ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როცა საპირფარეშოში შედიოდა, მე და ჩემნაირი ერთი მსახური მივაცილებდით მას წყლით სავსე ჭურჭელითა და პატარა ჯოხით, და ის წყლით ისუფთავებდა
ანას იბნ მაალიქმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა:
«ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როცა საპირფარეშოში შედიოდა, მე და ჩემნაირი ერთი მსახური მივაცილებდით მას წყლით სავსე ჭურჭელითა და პატარა ჯოხით, და ის წყლით ისუფთავებდა».
كَانَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ يَدْخُلُ الْخَلَاءَ، فَأَحْمِلُ أَنَا وَغُلَامٌ نَحْوِي إِدَاوَةً مِنْ مَاءٍ وَعَنَزَةً فَيَسْتَنْجِي بِالْمَاءِ.
ანას იბნ მალიქი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გვამცნობს, რომ ის და კიდევ ერთი მისი თანატოლი მსახური მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თან ახლდნენ, როცა ის ბუნებრივი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გადიოდა, ისინი ატარებდნენ პატარა ჯოხს, რომლის ბოლოს ბასრი წვერი ჰქონდა, რათა საჭიროების შემთხვევაში დამალვის საშუალება დაედგათ ან ლოცვისთვის ბარიერი გაეკეთებინათ, ასევე, მათ თან მიჰქონდათ წყლით სავსე პატარა ტყავის ჭურჭელი. როცა მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბუნებრივ მოთხოვნილებას მორჩებოდა, ერთ-ერთი მათგანი მას წყალს აწვდიდა, და ის წყლით ისუფთავებდა.
მუსლიმს მართებს წინასწარ მოემზადოს გასუფთავებისთვის ბუნებრივი მოთხოვნილებების შესრულებისას, რათა არ მოუწიოს ადგომა და არ დაისვაროს.
მუსლიმს მართებს სიფრთხილის დაცვა (ბუნებრივი მოთხოვნების) შესრულებისას, რათა არავინ დაინახოს მისი სასირცხო ადგილები, რადგან მათზე ყურება აკრძალულია, ამ მიზნით, მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიწაში ჯოხს აფიქსირებდა და მასზე სამოსს აკრავდა, რათა დაფარული ყოფილიყო.
შვილებისათვის ისლამური ეთიკის სწავლება და მათი ამ პრინციპებზე აღზრდა, რათა ეს ადათები თაობიდან თაობას გადაეცეს და შენარჩუნდეს.
საჰიჰ ალ-ბუხარი (1/ 42) (152).
საჰიჰ მუსლიმ (1/ 227) (271).
მეტი... (6)
تيسير العلام شرح عمدة الأحكام.
لعبد الله البسام (ص40).
تنبيه الأفهام شرح عمدة الأحكام.
لابن عثيمين (1/ 43).
الإفهام في شرح عمدة الأحكام.
لابن باز (ص84).