Skip to content

السؤال

س24: ما هي سنن الصلاة؟

შეკითხვა 24: რა არის ლოცვის სუნნათები?

الجواب

ج:إحدى عشرة سنة، كما يلي:

  1. قوله بعد تكبيرة الإحرام: "سبحانك اللهم وبحمدك، وتبارك اسمك، وتَعَالَىٰ جدك، ولا إله غيرك" ويسمى: دعاء الاستفتاح.
  2. التعوذ.
  3. البسملة.
  4. قول: آمين.
  5. قراءة السورة بعد الفاتحة.
  6. الجهر بالقراءة للإمام.
  7. القول بعد التحميد: "ملء السَّمٰوات، وملء الأرض، وملء ما شئت من شيء بعد".
  8. ما زاد على المرة في تسبيح الركوع. أي: التسبيحة الثانية والثالثة، وما زاد على ذلك.
  9. ما زاد على المرة في تسبيح السجود.
  10. ما زاد على المرة في قوله بين السجدتين: «رب اغفر لي».
  11. الصلاة في التشهد الأخير على النبي صلى الله عليه وسلم وعلى آله عَلَيْهُم السَّلَامُ، والبركة عليه وعليهم، والدعاء بعده.

سنن الأفعال، وتسمى الهيئات:

  1. رفع اليدين مع تكبيرة الإحرام.
  2. وعند الركوع.
  3. وعند الرفع منه.
  4. وحطهما عقب ذلك.
  5. وضع اليمين على الشمال.
  6. نظره إلى موضع سجوده.
  7. تفرقته بين قدميه قائمًا.
  8. قبض ركبتيه بيديه مفرجتي الأصابع في ركوعه، ومد ظهره فيه، وجعل رأسه حياله.
  9. تمكين أعضاء السجود من الأرض، ومباشرتها لمحل السجود.
  10. مجافاة عضديه عن جنبيه، وبطنه عن فخذيه، وفخذيه عن ساقيه، وتفريقه بين ركبتيه، وإقامة قدميه، وجعل بطون أصابعهما على الأرض مفرقةً، ووضع يديه حذو منكبيه مبسوطةً مضمومةَ الأصابع.
  11. الافتراش في الجلوس بين السجدتين، وفي التشهد الأول، والتورك في الثاني.
  12. وضع اليدين على الفخذين مبسوطتين مضمومتي الأصابع بين السجدتين، وكذا في التشهد إلا أنه يقبض من اليمنى الخنصر والبنصر، ويحلق إبهامها مع الوسطى، ويشير بسبابتها عند ذكر الله.
  13. التفاته يمينًا وشمالًا في تسليمه.

პასუხი: ლოცვის სუნნათები არის თერთმეტი. ესენია:

  1. თაქბირების შემდეგ ვამბობთ: "სუბჰანაქა ლლაჰუმმა ვა ბიჰამდიქ, ვა თაბაარაქა სმუქ, ვა თა'ალაა ჯადდუქ, ვა ლაა ილააჰა ღაირუქ". მას ეწოდება გახსნის ვედრება.
  2. აუზუბილლაჰი მინა შშაიტანი რრაჯიიმ.
  3. ბისმილლაჰი რრაჰმანი რრაჰიიმ.
  4. აამინ.
  5. ფათიჰას შემდეგ ყურანიდან რომელიმე სურას წაკითხვა.
  6. იმამისთვის ხმამაღლა კითხვა.
  7. სიტყვების შემდეგ : "რაბანაა ვა ლაქალ ჰამდ"- დამატება ამ სიტყვების : "მალ'უ სამავაათი, ვა მალ'ულ არდი, ვა მალ'უ მაა ში'თა მინ შაიინ ბა'დუ".
  8. წელში მოხრის დროს ერთზე მეტი ქება-დიდების დამატება(იგულისხმება სუბჰანა რაბიალ აზიიმ ორჯერ ან სამჯერ წამოთქმა).
  9. სუჯუდზე რაბიალ ა'ლას დამატება(ორჯერ ან სამჯერ).
  10. ორ სუჯუდს შორის სიტყვების დამატება (რაბბი ღფირ ლიი ორჯერ ან სამჯერ)
  11. ლოცვა ბოლო თაშაჰუდში (დაჯდომის დროს) ალლაჰის მოციქულზე და მის ოჯახზე , მათზე ალლაჰის წყალობისა და კურთხევის მოხმობა, და შემდეგ დუას წაკითხვა.

ნებაყოფლობითი ქმედებებია:

  1. ხელების აწევა ლოცვის დაწყების წინ თაქბირების დროს(ალლაჰუ აქბარ როცა იტყვი)
  2. ასევე წელში მოხრის დროს.
  3. ასევე წელში მოხრიდან აწევის დროს.
  4. ამის შემდეგ ხელების ჩამოშვება.
  5. მარჯვენა ხელის მარცხენაზე დადება.
  6. სუჯუდის ადგილას ყურება.
  7. ფეხების ერთმანეთთან დაშორება დგომის დროს.
  8. ჯდომის დროს ხელების გაშლილი თითების მუხლებზე დადება, წელში გასწორება ისე, რომ თვალები იყურებოდეს სუჯუდის ადგილას.
  9. სუჯუდის დროს სხეულის ყველა ნაწილი უნდა ეხებოდეს მიწას.
  10. იდაყვების მოშორება გვერდებიდან, მუცელი თეძოებიდან და თეძოები წვივიდან, აგრეთვე მუხლების გაშლა, ფეხების ვერტიკალურად დადება, გაშლილი თითების ქვედა ნაწილის დადება მიწაზე, ხელების დადება მხრების საპირისპიროდ შეერთებული თითებით.
  11. ჯდომისას მარცხენა ფეხი დაწოლილ მგომარეობაშია და ზემოდან უნდა დაჯდეს, ხოლო მარჯვენა ფეხი თითებით ეყრდნობა მიწას და უყურებს ყიბლის მხარეს.
  12. ხელების დაწყობა მუხლებზე ისე, რომ თითები ერთმანეთთან მჭიდროდ იყოს. ამავდროულად, მარჯვენა ხელის მუჭი შეკრულია და საჩვენებელი თითი სწორად არის გამოყოფილი სხვა თითებისგან და უყურებს ყიბლის მხარეს.
  13. თავის გადატრიალება მარჯვნივ და მარცხნივ მისალმების დროს, ლოცვის დასრულებისას.