თუ ქალს მენსტრუაცია შეუჩერდა დილის ლოცვის (ფაჯრის) დროის დადგომისთანავე, უნდა შეიკავოს თუ არა მან თავი ყოველივე იმისგან, რაც არღვევს მარხვას და იმარხულოს იმ დღეს, და ჩაითვლება თუ არა ეს დღე მისთვის, თუ უნდა აანაზღაუროს ეს დღე?
السؤال
შეკითხვა 1:
თუ ქალს მენსტრუაცია შეუჩერდა დილის ლოცვის (ფაჯრის) დროის დადგომისთანავე, უნდა შეიკავოს თუ არა მან თავი ყოველივე იმისგან, რაც არღვევს მარხვას და იმარხულოს იმ დღეს, და ჩაითვლება თუ არა ეს დღე მისთვის, თუ უნდა აანაზღაუროს ეს დღე?
س1: إذا طهرت الـمرأة بعد الفجر مباشرةً فهل تمسك وتصوم هذا اليوم، ويكون يومها لها، أو عليها قضاء ذلك اليوم؟
الجواب
პასუხი:
თუ ქალს მენსტრუაცია შეუჩერდა დილის ლოცვის (ფაჯრის) დროის დადგომის შემდეგ, სწავლულებმა ამ საკითხთან დაკავშირებით ორი მოსაზრება გამოთქვეს:
პირველი მოსაზრება: ის ვალდებულია დაიცვას მარხვა იმ დარჩენილი დღეს, მაგრამ ეს მას მარხვად არ ჩაეთვლება, პირიქით, მან უნდა აანაზღაუროს ეს დღე. ეს არის ცნობილი იმამი აჰმადის მაზჰაბში (ალლაჰმა შეიწყალოს ის).
მეორე მოსაზრება: მას არ ევალება ამ დღის დარჩენილი ნაწილის განმავლობაში მარხვის დამრღვევი ქმედებებისგან თავის შეკავება, რადგან ეს დღე მისთვის მარხვის გაუქმების დღედ ითვლება, ვინაიდან დღის დასაწყისში მას ჯერ კიდევ ჰქონდა მენსტრუაცია, რაც ნიშნავს, რომ ის არ ეკუთვნოდა იმ ადამიანთა რიცხვს, ვისთვისაც მარხვა აქტუალური იყო. თუ მარხვა გაუქმებულია, აღარ აქვს აზრი იმ ქმედებებისგან თავის შეკავებას, რაც მარხვას არღვევს. შესაბამისად, მისთვის ეს დღე მარხვის დრო არ არის, რადგან დღის დასაწყისში ის იმ მდგომარეობაში იყო, რაც მარხვას არ ავალდებულებდა და, მეტიც, მისთვის მარხვის დაცვა აკრძალულად ითვლებოდა.
რელიგიაში კანონიერად დადგენილი მარხვა გულისხმობს მარხვის დამრღვევი ქმედებებისგან თავის შეკავებას, როგორც თაყვანისცემას ყოვლისშემძლე და დიადი ალლაჰისთვის, განთიადიდან მზის ჩასვლამდე.
ეს მოსაზრება, როგორც ვხედავთ, უფრო დამაჯერებელია პირველი მოსაზრებისთან შედარებით, რომელიც ქალს ასეთ მდგომარეობაში ავალდებულებს, რომ ამ დღის დარჩენილ პერიოდში მარხვის დამრღვევი ქმედებებისგან თავი შეიკავოს. თუმცა, ორივე მოსაზრება მოითხოვს, რომ მან ეს მარხვის დღე აანაზღაუროს.
ﺟ1: إذا طهرت المرأة بعد طلوع الفجر فللعلماء في إمساكها ذلك اليوم قولان:
القول الأول: أنه يلزمها الإمساك بقية ذلك اليوم، ولكنه لا يحسب لها، بل يجب عليها القضاء، وهذا هو المشهور من مذهب الإمام أحمد رحمه الله.
والقول الثاني: أنه لا يلزمها أن تمسك بقية ذلك اليوم؛ لأنه يومٌ لا يصحّ صومها فيه؛ لكونها في أوله حائضًا ليست من أهل الصّيام، وإذا لم يصح لم يبق للإمساك فائدةٌ، وهذا الزمن زمنٌ غير محترمٍ بالنّسبة لها؛ لأنها مأمورةٌ بفطره في أول النهار، بل محرمٌ عليها صومه في أول النهار،
والصوم الشرعيّ: هو الإمساك عن المفطّرات تعبّدًا لله عز وجل من طلوع الفجر إلى غروب الشمس.
وهذا القول -كما تراه- أرجح من القول بلزوم الإمساك، وعلى كلا القولين يلزمها قضاء هذا اليوم.