ستون سؤالا في أحكام الحيض والنفاس
*
These files are generated automatically from the book's text; their layout may differ from the printed edition.
*
*
შეკითხვა 1:
პასუხი:
შეკითხვა 2:
პასუხი:
შეკითხვა 3:
პასუხი:
შეკითხვა 4:
პასუხი:
შეკითხვა 5:
პასუხი:
შეკითხვა 6:
პასუხი:
შეკითხვა 7:
პასუხი:
შეკითხვა 8:
პასუხი:
შეკითხვა 9:
პასუხი:
შეკითხვა 10:
პასუხი:
შეკითხვა 11:
პასუხი:
შეკითხვა 12:
პასუხი:
შეკითხვა 13:
პასუხი:
შეკითხვა 14:
პასუხი:
შეკითხვა 15:
პასუხი:
შეკითხვა 16:
პასუხი:
შეკითხვა 17:
პასუხი:
შეკითხვა 18:
პასუხი:
შეკითხვა 19:
პასუხი:
შეკითხვა 20:
პასუხი:
შეკითხვა 21:
პასუხი:
შეკითხვა 22:
პასუხი:
შეკითხვა 23:
პასუხი:
შეკითხვა 24:
პასუხი:
შეკითხვა 25:
პასუხი:
შეკითხვა 26:
პასუხი:
შეკითხვა 27:
პასუხი:
შეკითხვა 28:
პასუხი:
შეკითხვა 29:
პასუხი:
შეკითხვა 30:
პასუხი:
შეკითხვა 31:
პასუხი:
შეკითხვა 32:
პასუხი:
შეკითხვა 33:
პასუხი:
შეკითხვა 34:
პასუხი:
შეკითხვა 35:
პასუხი:
შეკითხვა 36
პასუხი:
შეკითხვა 37:
პასუხი:
შეკითხვა 38:
პასუხი:
შეკითხვა 39:
პასუხი:
შეკითხვა 40:
პასუხი:
შეკითხვა 41:
პასუხი:
შეკითხვა 42:
პასუხი:
შეკითხვა 43:
პასუხი:
შეკითხვა 44:
პასუხი:
შეკითხვა 45:
პასუხი:
შეკითხვა 46:
პასუხი:
შეკითხვა 47:
პასუხი:
რადგან მოციქულმა მუჰამედმა (მშვიდობა და ალლაჰის კურთხევა მას) უბრძანა ასმა ბინთ უმაისს, რომელიც იმ დროს აბუ ბაქრის ცოლი იყო და ძულ-ჰულაიფაში ბავშვი გააჩინა, რომ გაეკეთებინა სრული განბანვა, შემოეკრა ქსოვილი და შესულიყო იჰრამის მდგომარეობაში. ეს ასევე ვრცელდება მენსტრუაციის პერიოდში მყოფ ქალზეც. იგი რჩება იჰრამის მდგომარეობაში გამონადენის დასრულებამდე, რის შემდეგაც ასრულებს ტავაფს ქააბის გარშემო და ასრულებს გარბენას საფასა და მარვას შორის.
შეკითხვა 48:
პასუხი:
შეკითხვა 49:
პასუხი:
შეკითხვა 50:
პასუხი:
შეკითხვა 51:
პასუხი:
შეკითხვა 52:
პასუხი:
შეკითხვა 53:
პასუხი:
შეკითვა 54:
პასუხი:
შეკითხვა 55:
პასუხი:
შეკითხვა 56:
პასუხი:
შეკითხვა 57:
პასუხი:
შეკითხვა 58:
პასუხი:
შეკითხვა 59:
პასუხი:
შეკითხვა 60:
პასუხი:
რადგან შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მენსტრუაციის მქონე ქალს აუკრძალა ქააბას ირგვლივ შემოვლის შესრულება, მშობიარობის შემდგომი სისიხლდენაც მენსტრუაციის მსგავსია.
[1] იგულისხმება სალოცავი ხალიჩა, რომელზეც მლოცველი შუბლით ეცემა მიწაზე თაყვანისცემის დროს.
სამოცი შეკითხვა მენსტრუაციისა და მშობიარობის შემდგომი გამონადენის შესახებ
*
სახელითა ალლაჰისა მოწყალისა, შემწყალებლისა
წინასიტყვაობა
ქება-დიდება ალლაჰს, ლოცვა და მშვიდობა ალლაჰის შუამავალს მუჰამმად იბნ აბდულლაჰს, მის ოჯახს, მეგობრებს და ყველას, ვინც გაჰყვა მის კვალს განკითხვის დღემდე. და შემდეგ:
მუსლიმო დაო!
განსაკუთრებით თაყვანისცემასთან დაკავშირებულ მენსტრუაციის საკითხებზე სწავლულთა მიმართ მრავალი შეკითხვის მიღების გამო, ჩვენ გადავწყვიტეთ, შეკრებილიყო ხშირად დასმული შეკითხვები და მათზე ლაკონური პასუხები მიგვეცა ზედმეტი დეტალების გარეშე.
მუსლიმო დაო!
ისლამური შარიათის ფიქჰის მნიშვნელობის გათვალისწინებით და იმისთვის, რომ შეგეძლოს გაცნობიერებული თაყვანისცემა უზენაესი ღმერთისთვის, საჭირო ცოდნით აღჭურვილი, ჩვენ შევკრიბეთ ეს შეკითხვები, რათა ყოველთვის ხელთ გქონდეს.
მნიშვნელოვანი შენიშვნა: ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოს, რომ წიგნში ზოგიერთი შეკითხვა მეორდება, მაგრამ ყურადღებიანი მკითხველი შენიშნავს, რომ პასუხებში დამატებითი დეტალებია, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა ჩვენს შუამავალს მუჰამმადს, მის ოჯახს და მის ყველა საჰაბას.
მენსტრუაციის წესები ლოცვაში და მარხვაში
თუ ქალს მენსტრუაცია შეუჩერდა დილის ლოცვის (ფაჯრის) დროის დადგომისთანავე, უნდა შეიკავოს თუ არა მან თავი ყოველივე იმისგან, რაც არღვევს მარხვას და იმარხულოს იმ დღეს, და ჩაითვლება თუ არა ეს დღე მისთვის, თუ უნდა აანაზღაუროს ეს დღე?
თუ ქალს მენსტრუაცია შეუჩერდა დილის ლოცვის (ფაჯრის) დროის დადგომის შემდეგ, სწავლულებმა ამ საკითხთან დაკავშირებით ორი მოსაზრება გამოთქვეს:
პირველი მოსაზრება: ის ვალდებულია დაიცვას მარხვა იმ დარჩენილი დღეს, მაგრამ ეს მას მარხვად არ ჩაეთვლება, პირიქით, მან უნდა აანაზღაუროს ეს დღე. ეს არის ცნობილი იმამი აჰმადის მაზჰაბში (ალლაჰმა შეიწყალოს ის).
მეორე მოსაზრება: მას არ ევალება ამ დღის დარჩენილი ნაწილის განმავლობაში მარხვის დამრღვევი ქმედებებისგან თავის შეკავება, რადგან ეს დღე მისთვის მარხვის გაუქმების დღედ ითვლება, ვინაიდან დღის დასაწყისში მას ჯერ კიდევ ჰქონდა მენსტრუაცია, რაც ნიშნავს, რომ ის არ ეკუთვნოდა იმ ადამიანთა რიცხვს, ვისთვისაც მარხვა აქტუალური იყო. თუ მარხვა გაუქმებულია, აღარ აქვს აზრი იმ ქმედებებისგან თავის შეკავებას, რაც მარხვას არღვევს. შესაბამისად, მისთვის ეს დღე მარხვის დრო არ არის, რადგან დღის დასაწყისში ის იმ მდგომარეობაში იყო, რაც მარხვას არ ავალდებულებდა და, მეტიც, მისთვის მარხვის დაცვა აკრძალულად ითვლებოდა. რელიგიაში კანონიერად დადგენილი მარხვა გულისხმობს მარხვის დამრღვევი ქმედებებისგან თავის შეკავებას, როგორც თაყვანისცემას ყოვლისშემძლე და დიადი ალლაჰისთვის, განთიადიდან მზის ჩასვლამდე.
ეს მოსაზრება, როგორც ვხედავთ, უფრო დამაჯერებელია პირველი მოსაზრებისთან შედარებით, რომელიც ქალს ასეთ მდგომარეობაში ავალდებულებს, რომ ამ დღის დარჩენილ პერიოდში მარხვის დამრღვევი ქმედებებისგან თავი შეიკავოს. თუმცა, ორივე მოსაზრება მოითხოვს, რომ მან ეს მარხვის დღე აანაზღაუროს.
თუ ქალს მენსტრუაცია შეუწყდა, მაგრამ სრული განბანვა (ღუსლი) დილის ლოცვის დროის დადგომის შემდეგ შეასრულა და ამ დღეს მარხვა დაიცვა, უნდა აღადგინოს თუ არა მან ეს დღე?
თუ ქალს შეუწყდა მენსტრუაცია განთიადამდე( დილის ლოცვის წინ) თუ გინდ ერთი წუთით ადრე და ის დარწმუნებულია რომ გასუფთავდა, თუ ის იმყოფება მარხვის თვეში, ვალდებულია იმარხოს იმ დღეს და მისი ნამარხი სწორი იქნება, მას შემდგომ მისი ანაზღაურება აღარ დაევალდებულება; რადგან მან იმარხა, როცა გასუფთავდა, თუნდაც მან მზის ამოსვლის შემდეგ იბანავოს ეს არ არის პრობლემა. ანალოგიურად, თუ მამაკაცმა, დიდი უწმინდურობის მდგომარეობაში ყოფნისას, რომელიც სქესობრივი კონტაქტის ან პოლუციის შედეგად წარმოიშვა, განთიადამდე მიიღო საკვები (სუჰური), ხოლო სრული განბანვა განთიადის შემდეგ შეასრულა, მისი მარხვა ამ დღეს სწორია.
ასევე, მინდა ყურადღება გავამახვილო ქალებში გავრცელებულ მცდარ რწმენაზე: ზოგიერთი ქალი ფიქრობს, რომ თუ მან იმარხულა გარკვეული დღე, ხოლო მენსტრუაცია დაიწყო იფთარის დადგომის შემდეგ, მაგრამ საღამოს ლოცვის შესრულებამდე, ეს მარხვის დღე უქმდება. ამას არავითარი საფუძველი არ გააჩნია, პირიქით თუ მას დაეწყება მენსტრუაცია მზის ჩასვლის შემდეგ, თუნდაც მცირე დროში მისი მარხვა სრულყოფილი და სწორია.
ვალდებულები არიან თუ არა მშობიარობის შემდგომი გამონადენის (ნიფასის) მქონე ქალები იმარხულონ და ილოცონ, თუ გამონადენი მათთან ორმოცი დღის გასვლამდე შეწყდა?
დიახ, როცა გასუფთავდება მშობიარობის შემდგომ პერიოდში მყოფი ქალი ორმოცი დღის შესრულებამდე ის ვალდებულია იმარხოს თუ ის რამადანის თვეში იმყოფება. ასევე ვალდებულია, რომ ილოცოს და მის ქმარს ასევე ნებადართული აქვს მასთან სქესობრივი ურთიერთობა, რადგან ის უკვე განიწმინდა და მას აღარ აქვს მარხვის, ლოცვის ან სქესობრივი კავშირის შემზღუდველი გარემოებები.
თუ ჩვეულებრივ, ქალის მენსტრუაცია რვა ან შვიდი დღე გრძელდებოდა, მაგრამ შემდეგ მოულოდნელად ერთხელ ან ორჯერ უფრო დიდხანს გაგრძელდა, რა უნდა გააკეთოს მან?
თუ ქალის მენსტრუაცია ჩვეულებრივ გრძელდება ექვსი ან შვიდი დღე, მაგრამ შემდეგ მოულოდნელად უფრო ხანგრძლივი გახდა, მაგალითად, რვა, ცხრა, ათი ან თერთმეტი დღე, მან უნდა შეიკავოს თავი ლოცვისგან, სანამ მენსტრუაცია სრულად არ შეწყდება. რადგან შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კონკრეტული ზღვარი არ დაუდგენია მენსტრუაციისთვის. უზენაესი ალლაჰი ამბობს: {ისინი გეკითხებიან დედათა წესის (მენსტრუაცია) შესახებ. უთხარი: ეს არის არა სასიამოვნო} [ ალ-ბაყარა: 222] სანამ ეს გამონადენი გრძელდება, ის მენსტრუაციის მდგომარეობაში ითვლება, სანამ სრულად არ შეწყდება. ამის შემდეგ, მან უნდა შეასრულოს სრული განბანვა და დაიწყოს ლოცვა. და თუ მომდევნო თვეში მენსტრუაცია ნაკლები ხანგრძლივობის იქნება, მას მაინც ევალება სრული განბანვის შესრულება მენსტრუაციის დასრულების შემდეგ — თუნდაც ეს მენსტრუაცია განსხვავდებოდეს წინა მენსტრუაციისგან დღეების რაოდენობით.
მნიშვნელოვანი ისაა, რომ სანამ ქალის მენსტრუაცია გრძელდება, ის არ ასრულებს ლოცვას, მიუხედავად იმისა, გრძელდება თუ არა მენსტრუაცია ჩვეულებრივი ხანგრძლივობით, უფრო მეტხანს თუ ნაკლები ხნით; ხოლო როცა მენსტრუაცია დასრულდება, ის ვალდებულია დაიწყოს ლოცვის შესრულება.
ქალი მშობიარობის შემდგომ პერიოდში არ ლოცულობს და არ მარხულობს ორმოცი დღის განმავლობაში ნებისმიერ შემთხვევაში, თუ უნდა დაელოდოს, როდის დასრულდება ეს გამონადენი, და მათი შეწყვეტისთანავე განწმენდილად ითვლება და ვალდებულია ილოცოს? რა არის მშობიარობის შემდგომი გამონადენის მინიმალური ხანგრძლივობა?
მშობიარობის შემდგომ პერიოდში მყოფ ქალს არ გააჩნია განსაზღვრული დრო, პირიქით როცა სისხლდენა ჯერ კიდევ არსებობს უნდა დაელოდოს და არ ილოცოს, არ იმარხოს, და ქმართან სქესობრივი კავშირი არ უნდა დაამყაროს.
თუ ნახავს სისუფთავეს - ორმოცი დღის გასვლამდე თუ გინდ ხუთი ან ათი დღე იყოს გასული, მან უნდა ილოცოს, იმარხოს და დაამყაროს ქმართან კონტაქტი, ამაში პრობლემა არ არსებობს.
მთავარი არსი ის არის, რომ მშობიარობის შემდგომი გამონადენი— შესამჩნევი ფენომენია, და შარიათის ნორმები ამ შემთხვევაში ამ მოვლენასთანაა დაკავშირებული: თუ ის არსებობს, მასთან დაკავშირებული ნორმები ძალაშია, ხოლო თუ ის შეწყდა, მაშინ მასთან დაკავშირებული ნორმებიც უქმდება.
თუმცა, თუ გამონადენი სამოცი დღის შემდეგაც გრძელდება, ეს უკვე აღარ ითვლება მენსტრუაციის ტიპის სისხლდენად (ისთიჰადა). ამ ვადის გასვლის შემდეგ, ის ელის იმდენ დღეს, რამდენიც ჩვეულებრივ გრძელდება მისი მენსტრუაცია, შემდეგ ასრულებს სრულ განბანვას (ღუსლს) და იწყებს ლოცვას.
თუ ქალს რამადანის თვეში დღის განმავლობაში რამდენჯერმე გამოუჩნდება რამდენიმე წვეთი სისხლი და ეს გრძელდება მთელი რამადანის განმავლობაში, მაგრამ ის მაინც მარხულობს, არის თუ არა მისი მარხვა მოქმედი?
დიახ, მისი მარხვა მიღებულია, ეს სისხლის წვეთები არაფერია; რადგან ის გამოდის კაპილარებიდან(სისხლძარღვებიდან). ალი იბნი აბუ ტალიბისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ მან თქვა: ეს სისხლის წვეთები მსგავსია, როგორც ცხვირიდან გამოსული სისხლისა და ის არ არის მენსტრუაცია. ასე გადმოცემულია მისგან (ალლაჰი იყოს მისთ კმაყოფილი).
თუ ქალი გასუფთავდა მენსტრუაციისგან ან მშობიარობის შემდგომი გამონადენისგან, მაგრამ იბანავა გამთენიის შემდეგ. მისი მარხვა მიღებულია თუ არა?
დიახ, მიღებულია ქალისგან მარხვა თუ მენსტრუაციისგან გასუფთავდა გათენებამდე, მაგრამ იბანავა გათენების შემდეგ, ასევეა, მშობიარობის შემდგომი გამონადენის მქონე (ნიფასი) ქალისთვისაც; რადგან იმ მომენტიდან ის სუფთაა და მიეკუთვნება იმ ადამიანებს, ვისი მარხვაც მოქმედად ითვლება. ეს ჰგავს იმ ადამიანს, რომელიც იმყოფება დიდ შებილწულ მდგომარეობაში (ჯანაბა): თუ განთიადის დრო მას ამ მდგომარეობაში დაადგა, მისი მარხვა მაინც მიღებულია. უზენაესის სიტყვებზე დაყრდნობით: {ახლა შეგიძლიათ თანაეცხოვროთ მათ და ეძიოთ, რაც ალლაჰმა დაწერა თქვენთვის(შვილი). ჭამეთ და სვით, ვიდრე განთიადისას თეთრი ძაფი განირჩევოდეს შავი ძაფისგან.} [ალ-ბაყარა: 187] და როცა უზენაესმა ალლაჰმა ნებადართულიჰყო ცოლ-ქმრული ურთიერთობა მანამ, სანამ დადგებოდა განთიადი, აქედან გამომდინარე დაბანა აუცილებელი იქნება განთიადის მოსვლის შემდეგ. აიშა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს რომ, შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაუბანელი ათენებდა თავის მეუღლესთან კონტაქტის შემდეგ და ის ამ დროს მარხული იყო. ანუ: შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არ ბანაობდა მანამ, სანამ არ გათენდებოდა.
თუ ქალს გრძნობა აქვს, რომ მენსტრუალური სისხლი ახლა-ახლა წამოვა ან აქვს მენსტრუალური ტკივილები, თუმცა სისხლი მზის ჩასვლამდე არ გამოსულა, ითვლება თუ არა მისი მარხვა ამ დღეს მოქმედად, თუ მან უნდა აანაზღაუროს ეს დღე?
თუ ქალმა იგრძნო, რომ მას მენსტრუაცია იწყება, თუმცა მენსტრუაციის სისხლი მზის ჩასვლამდე (ანუ მარხვის დროის დასრულებამდე) არ გამოჩნდა, ან მან იგრძნო ტკივილები, რომლებიც ჩვეულებრივ თან ახლავს მენსტრუაციას, მაგრამ სისხლი მზის ჩ ასვლამდე არ გამოჩნდა, მისი მარხვა იმ დღეს მიღებული იქნება, და მას ხელმეორედ მარხვა არ სჭირდება თუ სავალდებულო მარხვა იყო, ხოლო თუ ნებაყოფილობითი მარხვა იყო ის მადლს არ დაკარგავს.
თუ ქალი შეამჩნევს სისხლს, მაგრამ არ არის დარწმუნებული რომ ეს მენსტრუაციის სისხლია, რა არის მისი მარხვის განაჩენი ამ დღეს?
მისი მარხვა იმ დღეს ძალაშია, რადგან საფუძვლად ითვლება მენსტრუაციის არარსებობა მანამ, სანამ არ გახდება ცხადი, რომ ეს ნამდვილად მენსტრუაციაა.
ხანდახან ქალებს აქვთ ძალიან მცირე სისხლიანი გამონადენი ან სისხლის მცირე რაოდენობა, რომელიც დღეში ერთი-ორი წვეთით ჩნდება. ზოგჯერ ეს იმ დღეებში ხდება, როდესაც მათ მენსტრუაცია უნდა ჰქონდეთ, თუმცა მენსტრუაცია ჯერ არ დაწყებულა, ხოლო ზოგჯერ სხვა დღეებშიც. ძალაშია თუ არა მათი მარხვა ორივე შემთხვევაში?
ამგვარ კითხვაზე პასუხი უკვე მოცემულია ზემოთ, თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თუ ეს მცირე გამონადენი იმ დღეებში ჩნდება, როდესაც ქალს საკუთარი ცოდნით უნდა ჰქონდეს მენსტრუაცია, ისინი(გამონადენის წვეთები) მენსტრუაციად ჩაითვლება.
შეუძლიათ თუ არა მენსტრუაციის ან მშობიარობის შემდგომი გამონადენის მქონე ქალებს ჭამა და სმა დღის განმავლობაში რამადანის თვეში?
დიახ, ორივე მდგომარეობაში მყოფ ქალს შეუძლია მიირთვას რამადანში დღისით. მაგრამ უმჯობესია მიირთვას ჩუმად თუ მათ ჰყავთ სახლში ბავშვები; რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს კითხვები მათი მხრიდან.
თუ ქალს შეუწყდა მენსტრუაცია ან მშობიარობის შემდგომი გამონადენი შუადღის შემდგომი ლოცვის ('ასრ) დროს, უნდა შეასრულოს თუ არა მან შუადღის (ზუჰრ) და შუადღის შემდგომი ('ასრ) ლოცვები, თუ მხოლოდ შუადღის შემდგომი ლოცვა ('ასრ) უნდა შეასრულოს?
ყველაზე სანდო მოსაზრება ამ საკითხში ასეთია: ქალმა მხოლოდ შუადღის შემდგომი ('ასრ) ლოცვა უნდა შეასრულოს, რადგან არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ მას შუადღის (ზუჰრ) ლოცვის შესრულებაც ევალდებულება. საფუძვლად ითვლება მოვალეობის არარსებობა (მანამ, სანამ არ მოიპოვება მისი ვალდებულობის მტკიცებულება). გარდა ამისა, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «„ვინც მოასწრო ერთი რაქათის შესრულება შუადღის შემდგომი ('ასრ) ლოცვიდან მზის ჩასვლამდე, მას შუადღის შემდგომი ('ასრ) ლოცვა შესრულებულად ეთვლება». აქ არ არის ნახსენები რომ მან ილოცა თუ არა შუადღის ლოცვა, შუადღის ლოცვა რომ ყოფილიყო ამ დროს სავალდებულო შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვაცნობებდა, ხოლო თუ ქალს მენსტრუაცია შუადღის ლოცვის (ზუჰრ) დროს დაეწყო, მან მხოლოდ შუადღის ლოცვა (ზუჰრ) უნდა აანაზღაუროს, და მას არ ევალება შუადღის შემდგომი ('ასრ) ლოცვის ანაზღაურება, მიუხედავად იმისა, რომ ზუჰრ და 'ასრ ლოცვები ერთმანეთთან კომბინირებულადაც შეიძლება შესრულდეს. არ არსებობს განსხვავება აღწერილ სიტუაციასაა კითხვაში მოყვანილ სიტუაციას შორის.
ამაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უფრო სწორი შეხედულება არის ის რომ, მას მხოლოდ შუადღის შემდგომი ('ასრ) ლოცვის შესრულება ევალება, რაზეც მიუთითებს არგუმენტი და შედარება, ასეთი მდგომარეობა იქნება მაშინაც თუ ის გასუფთავდება მანამ, სანამ გავა საღამოს ლოცვის ('იშა) დრო, მას მხოლოდ ამ ლოცვის შესრულება ევალდებულება, და ის არ არის ვალდებული შეასრულოს მზის ჩასვლის შემდგომი (მაღრიბ) ლოცვაც.
ზოგიერთ ქალს აქვს მუცლის მოშლის შემთხვევები, რაც შეიძლება ორი სახის იყოს: ან ნაყოფი ჯერ კიდევ არ არის ფორმირებული, ან ის უკვე ფორმირებულია და ბავშვს ჰგავს. ძალაშია თუ არა მარხვა, რომელსაც ქალი მუცლის მოშლის დღეს და იმ დღეებში ინახავს, როდესაც მას მუცლის მოშლასთან დაკავშირებული სისხლიანი გამონადენი აქვს?
თუ ემბრიონი ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა, მაშინ ეს სისხლი მშობიარობის შემდეგ გამოსულ სისხლად არ ითვლება. აქედან გამომდინარე, ქალმა უნდა იმარხოს და ილოცოს და მისი მარხვა სწორია.
და თუ კი ემბრიონი უკვე ჩამოყალიბებულია, მაშინ, ასეთ შემთხვევაში გამოსული სისხლი მშობიარობის შემდეგ გამოსულ სისხლად ითვლება (ნიფას), და არ არის ნებადართული ქალისთვის არც ლოცვა და არც მარხვა.
ამ საკითხში წესად ან მეთოდად ითვლება: თუ ემბრიონი უკვე ჩამოყალიბებულია, მაშინ გამოსული სისხლი მშობიარობის შემდგომ სისხლად ითვლება. ხოლო თუ ემბრიონი ჯერ არ ჩამოყალიბებულა, მაშინ გამოსული სისხლი მშობიარობის შემდგომ სისხლად არ ითვლება. გამოსული სისხლი თუ მშობიარობის შემდეგ გამოსულ სისხლად ითვლება, მაშინ ქალს ეკრძალება ყველაფერი, რაც ეკრძალება მშობიარობის შემდგომ პერიოდში. და თუ გამოსული სისხლი არ არის მშობიარობის შემდგომ გამოსული სისხლი, მაშინ მასზე აკრძალვა არ ვრცელდება.
თუ ორსულ ქალს რამადანის დღის განმავლობაში სისხლიანი გამონადენი დაეწყო, ძალაშია თუ არა მისი მარხვა?
თუ მარხულ ქალს მენსტრუაციის სისხლი მოუვა მისი მარხვა მოიშლება; შუამავალის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვებიდან გამომდინარე: «განა ქალი არ წყვეტს ლოცვასა და მარხვას მენსტრუაციის დროს?» ამიტომ, მენსტრუაცია იმ ფაქტორებს მიეკუთვნება, რომლებიც არღვევენ მარხვას და აუქმებენ მას. მენსტრუაციას ამ მხრივ ემსგავსება მშობიარობის შემდგომი გამონადენიც. ამგვარად, როგორც მენსტრუაცია, ასევე მშობიარობის შემდგომი გამონადენები აუქმებენ მარხვას.
თუ ორსულ ქალს რამადანის განმავლობაში დღისით სისხლდენა დაეწყო და ეს მენსტრუაციის ნიშანია, მაშინ მისი მდგომარეობა ისეთივეა, როგორიც მენსტრუაციის პერიოდში არაორსული ქალის მდგომარეობაა, ანუ მენსტრუაცია აუქმებს მის მარხვას. მაგრამ თუ ეს მენსტრუაცია არ არის, მაშინ ეს სისხლდენა მარხვის ძალაში ყოფნაზე გავლენას არ ახდენს.
მენსტრუაციად ორსულ ქალს სისხლდენა ითვლება იმ შემთხვევაში, თუ ორსულობის დაწყებისთანავე მას რეგულარულად და ჩვეულებრივ დროს ეწყება მენსტრუაცია. ასეთი სისხლდენა, ყველაზე სწორი მოსაზრების თანახმად, მენსტრუაციად ითვლება, და ამ შემთხვევაში ქალზე ვრცელდება შარიათის ყველა ის წესი, რომელიც მენსტრუაციის პერიოდში ქალებს ეხებათ.
თუ ორსულობის დაწყებასთან ერთად ქალს მენსტრუაცია შეუწყდა, ხოლო შემდეგ მოულოდნელად რომელიღაც სისხლდენა (არარეგულარული მენსტრუალური) აღენიშნება, ეს არ აუქმებს მის მარხვას, რადგან ეს მენსტრუაცია არ არის.
თუ მენსტრუაციის პერიოდში ქალს ერთი დღე აქვს სისხლდენა, ხოლო მეორე დღეს მთელი დღის განმავლობაში სისხლი აღარ აღენიშნება, რა უნდა გააკეთოს მან?
როგორც ჩანს, ეს სიწმინდის პერიოდი (გამონადენების არარსებობა) მენსტრუაციის შუაში მენსტრუაციის ნაწილად ითვლება და მენსტრუაციის დასასრულად არ ითვლება. შესაბამისად, ქალმა უნდა განაგრძოს ყველა იმ ქმედებისგან თავის შეკავება, რისგანაც ვალდებულია მენსტრუაციის პერიოდში.
ზოგიერთი სწავლულის თქმით, თუ ქალს ერთ დღეს აქვს სისხლდენა, ხოლო მეორე დღეს – არა, მაშინ სისხლდენის დღე ითვლება მენსტრუაციის პერიოდად, ხოლო ის დღე, როდესაც სისხლი არ არის, ითვლება სიწმინდის პერიოდად (როგორც მენსტრუაციის დასრულების შემდეგ), სანამ არ ამოიწურება თხუთმეტი დღე. თხუთმეტი დღის ამოწურვის შემდეგ სისხლდენა უკვე ითვლება არამენსტრუალურ სისხლდენად (ისთიჰადა), რომელიც ლოცვის შესრულებასა და მარხვის დაცვას არ უშლის ხელს. ეს არის ცნობილი მოსაზრება იმამ აჰმად იბნ ჰანბალის (ალლაჰმა შეიწყალოს ის) მაზჰაბში.
თუ მენსტრუაციის ბოლო დღეებში, მის დასრულებამდე, ქალი სისხლდენას ვეღარ ხედავს, უნდა იმარხულოს თუ არა, თუ არ აღენიშნება თეთრი გამონადენი, რომელიც სიწმინდის პერიოდებისთვისაა დამახასიათებელი მენსტრუაციებს შორის?
თუ ჩვეულებრივ მას არ აქვს ეს თეთრი გამონადენი, რომელიც დამახასიათებელია სიწმინდის პერიოდებისთვის მენსტრუაციებს შორის (როგორც ზოგიერთ ქალს აქვს ხოლმე), მაშინ ის იმარხულებს. ხოლო თუ ჩვეულებრივ ეს თეთრი გამონადენი აქვს, რომელიც სიწმინდის პერიოდებისთვისაა დამახასიათებელი, მაშინ ის არ იმარხულებს მანამ, სანამ არ დაინახავს ამ გამონადენს (რაც მენსტრუაციის დასრულებას ადასტურებს).
შეიძლება თუ არა ქალს მენსტრუაციის პერიოდში ან მშობიარობის შემდგომი გამონადენების დროს ყურანის კითხვა მუსჰაფიდან და ზეპირად საჭიროების შემთხვევაში, მაგალითად, თუ ის მოსწავლე ან მასწავლებელია?
არ არის პრობლემა ქალმა იკითხოს ყურანი მენსტრუაციის ან მშობიარობის შემდგომ პერიოდში თუ ამის აუცილებლობა არსებობს, მაგალითად თუ ის არის მასწავლებელი, ან მოსწავლე, რომელიც დღე-ღამის განმავლობაში კონკრეტული რაოდენობით კითხულობს ხოლმე.
მაგრამ კითხვა - ვგულისხმობ: ყურანის კითხვას მადლისთვის, წაკითხულიდან მადლის მიღების სურვილით, უმჯობესია მოერიდოს; რადგან ძალიან ბევრი სწავლული ან მათი უმრავლესობა თვლის, რომ მენსრტუაციის მქონე ქალისთვის ყურანის კითხვა ნებადართული არ არის.
აუცილებელია მენსტრიაციის დამთავრების შემდეგ ქალმა გამოიცვალოს ტანსაცმელი, თუ იცის რომ მას სისხლი ან რაიმე სიბინძურე არ შეხებია?
არ არის ვალდებული გამოიცვალოს; რადგან მენსტრუაცია არ აბინძურებს სხეულს, არამედ მენსტრუაციის სისხლი აბინძურებს მხოლოდ იმას, რასაც ის შეეხება. ამიტომ უბრძანა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ქალებს თუ მათ მენსტრუაციის სისხლი შეეხებოდა გაერეცხათ მათი ტანსაცმელი და შემდეგ ელოცათ იმ ტანსაცმლით.
ქალმა გამოტოვა შვიდი დღის მარხვა რამადანში მშობიარობის შემდგომი გამონადენების გამო და ვერ შეძლო ამ დღეების ანაზღაურება მომდევნო რამადანამდე. შემდეგ რამადანში მან შვიდი დღე არ იმარხულა ძუძუთი კვების გამო, და ასევე ვერ აანაზღაურა ეს დღეები ავადმყოფობის გამო, ხოლო ახლა უკვე მოახლოებულია მესამე რამადანი. რა უნდა მოიმოქმედოს მან ასეთ შემთხვევაში? ალლაჰმა დაგაჯილდოვოთ!
თუ ქალი, როგორც თავად ამბობს, ავად იყო და ამის გამო ვერ შეძლო გამოტოვებული დღეების ანაზღაურება, მაშინ ის აანაზღაურებს მათ, როდესაც შეძლებს, რადგან მას აქვს საპატიო მიზეზი, თუნდაც უკვე დამდგარი იყოს შემდეგი რამადანი.
თუ მას არ აქვს საპატიო მიზეზი და უბრალოდ გამუდმებით აჭიანურებს გამოტოვებული დღეების ანაზღაურებას, მაშინ არ არის ნებადართული მისი გადადება შემდეგი რამადანის დადგომამდე. აიშამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი ) თქვა: «ხშირად მქონდა გამოტოვებული მარხვის დღეები და მხოლოდ შა‘ბანში (მომდევნო რამადანის წინ) ვახერხებდი მათ ანაზღაურებას».
ამაზე დაყრდნობით ამ ქალმა უნდა შეხედოს თავის მდგომარეობას, და თუ მას საპატიო მიზეზი არ აქვს ის ცოდვილია და უნდა მოინანიოს ალლაჰის წინაშე, და უნდა იჩქაროს იმ მარხვის ანაზღაურება, რომელიც მის ვალდებულებაშია. თუ საპატიო მიზეზი აქვს, მაშინ მას ცოდვა არ ჩაეთვლება, ერთი ან ორი წელიც რომ დააგვიანოს ანაზღაურება.
თუ ქალი ვერ ასრულებს რამადანში გამოტოვებულ დღეებს მომდევნო რამადანის დაწყებამდე, რა უნდა გააკეთოს მან?
ის ვალდებულია მოინანიოს ალლაჰის წინაშე, რადგან გამოტოვებული მარხვის დღეების აღდგენის გადავადება შემდეგი რამადანის დაწყებამდე, სათანადო მიზეზის გარეშე, დაუშვებელია. როგორც აიშამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: «ხდებოდა, რომ მარხვის გამოტოვებული დღეები მქონდა, და მე მხოლოდ შა’ბანში ვახერხებდი მათ აღდგენას».
ეს მიუთითებს იმაზე, რომ მარხვის გადაწევა არ შეიძლება მეორე რამადანის მოსვლამდე. ამ ქალმა უნდა მოინანიოს უზენაესი ალლაჰის წინაშე იმის გამო, რაც მან ჩაიდინა, და ის დღეები, რომლებიც გამოტოვა აანაზღაუროს მეორე რამადანის შემდეგ.
მაგალითად, ქალს თუ მოუვა მენსტრუაცია შუადღისას პირველ საათზე, მას კი ჯერ კიდევ არ აქვს ნალოცი შუადღის(ზუჰრ) ლოცვა, აუცილებელია მან აანაზღაუროს ის ლოცვა, როცა დასრულდება მენსტრუაცია?
ამ მემთხვევაში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს სწავლულთა შორის, მათგან ზოგიერთებმა თქვეს: მას არ ევალდებულება რომ აანაზღაუროს ეს ლოცვა, რადგან ის უყურადღებოდ არ მოქცეულა, არც ცოდვა ჩაუდენია, რამეთუ მას შეუძლია, რომ ლოცვა დააგვიანოს და შეასრულოს ბოლო დროს.
ზოგიერთი სწავლულის თქმით კი, ის ვალდებულია აღადგინოს ეს ლოცვა, გამომდინარე მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვების ზოგადი მნიშვნელობიდან: «ვინც მოასწრო ერთი მუხლის ლოცვის შესრულება, ჭეშმარიტად მან მოასწრო ლოცვის შესრულება».
ყოველი შემთხვევისთვის ქალისთვის უმჯობესია აღადგინოს ეს ლოცვა, რადგან ეს მხოლოდ ერთი ლოცვაა და მისი აღდგენა ქალს არ უქმნის სირთულეებს.
თუ ფეხმძიმე ქალი შეამჩნევს მშობიარობამდე ერთი-ორი დღით ადრე სისხლს, უნდა შეწყვიტოს ლოცვა და მარხვა ამის გამო თუ როგორ უნდა მოიქცეს ?
თუ ფეხმძიმე ქალი შეამჩნევს მშობიარობამდე ერთი-ორი დღით ადრე სისხლს, და მას თან ახლავს მშობიარობისთვის დამახასიათებელი ტკივილი, ის მაშინ მშობიარობის პერიოდში მყოფად ჩაითვლება და ამის გამო უნდა შეწყვიტოს ლოცვა და მარხვა, მაგრამ თუ მას არ ახლავს მშობიარობისთვის დამახასიათებელი ტკივილი, ეს მაშინ უბრალო სისხლად ჩაითვლება, რომელსაც არავითარი მნიშვნელობა არ გააჩნია, ეს მისთვის ლოცვის და მარხვის ხელისშემშლელად არ ჩაითვლება.
რას ფიქრობთ მენსტრუაციის შესაჩერებელი ტაბლეტების მიღების შესახებ, რომ ქალმა შეძლოს მთელი რამადანის განმავლობაში მარხვა?
მე ვაფრთხილებ ამისგან იმიტომ, რომ ამ წამლებში არის ძალიან დიდი ზარალი, რომელიც ჩემთვის ცნობილი გახდა ექიმებისგან. ამ ქალს შეიძლება პასუხად გაეცეს, რომ ეს არის ისეთი რამ. რაც ალლაჰმა დაუწერა ადამის მოდგმიდან ქალებს და მიიღე ის, რაც დაგიწერა უზენაესმა ალლაჰმა, იმარხე მაშინ, როცა ხელისშემშლელი არ გექნება არაფერი, თუ რაიმე გექნება ხელის შემშლელი მაშინ შეწყვიტე მარხვა, კმაყოფილებით იმაზე, რაც უზენაესმა ალლაჰმა შენ დაგიდგინა.
თუ ქალი ორი თვის შემდეგ, მშობიარობის შემდგომი გამონადენის შეწყვეტის შემდეგ, ხედავს მცირე გამონადენს — სისხლის მცირე წვეთებს, უნდა შეწყვიტოს მარხვა და ლოცვა? ან როგორ უნდა მოიქცეს?
ქალების პრობლემები მენსტრუაციის და და მშობიარობის შემდგომ პერიოდში არის ზღვა, რომელსაც არ აქვს სანაპირო, ამის გამომწვევი მიზეზებიდან ერთერთი არის იმ წამლების გამოყენება, რომელიც ხელს უშლის ჩასახვას ან ხელს უშლის მენსტრუაციას. ადრე საზოგადოებისთვის მსგავსი პრობლემები ნაკლებად იყო ცნობილი. რა თქმა უნდა, მსგავსი პრობლემები არსებობდა ალლაჰის მოციქულის (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) დროს და არსებობს მას შემდეგ, რაც ქალები არსებობენ; თუმცა, დღეს მათმა სიმრავლემ, რაც ხშირად დაბნეულობას იწვევს, ნამდვილად სამწუხარო სახე მიიღო.
თუმცა, ზოგადი წესი ასეთია: თუ ქალს გამონადენი შეუწყდა და მას დარწმუნებით სჯერა, რომ მენსტრუაცია ან მშობიარობის შემდგომი გამონადენი მართლაც დასრულდა (მენსტრუაციის დასრულებად ითვლება თეთრი გამონადენის გამოჩენა, რომელიც ქალებისთვის კარგადაა ცნობილი და განასხვავებს სუფთა პერიოდებს მენსტრუაციას შორის), მაშინ ამ შემდგომი ბაცი, მოყვითალო გამონადენი, სისხლის წვეთები ან სითხე მენსტრუაციად არ ითვლება და არ წარმოადგენს დაბრკოლებას ლოცვის შესრულებისთვის, მარხვის დაცვისთვის და ცოლქმრული სიახლოვისთვის — რადგან ეს მენსტრუაცია არ არის. უმმ 'ატიამ თქვა: «ჩვენ არ ვაქცევდით ყურადღებას მოყვითალო და მოყავისფრო გამონადენს», გადმოგვცემს ალ-ბუხარი. აბუ დაუდის გადმოცემაში დამატებულია: სისუფთავის შემდეგ(მენსტრუაციის და მშობიარობის შემდგომი პერიოდის დასრულების შემდეგ). ეს გადმოცემა სანდოა.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, ჩვენ ვასკვნით შემდეგს: ყველა ეს გამონადენი, რომელიც ჩნდება მას შემდეგ, რაც ქალი დარწმუნებულია მენსტრუაციის ან მშობიარობის შემდგომი გამონადენის დასრულებაში, არ წარმოადგენს დაბრკოლებას ლოცვისთვის, მარხვისთვის და ცოლქმრული სიახლოვისთვის. თუმცა, მან არ უნდა იჩქაროს; საჭიროა დარწმუნდეს, რომ მენსტრუაცია ან მშობიარობის შემდგომი გამონადენი ნამდვილად დასრულდა. რადგან ზოგიერთი ქალი, როგორც კი სისხლი შეშრება მაშინვე იბანს, სანამ სისუფთავეში დარწმუნდებოდა. ამის გამო საჰაბების ცოლები მორწმუნეთა დედას აიშას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) უგზავნიდნენ საფენს, ანუ: ბამბას რომელზეც იყო სისხლი, და აიშა მათ ურჩევდა, რომ არ ეჩქარათ, სანამ თეთრ სითხეს არ დაინახავდნენ.
ზოგიერთ ქალს უგრძელდება სისხლდენა, ხანდახან კი ერთი-ორი დღით ჩერდება, მერე ისევ გრძელდება, ასეთ მდგომარეობაში რა დადგენილება აქვს მათ მარხვას, ლოცვას, და სხვა ღვთისმსახურებებს ?
ბევრი სწავლული მიიჩნევს, რომ თუ ქალს აქვს მენსტრუალური ციკლი და მენსტრუაცია დასრულდა, მან უნდა განახორციელოს სრული განბანვა (ღუსლი) და დაიწყოს ლოცვა და მარხვა. თუ ორი ან სამი დღის შემდეგ მან ისევ ნახა გარკვეული გამონადენი, ეს აღარ ითვლება მენსტრუაციად, რადგან სწავლულების აზრით, მენსტრუაციებს შორის ყველაზე მცირე სუფთა პერიოდი ცამეტ დღეს მოიცავს.
ზოგიერთი სწავლულის თქმით, თუ ქალი ხედავს სისხლს, ეს ითვლება მენსტრუაციად, ხოლო როცა სისხლი წყდება, ეს ითვლება სუფთა პერიოდად, თუნდაც მენსტრუაციებს შორის გასული პერიოდი ცამეტ დღეზე ნაკლები იყოს.
რომელია უფრო უკეთესი ქალისთვის: ილოცოს რამადანის ღამეებში (ღამის ლოცვები) საკუთარ სახლში თუ მეჩეთში, განსაკუთრებით როცა მეჩეთში ლექციები და შეგონებები ტარდება? რას ურჩევთ იმ ქალებს, რომლებიც მეჩეთებში ლოცულობენ?
ქალისთვის უკეთესია, რომ ლოცვა თავის სახლში აღასრულოს, გამომდინარე მოციქულის (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) სიტყვების ზოგადი მნიშვნელობიდან: «და მათი სახლები უკეთესია მათთვის» გარდა ამისა, რადგან ქალის სახლიდან გასვლას უმეტეს შემთხვევაში თან ახლავს ცდუნებები, ქალისთვის უკეთესია, რომ სახლში დარჩეს, ვიდრე მეჩეთში სალოცავად წავიდეს. რაც შეეხება რჩევებსა და შეგონებებს, მათი მოსმენა შესაძლებელია სხვა ფორმითაც (მაგალითად, ინტერნეტში ან ელექტრონულ საშუალებებზე).
მეჩეთში სალოცავად მიმავალ ქალებს ვურჩევ, რომ სახლიდან გამოვიდნენ მოკრძალებულად, თავიანთი სილამაზის გამოჩენისა და სუნამოების გამოყენების გარეშე.
რა დადგენილება აქვს რამადანში დღის განმავლობაში ქალმა საჭმლის გემო რომ გასინჯოს ის თუ მარხულია?
ეს ნებადართულია, თუ ამის საჭიროებაა, თუმცა მან უნდა გადმოაფურთხოს ის, რასაც დააგემოვნებს.
ქალი მოყვა ავარიაში, რომელიც ახალი ფეხმძიმე იყო და მოეშალა მუცელი, რომლის შედეგადაც ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, შეუძლია რომ შეწყვიტოს მარხვა თუ უნდა გააგრძელოს? და თუ შეწყვიტა მარხვა მას ცოდვა ეწერება?
ჩვენ ვამბობთ, რომ ორსულ ქალს მენსტრუაცია არ აქვს. როგორც იმამ აჰმადმა თქვა: "ქალები ორსულობას მენსტრუაციის შეწყვეტით ამჩნევენ". სწავლულების თქმით, მენსტრუაცია უზენაესმა ალლაჰმა შექმნა კონკრეტული მიზნისთვის — მომავალი ნაყოფის კვებისთვის დედის საშვილოსნოში, და როცა ქალი ორსულდება, მენსტრუაცია წყდება.
თუმცა, ზოგიერთი ქალისთვის მენსტრუაცია რეგულარულად გრძელდება ორსულობის შემდეგაც. ასეთ შემთხვევებში, ეს მენსტრუაციები ითვლება ნამდვილ მენსტრუაციებად, რადგან ისინი გრძელდება ორსულობამდელი პერიოდის მსგავსად, ანუ ორსულობამ მათზე გავლენა არ მოახდინა. ასეთ მენსტრუაციებში ქალისთვის ისევე არის აკრძალული ყველაფერი, რაც აკრძალულია მენსტრუაციის პერიოდში არაორსული ქალებისთვის. ეს გულისხმობს, რომ იგი იმავეს ვალდებულია, რასაც არაორსული მენსტრუაციის დროს და ისევე თავისუფლდება გარკვეული მოვალეობებისგან, როგორც ისინი.
მოკლედ: სისხლი, რომელიც მოსდის ფეხმძიმეს ორი სახისაა:
პირველი ტიპი: მენსტრუაცია, რომელიც რეგულარულად მიმდინარეობს ქალთან იმ დროიდან, როცა ის ჯერ კიდევ არ იყო ორსული; ეს ნიშნავს, რომ ორსულობამ მასზე გავლენა არ მოახდინა, და ასეთი მენსტრუაცია კვლავაც ითვლება მენსტრუაციად.
მეორე ტიპი: არამენსტრუალური ხასიათის სისხლდენა. ეს შეიძლება წარმოიშვას უბედური შემთხვევის, მძიმე საგნის აწევის, დაცემის და სხვა მსგავსი მიზეზების შედეგად. ეს მენსტრუაცია არ არის, არამედ არამენსტრუალური სისხლდენაა. აქედან გამომდინარე მას ხელს არ შეუშლის არც ლოცვაში და არც მარხვაში, პირიქით ქალი არის სუფთა.
მაგრამ თუ რამის შემთხვევის შედეგად მას მოეშლება ნაყოფი, რომელსაც ატარებს მუცლით, ამ ქალის მდგომარეობა შემდეგნაირია, როგორც ეს თქვეს სწავლულებმა: მოშლილი ნაყოფი თუ ჩამოყალიბებულია ადამიანის ფორმაში, მაშინ მისი სისხლი ჩაითვლება, როგორც მშობიარობის შემდგომი პერიოდის სისხლდენად და მან უნდა შეწყვიტოს ლოცვა და მარხვა, ასევე მოერიდოს ქმართან ურთიერთობას, სანამ არ გასუფთავდება.
მაგრამ მოშლილი ნაყოფი თუ ჩამოუყალიბებელი იქნება ამ შემთხვევაში ეს სისხლი მშობიარობის შემდგომი პერიოდის სისხლად არ ჩაითვლება, არამედ ის უბრალო ბინძური სისხლია და ქალისთვის ლოცვის, მარხვის და სხვა რამისთვის დამაბრკოლებლად არ ჩაითვლება.
სწავლულებმა თქვეს: ყველაზე მცირე დრო, რაშიც გამოიკვეთება ნაყოფის ჩამოყალიბება არის ოთხმოცდაერთი დღე, როდესაც ბავშვი დედის მუცელშია, როგორც თქვა აბდულა იბნ მას'უდმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): «მართალი და სანდო ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო: "ჭეშმარიტად, თქვენგან თითოეული იკრიბება დედის საშვილოსნოში ორმოცი დღის განმავლობაში, შემდეგ იმავე ვადით იქცევა შედედებულ სისხლად, შემდეგ იმავე ვადით იქცევა ხორცის ნაჭერად. ამის შემდეგ მასთან იგზავნება ანგელოზი, რომელსაც ევალება ოთხი [რაიმის] ჩაწერა, და ის წერს მის სარჩოს, სიცოცხლის ხანგრძლივობას, საქმეებს და იმას, იქნება თუ არა ის უბედური თუ ბედნიერი». შეუძლებელია ამ პერიოდზე მალე მოხდეს მისი ჩამოყალიბება , ძირითად შემთხვევაში ფორმირება არ გამოიკვეთება 90 დღის შესრულებამდე, როგორც ეს აღნიშნა ზოგიერთმა სწავლულმა.
მე ერთი წლის წინ მესამე თვეში მომეშალა მუცელი, და შევწყვიტე ლოცვა სანამ არ გავსუფთავდი, შემდეგ მითხრეს, რომ უნდა მელოცა. როგორ უნდა მოვიქცე, თუ არ მახსოვს ზუსტად დღეების რაოდენობა?
სწავლულთა შორის გავრცელებულია მოსაზრება, რომ თუ ქალს სამთვიანი ორსულობის შემდეგ მუცელი მოეშალა, მან ლოცვა უნდა შეაჩეროს გამონადენის დასრულებამდე. თუ მუცლის მოშლილი ნაყოფი უკვე ჩამოყალიბებული იყო, მასთან დაკავშირებული სისხლდენა ითვლება მშობიარობის შემდგომ გამონადენად, რაც წარმოადგენს დაბრკოლებას ლოცვის შესრულებისთვის.
სწავლულებმა ასევე თქვეს: შესაძლებელია ნაყოფი ჩამოყალიბდეს, თუ მას 81 დღე შეუსრულდება, ეს კი სამ თვეზე ნაკლებია, თუ ქალი დარწმუნებულია, რომ ნაყოფი სამთვიანი ვადის ფარგლებში მოეშალა, მაშინ ეს გამონადენი ითვლება ბინძურ სისხლად, და ამის გამო ლოცვა არ უნდა შეწყდეს.
ამ შეკითვიხ ავტორმა უნდა გაიხსენოს, თუ ნაყოფი მოეშალა მას ოთხმოც დღეზე ადრე, მან ლოცვები უნდა აანაზღაუროს, და თუ არ იცის რამდენი გამოტოვა, მან უნდა შეაფასოს და გამოთვალოს და უნდა აანაზღაუროს იმდენი, რამდენსაც ფიქრობს რომ გააცდინა.
ქალი მარხვას ინახავს რამადანის თვეში იმ დროიდან, როდესაც მარხვა მისთვის სავალდებულო გახდა, თუმცა იგი არ ავსებდა იმ დღეებს, რომლებიც გამოტოვა მენსტრუაციის გამო. და რადგან მას არ ახსოვს გამოტოვებული დღეების რაოდენობა, იგი კითხულობს, როგორ მოიქცეს ამ შემთხვევაში.
ეს ძალიან სამწუხაროა, როდესაც მორწმუნე ქალებში მსგავსი რამ ხდება, ეს მიტოვება - ვგულისხმობ: გაცდენილი მარხვის ანაზღაურების მიტოვებას, რომელიც ევალდებულებოდა მას, ეს ან გამოწვეულია უცოდინრობისგან, ან გამოწვეულია უგულისყურობისგან, ორივე შემთხვევა უბუდურებაა; რადგან უცოდინრობის წამალი არის ცოდნა და შეკითხვა, უგულისყურობის წამალი კი არის უზენაესი ალლაჰის შიში, და მისი თვალთვალი, შიში მისი სასჯელისგან, და სწრაფვა იმისკენ რაშიც მისი კმაყოფილება იქნება.
ამ ქალმა უნდა სთხოვოს პატიება ალლაჰს იმის გამო, რაც გააკეთა და მოინანიოს. შემდეგ შეეცადოს გამოთვალოს დღეები, რომლებიც გამოტოვა და აანაზღაუროს მარხვა შესაძლებლობის მიხედვით. აი ასე მოიხსნის პასუხისმგებლობას და ვიმედოვნებთ, რომ ალლაჰი მიიღებს მის მონანიებას.
თუ ქალს მენსტრუაცია დაეწყო ლოცვის დროის დადგომის შემდეგ, რომელიც უნდა შეესრულებინა, სავალდებულოა თუ არა, რომ მენსტრუაციის დასრულების შემდეგ ეს ლოცვა აღადგინოს? და რა უნდა გააკეთოს ქალმა იმ შემთხვევაში, თუ მენსტრუაცია მას დაუსრულდა შემდეგი ლოცვის დადგომამდე?
პირველი: ქალს თუ მენსტრუაცია მოუვა ლოცვის დროის დადგომის შემდეგ - ანუ: ლოცვის დრო მოვა და მის შემდეგ მოუვა - ის ვალდებულია აანაზღაუროს ის ლოცვა, რომლის დროის დადგომის შემდეგაც დაეწყო მენსტრუაცია, თუ მას ჯერ კიდევ ნალოცი არ ჰქონდა მაშინ, როცა მოუვიდა მენსტრუაცია. შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვებიდან გამომდინარე: «ვინც მოასწრო ერთი მუხლის ლოცვის შესრულება, ჭეშმარიტად მან მოასწრო ლოცვის შესრულება». თუ ქალს ლოცვის დროის დადგომიდან ჰქონდა იმდენი დრო, რამდენიც ერთი რაქათისთვისაა საკმარისი, ხოლო შემდეგ მას მენსტრუაცია დაეწყო მანამ, სანამ ამ ლოცვის შესრულებას მოასწრებდა, მაშინ მენსტრუაციის დასრულების შემდეგ ის ვალდებულია აანაზღაუროს ეს ლოცვა.
თუ მენსტრუაცია ქალს დაუმთავრდა ლოცვის ვადის გასვლამდე, მისთვის სავალდებულოა ამ ლოცვის შესრულება. მაგალითად, თუ მენსტრუაცია მას დაუსრულდა მზის ამოსვლამდე იმდენი ხნით ადრე, რამდენიც ერთი რაქათის შესრულებისთვისაა საკმარისი, მაშინ მისთვის სავალდებულოა დილის ლოცვის (ფაჯრის) აღდგენა. თუ მენსტრუაცია დაუსრულდა მზის ჩასვლამდე იმდენი ხნით ადრე, რამდენიც ერთი რაქათის შესრულებისთვისაა საკმარისი, მაშინ მისთვის სავალდებულოა შუადღის შემდგომი ლოცვის (ასრის) აღდგენა. თუ მენსტრუაცია დაუსრულდა ღამის ნახევრის გასვლამდე იმდენი ხნით ადრე, რამდენიც ერთი რაქათის შესრულებისთვისაა საკმარისი, მაშინ მისთვის სავალდებულოა საღამოს ლოცვის (‘იშას) აღდგენა. თუ მენსტრუაცია დასრულდება ღამის პირველი ნახევარის გასვლის შემდეგ (ღამის მეორე ნახევარში), ის არ არის ვალდებული საღამოს ('იშა) ლოცვა აანაზღაუროს, მას მხოლოდ ევალება როცა მოვა დილის ლოცვის დრო, დილის ლოცვა შეასრულოს. უზენაესი და ყოვლადუნაკლო ალლაჰი ბრძანებს: { ხოლო როცა გულმშვიდად იქნებით, დადექით ლოცვად. ჭეშმარიტად, ლოცვა ევალებათ მორწმუნეებს განსაზღვრულ დროს } [ან-ნისა: 103] ანუ ეს ვალდებულება შეზღუდულია განსაზღვრული ვადით, და ადამიანს არ აქვს უფლება, არც გადადოს ლოცვის შესრულება მისთვის დადგენილი დროის გასვლამდე და არც შეასრულოს ის მანამ, სანამ მისი დრო დადგება.
თუ მენსტრუაცია ლოცვის დროს დამეწყო, რა უნდა გავაკეთო? და უნდა ავანაზღაურო ლოცვები, რომლებიც მენსტრუაციის გამო გამოტოვებულია?
თუ მენსტრუაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც დადგა მორიგი ლოცვის დრო, მაგალითად, ქალს მენსტრუაცია დაეწყო ნახევარი საათის შემდეგ ზუჰრის (შუადღის) ლოცვის დადგომის შემდეგ, მაშინ მენსტრუაციის დასრულების შემდეგ ის ვალდებულია ეს ლოცვა აღადგინოს, რადგან ამ ლოცვის დროის დადგომისას მას მენსტრუაცია არ ჰქონდა. { ჭეშმარიტად, ლოცვა ევალებათ მორწმუნეებს განსაზღვრულ დროს} [ალ-ნისა: 103]
რაც შეეხება ლოცვებს, რომლებიც ქალი მენსტრუაციის განმავლობაში არ ასრულებს, ისინი აღდგენას არ ექვემდებარება, რადგან ალლაჰის მოციქული (მშვიდობა და ალლაჰის კურთხევა მას) ამბობს: «განა ქალი არ წყვეტს ლოცვასა და მარხვას მენსტრუაციის დროს?» სწავლულთა ერთსულოვანი თანხმობა არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ქალი არ ანაზღაურებს მენსტრუაციის პერიოდში გაცდენილ ლოცვებს.
მაგრამ თუ გასუფთავდება და დარჩენილი აქვს ერთი მუხლის ლოცვის დრო ან უფრო მეტი, ქალმა იმ დროის ლოცვა უნდა შეასრულოს, რომლის დროსაც გასუფთავდა; შუამავალის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვებიდან გამომდინარე: «„ვინც მოასწრო ერთი რაქათის შესრულება შუადღის შემდგომი ('ასრ) ლოცვიდან მზის ჩასვლამდე, მას შუადღის შემდგომი ('ასრ) ლოცვა შესრულებულად ეთვლება». და თუ გასუფთავდება ნაშუადღევის ('ასრ) ლოცვის დროს, ან მზის ამოსვლამდე და დარჩენილია ერთი მუხლის შესასრულებელი დრო მზის ჩასვლამდე ან მზის ამოსვლამდე, ის პირველ შემთხვევაში ნაშუადღევის ლოცვას შეასრულებს, მეორე შემთხვევაში დილის ლოცვას.
მყავს დედა რომელიც არის 65 წლის, მას 19 წელია შვილი არ გაუჩენია, და მას ახლა აქვს სისხლდენა ბოლო სამი წლის განმავლობაში. როგორც ჩანს, ეს დაავადებაა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში გრძელდება. ვინაიდან მარხვის დრო ახლოვდება, რას ურჩევთ მას? და როგორ უნდა მოიქცნენ ქალები მსგავს მდგომარეობაში?
მსგავს მდგომარეობაში მყოფი ქალი, რომელიც სისხლდენით იტანჯება, უნდა შეაჩეროს ლოცვა და მარხვა იმ დღეების განმავლობაში, რამდენიც გრძელდებოდა მისი მენსტრუაცია მანამ, სანამ ეს მდგომარეობა დაუდგებოდა. მაგალითად, თუ ჩვეულებრივ, მენსტრუაცია ყოველი თვის დასაწყისში ეწყებოდა და გრძელდებოდა ექვსი დღე, მაშინ ყოველი თვის დასაწყისში ექვსი დღის განმავლობაში ის არ ლოცულობს და არ მარხულობს, შემდეგ კი ასრულებს დიდ განბანვას და უბრუნდება ლოცვასა და მარხვას.
რაც შეეხება ლოცვის შესრულებას მსგავს მდგომარეობაში, ქალმა საფუძვლიანად უნდა დაიბანოს სასქესო ორგანოები, დააფინოს მათზე რაიმე, რაც შეაკავებს სისხლს (ჰიგიენური საფენები, ტამპონები და სხვა) და შეასრულოს მცირე განბანვა. ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს მორიგი ლოცვის დროის დადგომის შემდეგ. ამავე წესით უნდა მოიქცეს, როდესაც სურს ნებაყოფლობითი დამატებითი ლოცვის შესრულება, რომელიც სავალდებულო ლოცვების პერიოდს გარეთ ხორციელდება.
ასეთ მდგომარეობაში - გამომდინარე იქიდან რომ ის იმყოფება სირთულეში - შეუძლია მას გააერთიანოს შუადღის და ნაშუადღევის ლოცვები, ასევე სამხრობის და საღამოს ლოცვა; რადგან მისი ეს მოსამზადებელი პროცესი ერთი იყოს ორივე ლოცვისთვის: შუადღის და ნაშუადღევის ლოცვებისთვის. და ასევე ერთჯერადად მზის ჩასვლის (მაღრიბ) და ღამის ('იშა) ლოცვებისთვის, ხოლო დილის (ფაჯრი) ლოცვისთვის — ცალკე ერთჯერადად, ნაცვლად იმისა, რომ ეს ყოველივე დღეში ხუთჯერ ჩაატააროს ყოველი ლოცვისთვის.
გავიმეორებ: ის იბანს სასქესო ორგანოებს, ადებს მათზე რაიმეს, რაც შეაჩერებს გამონადენს (ქსოვილის ნაჭერი, ჰიგიენური საფენი და ა.შ.), შემდეგ კი ასრულებს მცირე აბდესს და კითხულობს შუადღის ლოცვას ოთხი რაქათი და დღის მეორე ნახევრის ლოცვას ოთხი რაქათი. ისევე ასრულებს მზის ჩასვლის(მაღრიბ) ლოცვას სამი რაქათი და საღამოს('იშა) ლოცვას ოთხი რაქათი, ანუ ის არ ამცირებს მათ, როგორც ამას მცდარად მიიჩნევენ ზოგიერთი ცოდნის არმქონე ადამიანები. მაგრამ მას შეუძლია გააერთიანოს ორი ლოცვა მაგალითად შუადღის ლოცვა და ნაშუადღევის ლოცვა, ასევე სამხრობის ლოცვა და საღამოსს ლოცვა. შუადღის ლოცვას ნაშუადღევის ლოცვასთან ერთად ან გადმოსწევს (შუადღის ლოცვის დროზე) ან დააგვიანებს (ნაშუადღევის ლოცვის დროზე), ასევე სამხრობის და საღამოს ლოცვებსაც ან გადმოსწევს (სამხრობის დროს) ან დააგვიანებს (საღამოს ლოცვის დროს), თუ ისურვა რომ ამ აბდესით ნებაყოფილობითი ლოცვებიც ილოცოს ეს არ არის პრობლემა.
რა არის დადგენილება იმისა, რომ ქალი იმყოფებოდეს მეჩეთ ჰარამში, როცა მას აქვს მენსტრუაცია; რომ მოისმინოს ჰადისები და ქადაგებები?
არ შეიძლება ქალი გაჩერდეს მეჩეთ ჰარამში ან სხვა მეჩეთებში როდესაც მას აქვს მენსტრუაცია, მაგრამ შეუძლია შეიაროს მეჩეთში და აიღოს რაიმე, რაც მას სჭირდება, ან მსგავსი საჭიროებისთვის; როგორც უთხრა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აიშას, როცა უბრძანა მას მოეტანა სალოცავი, მან კი თქვა: «ის მეჩეთშია, მე კი მენსტრუაცია მაქვს. შუამავალმა უთხრა: «შენი მენსტრუაცია არ არის შენს ხელში». თუ ქალი მეჩეთში შედის და დარწმუნებულია, რომ მისი სისხლი მეჩეთში არსებულ რაიმეს არ შეეხება, მაშინ არ არის პრობლემა.
მაგრამ თუ მას სურს შევიდეს და იქ დაჯდეს - ეს არ შეიძლება.
ამის არგუმენტი არის, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უბრძანა ქალებს წამოეყვანათ ბაირამის სალოცავ ადგილას (მო მწიფებული გოგოები, უცხო მამაკაცისგან მორიდებული ფარდის მიღმა მყოფი ახალგაზრდა ქალიშვილები, და მენსტრუაციის მქონე ქალები), მაგრამ ასევე უნრძანა, რომ მენსრტუაციის პერიოდში მყოფი ქალები არ გაჩერებულიყვნენ სალოცავ ადგილებში. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მენსტრუაციის პერიოდში მყოფ ქალს არ შეუძლია გაჩერდეს მეჩეთში ხუტბას მოსასმენად, ჰადისების და სხვა გაკვეთილების მოსასმენად.
*
სისუფთავის წესები ლოცვაში
გამონადენი რომელიც აქვს ქალს თეთრი ან ყვითელი სუფთაა თუ ბინძური? მისი გამოსვლა აბდესის განახლებას საჭიროებს, როცა ვიცით რომ უწყვეტად გამოდის? რა არის დადგენილება თუ ზოგჯერ ჩერდება, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ ქალბეის უმრავლესობა, მათ შორის განათლებულები, ამ გამონადენს ბუნებრივ დენად მიიჩნევენ, რომელიც მცირე განბანვას არ საჭიროებს.
ამ საკითხის შესწავლის შემდეგ ასეთ დასკვნამდე მივედი: თუ ეს გამონადენი შარდის ბუშტიდან კი არ არის, არამედ საშვილოსნოდან, მაშინ ის სუფთაა, თუმცა მაინც საჭიროებს მცირე განბანვის(აბდესის) შესრულებას, მიუხედავად იმისა, რომ სუფთაა. მცირე განბანვის დამრღვევი რამ არ არის აუცილებელი უწმინდური იყოს. მაგალითად, ნაწლავის გაზებს არ აქვთ ფიზიკური კონსისტენცია, თუმცა მათი გამოსვლა მაინც მოითხოვს მცირე განბანვას.
ამგვარად, თუ ქალს რიტუალური სისუფთავის მდგომარეობაში ყოფნისას ექნა გამონადენი, მისი სისუფთავე ირღვევა და მან მცირე განბანვა უნდა გააკეთოს.
თუ ეს გამონადენი უწყვეტია, მაშინ მას არ ეშლება აბდესი, მაგრამ ის ანახლებს ლოცვისთვის აბდესს, როცა მოვა ლოცვის დრო, ილოცავს იმ დროის განმავლობაში როცა აიღო აბდესი სავალდებულო და ნებაყოფილობით ლოცვას, წაიკითხავს ყურანს და გააკეთებს ნებისმიერ რამეს, რაც მისთვის ნებადართულია. როგორც თქვეს სწავლულებმა მსგავსი მასზე, ვისაც აქვს შარდის შეუკავებლობა, ასეთია გამონადენის დადგენილებაც სისუფთავის მხრივ ის არის სუფთა, აბდესის მოშლის მხრივ ის არის აბდესის მომშლელი, გარდა იმ შემთხვევაში თუ გამონადენი უწყვეტია, მაშინ ის არ მოშლის აბდესს, მაგრამ ქალმა აბდესი მხოლოდ ლოცვის დროის შესვლის შემდეგ უნდა აიღოს, და უნდა დაიზღვიოს თავი ჩასაფენების გამოყენებით.
თუ გამონადენი არ არის მუდმივი და ხდება დროდადრო, ხოლო ჩვეულებრივ შეჩერდება ლოცვისთვის განსაზღვრულ პერიოდში, ქალმა უნდა დაიცადოს ეს დრო, თუმცა ისე, რომ არ ჰქონდეს ლოცვის გაცდენის რისკი. თუ ის შიშობს, რომ ლოცვის დრო ამოიწურება, მაშინ უნდა აიღოს მცირე განბანვა, გამოიყენოს საფენი (ნაჭერი, ტამპონი), რაც შეაკავებს გამონადენს და შემდეგ შეასრულოს ლოცვა.
არ არის განსხვავება ცოტასა და ბევრს შორის, რადგან ყველა ერთიდაიგივე გზით არის გამოსული, ამიტომ ცოტაც და ბევრიც მომშლელია, განსხვავებით სხვა გამონადენებისგან, რომელიც სხეულიდან სხვადასხვა ფორმით გამოდის. მაგალითად, სისხლის გამოდენა ან პირისღებინება, ეს აბდესს არ მოშლის არც ბევრი და არც ცოტა.
რაც შეეხება ზოგიერთი ქალის დარწმუნებას, რომ ეს ქალის გამონადენი არ არღვევს სისუფთავეს და არ მოითხოვს მცირე განბანვას, არ ვიცი, რაზეა ეს დაფუძნებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იბნ ჰაზმმა (დაე, შეიწყალოს ალლაჰმა) თქვა: „ეს არ არღვევს განბანას“. თუმცა მან არ მოიყვანა არანაირი მტკიცებულება თავისი სიტყვებისთვის, და თუ მისი სიტყვები დადასტურდებოდა ყურანიდან, სუნნიდან ან საჰაბების სიტყვებიდან მტკიცებულებებით, ეს იქნებოდა დამაჯერებელი.
ქალს მართებს, რომ ეშინოდეს ალლაჰის და იზრუნოს თავის რიტუალურ სისუფთავეზე, რადგან ლოცვა არ მიიღება განწმენდის გარეშე, თუნდაც მან ასჯერ ილოცოს. უფრო მეტიც, ზოგი სწავლული ამბობს, რომ ადამიანი, ვინც ლოცულობს განწმენდის გარეშე, ხდება ურწმუნო, რადგან ეს ნიშნავს დაცინვას და უპატივცემულო დამოკიდებულებას ყოვლადმოწყალე და უზენაესი ალლაჰის აიათებისადმი.
თუ ქალმა, რომელსაც აქვს მუდმივი გამონადენი, აიღო მცირე განბანვა სავალდებულო ლოცვისთვის, ნებადართულია თუ არა მან ამ განბანვით, სანამ არ დადგება შემდეგი სავალდებულო ლოცვის დრო, შეასრულოს რამდენიც სურს დამატებითი ლოცვები და წაიკითხოს ყურანი?
თუ ქალი აიღებს აბდესს სავალდებულო ლოცვისთვის მისი დროის შესვლიდან მას შეუძლია ილოცოს სავალდებულო ლოცვა, ნებაყოფილობითი ლოცვები და შეუძლია იკითხოს ყურანი, სანამ მეორე სავალდებულო ლოცვის დრო არ მოვა.
იგივე ქალბატონს თუ შეუძლია ილოცოს დუჰა ლოცვა ( მზის ამოსვლის შემდეგ შესასრულებელი ნებაყოფილობითი ლოცვა) დილის ლოცვისთვის აღებული აბდესით?
არ შეუძლია; რადგან დუჰა ლოცვას აქვს განსაზღვრული დრო და აუცილებელია მისთვის კონკრეტულად მოხდეს აბდესის აღება მისი დროის მოსვლის შემდეგ; რადგან ეს მდგომარეობა მენსტრუაციის შემდეგ არსებულ სისხლდენის მსგავსია, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ქალს რომელსაც აქვს მენსტრუაციის შემდეგი სისხლდენა უბრძანა ყველა ლოცვისთვის განეახლებინა აბდესი.
ზუჰრის (შუადღის) ლოცვის დრო იწყება იმ მომენტიდან, როდესაც მზე გადაუხვევს ზენიტის წერტილს და გრძელდება 'ასრის (ნაშუადღევის) ლოცვის დროის დასაწყისამდე.
ასრის (ნაშუადღევის) ლოცვის დრო იწყება ზუჰრის (შუადღის) ლოცვის დროის დასრულების შემდეგ და გრძელდება მზის გაყვითლებამდე, ხოლო იძულებითი დრო (იმისთვის, ვინც ვერ მოახერხა მისი შესრულება მზის გაყვითლებამდე) გრძელდება მზის ჩასვლამდე.
მაღრიბის (მზის ჩასვლის) ლოცვის დრო იწყება მზის ჩასვლის მომენტიდან და გრძელდება, სანამ ცაზე წითელი ნათება არ გაქრება.
'იშას (ღამის) ლოცვის დრო იწყება ცაზე წითელი ნათების გაქრობის შემდეგ და გრძელდება ღამის ნახევრის გასვლამდე.
შეუძლია თუ არა ქალს, რომ ილოცოს ღამის ნაბაყოფლობითი ლოცვა თუ მან ღამის პირველი ნაწილი ღამის სავალდებულო ლოცვისთვის აღებული აბდესით გაატარა?
არა, თუ ღამის პირველი ნახევარი დასრულდა, ქალმა უნდა განაახლოს თავისი მცირე განბანა. სხვა მოსაზრებით, მას არ ევალება მცირე განბანის განახლება, და ეს მოსაზრება უფრო დამაჯერებელია.
ღამის ('იშა) ლოცვის დრო სადამდე გრძელდება? და როგორ უნდა გავიგოთ ის?
'იშას (ღამის) ლოცვისთვის განკუთვნილი დრო მთავრდება ღამის პირველი ნახევრის გასვლით. ამ დროის განსაზღვრისთვის საჭიროა მზის ჩასვლიდან აისამდე პერიოდი გავყოთ ორად. პირველი ნახევრის გასვლით 'იშას ლოცვისთვის განკუთვნილი დრო სრულდება. ღამის დარჩენილი ნახევარი აღარ განიხილება 'იშას ლოცვის დროდ, არამედ წარმოადგენს პერიოდს, რომელიც განასხვავებს 'იშას ლოცვისთვის განკუთვნილ დროს და ფაჯრის (დილის) ლოცვის დროს.
ქალი რომელსაც აქვს დროგამოშვებითი გამონადენი და აიღო აბდესი, აბდესის აღების დამთავრების შემდეგ ლოცვამდე მას გამოუვიდა გამონადენი, როგორ უნდა მოიქცეს?
თუ გამონადენი არის ცვალებადი (დროგამოშვებით), მან უნდა დაელოდოს იმ დროს სანამ არ შეუწყდება, მაგრამ მას თუ არ აქვს რაიმე კონკრეტული დრო გამოსვლის და შეწყვეტის, მაშინ ეს ქალი აიღებს აბდესს ლოცვის დროის მოსვლის შემდეგ და ილოცავს, მას არავითარი სხვა პასუხისმგებლობა არ გააჩნია.
როგორ უნდა მოიქცეს თუ ის გამონადენი სხეულზე ან ტანსაცმელზე მოხვდება?
თუ ის სუფთაა, არაფრის გაკეთება არ არის საჭირო, მაგრამ თუ ის არ არის სუფთა, მაგალითად, შარდის ბუშტიდან გამონაყოფის შემთხვევაში, აუცილებელია მათი ჩამობანა.
რაც შეეხება მცირე განბანას, რომელიც ხორციელდება ამ გამონადენის გამო: საკმარისია თუ არა მხოლოდ იმ ორგანოების დაბანა, რომლებიც იბანება მცირე განბანვის პროცესში?
დიახ, ეს საკმარისია თუ გამონადენი სუფთაა, რომელიც გამოდის საშვილოსნოდან და არა შარდის ბუშტიდან.
რატომ არ გადმოგვეცა მოციქული მუჰამედისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არც ერთი ჰადისი, რომელიც მიანიშნებდა, რომ მსგავსი გამონადენი მცირე განბანვას მოითხოვს, მაშინ, როცა საჰაბი ქალები ძალიან ცდილობდნენ რელიგიასთან დაკავშირებული ყველა საკითხის გარკვევას?
იმიტომ, რომ ასეთი გამონადენი ყველა ქალს არ აქვს.
თუ ქალი მსგავს შემთხვევებში არ იღებდა მცირე განბანვას უცოდინრობის გამო, რა უნდა გააკეთოს მან?
მან უნდა მოინანიოს ყოვლისშემძლე და დიადი ალლაჰის წინაშე და მომავალში მიმართოს ცოდნის მფლობელებს კითხვებით, რათა მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.
ზოგი ადამიანი გაკავშირებთ მოსაზრებასთან, რომლის მიხედვითაც ამ გამონაყოფს არ სჭირდება მცირე განბანა.
ის ვინც მაკავშირებს ამ მოსაზრებასთან, მართალს არ ამბობს. როგორც ჩანს, მათ ჩემი სიტყვებიდან, სადაც ვამბობ, რომ ეს გამონაყოფი სუფთაა, დაასკვნეს, თითქოს ეს არ არღვევს რიტუალურ სისუფთავეს და არ მოითხოვს მცირე განბანას.
შარიათის მიხედვით, რა მდგომარეობა აქვს მუქ გამონადენს, რომელიც გამოჩნდება ერთი დღით ადრე მენსტრუაციამდე ან ოდნავ ადრე ან გვიან? ზოგჯერ ეს გამონადენი შეიძლება იყოს თხელი შავი ან ყავისფერი ზოლი ან მსგავსი რამ. ასევე, რა მდგომარეობა აქვს მას, თუ მსგავსი რამ ხდება მენსტრუაციის შემდეგ?
ეს თუ იქნება მენსტრუაციის დასაწყისი ის მენსტრუაციაა, ამის მიხვედრა შესაძლებელია მენსტრუაცით გამოწვეული მუცლის ტკივილებით, რომელიც ქალს აქვს ხოლმე.
რაც შეეხება მენსტრუაციის შემდეგ მოსულ სიწითლეს უმჯობესია დაელოდოს, სანამ არ დასრულდება. რადგან მენსრტუაციის შემდეგ უწყვეტად მოსული სიწითლე მენსტრუაციად ითვლება, აიშას სიტყვებიდან გამომდინარე (ალლაჰი იყოს მისით კმაყოილი): «არ იჩქაროთ სანამ არ ნახავთა თეთრ გამონადენს». ალლაჰმა უკეთესად იცის.
*
მენსრტუაციის წესები ჰაჯობის და უმრას დროს
როგორ უნდა ილოცოს მენსტრუაციის პერიოდში მყოფმა ქალმა იჰრამში შესასვლელი ორი მუხლი ლოცვა? შეუძლია თუ არა მენსტრუაციის მქონე ქალს იკითხოს ყურანიდან აიათები ჩუმად გულში?
1. აუცილებელია ვიცოდეთ, რომ არ არსებობს განსაკუთრებული ლოცვა, რომელიც უნდა შესრულდეს მათ მიერ, ვინც შედის იჰრამის მდგომარეობაში, რადგან მოციქული მუჰამედისგან (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) არ არის გადმოცემული, რომ მან თავის თემს დაუწესა მსგავსი ლოცვის შესრულება – არც სიტყვიერად, არც ქმედებით და არც საჰაბების ამ ქმედების დუმილით დადასტურებით.
2. თუ ქალს მენსტრუაცია დაეწყო იჰრამის მდგომარეობაში შესვლამდე, მას შეუძლია შევიდეს იჰრამში, მიუხედავად მენსტრუაციისა.
რაც შეეხება ყურანის კითხვას, დიახ, მენსტრუაციის პერიოდში ქალს შეუძლია წაიკითხოს ყურანი, თუ ამის საჭიროებაა ან ეს ხდება კონკრეტული მიზნისთვის. თუმცა, თუ მისი მიზანი მხოლოდ ალლაჰისადმი მსახურება და მისადმი დაახლოებაა, უმჯობესია ამ შემთხვევაში ყურანის კითხვისგან თავი შეიკავოს.
ქალი გაემგზავრა ჰაჯზე, და მოგზაურობამდე ხუთი დღით ადრე მას მენსტრუაცია დაეწყო. მიყათამდე მიღწევისას მან გააკეთა სრული განბანვა და განიზრახა, შესულიყო იჰრამის მდგომარეობაში, თუმცა ამ დროისთვის მენსტრუაცია ჯერ კიდევ არ დასრულებულიყო. მექქაში ჩასვლის შემდეგ ის ალ-ჰარამის გარეთ იმყოფებოდა და ჰაჯის ან უმრას არცერთი რიტუალი არ შეუსრულებია და ორი დღე გაატარა მინას ველზე. შემდეგ მენსტრუაცია დასრულდა, მან გააკეთა დიდი განბანვა და უმრას ყველა რიტუალი სისუფთავეში შეასრულა. თუმცა, როდესაც ჰაჯისთვის ტავაფ ალ-იფადას (ქააბის გარშემო მთავარი ტავაფი) ასრულებდა, მენსტრუაცია დაბრუნდა, თუმცა შერცხვა და ჰაჯის რიტუალები დაასრულა. ამის შესახებ თავის ვალის (ნათესავი მამაკაცი რომელიც თან ახლდა ჰაჯობაში) მხოლოდ თავის ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ აცნობა. რა არის შარიათის განაჩენი ამ შემთხვევაში?
თუ გამონადენი, რომელიც მას ტავაფ ალ-იფადას (ქააბის გარშემო ტავაფი) შესრულების დროს დაეწყო, მენსტრუაცია იყო, რომელსაც მან გამონადენის ტიპისა და თავისებური ტკივილების მიხედვით იცნო, მაშინ მისი ტავაფი ბათილია, და მას მართებს მექქაში დაბრუნება მის შესასრულებლად: მიყათში შედის იჰრამის მდგომარეობაში უმრასთვის, ასრულებს უმრას, რაც მოიცავს ქააბას გარშემო ტავაფს და გარნებას საფასა და მარვას შორის, თმას შემოიკლებს, შემდეგ კი ასრულებს ჰაჯისთვის განკუთვნილ მთავარ ტავაფს (ტავაფ ალ-იფადა).
მაგრამ ეს სისხლი თუ არ იყო მენსტრუაციით გამოწვეული სისხლი, არამედ ბუნებრივი სისხლი იყო, რომელიც იქნა გამოწვეული ძალიან ძლიერი გადატვირთულობის ან ემოციების ან მსგავსი რამის გამო, მისი რიტუალური შემოვლა მიღებულია იმ სწავლულთა სიტყვებით, ვინც რიტუალური შემოვლის პირობად აბდესს არ მიიჩნევს.
და თუ მას არ შეუძლია დაბრუნება მექქაში პირველად აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რამეთუ ის იმყოფება ძალიან შორს. მაშინ მისი ჰაჯობა მიღებულია; რადგან მას არ შეუძლია იმაზე მეტის გაკეთება რაც უკვე გააკეთა.
ქალი ჩამოვიდა მექქაში იჰრამში შესული უმრას გასაკეთებლად, მექაში ჩამოსვლის შემდეგ მას მოუვიდა მენსტრუაცია, მისი მეურვე (მხლებელი) იძულებულია დაუყოვნებლივ გაემგზავროს, ქალს კი მექქაში არავინ ჰყავს ვისთანაც დარჩება. რა არის მისი დადგენილება?
მან უნდა დატოვოს მეაქა თავის მეურვესთან ერთად, დარჩეს იჰრამის მდგომარეობაში და მენსტრუაციის დასრულების შემდეგ კვლავ დაბრუნდეს. ეს იმ შემთხვევაში, თუ ის საუდის არაბეთიდან არის, რადგან დაბრუნება ამ შემთხვევაში არ არის რთული, არ მოითხოვს ზედმეტ ძალისხმევას და არ საჭიროებს საზღვარგარეთულ პასპორტს ან მსგავს დოკუმენტებს.
მაგრამ თუ ის არის სხვა ქვეყნიდან და რთულია მისთვის დაბრუნება მან უნდა გაუფრთხილდეს( შესაბამისად მოემზადოს) გაკეთოს ქააბას ირგვლივ რიტუალური შემოვლა, საფას და მერვას გორაკებს შორის მიმოსვლა, თმების შეჭრა, მან უნდა დაასრულოს უმრა იმ მგზავრობის დროს; რადგან მისი რიტუალური შემოვლა ქააბას ირგვლივ არის იძულებული მდგომარეობა, და იძულება ნებადართულჰყოფს აკრძალულს.
შარიათის მიხედვით, თუ მუსლიმ ქალს ჰაჯის დროს მენსტრუაცია დაეწყო, მისი ჰაჯი ძალაშია თუ არა?
ამაზე შეუძლებელი პასუხის გაცემა მანამ, სანამ არ გავიგებთ როდის მოუვიდა მენსტრუაცია? რადგან არსებობს ჰაჯობის ზოგიერთი რიტუალი, რომელსაც მენსტრუაცია ხელს არ უშლის, ზოგს კი უშლის ხელს. მაგალითად, რიტუალური შემოვლა ქააბას ირგვლივ შეუძლებელია გარდა სისუფთავის დროს, მაგის გარდა სხვა რიტუალების შესრულება შესაძლებელია მენსტრუაციის პერიოდში.
გასულ წელს მე შევასრულე სავალდებულო ჰაჯობა და ჩავატარე ჰაჯობის ყველა რიტუალი გარდა მთავარი (ტავაფ ალ-იფადა) და გამომშვიდობების (ტავაფ ალ-ვადა) ქააბის გარშემო შემოვლისა, რომლის შესრულებაში მე მენსტრუაციამ შემიშალა ხელი. დავბრუნდი სახლში მედინაში იმ განზრახვით, რომ ერთ დღესაც დავბრუნდებოდი ამ ორი შემოვლის შესასრულებლად. უცოდინარობის გამო გამოვედი იჰრამის მდგომარეობიდან და ვაკეთებდი იმას, რაც იჰრამში მყოფთათვის აკრძალულია. ჰაჯის შემოვლების შესრულების შესახებ დავიკითხე და მითხრეს, რომ ეს შემოვლები უკვე გაუქმებული იქნებოდა, რადგან ჰაჯობა გაუქმებულია და მომიწევს მისი თავიდან შესრულება მომავალ წელს, თანაც მსხვერპლად უნდა მივიყვანო ძროხა ან აქლემი. სწორია თუ არა ეს? და არსებობს თუ არა სხვა გამოსავალი? მართალია თუ არა, რომ ჩემი ჰაჯობა გაუქმებულია? უნდა გავიმეორო თუ არა იგი? დამაკვალიანეთ, ღმერთმა დაგლოცოთ.
ეს არის ასევე უბედურება, რომელიც ხდება უცოდინრობით გაცემული პასუხებით. შენ ამ შემთხვევაში გევალდებულება მხოლოდ ის, რომ დაბრუნდე მექქაში და შეასრულო მხოლოდ მათავარი რიტუალური შემოვლა(ტავაფ ალ-იფადა) ქააბას ირგვლივ.
რაც შეეხება გამოსამშვიდობებელ რიტუალურ შემოვლას შენ არ გაქვს ვალდებულება შეასრულო ის მაშინ, როცა მექქას დატოვების დროს მენსტრუაცია გქონდა, რადგან მენსტრუაციის მქონე ქალს არ ევალდებულება გამოსამშვიდობებელი შემოვლის გაკეთება. მტკიცებულება არის ჰადისში, რომელიც გადმოცემულია იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით და მისი მამით): «ხალხს ევალებოდა, რომ მათი ბოლო ქმედება სახლთან (ქააბასთან) დაკავშირებულიყო [გამოსამშვიდობებელ შემოვლასთან], თუმცა იმ ქალებისთვის, ვისაც მენსტრუაცია ჰქონდა, შემსუბუქება იქნა დაწესებული». აბუ დაუდის გადმოცემაში ნათქვამია: «...რომ მათი ბოლო მოქმედება ყოფილიყო ქააბას შემოვლა». რადგან შუამავლს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როცა აცნობეს რომ საფიამ უკვე შეასრულა მთავარი რიტუალური შემოვლა, მან თქვა: «თუ ასეა შეუძლია წავიდეს» ეს მიუთითებს იმაზე ,რომ გამოსამშვიდობებელი შემოვლა მენსტრუაციის მქონე ქალს არ ევალდებულება.
რაც შეეხება ქააბის გარშემო მთავარ შემოვლას (ტავაფ ალ-იფადა), ის აუცილებელია, და თუ გაუცნობიერებლად იჰრამიდან გამოხვედი, ეს არ ავნებს შენს ჰაჯს, რადგან ადამიანი, რომელმაც უცოდინარობის გამო დაარღვია იჰრამთან დაკავშირებული აკრძალვა, ამაზე პასუხს არ აგებს. უზენაესის სიტყვებიდან გამომდინარე: { ღმერთო ჩვენო ნუ განგვსჯი იმის გამო, რაც დაგვავიწყდა ან შეგვეშალა} [ალ-ბაყარა: 286] უზენაესმა ალლაჰმა თქვა: «მე ეს უკვე გავაკეთე». ასევე მისი სიტყვებიდან: { და არ არის თქვენზე ცოდვა, რაშიც შეცდით; გარდა განზრახ გულით ჩადენილისა} [ ალ-აჰზაბ: 5 ] ყველა აკრძალვები რაც უზენაესმა ალლაჰმა აუკრძალა იჰრამში მყოფს თუ გააკეთებს უცოდინრად, დავიწყებით, ან იძულებით მას პასუხისმგებლობა არ ეკისრება, მაგრამ როცა მას საპატიო მიზეზი აღარ ექნება აუცილებელია გაშორდეს ის იმას, რაც პრობლემურია მისთვის.
თუ ქალს 8 ზუ-ლ-ჰიჯას თვეს დაეწყო მშობიარობის შემდგომი გამონადენი (ნიფასი) და მან შეასრულა ჰაჯის ყველა რიტუალი ქააბის გარშემო შემოვლისა და საფასა და მარვას შორის გარბენის გარდა, და ათი დღის შემდეგ შენიშნა, რომ წინასწარ, თითქოს განიწმინდა გამონადენისგან, უნდა თუ არა მას სრულად განიბანოს და შეასრულოს ჰაჯის დარჩენილი ნაწილი — ქააბის გარშემო შემოვლა?
არ შეუძლია მას დაიბანოს და შეასრულოს რიტუალური შემოვლა მანამ, სანამ არ დარწმუნდება სისუფთავეში, შეკითხვა რაზეც მეტყველებს თავის სიტყვებში (დაეწყო) ანუ ის ჯერ კიდევ სრულიად არ გასუფთავებულა, აუცილებელია სრულიად გასუთავდეს, როცა გასუფთავდება დაიბანს და შემდეგ შეასრულებს შემოვლას ქააბას ირგვლივ და საფას და მარვას გორაკებს შორის გარბენას.
თუ ის შეასრულებს გარბენას საფასა და მარვას შორის ქააბის გარშემო შემოვლის წინ, ამაში არაფერი იქნება დასაგმობი, რადგან როდესაც მოციქულს (მშვიდობა და ალლაჰის დალოცვა მას) ჰაჯში ჰკითხეს, ვისაც ეს გარბენა ქააბის გარშემო შემოვლის წინ ჰქონდა შესრულებული, მან უპასუხა: «არაფერია საგანგაშო».
ქალი შევიდა იჰრამის მდგომარეობაში ჰაჯისათვის ას-სეილში, როდესაც მას მენსტრუაცია ჰქონდა. მექაში ჩასვლის შემდეგ იგი ჯიდდაში გაემგზავრა პირადი საჭიროების გამო. მენსტრუაცია მას ჯიდდაში შეუწყდა, რის შემდეგაც მან სრულად განიბანა და დაივარცხნა თმა, შემდეგ კი ჰაჯობა ბოლომდე შეასრულა. სწორია თუ არა მისი ჰაჯი? და ესაჭიროება თუ არა მას დამატებითი ქმედებები?
მისი ჰაჯობა მიღებულია, და მას სხვა არაფერი ევალდებულება.
მე წავედი უმრაზე, როცა მიყათს გავცდი მენსტრუაცია მქონდა ამიტომ იჰრამში არ შევსულვარ, მექქაში გავჩერდი და როცა გავსუფთავდი, მექაშივე შევედი იჰრამში, ეს მიღებულია? თუ როგორ უნდა მოვიქცე? რა მევალება?
ასე მოქცევა დაუშვებელია. ქალს, რომელიც აპირებს უმრას შესრულებას, არ აქვს ნება მიყათის გავლის, იჰრამში შესვლის გარეშე, თუნდაც მენსტრუაცია ჰქონდეს: ის უნდა შევიდეს იჰრამის მდგომარეობაში, თუნდაც მენსტრუაცია ჰქონდეს, და მისი იჰრამი ვალიდურია. მტკიცებულება არის ის, რომ ასმა ბინთ უმაისმა, აბუ ბაქრის ცოლმა (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით და მისი მეუღლით), იმშობიარა, როცა მოციქული (მშვიდობა და ალლაჰის დალოცვა მას) ზუ-ლ-ხულაიფაში შეჩერდა ხალხთან ერთად, რათა შეესრულებინა გამომშვიდობებელი ჰაჯი. მან მოციქულთან (მშვიდობა და ალლაჰის დალოცვა მას) გაგზავნა ადამიანი, რომ ეკითხა, როგორ მოქცეულიყო, და მოციქულმა უთხრა: „სრულად განიბანე, გადაიხვიე რომელიმე ქსოვილით და შედი იჰრამში“. მენსრტუაციის სისიხლი მსგავსია მშობიარობის შემდგომი სისხლდენისა.
მენსტრუაციის პერიოდში მყოფ ქალბატონს ვურჩევთ თუ მიაღწია მიყათში (იჰრამში შესვლის ადგილი) და მას სურს უმრას ან ჰაჯობის შესრულება მას ვეუბნებით: დაიბანე, მერე ნაჭრით კარგად შეიხვიე და შედი იჰრამში. ეს ნიშნავს, რომ მან უნდა დაიფაროს რამე(საფენი, ტამპონი, ქსოვილი) სასქესო ორგანოებთან და კარგად დაამაგროს, ამის შემდეგ კი შევა იჰრამის მდგომარეობაში, იქნება ეს ჰაჯისთვის თუ უმრასთვის. თუმცა, იჰრამში შესვლის და მექაში ჩასვლის შემდეგ, იგი არ მიდის ქააბასთან და არ ასრულებს ქააბის გარშემო შემოვლას მანამ, სანამ მენსტრუაცია არ დასრულდება. ამიტომ, მოციქულმა (მშვიდობა და ალლაჰის დალოცვა მას) უთხრა აიშას, როდესაც მას უმრას შესრულებისას მენსტრუაცია დაეწყო: «გააკეთე ყველაფერი, რასაც მომლოცველი აკეთებს, თუმცა არ შემოუარო სახლს (ქააბას), სანამ არ განიწმინდები». ეს არის ალ-ბუხარისა და მუსლიმის გადმოცემა. ალ-ბუხარის ვერსიაში ასევე აღნიშნულია, რომ აიშამ, განწმენდის შემდეგ, შეასრულა ქააბის გარშემო შემოვლა და გარბენა საფასა და მარვას შორის. ეს მიუთითებს იმაზე რომ ქალი თუ იჰრამში შევა ჰაჯობის ან უმრასთვის მენსტრუაციის დროს, ან მას მოუვა მენსტრუაცია სანამ ქააბას ირგვლივ შემოვლას გააკეთებს, მან არ უნდა შეასრულოს ქააბას ირგვლივ შემოვლა, არც საფასა და მარვას გორაკებს შორის, სანამ არ გასუთავდება და არ იბანავებს.
მაგრამ თუ შეასრულა ქააბას ირგვლივ შემოვლა სუფთამ, როცა დაამთავრა შემოვლა შემდეგ მოუვიდა მენსტრუაცია, მან უნდა გააგრძელოს საფასა და მარვას გორაკებს შორის მიმოსვლა თუგინდ მას ჰქონდეს მენსტრუაცია, შემდეგ შეიჭრის თმებს და დაამთავრებს უმრას შესრულებას, რადგან საფასა და მარვას შორის მიმოსვლას არ სჭირდება სისუფთავე.
მე ჩემს ცოლთან ერთად იანბუ'იდან (ადგილი იჰრამში შესასვლელად) უმრასთვის გავემგზავრე, როცა მივაღწიე ჯიდდაში ჩემ ცოლს მენსტრუაცია მოუვიდა, მაგრამ მე შევასრულე უმრა მარტომ ჩემი ცოლის გარეშე, რა არის ჩემი ცოლისთვის დადგენილება?
მისი მდგომარეობის განაჩენი ასეთია: იგი ელოდება მენსტრუაციის დასრულებას, ხოლო შემდეგ ასრულებს თავის უმრას. როდესაც საფიას (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) მენსტრუაცია დაეწყო, მოციქულმა (მშვიდობა და ალლაჰის დალოცვა მას) თქვა: «ნუთუ ის შეგვაფერხებს?» მას უთხრეს: „მან შეასრულა მთავარი შემოვლა (ტავაფ ალ-იფადა)“. მოციქულმა თქვა: «მაშინ დაე წავიდეს [ყველასთან ერთად]». შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვები: «ნუთუ ის შეგვაფერხებს?» - მიუთითებს იმაზე, რომ ქალი ვალდებულია გაჩერდეს თუ მთავარ რიტუალურ შემოვლამდე მოუვიდა მენსტრუაცია, სანამ არ გასუფთავდება, შემდეგ კი შეასრულებს შემოვლას ქააბას ირგვლივ.
უმრას შემოვლა ჰაჯობის მთავარი შემოვლის (ტავაფ ალ-იფადა) მსგავსია, რადგან ეს უმრას აუცილებელი ნაწილი არის. ასე რომ, თუ უმრას შემსრულებელ ქალს მენსტრუაცია დაეწყო შემოვლის დაწყებამდე, იგი ელოდება მენსტრუაციის დასრულებას და შემდეგ ასრულებს შემოვლას.
საფასა და მარვას შორის არსებული სავალი მეჩეთს ეკუთვნის? მენსტრუაციის მქონე ქალს შეუძლია იქ შესვლა? სავალდებულოა ვინც შევა მესჯიდ ჰარამში ამ ტერიტორიიდან ილოცოს მეჩეთის მისასალმებელი ლოცვა?
როგორც ჩანს, სარბენი საფასა და მარვას შორის არ მიეკუთვნება მეჩეთს, ამიტომ მათ შორის კედელი აშენდა, რომელიც ამ ორს ერთმანეთისგან გამოყოფს, თუმცა ეს კედელი დაბალია. უდავოა, რომ ეს ადამიანებისთვის სარგებლიანია, რადგან, თუ ეს ადგილი მეჩეთის ნაწილად ჩაითვლებოდა, მაშინ ქალი, რომელსაც მენსტრუაცია დაეწყებოდა ქააბის გარშემო შემოვლასა და საფასა და მარვას შორის სარბენს შორის, ვერ შეძლებდა სარბენის შესრულებას.
ვიძლევი შემდეგ ფეთვას: თუ ქალს მენსტრუაცია დაეწყო ქააბის გარშემო შემოვლის შემდეგ, მაგრამ საფასა და მარვას შორის გარბენის დაწყებამდე, მას შეუძლია შეასრულოს გარბენა, რადგან გარბენის ადგილი მეჩეთის ნაწილად არ ითვლება.
რაც შეეხება მეჩეთის მისასალმებელ ლოცვაა: ადამიანი თუ შეასრულებს საფა-მარვას შორის მიმოსვლას ქააბას შემოვლას შემდეგ, შემდეგ კი დაბრუნდება უკან მეჩეთში, მან უნდა ილოცოს მისასალმებელი ლოცვა, თუ დატოვებს და არ ილოცავს - ესეც შესაძლებელია. უმჯობესია გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და ილოცოს ორი მუხლი ლოცვა. რამეთუ იმ ძვირფას ადგილას ლოცვა ძალიან ძვირფასია.
მე შევასრულე ჰაჯობა და დამეწყო მენსტრუაცია, თუმცა შემრცხვა ამის ვინმესთვის თქმა და შევედი ალ-ჰარამში, ვილოცე, შევასრულე ქააბის გარშემო შემოვლა და გარბენა საფასა და მარვას შორის. ახლა რა უნდა გავაკეთო, თუ გავითვალისწინებთ, რომ მენსტრუაცია დამეწყო მშობიარობის შემდგომი გამონადენის შემდეგ?
არ არის ნებადართული ქალმა ილოცოს, როცა აქვს მას მენსტრუაცია ან მშობიარობის შემდგომი სისხლდენა, სულერთია ეს იქნება მექქაში, საკუთარ სახლში, თუ სადმე სხვა ადგილას. შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვებზე დაყრდნობით: «განა ქალი არ ტოვებს ლოცვასა და მარხვას, როცა მას მენსტრუაცია აქვს?» მუსლიმები ერთსულოვნად თანხმდებიან იმაზე, რომ ქალს როცა მოუვა მენსტრუაცია არ არის მისთვის ნებადართული მარხვა და ლოცვა.
აქედან გამომდინარე ეს ქალი, რომელმაც ეს ყველაფერი ჩაიდინა, მან უნდა სთხოვოს პატიება ალლაჰს და მოინანიოს მის წინაშე რაც მან ჩაიდინა.
ქააბას ირგვლივ შემოვლა მენსტრუაციის დროს მიუღებელია, ხოლო საფა-მერვას გორაკებს შორის მიმოსვლა მიღებულია, რადგან უფრო სწორი სიტყვა არის ის, რომ ჰაჯობის დროს საფა-მარვას გორაკებს შორის მიმოსვლა შეიძლება შესრულდეს ქააბას ირგვლივ შემოვლაზე წინ. აქედან გამომდინარე, ის ვალდებულია შეასრულოს ქააბას ირგვლივ შემოვლა, რადგან ქააბას შემოვლა ჰაჯობის პირობებიდან ერთერთი პირობაა და იჰრამიდან სრული გამოსვლა მისი შესრულების გარეშე ვერ მოხერხდება.
ამაზე დაყრდნობით ამ ქალბატონს ეკრძალება ქმართან ურთიერთობა, თუ დაქორწინებილია მანამ, სანამ ქააბას ირგვლივ შემოვლას არ შეასრულებს, არც საქორწინო აქტის შესრულება შეიძლება, თუ გასათხოვარია მანამ, სანამ ქაბას ირგვლივ შემოვლას არ შეასრულებს, უზენაესმა ალლაჰმა უკეთ უწყის.
ქალს თუ მოუვა მენსტრუაცია არაფა დღეს (ზუ-ლ-ჰიჯჯას თვის მეცხრე დღე, ჰაჯები ამ დღეს ჩერდებიან არაფას მთაზე) რას ურჩევთ მას?
ქალს თუ მოუვა მენსტრუაცია არაფა დღეს მან უნდა გააგრძელოს ჰაჯობა, გააკეთოს ის, რასაც სხვა ქალები აკეთებენ და არ უნდა შეასრულოს შემოვლა ქააბას ირგვლივ მანამ, სანამ არ გასუფთავდება.
თუ ქალს მენსტრუაცია დაეწყო დიდი სვეტისკენ (ჯამრატ ალ-‘აქაბა) ქვის სროლის შემდეგ და ქააბის გარშემო მთავარი შემოვლის (ტავაფ ალ-იფადა) დაწყებამდე, და ის და მისი ქმარი დამოკიდებულნი არიან თავიანთ ჯგუფზე, რა უნდა გააკეთოს, თუ გამგზავრების შემდეგ დაბრუნებას ვეღარ შეძლებს?
მას თუ არ შეუძლია დაბრუნება, მაშინ უნდა დაიცვას თავი (საჭირო საფენებით) და შემდეგ შეასრულოს ქააბას ირგვლივ გამოსამშვიდობებელი შემოვლა, როგორც იძულებით მდგომარეობაში, და მას არაფერი ევალდებულება სხვა, შეასრულებს დანარჩენი ჰაჯობის რიტუალებს.
თუ ქალს მშობიარობის შემდგომი გამონადენი შეუწყდა ორმოცი დღის დასრულებამდე, მიღებულია თუ არა მისი ჰაჯობა? და თუ მას არ დაუნახავს ნიშნები, რომ გამონადენი სრულად შეწყდა, რა უნდა გააკეთოს, თუ ჰაჯობის შესრულებას აპირებს?
თუ ქალს გამონადენი შეუწყდა ორმოცი დღის დასრულებამდე, მას ევალება სრულად განიბანოს და ილოცოს, და საერთოდ, გააკეთოს ყველაფერი, რასაც სუფთა მდგომარეობაში მყოფი ქალები აკეთებენ, მათ შორის ქააბის გარშემო შემოვლაც, რადგან მშობიარობის შემდგომ გამონადენს მინიმალური ვადა არ გააჩნია.
მაგრამ მან თუ სისუფთავე ვერ შემჩნია ასევე მისი ჰაჯობაც სწორია, მაგრამ ქააბას შემოვლა არ უნდა შეასრულოს სანამ არ გასუფთვავდება.
*
Related books
All books
ჯანაზის დადგენილებები26 languagesჯანაზის დადგენილებები
წიგნი ''ჯანაზის დადგენილებები'' განმარტებულია მკვდართან მოქცევის ეთიკა და დადგენილებები ისლამური შარიათის შესაბამისად, მოყვანილია ჯანაზაზე დასწრების მადლი, მისი ლოცვის ფორმა, მისი სხვადასხვა მდგომარეობები და ასევე ნათელი განმარტებები და მნიშვნელოვანი მითითებები როგორიცაა: მიცვალებულის სწრაფი მომზადება, მოთქმისგან თავის შეკავება, ალლაჰის ბედისწერის მიმართ კმაყოფილება და მოთმინების გამოჩენის მნიშვნელობა, ეს წიგნი ახსენებს რომ სიკვდილი არის ჭეშმარიტება ყველა ადამიანისათვის, მოუწოდება ალლაჰის მიმართ კარგი ზრახვების შენარჩუნებისაკენ და სიმტკიცისაკენ, ასევე გარდაცვლილის მიმართ ვედრება მისი…
განწმენდასთან, ლოცვასთან და დაკრძალვასთან დაკავშირებული ფიქჰის დადგენილებები16 languagesგანწმენდასთან, ლოცვასთან და დაკრძალვასთან დაკავშირებული ფიქჰის დადგენილებები
წიგნი "ფიყჰის წესები განწმენდაში, ლოცვაში და დაკრძალვაში", რომელიც შედგენილია დიდი სწავლულის შეიხ მუჰამმად იბნ სალიჰ ალ-უსაიმინის (ალლაჰმა შეიწყალოს ის) მიერ, მკაფიოდ განმარტავს განწმენდის, ლოცვისა და დაკრძალვის მოქმედებებს. ის ეფუძნება ყურანსა და სუნნას, და მიზნად ისახავს მორწმუნეს ასწავლოს, თუ როგორ უნდა აღასრულოს თაყვანისცემა სწორი ხედვითა და დარწმუნებით, როგორც ასრულებდა მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას). წიგნი აერთიანებს შემსუბუქებას და მკაცრ დაცვას (გაჯერებულია ცოდნით და მტკიცე მანჰაჯით) და მოუწოდებს გულწრფელობასა და მიყოლას, რათა დამოწმდეს მორჩილება და მოპოვებული იყოს ალლაჰთან…
المختصر المفيد للمؤذن والإمام والخطيب وأحكام المساجد47 languagesوأحكامالمختصر المفيد للمؤذن والإمام والخطيب وأحكام المساجد
كتاب "المختصر المفيد للمؤذن والإمام والخطيب وأحكام المساجد" يتناول مسؤوليات المؤذن والإمام والخطيب وأحكام الأذان والإقامة وصلاة الجمعة وأحكام المساجد. يوضح الكتاب تعريف الأذان والإقامة وحكمهما وفضلهما، كما يبين الصفات المطلوبة في المؤذن والشروط اللازمة لصحة الأذان والإقامة. بالإضافة إلى ذلك يستعرض الكتاب أحكام الإمامة، ومشروعيتها وفضلها، وشروط وصفات الإمام، مع التركيز على أهمية العلم والخلق في من يتولى هذه الوظيفة الشرعية.
ყურბნის შეწირვისა და დაკვლის წესები26 languagesყურბნის შეწირვისა და დაკვლის წესები
შესაწირი, ყურბანისა და დაკვლის წესები — მოკლე გზავნილი, რომელიც მოიცავს იმ მთავარ საკითხებს, რაც მუსლიმს სჭირდება შესაწირის, ყურბნისა და დაკვლის დადგენილებებში, რათა მორწმუნე იყოს ცოდნითა და სწორი ხედვით აღჭურვილი თავისი რელიგიური საქმეების შესრულებაში.