Skip to content

უეჭველად, ყოველი თქვენგანისთვის, როდესაც ის მოკვდება, დილასა და საღამოს უჩვენებენ მის ადგილს

გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათით ორივეთი კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«უეჭველად, ყოველი თქვენგანისთვის, როდესაც ის მოკვდება, დილასა და საღამოს უჩვენებენ მის ადგილს: თუ ის სამოთხის ბინადართაგანაა, მას უჩვენებენ მის ადგილს სამოთხეში, ხოლო თუ ჯოჯოხეთის ბინადართაგანაა, მას უჩვენებენ მის ადგილს ჯოჯოხეთში. და მას ეუბნებიან: “ეს არის შენი ადგილი, სანამ ალლაჰი არ აღგადგენს აღდგომის დღეს”».

«إِنَّ أَحَدَكُمْ إِذَا مَاتَ عُرِضَ عَلَيْهِ مَقْعَدُهُ بِالْغَدَاةِ وَالعَشِيِّ، إِنْ كَانَ مِنْ أَهْلِ الجَنَّةِ فَمِنْ أَهْلِ الجَنَّةِ، وَإِنْ كَانَ مِنْ أَهْلِ النَّارِ فَمِنْ أَهْلِ النَّارِ، فَيُقَالُ: هَذَا مَقْعَدُكَ حَتَّى يَبْعَثَكَ اللَّهُ يَوْمَ القِيَامَةِ».

შეთანხმებული
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

მოციქული (ალლაჰმა დალოცოს და მშვიდობა მისცეს მას) გვამცნობს. რომ სიკვდილის შემდეგ მონას უჩვენებენ მის სამყოფელს და მისთვის განკუთვნილ ადგილს — ან სამოთხეში, ან ჯოჯოხეთში — დღის დასაწყისში და დღის ბოლოს: თუ ის სამოთხის ბინადართაგანაა, მას უჩვენებენ მის ადგილს სამოთხეში, ხოლო თუ ის ჯოჯოხეთის ბინადართაგანაა, მას უჩვენებენ მის ადგილს ჯოჯოხეთში. და მას ეუბნებიან: ეს არის შენი ადგილი სადაც წარიგზავნები განკითხვის დღეს; ამის მიხედვით ან წყალობაში იქნება მორწმუნე, და სასჯელში იქნება ურწუმო.

ჰადისის სარგებლობიდან

სასაფლაოს სასჯელის და წყალობის მტკიცებულება, რამეთუ ის ჭეშმარიტებაა.

იბნ ჰაჯარმა თქვა: «ღმერთისმოშიში მორწმუნისა და ურწმუნოსთვის მათი ადგილის ჩვენება აშკარაა. რაც შეეხება მორწმუნეს, რომელიც სამართლიან საქმეებს ცოდვებთან აზავებს, შესაძლებელია, რომ მასაც უჩვენებენ მის ადგილს სამოთხეში, სადაც ის საბოლოოდ მოხვდება».

წყაროები

საჰიჰ ალ-ბუხარი (2/ 99-100) (1379).

საჰიჰ მუსლიმ (4/ 2199) (2866).

მეტი... (6)

عمدة القاري شرح صحيح البخاري.

لبدرالدين العيني (8/ 209).

التنوير شرح الجامع الصغير.

لمحمد الصنعاني (2/ 209).

الإفصاح عن معاني الصحاح.

ليحيى بن هبيرة (4/ 131).