أحمد بن عبد الحليم بن عبد السلام بن تيمية
الإسم
აჰმად იბნ აბდულჰალიიმ იბნ აბდუსსალაამ იბნ თაიმია
اسم الشهرة
იბნ თაიმია
نبذة مختصرة
აჰმად იბნ აბდულჰალიიმ იბნ აბდუსსალაამ იბნ თაიმია ალ-ჰურრაანი. ისლამის მეცნიერი, იმამი, ისლამური ყველა მეცნიერების სრულფასოვანი მფლობელი და მქადაგებელი. დაიბადა ჰიჯრით 661 წელს. ის იყო როგორც ზღვა ფილოსოფიურ და ლოგიკურ მეცნიერებაში, ის იყო ნამდვილი სასწაული ნიჭიერების და სწრაფად აღქმის უნარის მქონე, მას არ მოსწონდა, როცა მას უწოდებდნენ რელიგიის სამაგალითო პიროვნებას. მიუხედავად ამისა, ის გახდა ამით ცნობილი და ასევე ისლამის მეცნიერის სახელით. მასთან დაკავშირებით სწავლული იბნ დაყიყ ალ-იიდ ამბობს: "როდესაც იბნ თაიმიას შევხვდი, მასში დავინახე პიროვნება, რომელსაც თვალწინ ჰქონდა ყველა მეცნიერება, მისგან იღებდა რაც სურდა და ტოვებდა რაც სურდა", ჰააფიზ იბნ ჰაჯარი ამბობს: "მან შეისწავლა ისლამური სამართალი, გახდა პროფესიონალი თავისი საქმის, ის გამოირჩეოდა ყველასგან, ძალიან განვითარებული იყო, მან დაწერა ბევრი ნაშრომი, ასწავლა და გასცა ფათვები, ყველა თავის მეტოქეს გადაასწრო, გასაოცარი იყო მისი ზეპირმცოდნეობის სისწრაფე და სიძლიერე, ძლიერი გულის და ნებისყოფის იყო, მას ფართო ცოდნა ჰქონდა გადმოცემული მეცნიერების და ლოგიკური ფილოსოფიური მეცნიერების, მან იცოდა და ჰქონდა წაკითხური პირველი და მომდევნო თაობის ნაშრომები". მას აქვს ძალიან ბევრი ნაწარმოები, რაზეც იმამ აზ-ზაჰაბი ამბობს: "სავარაუდოდ, მისი ნაშრომები ამ დროისთვის შეადგენს 4000 ან უფრო მეტს", მისგანაა: "დარ უ ათთა'არუდი ალ-აყლი ვა ალ-ნაყლი", "მანაჰიჯუ ალ-სუნათი ალ-ნაბავია", "ალ-ისთიყამა", "ალ-ჯავაბუ ალ-საჰიჰი ლიმან ბადალა დიინა ალ-მასიჰ'', ''ბაიანუ თალბისი ალ-ჯაჰმია'', და ''იყთიდააუ ალ-სირატი ალ-მუსთაყიიმ ლიმუხაალაფათი ასჰაბი ალ-ჯაჰიმ'', გარდაიცვალა ჰიჯროთ 728 წელს.