Skip to content

თუ ქალი ორი თვის შემდეგ, მშობიარობის შემდგომი გამონადენის შეწყვეტის შემდეგ, ხედავს მცირე გამონადენს — სისხლის მცირე წვეთებს, უნდა შეწყვიტოს მარხვა და ლოცვა? ან როგორ უნდა მოიქცეს?

السؤال

შეკითხვა 1:

თუ ქალი ორი თვის შემდეგ, მშობიარობის შემდგომი გამონადენის შეწყვეტის შემდეგ, ხედავს მცირე გამონადენს — სისხლის მცირე წვეთებს, უნდა შეწყვიტოს მარხვა და ლოცვა? ან როგორ უნდა მოიქცეს?

س24: امرأةٌ بعد شهرين من النّفاس، وبعد أن طهرت بدأت تجد بعض النّقاط الصغيرة من الدم، فهل تفطر، ولا تصلّي؟ أو ماذا تفعل؟

الجواب

პასუხი:

ქალების პრობლემები მენსტრუაციის და და მშობიარობის შემდგომ პერიოდში არის ზღვა, რომელსაც არ აქვს სანაპირო, ამის გამომწვევი მიზეზებიდან ერთერთი არის იმ წამლების გამოყენება, რომელიც ხელს უშლის ჩასახვას ან ხელს უშლის მენსტრუაციას. ადრე საზოგადოებისთვის მსგავსი პრობლემები ნაკლებად იყო ცნობილი.

რა თქმა უნდა, მსგავსი პრობლემები არსებობდა ალლაჰის მოციქულის (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) დროს და არსებობს მას შემდეგ, რაც ქალები არსებობენ; თუმცა, დღეს მათმა სიმრავლემ, რაც ხშირად დაბნეულობას იწვევს, ნამდვილად სამწუხარო სახე მიიღო.

თუმცა, ზოგადი წესი ასეთია: თუ ქალს გამონადენი შეუწყდა და მას დარწმუნებით სჯერა, რომ მენსტრუაცია ან მშობიარობის შემდგომი გამონადენი მართლაც დასრულდა (მენსტრუაციის დასრულებად ითვლება თეთრი გამონადენის გამოჩენა, რომელიც ქალებისთვის კარგადაა ცნობილი და განასხვავებს სუფთა პერიოდებს მენსტრუაციას შორის), მაშინ ამ შემდგომი ბაცი, მოყვითალო გამონადენი, სისხლის წვეთები ან სითხე მენსტრუაციად არ ითვლება და არ წარმოადგენს დაბრკოლებას ლოცვის შესრულებისთვის, მარხვის დაცვისთვის და ცოლქმრული სიახლოვისთვის — რადგან ეს მენსტრუაცია არ არის.

უმმ 'ატიამ თქვა: «ჩვენ არ ვაქცევდით ყურადღებას მოყვითალო და მოყავისფრო გამონადენს», გადმოგვცემს ალ-ბუხარი. აბუ დაუდის გადმოცემაში დამატებულია: სისუფთავის შემდეგ(მენსტრუაციის და მშობიარობის შემდგომი პერიოდის დასრულების შემდეგ). ეს გადმოცემა სანდოა.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, ჩვენ ვასკვნით შემდეგს: ყველა ეს გამონადენი, რომელიც ჩნდება მას შემდეგ, რაც ქალი დარწმუნებულია მენსტრუაციის ან მშობიარობის შემდგომი გამონადენის დასრულებაში, არ წარმოადგენს დაბრკოლებას ლოცვისთვის, მარხვისთვის და ცოლქმრული სიახლოვისთვის. თუმცა, მან არ უნდა იჩქაროს; საჭიროა დარწმუნდეს, რომ მენსტრუაცია ან მშობიარობის შემდგომი გამონადენი ნამდვილად დასრულდა.

რადგან ზოგიერთი ქალი, როგორც კი სისხლი შეშრება მაშინვე იბანს, სანამ სისუფთავეში დარწმუნდებოდა.

ამის გამო საჰაბების ცოლები მორწმუნეთა დედას აიშას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) უგზავნიდნენ საფენს, ანუ: ბამბას რომელზეც იყო სისხლი, და აიშა მათ ურჩევდა, რომ არ ეჩქარათ, სანამ თეთრ სითხეს არ დაინახავდნენ.

ﺟ24: مشاكل النّساء في الحيض والنّفاس بحرٌ لا ساحل له، ومن أسبابه: استعمال هذه الحبوب المانعة للحمل والمانعة للحيض، وما كان الناس يعرفون مثل هذه الإشكالات الكثيرة،

صحيحٌ أن الإشكال ما زال موجودًا من بعثة الرسول ﷺ، بل منذ وجد النّساء، ولكن كثرته على هذا الوجه الذي يقف الإنسان حيران في حلّ مشاكله أمرٌ يؤسف له.

ولكن القاعدة العامة: أن المرأة إذا طهرت، ورأت الطّهر المتيقن في الحيض وفي النّفاس -وأعني بالطّهر في الحيض: خروج القصة البيضاء، وهو ماءٌ أبيض تعرفه النّساء- فما بعد الطّهر من كدرةٍ، أو صفرةٍ، أو نقطةٍ، أو رطوبةٍ، فهذا كلّه ليس بحيضٍ، فلا يمنع من الصلاة، ولا يمنع من الصّيام، ولا يمنع من جماع الرجل لزوجته؛ لأنه ليس بحيضٍ، قالت أمّ عطية:

«كُنَّا لَا نَعُدُّ الصُّفْرَةَ وَالْكُدْرَةَ شَيْئًا»

أخرجه البخاريّ[1]، وزاد أبو داود [2]:

«بَعْدَ الطُّهْرِ»

وسنده صحيحٌ.

[6] كتاب الحيض، باب الصفرة والكدرة في غير أيام الحيض (326).

[7] كتب الطهارة، باب في المرأة ترى الصفرة والكدرة بعد الطهر (307).

وعلى هذا نقول: كلّ ما حدث بعد الطّهر المتيقن من هذه الأشياء فإنها لا تضرّ المرأة، ولا تمنعها من صلاتها وصيامها ومباشرة زوجها إياها، ولكن يجب ألّا تتعجل حتى ترى الطّهر؛

لأن بعض النّساء إذا جف الدم عنها بادرت، واغتسلت قبل أن ترى الطّهر،

ولهذا كان نساء الصحابة يبعثن إلى أمّ المؤمنين عائشة رضي الله عنها بالكرسف، يعني: القطن فيه الدم، فتقول لهن:

«لَا تَعْجَلْنَ حَتَّى تَرَيْنَ القَصَّةَ البَيْضَاءَ»[3].

[8] أخرجه البخاري معلقًا، كتاب الحيض، باب إقبال الحيض وإدباره.