Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

23 of 841 cards

Clear filters
«თუ მორწმუნეებზე — ან: ჩემს უმმაზე — ტვირთად არ დავაწვებოდი, მათ ვუბრძანებდი სივაქის გამოყენებას ყოველი ლოცვის წინ».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ვინც არ უნდა მომესალმოს (ჩემი გარდაცვალების შემდეგ), ალლაჰი აუცილებლად დააბრუნებს ჩემს სულს, რათა მე მისალმებაზე პასუხი გავცე მას».
მისი გადმოცემა კარგია გადმოსცა აბუ დაუდმა და აჰმადმა
«მე დავხედე ურწმუნოების ფეხებს, რომლებიც თავზე გვედგნენ, როდესაც გამოქვაბულში ვიყავით, და ვთქვი: 'ო, ალლაჰის მოციქულო, თუ ვინმემ ფეხებზე დაიხედა, აუცილებლად შეგვამჩნევს', ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კი მიპასუხა: «ო, აბუ ბაქრ, რას ფიქრობ ორზე, რომლებთან მესამეც ალლაჰია».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
"ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როდესაც აცემინებდა, ხელს ან ტანსაცმელს პირზე იფარებდა და ამით ხმის ტონს ახშობდა ან ადაბლებდა".
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
«ჭეშმარიტად, მე მაწყევარად არ წარმოვგზავნილვარ, არამედ მე წყალობად წარმოვიგზავნე».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გარდაცვალებისას არ დაუტოვებია არც დირჰამი, არც დინარი, არც მონა კაცი, არც მონა ქალი და არც სხვა რამ, გარდა ერთი თეთრი ჯორისა, ხმალისა და მიწის ნაკვეთისა, რომელიც სადაყად გაიღო».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
მოციქულ (ალლაჰის ლოცვა და მშიდობა მას) ყველაზე მთავარი ანდერძი, როდესაც მისი სიცოცხლის ბოლო წამები ახლოვდებოდა, იყო: "«ლოცვა და ის, რაც თქვენს მარჯვენა ხელებს (მონები) ეკუთვნის, ლოცვა და ის, რაც თქვენს მარჯვენა ხელებს ეკუთვნის». ის ამას იმდენად ხშირად იმეორებდა, რომ მისი მკერდი ამას ლუღლუღებდა, მაგრამ მისი ენა ძლივს წარმოთქვამდა".
სანდო (საჰიჰ) رواه النسائي في السنن الكبرى وابن ماجه
რამდენიმე ადამიანი მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) საჰაბებიდან მივიდა მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ცოლებთან და ჰკითხა, რას აკეთებდა იგი, როდესაც მას არავინ ხედავდა, გარდა მათისა. ამის შემდეგ ერთმა მათგანმა თქვა: "მე არ დავქორწინდები!" მეორემ თქვა: "მე ხორცს არ შევჭამ!" ხოლო მესამემ თქვა: "მე საწოლზე არ დავიძინებ!" როდესაც ეს ინფორმაცია მოციქულამდე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მივიდა, მან ალლაჰი განადიდა და შეაქო და შემდეგ თქვა: «რა დაემართათ ამ ხალხს, რომ ასეთ სიტყვებს ამბობენ? მე ვლოცულობ ღამით, მაგრამ ასევე ვიძინებ, ვმარხულობ და ზოგჯერ ვტოვებ მარხვას, ვქორწინდები ქალებზე. ხოლო ვინც ჩემს სუნნას განუდგება, მას ჩემთან კავშირი აღარ აქვს!»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული