ვინც აღჭურვა ალლაჰის გზაზე მებრძოლი, თითქოს თავად იბრძოლა. და ვინც შეცვალა ალლაჰის გზაზე მებრძოლი მისი ოჯახის მოვლაში, თითქოს თავად იბრძოლა
გადმოცემულია ზაიდ იბნ ხაალიდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ვინც აღჭურვა ალლაჰის გზაზე მებრძოლი, თითქოს თავად იბრძოლა. და ვინც შეცვალა ალლაჰის გზაზე მებრძოლი მისი ოჯახის მოვლაში, თითქოს თავად იბრძოლა».
«مَنْ جَهَّزَ غَازِيًا فِي سَبِيلِ اللَّهِ فَقَدْ غَزَا، وَمَنْ خَلَفَ غَازِيًا فِي سَبِيلِ اللَّهِ بِخَيْرٍ فَقَدْ غَزَا».
ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ ვინც ალლაჰის გზაზე მებრძოლისთვის უზრუნველყოფს მისი მოგზაურობისთვის საჭირო პირობებსა და საჭიროებებს, როგორიცაა იარაღი, სატრანსპორტო საშუალება, საკვები, ხარჯები და სხვა აუცილებელი ნივთები, მისთვის ჩაითვლება იგივე, რაც მებრძოლისთვის და მას მიენიჭება მებრძოლების საზღაური. ვინც ალლაჰის გზაზე მებრძოლის საქმეებს კეთილგანწყობით მიხედავს და მისი არყოფნის პერიოდში მის ოჯახზე იზრუნებს, ისიც მებრძოლის მდგომარეობაში იქნება და მის საზღაურს დაიმსახურებს.
მუსლიმანთა წახალისება კეთილ საქმეში ურთიერთდახმარებისკენ.
იბნ ჰაჯარმა თქვა: "ამ ჰადისში არის წახალისება სიკეთის კეთებისკენ იმათთვის, ვინც სარგებელს მოუტანს მუსლიმებს ან რაიმეში მათ ჩანაცვლებას მოახდენს".
ზოგადი წესი: ვინც ალლაჰის მორჩილების ნებისმიერ საქმეში დაეხმარება სხვას, მას იგივე საზღაური მიენიჭება, როგორც მას, ვინც ეს საქმე შეასრულა, თანაც არ დაკნინდება იმისი საზღაური, ვინც ეს გააკეთა.
საჰიჰ ალ-ბუხარი (4/ 27) (2843).
საჰიჰ მუსლიმ (3/ 1506) (1895).
მეტი... (12)
بهجة الناظرين شرح رياض الصالحين.
لسليم الهلالي (1/ 267).
تطريز رياض الصالحين.
لفيصل آل مبارك (ص143).
كنوز رياض الصالحين.
لمجموعة من الباحثين (3/ 588).
لسان العرب.
لابن منظور (15/ 123).
شرح رياض الصالحين.
لابن عثيمين (2/ 374).
نزهة المتقين شرح رياض الصالحين.
لمجموعة من الباحثين (1/ 202).