Skip to content

თქვენგან არავინ არ დაიჭიროს მარჯვენა ხელით თავის სასქესო ორგანო შარდვისას, არ გამოიყენოს მარჯვენა ხელი დასაბანად საპირფარეშოში და არ დაუბეროს ჭურჭელში

აბუ ყათაადა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«თქვენგან არავინ არ დაიჭიროს მარჯვენა ხელით თავის სასქესო ორგანო შარდვისას, არ გამოიყენოს მარჯვენა ხელი დასაბანად საპირფარეშოში და არ დაუბეროს ჭურჭელში».

«لَا يُمْسِكَنَّ أَحَدُكُمْ ذَكَرَهُ بِيَمِينِهِ وَهُوَ يَبُولُ، وَلَا يَتَمَسَّحْ مِنَ الْخَلَاءِ بِيَمِينِهِ، وَلَا يَتَنَفَّسْ فِي الْإِنَاءِ».

შეთანხმებული
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა ისლამური ეთიკის რამდენიმე წესი. კერძოდ, მან აუკრძალა მამაკაცს, რომ შარდვისას მარჯვენა ხელით შეეხოს სასქესო ორგანოს. ასევე, მან აკრძალა მარჯვენა ხელის გამოყენება სასქესო ორგანოსა და ანუსის არედან სიბინძურის მოცილებისთვის, რადგან მარჯვენა ხელი განკუთვნილია ღირსეული ქმედებებისთვის. ასევე მან აკრძალა, რომ ადამიანმა ჩაისუნთქოს იმ ჭურჭელში, საიდანაც სვამს.

ჰადისის სარგებლობიდან

ისლამის მოწინავე პოზიცია ეთიკის ნორმებსა და სისუფთავეში.

ყველანაირი სიბინძურისგან თავის არიდება, ხოლო თუ ადამიანი იძულებულია მსგავს რამეს შეეხოს, მან ამისთვის უნდა გამოიყენოს მარცხენა ხელი.

მარჯვენა ხელის ღირსებისა და მისი უპირატესობის განმარტება მარცხენა ხელთან შედარებით.

ისლამური შარიათის სრულყოფილება და მისი სწავლებების უნივერსალურობა.

წყაროები

საჰიჰ ალ-ბუხარი (1/ 42) (154).

საჰიჰ მუსლიმ (1/ 225) (267).

მეტი... (4)

تيسير العلام شرح عمدة الأحكام.

للبسام (ص41).

تنبيه الأفهام شرح عمدة الأحكام.

لابن عثيمين (1/ 45).