Skip to content

მე შევასრულე ჰაჯობა და დამეწყო მენსტრუაცია, თუმცა შემრცხვა ამის ვინმესთვის თქმა და შევედი ალ-ჰარამში, ვილოცე, შევასრულე ქააბის გარშემო შემოვლა და გარბენა საფასა და მარვას შორის. ახლა რა უნდა გავაკეთო, თუ გავითვალისწინებთ, რომ მენსტრუაცია დამეწყო მშობიარობის შემდგომი გამონადენის შემდეგ?

السؤال

შეკითხვა 1:

მე შევასრულე ჰაჯობა და დამეწყო მენსტრუაცია, თუმცა შემრცხვა ამის ვინმესთვის თქმა და შევედი ალ-ჰარამში, ვილოცე, შევასრულე ქააბის გარშემო შემოვლა და გარბენა საფასა და მარვას შორის. ახლა რა უნდა გავაკეთო, თუ გავითვალისწინებთ, რომ მენსტრუაცია დამეწყო მშობიარობის შემდგომი გამონადენის შემდეგ?

س57: حججت، وجاءتني الدورة الشهرية، فاستحييت أن أخبر أحدًا، ودخلت الحرم، فصليت، وطفت، وسعيت، فماذا علي، علمًا بأنها جاءت بعد النّفاس؟

الجواب

პასუხი:

არ არის ნებადართული ქალმა ილოცოს, როცა აქვს მას მენსტრუაცია ან მშობიარობის შემდგომი სისხლდენა, სულერთია ეს იქნება მექქაში, საკუთარ სახლში, თუ სადმე სხვა ადგილას.

შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვებზე დაყრდნობით: «განა ქალი არ ტოვებს ლოცვასა და მარხვას, როცა მას მენსტრუაცია აქვს?»

მუსლიმები ერთსულოვნად თანხმდებიან იმაზე, რომ ქალს როცა მოუვა მენსტრუაცია არ არის მისთვის ნებადართული მარხვა და ლოცვა.

აქედან გამომდინარე ეს ქალი, რომელმაც ეს ყველაფერი ჩაიდინა, მან უნდა სთხოვოს პატიება ალლაჰს და მოინანიოს მის წინაშე რაც მან ჩაიდინა.

ქააბას ირგვლივ შემოვლა მენსტრუაციის დროს მიუღებელია, ხოლო საფა-მერვას გორაკებს შორის მიმოსვლა მიღებულია, რადგან უფრო სწორი სიტყვა არის ის, რომ ჰაჯობის დროს საფა-მარვას გორაკებს შორის მიმოსვლა შეიძლება შესრულდეს ქააბას ირგვლივ შემოვლაზე წინ. აქედან გამომდინარე, ის ვალდებულია შეასრულოს ქააბას ირგვლივ შემოვლა, რადგან ქააბას შემოვლა ჰაჯობის პირობებიდან ერთერთი პირობაა და იჰრამიდან სრული გამოსვლა მისი შესრულების გარეშე ვერ მოხერხდება.

ამაზე დაყრდნობით ამ ქალბატონს ეკრძალება ქმართან ურთიერთობა, თუ დაქორწინებილია მანამ, სანამ ქააბას ირგვლივ შემოვლას არ შეასრულებს, არც საქორწინო აქტის შესრულება შეიძლება, თუ გასათხოვარია მანამ, სანამ ქაბას ირგვლივ შემოვლას არ შეასრულებს, უზენაესმა ალლაჰმა უკეთ უწყის.

ﺟ57: لا يحلّ للمرأة إذا كانت حائضًا أو نفساء أن تصلّي، سواء في مكة أو في بلدها أو في أيّ مكانٍ؛ لقول النبيّ ﷺ في المرأة:

«أَلَيْسَ إِذَا حَاضَتْ لَمْ تُصَلِّ، وَلَمْ تَصُمْ؟» [1]،

وقد أجمع المسلمون على أنه لا يحلّ لحائضٍ أن تصوم، ولا يحلّ لها أن تصلّي.

[28] تقدم تخريجه.

وعلى هذه المرأة التي فعلت ذلك، عليها أن تتوب إلى الله، وأن تستغفر ممّا وقع منها.

وأما طوافها حال الحيض فهو غير صحيحٍ، وأما سعيها فصحيحٌ؛ لأن القول الراجح جواز تقديم السعي على الطواف في الحجّ، وعلى هذا فيجب عليها أن تعيد الطواف؛ لأن طواف الإفاضة ركنٌ من أركان الحجّ، ولا يتمّ التحلّل الثاني إلا به.

وبناءً عليه فإن هذه المرأة لا يباشرها زوجها -إن كانت متزوّجةً- حتى تطوف، ولا يعقد عليها النّكاح -إن كانت غير متزوّجةٍ- حتى تطوف، والله تعالى أعلم.