Skip to content

საფასა და მარვას შორის არსებული სავალი მეჩეთს ეკუთვნის? მენსტრუაციის მქონე ქალს შეუძლია იქ შესვლა? სავალდებულოა ვინც შევა მესჯიდ ჰარამში ამ ტერიტორიიდან ილოცოს მეჩეთის მისასალმებელი ლოცვა?

السؤال

შეკითხვა 1:

საფასა და მარვას შორის არსებული სავალი მეჩეთს ეკუთვნის? მენსტრუაციის მქონე ქალს შეუძლია იქ შესვლა? სავალდებულოა ვინც შევა მესჯიდ ჰარამში ამ ტერიტორიიდან ილოცოს მეჩეთის მისასალმებელი ლოცვა?

س56: هل المسعى من الحرم؟ وهل تقربه الحائض؟ وهل يجب على من دخل الحرم من المسعى أن يصلّي تحية المسجد؟

الجواب

პასუხი:

როგორც ჩანს, სარბენი საფასა და მარვას შორის არ მიეკუთვნება მეჩეთს, ამიტომ მათ შორის კედელი აშენდა, რომელიც ამ ორს ერთმანეთისგან გამოყოფს, თუმცა ეს კედელი დაბალია. უდავოა, რომ ეს ადამიანებისთვის სარგებლიანია, რადგან, თუ ეს ადგილი მეჩეთის ნაწილად ჩაითვლებოდა, მაშინ ქალი, რომელსაც მენსტრუაცია დაეწყებოდა ქააბის გარშემო შემოვლასა და საფასა და მარვას შორის სარბენს შორის, ვერ შეძლებდა სარბენის შესრულებას.

ვიძლევი შემდეგ ფეთვას: თუ ქალს მენსტრუაცია დაეწყო ქააბის გარშემო შემოვლის შემდეგ, მაგრამ საფასა და მარვას შორის გარბენის დაწყებამდე, მას შეუძლია შეასრულოს გარბენა, რადგან გარბენის ადგილი მეჩეთის ნაწილად არ ითვლება.

რაც შეეხება მეჩეთის მისასალმებელ ლოცვაა: ადამიანი თუ შეასრულებს საფა-მარვას შორის მიმოსვლას ქააბას შემოვლას შემდეგ, შემდეგ კი დაბრუნდება უკან მეჩეთში, მან უნდა ილოცოს მისასალმებელი ლოცვა, თუ დატოვებს და არ ილოცავს - ესეც შესაძლებელია.

უმჯობესია გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და ილოცოს ორი მუხლი ლოცვა. რამეთუ იმ ძვირფას ადგილას ლოცვა ძალიან ძვირფასია.

ﺟ56: الّذي يظهر أن المسعى ليس من المسجد، ولذلك جعلوا جدارًا فاصلًا بينهما، لكنه جدارٌ قصيرٌ، ولا شك أن هذا خيرٌ للناس؛ لأنه لو أدخل في المسجد وجعل منه، لكانت المرأة إذا حاضت بين الطواف والسعي امتنع عليها أن تسعى.

والّذي أفتي به: أنها إذا حاضت بعد الطواف وقبل السعي فإنها تسعى؛ لأن المسعى لا يعتبر من المسجد.

وأما تحية المسجد فقد يقال: إن الإنسان إذا سعى بعد الطواف، ثم عاد إلى المسجد، فإنه يصلّيها، ولو ترك تحية المسجد فلا شيء عليه،

والأفضل أن ينتهز الفرصة، ويصلّي ركعتين؛ لـما في الصلاة في هذا المكان من الفضل.