Skip to content

ჭეშმარიტად, ყოველი თქვენგანი იქმნება დედის მუცელში ორმოცი დღის განმავლობაში

გადმოცემულია აბუუ აბდურრაჰმაან აბდულლაჰ იბნ მას'უდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა:

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მართალმა და სიმართლით დამოწმებულმა გვიამბო:«ჭეშმარიტად, ყოველი თქვენგანი იქმნება დედის მუცელში ორმოცი დღის განმავლობაში (წვეთად), შემდეგ იქცევა შედედებულ სისხლად იგივე დროით, შემდეგ იქცევა ხორცის ნაჭრად იგივე დროით. შემდეგ იგზავნება ანგელოზი მასთან და შეუბერავს მას სულს, და ებრძანება ჩაწეროს ოთხი რამ: მისი საზრდო, მისი დრო (ცხოვრების ხანგრძლივობა), მისი საქმეები და იქნება უბედური თუ ბედნიერი. ვფიცავ იმას, რომლის გარდა სხვა ღვთაება არ არსებობს, ნებისმიერი თქვენგანი შეიძლება აკეთებდეს სამოთხის ხალხის საქმეებს, იმდენად, რომ მისსა და სამოთხეს შორის დარჩეს მხოლოდ ერთი მანძილი (ხელის იდაყვის სიგრძე), მაგრამ წინ წაუსწრებს მას წიგნი (ბედისწერა, წინასწარ განსაზღვრული), და ის გააკეთებს ჯოჯოხეთის ხალხის საქმეებს და შევა მასში. და ნებისმიერი თქვენგანი შეიძლება აკეთებდეს ჯოჯოხეთის ხალხის საქმეებს, იმდენად, რომ მისსა და ჯოჯოხეთს შორის დარჩეს მხოლოდ ერთი მანძილი (ხელის იდაყვის სიგრძე), მაგრამ წინ წაუსწრებს მას წიგნი (ბედისწერა, წინასწარ განსაზღვრული), და ის გააკეთებს სამოთხის ხალხის საქმეებს და შევა მასში».

حَدَّثَنَا رَسُولُ اللَّهِ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ وَهُوَ الصَّادِقُ المَصْدُوقُ: «إِنَّ أَحَدَكُمْ يُجْمَعُ خَلْقُهُ فِي بَطْنِ أُمِّهِ أَرْبَعِينَ يَوْمًا، ثُمَّ يَكُونُ عَلَقَةً مِثْلَ ذَلِكَ، ثُمَّ يَكُونُ مُضْغَةً مِثْلَ ذَلِكَ، ثُمَّ يُرْسَلُ إلَيْهِ المَلَكُ فَيَنْفُخُ فِيهِ الرُّوحَ، وَيُؤْمَرُ بِأَرْبَعِ كَلِمَاتٍ: بِكَتْبِ رِزْقِهِ، وَأَجَلِهِ، وَعَمَلِهِ، وَشَقِيٍّ أَوْ سَعِيدٍ؛ فَوَالَّذِي لَا إلَهَ غَيْرُهُ إنَّ أَحَدَكُمْ لَيَعْمَلُ بِعَمَلِ أَهْلِ الجَنَّةِ حَتَّى مَا يَكُونُ بَيْنَهُ وَبَيْنَهَا إلَّا ذِرَاعٌ فَيَسْبِقُ عَلَيْهِ الكِتَابُ فَيَعْمَلُ بِعَمَلِ أَهْلِ النَّارِ فَيَدْخُلُهَا، وَإِنَّ أَحَدَكُمْ لَيَعْمَلُ بِعَمَلِ أَهْلِ النَّارِ حَتَّى مَا يَكُونُ بَيْنَهُ وَبَيْنَهَا إلَّا ذِرَاعٌ، فَيَسْبِقُ عَلَيْهِ الكِتَابُ فَيَعْمَلُ بِعَمَلِ أَهْلِ الجَنَّةِ فَيَدْخُلُهَا».

გადმოსცა ალ-ბუხარიმ და მუსლიმმა.
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

იბნ მას'უდმა თქვა: "ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვიამბო, და ის არის სანდო თავის ნათქვამში და მყარი სიმართლეში, რადგან უზენაესი ალლაჰისგან არის დამოწმებული მისი ეს თვისება", მან თქვა: თითოეული თქვენგანის შექმნა ხდება შემდეგნაირად: როცა მამაკაცი შედის სიახლოვეში თავის მეუღლესთან, მისი გაფანტული თესლი ქალის საშვილოსნოში გროვდება ორმოცი დღის განმავლობაში თხევადი წვეთის (სასქესო სითხის) სახით, შემდეგ იქცევა შედედებულ სისხლად, რაც არის სქელი, გამაგრებული სისხლი, და ეს ხდება მეორე ორმოცი დღის განმავლობაში, შემდეგ იქცევა ხორცის ნაჭრად, რაც არის დასაღეჭი ზომის ხორცის ნაჭერი, და ეს ხდება მესამე ორმოცი დღის განმავლობაში. შემდეგ ალლაჰი უგზავნის მას ანგელოზს, რომელიც შეუბერავს მას სულს მესამე ორმოცი დღის დასრულების შემდეგ, და ანგელოზს ებრძანება ჩაწეროს ოთხი რამ, და ესენია: მისი საზრდო, რაც არის იმ სიკეთეების რაოდენობა, რასაც ის მიიღებს თავისი სიცოცხლის განმავლობაში, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა, რაც არის ამქვეყნად მისი დარჩენის ვადა, და მისი საქმეები, თუ რა არის ის? და იქნება უბედური თუ ბედნიერი. შემდეგ წინასწარმეტყველმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაიფიცა, რომ ნებისმიერი თქვენგანი შეიძლება აკეთებდეს სამოთხის ხალხის საქმეებს და მისი საქმე იყოს კეთილი, ანუ იმით, რაც ხალხისთვის ჩანს, და ასე რჩება, იმდენად, რომ მისსა და სამოთხეს შორის დარჩეს მხოლოდ ერთი მანძილი (ხელის იდაყვის სიგრძე), ანუ: მისსა და მასში მიღწევას შორის რჩება მხოლოდ იმდენი, რამდენიც რჩება მასსა და მიწის რომელიმე ადგილს შორის – ერთი იდაყვის მანძილი, მაგრამ წინ წაუსწრებს მას წიგნი (ბედისწერა, წინასწარ განსაზღვრული) და ის, რაც მასზე იყო დადგენილი, და ამ დროს ის გააკეთებს ჯოჯოხეთის ხალხის საქმეებს, რითაც დაესვება მას ბეჭედი (დასრულდება მისი ცხოვრება) და შევა ჯოჯოხეთში; რადგან მისი საქმის მიღების პირობაა, რომ მყარად იდგეს მასზე და არ შეცვალოს. და სხვა ადამიანთაგან შეიძლება აკეთებდეს ჯოჯოხეთის ხალხის საქმეებს, სანამ არ მიუახლოვდება მასში შესვლას, თითქოსდა მისსა და ჯოჯოხეთს შორის მიწის ერთი იდაყვის მანძილია, მაგრამ წინ წაუსწრებს მას წიგნი (ბედისწერა, წინასწარ განსაზღვრული) და ის, რაც მასზე იყო დადგენილი, და ის გააკეთებს სამოთხის ხალხის საქმეებს, რითაც დაესვება მას ბეჭედი და შევა სამოთხეში."

ჰადისის სარგებლობიდან

ადამიანის შექმნის ეტაპების განმარტება.

განგებისა და ბედისწერის რწმნენა.

ცუდი აღსასრულის შიში და მოწოდება ალლაჰის მიმართ ვედრებისკენ, რათა სთხოვოთ სიმტკიცე სიცოცხლის ბოლომდე.

გაფრთხილება საქმეების გარეგნული ფორმებით მოტყუებისგან; რადგან საქმეები ფასდება მათი დასრულების მიხედვით.

ეს ჰადისი ეხება მას, ვინც არ მოქმედებს გულწრფელობითა და რწმენით, არამედ აკეთებს სამოთხის ბინადართა საქმეს მხოლოდ ისე, როგორც ხალხს ეჩვენება. რაც შეეხება მას, ვინც სინამდვილეში აკეთებს სამოთხის ბინადართა საქმეს, გულწრფელობითა და რწმენით, უზენაესი ალლაჰი იმაზე სამართლიანი, დიდსულოვანი და მოწყალეა, რომ სიცოცხლის ბოლოს მიატოვოს იგი. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: {ალლაჰი განამტკიცებს მორწმუნეებს მტკიცე სიტყვით [წმინდა სიტყვით: "არ არსებობს ღმერთი [თაყვანისცემის ღირსი] ალლაჰის გარდა და მუჰამმადი ალლაჰის შუამავალია"] ამქვეყნად და საიქიოში [სიკვდილისას და საფლავში ანგელოზების მიერ კითხვების დასმისას] . და ალლაჰი გზას აუბნევს უსამართლოებს, და ალლაჰი აკეთებს იმას, რაც ნებავს.}

წყაროები

საჰიჰ ალ-ბუხარი (9/ 135) (7454).

(4/ 111) (3208).

საჰიჰ მუსლიმ (4/ 2036) (2643).

მეტი... (2)

عمدة القاري شرح صحيح البخاري (15/ 130).

شرح الأربعين النووية للعثيمين (ص: 84).