თუ ქალს მენსტრუაცია შეუწყდა, მაგრამ სრული განბანვა (ღუსლი) დილის ლოცვის დროის დადგომის შემდეგ შეასრულა და ამ დღეს მარხვა დაიცვა, უნდა აღადგინოს თუ არა მან ეს დღე?
السؤال
შეკითხვა 1:
თუ ქალს მენსტრუაცია შეუწყდა, მაგრამ სრული განბანვა (ღუსლი) დილის ლოცვის დროის დადგომის შემდეგ შეასრულა და ამ დღეს მარხვა დაიცვა, უნდა აღადგინოს თუ არა მან ეს დღე?
س2: إذا طهرت الحائض، واغتسلت بعد صلاة الفجر، وصلت، وكملت صوم يومها، فهل يجب عليها قضاؤه؟
الجواب
პასუხი:
თუ ქალს შეუწყდა მენსტრუაცია განთიადამდე( დილის ლოცვის წინ) თუ გინდ ერთი წუთით ადრე და ის დარწმუნებულია რომ გასუფთავდა, თუ ის იმყოფება მარხვის თვეში, ვალდებულია იმარხოს იმ დღეს და მისი ნამარხი სწორი იქნება, მას შემდგომ მისი ანაზღაურება აღარ დაევალდებულება; რადგან მან იმარხა, როცა გასუფთავდა, თუნდაც მან მზის ამოსვლის შემდეგ იბანავოს ეს არ არის პრობლემა.
ანალოგიურად, თუ მამაკაცმა, დიდი უწმინდურობის მდგომარეობაში ყოფნისას, რომელიც სქესობრივი კონტაქტის ან პოლუციის შედეგად წარმოიშვა, განთიადამდე მიიღო საკვები (სუჰური), ხოლო სრული განბანვა განთიადის შემდეგ შეასრულა, მისი მარხვა ამ დღეს სწორია.
ასევე, მინდა ყურადღება გავამახვილო ქალებში გავრცელებულ მცდარ რწმენაზე: ზოგიერთი ქალი ფიქრობს, რომ თუ მან იმარხულა გარკვეული დღე, ხოლო მენსტრუაცია დაიწყო იფთარის დადგომის შემდეგ, მაგრამ საღამოს ლოცვის შესრულებამდე, ეს მარხვის დღე უქმდება.
ამას არავითარი საფუძველი არ გააჩნია, პირიქით თუ მას დაეწყება მენსტრუაცია მზის ჩასვლის შემდეგ, თუნდაც მცირე დროში მისი მარხვა სრულყოფილი და სწორია.
ﺟ2: إذا طهرت الحائض قبل طلوع الفجر ولو بدقيقةٍ واحدةٍ، ولكن تيقنت الطّهر، فإنه إذا كان في رمضان فإنه يلزمها الصوم، ويكون صومها ذلك اليوم صحيحًا، ولا يلزمها قضاؤه؛ لأنها صامت وهي طاهرٌ، وإن لم تغتسل إلا بعد طلوع الفجر فلا حرج،
كما أن الرجل لو كان جنبًا من جماعٍ أو احتلامٍ، وتسحر، ولم يغتسل إلا بعد طلوع الفجر، كان صومه صحيحًا.
وبهذه المناسبة أودّ أن أنبّه إلى أمرٍ آخر عند النّساء إذا أتاها الحيض وهي قد صامت ذلك اليوم، فإن بعض النّساء تظنّ أن الحيض إذا أتاها بعد فطرها قبل أن تصلّي العشاء فسد صوم ذلك اليوم،
وهذا لا أصل له، بل إن الحيض إذا أتاها بعد الغروب ولو بلحظةٍ فإن صومها تامٌّ وصحيحٌ.