Skip to content

ყურანის მცოდნეს განკითხვის დღეს ეტყვიან: 'იკითხე და ამაღლდი. იკითხე მოზომილად და კარგად, როგორც კითხულობდი მიწიერ ცხოვრებაში, და შენი ადგილი იქნება იქ, სადაც წაიკითხავ ბოლო აიათს

გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ 'ამრისგან (ალლაჰი იყოს მათი ორივეთი კმაყოფილი): თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):

«ყურანის მცოდნეს განკითხვის დღეს ეტყვიან: 'იკითხე და ამაღლდი. იკითხე მოზომილად და კარგად, როგორც კითხულობდი მიწიერ ცხოვრებაში, და შენი ადგილი იქნება იქ, სადაც წაიკითხავ ბოლო აიათს».

«يقالُ لصاحبِ القرآن: اقرَأ وارتَقِ، ورتِّل كما كُنْتَ ترتِّل في الدُنيا، فإن منزِلَكَ عندَ آخرِ آية تقرؤها».

გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, ალ-ნასაიმ ალ-ქუბრაში და აჰმადმა
კარგი (ჰასან)
განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ ყურანის მკითხველს, რომელიც მის მიხედვით მოქმედებს და მუდმივად კითხულობს მას და იზეპირებს, როდესაც ის სამოთხეში შევა, ეტყვიან: "იკითხე ყურანი და ამაღლდი სამოთხის საფეხურებზე, წაიკითხე თართილით (მელოდიურად), როგორც კითხულობდი მიწიერ ცხოვრებაში, რადგან შენი ადგილი სამოთხეში დამოკიდებულია იმ აიათზე, რომელსაც ბოლოს წაიკითხავ".

სიტყვების მნიშვნელობა

...:

ჰადისის სარგებლობიდან

საზღაური და ჯილდო დამოკიდებულია ადამიანის ქმედებების რაოდენობაზე და ხარისხზე.

ყურანის კითხვის, მისი სრულყოფილი ცოდნის, დამახსოვრების, მასზე დაფიქრების და მისი სწავლებისამებრ მოქმედების წახალისება.

სამოთხეში ბევრი ხარისხი და საფეხურია. ყურანის მცოდნეები სამოთხეში აღწევენ ყველაზე მაღალ ხარისხებს.

წყაროები

სუნან აბი დაუდ (2/ 592) (1464).

სუნან ალ-თირმიზი (5/ 35) (2914).

მუსნად აჰმად (11/ 403) (6799).

ალ-სუნან ალ-ქუბრა ლი-ნნასაი (7/ 272) (8002).

მეტი... (3)

معالم السنن (1/290).

تحفة الأحوذي (8/187).

عون المعبود وحاشية ابن القيم (4/ 237).