Skip to content

ის არ იყო უწმაწური სიტყვების მთქმელი და არ აკეთებდა უხამსობას, არ უხეშობდა და არ ხმაურობდა( ყვირილი არ იცოდა) ბაზრებში. იგი ბოროტებას ბოროტებით არ პასუხობდა, არამედ პატიობდა და სიმშვიდეს იჩენდა

აბუ აბდულლაჰ ალ-ჯადალის გადმოცემით: «შევეკითხე მორწმუნეების დედას აიშას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ზნეობის შესახებ და მან მიპასუხა:

«ის არ იყო უწმაწური სიტყვების მთქმელი და არ აკეთებდა უხამსობას, არ უხეშობდა და არ ხმაურობდა( ყვირილი არ იცოდა) ბაზრებში. იგი ბოროტებას ბოროტებით არ პასუხობდა, არამედ პატიობდა და სიმშვიდეს იჩენდა».

لَمْ يَكُنْ فَاحِشًا وَلَا مُتَفَحِّشًا وَلَا صَخَّابًا فِي الْأَسْوَاقِ، وَلَا يَجْزِي بِالسَّيِّئَةِ السَّيِّئَةَ وَلَكِنْ يَعْفُو وَيَصْفَحُ.

გადმოსცა ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

მორწმუნეების დედას აიშას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ზნეობის შესახებ ჰკითხეს, და მან უპასუხა: "იგი ბუნებით არ იყო მიდრეკილი უხამსი სიტყვებისა და საქციელისკენ და არაფერ მსგავსს არ ჩადიოდა. იგი არ იყო ხმამაღალი, რომლის ხმა ბაზრებში ისმოდა, და არ პასუხობდა ბოროტებას ბოროტებით, არამედ სიკეთით პასუხობდა, გულში პატიობდა და გარეგნულად შემწყნარებლობას იჩენდა".

ჰადისის სარგებლობიდან

ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მაღალი ზნეობისა და მისი ცუდი თვისებებისგან შორს ყოფნის განმარტება.

მოწოდება კარგი ზნეობისკენ და ცუდი თვისებებისგან შორს ყოფნისკენ.

უწმაწური და მახინჯი სიტყვების თქმის დაგმობა.

ხალხზე ხმის აწევის და მათზე ყვირილის დაგმობა.

მოწოდება ბოროტებაზე სიკეთით პასუხის გაცემის, პატიებისა და შემწყნარებლობისკენ.

წყაროები

სუნან ალ-თირმიზი (3/ 437) (2016).

მუსნად აჰმად (42/ 256) (25417).

მეტი... (7)

فتح الباري شرح صحيح البخاري.

لابن حجر(6/ 575).

إرشاد الساري لشرح صحيح البخاري.

القسطلاني (9/ 30).

معجم اللغة العربية المعاصرة (2/ 1629).

مرقاة المفاتيح شرح مشكاة المصابيح.

لعلي القاري (9/ 3717).