Skip to content

أبو بكر الصديق عبد الله بن أبي قحافة عثمان بن عامر القرشي التيمي

الإسم

აბუ ბაქრ ას-სიდდიიყ აბდულლაჰ იბნ აბი ყუჰაფა უსმან იბნ 'აამირ ალ-ყურაში ათ-თაიმი

اسم الشهرة

აბუ ბაქრ ას-სიდდიიყ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი)

نبذة مختصرة

აბუ ბაქრ ას-სიდდიიყ აბდულლაჰ იბნ აბუ ყუჰაფა უსმან იბნ 'აამირ ალ-ყურაში ალ-თაიმი. ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ხალიფა, მამაკაცთაგან პირველი, ვინც მიიღო ისლამი. ერთ-ერთი მათგანი, ვისაც სამოთხე ემახარობლა სიცოცხლეშივე, ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გამოქვაბულის მეგობარი და თანმხლები. ამ შემთხვევის გამო მან მიაღწია შუამავლის და ალლაჰის წინაშე უდიდეს საფეხურს, მასთან დაკავშირებით გარდმოვლენილ იქნა ყურანში სიტყვები, რომელთა კითხვაც განკითხვის დღემდე გაგრძელდება. შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაქორწინდა მის ქალიშვილზე. მან ალლაჰის შუამავალთან ერთად (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყველა ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა. ის არის საუკეთესო ამ უმმეთში შუამავლის შემდეგ, მან შუამავლის დავალებით გაუწია წინამძღოლობა ლოცვაზე ხალხს მაშინ, როცა შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ავად იყო და რომლის შედეგადაც ის გარდაიცვალა. შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მასთან დაკავშირებით ამბობდა: «ადამიანთა შორის მეგობრობაში და ქონებაში ყველაზე სანდო ჩემთვის აბუ ბაქრია, რომ შემეძლოს ავირჩიო ხალილი და მეგობარი ჩემი ღმერთის გარდა, მე აბუ ბაქრს ავირჩევდი, მაგრამ ჩვენ გვაკავშირებს ისლამური ძმობა და სიყვარული». გადმოსცა ალ-ბუხარიმ, ის გარდაიცვალა ჰიჯრით 13 წელს.

المراجع

მეტი... (1)
الطبقات الكبرى (3/126)، الاستيعاب (4/1614)، وفيات الأعيان (3/64)، الأعلام للزركلي (4/102).