Skip to content

განკითხვის დღე არ დადგება მანამ, სანამ დრო არ დაჩქარდება

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«განკითხვის დღე არ დადგება მანამ, სანამ დრო არ დაჩქარდება. წელიწადი იქნება როგორც თვე, თვე — როგორც კვირა, კვირა — როგორც დღე, დღე — როგორც საათი, ხოლო საათი იქნება როგორც დრო, რაც საჭიროა პალმის ტოტის დაწვისთვის».

«لَا تَقُومُ السَّاعَةُ حَتَّى يَتَقَارَبَ الزَّمَانُ، فَتَكُونَ السَّنَةُ كَالشَّهْرِ، وَيَكُونَ الشَّهْرُ كَالْجُمُعَةِ، وَتَكُونَ الْجُمُعَةُ كَالْيَوْمِ، وَيَكُونَ الْيَوْمُ كَالسَّاعَةِ، وَتَكُونَ السَّاعَةُ كَاحْتِرَاقِ السَّعَفَةِ الْخُوصَةُ».

გადმოსცა აჰმადმა
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ დროის დაახლოება განკითხვის დღის მოახლოების ნიშანთაგანია. ერთი წელი გავა, როგორც გადის ერთი თვე, ერთი თვე გავა, როგორც გადის ერთი კვირა, ერთი კვირა გავა, როგორც გადის ერთი დღე, ერთი დღე გავა, როგორც გადის ერთი საათი, ერთი საათი გავა ისე სწრაფად, როგორც იწვის პალმის ერთი ხმელი ფოთოლი.

სიტყვების მნიშვნელობა

...:

ჰადისის სარგებლობიდან

დროის ბარაქის დაკარგვა და მისი აჩქარება განკითხვის დღის მოახლოების ნიშანია.

წყაროები

მუსნად აჰმად (16/ 550) (10943).

მეტი... (4)

معالم السنن (4/341).

فتح الباري (13/16).

شرح سنن أبي داود لابن رسلان (16/678).

تحفة الأحوذي (6/514).