عربي - Arabic English Qafár af - Afar Afrikaans - Afrikanns Akan Shqip - Albanian አማርኛ - Amharic Հայերեն - Armenian অসমীয়া - Assamese Azərbaycanca - Azerbaijani Bamanankan - Bambara Bassa Bemba বাংলা - Bengali Bosanski - Bosnian Български - Bulgarian မြန်မာဘာသာ - Burmese Bisaya - Cebuano Cham Нохчий - Chechen chiCheŵa - Chewa 中文 - Chinese Адыгэбзэ - Circassian Hrvatski - Croatian Česky - Czech Dagbani Dansk - Danish فارسی دری - Dari Dendi ދިވެހި ބަސް - Dhivehi Nederlands - Dutch إستوني - Estonian Suomi - Finnish Français - French Fulfulde - Fula ქართული - Georgian Deutsch - German Ελληνικά - Greek ગુજરાતી - Gujrati Kreyòl ayisyen - Haitian Creole Hausa हिन्दी - Hindi Magyar - Hungarian Igbo Indonesia - Indonesian Italiano - Italian 日本語 - Japanese Jóola - Jola ಕನ್ನಡ - Kannada Қазақша - Kazakh ភាសាខ្មែរ - Khmer Kikuyu Ikinyarwanda - Kinyarwanda Ikirundi - Kirundi 한국어 - Korean كوردی سۆرانی - kurdish كوردي kurmancî - Kurmanji Kyrgyz ລາວ - Lao latviešu - Latvian Lingala lietuvių - Lithuanian Luganda Македонски - Macedonian Maguindanaon Malagasy - Malagasy Bahasa Melayu - Malay മലയാളം - Malayalam Mandinka मराठी - Marathi Mõõré - Moore नेपाली - Nepali أنكو - NKo Norwegian ଓଡ଼ିଆ - Odia oromoo - Oromo پښتو - Pashto فارسی - Persian Polski - Polish Portuguese ਪੰਜਾਬੀ - Punjabi Română - Romanian Русский - Russian Српски - Serbian Shona සිංහල - Sinhala Slovenščina - Slovenian Soomaaliga - Somali Soninke Sesotho - Sotho Español - Spanish Kiswahili - Swahili Svenska - Swedish Tagalog Тоҷикӣ - Tajik தமிழ் - Tamil తెలుగు - Telugu ไทย - Thai ትግረኛ - Tigrinya Türkçe - Turkish Ukrainian اردو - Urdu ئۇيغۇرچە - Uyghur Ўзбек - Uzbek Việt Nam - Vietnamese Wolof Yao Yorùbá - Yoruba Zarma زولو - Zulu
841 Hadiths
Encyclopedia of Prophetic Hadiths
Categories
Grading
Narrated in
Show remaining sources
Narrator
Show all narrators (21)
წაიკითხა ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ეს აიათი: {იგია ის, რომელმაც გარდმოგივლინა შენ წიგნი. მასშია ცხადი აიათები, რომელნიც წიგნის დედააზრს ქმნიან, და სხვები მიმგვანებული. ისინი კი, ვის გულებშიც ეჭვია, მიჰყვებიან იმას, რაც მიმგვანებულია. ცდილობენ გამოიწვიონ
არეულობა და განმარტონ აიათები, არავინ იცის მისი (მიმგვანებული - მუთეშაბიჰი აიათების) ახსნა, ალლაჰის გარდა. მტკიცე ცოდნის მქონენი ამბობენ: ჩვენ ვირწმუნეთ ის, ყველაფერი ჩვენი ღმერთისგანაა! შეგონებას მხოლოდ გონიერნი მისდევენ.} [აალ იმრაან: 7] მან თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «როცა დაინახავთ ადამიანებს, რომლებიც ყურანში გაურკვეველ საკითხებს მიჰყვებიან, იცოდეთ, რომ ეს ის ხალხია, რომელთა შესახებ ალლაჰმა ისაუბრა. ერიდეთ მათ!»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ვინც სურა ალ-ქაჰფის პირველ ათ აიათს დაიზეპირებს, ის ცრუ მესიისგან (დაჯჯალისგან) დაცული იქნება». სხვა გადმოცემის თანახმად კი: «სურა ალ-ქაჰფის ბოლოდან».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
ერთმა იუდეველმა უთხრა მას (უმარს, ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით): — მორწმუნეთა მმართველო! თქვენს წიგნში არის ერთი აიათი, რომელსაც კითხულობთ. ის რომ ჩვენზე,იუდეველებზე, ყოფილიყო გარდმოვლენილი, ჩვენ იმ დღეს დღესასწაულად ვაქცევდით. უმარმა ჰკითხა: — რომელი აიათია ის? მან უპასუხა:
— {დღეს მე სრულყავი თქვენთვის თქვენი რელიგია, სრულად გიბოძეთ თქვენზე ჩემი წყალობა და თქვენთვის ისლამის რჯულით ვარ კმაყოფილი} (სურა «ალ-მაიდა», 3). მაშინ უმარმა თქვა: — ჩვენ ვიცით ის დღე და ის ადგილი, სადაც ეს აიათი მოევლინა მოციქულ მუჰამმადს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მს): (ამ დროს) იგი იდგა არაფათის გორაზე პარასკევის დღეს.
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«დაფარული ცოდნის გასაღები ხუთია, {მხოლოდ ალლაჰის წიაღშია საათის ცოდნა. და ავლენს წვიმას და იცის რა არის საშვილოსნოში. არცერთმა სულიერმა არ იცის, რას მოიხვეჭს ხვალ და არცერთმა სულიერმა არ იცის რომელ მიწაზე მოკვდება. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ყველაფრისმცოდნეა}»
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
«უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: მე გავყავი ლოცვა ჩემსა და ჩემს მორჩილს შორის ორად, და ჩემი მორჩილი მიიღებს იმას, რასაც ითხოვს. როდესაც მსახური ამბობს: {დიდება ალლაჰს, სამყაროების მბრძანებელს!} ალლაჰი ამბობს: დიდება მომაგო ჩემმა მორჩილმა. როდესაც ამბობს: {მოწყალეს და შემწყალებელს} ალლაჰი ამბობს: ქება მომაგო ჩემმა მორჩილმა.
როდესაც ამბობს: {განსჯის დღის მეუფეს} ალლაჰი ამბობს: დიდება მომაგო ჩემმა მორჩილმა, და ზოგჯერ ამბობს: ჩემს ხელთ მიანდო საქმენი ჩემმა მორჩილმა. როდესაც ამბობს: {მხოლოდ შენ გეთაყვანები და მხოლოდ შენგან ვითხოვ დახმარებას}, ალლაჰი ამბობს: ეს არის ჩემსა და ჩემს მორჩილს შორის და ჩემი მორჩილი მიიღებს იმას, რასაც ითხოვს.
როდესაც ამბობს: {დაგვადგინე სწორ გზაზე, იმათ გზაზე, ვისაც წყალობა მიაგე, და არა მათ (გზაზე), რომელნიც შენი რისხვის ქვეშ არიან და, არც მათ გზაზე რომელნიც სწორ გზას ასცდნენ!} ალლაჰი ამბობს: ეს არის ჩემი მორჩილისთვის და ჩემი მორჩილი მიიღებს იმას, რასაც ითხოვს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ერთხელ ჯიბრილი ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვერდით იჯდა, როცა მოულოდნელად ზემოდან ხმა მოესმა. ჯიბრილმა ცას ახედა და თქვა: "ეს ცის კარია, რომელიც დღეს პირველად გაიხსნა და აქამდე არასდროს გახსნილა", შემდეგ, ამ კარიდან ერთმა ანგელოზმა ჩამოსვლა დაიწყო, ჯიბრილმა თქვა: "ეს ანგელოზია, რომელიც პირველად ჩამოვიდა დედამიწაზე და მანამდე არასდროს ჩამოსულა", ანგელოზმა მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიესალმა და უთხრა: "გიხაროდეს! შენ მოგეცა ორი ნათელი, რომელიც შენამდე არც ერთ წინასწარმეტყველს არ მიუღია: სურა ალ-ფაათიჰა და სურა ალ-ბაყარას ბოლო აიათები, შენ ამ აიათებიდან როცა რომელიმეს წაიკითხავ, აუცილებლად მოგეცემა ის, რასაც ითხოვ"».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
"მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არ იცნობდა სურის (ყურანის თავის) დასასრულს მანამ, სანამ მას არ გამოეცხადებოდა სიტყვები " სახელითა ალლაჰისა მოწყალისა შემწყალებლისა''/ბისმილლაჰი-რრაჰმანი-რრაჰიიმ/."
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა
«არ გადააქციოთ თქვენი სახლები სასაფლაოებად, უეჭველად, ეშმაკი გაურბის იმ სახლს, სადაც სურა "ალ-ბაყარა" იკითხება».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა