცვლოდ, რომ თავიანთ ქონებასა და მიწებს მუსლიმებს დაუტოვებდნენ, იმ პირობით, რომ ისინი თავად დაამუშავებდნენ ამ მიწებს და მოსავლის ნახევარს მიიღებდნენ. ამგვარად ახდა ალლაჰის სასიხარულო უწყება გამარჯვებისა და დაჩქარებული „უხვი ნადავლის“ შესახებ.
უმრა ალ-ყადა (ხილვის ახდომა): მომდევნო წელს (ჰიჯრით მეშვიდე წლის ზულ-ყა'ადას თვეში), გამოვიდა შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავის საჰაბებთან ერთად, რომლებიც ესწრებოდნენ ჰუდაიბიას, იმ უმრას ასანაზღაურებლად, რომლის შესრულებაშიც მათ ხელი შეეშალათ. შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შევიდა მექქაში და იგი აკეთებდა თალბიას, ხოლო მის გარშემო მყოფი მუსლიმები თაჰლილსა და თაქბირს ამბობდნენ, და მათ შეასრულეს თავიანთი ღვთისმსახურება უსაფრთხოებასა და სიმშვიდეში. ყურაიშელები გავიდნენ მთებში და უყურებდნენ მათ მოწიწებითა და აღფრთოვანებით. ეს უმრა იყო შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ხილვის დადასტურება, და იგი ცნობილი გახდა, როგორც „უმრა ალ-ყადა“ ან „უმრა ალ-ყადია“.
1- ამ შეთანხმებამ მუსლიმებს შესაძლებლობა მისცა უსაფრთხოდ გაევრცელებინათ თავიანთი მოწოდება, და ადამიანები შედიოდნენ ალლაჰის რელიგიაში რამდენჯერმე უფრო დიდი რაოდენობით, ვიდრე მანამდე, სწორედ ამის გამო გამარჯვება ყოველთვის მახვილით არ ყოფილა.
2- ბრძოლამ დაამტკიცა, რომ წარმატება ალლაჰისა და მისი შუამავლის ﷺ ბრძანების მორჩილებაშია, თუნდაც თავდაპირველად გონებისთვის სიბრძნე არ ჩანდეს (როგორც ეს მოხდა ზავის პირობებში).
3 - ფიცის (ბაიათის) დამდებთა სტატუსი: საჰაბებმა მიიღეს დიდი პატივი, რადგან ალლაჰი იყო მათით კმაყოფილი და ამ ფიცს ეწოდა „რიდვანის ბაიათი“, რაც არის ღვთიური მოწმობა შვიდი ცის ზემოდან მათი რწმენის გულწრფელობის შესახებ.
4- შარიათით დაშვებულია ხელშეკრულებები, შესაბამისად, მუსლიმებისთვის ნებადართულია მტერთან ზავის დადება, თუკი მასში არის სარგებელი, რაც სიბრძნისა და შარიათული პოლიტიკის ნაწილია.
5- მომდევნო წელს შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაბრუნებამ „უმრა ალ-ყადა“-ში დაადასტურა მისი ხილვის ჭეშმარიტება, გატეხა ყურაიშთა ამპარტავნება და გამოავლინა ისლამის ძლევამოსილება მექქის გულში.
6 - შუამავალმა ﷺ დაპირებებისა და შეთანხმებების დაცვისა და მათი შესრულების საუკეთესო მაგალითები გვიჩვენა, რამაც ხალხს ისლამის ზნეობა და მისი რელიგია შეაყვარა.
7- შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბრძანებების მორჩილების ბარაქა: როგორც უჰუდის ბრძოლისას ვახსენეთ, ურჩობას აქვს მძიმე შედეგი, რამაც შეიძლება მუსლიმებს მტრებთან დაპირისპირებისას დამარცხება მოუტანოს, ხოლო შუამავალზე (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს) დამორჩილებასა და მისი ბრძანებების მორჩილებას ახლავს ბარაქა, რომელსაც მუსლიმებისთვის გამარჯვება მოაქვს. თქვა ალლაჰმა : თუ დამორჩილდებით მას [შუამავალს], სწორ გზას დაადგებით [ან-ნურ: 54]
მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მინაწერი ხელმწიფეებისა და მმართველებისადმი ჰუდაიბიას შეთანხმების შემდეგ.
მას შემდეგ, რაც ჰუდაიბიის ზავის საკითხი მოგვარდა და ომი შეწყდა, შუამავალმა ﷺ ყურაიშთა მხრიდან თავი უსაფრთხოდ იგრძნო და ყურადღება მიმართა მოწოდების საყოველთაოდ ქცევისა და მისი დედამიწის ყოველ კუთხეში გავრცელებისკენ; ამიტომ მან მტკიცედ გადაწყვიტა წერილები მიეწერა დედამიწის მეფეებისთვის და არაბი თუ არაარაბი წინამძღოლებისთვის, რათა მოეწოდებინა ისინი ისლამისკენ. თავისი უმმისადმი მზრუნველობისა და ბრძნული წინდახედულების გამო, შუამავალმა ﷺ დაამზადებინა ვერცხლის ბეჭედი, რომელზეც ამოტვიფრული იყო: „მუჰამმედ - ალლაჰის შუამავალი“, რათა ამით დაებეჭდათ წერილები, ვინაიდან მეფეების ჩვეულებასა და პირობას წარმოადგენდა ის, რომ არ წაეკითხათ წერილი, თუ იგი არ იყო დაბეჭდილი. შემდეგ მან თავისი საუკეთესო საჰაბებიდან(მორწმუნე მეგობრებიდან) - ალლაჰი იყოს ყველა მათგანით კმაყოფილი - აირჩია ელჩები, რომლებიც აერთიანებდნენ ენის მჭევრმეტყველებას, გულის სიმტკიცესა და საღ აზროვნებას, რათა შეესრულებინათ ეს უდიდესი ამანათი.
შუამავალმა ﷺ გაგზავნა დიჰია იბნ ხალიფა ალ-ქალბი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ჰერაკლესთან, რომის დიდებულთან; აბდულლაჰ იბნ ჰუზაფა ას-საჰმი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) – ხოსროსთან, სპარსეთის ხელმწიფესთან; ამრ იბნ უმაია ად-დამრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) – ნეჯაშთან, ეთიოპიის ხელმწიფესთან და ჰაატიბ იბნ აბი ბალთაა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) – მუყაუყისთან, ეგვიპტეში კოპტების დიდებულთან. მან ასევე მისწერა შამისა და იამამას ამირებს, როგორებიც იყვნენ ალ-ჰარის იბნ აბი შიმრ ალ-ღასანი და ჰაუზა იბნ ალი ალ-ჰანაფი. ეს კურთხეული წარგზავნილები გაემართნენ ჭეშმარიტი გზის მაჩვენებელი წერილებით, რომლებსაც მიჰქონდათ ისლამის წმინდა მოწოდება და ბრძნული მიმართვა, რომელიც ესაუბრებოდა გონებასა და გულებს; მოუწოდებდა მათ საერთო სიტყვისკენ, რათა თაყვანი არ ეცათ არავისთვის, გარდა ალლაჰისა და აფრთხილებდა მათ იმ შედეგებზე, რაც მოჰყვებოდა საკუთარი ხალხების ჭეშმარიტებისა და სწორი გზის ნათლისგან ჩამოშორებას.
ამ საპატიო წერილებისა და გზავნილების მიმართ მეფეთა დამოკიდებულებები სხვადასხვაგვარი იყო: ზოგიერთ მათგანს გული მოულბა და კეთილად უპასუხა, როგორც მუკავკისმა, ნეჯაშიმ და ჰერაკლემ, რომელმაც მოციქულის თვისებების შესახებ აბუ სუფიანისგან გამოიკითხა და დარწმუნდა მისი მოციქულობის ჭეშმარიტებაში, თუმცა მისმა ძალაუფლებამ ხელი შეუშალა ჭეშმარიტების მიყოლაში. ხოლო ზოგიერთმა ურჩობა და ქედმაღლობა გამოიჩინა და წერილი ნაკუწებად აქცია, როგორც ხოსრომ. ამიტომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ალლაჰს შეჰვედრა, რომ მისი სამეფოც სრულიად დაფლეთილიყო. ალლაჰმა შეისმინა მისი ვედრება და მისი სამეფო მალევე განადგურდა. ამ მიმოწერით ისლამის მოწოდებამ მიაღწია დედამიწის მეფეებსა და მმართველებამდე და დიდმა სამეფოებმა შეიტყვეს ჭეშმარიტი რელიგიის შესახებ. ეს ნაბიჯი იყო ისლამის გავრცელების მსოფლიო ეტაპის დასაწყისი და მისი გასვლა არაბეთის ნახევარკუნძულის საზღვრებიდან მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში.
მიღებული სარგებელი:
8- უდავო მტკიცებულება იმისა, რომ მუჰამმედის გზავნილი არის საყოველთაო და ყოვლისმომცველი არაბებისა და არაარაბებისთვის, და არ შემოიფარგლება მხოლოდ არაბეთის ნახევარკუნძულის მცხოვრებლებით, რაც დასტურდება უზენაესი ალლაჰის სიტყვებით: ჩვენ მოგავლინეთ შენ [ო, მოციქულო მუჰამმად] მხოლოდ მთელი კაცობრიობისთვის... [საბა: 28].
9- შარიათული პოლიტიკის განხორციელება: ეს ვლინდება მშვიდობისა და ზავის პერიოდების კარგად გამოყენებაში რელიგიის გავრცელებისა და მოწოდებისთვის; რადგან შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გამოიყენა ჰუდაიბიას ზავი და შიდა უსაფრთხოება, რათა დრო დაეთმო დედამიწის მეფეებისა და ლიდერებისადმი მიმართვისა და მოწოდებისთვის.
10 - ნებადართულია სახელმწიფოების ტრადიციების გათვალისწინება მიმოწერებსა და კომუნიკაციებში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება შარიათს, რისი მტკიცებულებაცაა მის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიერ ბეჭდის გამოყენება, როდესაც მას უთხრეს, რომ ისინი არ კითხულობენ წერილს, თუ ის ბეჭედდასმული არ არის, რათა გაემარტივებინა მტკიცებულების მიტანა და მოწოდების გავრცელება.
მეთხუთმეტე გაკვეთილი: მექქას აღების ბრძოლა მოხდა ჰიჯრით მერვე წელს.
უდიადესი გამარჯვება: ეს არის უდიდესი და კურთხეული გამარჯვება, მექქას აღება; დღე, როდესაც ალლაჰმა გააძლიერა თავისი რელიგია და დაეხმარა თავის მოციქულს, და განწმინდა თავისი წმინდა ქალაქი და თავისი უძველესი სახლი შირქისგან.
ჯარის მომზადება: წინასწარმეტყველი ﷺ მოემზადა ბრძოლისთვის და უბრძანა თავის საჰაბებს გამზადება, და გაემართა წინასწარმეტყველი ﷺ და მასთან ერთად მისი საჰაბები, ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი, ათი ათასი მებრძოლით, სანამ არ მიაღწიეს მექის შემოგარენს; და როდესაც დაინახა აბუ სუფიანმა მუსლიმთა ჯარის ძალა და მისი რაოდენობა, რომელმაც ათი ათას მებრძოლს მიაღწია, სრულად გააცნობიერა, რომ მექის მცხოვრებლებს არ შესწევდათ წინააღმდეგობის გაწევის ძალა, ამიტომ დათანხმდა დანებებას, შემდეგ კი ალლაჰმა მიჰმადლა მას ისლამი და მანაც მიიღო ისლამი.
მექქაში შესვლა: შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შევიდა მექქაში მისი ზედა ნაწილიდან დიდებულ ვითარებაში, და მას თავი დახრილი ჰქონდა თავმდაბლობით, ალლაჰისადმი მოკრძალებითა და მისდამი მადლიერებით, მას გარს ეხვივნენ მუჰაჯირები და ანსარები, რომლებიც ავსებდნენ ჰორიზონტს.
ქააბას გაწმენდა: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაუყოვნებლივ გასცა ბრძანება კერპების დანგრევისა და იმ გამოსახულებების მოშორების შესახებ, რომლებიც ქააბას შიგნით და მის გარშემო იყო; რათა ერთღმერთიანობა მხოლოდ ალლაჰისთვის ყოფილიყო.
ხალხის მიერ ფიცის დადება მექქას აღების დღეს: მას შემდეგ, რაც შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უსაფრთხოების გარანტია მისცა მექქას მცხოვრებლებს, ბევრი მათგანი ნებაყოფლობით მივიდა საფას მთასთან და ისლამისა და მორჩილების ერთგულების ფიცი დადო მის წინაშე, მაშინ, როცა სხვებმა თავი შეიკავეს და შიშის გამო გაიქცნენ, შემდეგ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მათაც მისცა უსაფრთხოების გარანტია და მოგვიანებით მათაც მიიღეს ისლამი; შესაბამისად, მათი რელიგიაში შესვლა არ ყოფილა იძულებითი, არამედ შუამავლის კეთილშობილური პატიების შედეგი, რამაც მათი გულები შეცვალა.
გამარჯვების გავლენა: ამ გამარჯვებას დიდი გავლენა ჰქონდა; მას შემდეგ, რაც შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გაიმარჯვა ყურაიშელებზე (რომლებიც არაბთა მეთაურები იყვნენ) და იმ გამარჯვების შემდეგ, რაც შემდგომ მოხდა, ყველა დარწმუნდა მისი შუამავლობის ჭეშმარიტებაში, და ყოველი მხრიდან დაიწყეს დელეგაციებმა მოსვლა, რათა ჯგუფ-ჯგუფად შესულიყვნენ ალლაჰის რელიგიაში.
მიღებული სარგებელი:
1. ალლაჰმა გაუადვილა მექქას აღება შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და მის თანამგზავრებს ბრძოლის საჭიროების გარეშე, და ეს არის მხოლოდ ალლაჰის წყალობა, რომ დაზოგა მათი სისხლი და უსაფრთხოდ მიანიჭა მათ გამარჯვება.
2. თავმდაბლობა გამარჯვებისას: ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მექაში ალლაჰის მიმართ უდიდესი მორჩილებითა და ქედმოხრით შევიდა, რათა ჩვენთვის ესწავლებინა, რომ მადლი მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის, ის არის შემწე და დამხმარე, და რომ მორწმუნე, რაოდენ ძლიერიც არ უნდა იყოს იგი, კიდევ უფრო მეტად თავმდაბალი ხდება თავისი უფლის წინაშე.
3 - თავჰიდის მნიშვნელობა: პირველი საქმე, რომელიც შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განახორციელა, იყო კერპების დამსხვრევა, და ეს ადასტურებს, რომ ამ რელიგიის საფუძველი და ძალა „თავჰიდში“ და გულებისა და სახლების გაწმენდაშია ყველაფრისგან, რასაც ეთაყვანებიან ალლაჰის გარდა.
4. არაბთა ტომები მოელოდნენ ბრძოლის შედეგს, და როდესაც დაინახეს ალლაჰის დახმარება თავისი წინასწარმეტყველისთვის მის ხალხზე, დელეგაციები მიყოლებით მოდიოდნენ და ისლამის მიღებას აცხადებდნენ, ამრიგად, მექას დაპყრობა იყო ის გასაღები, რომელმაც მთელი არაბეთის ნახევარკუნძულის გულები გახსნა რწმენისთვის.
5. ყურანისეული სასიხარულო ცნობა: ალლაჰმა უკვდავყო ეს დიადი მოვლენა თავის წმინდა წიგნში შემდეგი სიტყვებით: როცა მოვა დახმარება ალლაჰისა და გამარჯვება, და იხილავ ხალხს, რომლებიც ჯგუფ-ჯგუფად შედიან ალლაჰის სარწმუნოებაში, მაშინ დიდებით ახსენე შენი ღმერთის უნაკლოება და პატიება შესთხოვე მას. ჭეშმარიტად, იგი უსაზღვროდ მპატიებელია. "[ან-ნასრ: 1-3]."
მეთექვსმეტე გაკვეთილი: ჰუნაინის ბრძოლა:
ბრძოლის მიზეზი: მექქას აღების შემდეგ, წინასწარმეტყველს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ცნობა მიუვიდა, რომ „ჰავაზინის“ ტომები (ტაიფის ხალხი) აგროვებდნენ ძალიან დიდ ჯარს მასთან საბრძოლველად, ამიტომ წინასწარმეტყველმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გადაწყვიტა, მათკენ გამგზავრებულიყო მათსავე ადგილას, სანამ ისინი თავად მივიდოდნენ მექქაში.
ორი ჯარის ძალა: ჰავაზინის ტომიდან შეიკრიბა დაახლოებით ოცი ათასი მებრძოლი, და გამოვიდნენ, და მათთან ერთად იყო მათი ქონება, მათი ქალები და მათი ბავშვები (რათა გაემხნევებინათ საკუთარი თავი, რომ არ გაქცეულიყვნენ), რაც შეეხებათ მუსლიმებს, ისინი გამოვიდნენ დიდი ჯარით, რომლის რაოდენობაც თორმეტი ათასი მებრძოლი იყო; მათგან ორი ათასი მექის მცხოვრები იყო, რომლებმაც ახლახან მიიღეს ისლამი.
სიმრავლის გაკვეთილი: როცა ზოგიერთმა მუსლიმმა თავისი რიცხვის სიმრავლე დაინახა, სიამაყით თქვეს: „დღეს ჩვენ არ დავმარცხდებით სიმცირის გამო“, და სწორედ ეს თვითაღფრთოვანება რთული გამოცდის დასაწყისი აღმოჩნდა.
მძიმე მოულოდნელობა: როდესაც მუსლიმებმა „ჰუნაინის“ ველზე შესვლა დაიწყეს, ჰავაზინის მებრძოლებს მათთვის ფარული ჩასაფრებები ჰქონდათ მოწყობილი, და უეცრად ისინი ერთი კაცივით დაესხნენ თავს მუსლიმთა ჯარს და ისრების წვიმა დაუშინეს, რამაც, მოულოდნელობის გამო, ჯარის დიდი ნაწილის უკან დახევა და გაქცევა გამოიწვია.
წინამძღოლის სიმტკიცე: იმ რთულ მომენტში, შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იშვიათი სიმამაცით მტკიცედ იდგა თავის ადგილზე, მასთან ერთად იყო მუჰაჯირებისა და ანსარების მცირე ჯგუფი, მათ შორის: აბუ ბაქრი, უმარი და ალი - ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი.
ალლაჰის მოციქულის სიმამაცე: ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავისი ჯორით მუშრიქთა ჯარისკენ გაეშურა და მთელი ხმით შესძახა, რათა სიმტკიცე დაებრუნებინა თავისი თანამგზავრების გულებში: "«მე მოციქული ვარ, ეს არ არის ტყუილი, მე აბდ ალ-მუტტალიბის ძე ვარ»," და ბრძოლა ხელახლა გაძლიერდა.
ალლაჰისა და ანგელოზების დახმარება: როდესაც საჰაბები დაბრუნდნენ და შემოიკრიბნენ თავიანთი შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ირგვლივ, და ბრძოლა გამწვავდა, ალლაჰმა მორწმუნეებს შეწევნა გაუწია ანგელოზების გარდმოვლენით, რომლებმაც ურწმუნოთა გულებში შიში ჩააგდეს და შეურყიეს მათ ნაბიჯები.
დასასრული და ნადავლი: ურწმუნოები დამარცხდნენ და გაიქცნენ, მუსლიმები კი დაედევნენ მათ. ურწმუნოებმა თავიანთ უკან დიდძალი ნადავლი და ქონება დატოვეს, რომელიც ალლაჰის წყალობით მუსლიმების საკუთრება გახდა. ჰავაზინების გულის მოსაგებად, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ნადავლი გარკვეული დროის გასვლამდე არ გაანაწილა იმ იმედით, რომ ისინი დაბრუნდებოდნენ, ისლამს მიიღებდნენ და მივიდოდნენ მასთან თხოვნით, რომ ნადავლი მათთვის დაებრუნებინა, მაგრამ როდესაც მათ დაიგვიანეს, მან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ის გაანაწილა.
მიღებული სარგებელი:
1 - ალლაჰზე მინდობა და არა რაოდენობაზე, რადგან მუსლიმებმა ჰუნაინში ისწავლეს, რომ გამარჯვება ერთადერთი ალლაჰისგან მოდის, და რომ რაოდენობის სიმრავლეს სარგებელი არ მოაქვს, თუ გულებში ამპარტავნება შეაღწევს.
2- ბადრის ბრძოლაში მუსლიმებმა ისწავლეს, რომ „სიმცირე“ არ ვნებს მოთმინებასა და ღვთისმოშიშობასთან ერთად, ხოლო ჰუნაინში მათ ისწავლეს, რომ „სიმრავლე“ სარგებელს არ მოიტანს, თუ არ არის მოთმინება და ალლაჰზე მინდობა.
3- წინასწარმეტყველმა ﷺ და მასთან ერთად მყოფებმა სიმტკიცე შეინარჩუნეს თავიანთი ძლიერი რწმენის წყალობით, და ეს გვასწავლის, რომ ალლაჰი განამტკიცებს გულწრფელ გულებს ყველაზე რთულ ვითარებებში.
4- ამ ბრძოლაში შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დიდი სიმამაცე გამოიჩინა, მიუხედავად ჯარის უკანდახევისა, ის თავად გაეშურა მტრის დასაპირისპირებლად და სრული სიამაყითა და რწმენით თავის სახელს ხმამაღლა წარმოთქვამდა.
5. ალლაჰმა შეწევნა გაუწია თავის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და მორწმუნეებს ანგელოზთა ლაშქრით, რომელიც მათ არ დაუნახავთ, და ეს ადასტურებს, რომ ალლაჰი ყოველთვის თავის რჩეულებთანაა.
6- სირთულისა და გაჭირვების შემდეგ, ალლაჰმა მუსლიმებს გამარჯვება და დიდძალი ნადავლი უბოძა მათი მოთმინებისა და სიმტკიცის ჯილდოდ.
7- წმინდა აიათები, რომლებმაც უკვდავყვეს ხსოვნა: თქვა ალლაჰმა: უეჭველად, ალლაჰმა გამარჯვება გიბოძათ მრავალ ადგილას და ჰუნაინის დღეს, როცა თქვენი სიმრავლე გაოცებდათ, მაგრამ ვერაფრით დაგეხმარათ[თქვენი სიმრავლე] და დედამიწა, მიუხედავად თავისი სივრცისა, ვიწროდ გეჩვენათ, შემდეგ კი ზურგი აქციეთ და გაიქეცით. შემდეგ გარდმოავლინა ალლაჰმა თავისი სიმშვიდე თავის შუამავალზე და მორწმუნეებზე, და გარდმოავლინა ლაშქარი, რომელსაც თქვენ ვერ ხედავდით, და დასაჯა ისინი, რომელნიც გახდნენ ურწმუნონი. და ეს არის ურწმუნოთა საზღაური. შემდეგ, (ამის მერე), ალლაჰი მიუტევებს, ვისაც ინებებს. და ალლაჰი მიმტევებელი, შემწყალებელია. (ათ-თავბა: 25-27)
8- საზღაური შეესაბამება საქმეს: როდესაც წინასწარმეტყველი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბრძოლაში მტკიცედ იდგა თავის მცირერიცხოვან კეთილშობილ თანამებრძოლებთან ერთად, მას მოევლინა გამარჯვება, როგორც ეს ალლაჰმა, დიდებულმა და უზენაესმა აღუთქვა. უზენაესი ბრძანებს: ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თუ თქვენ ალლაჰს შეეწევით, ისიც შეგეწევათ თქვენ და გაგიმყარებთ ფეხებს [მოგცემთ მხარდაჭერას] (ბრძოლაში). (მუჰამმად: 7) ეს საყოველთაოა; მუსლიმს ალლაჰი დაჰპირდა შეწევნასა და მხარდაჭერას, თუ იგი შეუდგება ალლაჰის რელიგიის დახმარებას, მისკენ მოწოდებასა და მის გზაზე ჯიჰადს, და ამით ალლაჰის კმაყოფილებას ესწრაფვის.
მეჩვიდმეტე გაკვეთილი: დელეგაციების მიღება და გამოსამშვიდობებელი ჰაჯობა:
მექქას დაპყრობისა და მუსლიმების გამარჯვების შემდეგ, არაბული ტომები ყოველი მხრიდან მედინისკენ მოემართებოდნენ, რათა ისლამის მიღება გამოეცხადებინათ. ჰიჯრის (გადასახლების) მეცხრე წელი ცნობილი გახდა, როგორც „წარმომადგენლობების წელი“. შუამავალმა ﷺ მრავალი წარმომადგენლობა მიიღო, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ბანუ თამიმის ტომის, ნაჯრანისა და ტაიის წარმომადგენლობები (რომელთა შორისაც იყო ადი იბნ ჰათიმი). ამ წარმომადგენლობებმა უდიდესი გავლენა იქონიეს არაბეთის ნახევარკუნძულის ისლამის დროშის ქვეშ გაერთიანებაზე, რადგან მათ შეისწავლეს რელიგიის ბურჯები და დაბრუნდნენ თავისი ხალხის ისლამისკენ მოსაწოდებლად, რამაც გზა შეუმზადა ისლამის გავრცელებას.
ჰიჯრის მეათე წელს ხალხში გამოცხადდა, რომ შუამავალი (ალლაჰის მშვიდობა იყოს მასზე) იმ წელს ჰაჯობის შესრულებას აპირებდა. მედინაში ყველა ადგილიდან უამრავი ხალხი ჩამოვიდა, ყველას სურდა შუამავლის (ალლაჰის მშვიდობა იყოს მასზე) თანხლება, რათა ესწავლათ მისგან და მიებაძათ მისთვის ჰაჯობის რიტუალებში.
სახელწოდების მიზეზი: მას ეწოდა „გამოსამშვიდობებელი ჰაჯობა“; რადგან მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამ ჰაჯობაზე დაემშვიდობა ხალხს თავისი სიტყვებით, და რადგან მას (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამის შემდეგ აღარასდროს შეუსრულებია ჰაჯობა.
ჰაჯობის შემსრულებელთა სიმრავლე: ამ კურთხეულ მოგზაურობაში შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად გაემგზავრა ას ათასზე მეტი ჰაჯობის შემსრულებელი, და მას თან ახლდა თავისი ცხრა ცოლი (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მათით).
წყალობის სრულყოფა: როდესაც წინასწარმეტყველი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ასრულებდა ჰაჯის რიტუალებს, არაფას დღეს მას მოევლინა უზენაესი ალლაჰის სიტყვები: დღეს მე დავასრულე თქვენი რელიგია და დავასრულე თქვენზე ჩემი წყალობა და ავირჩიე თქვენთვის ისლამი რელიგიად. [ალ-მაიდა: 3] ეს აიათი შუამავლობის სრულყოფის გამოცხადება იყო.
დიდი ანდერძი: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დიდი ხუტბებით მიმართა ხალხს 'არაფატის დღეს და მსხვერპლშეწირვის დღეს, რომლებშიც მან დაადასტურა მუსლიმის ძირითადი პრინციპები, თავჰიდი, სუნნისადმი მიყოლა და მუშრიქთა წინააღმდეგობა, ასევე განმარტა მუსლიმთა უფლებები და ცოლ-ქმრის უფლებები. და ერთ-ერთი, რაც მან იქ თქვა, იყო: «ჭეშმარიტად, ერთმანეთის სისხლი, ქონება და ნამუსი აკრძალულია თქვენთვის, როგორც არის აკრძალული თქვენთვის ეს დღე ამ თვეში და ამ ქალაქში, ხომ გადმოგეცით?»; რათა ხაზი გაუსვას მუსლიმის სიცოცხლის, ქონებისა და ღირსების ხელშეუხებლობას.
და მან ანდერძად დატოვა გზააბნეულობისგან დამცველი ანდერძი და თქვა: «და თქვენთვის დავტოვე ის, რის შემდეგაც არ აიბნევით, თუ ჩაეჭიდებით მას: ალლაჰის წიგნი» [გადმოცემულია მუსლიმის მიერ].
დაბრუნება: მას შემდეგ, რაც მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაასრულა ჰაჯობის რიტუალები და ასწავლა ხალხს მათი რელიგია, იგი მედინაში დაბრუნდა.
მიღებული სარგებელი:
1- დელეგაციების მიღება გვასწავლის, რომ ისლამის ძალა არის შეკრებასა და ერთობაში ჭეშმარიტებაზე და ცოდნის გავრცელებაში, და რომ წარმატებული ლიდერი არის ის, ვინც აშენებს კავშირის ხიდებს სიკეთის გასავრცელებლად.
2- წინასწარმეტყველის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დარიგება ყურანსა და სუნნაზე მყარად ჩაჭიდების შესახებ მუსლიმისთვის ხსნაა, რადგან მათშია სწორი გზა და დაცვა გადახვევისა და გზააბნეულობისგან ყოველ დროსა და ადგილას.
3- მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავად გაემგზავრა, რათა შეესრულებინა ჰაჯობის რიტუალები და ესწავლებინა ხალხისთვის „საქმით“ და არა მხოლოდ სიტყვით, რათა ყოფილიყო ცოცხალი მაგალითი, რომელსაც ყველა დაინახავდა და მიჰყვებოდა. მან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «აიღეთ ჩემგან თქვენი რიტუალის წესები» [გადმოსცა ალ-ბაიჰაყიმ, აბუ დაუდმა და ან-ნასააიმ], საჰიჰ მუსლიმის სხვა გადმოცემაში: "«აიღეთ თქვენი რიტუალის წესები»."
4. ალლაჰმა გვაცნობა, რომ მან სრულყო ჩვენთვის რელიგია და შეავსო თავისი წყალობა; ამიტომ დაუშვებელია ვინმემ თავისი მხრიდან რაიმე დაუმატოს რელიგიას როგორც «ბიდ'ათი» — მცდარი სიახლე, ან დააკლოს მას, რადგან ისლამის რელიგიაშია ყველაფერი, რაც აწესრიგებს ადამიანთა ცხოვრებას ამქვეყნად და საიქიოში, ხოლო შარიათული კანონმდებლობა დასრულდა წინასწარმეტყველის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გარდაცვალებითა და გამოცხადების შეწყვეტით.
5- მუსლიმის ხელშეუხებლობა: მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ხაზი გაუსვა მუსლიმთა სისხლის, ღირსებისა და ქონების ხელშეუხებლობას და იმას, რომ დაუშვებელია მათი ხელყოფა უსამართლოდ და უკანონოდ.
მეთვრამეტე გაკვეთილი. მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გარდაცვალება:
ორშაბათს დილით, ჰიჯრით მეთერთმეტე წლის რაბი ალ-აუვალის თვის მეთორმეტე დღეს, ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გაურთულდა ავადმყოფობა, როცა ის იმყოფებოდა თავისი ცოლის, აიშას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) სახლში.
სიკვდილის აგონია: შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიკვდილის ტკივილებისა და აგონიისგან იტანჯებოდა, წყალს სახეზე ისვამდა და ამბობდა: «არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა, ჭეშმარიტად, სიკვდილს აგონია ახლავს».[ ლაა ილაჰა ილლა ლლაჰ, ინნა ლილმავთი ლასაქარაათინ ] [გადმოსცა ალ-ბუხარიმ].
გარდაცვალება: მისი კეთილშობილი სული სხეულს განშორდა ﷺ, როდესაც ის მიყრდნობილი იყო აიშას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) მკერდზე. იმ დროს ის იყო სამოცდასამი წლის(63).
დაკრძალვა: შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაიკრძალა იმ ადგილას, სადაც გარდაიცვალა, და ეს არის აიშას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) სახლი.
სრულყოფილი ამანათი: მოციქული ﷺ გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც სრულად შეასრულა ამანათი, და დატოვა მისი უმმეთი ნათელ გზაზე, რომელიც შუადღის მზესავით ნათელია. არც ერთი სიკეთე არ არსებობს, რაზეც ის არ მიგვითითებდა, და არც ერთი ბოროტება, რისგანაც ის არ გვაფრთხილებდა.
მიღებული სარგებელი:
1- ეს შემთხვევა გვიჩვენებს მორწმუნეთა დედის, აიშას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ღირსებას და მის მაღალ მდგომარეობას მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რადგან მან აირჩია თავისი უკანასკნელი დღეები მის სახლში გაეტარებინა და მის კალთაში გარდაიცვალა.
2 - სიკვდილი ალლაჰის დადგენილი კანონია მის ქმნილებებში. თუკი ვინმე სამუდამოდ დარჩებოდა ამქვეყნად, მაშინ ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) დარჩებოდა, და როგორც უზენაესი ალლაჰი ამბობს: ჭეშმარიტად, შენ (ო, მოციქულო) მომაკვდავი ხარ [მოკვდები], და ჭეშმარიტად, ისინი (აგრეთვე) მომაკვდავნი არიან [ისინიც მოკვდებიან]. [აზ-ზუმარ: 30].
3- ჭეშმარიტად წინასწარმეტყველის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გარდაცვალება არის ყველაზე დიდი უბედურება, რომელიც მუსლიმებს თავს დაატყდათ, და ვინც გაიხსენებს მის უბედურებას, რომელიც წინასწარმეტყველის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაკარგვით მოხდა, შეუმსუბუქდება მას ყოველი სხვა უბედურება, და როგორც თქვა შუამავლის პოეტმა ჰასან ბინ საბითმა (ალლაჰი კმაყოფილი იყოს მისით):
წარსულში მყოფთ არ დაუკარგავთ მუჰამმადის მსგავსი.. და არც მისი მსგავსი დაიკარგება განკითხვის დღემდე.
4 - გზავნილი მომწოდებელთათვის: ყველა, ვინც ფლობს რელიგიის ცოდნას, ვალდებულია ძალ-ღონე არ დაიშუროს მის გასავრცელებლად და ადამიანებისთვის სასწავლებლად, მანამ, სანამ არ შეხვდება ალლაჰს ისე, რომ შესრულებული ჰქონდეს ის, რაც მას დაევალა, როგორც ეს გააკეთა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას).
5 - შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაგვტოვა ნათელ ჭეშმარიტებასა და სწორ გზაზე. ამ გზას არავინ გადაუხვევს, გარდა იმისა, ვინც ცდუნდა სიახლით ან ვნებით. ხოლო სრული ბედნიერება შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გზის მიყოლაში მდგომარეობს.
მეცხრამეტე გაკვეთილი: შუამავლის ცოლები:
შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ცოლები:
1. ხადიჯა ბინთ ხუვაილიდ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი).
2 - სავდა ბინთ ზამ'ა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი).
3 - აიშა ბინთ აბუ ბაქრ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი).
4 - ჰაფსა ბინთ უმარ იბნ ალ-ხატტააბ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი).
5 - ზაინაბ ბინთ ხუზაიმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი).
6 - უმ სალამა (ჰინდ ბინთ აბი უმაია) (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი).
7 - უმ ჰაბიბა (რამლა ბინთ აბი სუფიან) (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი).
8 - ჯუვაირია ბინთ ჰარის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი).
9 - მაიმუნა ბინთ ჰარის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი).
10 - საფია ბინთ ჰუიაი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი).
11 - ზაინაბ ბინთ ჯაჰშ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი).
მიღებული სარგებელი:
1. მორწმუნეთა დედები: მუჰამმად შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მეუღლეები არიან „მორწმუნეთა დედები“ წმინდა ყურანის ტექსტის თანახმად, უზენაესი ბრძანებს: მოციქული მუჰამედი მორწმუნეთათვის უფრო ახლობელია (რწმენისა და საერო საქმეებში), ვიდრე ისინი ერთმანეთისთვის, ხოლო მისი ცოლები – მათი დედები არიან... [ალ-აჰზაბ: 6]. მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მორწმუნეთათვის, აღზრდისა და მზრუნველობის მხრივ, მამის სტატუსშია. შესაბამისად, მისი მეუღლეები ჩვენთვის დედებივით გახდნენ იმ მხრივ, რომ მათზე დაქორწინება აკრძალულია და აუცილებელია მათდამი პატივისცემა და დაფასება, თუმცა ისინი არ არიან დედების მსგავსნი „მაჰრამობის“ საკითხში, რაც მათთან განმარტოების ან ჰიჯაბის მოხსნის ნებას იძლევა.
2. შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სტატუსის ღირსება: შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ცოლების ერთ-ერთი მახასიათებელია ის, რომ არავისთვის არასოდეს არ არის ნებადართული მისი გარდაცვალების შემდეგ მათზე დაქორწინება. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: და არა გაქვთ უფლება ალლაჰის მოციქულის შეწუხებისა, არც მის სიცოცხლეში და არც მის შემდეგ, და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დაქორწინდეთ მის ცოლებზე მის შემდეგ [რადგან ისინი თქვენი დედები არიან]. ჭეშმარიტად, ეს [მოციქულის შეწუხებაა მის ცოლებზე ქორწინება] არის უდიდესი ცოდვა ალლაჰის წინაშე [ალ-აჰზაბ: 53]. ეს არის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ღირსების დაცვა და მისი განდიდება, და რადგან ცოლქმრული კავშირი მასსა და მათ შორის, ალლაჰის ნებით, სამოთხეშიც ნარჩუნდება და გრძელდება.
3. დიდი პასუხისმგებლობა და ჯილდოს გამრავლება: როდესაც მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავის ცოლებს არჩევანის უფლება მისცა ამქვეყნიურ მშვენიერებასა და მასთან დარჩენას, ასევე სიდუხჭირეში მოთმინებას შორის, მათ ალლაჰი, მისი მოციქული და საიქიო ცხოვრება აირჩიეს. ვინაიდან მათი მდგომარეობა მაღალია, ალლაჰმა კეთილი საქმისთვის მათი ჯილდო გააორმაგა, ისევე როგორც მათ მიერ დაშვებულ ნებისმიერ შეცდომაზე პასუხისგება უფრო მკაცრი გახადა, ვიდრე სხვებისთვის, რათა მათი სიფრთხილე და ალლაჰისადმი მადლიერება მუდამ უმაღლეს საფეხურზე დარჩეს.
4. ისინი არიან შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სახლეულიდან: შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ცოლები შედიან იმ „სახლეულში“, რომელთა განწმენდის შესახებაც ალლაჰმა აუწყა. მათ შესახებ საუბრის კონტექსტში უზენაესი ამბობს: ჭეშმარიტად, ალლაჰს სურს მხოლოდ ის, რომ თქვენგან, სახლის მცხოვრებნო (ო, მოციქულის ოჯახო) [მისი ცოლები და შთამომავლები], განაშოროს სიბინძურე [ყველა ბოროტება, ცოდვა] და სრულად განგწმინდოთ. (ალ-აჰზაბ: 33) ამიტომ, ყოველი მუსლიმი ვალდებულია უყვარდეს ისინი, იყოს მათზე კმაყოფილი და კეთილგანწყობილი და დაიცვას მათი ღირსება, რადგან ისინი წმინდა და სანიმუშო მაგალითები არიან.
5. გამოცხადების გარდმოვლინება მათ სახლებში: მათი ერთ-ერთი უდიდესი ღირსებაა ის, რომ წმინდა ყურანი გარდმოევლინებოდა, როდესაც მოციქული (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) მათ სახლებში იმყოფებოდა, უზენაესმა ბრძანა: და გაიხსენეთ ის, რაც იკითხება თქვენს სახლებში ალლაჰის ნიშნებიდან [ყურანის აიათებიდან] და სიბრძნისგან [მოციქულის ნათქვამებიდან]... (ალ-აჰზაბ: 34), და მასთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიახლოვის გამო, მათ გადმოგვცეს მის სახლში მისი სუნნისა და ცხოვრების წესის ყველაზე ზუსტი დეტალები, რითაც თითოეული მათგანი ემსახურა რელიგიას ამ ცოდნის უმმათისთვის გადაცემით.
მეოცე გაკვეთილი: შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შვილები:
შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა იყოს მასზე ) ებოძა შვიდი შვილი, და ისინი არიან:
პირველი: ბიჭები (სამი): ალ-ყაასიმ: მისი სახელის ზედმეტსახელი ჰქონდა შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა იყოს მასზე) და მას ეძახდნენ "აბულ ყაასიმ"-ს, აბდულლაჰი, იბრაჰიმი.
მეორე: ქალიშვილები (ოთხი): ზაინაბი, რუყაია, უმ ქულსუმი, ფატიმა.
ყველა მისი შვილი გააჩინა მისმა მეუღლემ ხადიჯამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), გარდა იბრაჰიმისა, რომელიც იყო მისი მხევლის, მარია ალ-ყიბტიასგან. ყველა მათგანი გარდაიცვალა შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა იყოს მასზე) სიცოცხლეში, გარდა ფატიმასი, რომელმაც მის შემდეგ ექვსი თვე იცოცხლა და შემდეგ მას შეუერთდა.
მიღებული სარგებელი:
1 - შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა იყოს მასზე ) ვსწავლობთ მოთმინებასა და ალლაჰისგან საზღაურის იმედს შვილების დაკარგვისას, რადგან მან თავის სიცოცხლეშივე იგემა დაკარგვის სიმწარე ექვსი შვილის გარდაცვალებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან მტკიცედ გაუძლო და მადლობა შესწირა თავის უფალს.
2 - ფატიმას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ღირსება: ალლაჰმა გამოარჩია იგი იმით, რომ ყოფილიყო ერთადერთი, ვინც ცოცხალი დარჩა შუამავლის სიკვდილის შემდეგ, იგი იყო მომთმენი და საზღაურის მომლოდინე, სანამ არ შეუერთდა თავის მამას ﷺ.
3- წინასწარმეტყველის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შვილი "იბრაჰიმი", რომელიც მცირეწლოვანი გარდაიცვალა, მისი დედა მარია ალ-ყიბტია იყო. ის წინასწარმეტყველის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მხევლებიდან იყო და არა მისი ცოლებიდან - მორწმუნეთა დედებიდან.
ოცდამეერთე გაკვეთილი: შუამავლის ﷺ ზოგიერთი თანდაყოლილი თვისება და ზნეობრივი აღწერილობა:
შუამავალი ﷺ ადამიანთა შორის საუკეთესო გარეგნობის იყო, და მისი აღწერილობა:
სიმაღლე: ის იყო მამაკაცებს შორის საშუალო სიმაღლის, არც მეტისმეტად მაღალი და არც დაბალი, არამედ იყო ზომიერი.
ფერი: იგი იყო თეთრი, ისეთი სითეთრით, რომელშიც ოდნავი სიწითლეც იყო შერეული, რაც მას სილამაზესა და ბრწყინვალებას ანიჭებდა.
სახე: დიდი თვალები, ფართო და ლამაზი პირი, ხშირი წვერი და შავი თმა. ხოლო როდესაც ასაკში შევიდა, მის წვერსა და საფეთქლებზე გამოუჩნდა მცირეოდენი თეთრი ღერები, რომლებიც ოც ღერს არ აღწევდა..
სხეული: ბეჭებს შორის განიერი, მუდამ სასიამოვნო სურნელი ჰქონდა, თუნდაც არ დაეტანა სურნელება.
რაც შეეხება მის ზნეობრივ (მორალურ) აღწერილობას:
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ადამიანთა შორის სრულყოფილი ზრდილობით გამოირჩეოდა და ალლაჰმა მასში გააერთიანა ყველა ზნეობრივი თვისება, მათ შორისაა:
სიმართლე და სანდოობა: ის ადამიანებს შორის ყველაზე მართალი ენის მქონე და პირობის ყველაზე ერთგული იყო, ისე, რომ შუამავლობამდე მას „ას-საადიყ ალ-ამიინ“-ს (პატიოსანი და სანდო) ეძახდნენ.
გულუხვობა და ხელგაშლილობა: მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყველაზე გულუხვი ადამიანი იყო, იგი გასცემდა ისე, როგორც ის, ვისაც არ ეშინია სიღარიბის, და არასოდეს უთხოვიათ მისთვის რაიმე, რაზეც მას „არა“ უთქვამს.
მოთმინება და პატიება: ის ადამიანთა შორის ყველაზე შორს იდგა გაბრაზებისგან და ყველაზე სწრაფად მშვიდდებოდა. იგი პატიობდა მას, ვინც მის მიმართ უსამართლოდ იქცეოდა, კავშირს ინარჩუნებდა მასთან, ვინც მასთან ურთიერთობას წყვეტდა, და რაც უფრო მეტ უმეცრებას ავლენდა უმეცარი მის მიმართ, ეს მით უფრო მეტად უმატებდა მას მოთმინებას.
თავმდაბლობა და გულმოწყალება: შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავმდაბლობას იჩენდა მორწმუნეთა მიმართ, თავად ემსახურებოდა საკუთარ თავს და აკერებდა თავის ფეხსაცმელს, ეხმარებოდა თავის ოჯახს საქმეებში, პატივს მიაგებდა სტუმარს და უღიმოდა მას, ვისაც შეხვდებოდა. ის იყო ყველაზე გულმოწყალე ადამიანთა შორის სუსტების, ბავშვებისა და ცხოველების მიმართაც კი.
სიმამაცე: მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იყო ადამიანთაგან ყველაზე მამაცი გულით. როდესაც ბრძოლა გამწვავდებოდა, მისი თანამიმდევრები მასთან აფარებდნენ თავს, და ის მათგან ყველაზე ახლოს იმყოფებოდა მტერთან.
და ის მართლაც ისეთი იყო, როგორც მორწმუნეთა დედამ აიშამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) დაახასიათა ყოვლისმომცველი სიტყვით: „მისი ზნეობა ყურანი იყო“.
მიღებული სარგებელი:
1- მისი გარეგნული თვისებების ცოდნის ერთ-ერთი სარგებელია ის, რომ ალლაჰმა პატივი გცეს სიზმარში მისი ნახვით. შესაბამისად, ვისაც იგი თავისი ცნობილი თვისებებით დაესიზმრა, მან ნამდვილად ნახა იგი, რადგან შაიტანი ვერ მიიღებს მის სახეს, როგორც ეს შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც სიზმარში მნახა, მან ნამდვილად მნახა, რადგან შაიტანი ვერ მიიღებს ჩემს სახეს». [გადმოსცა ალ-ბუხარიმ და მუსლიმმა].
2 - გულწრფელი მოსიყვარულე ძლიერად ისწრაფვის თავისი საყვარელი ადამიანის ყველა დეტალის ცოდნისკენ, და ამათგან უდიდესია ადამიანთა ბატონის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გარეგნობისა და მისი ცხოვრების გზის ცოდნა.
3- ჩვენ ვაცნობიერებთ საჰაბების სიყვარულისა და მიჯაჭვულობის სიძლიერეს წინასწარმეტყველის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიმართ, რადგან მათ გადმოგვცეს მისი ცხოვრების უზუსტესი დეტალები, და მათ შემდეგ მოსულმა უმმამ შემოინახა ეს უდიდესი მემკვიდრეობა.
4 - ყოვლისმომცველი და სრულყოფილი მისაბაძი მაგალითი: ამ თვისებების შესწავლა უბიძგებს მუსლიმს თავის შუამავალზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიბაძვისკენ, მის გარეგნობაში სისუფთავითა და კეთილსურნელებით, ხოლო მის შინაგან ბუნებაში სიმართლით, სიბრძნით, თავმდაბლობითა და სხვა.
დასკვნა
და ბოლოს, საჰიიჰ სუნნისა და შუამავლის ცხოვრების წიგნები ძალიან ბევრია, ამიტომ მუსლიმმა უნდა მიმართოს მათ, რათა გაეცნოს შუამავლის ﷺ ცხოვრებას, მის ზნეობასა და თვისებებს, მათგან:
1- ჰაფიზ იბნ ქასირის შუამავლის სირა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი).
2- ზად ალ-მა'აად იბნ ალ-ყაიმის, ალლაჰმა შეიწყალოს იგი.
3- ათ-თირმიზის (ალაჰმა შეიწყალოს იგი) წიგნი აშ-შამაილი.
დიად ალლაჰს ვთხოვთ, რომ ეს საქმე აქციოს მხოლოდ მისი წმინდა სახისადმი გულწრფელად მიძღვნილ საქმედ, და რომ ჩვენც და თქვენც გვიბოძოს მისი კეთილშობილი შუამავლისადმი ﷺ საუკეთესოდ მიყოლა, და რომ ეს შრომა სასარგებლო გახადოს ზოგადად ყველა მუსლიმისთვის, და აქციოს იგი ჩვენთვის საუნჯედ განკითხვის დღეს.
ქება-დიდება ალლაჰს, სამყაროთა ღმერთს, ალლაჰის ლოცვა ჩვენს ბატონ მუჰამმადს, მის ოჯახს და მის მეგობრებს ყველას.
Related books
All books
رسول الإسلام محمد صلى الله عليه وسلم81 languagesرسولمحمدرسول الإسلام محمد صلى الله عليه وسلم
სახელითა ალლაჰისა მოწყალისა, შემწყალებლისა ისლამის მოციქული მუჰამმადი ﷺ მოკლე ბიოგრაფიული მიმოხილვა ისლამის შუამავლის მუჰამმადისა ალლაჰმ დალოცოს და მიესალმოს(1), სადაც შევეცდები გიამბოთ მისი სახელის, წარმომავლობის, ქორწინების, შუამავლური მისიის - რომელსაც ის ქადაგებდა, მისი შუამავლობის დამადასტურებელი ნიშნების, ზოგადად მისი შარიათისა და მისი ოპონენტების პოზიციის შესახებ. [1] ვეცადე ერთად მეხსენებინა ეს ორი სიტყვა მუჰამმადი და მისი სტატუსი შუამავალი, მკითხველმა გაითვალისწინოს ეს. 1 - მისი სახელი, წარმომავლობა და სამშობლო, სადაც ის დაიბადა და გაიზარდა ისლამის შუამავალი არის მუჰამმად იბნ…
განწმენდასთან, ლოცვასთან და დაკრძალვასთან დაკავშირებული ფიქჰის დადგენილებები16 languagesგანწმენდასთან, ლოცვასთან და დაკრძალვასთან დაკავშირებული ფიქჰის დადგენილებები
წიგნი "ფიყჰის წესები განწმენდაში, ლოცვაში და დაკრძალვაში", რომელიც შედგენილია დიდი სწავლულის შეიხ მუჰამმად იბნ სალიჰ ალ-უსაიმინის (ალლაჰმა შეიწყალოს ის) მიერ, მკაფიოდ განმარტავს განწმენდის, ლოცვისა და დაკრძალვის მოქმედებებს. ის ეფუძნება ყურანსა და სუნნას, და მიზნად ისახავს მორწმუნეს ასწავლოს, თუ როგორ უნდა აღასრულოს თაყვანისცემა სწორი ხედვითა და დარწმუნებით, როგორც ასრულებდა მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას). წიგნი აერთიანებს შემსუბუქებას და მკაცრ დაცვას (გაჯერებულია ცოდნით და მტკიცე მანჰაჯით) და მოუწოდებს გულწრფელობასა და მიყოლას, რათა დამოწმდეს მორჩილება და მოპოვებული იყოს ალლაჰთან…
დილას და საღამოს საკითხავი ვედრებები57 languagesდილას და საღამოს საკითხავი ვედრებები
სახელითა ალლაჰისა მოწყალისა, შემწყალებლისა "არ არის ღვთაება, ალლაჰის, უკვდავის, მარადიულის გარდა, თვლემა არ ეუფლება მას და არც ძილი. მისია, რაც ცაშია და რაც ქვეყანაზე და მის წინაშე არავის შეუძლია იშუამდგომლოს, თუ არა მისი ნება. მან იცის, რაც მათ უწინაა და რაც მათ შემდგომაა. ისინი კი მისი ცოდნისგან მხოლოდ იმას გასწვდებიან, რასაც ინებებს. ტახტი მისი გარემოიცავს ცათა და ქვეყანას და მათი დაცვა არ უმძიმს მას და იგი უზენაესი, დიდებულია". [ალ-ბაყარა: 255] აიათულ ქურსი "ირწმუნა შუამავალმა, რაც თავისი ღმერთისგან ზემოევლინა და მორწმუნეებმაც. ირწმუნა ყველამ ალლაჰი, მისი ანგელოზები, მისი წიგნები, მისი…
ისლამი89 languagesისლამი
სახელითა ალლაჰისა მოწყალისა, შემწყალებლისა შეეკითხე შენს თავს: ვინ შექმნა ცები, მიწა და რაც მათ შორისაა უდიდესი ქმნილებათაგან? ვინ შექმნა ეს ზუსტი და დახვეწილი სისტემა, რაც მათშია?