თუ ქალს მენსტრუაცია დაეწყო ლოცვის დროის დადგომის შემდეგ, რომელიც უნდა შეესრულებინა, სავალდებულოა თუ არა, რომ მენსტრუაციის დასრულების შემდეგ ეს ლოცვა აღადგინოს? და რა უნდა გააკეთოს ქალმა იმ შემთხვევაში, თუ მენსტრუაცია მას დაუსრულდა შემდეგი ლოცვის დადგომამდე?
السؤال
შეკითხვა 1:
თუ ქალს მენსტრუაცია დაეწყო ლოცვის დროის დადგომის შემდეგ, რომელიც უნდა შეესრულებინა, სავალდებულოა თუ არა, რომ მენსტრუაციის დასრულების შემდეგ ეს ლოცვა აღადგინოს? და რა უნდა გააკეთოს ქალმა იმ შემთხვევაში, თუ მენსტრუაცია მას დაუსრულდა შემდეგი ლოცვის დადგომამდე?
س31: ما الحكم إذا حاضت المرأة بعد دخول وقت الصلاة؟ وهل يجب عليها أن تقضيها إذا طهرت؟ وكذلك إذا طهرت قبل خروج وقت الصلاة؟
الجواب
პასუხი:
პირველი: ქალს თუ მენსტრუაცია მოუვა ლოცვის დროის დადგომის შემდეგ - ანუ: ლოცვის დრო მოვა და მის შემდეგ მოუვა - ის ვალდებულია აანაზღაუროს ის ლოცვა, რომლის დროის დადგომის შემდეგაც დაეწყო მენსტრუაცია, თუ მას ჯერ კიდევ ნალოცი არ ჰქონდა მაშინ, როცა მოუვიდა მენსტრუაცია.
შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვებიდან გამომდინარე:
«ვინც მოასწრო ერთი მუხლის ლოცვის შესრულება, ჭეშმარიტად მან მოასწრო ლოცვის შესრულება».
თუ ქალს ლოცვის დროის დადგომიდან ჰქონდა იმდენი დრო, რამდენიც ერთი რაქათისთვისაა საკმარისი, ხოლო შემდეგ მას მენსტრუაცია დაეწყო მანამ, სანამ ამ ლოცვის შესრულებას მოასწრებდა, მაშინ მენსტრუაციის დასრულების შემდეგ ის ვალდებულია აანაზღაუროს ეს ლოცვა.
თუ მენსტრუაცია ქალს დაუმთავრდა ლოცვის ვადის გასვლამდე, მისთვის სავალდებულოა ამ ლოცვის შესრულება. მაგალითად, თუ მენსტრუაცია მას დაუსრულდა მზის ამოსვლამდე იმდენი ხნით ადრე, რამდენიც ერთი რაქათის შესრულებისთვისაა საკმარისი, მაშინ მისთვის სავალდებულოა დილის ლოცვის (ფაჯრის) აღდგენა.
თუ მენსტრუაცია დაუსრულდა მზის ჩასვლამდე იმდენი ხნით ადრე, რამდენიც ერთი რაქათის შესრულებისთვისაა საკმარისი, მაშინ მისთვის სავალდებულოა შუადღის შემდგომი ლოცვის (ასრის) აღდგენა.
თუ მენსტრუაცია დაუსრულდა ღამის ნახევრის გასვლამდე იმდენი ხნით ადრე, რამდენიც ერთი რაქათის შესრულებისთვისაა საკმარისი, მაშინ მისთვის სავალდებულოა საღამოს ლოცვის (‘იშას) აღდგენა.
თუ მენსტრუაცია დასრულდება ღამის პირველი ნახევარის გასვლის შემდეგ (ღამის მეორე ნახევარში), ის არ არის ვალდებული საღამოს ('იშა) ლოცვა აანაზღაუროს, მას მხოლოდ ევალება როცა მოვა დილის ლოცვის დრო, დილის ლოცვა შეასრულოს.
უზენაესი და ყოვლადუნაკლო ალლაჰი ბრძანებს: { ხოლო როცა გულმშვიდად იქნებით, დადექით ლოცვად. ჭეშმარიტად, ლოცვა ევალებათ მორწმუნეებს განსაზღვრულ დროს } [ან-ნისა: 103]
ანუ ეს ვალდებულება შეზღუდულია განსაზღვრული ვადით, და ადამიანს არ აქვს უფლება, არც გადადოს ლოცვის შესრულება მისთვის დადგენილი დროის გასვლამდე და არც შეასრულოს ის მანამ, სანამ მისი დრო დადგება.
ﺟ31: أولًا: المرأة إذا حاضت بعد دخول الوقت -أي: بعد دخول وقت الصلاة- فإنه يجب عليها إذا طهرت أن تقضي تلك الصلاة الّتي حاضت في وقتها، إذا لم تصلّها قبل أن يأتيها الحيض،
وذلك لقول الرسول ﷺ:
«مَنْ أَدْرَكَ رَكْعَةً مِنَ الصَّلَاةِ فَقَدْ أَدْرَكَ الصَّلَاةَ» [1]،
فإذا أدركت المرأة من وقت الصلاة مقدار ركعةٍ، ثم حاضت قبل أن تصلّي، فإنها إذا طهرت يلزمها القضاء.
[11] تقدم تخريجه.
ثانيًا: إذا طهرت من الحيض قبل خروج وقت الصلاة فإنه يجب عليها قضاء تلك الصلاة، فلو طهرت قبل أن تطلع الشمس بمقدار ركعةٍ وجب عليها قضاء صلاة الفجر،
ولو طهرت قبل غروب الشمس بمقدار ركعةٍ وجبت عليها صلاة العصر،
ولو طهرت قبل منتصف الليل بمقدار ركعةٍ وجب عليها قضاء صلاة العشاء،
فإن طهرت بعد منتصف الليل لم يجب عليها صلاة العشاء، وعليها أن تصلّي الفجر إذا جاء وقتها، قال الله سبحانه وتعالى:
﴿...فَإِذَا ٱطۡمَأۡنَنتُمۡ فَأَقِيمُواْ ٱلصَّلَوٰةَۚ إِنَّ ٱلصَّلَوٰةَ كَانَتۡ عَلَى ٱلۡمُؤۡمِنِينَ كِتَٰبٗا مَّوۡقُوتٗا﴾
[النساء:103]،
أي: فرضًا مؤقتًا بوقتٍ محدودٍ، لا يجوز للإنسان أن يخرج الصلاة عن وقتها، ولا أن يبدأ بها قبل وقتها.