Skip to content

მოციქული მუჰამედი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყოველი ლოცვის წინ პატარა განბანვას აკეთებდა

'ამრ იბნ 'აამირი გადმოსცემს ანას იბნ მაალიქისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი):

"მოციქული მუჰამედი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყოველი ლოცვის წინ პატარა განბანვას აკეთებდა". მე ვკითხე: „როგორ იქცეოდით თქვენ?“ მან უპასუხა: „ჩვენთვის საკმარისი იყო ერთხელ გაკეთებული პატარა განბანვა, სანამ არ დაგვერღვეოდა მისი მდგომარეობა".

كَانَ النَّبِيُّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ يَتَوَضَّأُ عِنْدَ كُلِّ صَلَاةٍ، قُلْتُ: كَيْفَ كُنْتُمْ تَصْنَعُونَ؟ قَالَ: يُجْزِئُ أَحَدَنَا الْوُضُوءُ مَا لَمْ يُحْدِثْ.

გადმოსცა ალ-ბუხარიმ
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყოველი სავალდებულო ლოცვისთვის პატარა განბანვას აკეთებდა, თუნდაც მისი აბდესი არ დარღვეულიყო; ამ ქმედებით ის ჯილდოსა და სიკეთის მოპოვებას ცდილობდა. მუსლიმს შეუძლია აღასრულოს ერთი აბდესით რამოდენიმე სავალდებულო ლოცვა, სანამ მისი აბდესი არ მოშლილა.

სიტყვების მნიშვნელობა

...:

ჰადისის სარგებლობიდან

მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უმეტესი ქმედება იყო ყოველი ლოცვისთვის აბდესის გაკეთება, სრულყოფილების მიღწევის მიზნით.

ყოველი ლოცვისთვის აბდესის აღება სასურველია.

ერთი აბდესით რამდენიმე ლოცვის შესრულება დაშვებულია.

წყაროები

საჰიჰ ალ-ბუხარი (1/ 53) (214).

მეტი... (2)

شرح ابن بطّال (1/321).

إرشاد الساري لشرح صحيح البخاري (1/ 285).