Skip to content

ვინც იბრძვის იმისთვის, რომ ალლაჰის სიტყვა იყოს ყველაზე მაღლა, ის არის ალლაჰის გზაზე

გადმოცემულია აბუ მუსასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა:

ჰკითხეს ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კაცზე, რომელიც იბრძვის სიმამაცისთვის, პატივისთვის ან თავის ჩვენებისთვის: რომელია მათგან ალლაჰის გზაზე? ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც იბრძვის იმისთვის, რომ ალლაჰის სიტყვა იყოს ყველაზე მაღლა, ის არის ალლაჰის გზაზე».

سُئِلَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ عَنِ الرَّجُلِ يُقَاتِلُ شَجَاعَةً، وَيُقَاتِلُ حَمِيَّةً، وَيُقَاتِلُ رِيَاءً، أَيُّ ذَلِكَ فِي سَبِيلِ اللهِ؟ فَقَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ: «مَنْ قَاتَلَ لِتَكُونَ كَلِمَةُ اللهِ هِيَ الْعُلْيَا، فَهُوَ فِي سَبِيلِ اللهِ».

შეთანხმებული
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

ჰკითხეს ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მებრძოლების განსხვავებულ მიზნებზე: ის, ვინც იბრძვის სიმამაცისთვის, პატივის დაცვისთვის, ხალხში საკუთარი ადგილის დასანახად ან სხვა რამისთვის, თუ რომელია მათგან ალლაჰის გზაზე? და ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) ამცნობა, რომ ალლაჰის გზაზე მებრძოლი არის ის, ვინც იბრძვის იმისთვის, რომ ალლაჰის სიტყვა იყოს ყველაზე მაღლა.

ჰადისის სარგებლობიდან

საქმეთა სისწორის ან გაფუჭების საფუძველია განზრახვა და მათი გულწრფელი შესრულება ალლაჰისთვის.

თუ ჯიჰადის მიზანი არის ალლაჰის სიტყვის ამაღლება და მასთან ერთად არსებობს სხვა ნებადართული მისწრაფება, როგორიცაა ნადავლის მიღება, მაშინ ის არ ავნებს განზრახვის საფუძველს.

სამშობლოსა და იმის, რაც საჭიროებს დაცვა მტრისგან, მიეკუთვნება ჯიჰადს ალლაჰის გზაზე.

ზემოთ ნათქვამი ეხება მხოლოდ იმ მუჯაჰიდების ღირსებას, რომლებიც იბრძვიან იმისთვის, რომ უზენაესი ალლაჰის სიტყვა იყოს ყველაზე მაღლა.

წყაროები

საჰიჰ ალ-ბუხარი (9/ 136) (7458).

საჰიჰ მუსლიმ (3/ 1513) (1904).

მეტი... (4)

تيسير العلام شرح عمدة الأحكام.

لعبد الله البسام (ص753).

الإعلام بفوائد عمدة الأحكام.

لابن الملقن (10/ 380).