Skip to content

ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როდესაც აცემინებდა, ხელს ან ტანსაცმელს პირზე იფარებდა და ამით ხმის ტონს ახშობდა ან ადაბლებდა

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა:

"ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როდესაც აცემინებდა, ხელს ან ტანსაცმელს პირზე იფარებდა და ამით ხმის ტონს ახშობდა ან ადაბლებდა".

كان رسولُ الله صلى الله عليه وسلم إذا عَطَس وضَعَ يَدَه -أو ثوبَهُ- على فيهِ، وخَفَضَ -أو غضَّ- بها صوتَهُ.

გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), როდესაც დააცემინებდა: პირველ რიგში: ხელს ან ტანსაცმელს იფარებდა პირზე, რათა თავიდან აეცილებინა რამე, რაც პირიდან ან ცხვირიდან გამოვიდოდა და გვერდით მყოფს შეაწუხებდა. მეორე: ცდილობდა ხმის ტონის ჩახშობას.

ჰადისის სარგებლობიდან

მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ქცევის ახსნა და მის მაგალითზე მიყოლა ამ საკითხში.

სასურველია ტანსაცმლის ან ხელსახოცის დადება პირზე და ცხვირზე დაცემინებისას, რათა არაფერი გამოვიდეს, რაც გვერდით მყოფს შეაწუხებს.

აუცილებელია ჩაცემინების ხმის ჩახშობა. ეს მიეკუთვნება ისლამური ეტიკეტის სრულყოფილად დაცვასა და კეთილზნეობის გამოხატულებებს.

წყაროები

სუნან აბი დაუდ (7/ 375) (5029).

სუნან ალ-თირმიზი (4/ 461) (2745).

მუსნად აჰმად (15/ 412) 9662).

მეტი... (9)

شرح رياض الصالحين.

لابن عثيمين (4/ 440).

تطريز رياض الصالحين.

لفيصل آل مبارك (ص528).

بهجة الناظرين.

لسليم الهلالي (2/ 149).

نزهة المتقين شرح رياض الصالحين.

لمجموعة من الباحثين (1/ 678).

كنوز رياض الصالحين لمجموعة من الباحثين (11/ 432).