أبو حامد محمد بن محمد بن محمد الغزَّالي
الإسم
აბუ ჰაამიდ მუჰამმად იბნ მუჰამმად იბნ მუჰამმად ალ-ღაზზაალი
اسم الشهرة
აბუ ჰაამიდ ალ-ღაზზაალი
نبذة مختصرة
მუჰამმად იბნ მუჰამმად იბნ მუჰამმად ატ-ტუუსი, აბუ ჰაამიდ ალ-ღაზზაალი. მისი ეს გვარი :(ალ ღაზზაალი) გაორმაგებული ასო (ზზ) თი დააზუსტა იბნ ალ-სამ'აანიმ, იბნ ალ-ასიირმა, ან-ნავავიმ, იბნ ხალქანმა, იბნ დაყიყ ალ-'იდიმ, აზ-ზაჰაბიმ, ას-სუბქიმ, ას-სახაავიმ და მურთადაა აზ-ზაბიიდიმ. ეს უფრო სანდო ინფორმაციაა, მიუხედავად სხვა ვერსიებისა(მის გვარის წარმოთქმაში მიუხედავად იმისა რომ სხვა აზრიც არსებობს). დაიბადა ჰიჯრით 450 წელს, ის არის ისლამის საფუძვლების და ისლამური სამართლის მცოდნე შააფი მაზჰაბის მიმდევარი. მას აქვს ბევრი ნაწარმოები მაგ: ''იჰიააუ 'ულუმი ა'დდინ'', "ალ-მუსთასფა ფი უსული ალ-ფიყჰ'', ისლამურ სამართლის სფეროში: ''ალ-ვაჯიზ'', ''ალ-ვასიტ'' და ''ალ-ბასიტ''. ის ძალიან ჩაუღრმავდა ფილოსოფიას, შემდეგ შეეშვა მას და დაიწყო მის წინააღმდეგ დაწერა, ამის შემდეგ ის ჩაუღრმავდა(ქალაამის ცოდნას თეოლოგიის ახსნა გონებაზე დაყრდნობით, აზრებით და მსჯელობებით). მან კარგად აითვისა ამისი საფუძვლები და შესავალები. შემდეგ შეეშვა ამ ყველაფერსაც როცა მისთვის ცნობილი გახდა ამ ყველაფრის არასწორობა შეუსაბამობა და ამ სფეროს ხალხთან გაწეული წინააღმდეგობა, ის იყო მოაზროვნე ლოგიკოსი იმ პერიოდში, როცა ის ფილოსოფოსებს პასუხს სცემდა და ამ პერიოდში მას ისლამური არგუმენტი შეარქვეს ზედმეტსახელად; რადგან მან ფილოსოფოსთა შეხედულებები ყველა გააბათილა, შემდეგ ეზოთერულ მცდარ მიმართულებს გაჰყვა, შეისწავლა მათი მეცნიერებები, შემდეგ მოინანია და მათი მცდარი მრწამსი სააშკარაოზე გამოიტანა. განმარტა თუ როგორ თამაშობენ და აყალბებენ რელიგიურ ტექსტებს და დადგენილებებს, შემდეგ გაჰყვა სუფიზმის მიმართულებას, იბნ ას-სალაჰი მასთან დაკავშირებით ამბობს: "აბუ ჰამიდზე ძალიან ბევრი აზრია გადმოცემული და ასევე მასთან დაკავშირებით ბევრი აზრი არსებობს, ხოლო ეს წიგნები - გულისხმობს წიგნებს რომელიც ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგება - ამ წიგნებზე დაყრდნობა და მათგან აღება არ შეიძლება, ხოლო თვითონ მასზე როგორც პიროვნებაზე თავის შეკავებაა საჭირო, მისი ბედი ალლაჰს უნდა მივანდოთ". აზ-ზაჰაბი ამბობს: "ამ კაცმა დაწერა ფილოსოფოსთა გასაკიცხი წიგნი სახელად "ათ-თაჰაფუთ'' მან მათი სუსტი მხარეები გამოაშკარავა, მაგრამ მათ დაეთანხმა ზოგიერთ შემთხვევაში, სადაც ფიქრობდა რომ ისინი სიმართლეს ამბობდნენ ან ამ უმმას აზრს ემთხვეოდა". მას არ გააჩნდა ისლამურ წყაროებზე დაყრდნობით მიღებული სწორი განათლება არც შუამავლის სუნნაზე აგებული ცოდნა, რომელსაც ლოგიკაზე მეტ უპირატესობას მიანიჭებდა, მას უყვარდა და ბევრს კითხულობდა წიგნიდან ''რასაილუ იხვანი ას-საფა'', ეს წიგნი არის განუკურნებელი სენი, მოურჩენელი დავადება და მომაკვდინებელი საწამლავი, რომ არა აბუ ჰამიდის გონებრივი შესაძლებლობა ის ერთ-ერთი ძალიან ძლიერი მოაზროვნე და რჩეული წრფელი ადამიანებიდანაა,ასე რომ არ ყოფილიყო ის დაიღუპებოდა, ფრთხილად და ძალიან შორს იყავით ამ წიგნიდან, უფრთხილდით მას და მასში მოცემულ ეჭვებს, რადგან ჩავარდებით გამოუვალ გაურკვევლობაში. აბუ ბაქრ ალ-არაბიმ თქვა: "ჩვენმა შეიხმა აბუ ჰამიდმა: მას ჰქონდა ფილოსოფია გადაყლაპული და უნდოდა მათი შეხედულებების განადგურება და ვერ შეძლო", ყადი იადი ამბობს: "შეიხი აბუ ჰამიდი მრავალი საზიზღარი ამბის მქონე და სამარცხვინო ნაწარმოების დამწერი, ის ძალიან გადავიდა სუფიზმში, ის მათი მიმართულების დაცვით იყო დაკავებული და მოუწოდებდა ამ ყველაფრისკენ, მან ამ სფეროში მისი ცნობილი ნაშრომები დაწერა -ანუ ''ალ-იჰიაა''- რომლისგან აღებულმა ინფორმაციამ მის ირგვლივ უმმეთის ფიქრები ნეგატიურად შეცვალა, ალლაჰმა უკეთესად იცის რა საიდუმლოს მალავდა მასში, ჩვენს მხარეში მმართველის ბრძანებით და სწავლულთა ფათვებით გადაწყდა მისი დაწვა და საზოგადოებიდან მოშორება, რაც შესრულდა". იბნ ალ-ჯავზიმ თქვა: "აბუ ჰამიდმა დაწერა წიგნი ''ალ-იჰიაა'' მან ეს წიგნი ცრუ ჰადისებით შეავსო ისე, რომ მან ამ ჰადისების მცდარობის შესახებ არ იცოდა, მან დაიწყო საუბარი დაფარულის ცოდნასთან დაკავშირებით, რომელიც გასცდა ისლამური კანონის საზღვრებს". გარდაიცვალა ჰიჯრით 505 წელს.