მოვედი მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რათა ისლამი მივიღო, და მან მიბრძანა, რომ განბანვა გამეკეთებინა წყლით და სიდრის ფოთლებით
ყაის ბინ 'აასიმ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა:
"მოვედი მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რათა ისლამი მივიღო, და მან მიბრძანა, რომ განბანვა გამეკეთებინა წყლით და სიდრის ფოთლებით".
أتيتُ النبيَّ صلى الله عليه وسلم أُريدُ الإسلامَ، فأَمَرَني أن أغتَسِلَ بماءٍ وسِدرٍ.
ყაის ბინ 'აასიმი მოვიდა მოციქულან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რათა ისლამი მიეღო. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას ) უბრძანა, რომ განბანვა გაეკეთებინა წყლით და სიდრის ხის ფოთლებით, რადგან მისი ფოთლები გამოიყენება სისუფთავისთვის და აქვს სასიამოვნო სურნელი.
დაშვებულია და მისაღებია ურწმუნოს სრული განბანვა, როდესაც ის ისლამში შედის.
ისლამის ღირსება იმაში მდგომარეობს, რომ ის ერთდროულად ზრუნავს როგორც სხეულზე, ასევე სულზე.
წყლის შერევა რაიმე სუფთა ნივთიერებასთან არ აკარგვინებს მას სისუფთავეს.
სიდრის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნას თანამედროვე საწმენდი საშუალებები, როგორიცაა საპონი და სხვა მსგავსი ნივთები.
სუნან აბი დაუდ (1/ 266) (355).
სუნან ალ-თირმიზი (1/ 595) (605).
სუნან ალ-ნასაიი (1/ 109) (188).
მეტი... (3)
معالم السنن (1/111).
ذخيرة العقبى (4/131).
شرح سنن أبي داود للعباد (54/ 10).