أحمد بن محمد بن حنبل الشيباني الإمام
الإسم
აჰმად იბნ მუჰამმად იბნ ჰანბალ ალ-შაიბანი ალ-იმაამ
اسم الشهرة
აჰმად იბნ ჰანბალ
نبذة مختصرة
აბუ აბდულლაჰ აჰმად იბნ მუჰამმად იბნ ჰანბალ აშ-შაიბანი. იმამი, დაიბადა ჰიჯრით146 წელს, ერთ-ერთი გამორჩეული იმამი ისლამის იმამებიდან, მისი ამბები გავრცელებული და ცნობილია, მასთან დაკავშირებით იმამ შააფი'ი ამბობს: "აჰმადი რვა დარგში არის იმამი: იმამი ჰადისის მეცნიერებაში, იმამი ისლამურ სამართალში, იმამი ენაში, იმამი ყურანში, იმამი გაჭირვებაში, იმამი ასკეტიზმში, იმამი ღვთისმოშიშობაში, იმამი სუნნაში". მას ჰქონდა მტკიცე პოზიცია, როდესაც გავრცელდა არასწორი აზრი ყურანის გაჩენასთან დაკავშირებით. მისი ეს მტკიცე პოზიცია კი მიუთითებს მის ცოდნაზე და მოთმინებაზე, ამ ყველაფრის შემდეგ მას ზედმეტსახელად სუნნას ხალხის იმამი უწოდეს, ანუ მან გამოიჩინა სუნნა მაშინ, როცა ირგვლივ ბიდ'ა (სიახლეები) იყო გაცრცელებული. ამ მნიშვნელობის მატარებელია ყველა, ვისაც ასეთი ზედმეტსახელი ეწოდა სუნნას იმამებიდან, განსხვავებით ბიდ'ას (სიაახლეების) იმამებისგან, ვინც მიატოვებს ბიდ'ას და შეასრულებს სუნნას, სუნნას მიწერა იმამებზე ხდება იმის მიხედვით, რომ ისინი წარმოაჩენენ სუნნას და ავრცელებენ მას, ხოლო ბიდ'ას მიწერა ხდება სიახლის იმამებზე იმის მიხედვით, რომ ისინი ასრულებენ და იგონებენ მას. მისი ნაშრომებიდანაა: "ალ-მუსნად", ''აზ-ზუჰდ'', ''ალ-აშრიბა'', ''რისალა ფი მუსიი სალათიჰი'', და ''ალ-რად ალა ალ-ზანადიყა ვა ალ-ჯაჰმია" და სხვა. მისგან გადმოცემულია დაახლოებით სამოცი ათასი საკითხი, მისი მაზჰაბი (მიმდინარეობა) რელიგიურ საფუძვლებზე და სხვა საკითხებზეა აგებული. გარდაიცვალა ჰიჯრით 241 წელს.