Skip to content

«დაე, იყოს შენი ენა მუდამ სველი ალლაჰის ხსენებით

აბდულლაჰ იბნ ბუსრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს: მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოვიდა კაცი და თქვა: ო, ალლაჰის მოციქულო! ნამდვილად, ისლამის წესები ჩვენთვის მრავლად გახდა. მიგვითითე კარგზე (საქმეზე), რასაც ჩავეჭიდებით, რომელიც ყველაფერს მოიცავს? მან თქვა:

«დაე, იყოს შენი ენა მუდამ სველი ალლაჰის ხსენებით». ხოლო სხვა გადმოცემაში: მუ‘აზ იბნ ჯაბალის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით: ბოლო, რითაც მე განვშორდი ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), იყო ის, რომ ვკითხე: რომელი საქმეებია ყველაზე სიკეთიანი და ყველაზე ახლოს ალლაჰთან? მან თქვა: «ის, რომ შენ მოკვდე და შენი ენა სველი იყოს დიდებული და ყოვლისშემძლე ალლაჰის ხსენებით».

«لاَ يَزَالُ لِسَانُكَ رَطْبًا مِنْ ذِكْرِ اللَّهِ». وفي رواية: مِنْ حَدِيثِ مُعَاذِ بْنِ جَبَلٍ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ: آخِرُ مَا فَارَقْتُ عَلَيْهِ رَسُولَ اللَّهِ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ أَنْ قُلْتُ: أَيُّ الأَعْمَالِ خَيْرٌ وَأَقْرَبُ إِلَى اللَّهِ؟ قَالَ: «أَنْ تَمُوتَ وَلِسَانُكَ رَطْبٌ مِنْ ذِكْرِ اللَّهِ عَزَّ وَجَلَّ».

გადმოსცა აჰმადმა, ათ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და იბნ ჰიბბაანმა.
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

ერთმა ადამიანმა ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), შესჩივლა, რომ დამატებითი თაყვანისცემის ფორმები მისთვის ძალიან მრავალრიცხოვანი და მძიმე შესასრულებელი გახდა მისი სისუსტის გამო. მან სთხოვა მოციქულს, ეჩვენებინა ისეთი მარტივი საქმე, რომელიც დიდ ჯილდოს მოიტანს და რომელსაც ის შეძლებს დაეყრდნოს და მუდმივად შეასრულოს. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ურჩია, რომ მისი ენა მუდმივად სველი და მოძრაობაში ყოფილიყო ალლაჰის უწყვეტი ხსენებით. ეს შეიძლება იყოს ალლაჰის შექება, მადლიერება, მიტევების თხოვნა, ვედრება და სხვა მსგავს ფორმებში ნებისმიერ დროსა და გარემოებაში.

ჰადისის სარგებლობიდან

უზენაესი ალლაჰის უწყვეტი ხსენების ღირსება.

ერთ-ერთი ალლაჰის დიდი წყალობათაგანი არის ის, რომ მან გაამარტივა გზები ჯილდოს მოპოვებისკენ.

ადამიანებს შორის განსხვავება მდგომარეობს იმაში, თუ რამდენად მონაწილეობენ ისინი სხვადასხვა კეთილ საქმეებსა და სიკეთეში.

ალლაჰის ხშირი ხსენება ენის საშუალებით, მათ შორის თასბიჰის („სუბჰანალლაჰ“ - ალლაჰის დიდების გამოხატვა), თაჰმიდის („ალჰამდულილლაჰ“ - ალლაჰის მადლიერების გამოხატვა), თაჰლილის („ლა ილაჰა ილლალლაჰ“ - ალლაჰის ერთობის დადასტურება) და თაქბირის („ალლაჰუ აქბარ“ - ალლაჰის უზენაესობის აღიარება) წარმოთქმა, ასევე გულში გულწრფელი განწყობის თანხლებით, შეიძლება ჩაანაცვლოს მრავალი დამატებითი თაყვანისცემის ფორმა.

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყოველთვის ითვალისწინებდა იმ ადამიანთა საჭიროებებს, რომლებიც კითხვებს უსვამდნენ, და პასუხობდა თითოეულს მისი მდგომარეობისა და შესაძლებლობების შესაბამისად.

წყაროები

სუნან ალ-თირმიზი (5/ 318) (3375).

სუნან იბნ მააჯაჰ (4/ 707) (3793).

მუსნად აჰმად (29/ 226) (17680).

მეტი... (8)

جامع العلوم والحكم في شرح خمسين حديثا من جوامع الكلم.

لابن رجب الحنبلي (2/ 510).

التحفة الربانية في شرح الأربعين حديثًا النووية.

لإسماعيل الأنصاري (ص104).

فتح القوي المتين في شرح الأربعين وتتمة الخمسين.

للنووي وابن رجب (ص154).

الأحاديث الأربعون النووية وعليها الشرح الموجز المفيد.

لعبد الله بن صالح المحسن (ص93).