Skip to content

თქვენგან ვინც დილას ჯანმრთელი შეხვდება, უსაფრთხო თავის ოჯახსა და საცხოვრებელში და აქვს თავისი დღიური საზრდო, მას ისე ექცევა, თითქოს მთელი ქვეყანა მისთვის შეკრებილიყოს

უბაიდულლაჰ იბნ მიჰსან ალ-ანსარიმ (ალლაჰის იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«თქვენგან ვინც დილას ჯანმრთელი შეხვდება, უსაფრთხო თავის ოჯახსა და საცხოვრებელში და აქვს თავისი დღიური საზრდო, მას ისე ექცევა, თითქოს მთელი ქვეყანა მისთვის შეკრებილიყოს».

«مَنْ أَصْبَحَ مِنْكُمْ مُعَافى فِي جَسَدِهِ، آمِنًا فِي سِرْبِهِ، عِنْدَهُ قُوتُ يَوْمِهِ، فَكَأَنَّمَا حِيزَتْ لَهُ الدُّنْيَا».

გადმოსცა ალ-თირმიზიმ და იბნ მააჯამ
კარგი (ჰასან)
განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ თქვენგან ვინც დილას შეხვდება ჯანმრთელი და დაცული თავისი სხეულით ავადმყოფობებისა და ტანჯვისგან, უსაფრთხო – თავის თავში, ოჯახში, შვილებში და გზაზე, ყოველგვარი შიშის გარეშე, და აქვს დღიური ჰალალი სარჩო, ეს ისეთი წყალობაა, თითქოს მას მთელი ქვეყანა ერთად მიენიჭა.

ჰადისის სარგებლობიდან

ადამიანის საჭიროების განმარტება ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და სარჩოს მიმართ.

მსახურმა უნდა ადიდოს და მადლობა შესწიროს ალლაჰს ამ წყალობისთვის.

მოწოდება კმაყოფილებისკენ და ამ ქვეყნის მიმართ ასკეტიზმისკენ.

წყაროები

სუნან ალ-თირმიზი (4/ 167) (2346).

სუნან იბნ მააჯაჰ (5/ 253) (4141).

მეტი... (4)

بهجة الناظرين شرح رياض الصالحين.

لسليم الهلالي (1/ 570).

التنوير شرح الجامع الصغير.

لمحمد الصنعاني (10/ 110).